განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
120100117002228564
ინსტანცია
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120100117002228564 - 1ბ/447-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამართლებული: თ-------------ე (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ა---------------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ და ითხოვა გამართლებულ თ-------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ თ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ------------–-–---–მა წარმოადგინა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

თ-------------ე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფით საკითხებთან დაკავშირებით სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა შვილს მ---------ეს. 2017 წლის დილის საათებში თ-------------ემ კვლავ ყოფით საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვნების - ს----–-–--–--ის (დაბ.0---------–--–-) და რ-----–-–--–--ის (დაბ.2----------–--–ს) თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს მ---------ეს, კერძოდ, ხელით დაითრია მიაგდო საწოლის კუთხეში და ორჯერ დაარტყა ხელი ზურგის არეში, შემდეგ გაითრია იგი ოთახის გასასვლელი კარისკენ და კედელზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ-------------ეს არ ჩაუდენია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისიწნებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანების თანდასწრებით, დანაშაული გათავლისიწებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები - მოწმეების - ჯ----–----------ის, ა------------ის, ქ------–----ის ჩვენებები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებები, რომელიც შედგენილ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტის ა----- ა------ის, გამომძიებლების - ლ---------–-–---–ის, ზ------------ის, გ--------------ის, მ--–-----–------–---–ის, ვ-–------------------–---–ის მიერ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

დაცვის მხარის მიერ სადაოდ გახდა დაზარალებულ მ---------ის და მოწმე მ-----–-------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოში გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თ-------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უტყუარად ვერ ადასტურებენ თ-------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეების ჯ----– ი-------ის, ა------------ის, ქ------–----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ არიან ბრალდებულის თ-------------ის მეზობლები, მას იცნობენ როგორც შრომისმოყვარე ადამიანს. ზოგადად სმენიათ, რომ თ-------------ე ხშირად აძლევს შენიშვნებს მ---------ეს, თუმცა 2017 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ. არ შესწრებიან მ---------ის ცემის და არც მისი ტირილის ფაქტს. 2017 წლის 20 ნოემბრის N6--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მართალია დადგენილია, რომ მ---------ეს შუბლის არეში, არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებელმა პირმა მ---------ემ ექსპერტს განუმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 2017 წლის 18 ნოემბერს, ხოლო 2017 წლის 16 ნოემბერს შუბლის არეში მოხვდა შეშის ნაპობი. ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში ექსპერტის მიერ მითითებულია, რომ ობიექტურად დადგენილი დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გამოსაკვლევ პირს (მ---------ეს) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის გადმოცემით მითითებულ თარიღს 2017 წლის 16 ნოემბერს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ 2017 წლის 19 ნოემბრის მ---------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (მ---------ემ მიუთითა ადგილები, სადაც მამასთან თ-------------ესთან მოუხდა შელაპარაკება და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა), ვერ განიხილება მოწმის მიერ ჩვენების მიცემად. ამასთან, იგი ვერ შეცვლის და ვერც გაუტოლდება სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი არის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოწმის მანამდე მიცემული ჩვენების ირგვლივ გარემოებების აღდგენას ითვალისწინებდა მიზნად. დაზარალებულმა, რომლის გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე - ანუ არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლოში მ---------ის ჩვენება, როგორც მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ განიხილავს მისი ჩვენების ადგილზე შემოწმებას, როგორც ცალკე აღებულ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამავე დროს პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თ-------------ეს ბრალი ედება დაზარალებულისათვის სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების მიყენებისათვის, რამაც მას ტანჯა მიაყენა, თუმცა მ---------ემ უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომელიც დაადგენა მ---------ე თ-------------ის ქმედებით განიცდიდა თუ არა ტანჯვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. აღნუშნულიდან გამომდინარე პრალდებულის საწინააღმდეგოდ ვერ იქნება განხილული ის მტკიცებულება, რომელიც სასამართლო სხომაზე არ იქნა გამოკვლეული კანონით დადგენილი წესით, მხარეთა მონაწილეობით.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-------------ე ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენი თ-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ-------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თ-------------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაო შემტანს თე-----------–-ძეს განაჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, მიმღების ანგარიშის ნომერი - G----------------------, მიმღები ბანკი - სს „ლიბერთი ბანკი“ ბანკის კოდი L-------; 2017 წლის 20 ნოემბერს გირაოს სახით შეტანილი თანხა 2000 ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს დამატებითი ღონისძიება რომლითაც თ-------------ეს აეკრძალა დაზარალებულ მ---------ესთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებული მ---------ე იმყოფება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი