განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
330100117002217073
ინსტანცია
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002217073

საქმე №1/ბ-268-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 აპრილი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: მ----------------ის, ა----------–---–ის,მსჯავრდებულ: რ---------–---–ის,მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის მ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ--------------------–---–ის მიმართ, დაბადებული 1963 წლის 15 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------- საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რ----------–---–ი დედასთან - მ------------–---–თან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–-------------------------------------------------ში, რა დროსაც საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, ოჯახური ძალადობა განახორციელა დედაზე, კერძოდ ხელებისა და ფეხების, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავალჯერადი დარტყმებით ამ უკანასკნელს მიაყენა მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ზედა ყბის ძვლისა და მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობები, რითაც დაზარალებულ მ------------–---–ს მიადგა ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2013 წელს რ----------–---–ი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც ცხოვრობდა დედასთან - მ------------–---–თან ერთად, ქ-------–-------------------------------------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 2017 წლის მარტის თვიდან - 2017 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც რ----------–---–მა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის ხშირად მიღება, დედის მიმართ გახდა აგრესიული, რის გამოც სხვადასხვა მიზეზებით, ხშირ შემთხვევაში კი საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, დედის - მ------------–---–ის მიმართ ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას, სისტემატიურად სცემდა მას, კერძოდ ხელებისა და ფეხების გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც დაზარალებული იღებდა სხვადასხვა სახის დაზიანებებს ჩალურჯებებისა და სისხლნაჟღენთების სახით, მუდმივად ამყოფებდა სტრესისა და შიშისა ქვეშ, ზემოაღნიშნული ქმედებებით კი დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2013 წელს რ----------–---–ი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც ცხოვრობდა დედასთან - მ------------–---–თან ერთად, ქ-------–-------------------------------------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 2017 წლის მარტის თვიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც რ----------–---–მა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის ხშირად მიღება, დედის მიმართ გახდა აგრესიული, რის გამოც სხვადასხვა მიზეზებით, ხშირ შემთხვევაში კი საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, დედას - მ------------–---–ს ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა მას, რითაც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესისა და შიშის ქვეშ და განიცდიდა ტანჯვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით რ----------–---–ს წარდგენილი ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, როგორც ზედმეტად წარდგენილი ბრალდება, ამოერიცხა.

რ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ----------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ---------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთლობის ხანგრძლივ მოშლასთან.

აგრეთვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა მ----------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ რ---------–---–ის დამნაშავედ ცნობა აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ 126-ე პრიმა მუხლის მიზნებისათვის, მისი საკანონმდებლო აგებულებისა და კოსტრუქციიდან „სისტემატურობა“ მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის მახასიათებელია. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როდესაც ჩატარებული გამოძიებით დადგინდა მსჯავრდებულ რ---------–---–ის მხრიდან დაზარალებულ მ------------–---–ის მიმართ ერთდროულად განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობისა (2-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა) და სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რის გამოც სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა და შესაბამისად, სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში ქმედება უნდა დაკალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, ხოლო სისტემატური ფიზიკური ძალადობის ნაწილში სსკ-ის 111,126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა).

 

მსჯავრდებულ რ---------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, თუმცა მსჯავრდებულმა საბოლოო სიტყვაში მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რ---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ------------–---–ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების - ვ----–-----------–ის, თ-------------–---–ის, ლ--–---------–---–ის, ნ--------------ის, ბ-----–--–----ის, მ--------------–---–ის, ს------------–-----ს დაკითხვის ოქმებით, ბრალდებულ რ----------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მ------------–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ------------–---–ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ რ---------–---–ის აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ---------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომლის თანახმად, რ---------–---–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედება, ამოერიცხა ბრალდებიდან, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ძალადობა ფართო ცნებაა და თავის თავში მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ძალადობას. აღნიშნული მუხლით დასჯადია სისტემატური შეურაცხყოფაც. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისთვის აუცილებელია, რომ დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

ძალადობა თავის მხრივ გულისხმობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ის, რომ რ. გიკაშვილი აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში და დაზარალებული ღებულობდა სხვადასხვა სახის დაზიანებებს ჩალურჯებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მას ამყოფებდა შიშის და სტრესის ქვეშ, სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ იგი იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და განიცდიდა როგორც ფიზიკურ ტკივილს, ისე ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ტანჯვა კი თავის თავში მოიცავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც.

 

სააპელაციო პალატა, მსჯავრდებულის მიერ საბოლოო სიტყვაში გაჟღერებულ მოთხოვნას - სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, აგრეთვე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მსჯავრდებულს, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის მ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ----------–---–ს წარდგენილი ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, როგორც ზედმეტად წარდგენილი ბრალდება, ამოერიცხოს.

 

რ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ----------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული: რენტგენოფირი და ერთი ცალი ლაზერული დისკი, მასში ჩაწერილი ე.წ. „კტ კვლევით“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი