განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
330100118002243358
ინსტანცია
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002243358

საქმე №1/ბ-234-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 აპრილი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: დ--------------ის, ი-----–-----------ს,მსჯავრდებულ: ა---------–---–----ს,ადვოკატ: თ-------------–---–ის,თარჯიმან: ა---------–--------ის

 

მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–-------------------–---ის მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №12---------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--–----------–-----------–--------------–--------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით ა---------–---–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

ა---------–---–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 10 ნოემბრის და 17 ნოემბრის ეპიზოდები) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 10 ნოემბერს, საღამოს საათებში, ოჯახური კონფლიქტის დროს ა---------–---–---მა თ---–--–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სიდედრს - ზ--------------------ას (მეუღლე ნ-------------------ას დედა) სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი. აღნიშნულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2017 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათიდან 01:30 საათამდე შუალედში, იმავე მიზეზით ა---------–---–---მა, იმავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სიდედრის ზ--------------------ას მიმართ კვლავ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ საძინებელი ოთახის კარი მძლავრად მიარტყა სხეულზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

იმავე ღამით, იმავე მისამართზე, ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ა---------–---–---- ზ--------------------ას მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გადაწვით დაემუქრა. ქონების განადგურების მუქარა ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა, რადგან ა---------–---–---მა მისაღებ ოთახში მდგარ საწოლზე საწვავი გადაასხა და ცდილობდა ცეცხლის გაჩენას, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დანაშაულებრივი ქმედება დროულად აღკვეთეს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------------–------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი უსაფუძვლოდ ლმობიერია, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით არ არის სამართლიანი და ადექვატური. ა---------–---–---მა ერთი კვირის განმავლობაში ყოველგვარი რეალური მიზეზის გარეშე მეუღლის დედის მიმართ ორჯერ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ასევე დაემუქრა ქონების განადგურებით და მისი რეალიზების მიზნით გადადგა ქმედითი ნაბიჯები, რაც იძლევა საფუძვლიან ვარაუდს იმისას, რომ არასაპატიმრო სასჯელის პირობებში ანალოგიური მიზეზის გამო იგი კვლავ გააგრძელებს თავის დანაშაულებრივ ქმედებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–---–----ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------–---–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ზ--------------------ას ჩვენებებით, მოწმეების - ე-------------–----------------ის, ზ---------–----–---–ის და ს--------–---–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ა---------–---–----ს დაკავების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------–---–----სთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა ავთანდილ ფაშაევისათვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა---------–---–---ს კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული.

ამასთან სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა---------–---–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ა---------–---–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

ა---------–---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

1 ცალი დისკი (ერთვის სისხლის საამართლის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

პოლიეთილენის ბოთლი (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

 

ლოგინის გადასაფარებელი (ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი