განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002122477
PP
საქმე №1ბ/315-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------------–---–ის
მსჯავრდებულის: ბ------------------ის
ადვოკატის: ზ-------------ს
თარჯიმნის: მ-------------–-ძე
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ბ------------------ის და მისი ინტერების დამცველი ადვოკატის ზ-------------ს და საქართველოს მ-------- პროკურატურის პროკურორის დ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ------------------ის (დაბადებული 1----–-–---------–---, რ------------------–----------–--ე, რეგისტრირებული მისამართზე: რ------------------–-------–-------------------–---------------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: რუ----------------–-------–---------------------------------------------–---------ში), მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------------------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,6 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 7 სექტემბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა, თბილისში, გ---–-------------ში მდებარე ო--------–-ს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ------------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით:
ბ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ბ------------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 7 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-------------მ, რომლითაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა კერძოდ, ბ------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნა სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და სასჯელის ერთი მეოთხედის პირობით მსჯავრად ჩათვლა. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მსჯავრდებულმა პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის ჩადენაზე წასწრებად.
განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ს----------–----------------------------------–-------------------------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------------------------- დ----------------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულ ბ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ------------------ის და მისი ადვოკატის, ასევე პროკურორის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
მსჯავრდებულ ბ------------------ის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი გარდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებებით, მოწმეების: ელ-------–---–----ს, ზ---------------, მ-----–------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, ბ------------------ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის N1----------/ქრ დასკვნით.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ------------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ბ------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ------------------ს წაასრწეს დანაშაულის ჩადენისას. კერძოდ, ის უკანონოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ამხილეს დანაშაულის ჩადენაში. გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და შესთავაზეს ნებაყოფლობით წარედგინა მათთვის ნარკოტიკული საშუალება, რაზედაც ბ------------------მა განაცხადა თანხმობა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოღეს 200 ცალი კონვალუტა წარწერით ,,SUBOTEX”. ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ჩხრეკა ჩატარდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
პალატა განმარტავს ის ფაქტი, რომ ბ------------------მა ნარკოტიკული საშუალების წარდგენაზე განაცხადა თანხმობა, რის შემდეგაც მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება,არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენების საფუძვლად. ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილი შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.განსახილველ შემთვევაში კი ბ------------------ი პოლიციის თანამშრომლებმა წაასრწეს დანაშაულის ჩადენისას. ხოლო ის ფაქტი, რომ პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას მან პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა არ გაუწია და გადასცა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მისაღები გარემოებებია და არა სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენების საფუძველი.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ ბ------------------ს დაუმძიმდეს დანიშნული სასჯელი, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან ბ------------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის წინაშე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მსაჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა ბ------------------ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ბ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, იმას, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბ--–----------–----------------–---------–-–---------------–-- განაჩენი ბ------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის და სახელმწიფო ბრალმდებლის დ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი ბ------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ბ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ბ------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 7 სექტემბრიდან.
ბ------------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შესახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბ------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: შ.ყაველაშვილი
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლე: მ. ლომთათიძე