განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/ბ-165-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზა-------------–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლა-–---ი---–--–---–ი;
მსჯავრდებული - გი----------–--ა, დაბადებული 1--- წლის 1---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, თ------------ ქ. №6-- ბინა №8- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ-----------------–--–--------------------------------------
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: გი----------–--ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 1220 საათზე თბილისში, ჯ. ბ------------- ქუჩა N6--- მიმდებარე ტერიტორიაზე გი----------–--ამ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვით, ხელკეტის გამოყენებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვა–- გა----------–---–სა და ნი-----------–---–ს, აღნიშნული ქმედების შედეგად, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 7-8 წუთის განმავლობაში შეწყდა ახლომდებარე დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება, შეფერხდა საგზაო მოძრაობა და უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გი----------–--ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენით გი----------–--ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
გი----------–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5.050 (ხუთიათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 50 (ორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ, გი----------–--ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გი----------–--ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით იმ საფუძვლით, ვინაიდან სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ვა–- გა----------–---–ს და მის მეუღლეს - ნი-----------–---–ს არც სამსახურებრივი და არც პირადი შეხება არ ჰქონიათ გი----------–--ასთან. ვა–- გა----------–---–ს რაიმე სახის სამართალდარღვევა ან ისეთი ქმედება არ ჩაუდენია, რომ გი----------–--ას მის მიმართ შურისძიების საბაბი ჰქონოდა, პირიქით ეს უკანასკნელი არღვევდა კანონს, როდესაც არ ჰქონდა მართვის მოწმობა და მართავდა ავტომანქანას. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გი----------–--ა ვა–- გა----------–---–ს და ნი-----------–---–ს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არა მხოლოდ როგორც კონკრეტულ პირებს, არამედ როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, კერძოდ: უფრო აგრესიული გახდა მაშინ, როდესაც ვა–- გა----------–---–ი და ნი-----------–---–ი საპატრულო პოლიციის გამოძახებას შეეცადნენ, ხოლო როდესაც გი----------–--ამ შეიტყო, რომ ისინი პროკურატურის თანამშრომლები იყვნენ, მათ როგორც პროკურატურის თანამშრომლებს დაუწყო გინება და ლანძღვა. გი----------–--ას მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს ადგილი ჰქონდა ქუჩაში, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. გარდა ამისა, ქუჩაზე განთავსებული იყო საცხოვრებელი კორპუსები და სხვადასხვა დაწესებულებები. გი----------–--ამ არაფრად ჩააგდო ის ფაქტი, რომ ვა–- გა----------–---–ის ავტომანქანაში მჯდომი მისი მეუღლე - ნი-----------–---–ი ხუთი თვის ფეხმძიმე იყო, რომელსაც მომხდარის გამო შემდგომში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.
გარდა იმისა, რომ გი----------–--ამ გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, მისი ქმედება მიმართული იყო ვა–- გა----------–---–ის და ნი-----------–---–ის მიმართ, რომელიც გამოხატავდა მათდამი აშკარა უპატივცემულობას. ამასთან, ვა–- გა----------–---–ისა და ნი-----------–---–ისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეუარცხყოფის მიყენება, მისი ჩადენის ადგილის მიუხედავად უნდა ჩაითვალოს იმ ქმედებად, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შესაბამისად წარმოადგენს ხულიგნობას, ვინაიდან ისინი, როგორც ცალკეული ინდივიდები, საზოგადოების წევრები არიან და მათ მიმართ აშკარად გამოხატული უპატივცემლობაც მთლიანად საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატულებაა. ბრალდების მხარის მიერ გი----------–--ას ქმედება ხულიგნობად შეფასდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები და იქ მყოფი მოქალაქეები გარეთ გამოვიდნენ და გი----------–--ამ ვა–- გა----------–---–ს და ნი-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობის საერთო ანალიზის საფუძველზე. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სწორედ გი----------–--ას ქმედების გამო შეკრიბა ხალხი შემთხვევის ადგილზე და შეფერხდა ავტომანქანების მოძრაობა. ასევე, მისი ქმედების გამო გაჩერებული იყო ვა–- გა----------–---–ის ავტომანქანაც. ამასთან, ხალხის შეკრებასა და ავტომანქანების მოძრაობის შეფერხებაში იგულისხმება მხოლოდ ის დრო, როდესაც ხულიგნურ ქმედებას აქვს ადგილი. ხალხის შეკრების და და ავტომანქანების მოძრაობის შეფერხების ფაქტი კარგად ჩანს საქმეში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ასევე უკანონო და დაუსაბუთებელი დანიშნული სასჯელის ნაწილშიც. ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით არ არის შესაბამისობაში ჩადენილ ქმედებასთან, მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს. გი----------–--ა დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და არ აღიარებს დანაშაულს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მკაცრი სასჯელი მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით.
მსჯავრდებულ გი----------–--ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი და გი----------–--ას მხრიდან ადგილი არ ჰქონია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. ინციდენტის დროს სწორედ ვა–- გა----------–---–ის ავტომანქანა აფერხებდა მოძრაობას როგორც ეს დაადასტურა ბრალდების მხარის არაერთმა მოწმემ. თვითმხილველმა მოწმეებმა ასევე მიუთითეს, რომ გი----------–--ას ხელში არაფერი არ სჭერია და არც არაფერია ამოღებული. ინციდენტის დროს შელაპარაკებას არც გი----------–--ა უარყოფს. ასევე არ არის ცნობილი და არც საქმეშია წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ნი-----------–---–ს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას, რომ მსჯავრდებული მიიმალა და იძებნებოდა, ინციდენტის შემდეგ გი----------–--ა გაერიდა და არც ერთი დოკუმენტი ან არც ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ბინაზე გამოცხადდნენ და არ დახვდათ, საქმეში არ არის წარმოდგენილი. თუნდაც ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეტყობინებას უტოვებდნენ. წინასასამართლო სხდომაზე გი----------–--ა ნებაყოფლობით გამოცხადდა და საქმის არსებითი განხილვა წარიმართა მისი მონაწილეობით.
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 1220 საათზე თბილისში, ჯ. ბ------------- ქუჩა N6--- მიმდებარე ტერიტორიაზე გი----------–--ამ მანქანის პარკირებასათან დაკავშირებით წარმოშობილი ინციდენტიდან გამომდინარე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვა–- გა----------–---–სა და ნი-----------–---–ს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ვა–- გა----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 11:50 საათზე, მეუღლესთან ნი-----------–---–თან ერთად მივიდა ჯ------------------- ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----” სათაო ოფისში და ,,ა-–----” ოფისის მოპირდაპირე მხარეს, ჭიშკართან გააჩერა ავტომანქანა. წინ გაჩერებული იყო შავი ფერის ავტომანქანა, რომელიც მის გასვლას ელოდებოდა, თუმცა მძღოლს ისე ყავდა ავტომანქანა გაჩერებული, რომ მას გვერდის ავლა არ შეეძლო. იმის მიმანიშნებლად, რომ სურდა გამრეკელის ქუჩის მიმართულებით წასვლა, მარცხენა ციმციმა ჩართო, თუმცა შავი ფერის ავტომანქანა არ დაიძრა, რის გამოც მან ხმოვანი სიგნალი მისცა, ჟესტიკულაციითაც ანიშნა, რომ გაეტარებინა და მისი გასვლის შემდეგ მის ადგილას გაეჩერებინა ავტომანქანა, თუმცა არც აღნიშნულის შემდეგ დაიძრა და უნთებდა ფარებს. ვა–- გა----------–---–მა არ იცოდა, რომ ბ------------- ქუჩიდანაც იყო შესაძლებელი გასვლა, როგორც მისგან მარცხნივ, გამრეკელის ქუჩიდან, ასევე მისგან მარჯვნივ, ტაშკენტის ქუჩიდან. დაიძრა მარცხნივ, გამრეკელის ქუჩის მიმართულებით, მაგრამ ვერ შეძლო გვერდის ავლა შავი ავტომანქანისათვის და გაჩერდა, ისე რომ მძღოლები ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, ჩაწეული ფანჯრებიდან დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ ვის უნდა დაეთმო გზა. გი----------–--ამ ჰკითხა, თუ რატომ ,,დაუსიგნალა“, რაზეც ვა–- გა----------–---–მა უპასუხა, რომ მისი ყურადღების მიქცევა უნდოდა, რათა ენიშნებინა, რომ გაეტარებინა. გი----------–--ამ უთხრა, რომ შეეძლო მარჯვნივ ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით წასვლაც, რომ ჭიშკრის გადაღმა ეზოში ცხოვრობდა და ეს მისი ადგილი იყო. ვა–- გა----------–---–მა სთხოვა გატარება, რადგან ეჩქარებოდა, რაზეც ბრალდებულმა ჰკითხა, თუ რატომ მიმართავდა ,,ბიჭოთი”, შემდეგ შეაგინა, შეაფურთხა, დაძრა ავტომანქანა და მოშორებით გაჩერდა. ვა–- გა----------–---–მა ივარაუდა, რომ პიროვნება შესაძლოა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო და შეეცადა მისი ავტომანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშანი დაენახა, რა დროსაც დაინახა მისკენ მიმავა-–---რალდებული დაახლოებით 40-50 სმ. ლითონის ხელკეტით ხელში, ის ფეხებს და ხელკეტს ურტყამდა მის ავტომანქანას, აგინებდა დედის და ცოლის მისამართით. შეგროვდა ხალხი, შენობიდან გამოვიდნენ ,,ა-–----” თანამშრომლები, ავტომანქანები ვერ მოძრაობდნენ. ვა–- გა----------–---–ი ცდილობდა ბრალდებულის დაწყნარებას, თუმცა ის განაგრძობდა გინებას და აგრესიას. მოწმის განმარტებით, ხელკეტი მას რამდენიმეჯერ მოხვდა სახეში, მის ცოლს კი ხელზე. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ვა–- გა----------–---–ი რეკავდა საპატრულო პოლიციაში, ბრალდებული გაიქცა. აღნიშნულის შემდეგ, მასთან მივიდა ბრალდებულის მამა და სთხოვდა პატიებას. გი----------–--ა კვლავ დაბრუნდა, ეუბნებოდა ავტომანქანიდან გადასულიყო, წვდა პერანგში და გაუხია. საპატრულო პოლიციაში ხელმეორედ დარეკვისას ბრალდებული უფრო აგრესიული გახდა და განაგრძობდა გინებას. ნი-----------–---–მა ტელეფონით გადაიღო ვიდეო, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილის გადაღება მოახერხა, რადგან გი----------–--ა გაიქცა ეზოს მიმართულებით. ვიდეოში ფიქსირდება ბრალდებულის გინება.
ვა–- გა----------–---–ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია მოწმე ნი-----------–---–ის ჩვენებით.
მოწმე კო----–--–---–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა,რომ არის სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----” დაცვის თანამშრომელი. 2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 11:00-11:30 საათების შუალედში, ოფისში მივიდა ვა–- გა----------–---–ი მეუღლესთან ერთად. მათ დაახლოებით 20 წუთი დაჰყვეს შენობაში, მომსახურების მიღების შემდგომ დატოვეს შენობა, რის შემდეგაც მან გაიგონა გინება: ”გააჩერე შენი დედა...”, დაინახა, რომ ბრალდებული ვა–-ს მანქანასთან იდგა შავი ფერის ხელკეტისმაგვარი საგნით ხელში, ძლიერ განრისხებული აგინებდა და ეუბნებოდა გადასულიყო ავტომობილიდან, ასევე ხელკეტს უქნევდა. ამ დროისათვის მისთვის უცნობი იყო, რომ ავტომანქანაში იჯდა ვა–- გა----------–---–ი. ბრალდებული ჩაჯდა შავი ფერის ,,კიას” მარკის ავტომობილში, რომელიც გაჩერებული იყო ,,ა-–----” ოფისის წინ, დაახლოებით 8-9 მეტრში და წავიდა ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით. ვა–- ტელეფონით ვიღაცას ეუბნებოდა, რომ პროკურატურის თანამშრომელი იყო და მას თავს დაესხნენ. შემდეგ დაზარალებულთან მივიდა პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა ბრალდებულის მამა, რომელმაც სთხოვა ეპატიებინა მისი შვილისათვის და არ ეჩივლა პოლიციაში. დაახლოებით 1-1,5 წუთში ბრალდებული დაბრუნდა კვლავ შავი ფერის ხელკეტის მაგვარი საგნით ხელში. ვა–-ს ეუბნებოდა გადასულიყო ავტომანქანიდან, მანქანას ფეხებს ურტყამდა და აგინებდა: ”შენი პროკურორი დედა... მიდი გადამიღეთ”. მამა მის შეჩერებას ცდილობდა. შემდეგ ბრალდებული კორპუსების მიმართულებით წავიდა. ვა–- და მისი მეუღლე ბრალდებულის წასვლის შემდგომ გადმოვიდნენ ავტომობილიდან, ვა–-ს შუბლზე ეტყობოდა მთლიან სიგრძეზე სიწითლე, რომელიც ოდნავ შებერილიც იყო, მისი მეუღლე კი ხელს იტკიებდა. შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია და ,,ა-–----” თანამშრომლები - ნი----–---- მე-–--ე, ამ----- ვა---–---–ი და მა---–----ე განყოფილებაში დასაკითხად წაიყვანეს. შემდგომ მან გაიგო, რომ შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა მათი თანამშრომელი თე-------–--ე, მათ გარდა იქ უამრავი ადამიანი იყო. ინციდენტი დაახლოებით 5 წუთს გრძელდებოდა და ვა–- გა----------–---–ის ავტომობილი მოძრაობას აფერხებდა. ინციდენტის დროს ვა–-ს ბრალდებულისთვის არ შეუგინებია. იგინებოდა მხოლოდ ბრალდებული. დაახლოებით 10 მეტრიდან ხედავდა, რომ გი----------–--ას ეჭირა ხელკეტი და მძღოლის მხარეს იქნევდა, თუმცა ხელკეტის ჩარტყმის მომენტი არ დაუნახავს.
მოწმე თა------------------–--ს ჩვენებით გაირკვა, რომ ჯ------------------- ქუჩის მიმდებარედ №4- კორპუსის ეზოში აქვს ჯიხური. სწორედ აღნიშნულ ჯიხურთან ახლოს, 2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 1200-1230 საათების შუალედში, ავტომანქანის მძღოლებს შორის მოხდა შელაპარაკება, მათ შორის ერთ-ერთი იყო გი----------–--ა, რომელსაც იცნობს. გი----------–--ა მართავდა შავი ფერის ,,კიას” მარკის ავტომანქანას და მოძრაობდა ჯ------------------- ქუჩაზე ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით. მეორე მძღოლი რუხი ფერის ავტომობილით, გამოვიდა სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----” ეზოდან და მოძრაობდა ,,კიას” საპირისპირო მიმართულებით, გამრეკელის ქუჩისკენ. ვინაიდან ვიწრო გზაა, ავტომობილებმა ერთმანეთს გვერდი ვერ აუარეს, მძღოლებს, რომლებიც მისგან დაახლოებით 20-30 მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ, შუშები ჩაწეული ჰქონდათ და შელაპარაკდნენ. შემდეგ ავტომანქანები გაჩერეს სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----” შენობასთან და გადავიდნენ ავტომანქანებიდან. გი----------–--ა ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა მეორე მანქანის მძღოლს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ სხვა მძღოლებიც. შელაპარაკების დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში ბრალდებულის მამა ლე-----------–--აც მივიდა, შვილს ხელი მოკიდა და გაიყვანა. გ--- ავტომანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მეორე ავტომობილის მძღოლი კი ადგილზე დარჩა და ლე---- ესაუბრებოდა. შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია. ის ინციდენტს ჯიხურის ფანჯრიდან ადევნებდა თვალყურს და ბრალდებულის ხელში არაფერი დაუნახავს, ასევე არ ადგილზე არ დაუნახავს მეზობლები. ინციდენტს შეესწრო სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----” დაცვის თანამშრომელი კობა და კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი. ინციდენტს შენობის ფანჯრებიდან თვალყურს ადევნებდნენ ასევე კომპანიის სხვა თანამშრომლები.
მოწმე ონ---- თო-----ს ჩვენებით დადგინდა, რომ ფეხსაცმლის შემკეთებელია და ჯ------------------- ქუჩა №6--ში, მარეგულირებელი კომისიის უკან, სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----” ოფისიდან დაახლოებით 30 მეტრში აქვს ჯიხური. შუადღეს ხმაური შემოესმა, თუმცა ახლომახლო არავინ ჩანდა. დაახლოებით ერთ საათის შემდეგ გარეთ გავიდა და დაინახა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები. უთხრეს, რომ მოხდა ჩხუბი გი----------–--ას და უცხო პიროვნებას შორის.
მოწმე თე-------–--ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს სადაზღვევო კომპანია ,,ა-–---–-”. 2016 წლის 17 ივნისს სამუშაო ოთახში, შემოესმა ხმაური, ლანძღვა-გინება და ხმამაღალი საუბარი, რაც უფრო და უფრო ძლიერდებოდა, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ კომპანიის შენობის წინ, გზის სავალ ნაწილზე შავი ფერის ავტომანქანასთან იდგა ორი მამაკაცი, ერთ-ერთი, ასაკით უფრო დიდი, ცდილობდა ძალის გამოყენებით ჩაესვა ავტომანქანაში მეორე - ასაკით უფრო ახალგაზრდა მამაკაცი - გი----------–--ა, რომელიც ჩაჯდა და წავიდა ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით. შავი ფერის ავტომანქანიდან დაახლოებით რვა მეტრში იდგა ვერცხლისფერი ავტომანქანა. გარეთ იდგნენ თანამშრომლები - ამ----- ვა---–---–ი, ნი----–---- მე-–--ე და მა---–----ე, ასევე დაცვის თანამშრომელი - კო----–--–---–---–ი, ეს უკანასკნელი იდგა ვერცხლისფერ ავტომანქანასთან ახლოს და შემდეგ უთხრა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ დაზღვეულებს. თანამშრომლების გარდა იმყოფებოდა, ასევე მათი დაზღვეული ორი ქალბატონი. მოწმის განმარტებით ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია. რამდენიმე წუთში ისევ შემოესმა ხმაური და გავიდა, თუმცა ხმაური უკვე დაწყნარებული იყო. მან დაინახა ბრალდებული, რომელიც მოპირდაპირე ეზოში შედიოდა, ქუჩაში ბევრი ხალხი იდგა, ვერცხლისფერი მანქანა ცუდად იყო გაჩერებული, ის მოძრაობას აფერხებდა და ავტომანქანები ვერ ახერხებდნენ გვერდის ავლას.
მოწმე მა---–----ის ჩვენებით გაირკვა, რომ მუშაობდა სადაზღვევო კომპანია ,,ა-–---–-”. 2016 წლის 17 ივნისს იმყოფებოდა სასადილოში კომპანიის თანამშრომლებთან - ამ----- ვა---–---–თან და ნი------–------ან ერთად, რა დროსაც შემოესმა ხმაური. ოფისის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებულ ვერცხლისფერ ავტომანქანასთან იდგა კომპანიის დაზღვეული მამაკაცი და უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საჩხუბრად იწევდა თეთრპერანგიანი მამაკაცისკენ, რომელიც ტელეფონზე რეკავდა. ხნიერი მამაკაცი კი იდგა შუაში და იჭერდა ახალგაზრდა მამაკაცს. შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი ჩაჯდა გზის მეორე მხარეზე გაჩერებულ შავი ფერის მანქანაში და წავიდა. კონფლიქტის მონაწილეებთან ახლოს არ მისულა და არ დაუნახავს დარტყმის მომენტი, არც ის უნახავს ახალგაზრდა მამაკაცს ხელში ეჭირა თუ არა რამე. ვერცხლისფერი ავტომანქანა ქუჩაზე მოძრაობას აფერხებდა, იქ იმყოფებოდა დაახლოებით 10-15 ადამიანი, რომლებიც უყურებდნენ ინციდენტს. შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია და ყველანი დასაკითხად წაიყვანეს განყოფილებაში.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ამ----- ვა---–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს სადაზღვევო კომპანია ,,ა-–---–-”. 2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, შესვენებაზე, ნი----–---- მე-–------ან ერთად სადილობდა ოფისის სასადილოში, რა დროსაც შემოესმა ხმაური. ვინაიდან ხმაური გაგრძელდა, ნი----–----თან ერთად გარეთ გავიდა. დაახლოებით 5 ადამიანი იდგა ოფისის გვერდით მდებარე ეზოს ჭიშკრის წინ, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული ვერცხლისფერი ავტომანქანა ”Volkswagen Passat-ის” ირგვლივ. მათ გარდა გარეთ იყვნენ ოფისის სხვა თანამშრომლებიც - მა---–----ე, თე-------–--ე და კო----–--–---–---–ი, რომელიც ავტომანქანასთან დანარჩენებზე უფრო ახლოს იყო. მისგან გაიგეს, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა კომპანიის დაზღვეულ პირს, რომელსაც შელაპარაკება მოსვლია სხვა ავტომანქანის მძღოლთან. ნი----–---- მე-–------ან ერთად დაბრუნდა შენობაში, ხოლო 5-10 წუთის შემდეგ, კვლავ გავიდნენ გარეთ და ნახეს, რომ უფრო მეტი ხალხი იყო თავშეყრილი. ავტომობილთან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს მარცხენა მხარეს მხართან თეთრი პერანგი ჰქონდა შემოხეული და შუბლის არეში აღენიშნებოდა დაზიანება. იქვე იყო მძღოლის მეუღლე 30 წლამდე ქალბატონი. მოძრაობა შეფერხებული იყო.
მოწმე ნი----–---- მე-–--ის ჩვენებით გაირკვა, რომ მუშაობს სადაზღვევო კომპანია ,,ა-–---–-”. 2016 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 11:30-13:00 საათების შუალედში, კომპანიის ოფისის პირველ სართულზე სადილობდა თანამშრომელ ამ----- ვა---–---–ითან ერთად. ყვირილის ხმა შემოესმათ, რომელიც გაძლიერდა და ისმოდა ლანძღვა-გინების ხმა. მათ გარდა შენობიდან სხვა თანამშრომლებიც გავიდნენ. ვერცხლისფერ ავტომანქანასთან, რომელიც იდგა ოფისის შენობიდან მარცხნივ, 7-10 მეტრში, გზაზე დაინახა რამდენიმე ადამიანი. დაცვის თანამშრომელმა კო----–--–---–---–მა უთხრა, რომ მათ დაზღვეულებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 2-3 წუთში ამ----- ვა---–---–თან ერთად ოფისში დაბრუნდა და სადილობა გააგრძელეს. 10-15 წუთში კვლავ გავიდნენ გარეთ, რა დროსაც უთხრეს, რომ პირი, ვისთანაც მოუვიდა კონფლიქტი ვერცხლისფერი მანქანის მძღოლს, დაბრუნებულა და კიდევ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მძღოლს დაზიანება აღენიშნებოდა სახეზე. კო--- უთხრა, რომ დაშავებულს ხელკეტი ჩაარტყეს, მას თეთრი პერანგიც შემოხეული ჰქონდა მარცხენა მხარეს, მკლავთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავები მოვიდნენ და თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს დასაკითხად. ვერცხლისფერი ავტომანქანა შუა გზაში იყო გაჩერებული და მოძრაობას აფერხებდა.
მოწმე ლა-------–--–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ თეა მე-–---–---–--ან ერთად იმყოფებოდა სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----“ ოფისში. ყვირილის ხმაზე დაახლოებით ორ წუთში გავიდნენ გარეთ და დაახლოებით 10-15 მეტრში დაინახეს შავგვრემანი ბიჭი, ჩქარი ნაბიჯით შედიოდა ეზოში ყვირილითა და გინებით, რომელსაც მამაკაცი აცილებდა და ამშვიდებდა. მათ ხელში არაფერი ჭერიათ. ქუჩაში იდგნენ ასევე მამაკაცები და კომპანია ,,ა-–----“ სამი, ოთხი თანამშრომელი, გაჩერებული იყო თეთრი ფერის ავტომანქანა, ხოლო მოძრაობა შეჩერებული იყო. მან ავტომანქანას ჩაუარა და დაინახა, რომ ისხდნენ ქალბატონი და მამაკაცი, რომელიც სახეზე აწითლებული იყო და ტელეფონზე საუბრობდა. მამაკაცი, რომელიც ბიჭს მიყვებოდა, შემდეგ ავტომანქანაში მჯდომ მამაკაცს ამშვიდებდა და არწმუნებდა, რომ მიიყვანდა ბიჭს და ბოდიშს მოახდევინებდა.
მოწმე გო-----–---–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 17 ივნისს, სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ჯ------------------- ქუჩაზე დახვდათ ვა–- გა----------–---–ი და მისი მეუღლე ნი-----------–---–ი. ვა–-ს შუბლის არეში აღენიშნებოდა მცირე დაზიანება. გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით, გამოკითხულ იქნა ვა–- გა----------–---–ი და ნი-----------–---–ი, დათვალიერებულ იქნა ვა–-ს ავტომანქანა, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ნინოს და ვა–-ს დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით, დაინიშნა ტრასოლოგიურ და სასაქონლო ექსპერტიზა, რადგან დაზიანებული იყო ვა–-ს ავტომანქანა, სათვალე და პერანგი. დაიკითხნენ მოწმეები და ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. გი----------–--ა ემალებოდა გამოძიებას და რადგან მისი ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, მას ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და გამოცხადდა ძებნა.
მოწმე მა---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 17 ივნისს შევიდა შეტყობინება ვა–- გა----------–---–ის ცემის ფაქტზე და გო-----–---–---–მა დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოკითხულ იქნა ნი-----------–---–ი და მა---–----ე, დათვალიერებული იქნა ნი-----------–---–ის მობილური.
მოწმე ჯუ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 17 ივნისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ბ------------- ქუჩაზე მომხდარი ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე გავიდა გო------–---–---–ი. მან დაკითხა ლე-----------–--ა და ჩაატარა შავი ფერის „კიას“ მარკის ავტომობილის დათვალიერება.
მოწმე თა-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 17 ივნისს განყოფილებაში ელ. სმენით შევიდა შეტყობინება მომხდარი ხულიგნობისა და ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე. განცხადების თანახმად, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ვა–- გა----------–---–სა და მის მეუღლეს. გო-----–---–---–მა გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ ქმედების ჩამდენი პირი იყო გი----------–--ა.
მოწმე თო------ ჯი-----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის ივნისში სსიპ ,,112-ის“ საშუალების განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ვა–- გა----------–---–ის და მისი მეუღლის ცემის ფაქტზე. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა. თავად მან შეადგინა ბინაზე გამოცხადების ოქმი.
მოწმე და---- ბუ--ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის ივნისის თვეში მუშაობდა ვაკე-საბურთალოს მ-–----- განყოფილებაში გამომძიებლის თანაშემწის თანამდებობაზე. განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. მის მიერ ჩატარებული იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც იძებნებოდა ხელკეტი, რადგან შეტყობინების ავტორის განცხადების საფუძველზე პიროვნებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა, ჰქონდა სწორედ ხელკეტი. დადგინდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის ვინაობა - გი----------–--ა, რომელიც არ ცხადდებოდა, რის გამოც გამოცხადდა ძებნა. შემდეგ საქმე გადაიგზავნა მთავარ პროკურატურაში, რადგან დაზარალებული იყო პროკურატურის თანამშრომელი.
მოწმე ლევან თი----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 17 ივნისს ვაკე-საბურთალოს რაიონის მ-–----- განყოფილებაში შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით. 2016 წლის 17 ივნისს გი----------–--ამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვა–- გა----------–---–სა და ნი-----------–---–ს ხელკეტის საშუალებით, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყდა მუშაობა, მოძრაობა გადაიკეტა და ა.შ. მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობები, რადგან შესაძლო დამანაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელი იყო. გი----------–--ას ბრალი წარედგინა დაუსწრებლად და შემდეგ საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმემ ნი-----------ამ აჩვენა, რომ გი----------–--ას ოჯახის მეზობელია. ხმაურის გაგონებაზე გადაიხედა ფანჯრიდან დაინახა ხო----–--ების მთელი ოჯახი, რის გამოც ჩავიდა ქვემოთ და დაინახა დაბალი ტანის მამაკაცი, რომელსაც რაიმე დაზიანება არ ჰქონია, ვერცხლისფერი ავტომანქანის უკან იდგა და ხმამაღლა, აგრესიული ტონით საუბრობდა ტელეფონზე, იმუქრებოდა და ამბობდა, რომ მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოსო, ასევე იმუქრებოდა და იგინებოდა. ასევე აღელვებული საუბრობდა ტელეფონით იქ მყოფი გოგონა. ადგილზე იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მამაკაცის ავტომანქანა არასწორად იყო გაჩერებული და მოძრაობას აფერხებდა.
მოწმე ნა----------–--ას ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 17 ივნისს, შვილთან ერთად მივიდა ჯ------------------- ქუჩაზე დედასთან, შენიშნა ხალხმრავლობა, გი----------–--ა ავტომანქანაში ჩაჯდა და ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით წავიდა. ვა–-, რომელსაც შემთხვევამდეც იცნობდა, იქვე იდგა. მან უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა და უბრალოდ იკამათეს. შემდეგ გაარკვია, რომ ვა–-ს გი-----ან მოუვიდა უთანხმოება. ვა–-ს უთხრა, რომ გი----------–--ა მისი ძმიშვილია და თუ რამე პრობლემა იყო, მისთვის ეთქვა, თუმცა ვა–-მ გაუმეორა, რომ უბრალოდ იკამათეს. შემთხვევის ადგილზე მივიდა ბევრი შავი ფერის ჯიპი, ვა–- ვიღაცეებს ურეკავდა, მოვიდნენ პოლიციის მ--- განყოფილების თანამშრომლებიც. ვა–- უყვებოდა, რომ სცემეს, თუმცა მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, მხოლოდ ღილი ჰქონდა აწყვეტილი. ვა–-ს მეუღლეც ტელეფონზე საუბრობდა. ვა–- ამბობდა - „ნეტა იარაღი ჰქონოდა, ან რამე გაეკეთებინა, რომ სამუდამოდ ჩამელპო ციხეშიო”. მთელი ქუჩა გადაკეტილი იყო და როდესაც გი----------–--ა მანქანაში ჯდებოდა ხელში არაფერი არ სჭერია.
მოწმე ირ---–-------–--ის ჩვენებით გაირკვა, რომ ცხოვრობს ა-–----------- ქუჩა N4-ში. შეესწრო გი----------–--ასა და ვა–- გა----------–---–ს შორის კამათს. ვა–- იწვევდა გი----------–--ას და ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, მან ავტომანქანა გადააყენა და უკან დაბრუნდა, იმის მაგივრად, რომ წასულიყო. როდესაც ვა–-ს მიმართა: ასე რატომ ამწვავებ სიტუაციას“, მან უზრდელურად უპასუხა, ეგ თქვენი საქმე არ არისო.
მოწმე ზუ---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ცხოვრობს ა-–----------- ქუჩა N6-ში. გ---ს და ვა–-ს შელაპარაკებისას ეზოში იმყოფებოდა, თუმცა უშუალოდ ინციდენტს არ შესწრებია, ხმაურზე მივიდა შემთხვევის ადგილას. დაინახა გ---, რომელიც ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით მიდიოდა და არაფერი ეჭირა ხელში. შემდეგ ყურადღება მიიქცია მამაკაცმა, რომელიც ტელეფონზე ხმამაღლა და აგრესიულად საუბრობდა - ვიღაცას ეძახდა. ხმაური სწორედ ამ მამაკაცისგან მოდიოდა.
მოწმე კუ------ ყი--–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ ცხოვრობს ა-–----------- ქუჩა N4--ში. გი----------–--ას იცნობს დიდი ხანია. როდესაც ხმაური და გ---ს ხმა გაიგო ფანჯრიდან გადასძახა - „გიგი რა ხდება, ხომ მშვიდობაა?“, რაზეც გი--- უპასუხა, რომ მშვიდობა იყო, მაგრამ მალევე მაინც ჩავიდა, მაგრამ გ--- უკვე წასული იყო. ქუჩაზე ხალხმრავლობა იყო, ვა–- ტელეფონზე საუბრობდა და ძლიერ აღელვებული ჩანდა. ის იცნობდა ვა–-ს და მის დამშვიდებას შეეცადა, თუმცა ვერც მან და ვერც იქ მყოფმა ადამიანებმა ვერ შეძლეს. ვა–-ს არანაირი დაზიანება სხეულზე არ აღენიშნებოდა. ვა–-მ უთხრა, რომ ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით მოუვიდათ შელაპარაკება და იმ ბიჭს გაამწარებდა. ჩვეულებრივი მოძრაობა იყო და საცობი მას შემდეგ შეიქმნა, რაც პოლიცია მოვიდა. მოწმის განმარტებით, გი----------–--ას ხელში არაფერი სჭერია და არც აღელვებული ჩანდა.
სასამართლოში საქმის განხილვისას, გი----------–--ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2016 წლის 17 ივნისს, მეუღლესთან ერთად მივიდა ბ------------- ქუჩაზე მშობლების საცხოვრებელ სახლში. ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი არ დახვდათ, მეუღლემ უთხრა, რომ მანქანას ვერ გააჩერებდა და თავად დაჯდა საჭესთან გადაყენების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მას მართვის მოწმობა არ აქვს. სადაზღვევო კომპანია „ა-–----“ ოფისთან დაინახა ოფისის წინ გაჩერებული ავტომანქანისკენ მომავალი მამაკაცი და ქალბატონი, გადაწყვიტა დალოდებოდა მათ, მანქანა მათ ადგილას რომ გაეჩერებინა. მანქანა შეაჩერა სავალი ნაწილის ნაპირთან ისე, რომ სხვა მანქანებს შეძლებოდათ გვერდის ავლა. მძღოლმა მისცა სიგნალი, მან იფიქრა, რომ მძღოლს სურდა ენიშნებინა, რომ ვერ უვლიდა გვერდს, რის გამოც კიდევ უფრო ახლოს მივიდა. მოუახლოებისას მამაკაცმა მიმართა აგრესიულად: „აქ როგორ უნდა გავეტიო, არ გესმის რო გეუბნები!“, ის აღელვებული იყო და საუბრისას მიმართა - „ბიჭო“, რაც მას არ ესიამოვნა და უთხრა: „ქალბატონი გახლავს, არ გინდა შეურაცხმყოფელი საუბარი, მშვიდობით დავშორდეთ ერთმანეთს“, თუმცა ის განაგრძობდა აგრესიულად საუბარს. მან მაქსიმალურად მოითმინა უცნობისგან არასასიამოვნო სიტყვები, თუმცა უცნობმა უთხრა: „რატომ გწყინს ბიჭოს, რომ გეძახი, ქალი ხარ?“, აღნიშნული ვეღარ მოითმინა გი----------–--ამ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც სიტყვიერი შეურაცხყოფითვე უპასუხა უცნობმა. მძღოლები ავტომობილებიდან ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა. ისინი ხმამაღლა დედის მისამართით აგინებდნენ ერთმანეთს, რაც ხალხსაც ესმოდა და ქალბატონსაც, რომელიც უცნობის გვერდით იჯდა. შემდეგ მან ავტომანქანა გაწია და უკან დაბრუნებულმა დაინახა მამა - ლე-----------–--ა, რომელიც ავტომანქანასთან ახლოს იდგა და ესაუბრებოდა მამაკაცს, ეკითხებოდა მძღოლს, თუ რა მოხდა, ის კი აგრესიულად პასუხობდა და ეუბნებოდა, რომ ციხეში ჩაალპობდა. თავშეყრილი იყო უამრავი ადამიანი, მათ შორის იყო დედამისიც. ბრალდებულმა განმარტა, რომ სიტყვიერი დაპირისპირების გარდა ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, მაგრამ ხელი არ დაურტყამთ ერთმანეთისთვის, მხოლოდ ჭიდაობდნენ, არ იცის, ზუსტად რა დროს შემოეხა ვა–-ს პერანგი და დაუზიანდა სათვალე. ვა–-მ ახსენა, რომ პროკურორი იყო და დაემუქრა, რომ ამოალპობდა ციხეში. მამა - ლე-----------–--ა ცდილობდა პრობლემის აღმოფხვრას და ვა–-ს ეუბნებოდა რომ ბოდიშს მოახდევინებდა შვილს, ვა–- კი განაგრძობდა აგრესიულად საუბარს და ეუბნებოდა, რომ ციხეში დაალპობდა. მან დატოვა შემთხვევის ადგილი. კონფლიქტი მთლიანად, დაახლოებით ორი-სამი წუთი გრძელდებოდა. მომხდარ ინციდენტამდე ვა–- გა----------–---–ს არ იცნობდა და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მათ შორის დაპირისპირების ორი ეპიზოდი იყო. კონფლიქტის პროვოცირება ვა–-მ მოახდინა, გამოიყვანა წყობილებიდან, არ ახსოვს რა დროს დაზიანდა ვა–-ს ავტომანქანა. ინციდენტის დროს მას რაიმე საგანი ან ხელკეტი არ ჰქონია.
2016 წლის 17 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების თანახმად, კო----–--–---–---–მა ამოიცნო გი----------–--ა და აღნიშნა, რომ მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც 2016 წლის 17 ივნისს თბილისში ჯ. ბ------------- ქუჩა N6--თან ვერცხლისფერ ავტომანქანაში მჯდომ ვა–- გა----------–---–ს აგინა და ხელკეტის მსგავსი საგნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ვა–- გა----------–---–მა ამოიცნო გი----------–--ა და განმარტა, რომ 2016 წლის 17 ივნისს მეუღლესთან ერთად ავტომანქანაში ჯდომისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა და ხელკეტით სცემა სახის არეში. ასევე ნი-----------–---–მა ამოიცნო ბრალდებული და განმარტა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ მას და მის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მის მეუღლეს ვა–- გა----------–---–ს ხელკეტით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2016 წლის 24 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ვა–- გა----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია და მიუთითა ადგილზე, სადაც 2016 წლის 17 ივნის მეუღლესთან ერთად გააჩერა ავტომანქანა. ასევე მიუთითა ადგილზე, სადაც კომპანია ,,ალ-------“ გამოსვლის შემდეგ დაინახა ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით შეჩერებული ,,კიას“ ფირმის ავტომანქანა, რომლის მძღოლიც აძლევდა ხმოვან სიგნალს. ვა–- გა----------–---–მა დაძრა ავტომანქანა, რათა გვერდი აეარა მისთვის, თუმცა გვერდი ვერ აუარა და შეჩერდა მის გვერდით, ისე, რომ მძღოლის მინები იყო ერთმანეთის მოპირდაპირედ, სწორედ ამ დროს უცნობმა პირველად მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ შეაფურთხა და შეაგინა, რის შემდეგაც უცნობმა ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით დაძრა ავტომანქანა და შეაჩერა 3-4 მეტრის გავლის შემდეგ. ავტომანქანა ,,კიას“ მძღოლმა მიირბინა მასთან ხელკეტით და მას და მის მეუღლეს მიაყენა როგორც ფიზიკური ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გი----------–--ას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილთს დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ მის მიერ ხულიგნობის, ესე იგი ქმედების, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ჩადენა, დადასტურებულ იქნა საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა ბრალად შერაცხული (სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) დანაშაული, რასაც ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). მოცემული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია. დამნაშავეს სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით, ანდა შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გი----------–--ას დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ გი----------–--ას მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგი გარკვეულწილად მართლაც დაირღვა, თუმცა იმის შეფასება, თუ რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საკმაოდ არადამაჯერებელი და არასარწმუნოა.
ბრალდების მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირების თაობაზე და სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გი----------–--ას პირადი მოტივი არ ჰქონია, ვინაიდან შემთხვევამდე ვა–- გა----------–---–ს და ნი-----------–---–ს არ იცნობდა, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხოფას აყენებდა როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს და ამით გამოხატავდა უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია დანაშაული ჩადენილია საჯარო ადგილზე, ხალხმრავალ ქუჩაში, მაგრამ შემთხვევის ადგილზე გი----------–--ა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მხოლოდ ვა–- გა----------–---–ს და მას სხვა პირის ან პირებისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება და მისი მოქმედება მიმართული იყო მხოლოდ ვა–- გა----------–---–ისკენ. ხულიგნობის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია მას მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ასეთ დროს კვალიფიკაცია უნდა მოხდეს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი მუხლით (სსკ-ის 120-ე, 125-ე, 150-ე, 151-ე მუხლებით). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა გი----------–--ას ქმედება როგორც ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ გი----------–--ას ქმედების შედეგად სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლების და სადაზღვევო მომსახურებით მოსარგებლე პირების გარეთ გამოსვლის ფაქტი უნდა შეფასდეს დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა შეფასებითი ცნებაა, აქედან გამომდინარე, იმის დადგენა, მოხდა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ინციდენტი წარმოიშვა გი----------–--ას მხრიდან კონკრეტულ პირთან - ვა–- გა----------–---–თან ავტომანქანის პარკირებასთან დაკავშირებული გარკვეული უთანხმოების საფუძველზე, შესაბამისად, გი----------–--ას ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა საზოგადოებისადმი დაპირისპირების სურვილი. მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტული დაწესებულების თანამშრომლები გარეთ გამოვიდნენ, არ შეიძლება შეფასდეს დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლად, რადგან არამართლზომიერმა ქმედებამ უნდა შექმნას წინაპირობა, რომ შეუძლებელი გახდეს კონკრეტული დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სწორედ ვა–- გა----------–---–ის ავტომანქანა აფერხებდა მოძრაობას, რაც დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაიკითხულ დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით.
