განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001657101
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3457-17 “ 29” მარტი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე
გელა ქირია
სხდომის მდივანი _ ნანა კაბულაშვილი
აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - დ----- მ-------ე, მ-----– მ-------ე, ე----- მ-------ე, მ-----– მ-------ე შპს ,,მ------------------------------------------’’ ა---------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.04.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით 2016 წლის 9 დეკემბრამდე დარიცხული სარგებლის 8562.16 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის სახით 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2019 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. შპს ,,მ----------------- ო---------–-- ბ------–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. დ----- მ-------ეს შპს ,,მ------------------------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 4 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან დავალიანების
31 682.16 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 20 000 აშშ დოლარი,სარგებელი 9 682.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2 000 აშშ დოლარი
1.2. დ----- მ-------ეს შპს ,,მ------------------------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 4 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, სესხის ძირი თანხის 2,8 %-ის ოდენობით 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2019 წლის 4 დეკემბრამდე.
1.3. შპს ,,მ------------------------------------------“-ს სასარჩელო მოთხოვნა დ----- მ-------ისაღვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 4 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 20 000 აშშ დოლარის 0,07%-ის ოდენობით 2016 წლის 9 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - არ დაკმაყოფილდა.
1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შპს ,,მ--------------------------------------------------“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ე----- მ-------ის, მ-----– მ-------ის და მ-----– მ-------ის კუთვნილი უძრავი ქონება: მდებარე: თ---–------------–--------------------------------–-------- (ს/კ 0----------------------).
1.5. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს შპს ,,მ------------------------------------------ს’’ წინაშე არსებულ დავალიანებას,აღსრულება მიექცევა მსესხებლის სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2014 წლის 4 დეკემბერს, 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს ,,მ-------------------------------------------“-სა და დ----- მ-------ეს შორის დაიდო N----- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ხაზის ლიმიტი განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N----- (ს.ფ. 19-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს ,,მ------------------------------------------“-სა და დ----- მ-------ეს შორის დაიდო N--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,----------------“-მა დ----- მ-------ეს სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის 2,8%-იანი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხით სარგებლობის ვადა 60 თვე, სესხის დაფარვის თარიღი 2019 წლის 4 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება N--- (ს.ფ. 23-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. 2014 წლის 4 დეკემბრის N--- სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია 2014 წლის 01 დეკემბერს შპს ,,მ------------------------------------------“-სა და ე----- მ-------ეს, მ-----– მ-------ეს და მ-----– მ-------ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით N-----, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ე----- მ-------ეს, მ-----– მ-------ეს და მ-----– მ-------ეს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თ---–---------------–--------------------------------------------–-------------- (ს/კ 0----------------------).
ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შპს ,,მ------------------------------------------“-ს უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დანარჩენი თანხა მოვალისაგან ასევე, მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე დარჩენილი უკვე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება N----- (ს.ფ. 28-36);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.37-38);
2.4. საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა სრულად და ჯეროვნად შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი თანდართული მასალებით(ს.ფ. 1-42 );
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.5. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის 20 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. 2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით,მოპასუხე დ----- მ-------ის დავალიანება შპს,,მ------------------------------------------“-ს მიმართ შეადგენს
37, 141.30 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 20 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 9 682.16 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 7459.14 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 67-68);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში:
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა, შპს ,,მ------------------------------------------“-ს მიმართ არსებული დავალიანება ცნეს ნაწილობრივ - სესხის ძირი თანხის 20 000 აშშ დოლარის ნაწილში.
თავის მხრივ, აღნიშნული, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში შპს ,,მ------------------------------------------“-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს,,მ------------------------------------------“-ს და დ----- მ-------ეს შორის დაიდო N--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს,,მ------------------------------------------“-მ დ----- მ-------ეს სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის
2,8%-იანი სარგებლის დარიცხვით, 60 თვის ვადით, სესხის დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 4 დეკემბერი.
დადგენილია, რომ სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად. რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა სრულად და ჯეროვნად შესრულებული. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.
ამასთან, 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს ,,მ------------------------------------------“-ს და დ----- მ-------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 4 დეკემბრამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სარგებლის, სესხის ძირი თანხის 2,8%-ის ოდენობით დაკისრების ნაწილში სასამართლოში სესხის დაანგარიშების 09.12.2016 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 2019 წლის 4 დეკემბრამდე.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს ,----------------“-ს და დ----- მ-------ეს შორის დაიდო N--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს,,მ------------------------------------------“-მ დ----- მ-------ეს სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის 2,8%-იანი სარგებლის დარიცხვით, 60 თვის ვადით, სესხის დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 4 დეკემბერი.
ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, მოსარჩელემ დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადით 2019 წლის 4 დეკემბრამდე.
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს, 2014 წლის 4 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს - 2 000 აშშ დოლარის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც - სესხის ხელშეკრულების მიმართ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (09.12.2016წ.) პირგასამტეხლოს დაკისრებას შემდგომ პერიოდზეც.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალისათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც პროცენტის სახით.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ე----- მ-------ის, მ-----– მ-------ის და მ-----– მ-------ი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თუ უზრუნველყოფის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად არ დააკმაყოფილებს კრედიტორის მოთხოვნას, კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს სხვა ქონებაზე (იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ. 21).
დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ე----- მ-------ის, მ-----– მ-------ის და მ-----– მ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
2.12. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს,,მ------------------------------------------“-ს და დ----- მ-------ეს შორის დადებული N--- სესხის ხელშეკრულების 8.10 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სსსკ-ის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მ-----– მ-------ე, ე----- მ-------ე და მ-----– მ-------ე არ იყვნენ ინფორმირებულები ვალდებულების დარღვევის შესახებ. ასეთი შეტყობინების არსებობის შემთხვევაში მათ შეეძლოთ შეესრულებინათ ვალდებულება და გადაეხადათ სესხის სრული ოდენობა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ერთი თვის სარგებლი. ჯამში სარგებლის ოდენობა შეადგენს 1120 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკისრებული სარგებელი საფუძვლიანია მხოლოდ 1120 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო 8562.16 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში - უსაფუძვლოა.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტები აღჭურვილნი იყვნენ სესხის ვადაზე ადრე დაფარვის უფლებით და შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უტყუარად, რომ შპს ,,მ------------------------------------------“ შეეძლო 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2019 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში სესხზე დარიცხული სარგებლის მიღება.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო მოეთხოვა და მიეღო 2019 წლის 4 დეკემბრამდე დარიცხული სარგებელი. ასევე დასაბუთებული არ არის, რომ ვადაზე ადრე სესხის დაფარვის შემთახვევაში კომპანია გაასესხებდა თა არა თანხას, ან/და მიიღებდა თუ არა იგივე სარგებელს. საყურადღებოა, რომ 2016 წლის 9 დეკემბრიდან შემდგომ პერიოდში მ--------------------------------- მიერ მოთხოვნილი სარგებელი გაცილებით დაბალია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: ა) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის მოთხოვნას; ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას; გ) მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.12. პუნქტები). 4.2. საქმის მასალების მიხედვით დ----- მ-------ე, ე----- მ-------ე, მ-----– მ-------ე და მ-----– მ-------ე ცხოვრობენ ერთად შემდეგ მისამართზე: ქ------–--------------------------------------------–------------------ (ს/კ 0----------------------). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სამართლის სუბიექტები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. მაშასადამე, სამართლის სუბიექტთა ქცევის წესი კეთილსინდისიერების პრინციპს ემყარება, რაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემითა და პასუხისმგებლობით მოპყრობას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინება, ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია. 01.12.2014. წლის N----- იპოთეკის ხელშეკრულების „სხვა პირობების“ თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ასევე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებში შეტყობინებები უნდა ჩაბარდეს პირადად ან ოჯახის სრულწლოვან წევრს ან გაიგზავნოს დაზღვეული ან რეგისტრირებული საფოსტო გზავნილით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით, ინტერნეტბანკინგით, მობილბანკით, მოკლეტექსტური შეტყობინებით ხელშეკრულებაში მითითებულ მისმართზე და იგი ჩაითვლება ჩაბარებულად ნებისმიერი აქ დათქმული ფორმით გაგზავნისას“. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 01.03.2018. წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე დ. მ-------ემ აღნიშნა, რომ მას სადავოდ გამხდარ შემთხვევამდე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ქ------–--–--------------------------–---–------------–---------–-------------------- სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული და ყველა შემთხვევაში სესხი გაისტუმრა, არ უთქვამს რა ამის შესახებ ოჯახის წევრებისთვის. სადავოდ გამხდარ შემთხვევაში, სესხის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დ----- მ-------ეს მასთან ერთად ზემოხსენებულ მისამართზე მცხოვრები იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე ოჯახის სხვა წევრებისთვის და ამავე დროს აპელანტებისთვის არ შეუტყობინებია ოჯახში გართულებისა და დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით. ამდენად, დ.მ-------ე შპს მ---------------“-ს მიერ ინფორმირებული იყო რა მის მიერ აღებული სესხის გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არ შეატყობინა ამის შესახებ აღნიშნული საკითხით სასიცოცხლოდ დაინტერესებულ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეებს, კერძოდ, მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს. ამდენად, შპს მ---------------“-ს მიერ შესრულებული იქნა 01.12.2014. წლის N----- იპოთეკის ხელშეკრულების „სხვა პირობების“ შესაბამისად მის მიერ ნაკისრი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეების შეტყობინების, ინფორმირების ვალდებულება და ამ თვალსაზრისით დ.მ-------ისა და სხვა აპელანტების პრეტენზია მ--------------------------------- მიმართ უსაფუძვლოა (ტ.1., ს.ფ. 19-20,23-25,28-36 37-38, 01.03.2018. წლის სხდომის ოქმი, დისკი 000, 00:17:13-00:23:07 წუთი). 4.3. აპელანტებს სააპელაციო საჩივარში არ მოუთხოვიათ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს შემცირება იმ მოტივით, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია, არამედ მოითხოვეს 2000 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება მიუთითეს რა, რომ არ შეიძლება ე----- მ-------ეს, მ-----– მ-------ეს და მ-----– მ-------ეს პირგასამტეხლო დაეკისროთ იმ ვალდებულების დაღვევისთვის, რომლის არსებობის შესახებ და მისი შესრულების შესახებ არც კი იყვნენ შეტყობინებულები. სააპელაციო პალატამ წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2. პუნქტში უკვე აღნიშნა, რომ სესხის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დ.მ-------ეს მასთან ერთად ზემოხსენებულ მისამართზე მცხოვრები ოჯახის სხვა წევრებისთვის და ამავე დროს აპელანტებისთვის არ შეუტყობინებია ოჯახში გართულებისა და დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით. ამდენად, დ.მ-------ე შპს მ---------------“-ს მიერ ინფორმირებული იყო რა მის მიერ აღებული სესხის გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არ შეატყობინა ამის შესახებ აღნიშნული საკითხით სასიცოცხლოდ დაინტერესებულ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეებს, კერძოდ, მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს. ამდენად, შპს მ---------------“-ს მიერ შესრულებული იქნა 01.12.2014. წლის N----- იპოთეკის ხელშეკრულების „სხვა პირობების“ შესაბამისად მის მიერ ნაკისრი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეების შეტყობინების, ინფორმირების ვალდებულება და აპელანტების მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა (ტ.1., ს.ფ. 35, 37). 4.4. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მსჯელობას სააპელაციო საჩივრის 1-ლი ფაქტობრივი უსწორობის გრაფაში, რომლის თანახმადაც შპს მ---------------“-ს მიერ ე----- მ-------ის, მ-----– მ-------ის და მ-----– მ-------ის შეტყობინების შემთხვევაში დ.მ-------ის მიერ ნაკისრი ვადამოსული ვალდებულებების თაობაზე ისინი გადაიხდიდნენ სესხის სრულ ოდენობას - 20000 აშშ დოლარს, ასევე გადაიხდიდნენ ერთი თვის გადაუხდელ სარგებელს და კიდევ იმ ერთი თვის სარგებელს, რომელიც დაერიცხებოდა მომდევნო ერთ თვიან პერიოდში, ამიტომ დაკისრებული სარგებელი 9682.16 საფუძვლიანია მხოლოდ 1120 აშშ დოლარის ნაწილში, დანარჩენ - 8562.16 აშშ დოლარის ნაწილში არის უსაფუძვლო. საქმის მასალების მიხედვით ე----- მ-------ე, მ-----– მ-------ე, მ-----– მ-------ე და დ----- მ-------ე რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 1----- სარეიტინგო ქულით, რომელიც მიენიჭათ 3---------- წელს 0---------. წელს დეკლარაციის შევსების შედეგად. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობების მიხედვით: დ. მ-------ეს 2012 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით შემოსავალი არ უფიქსირდება, მ-----– მ-------ის მიერ 2016 წლის ნოემბრის თვიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, მ-----– მ-------ის მიერ 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს (0) ლარს და ე----- მ-------ის მიერ 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს (0) ლარს. შემოსავლების სამსახურის მიერ 02.01.2016. წელს გადასახადის, საურავის და ჯარიმის ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით , წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები დ----- მ-------ე-ს საბანკო ანგარიშებზე, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს 04.07.2017. წლის წერილის თანახმად 24.03.2016 წლიდან მ-----– მ-------ის საბანკო ანგარიშბზე საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში გავრცელებულია ყადაღა 525 ლარის ფარგლებში. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 1---------. წლის ცნობების თანახმად ე----- მ-------ე და მ-----– მ-------ე არიან ასაკით საპენსიო პაკეტის მიმღები პირები, რომელთაც თითოეულს ერიცხებათ სახელმწიფო გასაცემელი ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით. შპს მ---------------“-ს მიერ სარჩელი აღიძრა 23.12.2016. წელს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2017 წლის 25 აპრილს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ე----- მ-------ის, მ-----– მ-------ის და მ-----– მ-------ის შპს მ---------------“-ს მიერ სარჩელის აღძვრამდე ნებისმიერი სხვა ფორმით პირადად შეტყობინების განხორციელების შემთხვევაშიც დ.მ-------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, ისინი მათი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ ვადამოსული დავალიანების დაფარვას, ამასთან ერთად, საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება დ.მ-------ის შესაძლებლობა ვადაზე ადრე დაეფარა ან დაფაროს არსებული დავალიანება, რაზედაც მითითებულია ფაქტობრივი უსწორობების მე-3 გრაფაში, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, აპელანტების არგუმენტები არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნა აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი შემცირების მიზნით (ტ.2., ს.ფ. 13-22, 32-33). 4.5. 04.12.2014. წლის სესხის ხელშეკრულება N----ის მიხედვით სესხის დაფარვის თარიღია 2019 წლის 04 დეკემბერი, ხოლო საპროცენტო სარგებელი-ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის 2,8% (პუნქტები 2.5, 2.8.). ზემოხსენებული ხელშეკრულების 5.1.3. პუნქტის მიხედვით მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2,8%, ხოლო 5.1.7. პუნქტის შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს შპს მ---------------“-ს ზარალი, რომელიც მას მიადგება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევით. 01.12.2014. წლის N----- იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით მესაკუთრე კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2,8% და მსესხებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს შპს მ---------------“-ს ზარალი, რომელიც მას მიადგა მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათალისწინებული ნებისმიერი პირობის დაღვევით. აპელანტი სადავოდ არ ხდის მის მიერ სესხის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, შესაბამისად, 04.12.2014. წლის N--- სესხის ხელშეკრულების 2.5., 2.8., 5.1.3. და 5.1.7. პუნქტების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ----- მ-------ეს შპს ,,მ------------------------------------------“-ს სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 2014 წლის 4 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი სესხის ძირი თანხის 2,8 %-ის ოდენობით 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2019 წლის 4 დეკემბრამდე. ამასთან ერთად, შპს მ---------------“ არის მ-----------------------------–-- და „მ-------------------------------------------“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად: „ 1. მ-----------------------------–-- უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება; ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში; გ) ფულადი გზავნილების განხორციელება; დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ვ1 ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული აგენტის ფუნქციის შესრულება; ვ2 ) ამ პუნქტის „ა“–„ვ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად ქონების იჯარით გაცემა; ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მ--------------------------------- საწესდებო კაპიტალის 15%-ს; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და ამ ფინანსურ მომსახურებებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები. 2. მ-----------------------------–-- უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მ---------------------------------, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. 21 . მ-----------------------------–-- უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია. 3. მ-----------------------------–--ს ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან“. ამდენად, შპს მ---------------“ მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირია და სწორედ აპელანტის მტკიცების ტვირთი იყო უარეყო მეწარმე სუბიექტის მიერ 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2019 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში სესხზე დარიცხული სარგებლის მიღების შეუძლებლობა, რაც მან ვერ შეძლო (ტ.1., ს.ფ.23-27, 28-36,17-18). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 6. საპროცესო ხარჯები 6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დ----- მ-------ის, მ-----– მ-------ის, მ-----– მ-------ის და ე----- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება 3. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა მოსამართლეები: გელა ქირია ამირან ძაბუნიძე