განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2018
საქმის ნომერი
330100118002299106
ინსტანცია
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002299106

საქმე №1ბ/421-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა

თბილისის პროკურატურის შ--------------–---------------------–--------–---------–----------------–-----------------------------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----–------–----ის მიმართ (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ტ------–--------------------–----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--–----------–-----------------------–-), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–------–----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპროტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ჯ----–------–----ე სამგზავრო მიკროავტობუსით ”ფ------------------” მოძრაობდა ქ. თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე, პეკინის ქუჩის მხრიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმართულებით. იგი შევიდა ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე, ამ გზაჯვარედინის შუქნიშნის, მისი მოძრაობის ამკრძალავ წითელი ფერის სიგნალზე, რა დროსაც მას დამუხრუჭების გარეშე შეეჯახა მისგან მარჯვნიდან მარცხნივ, ასათიანის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩის მხრიდან ალ. ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, შუქნიშნის მწვანე ფერის სიგნალზე მოძრავი ავტომობილი ”ჰო-----------”, რომელსაც მართავდა ლ-–-----–------.

აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრებმა ნ-----–--–---მ და მცირეწლოვანმა ნ-----–-----–--–----.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით:

ჯ----–------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე ჯ----–------–----ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–-------------------------–--------------–- გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხ------------------მ და მოითხოვა ჯ----–------–----ისთვის სასჯელის დამძიმება.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---–-------------------------–--------------–- გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ხ------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჯ----–------–----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანდართულ სქემის, დროებით ჩამორთმეულ სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტების, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №4------ დასკვნის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №3---- დასკვნის, დაზარალებულისა და მოწმეების დაკითხვის ოქმების, ჯ----–------–----ის აღიარებითი ჩვენების და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ----–------–----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპროტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება თ---–-------------------------–--------------–- გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ხ------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ჯ----–------–----ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემობას, რომ მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა, მსჯავრდებულს ჰქონდა მცდელობა დაზარალებულისთვის აღმოეჩინა მატერიალური დახმარება და შერიგებოდა მას, თუმცა მან აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო და უარი განაცხადა შერიგებაზე. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ ჯ----–------–----ეს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.

ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს გარდა ჯარიმისა დამატებით სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯ----–------–----ის საქმიანობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქ სასჯელს და სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და შედეგის მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა პირველმა ინსტანციის სასამართლომ ხსენებული სასჯელი, ვინაიდან 276-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია იძლევა შესაძლებლობას სასამართლომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე თავად განსაზღვროს აღნიშნული სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობა. პალატის წინაშე აპელანტს კი მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე.

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენი ჯ----–------–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ---–-------------------------–--------------–- გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ხ------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენი ჯ----–------–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ჯ----–------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ჯ----–------–----ეს დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 6 (ექვსი) თვით.

 

ნივთმტკიცება:

 

1 (ერთი) ცალი DVD დისკი და 1 (ერთი) ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/