განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210017001939584
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1204-2017 27 თებერვალი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - მ-------- ქ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ფ---------ი საქართველო
წარმომადგენელი - მ------------, დ-----------–--ე
დავის საგანი - სესხი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ფ---------ი საქართველოს (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ-------- ქ-----–---–ს (პ/ნ 2----------), ვ-----------------ეს (პ/ნ 1----------) და მ-------- ს-–-----ეს (პ/ნ 0---------9) სს ფ---------ი საქართველოს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14 552, 84 ( თოთხმეტი ათას ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9 863,58 ლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი 618.18 ლარი, დასარიცხი საპროცენტო სარგებელი 3 679. 19 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 391.89 ლარი. თავდები პირების - ვ-----------------ის (პ/ნ 1----------) და მ-------- ს-–-----ის (პ/ნ 0---------9) სოლიდარული პასუხისმგებლობა, დაკისრებული 14 552, 84 ლარიდან, განისაზღვრა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ს.ს. ფ---------ი საქართველოსა და მოპასუხე მ-------- ქ-----–---–ს შორის 2015 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2-----. 3600.001, რომლის საფუძველზეც მ-------- ქ-----–---–მა სესხად მიიღო 12 000 ლარი 1461 დღის ვადით, 2019 წლის 26 დეკემბრამდე. წლიური საპროცენტო სარგებლის 25.95% - ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1.00 %-ს. საურავის დარიცხვა განხორციელდა 60 დღის განმავლობაში. 2.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მ-------- ს-–-----ესთან და ვ-----------------ესთან 2015 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12 000 ლარით. 2.3. 2015 წლის 26 დეკემბრის N N2-----. 3600.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად იხდიდა სესხის თანხას მოპასუხე მ-------- ქ-----–---–ი 2017 წლის თებერვლამდე. რის შემდეგაც შეწყვიტა გადახდა. 2.4. მ-------- ქ-----–---–ის დავალიანება სს ფ---------ი საქართველოს მიმართ 2017 წლის 23 მაისის მდგომარეობით შეადგენს 14 552.84 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 9 863.58 ლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი 618.18 ლარი, დასარიცხი საპროცენტო სარგებელი 3 679.19 ლარი, პროცენტი 618.18 ლარი, ხოლო ჯარიმა 391.89 ლარი. 2.5. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების შეწყვეტით, კრედიტორმა ვერ მიიღო ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავალი, სარგებლის სახით 3 679.19 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი მიიღებდა 2019 წლის 26 დეკემბრამდე. 2.6. მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი აღიარებით და შეწყდა ხელშეკრულება. 2.7 ხელშეკრულების 4.7 პუნქტით განისაზღვრა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 2.9. სამოქალაქო კანონის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მხარეთა განმარტებით და წარმოდგენილი გადახდების ისტორიით დადგენილია, რომ მ-------- ქ-----–---–ს სესხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით. სესხის გადახდა შეწყვიტა 2017 წლის თებერვლიდან. მიუხედავად გაფრთხილებისა არ უზრუნველყო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც ასევე დასტურდება მოპასუხის 2017 წლის 15 მარტის განცხადებით. აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს და მხარეთა შორის 2017 წლის მაისიდან შეწყდა საკრედიტო ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 896-ე მუხლის თანახმად კი თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მ-------- ქ-----–---–მა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად დათქმულ დროს. 2015 წლის 26 დეკემბრის N N2-----. 3600.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დადგენილი გრაფიკით სესხის თანხის გადახდა შეწყვიტა 2017 წლის თებერვლიდან. დაარღვია ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, არ შესრულებულა ჯეროვნად და წარმოიქმნა დავალიანება, მას დავალიანება სრულად არ დაუფარავს მიუხედავად გაფრთხილებისა, არაერთხელ გადააცილა სესხის გადახდის ვადას. უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, კერძოდ სესხის ხელშეკრულების 2.4. და 3.1. პუნქტის თანახმადაც მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და წლიური საპროცენტო სარგებლის 25.95% -ის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1.00 %-ის გადახდის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილებაა 2017 წლის თებერვლიდან მაისამდე შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება დარიცხული პროცენტი 618.18 ლარი. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხი მოპასუხე მ-------- ქ-----–---–ის მიმართ გაიცა 12 000 ლარი 1461 დღის ვადით, 2019 წლის 26 დეკემბრამდე. წლიური საპროცენტო სარგებლის 25.95% -ის დარიცხვით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის მაისში, მოპასუხეთა მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შედეგად მოსარჩელე მხარე 2019 წლის 26 დეკემბრამდე საპროცენტო სარგებლის სახით მიიღებდა 3679 ლარს. აღნიშნული სარგებლის მიუღებლობით კი მას მიადგა ზიანი და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე იგი ანაზღაურებას ექვემდებარება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ-------- ქ-----–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ სრულიად არ გამოიკვლია და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. 2015 წლის 26/XII ს.ს. ფ---------ი საქართველოს და აპელანტს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხად აიღო 12000 ლარი 2019 წლის 26/XII-მდე, წლიური საპროცენტო სარგებლის 25,95 %-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად კი მ--------ი ს-–-----ესთან და ვ-----------------ესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. მათი პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო 12000 ლარით. დადგენილი გრაფიკის მიხედვით აპელანტი კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას და ყოველთვიურად იხდიდა სესხის თანხას 405 ლარს 2017 წლის თებერვლამდე. მაგრამ აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, გადავიდა უფრო დაბალხელფასიან სამსახურში, შეუმცირდა შემოსავალი, რაც დასტურდება წარმოდგენილი წერილობითი აღიარებით და შეწყდა ხელშეკრულება. გარდა ამისა, აპელანტს სესხი გამოტანილი ჰქონდა კრედო ბანკიდან და ს.ს. საქართველოს ბანკიდან, რომელიც შეთანხმების თანახმად უნდა გადაეფარა ს.ს. ფ---------ი საქართველოს. მოსარჩელე მხარეს რამდენჯერმე შესთავაზა მორიგება, გაეთვალისწინებია ზემოთაღნიშნული გარემოება, მაგრამ არ წამოვიდა მორიგებაზე და არ მისცა საშუალება რომ თანხა დაეფარა ეტაპობრივად, ხელფასიდან მომხდარიყო სესხის დაფარვა. პირიქით დაარიცხა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მაღალი პროცენტები, რაც არ შეესაბამება სამოქალაქო ურთიერთობებში არსებულ კეთილსინდისიერებისა და მხარეების მიერ ერთმანეთისადმი პატივისცემის პრინციპებს. აღნიშნულ გარემოებას კი ყურადღება არ მიაქცია პირველი ინსტანციის სასამართლომ და არ მისცა სათანადო შეფასება. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. კოდექსი ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით კი გათვალისწინებული იყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ბევრად აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დდაგენილ საპროცენტო განაკვეთს, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10/10-ის გადაწყვეტილებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს მ-------- ქ-----–---–მა სს ფ---------ი საქართველოსაგან ისესხა 12000 ლარი. 4.1.1. ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის 26 დეკემბრამდე და სესხით სარგებლობისათვის აპელანტს უნდა გადაეხადა სარგებელი, წლიური 25,95%. 4.1.2 ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეებს გათვალისწინებული ჰქონდათ პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს ოდენობით, ოღონდ მისი დარიცხვა უნდა მომხდარიყო, მხოლოდ, 60 კალენდარული დღის განმავლობაში. 4.2. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 12000 ლარის ფარგლებში, სოლიდარული თავდებობა იკისრეს ვეფხია მანჯავიძემ და მ-------- ს-–-----ემ 4.3. აპელანტმა ვალდებულება დაარღვია და 2017 წლის 27 თებერვლის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია. 4.4. ამის გამო, 2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ ხელშეკრულება მოშალა. 4.4.1. ამ დროისათვის აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა, 9863,58 ლარი, სარგებელი - 618,18 ლარი და პირგასამტეხლო - 391,89 ლარი. 4.5. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა აპელანტისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად გადასახდელი სარგებლის, 3 679.19 ლარის გადახდის დაკისრება. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ, არსებითად, მართებულად შეაფასა დადგენილი ფაქტები - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლების საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მოსარჩელისათვის სესხად მიღებული თანხა და გადაეხადა სარგებელი. 4.7. პალატის აზრით, აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება და მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება დავის საგანთან შემხებლობაში არ არის და იგი მოსარჩელის მოთხოვნას არ გამორიცხავს. 4.8. გარდა ამისა, შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი და გადასახდელი პირგასამტეხლო აპელანტის მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი და კანონსაწინააღმდეგო არ არის. 4.9. ამის გამო, სესხის ძირითადი თანხის, სარჩელის აღძვრამდე გადასახდელი სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია. 4.10. ამავდროულად, პალატა პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აპელანტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის სრულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი არ არის. 4.10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 4.10.2. ამ ნორმის შესაბამისად, ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოვალემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი უნდა გადაიხადოს, მხოლოდ, მაშინ, როცა ეს ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებულია. 4.10.3. უდავოა, რომ მხარეებს ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტის გადახდის ვალდებულება არ შეუთანხმებიათ. ამის გამო, სს ფ---------ის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს. 4.11. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კომერციული ბანკის, მათ შორის, ცხადია, სს ფ---------ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი საგანი კრედიტების გაცემა და აქედან მოგების მიღებაა. ამიტომ, ბანკისათვის სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველთვის ივარაუდება, რომ, ვალდებულების დარღვევის გამო, ბანკი შემოსავალს ვეღარ იღებს. 4.11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 4.11.2. ამ ნორმის მიხედვით, სს ფ---------ი უფლებამოსილი იყო აპელანტისაგან მიუღებელი შემოსავალი მოეთხოვა, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს შემოსავალი მხარეთა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ტოლი, ე.ი. 25,95% იქნებოდა. 4.6.3. არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ აპელანტისაგან დაბრუნებულ თანხას განმეორებით, მაინცდამაინც, 25,95%-იანი სარგებლით გასცემდა, სს ფ---------ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამიტომ, ამ ნაწილში, მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია. 4.7. თუმცა, პალატის აზრით, სს ფ---------ს აპელანტის მიერ დასაბრუნებელი თანხით, უთუოდ, შეეძლო მიეღო სარგებელი სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ოდენობით. 4.7.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 2017 წელს სხვადასხვა სახის სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 8-დან 20%-მდე მერყეობდა. 4.7.2. ამის გამო, პალატის აზრით, აპელანტმა სს ფ---------ს, ვალდებულების შესრულებამდე, უნდა გადაუხადოს მიუღებელი შემოსავალი, ყოველწლიურად, სესხის ძირითადი თანხის, ე.ი. 9863,58 ლარის 10%. 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.8.1. სს ფ---------მა აპელანტისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოითხოვა ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან, ე.ი. 2017 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდისათვის. ამიტომ, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს სესხის ძირითადი თანხის 10% უნდა გადაუხადოს ვალდებულების შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს - სარჩელით მოთხოვნილი ვადისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ-------- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ-------- ქ-----–---–ს სს ფ---------ი საქართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 14 552,84 ლარიდან დასარიცხი საპროცენტო სარგებლის, 3679,19 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 436,58 ლარიდან 31,46 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. სს ფ---------ი საქართველოს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მ-------- ქ-----–---–ს სს ფ---------ი საქართველოს სასარგებლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, უნდა დაეკისროს 9863,58 ლარის წლიური 10%-ის გადახდა, არაუმეტეს 2017 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდისათვის.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სს ფ---------ი საქართველოს მ-------- ქ-----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - (3679,19-(9863,58X10%X2+9863,58X10%/12X8)X4%=41,95 ლარის ანაზღაურება - დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის პროპორციულად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. მ-------- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ-------- ქ-----–---–ს სს ფ---------ი საქართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 14 552,84 ლარიდან დასარიცხი საპროცენტო სარგებლის, 3679,19 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 436,58 ლარიდან 31,46 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. სს ფ---------ი საქართველოს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. მ-------- ქ-----–---–ს სს ფ---------ი საქართველოს სასარგებლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს 9863,58 ლარის წლიური 10%-ის გადახდა, არაუმეტეს 2017 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდისათვის;
6. სს ფ---------ი საქართველოს მ-------- ქ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 41,95 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ნანა კალანდაძე