სააპელაციო პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხულიგნობა ე.წ. უმოტივო დანაშაულია, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინციდენტი აღმოცენდა ბრალდებულის მხრიდან კონკრეტულ პირთან - ვა–- გა----------–---–თან ავტომანქანის პარკირებასთან დაკავშირებული გარკვეული უთანხმოების საფუძველზე და შესაბამისად, ხო----–--ას ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხო----–--ას ქმედებას, არ გამოუწვევია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, რაც სსკ-ის 239-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტულმა პირმა კონკრეტულ პირს ინციდენტიდან გამომდინარე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უპირობოდ არ შეიძლება შეფასდეს როგორც საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. არც ის ფაქტი, რომ დაწესებულების თანამშრომლები პრაქტიკულად ,,სეირის’’ საყურებლად გამობრძანდნენ გარეთ, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ვინაიდან სწორედ არამართლზომიერმა ქმედებამ უნდა შექმნას იმგვარი წინაპირობა, რომ შეუძლებელი გახდეს კონკრეტული დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება, რაც სახეზე არ არის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით პირის მსჯავრდებისათვის საჭიროა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში, პალატას, სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ და საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადგენილად მიაჩნია გი----------–--ას მიერ ვა–- გა----------–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, კერძოდ: დაზარალებულ ვა–- გა----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, გი----------–--ა ფეხებს და ხელკეტს ურტყამდა მის ავტომანქანას, აგინებდა დედის და ცოლის მისამართით. ის ცდილობდა ბრალდებულის დაწყნარებას, თუმცა გი----------–--ა განაგრძობდა გინებას და აგრესიას. ურთიერთშელაპარაკებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გი----------–--ამ ავტომანქანიდან აიღო ხელკეტი, რომელიც მას რამდენიმეჯერ მოხვდა სახეში, მის ცოლს კი ხელზე. დაზარალებულს შორის შემთხვევის დღეს მომხდარ ინციდენტზე მიუთითა ვა–- გა----------–---–ის მეუღლემ - მოწმე ნი-----------–---–მა. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება თვითმხილველი მოწმის - კო----–--–---–---–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ გი----------–--ა ვა–- გა----------–---–ის მანქანასთან იდგა და ძლიერ განრისხებული აგინებდა და ეუბნებოდა გადასულიყო ავტომანქანიდან, ასევე უქნევდა ხელკეტს. ვა–- და მისი მეუღლე გი----------–--ას წასვლის შემდგომ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ვა–-ს შუბლზე ეტყობოდა მთლიან სიგრძეზე სიწითლე, რომელიც ოდნავ შებერილიც იყო. მოწმე ნი----–---- მე-–--ე აჩვენებს, რომ ვა–- გა----------–---–ს თეთრი პერანგი შემოხეული ჰქონდა მარცხენა მხარეს, მკლავთან, ასევე დაზიანება აღენიშნებოდა სახეზე. პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს შეამჩნია, რომ შუბლზე არსებული დაზიანება უფრო გამოიკვეთა და ულურჯდებოდა. მოწმე ამ----- ვა---–---–ის ჩვენებით, ვა–- გა----------–---–ს თეთრი პერანგი შემოხეული ჰქონდა მარცხენა მხარეს მხართან და შუბლის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, რასაც ადასტურებს საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 17 ივნისს პირადი შემოწმებით ვა–- გა----------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი შუბლის მიდამოში მარცხნივ, განვითარებული რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს, ხოლო დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ვა–- გა----------–---–ის პერანგის მარცხენა და მარჯვენა მკლავზე აღინიშნება დაზიანების კვალი, შავი ფერის სათვალის ჩარჩო არის დეფორმირებული.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
გი----------–--ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას გი----------–--ას ნასამართლობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ნასამართლობა არ გააჩნია, ვინაიდან გი----------–--ას მიერ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, გადახდილია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2016 წლის 20 ივნისის წერილით. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების (მათ შორის) - სასჯელის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენი).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზა-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენი გი----------–--ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზა-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენი გი----------–--ას მიმართ დარჩეს უცვლელი.
გი----------–--ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
გი----------–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 050 (ხუთიათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 50 (ორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ, გი----------–--ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გი----------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,KIA RIO“, სახელმწიფო A-------- დათვალიერების ფოტო ცხრილი ჩაწერილი 1 დისკზე, დალუქული ქაღალდის კონვერტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანა ,,კია რიოს“ დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. ავტომანქანა ,,კია რიოს“ დათვალიერებისას ამოღებული და დალუქული დეენემის ნიმუშები, ანაწმენდები და მიკრო ნაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. დათვალიერებისას ამოღებული ვა–- გა----------–---–ის მიერ წარმოდგენილი თეთრი ფერის პერანგი და შავი სათვალე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. ნი-----------–---–ის მობილური ტელეფონის ,,iPhone 6-ის“ დათვალიერებისას გადმოწერილი ვიდეო ჩანაწერის დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანა ,,Volkswagen Passat -ის“ ფოტოსურათები ჩაწერილი დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია - საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გარე პერიმეტრის 4 ვიდეო კამერის ჩანაწერი, 1 ცალი დისკი და სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----“ ოფისის გარე პერიმეტრის ვიდეო კამერების ჩანაწერი, 2 ცალი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე