განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
010141318700054743
ინსტანცია
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1ა/გ-219-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე

სახელმწიფო ბრალმდებელ: ჯე---–--–------ის

მსჯავრდებულ: გი-------------ის

ადვოკატ: ქე-------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ჯე---–--–------ის შუამდგომლობის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი------------------------ის, დაბადებულის 1--- წლის 1--------–------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------- ნასამართლევის, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----–--–-----------------------, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა 2011 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორსა და ბრალდებულ გი-------------სა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

გი-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ შეეფარდა ჯარიმა 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის განაჩენით გი-------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე განაჩენით ჩათვლილი აქვს პირობით და გი-------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნა გამოყენებული 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გი-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 24 დეკემბრიდან 2010 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

განაჩენით გი-------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ დაახლოებით 2005 წლის ივლისის-აგვისტოს თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გი-------------მა მამასთან - პა-----------თან ერთად განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----–- მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ამავე პერიოდში გარდაბნის რაიონის გამგეობას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ამავე გამგეობის ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა მოხელეებმა მათ დახმარება აღუთქვეს, რის შემდეგაც გარდაბნის გამგეობაში დაამზადეს მოქალაქე ბე----------–---–ის სახელით ყალბი, 2005 წლის 26 ივლისით დათარიღებული განცხადება, სადაც მიუთითეს, რომ თითქოსდა ამ უკანასკნელმა 2005 წლის 30 ივნისის გაზეთ ,,24 საათში“ შეიტყო აუქციონის გამოცხადების შესახებ და სურვილი გამოთქვა მასში მონაწილეობაზე. ამის შემდეგ, ბე----------–---–ის სახელით ასევე ყალბად დაამზადეს საკონკურსო განაცხადი და 2005 წლის 5 აგვისტოს N131 დადგენილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადეს მოქალაქე ბე----------–---–ი, რომელსაც ამავე დადგენილებით თითქოსდა იჯარით უნდა გადასცემოდა გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----–- მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქმედებისთვის საბოლოო კანონიერი სახის მიცემის მიზნით, 2006 წლის 3 თებერვალს ბე----------–---–ის სახელით გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, იმავე წლის აპრილის თვეში გი-------------მა და პა-----------მა ბე----------–---–ი წაიყვანეს ნოტარიუსთან, სადაც ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთზე მიაცემინეს თანხმობა იჯარის ხელშეკრულებაში ვალდებული პირის შეცვლაზე გი-------------ის სასარგებლოდ, რაზეც შედგა 2006 წლის 4 აპრილით დათარიღებული სანოტარო აქტი N1------ მას შემდეგ, რაც გი-------------ს ხელთ ჰქონდა სანოტარო აქტი, 2006 წლის 25 აპრილის გარდაბნის რაიონის გამგეობასთან გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ მიწაზე, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში მიიღო საკუთრების უფლება, რითაც თავისი დანაშაულებრივი განზრახვა მოიყვანა სისრულეში და სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2017 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ჯე---–--–------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმე N0----------- საქმეზე, გი-------------ის მიმართ, პროკურატურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა გი-------------ის განცხადება, სადაც მან მიუთითა, რომ მასზე და მის ოჯახის წევრებზე განხორციელებული იძულების შედეგად იძულებული გახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეთმო მის საკუთრებაში არსებული 228,32 ჰა მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 120 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე კრწანისის ტერიტორიაზე. გი-------------ის განმარტებით, მისი დაკავება და მსჯავრდება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მას დაეთმო ქონება, კერძოდ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მან სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გი-------------ის უფლებების (თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა) არსებითი დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს. აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილი იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და ამტკიცებს გი-------------ის უდანაშაულობას.

გი-------------ის მსჯავრდების საქმის შესწავლასთან ერთად, მსჯავრდებულის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტის დასადგენად ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, გამოვლინდა ახალი ფაქტები და გარემოებები. ახალი გამოძიების პირობებში დადგენილი გარემოებების საფუძველზე, გამოტანილ იქნა დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ჯე---–--–------ის შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა ზეპირი მოსმენა.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მხარეთა არგუმენტაციას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა როგორც საქმეში არსებული, ისე ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ჯე---–--–------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი გი-------------ის მიმართ, უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რაც დაიდო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის XXI თა---- გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. ბრალდებულმა გი-------------მა სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პროკურორთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. გამამტყუნებელ განაჩენს, გი-------------ის აღიარებითი ჩვენების გარდა, საფუძვლად დაედო მოწმეების - ბ.სუ---–---–ის, დ.მა------ის, გ.ლო--------ის გამოკითხვის ოქმები, 2006 წლის 3 თებერვლის საიჯარო ხელშეკრულება, 2006 წლის 25 აპრილის საიჯარო ხელშეკრულება, 2005 წლის 25 ივლისის ბ.სუ---–---–ის განცხადება და 2005 წლის განაცხადი, სანოტარო აქტი #1/14/18, 2007 წლის 14 სექტემბრის მიწის შეძენის დამადასტურებელი ოქმი, გარდაბნის რაიონის 2010 წლის 15 დეკემბრის #8-- წერილი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, საიდანაც ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ გი-------------ის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, კერძოდ: გი-------------ის განზრახ უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია.

ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რომლებიც ცნობილი არ იყო გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს გაირკვა შემდეგი:

გი-------------ის განმარტების თანახმად, დაახლოებით 20------- წლის მდგომარეობით, მამამისს - პა-----------ს გარდაბნის რაიონში, ი--–-------- ტერიტორიაზე, ქვეიჯარით აღებული ჰქონდა დაახლოებით 230 ჰა მიწის ნაკვეთი (საძოვარი). ადგილზე მოწყობილი იყო მეურნეობისათვის საჭირო სადგომი, ფერმა და სხვა შენობა-ნაგებობები. დაახლოებით 2006 წლის შემოდგომაზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეიჯარით აღებული საძოვარი, გარდაბნის გამგეობამ იჯარით გადასცა ვინმე ბე----------–---–ს ისე, რომ პა-----------ისთვის არ უცნობებიათ კონკურსის შესახებ. ამის შემდეგ, პა-----------ი შეხვდა ბე----------–---–ს, რომელსაც აუხსნა, რომ ხსენებული ტერიტორია მის ოჯახს ქვეიჯარით ჰქონდა აღებული, სადაც მოწყობილი ჰქონდათ მეურნეობა. ადგილზე განხორციელებული ჰქონდა სამუშაოები და შესთავაზა ცვლილება მომხდარიყო ხელშეკრულებაში, კერძოდ: ბე----------–---–ის ნაცვლად მოიჯარე გამხდარიყო პა-----------ი. აღნიშნულზე ბე----------–---–მა განაცხადა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სად აიღებდა საძოვარს, თუ მოახერხებდა გამგეობაში სხვა საძოვრის მიღებას, თანახმა იყო საძოვარი პა-----------ისთვის დაეტოვებინა და იჯარის ხელშეკრულებაში შესულიყო ცვლილება მოიჯარის ცვლილების შესახებ. ამის შემდეგ, ბე----------–---–მა გარდაბნის გამგეობისგან იჯარით მიიღო სხვა საძოვარი, სანოტარო წესით გაფორმდა ახალი იჯარის ხელშეკრულება და მოიჯარედ, ხელშეკრულების მიხედვით, ბე----------–---–ის ნაცვლად დაფიქსირდა გი-------------ი. 2007 წლის ბოლოს, 2008 წლის დასაწყისში, გი-------------მა განახორციელა იჯარით აღებული 228 ჰა მიწის ნაკვეთის პრივატიზება და გახდა ხსენებული მიწის ნაკვეთის (საძოვარი) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე. საპრივატიზაციო თანხამ შეადგინა დაახლოებით 14000 ლარი. 2007 წლის ბოლოს გი-------------თან განხორციელდა სატელეფონო ზარი და იგი დაიბარეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ადმინისტრაციული დავა ჰქონდა, მაგრამ როდესაც დაუდასტურეს, რომ საკითხი სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა, ძალიან გაუკვირდა. მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის შესახებ დაიკითხა მოწმის სახით, ხოლო დაკითხვის შემდეგ, მტკიცებულებების არქონის მიუხედავად დააკავეს თაღლითობის ბრალდებით და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოგვიანებით შეეფარდა პატიმრობა და მისი გირაოთი გამოშვებაც მხოლოდ ადვოკატის მოსვლის შემდეგ მოხდა. შედგა მოლაპარაკება და პროკურორისგან, პირდაპირ წამოვიდა მოთხოვნა მიწის ნაკვეთის კონკრეტული ნაწილის დათმობის თაობაზე. მცდელობის მიუხედავად, რომ შევაჭრებოდა, პროკურორი მხოლოდ მის მიერ წამოყენებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში იყო თანახმა გირაოთი გამოშვებაზე. სწორედ ამიტომაც მოუწია ეღიარებინა ბრალად წარდგენილი ქმედება, სხვა შემთხვევაში იცოდა, რაც ელოდა. გათავისუფლების შემდეგ, გი-------------ს ესაუბრა მისი მამიდაშვილი კა------–---ი, რომელმაც უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ პროკურატურა ითხოვდა სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეთმო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 120 ჰა მიწის ნაკვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა და დააპატიმრებდნენ. გი-------------ის განმარტებით, კა------–---ი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა იმჟამინდელ მთავარ პროკურორს, მუ----------------–--ას და იუსტიციის მინისტრს ზუ----------–---–ს და სწორედ აღნიშნულმა დიალოგმა განაპირობა ის, რომ გი-------------ს მთლიანად არ მოუწია მიწის ნაკვეთის დათმობა. დაკავებამდე, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სს „კორ სტანდარტ ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული, მაგრამ ამის მიუხედავად სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა ყოველგვარი დავალიანების გარეშე. მიწის მიტოვებამდე განხორციელდა ნაკვეთის გამიჯვნა რუსთავში, საჯარო რეესტრში, სადაც განხორციელდა მიწის ნაკვეთის გამიჯვნის რეგისტრაცია. გი-------------ი მეორე დღეს ისევ მივიდა საჯარო რეესტრში, რა დროსაც მან დაწერა განცხადება მიწის ნაკვეთის მიტოვების შესახებ. შეთანხმების შემდეგ გაიმართა სასამართლო სხდომა და გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება. სუ---–---–ი და გი-------------ი ქვემოიჯარეები იყვნენ. როცა გაიგეს, რომ სუ---–---–მა იჯარა გააკეთა მოცემულ მიწის ნაკვეთზე ძალიან გაუკვირდათ, ვინაიდან პირველ რიგში სწორედ მათ ოჯახს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლება. მოცემულ მომენტამდე გი-------------სა და სუ---–---–ს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ერთმანეთთან. ზემო სვანეთში ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატის კა----------–---ის მონაწილეობით და დახმარებით მოხერხდა ის, რომ გი-------------ი მიწის ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მოწმე გი--------–----------ის განმარტებით, 2004 წლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა გარდაბნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დროებით სარგებლობაში გადაცემის მუდმივმოქმედი კომისიის პასუხისმგებელ მდივნად. კომისიის ძირითადი საქმიანობა იყო საბუთების მიღება, მომზადება საკონკურსოდ და შემდეგ კონკურსის ჩატარება. გი-------------თან მას შეხება არ ჰქონია, ბე----------–---–ს არ იცნობს და მხოლოდ ერთხელ ყავს ნანახი საბუთების შეტანისას. კონკურსი შეეხებოდა მიწის ნაკვეთს ი--–-------- ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც არ ახსოვს. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისგან გამგეობას დავალებული ჰქონდა, რომ თავისუფალი მიწები საკონკურსოდ გამოეტანა. აღნიშნულის შესახებ ცხადდებოდა გაზეთში და ვისაც სურდა, მონაწილეობას იღებდა კონკურსში, შემოჰქონდათ განცხადებები და განცხადებებთან ერთად უთითებდნენ მათთვის მისაღებ საიჯარო თანხას. კონვერტები იყო დალუქული, რომლებიც ყველას თვალწინ იხსნებოდა და ვისაც მეტი თანხა ჰქონდა მითითებული ის ცხადდებოდა გამარჯვებულად.

მოწმე ბე----------–---–ის განმარტებით, გი-------------ის მამა გაიცნო მაშინ, როდესაც მიწასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემები. 2005 წელს დაუკავშირდა ოთ-------–--------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი საძოვარი მიწის იჯარის გაცემასთან დაკავშირებით იალღუჯას ტერიტორიაზე და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იყო კონკურსში მონაწილეობის მიღება. ოთ-------–--------–---–მა მისი სახელით მოამზადა დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობისთვის და კონკურსის შედეგად ბე----------–---–ი გამოცხადდა გამარჯვებულად. როდესაც მიწის სანახავად მივიდა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ის საძოვარი (იალღუჯა კუმისის მხარე), რომლითაც ყაზბეგის მოსახლეობა წლების განმავლობაში სარგებლობდა. ამ ტერიტორიაზე დახვდა პა-----------ი, რომელსაც ფარეხი ჰქონდა აშენებული თავისი ბლოკით. შემდეგ წავიდნენ გარდაბნის გამგეობაში, სადაც და------–------ს გარდა სხვებიც იყვნენ და მოილაპარაკეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიას პა-----------ს დაუბრუნებდა, ხოლო მას გამოეყოფოდა საძოვარი კუმისის მხარეს. მანამდე პაატა და გი-------------ებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და პირველად გაიცნო აუქციონის შემდეგ, როცა მიწის სანახავად მივიდნენ. გამგეობაში მისვლისას უთხრეს, რომ 354 ჰა ნაცვლად მისცემდნენ 283 ჰა და გი-------------ს ტერიტორია უკან დაუბრუნდა. ვინაიდან თვითონ ვერ იცლიდა, გამგეობაში საბუთები ოთ-------–--------–---–მა წარადგინა, რომელიც ასევე არ იცნობდა პაატა და გი-------------ებს.

მოწმე და-------------ის განმარტებით, 20------- წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე. ყაზბეგის რაიონში ბუნებრივი აირის შეწყვეტით წარმოქმნილი პრობლემის გამო დადგა საკითხი, რომ დახმარებოდნენ ყაზბეგის რაიონს ი--–---------- არსებული საძოვრებით. მოხდა მიწების შერჩევა, ამორჩეულ იქნა ის ფართობები, რომელიც რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. მიწების შერჩევის შემდეგ მოხდა მათი აუქციონისთვის მომზადება. შედგა შეხვედრა და მიმდინარეობდა თათბირი, რათა გარკვეულიყო, თუ ვისზე უნდა გაფორმებულიყო ეს ტერიტორია. წარმოდგენილ იქნა ბე----------–---–ი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ჩატარდა პროცედურები და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება. როგორც მისთვის ცნობილია გი------ და პა-----------ები, ფლობდნენ მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთს, მაგრამ რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. შემდეგ როგორც გაიგო სუ---–---–ი და ონ-----ი შეხვდნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მათ არსებულ საიჯარო ფართობზე მოხდა იგივე ფართობის გაცემა, ოღონდ ის არ იყო რეგისტრირებული. მან არ იცოდა, რომ ეს ტერიტორია მანამდე გაცემული იყო ონ-----ზე. მათთან ბე----------–---–ი მიიყვანა ყაზბეგის რაიონის გამგებელმა ან მისმა მოადგილემ. ტერიტორია მისთვის უნდა გადაეცათ, რადგან ვინმეზე უნდა გაფორმებულიყო, იქნებოდა ეს საინიციატივო ჯგუფი, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო ნაკვეთი ყაზბეგის რაიონს სარგებლობის უფლებით გადასცემოდა. მიწაზე საკუთრების უფლება არ არსებობდა და დროებით გადაცემა იყო. გი-------------ი და პა-----------ი არ გაუცვნია, იჯარის ხელშეკრულებით მიწაზე უფლების გადაცემა როდესაც მოხდა ბე----------–---–ის მიერ, მაშინ ჰქონდა მასთან შეხება. სამმხრივი შეთანხმება მოხდა, საიჯარო უფლება გადაეცა გი-------------ს და მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ნაკვეთი ბე----------–---–ზე გაფორმდებოდა თუ გი-------------ზე. სხვა დეტალები მისთვის უცნობია. ისიც კი არ იცის სად მდებარეობს ეს ტერიტორია. და-------------ის განმარტებით, იჯარის გადაცემის საკითხებზე მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ახდენდა ადგილზე გასვლას, შერჩევას, კონტურების მომზადებას. კომისია წარმოადგენდა 8-10 კაციან ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ იურისტი, მდივანი და სხვა პირები. იჯარის ქონებით გასაცემად ხდებოდა ადგილზე გასვლა, შერჩევა, რეგისტრირება როგორც სახელმწიფო საკუთრების, რადგან მიწის ნაკვეთი თუ უკვე რეგისტრირებული იყო, სახელმწიფო საკუთრებად ვეღარ დარეგისტრირდებოდა. იმ შემთხვევაში თუ არ იყო რეგისტრირებული, ხდებოდა მისი სახელმწიფო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მიწა გადიოდა აუქციონზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია იყო საჯარო და ქვეყნდებოდა გაზეთში. მსურველები გამგეობაში წარადგენდნენ შესაბამის მოთხოვნას აუქციონში მონაწილეობის შესახებ და აუქციონის გამარჯვებულად ცხადდებოდა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კონკურსის შემთხვევაში უკეთეს პირობას შესთავაზებდა გამგეობას, ხოლო აუქციონის შემთხვევაში მეტ თანხას გადაიხდიდა. კონკურსის შემთხვევაში მოქალაქეები სპეციალურ ბლანკში უთითებდნენ მათთვის მისაღებ საიჯარო თანხას. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ქვითარი იყო თუ არა საჭირო, არ ახსოვს.

მოწმე კა----------–---ის ჩვენებით, გი-------------ის დაკავების და სახელმწიფოს მხრიდან მისი მიწის ნაკვეთით დაინტერესების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა პა-----------ისგან, რის შემდეგაც, ის როგორც პარლამენტის წევრი ტელეფონით ესაუბრა იუსტიციის მინისტრს - ზუ----------–---–ს და ჩააყენა საქმის კურსში. იუსტიციის მინისტრმა უთხრა, რომ საქმის დეტალები არ იცოდა და გადაამისამართა მთავარ პროკურორ მუ----------------–------ან. მთავარი პროკურატურის შენობაში, მისსავე სამუშაო ოთახში კა----------–---ი შეხვდა მუ----------------–--ას, რომელსაც განუმარტა, რომ აღნიშნული მიწა იყო მისი ოჯახის საკუთრება, რომელიც მის ახლო ნათესავს - გი-------------ს კანონის სრული დაცვით ჰქონდა შეძენილი. მუ----------------–--ამ განუმარტა, რომ მათთვის არ იყო ცნობილი გი-------------თან მისი ნათესაური კავშირის შესახებ, ასეთ შემთხვევაში თავიდანვე არ დაიწყებდნენ გამოძიებას, თუმცა იმ მომენტისთვის საქმე იყო რთულად,, რადგან უკვე მიმდინარეობდა გამოძიება და კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ გადაამისამართეს რუსთავში, სადაც ის შეხვდა პროკურატურის თანამშრომელს, სავარაუდოდ ქვემო ქართლის ოლქის პროკურორს. შეხვედრაზე პროკურატურის თანამშრომელმა მას უთხრა, რომ ვინაიდან საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, გამორიცხული იყო მთლიანი მიწის ნაკვეთის დატოვება და ადეიშვილის ბრძანებით დაუტოვებდნენ მხოლოდ მიწის მესამედს. აღნიშნული პირობის მიღების შემთხვევაში, გი-------------ს გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და ციხიდან გამოუშვებდნენ. სხვა შემთხვევაში მიწის მესაკუთრე მაინც სახელმწიფო გახდებოდა, გი-------------ი კი წლები იჯდებოდა ციხეში. პროკურატურის მიერ შეთავაზებული პირობის შესახებ, მან პირადად უთხრა გი-------------ს და აცნობა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მას უნდა დაეთმო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი. ვინაიდან მიწის ნაკვეთი იპოთეკით იყო დატვირთული „კორ სტანდარტ ბანკში“, რაც დათმობის პროცედურას აბრკოლებდა. კა----------–---ის ინფორმაციით, პროკურატურა თავად დაუკავშირდა ბანკს, რის შემდეგაც ბანკმა ნაწილობრივ მოხსნა იპოთეკა, რათა გი-------------ს შეეტანა განცხადება მიწის გამიჯვნასთან დაკავშირებით და შემდეგ დაეწერა განცხადება 120 ჰა მიწის მიტოვების თაობაზე. განცხადება დაიწერა 2011 წლის იანვრის ბოლოს, რის შემდეგაც 2011 წლის 17 თებერვალს გი-------------თან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

ადვოკატ ლე------------ის ჩვენების თანახმად, 2010 წლის დეკემბერში, მისთვის გი-------------ის მამის - პა-----------ისგან ცნობილი გახდა გი-------------ის დაკავების შესახებ. პა-----------თან საუბრის შემდეგ, გამოიწერა ორდერი და მეორე დღეს გი-------------ს შეხვდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. საქმის მასალების მიხედვით, გი-------------ი დაკავებული იყო თაღლითობის ბრალდებით, რომელმაც ბრალის წარდგენის შემდეგ თავი არ სცნო დამნაშავედ და საუბარში განმარტა, რომ აბსურდი იყო რასაც ედავებოდნენ. თითქოსდა მან ვინმე ბე----------–---–თან წინასწარი შეთანხმებით დუკუმენტის გაყალბებისა და თაღლითობის გზით მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება. გი-------------მა მასთან საუბარში განმარტა, რომ ბე----------–---–ს ადრე არ იცნობდა და მასთან შეხება ჰქონდა მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც სანოტარო წესით აფორმებდა ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, მათ შორის ვერანაირი წინასწარი შეთანხმება ვერ იარსებებდა. გი-------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. შესახლებიდან მეორე თუ მესამე დღეს, მას ტელეფონით დაუკავშირდა გი-------------ის მამა - პა-----------ი და უთხრა, რომ მის დისშვილს კა------ (კ---) კვ-–---ს, რომელიც იმ დროისთვის იყო პარლამენტის წევრი, გი------- საქმესთან დაკავშირებით სურდა მასთან საუბარი. კა------ კვ-–---მა, რომელსაც ტელეფონით დაუკავშირდა პა-----------ი, ამ უკანასკნელს უთხრა, რომ ადვოკატი უნდა შესულიყო სად-ის N8 დაწესებულებაში გი-------------თან, რომელსაც უნდა დაეწერა განცხადება ბრალის აღიარების შესახებ და ამის სემდეგ მიემართათ სასამართლოსთვის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით. კა------–---მა პა-----------ს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ხსენებული საკითხი მას შეთანხმებული ჰქონდა. ლე------------ე სად-ის N8 დაწესებულებაში შეხვდა გი-------------ს, რომელსაც გადასცა კა------–---ის და მამამისის - პა-----------ის საუბრის შინაარსი. გი-------------მა დაწერა განცხადება ბრალის აღიარების შესახებ და ადვოკატმა იმავე დღეს მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით. სასამართლო სხდომა ჩატარდა იმავე დღეს და გი-------------ს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა 20 000 ლარიანი გირაოთი, რის შემდეგაც მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება. მეორე ან მესამე დღეს ლე------------ეს გი-------------მა უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმების არაფორმალური პირობა მოდიოდა პროკურატურიდან. კა-------------ან იცოდა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მას უნდა დაეთმო მის საკუთრებაში არსებული მისი ნაკვეთის ნაწილი. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ლე------------ე შეხვდა და---------–-–---–ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდებოდა მას შემდეგ, რაც გი-------------ის დათმობდა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს. მოკლე დროში, გი-------------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ის ჩასული იყო რუსთავში, საჯარო რეესტრში, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. რამდენიმე დღეში გი-------------თან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ.

მოწმე ემ------------–---–ის ჩვენებით, დაახლოებით 2011 წლის 24 იანვრამდე ორი ან სამი დღით ადრე, ტელეფონზე დაუკავშირდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელი და უთხრა, რომ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის გაყოფასთან დაკავშირებით ის, როგორც სპეციალისტი ქ.რუსთავის ტერიტორიაზე უნდა შეხვედროდა პროკურატურის თანამშრომელს, რომელიც მიიყვანდა გასაყოფი მიწის ნაკვეთთან. იმავე დღეს, ქ.რუსთავის ტერიტორიაზე შეხვდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს და---------–-–---–ს და ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთი იყო ხანში შესული, ხოლო მეორე ახალგაზრდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ხანში შესული მამაკაცი იყო იმ მიწის ნაკვეთის მეპატრონე, რომლის გაყოფაც პროკურატურის ინიციატივით მოხდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, ხანში შესული მამაკაცი იყო აღელვებული და განერვიულებული. მათი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე გაირკვა, რომ ხანშიშესული მამაკაცი ითხოვდა მის საკუთრებაში დარჩენილიყო მიწის ის ნაწილი, რომელზეც ფერმა იყო განთავსებული. მიწის ნაკვეთის გაყოფასთან დაკავშირებით რაიმე სახის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება მის მესაკუთრესთან ან მასთან დაკავშირებულ პირთან არ მომხდარა, ასევე არც მისთვის და არც მისი ორგანიზაციისთვის აზომვითი ნახაზის შესრულების ანაზღაურება არ გადაუხდია არავის. აღნიშნული არც მას მოუთხოვია, ვინაიდან დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში აზომვითი ნახაზის შესრულების საფასურს არც პროკურატურის თანამშრომელი იხდიდა და არც მესაკუთრე, ვინაიდან როგორც წესი, ეს მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა, რადგან მოგვიანებით მიწის ნაკვეთი გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში.

მოწმე და------–------ს მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, დაახლოებით 20------- წლებში ყაზბეგის რაიონში ბუნებრივი აირის შეწყვეტით წარმოქმნილი პრობლემის გამო დადგა საკითხი, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებოდნენ ყაზბეგის რაიონს - ,,ი--–----------“ არსებული საძოვრებით. გამგებლის დადგენილების საფუძველზე შექიმნა დროებითი კომისია, რომლის მიზანი იყო შესაბამისი საძოვრის შერჩევა. კომისიაში მასთან ერთად იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გი--------–----------ე, ან------------–---–ი და თავმჯდომარე აწ გარდაცვლილი ემ----- მი---–--ე. კომისიის მიერ შეირჩა ორი მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც ყაზბეგის გამგეობიდან ჩასულები იყვნენ გამგეობის თანამშრომლები, რომელთაც თან ახლდა ბე----------–---–ი. ყაზბეგის გამგეობის თანამსრომლებს აჩვენეს შერჩეული მიწის ნაკვეთების მდებარეობა რუკებზე, მათ მოეწონათ და განაცხადეს, რომ მიწის ნაკვეთების გაფორმება მომხდარიყო ბე----------–---–ზე, რომელიც, როგორც გაირკვა, იყო მწყემსი. შერჩეული ერთი საძოვარი მდებარეობდა რუსთავის გზაზე, ხოლო მეორე საძოვარი მდებარე ი--–----------, კუმისის მხარეს. შეხვედრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გამგეობამ ჩაატარა კონკურსი, რომელშიც ბე----------–---–მა გაიმარჯვა და მასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები. ბე----------–---–ს და მის თანმხლებ პირს, გი--------–----------ესთან, ან------------–---–თან და ემ-----------–------ან ერთად, პირადად აჩვენა კუმისის მხარეს მდებარე საძოვარი. მეორე საძოვრის ჩვენების ფაქტს პირადად არ დასწრებია.

მოწმე ან------------–---–ის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გადავიდა გამგეობაში სამუშაოდ, რაღაც ეტაპზე დადგა საკითხი, რომ ყაზბეგის მოსახლეობისთვის, ზამთრის პერიოდისთვის გამოძებნილიყო საძოვრები, ვინაიდან ყაზბეგის მოსახლეობა ვეღარ სარგებლობდა ყიზლარის საძოვრებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა შეხვედრა დაესამინისტრომ გარდაბნის გამგეობას დაავალა გამოეძებნა თავისუფალი საძოვარი. საძოვრის გამოყოფასთან დაკავშირებით გარდაბნის გამგეობაში რამდენჯერმე იყო მისული ყაზბეგის გამგეობის თანამშრომელი სუ---–---–ი, რომელსაც თან ახლდა ორი პირი, სავარაუდოდ ერთ-ერთი იყო მწყემსი. ყაზბეგის რაიონის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ იმდროინდელ გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან - და-------------ესთან. ყაზბეგის წარმომადგენელს არაერთი თავისუფალი საძოვარი შესთავაზეს, თუმცა ის ითხოვდა ისეთი თავისუფალი მიწის ნაკვეთის გადაცემას, რომელზეც იქნებოდა მწყემსის ბინა და საძოვარი კუმისის მხარეს. ყაზბეგის გამგეობის წარმომადგენელი, მეორე ალტერნატივად განიხილავდა ი--–-------- მხარეს არსებულ საძოვარს, სადაც განთავსებული იყო ბინაც და ფერმაც. როგორც შემდგომში გაირკვა ხსენებული საძოვრით, ბინითა და ფერმით სარგებლობდა პა-----------ი. მას შემდეგ, რაც გამოცხადებულ კონკურსში ბე----------–---–მა გაიმარჯვა და ადგილზე ნახა პა-----------ის სარგებლობაში არსებული ფერმა და საძოვარი, პა-----------სა და ყაზბეგიდან წამოსულ წარმომადგენელს შორის შედგა საუბარი და საკითხის გასარკვევად რამდენჯერმე იმყოფებოდნენ გარდაბნის გამგეობაში. საბოლოოდ, ყაზბეგიდან მოსულმა პირებმა უარი განაცხადეს იმ საძოვარზე, რომლითაც პა-----------ი სარგებლობდა.

მოწმე გი-------–-------ის განმარტებით, გარდაბნის რაიონის გამგეობასთან არსებული მიწის იჯარით მიღების მსურველთა განცხადებების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა გარდაბნის ტერიტორიაზე შემავალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა და გამგეობისთვის რეკომენდაციების მომზადება. მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა გამგეობა. მისი, როგორც კომისიის წევრის ფუნქციაში შედიოდა სხდომებში მონაწილეობა და საკითხებზე მისი პოზიციის დაფიქსირება. სხვა საკითხები, მათ შორის კონკრეტულ დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია ან იჯარის ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული პროცედურების მოგვარება მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა. ბე----------–---–ს, გი-------------ს და პა-----------ს არ იცნობს და მათთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით არანაირი შეხება ან კომუნიკაცია არ ჰქონია.

გამოძიების პროცესში ასევე გამოიკითხნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის რაიონის გამგეობასთან არსებული მიწის იჯარით მიღების მსურველთა განცხადებების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები: შოთა სა----ე, ლე-–--–---–-----ი, სპ------- და-----–---–ი, ბე--- ბა-----ე, ბე--- ყო-–---ა, რომელთაც გამგეობის თანამშრომლების მსგავსად უარყვეს ბე----------–---–თან, პა-----------თან და გი-------------თან ნაცნობობის, ან რაიმე არაოფიციალური ურთიერთობის ფაქტი და უჩვენეს, რომ მათთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ახალი გამოძიების პირობებში დაკითხული მოწმეების, ასევე გამგეობის თანამშრომლების და მუდმივმოქმედი კომისიის წევრების გამოკითხვის ოქმებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის და არ არის თანხვედრილი ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, რომ დაახლოებით 2005 წლის ივლისის-აგვისტოს თვეში, გი-------------მა მამასთან - პა-----------თან ერთად განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----–- მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ამავე პერიოდში გარდაბნის რაიონის გამგეობას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ამავე გამგეობის ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა მოხელეებმა მათ დახმარება აღუთქვეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავსი დათქმაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლშიც - მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

პალატას მიაჩნია, რომ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლების შესაბამისად, არ დასტურდება გი-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს და საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, რომლითაც დგინდება, რომ 20.09.2007 წლიდან 27.01.2011 წლამდე უძრავ ნივთზე მდებარე: გარდაბანი, სოფელი კრწანისის ტერიტორია (საკადასტრო კოდით 8------------ დაზუსტებული ფართობით: 1937207.00 კვ.მ) რეგისტრირებული იყო გი-------------ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #1--- გაცემული 14.09.07 წ, რეგისტრაციის ნომერი 8------------ თარიღი 20.09.2007. 27.01.2011 წელს ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი გაიყო ორ უძრავ ნივთად (საკადასტრო კოდები: 8----------- და 8-----------). 28.01.2011 წლიდან 11.06.2011 წლამდე უძრავი ნივთზე საკადასტრო კოდით 8----------- მიტოვებულ იქნა საკუთრების უფლება მესაკუთრის 28.01.2011 წლის პირადი განცხადების საფუძველზე. 11.06.2011 წლიდან 27.03.2015 წლამდე ზემოაღნიშნულ ნივთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, რაც დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის #9---- მიმართვის წერილით. მოწმე ემ------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2011 წლის 24 იანვრამდე ქ. რუსთავის ტერიტორიაზე შეხვდა პროკურორს და ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთი იყო ხანშიშესული, ხოლო მეორე ახალგაზრდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ხსენებული ხანში შესული მამაკაცი იყო ამ მიწის ნაკვეთის მეპატრონე, რომლის გაყოფაც პროკურატურის ინიციატივით მოხდა. მიწის ნაკვეთის გაფორმებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, პირად საკითხზე დაიბარეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, სადაც შეხვდა იმ ხანში შესულ მამაკაცს, რომლის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის შესრულება მოხდა პროკურატურის მოთხოვნით. თავდაპირველად, დერეფანში ყოფნისას ერთ-ერთი ოთახიდან ესმოდა მამაკაცის ხმამაღალი საუბარი, რომელიც ამბობდა, რომ მიწის ნაკვეთი იჯარა გამოსყიდვით ჰქონდა შეძენილი და იყო კანონიერი მესაკუთრე. მოგვიანებით იმ ოთახიდან, საიდანაც ისმოდა ხმამაღალი საუბარი გამოვიდა ხანში შესული მამაკაცი, რომელმაც გასაყოფი მიწის ნაკვეთი აჩვენა. მოწმე ლე------------ემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მისთვის გი-------------ისგან ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უნდა დაეთმო მის საკუთრებაში არსებული მისი ნაკვეთის ნაწილი და საპროცესო შეთანხმების არაფორმალური პირობა მოდიოდა პროკურატურიდან, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეხვდა და---------–-–---–ს, რომელსაც ჰკითხა თუ რა ხდებოდა გი-------------ის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაზეც და---------–-–---–მა დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდებოდა მას შემდეგ, რაც გი-------------ის დათმობდა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს.

სააპელაციო პალატა იზიარებს შუამდგომლობის ავტორის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გი-------------თან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე მის საკუთრებაში არსებული 228,32 ჰა მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, დაახლოებით 120 ჰა მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობა და დარჩენილი ნაწილის გი-------------ის საკუთრებაში რეგისტრაცია იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ გი-------------ის მიმართ წარმოებულ გამოძიების მიზანს წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა.

2011 წლის 18 იანვრის გრაფიკული ექსპერტიზის #3----- დასკვნის თანახმად, 2005 წლის 25 ივლისით დათარიღებული ბე----------–---–ის განცხადების ხელნაწერი ტექსტი არ არის შესრულებული ბე----------–---–ის, პა-----------ის და გი-------------ის მიერ; 2005 წლით დათარიღებული ბე----------–---–ის სახელზე განაცხადის შემავსებელი ხელნაწერი ტექსტი არ არის შესრულებული გი-------------ის და გი--------–----------ის მიერ. გი-------------ის მიერ ბე----------–---–თან დაკავშირებული მისი სახელით შედგენილი დოკუმენტაციის შედგენის ფაქტი არ დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხვისას ბე----------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ როგორც ახსოვს 2006 წლის ზაფხულში, თებერვალსა და მარტში იმყოფებოდა საჯარო რეესტრში და შესაბამისი სარეგისტრაციო საფასურიც გადაიხადა. იგი ნაწილობრივ იყო ჩართული იჯარასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების პროცესში და როგორც ახსოვს რამდენჯერმე იმყოფებოდა გამგეობაში და საჯარო რეესტრში. შესაძლოა საჯარო რეესტრში განაცხადის შევსება სთხოვა ან ოთ-------–--------–---–ს, ან საჯარო რეესტრის თანამშრომელს. რაც შეეხება ხელისმოწერას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე იშვიათად უწევს დოკუმენტებზე ხელმოწერა, შესაბამისად მისი ხელმოწერა შესაძლებელია ოდნავ განსხვავებული იყოს. საქართველოს ბანკის ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 ოქტომბრის წერილიდან კი ირკვევა, რომ 2006 წლის მდგომარეობით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით (მუხლი 2,3,6) ყველა კომერციულ ბანკს ევალებოდა იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც მათი მეშვეობით ახდენდნენ რაიმე ფულად ტრანზაქციას. მოწმე და------–------მ დაადასტურა გამგეობაში ბე----------–---–ის და პა-----------ის მისვლის ფაქტი და მიუთითა, რომ მათ აინტერესებდათ შესაძლებელი იყო თუ არა იჯარის ხელშეკრულებაში მოიჯარის ჩანაცვლება, ასევე ამასთან დაკავშირებული პროცედურა. იჯარის გადაცემა უნდა მომხდარიყო სამმხრივი შეთანხმებით, სანოტარო წესით. ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერათ მეიჯარეს - გამგეობის წარმომადგენელს, ძველ და ახალ მოიჯარეებს. ხოლო მოწმე ან------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ ბე----------–---–მა ადგილზე ნახა პა-----------ის სარგებლობაში არსებული ფერმა და საძოვარი, პა-----------სა და ყაზბეგიდან წამოსულ წარმომადგენელს შორის შედგა საუბარი და საკითხის გასარკვევად, ხსენებული პირები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ გარდაბნის გამგეობაში. საბოლოოდ, ყაზბეგიდან მოსულმა პირებმა უარი განაცხადეს იმ საძოვარზე, რომლითაც სარგებლობდა პა-----------ი.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ეჭვქვეშ დააყენა გი-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა და იმ მტკიცებულებათა უტყუარობა, რომლებიც საფუძვლად დაედო გი-------------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ავალდებულებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.).

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2011 წლის 3 თებერვალს ბრალდების მხარესა და გი-------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში არ წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის და მისი გაუქმების ხელშემშლელ გარემოებას. გი-------------ის განმარტებით, ის იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული და დათანხმებოდა შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებს, რასაც პალატა იზიარებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის ჯე---–--–------ის შუამდგომლობა უნდა დაკაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენი გი-------------ის მიმართ გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ჯე---–--–------ის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენი გი-------------ის მიმართ.

გი-------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

თავმჯდომარე ლევან თევზაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

გოჩა ჯეირანაშვილი