განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/339-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების - გ---------------–--ის, გ-----------------ის,მსჯავრდებულ - ზ---------------ის,ადვოკატ - ა-–------------------ის,ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ-------------------------------ის მიმართ, დაბადებული - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით:
ზ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 29 მაისიდან - 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით (14 დღე)) გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ---------------ე ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 29 მაისიდან - 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით (14 დღე)) გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ზ---------------ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
ზ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში რომ მან ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
მანვე ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება და რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, შემდეგი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ზ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, აღნიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვე და 19 (ცხრამეტი) დღე. საბოლოო სასჯელის სახედ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით შეიცვალა ჯარიმით და ზ---------------ეს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 2017 წლის 29 მაისის მდგომარეობით აღნიშნული ჯარიმა გადახდილი არ იყო. 2017 წლის 29 მაისს, ქალაქ თბილისში, გ-–--------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ---------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე-–--------–--–--ეს, კერძოდ, ამოუტრიალა მარჯვენა ხელი და დააწვა მასზე ძლიერად, უკბინა მარჯვენა მკლავზე, ორჯერ დაარტყა ხელის სახის არეში, რამოდენიმეჯერ ძლიერად მოქაჩა თმებში. ზ---------------ის აღნიშნულმა ქმედებებმა ე-–--------–--–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 29 მაისამდე უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ზ---------------ე პირადად და სატელეფონო კავშირის მეშვეობით სისტემატურად ახორციელებდა ფსიქიკურ იძულებას ე-–--------–--–--ეზე, კერძოდ, თხოვდა მას მასთან მეგობრობას და ხშირ ურთიერთობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ დაელაპარაკებოდა მის მეუღლეს, ასევე ემუქრებოდა, რომ მოკლავდა ნებისმიერს, ვინც ხელს შეუშლიდა მათ ურთიერთობას. ე-–--------–--–--ემ არაერთხელ განუმარტა ზ---------------ეს, რომ მისთვის თავი გაენებებინა, მას არ სურდა ზ---------------ესთან ურთიერთობა და ასევე, არ სურდა მასთან მეგობრობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მის უფლებას წარმოადგენდა, მას შეზღუდული ჰქონდა ქმედების თავისუფლება, ვინაიდან ზ---------------ის მხრიდან განიცდიდა ფსიქიკურ იძულებას, რომ მის მეუღლეს იგი ეტყოდა იმგვარ ინფორმაციას, რაც დააზიანებდა მისი და მეუღლის ურთიერთობას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
აპელანტის განმარტებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, იმის გათვალისიწნებით, რომ სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ ძალადობასთან და ფსიქიკურ იძულებასთან, ანუ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედების სიმრავლე, რომელთა ნაწილიც დროის ხანგრძილივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, მინიმალურთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა სრულად ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასაჯელის მიზანს - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა გ---------------–--ემ და გ-----------------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია მხარეებს სააპელაციო სასამართლოში არ გაუხდიათ სადავოდ. ზ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეების - ე-–--------–--–--ის, თ------------ის, ნ---------–--–--ის, ო--------–-–--ას, ზ-----------–-ას, ა-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმებს; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს; საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმს (ფოტოსურათებით), 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენს, 2016 წლის 25 მარტის განაჩენს; 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებას; 2017 წლის 05 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ--------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მის შეცვლასთან დაკავშირებით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ზ--------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა მსჯავრდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულების კატეგორია (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა (ბრალდებული არის სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ერთიან ბაზაში), დაზარალებულის პოზიცია და ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის და სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელი. ასევე, სააპელაციო საჩივარში სათანადოდ არ არის დასაბუთებული, სასჯელის სახედ თუ რატომ უნდა იქნეს გამოყენებული მსჯავრდებულ ზ--------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთა და სხვა არასაპატიმრო სახის სასჯელი რატომ ვერ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულ ზ--------------ის წარსულ ნასამართლობას და მიიჩნევს, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან იგი არ იქნება მსჯავრდებულისათვის სათანადოდ დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის არაერთგზისი ხასიათი, ასევე საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შეგედის სიმძიმე.
პალატა მიიჩნევს, რომ ზ--------------ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა სრულად შეკრების წესის საფუძველზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით და თბილისი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა შეიკრობოს მთლიანად, რაც იქნება კანონიერი, სამართლიანი და ადეკვატური; გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ამდენად, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში;
ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 29 მაისიდან - 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით (14 დღე)) გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 29 მაისიდან - 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით (14 დღე)) გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ზ---------------ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.
ზ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია და შესაბამისად გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით, ზ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 2000 (ორი ათი) ლარის ნაცვლად შეტანილ, მ------------ის (დაბადებული პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, (გირაოს შესატანი თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებაზე) მდებარე - ქ-------–-------------------------–- 4----- კვ. მ. საკადასტრო კოდი 0---------------. დადებული ყადაღა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე