განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
330100117002114022
ინსტანცია
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002114022

საქმე №1ბ/312-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–---–-----–---–ის

მსჯავრდებულის: ვ-–--–----–-–---–ის

ადვოკატის: მ---------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------): ვ-–--–----–-–---–ის მიმართ, დაბადებული 1978 წლის 31 ივლისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი #0----------), ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული თბილისში, დ----------–---–-----–----–--------------, კ--------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ-----------------------–-- ქუჩა N--, ბინა N----ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–--–----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ვაჟა შავიშვილის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ვ-–--–----–-–---–ი 1999 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა მ----–----–-–---–თან. თანაცხოვრების დროს ვ-–--–----–-–---–ი გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ. აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამცირებდა, რის გამოც მ----–----–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას.

 

2017 წლის 25 აგვისტოს ქ.თბილისში, პ------–------------- ბინა N 142-ში დაკავებული იქნა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ვ-–--–----–-–---–ი, რომელმაც ოჯახში ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - მ----–----–-–---–ზე მათი არასრულწლოვანი შვილის - ქ-----–----–-–---–ის თანდასწრებით, კერძოდ: ფეხი ჩაარტყა მარხენა ფერდში, ნეკნებთან, რის შედეგადაც მ----–----–-–---–ი წაიქცა იატაკზე, ხოლო ვ-–--–----–-–---–ი წაქცეულს კვლავ ურტყამდა ფეხს და ხელს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მანვე ოჯახში ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილის - ქ-----–----–-–---–ის მიმართაც. კერძოდ, პირზე ააფარა ხელი, შემდეგ კი ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარჯვენა და მარცხენა მკლავში, რის გამოც ქ-----–----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ--- და ქ-----–----–-–---–ებმა ვ-–--–----–-–---–ის მიერ მიყენებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ასევე მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვალის განაჩენით:

 

ვ-–--–----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით და განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიკვლია ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: დაიკითხნენ დაზარალებული მ----–----–-–---–ი, მოწმეები დ--------------–ი, დ------------–---–ი, ი-----–-----–---ძე, ტ----------–-–---–ი, მ-----------–---–ი, დ--–-------ა, ნ-----------ე, ბრალდებულის სახით დაიკითხა თვით ვ-–--–----–-–---–ი, გამოკვლეული იქნა ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ქ-----–----–-–---–ის დაბადების მოწმობა, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, 2017 წლის 25 აგვისტოს გაცემული შემაკავებელი ორდერი, ხოლო მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები - მოწმე ქ-----–----–-–---–ის ჩვენება და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #005708417 დასკვნა. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ვ-–--–----–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–----ემ. სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმება.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ვ-–--–----–-–---–ის ბრალეულობა.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-–--–----–-–---–ი იქნა მსჯავრდებული.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ვ-–--–----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზენებს, პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. აპელანტის მოსაზრებას, რომ ვ-–--–----–-–---–ის მხრიდან დაზრალებულის მიმართ ძალადობას სისტემატიური და არაერთჯერადი ხასიათი ჰქონდა, პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აღნიშნული დადასტურებული ვერ იქნა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში განმეორებით იგივე არგუმენტზე აქცენტის გაკეთება პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ვ-–--–----–-–---–ის მიმართ დანიშნულმა ,,ლოიალურმა“ სასჯელმა შეიძლება შექმნას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია და არც მყარი არგუმენტები დაუსახელებია. ასეთი დასკვნის გამოტანის საუძველს არ იძლევა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მისი წარსული ცხოვრება. ვ-–--–----–-–---–მა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოშიც თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, მეზობლები მას კარგ მეოჯახედ, კარგ მამად ახასიათებენ. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე და იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ამგავრი ფორმით მოხდით შეუძლებელი იქნება სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, ვ-–--–----–-–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა ნასამართლევი, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. პალატა ითვალისწინებს, რომ თავისუფლების სახით განსაზღვრული სასჯელიდან თითქმის ნახევარი - 2017 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 08 თებერვლამდე პერიოდი მსჯავრდებულმა რეალურად მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სავსებით საკმარისია სასჯელის მიზნების მიღწევისათვის. სასჯელის რეალურად მოხდის პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიუღებლობა, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგები და გამოეტანა სათანადო დასკვნები. პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები კი საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვალის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–--–----–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვალის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ვ-–--–----–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით - 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით.

 

პირობით მსჯავრდებულ ვ-–--–----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს, ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე