განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002264595
საქმე №1ბ/353-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ---------------–---–ის
მსჯავრდებულის: მ-------------–--ის
ადვოკატის: ზ----------–----ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: მ-------------–--ის (დაბადებული 1----–-–--------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, განქორწინებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: თ---–----------–---–---------------------------------–----------------–------------------------–-----------7) მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში დ-------–-----–---------------------–----------- არსებული - ავტომანქანების სახელოსნო - შპს „ს-----------------“ კუთვნილ ოფისში, მ-------------–--ემ განახორციელა ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის - ხ----------------ის მიმართ. კერძოდ: მ-------------–--ის მიერ ხ----------------ისათვის ხელისა და ფეხის დარტყმის, ასევე ჭიქის კეფის არეში ჩარტყმის შედეგად ხ----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
მ-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ მ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ-------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–-------–---–მა.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვის დროს მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დაცვის მხარის მითითებით მსჯავრდებულის ყოფილი მეუღლე ხ----------------ი (დაზარალებული) მკურნალობს თურქეთის რესპუბლიკაში, რის გამოც სათანადო მზრუნველობის გარეშე რჩებიან მათი შვილები, როგორც მცირეწლოვანი ა----------------–--ე, რომელიც ცხოვრობს ხ----------------თან, ასევე მსჯავრდებულთან მცხოვრები და მის კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი ქ--------------–--ე. ამასთან მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების: მოწმეების: გ---------------–---–-----------------------------------------–------–--–---–-----------------–---–-----------------–-–---–-- და ხ----------------ის დაკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და ამოღებულ ნივთმტკიცებების, სამედიცინო დოკუმენტაციის, ამოღების ოქმის და ამოღებულ ნივთმტკიცებების, 2----–-–----- დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის N0--------, 20---–-–--------------–-ს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N4------- და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან და მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება ზემოთჩამოთვლილ შემთვევებშიც სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილში ჩამოყალიბებულ საფუძვლებთან ერთად უნდა შეაფასოს დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, დამნაშავის პიროვნება და შემდგომ განსაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობა.
განსახილველ შემთხვევაში პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მ-------------–--ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ვინაიდან მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ-------------–--ეს სასჯელი განუსაზღვრა მისი პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების და ასევე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე საააპელაციო საჩივარში. სწორედ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაუნიშნა მინიმალური სასჯელი.
ამასთან პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანის მომენტისთვის მოსახდელად დარჩენილი აქვს 1 (ერთი) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე, ხოლო დაცვის მხარის საააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასსჯელის 6 (ექვსი) თვის პირობით მსჯავრად ჩათვლა და გამოსაცდელ ვადად 1 (ერთი) წლის განსაზღვრა რელაურად მსჯავრდებულს უხანგრძლივებს სასჯელის მოხდის პერიოდს და შესაბამისად ამძიმებს მის სამართლებრივ მდგომარეობას.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი მ-------------–--ის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ-------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი.
მ-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 დეკემბრიდან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
1(ერთი) ცალი ელექტრონული დისკი დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვლები, ფაიფურის ჭურჭლის ნამსხვრევები, რომელიც ინახება ვ---------------–--- სამმართველოს მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ხ----------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება ვ----------------–--- სამმართველოს მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ. ყაველაშვილი/