განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 010141318700055704
საქმე №1/ა.გ.64-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ--–-------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის განაჩენით გ--–-------------ი (დაბადებული 0--------- წელს, პ/N 0----------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000(ათასი)ლარის ოდენობით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3(სამი)წლით ჩამოერთვა ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების , შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017წლის 25 აპრილის განაჩენით გ--–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500(ათას ხუთასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1 000(ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გ--–-------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500(ათას ხუთასი)ლარის ოდენობით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3(სამი)წლით ჩამოერთვა ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების , შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017წლის 12 ივნისის განაჩენით გ--–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000(ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000(ათასი)ლარს - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის (განაჩენით დადგენილი 1 500 ლარიდან) მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000(ათასი)ლარი და საბოლოოდ, გ--–-------------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3(სამი)წლით ჩამოერთვა ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების , შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017წლის 30 ოქტომბრის განაჩენით გ--–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი)ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი) საათი და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1(ერთი)წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 3 (სამი) წლით ჩამოერთვა პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ--–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.
გ--–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელის და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი)საათი და საბოლოოდ, გ--–-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3(სამი)წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 1 (ერთი)წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2018 წლის 16 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ--–-------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა განაჩენების გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის და 2017 წლის 25 აპრილის განაჩენებით, ასევე 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ბრალდების ერთ ნაწილში, გ--–-------------ს მსჯავრი დაედო ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდოკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ გ--–-------------ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის და 2017 წლის 25 აპრილის განაჩენებით სსკ-ის 273-ე მუხლებით, ასევე 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ბრალდების ერთ ნაწილში სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის და 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენებით, ასევე 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ბრალდების ერთ ნაწილში, გ--–-------------ს მსჯავრი დაედო ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ უკანონო მოხმარებისათვის.
თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის წერილის თანახმად, გ--–-------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი)საათი შესრულებული არ აქვს.
პალატა მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია
ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ უკანონო მოხმარებისათვის, მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაციები უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული განაჩენებით დადგენილ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან, ამ განაჩენებით გ--–-------------ს მსჯავრი დაედო როგორც ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ანუ ყოველი წინა განაჩენი ქმნის შემდეგი სისხლისსამართლის პასუხისმგებლობის და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. ამდენად, თუ მსჯავრდებული თავისუფლდება თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, შემდეგი - 2017 წლის 12 ივნისის განაჩენისათვის სახეზე არ არის ნასამართლევი პირი და შესაბამისად, აღარ არსებობს პირის მსჯავრდების საფუძელი. მსჯავრდებულის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის და 2017 წლის 12 ივნისის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება იმავე ლოგიკითა და პრინციპით გავლენას ახდენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის და 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენებზე.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გ--–-------------ი ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის, 2017 წლის 30 ოქტომბრის და ასევე 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენებით სსკ-ის 273-ე მუხლებით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ--–-------------ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებული გ--–-------------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის, 2017 წლის 25 აპრილის, 2017 წლის 12 ივნისის და 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლებით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამ განაჩენებით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
3. მსჯავრდებული გ--–-------------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე და სსკ-ის 2731-ე მუხლებით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ამ განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
4. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას.
5. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვ. ლომიძე
გ. კახეთელიძე