განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
330210114596553
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210114596553

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2232-2017 21 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

 

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე, მჩუქებელი) - ვ-–----------

წარმომადგენელი ფ----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - მ------------- (დასაჩუქრებული, გამყოდველი), ს---------------- (მყიდველი)

წარმომადგენელი - მ---------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა

 

2. სასარჩელო მოთხოვნა

 

2.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–------------–ს ვ-–----------სა და მ----

ჭ------ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება;

2.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------------სა და მ-------------ს შორის 2-----–-–--------------ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ვ-–----–----–-----------------–-, კორპ. N-, ბ-------, ს/კ N----------------------- აღირიცხოს ვ-–- ჭ------ის საკუთრებად;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ვ-–---------- არის მ---- ჭ------ის მ--- და ს------- ჭ------ის ბ---------------;

3.2. სადავო ბინაში ვ-–----------სთან ერთად ცხოვრობდა მისი დ----- - ე----------------–-, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება ს/კ N-----------------------, რაც გაქირავებული აქვს.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.3. 2----–-–------------–ს ვ-–----------მ შ---–- - მ-------------ს აჩუქა თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისი, ვ-–--ფ–----–-- გამზირი, მ-------------–-, კორპ. N-, ბ-------, ს/კ N-----------------------. ქონების ღირებულებად განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარი (იხ. ს/ფ 12-17);

 

3.4. 2----–-–---------------ს მ-------------სა და ს----------------ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-------------მ გაყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ვ-–--ფ–----–-- გამზირი, მ-------------–-, კორპ. N-, ბ-------, ს/კ N-----------------------. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 37000 აშშ დოლარით (იხ. ს/ფ N18-20; 85-86);

 

3.5. საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–----–----------------–--ს პ---–-–-------------------–---ს თანამშრომლების მიერ 2----–-–------------------ს შედგა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება N-------- რომლის საფუძველზეც ქ.თბილისში, ვ-–--ფ–----–-- გამზირი, მ-------------–-, კორპ. N-, ბ--------ში მცხოვრები პირები გაფრთხილდნენ შეეწყვიტათ მითითებული უძრავი ქონებით სარგებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა უძრავი ქონების მესაკუთრემ მ-------------მ (იხ. ს/ფ 91-93);

 

3.6. ს------- ჭ------ის მეუღლე - შ-----------------–---–- გარდაიცვალა 20---–-–----------------–ს. ს----------------ს ჰყავს ორი შვილი - ა-----–------------–---–- და ლ----------------–---–- (იხ. ს/ფ 80-82);

 

3.7. 2----–-–------------------ს ამონაწერით ს-------------------დან უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, დ-----------ის დასახლება, ი--------–---------, ბინა N--- - ს/კ N----------------------- - საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე----------------–-ს სახელზე (იხ. ს/ფ 83-84; 142-143);

 

3.8. შ-- „ბი---------------ს“ დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ვ-–--ფ–----–-- გამზირი, მ-------------–-, კორპ. N-, ბ------- - საბაზრო ღირებულება შეადგენს 47400 ლარს (იხ. ს/ფ 29-42)

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

4.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლზე (ჩუქება) და აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–------------–ს ვ-–----------მ შ---–- - მ-------------ს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ვ-–--ფ–----–-- გამზირი, მ-------------–-, კორპ. N-, ბ------- და საჯარო რეესტრში სადავო ქონება აღირიცხა მ---- ჭ------ის საკუთრებად. ამდენად, მხარეთა შორის კანონით დადგენილი წესით მოხდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება და მისი საჯარო რეესტრში აღრიცხვა, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაშინ როდესაც მისი რელური მიზანი იყო მხოლოდ მ---- ჭ------ის საცხოვრებელ სახლში „ჩაწერა“ და ისიც ½ წილზე.

 

4.2. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრის მიერ განხორციელდა ქონების უსასყიდლო განკარგვა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია ამ ხელშეკრულების გაუქმება, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი ადგენს, რომ

 

1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ის, რომ მოპასუხე მ-------------მ მას ან მისი ახლობლებს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ან/და გამოიჩინა დიდი უმადურობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მოწმეთა ჩვენებებში აღწერილი გარემოება, თუ როგორ მიაყენეს მ-------------მ და ს----------------მ მ---------–--------------------ს სიტყვიერი შურაცხყოფა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. დ-------ს განმარტებით ასეთი ფაქტის დადასტურება სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია, ვინაიდან ორივე საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან. ამასთან, მოწმე ე----------------–-ს ჩვენება იყო არათანმიმდევრული და როგორც მოწმემ თავად განაცხადა, ჰქონდა პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით, რის გამოც მისი ჩვენებები სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდება არა თუ მძიმე შეურაცხყოფის, არამედ ზოგადად შეურაცხყოფის მიყენების ფაქტიც კი, ისევე როგორც არ დადასტურდა შვილის უმადურობა მამისადმი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ-------------მ გაყიდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც 3 წლით ადრე მ---მ აჩუქა, სასამართლომ არ ჩათვალა შეურაცხყოფად ან უმადურობად.

 

სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დადასტურდა მ---- ჭ------ის მიერ შეურაცხყოფის მიყენება თუ უმადურობის გამოვლინება მოსარჩელის დ-------ს - თ----------------–ისა და ე----------------–-ს მიმართ, რაც ასევე შესაძლოა ყოფილიყო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის განჩინებით საქმეზე Nას-62-59-2012 განმარტა შემდეგი: „აღნიშნული ნორმა (529-ე მუხლი) უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ჩუქების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მის მიმართ. მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა რაც შეეხება ქმედების სიმძიმის ხარისხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა ... საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.“

 

ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ საკუთრების უფლება ვერ შეიზღუდება გამჩუქებლის სურვილით მუდმივად გააგრძელოს ცხოვრება გაჩუქებულ ბინაში თავის ოჯახთან ერთად. ამგვარი მოთხოვნა გონივრულობის ფარგლებს სცილდება და ი. მ-ის ნება, რომ არ დაუშვას თავისი საკუთრებით ამგვარი სარგებლობა, უმადურობად ან შეურაცხყოფად ვერ შეფასდება. ი. მ-ს, როგორც ბინის მესაკუთრეს, შეუძლია, შეუზღუდავად ისარგებლოს თავისი საკუთრებით, მით უფრო, რომ საქმიდან არ დასტურდება მხარეთა შეთანხმების არსებობა ფ. გ-ის მიერ ბინით სარგებლობის თაობაზე. რაც შეეხება კასატორის მიმართვას საქართველოს შ--------------------------ს N--- ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ შესაბამისი ღონისძიებებისათვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მხარისათვის კანონით მინიჭებულ ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და ფ. გ-ის შეურაცხყოფად ვერ შეფასდება“.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განმარტებით, მძიმე შეურაცხყოფად ან უმადურობად არ ითვლება მესაკუთრის მიერ თავისი უფლების რეალიზაცია, რომ იგი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ფლობდეს უძრავ ქონებას, მათ შორის მოახდინოს პირების გამოსახლება დაკავებული უძრავი ქონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თავად მ---- ჭ------ის მიერ მოსარჩელის გამოსახლების მცდელობაც კი სადავო უძრავი ქონებიდან, ასეთ ფაქტს ადგილი რომც ჰქონოდა, სასამართლო ვერ ჩათვლიდა მესაკუთრის ასეთ მოქმედებას მძიმე შეურაცხყოფად თუ უმადურობად. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც მოსარჩელის, ასევე მოწმეთა ჩვენების მიხედვით, მ-------------მ და ს----------------მ მხოლოდ ერთხელ - 2014 წლის გაზაფხულზე მიაყენეს შეურაცხყოფა მ---------–--------------------ს, და სხვა დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გარემოება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ასეთ ფაქტს რომც ჰქონოდა ადგილი, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომ დაედასტურებინა, მის მიმართ მომხდარი მხოლოდ ერთი ინფიცენტით რამდენად იყო შესაძლებელი მ---- ჭ------ის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან უმადურობის გამოჩენა, რომელიც შესაძლოა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით Nას-257-247-2013 საქმეზე განიმარტა შემდეგი: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის (530-ე მუხლი) მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც“.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ჩუქების შემდეგ მოსარჩელე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო 2----–-–------------–ს, რის შემდეგაც მოსარჩელისთვის, ასევე მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა. პირიქით, რეალურად ისინი სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მოპასუხე მ---- ჭ------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაში, ფლობდნენ და სარგებლობდნენ მას თავისი შეხედულებისამებრ და სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნულ ქონებაში ცხოვრობდნენ, მათ შორის ე----------------–- იღებდა გარკვეულ სარგებელსაც კი, ვინაიდან ამ უკანასკნელს თავის სახელზე საკუთრების უფლებით არსებული უძრავი ქონება გაქირავებული ჰქონდა, საიდანაც იღებდა შემოსავალს.

 

ასევე აღინიშნა, რომ 530-ე მუხლი არა მხოლოდ მჩუქებელს, არამედ დასაჩუქრებულსაც იცავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მჩუქებელმა დაიბრუნოს გაჩუქებული ნივთი, როდესაც იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეუძლია თავისი ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა და როდესაც ნივთის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

ამდენად, აღნიშნული გარემოებები მხოლოდ კუმულატიურად უნდა არსებობდეს, რომ მოხდეს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება და არა მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც მოსარჩელე და არც მასთან მუდმივად თუ დროებით მცხოვრები პირები არ აღმოჩენილან მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან ამონაწერით ს-------------------დან დასტურდება, რომ ე----------------–- თავის სახელზე საკუთრების უფლებით აქვს უძრავი ქონება. როგორც თავად მოსარჩელემ განაცხადა სასამართლო სხდომაზე, მას შეეძლო ე----------------–თან ერთად სწორედ მითითეულ ქონებაში გადასვლა, თუ სხვა გზა აღარ ექნებოდა. ამასთან, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ-------------მ თავის სახელზე არსებული უძრავი ქონება გაასხვისა ს----------------ზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნებით მას მიადგება ზიანი და ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში, რაც ასევე გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე გაჩუქებული ნივთის გამოთხოვას.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, მას მეორე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, თუმცა სასამართლო მაინც იმსჯელებს მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 2----–-–---------------ს მ-------------სა და ს----------------ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, ვ-–--ფ–----–-- გამზირი, მ-------------–-, კორპ. N-, ბ-------. ნასყიდობის საგნის ღირებულებად კი განისაზღვრა 37000 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე მხარეს სასამართლოს წინაშე უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება იყო მოჩვენებითი გარიგება. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ხელშეკრულების მხარეების ერთმანეთის ბიძაშვილები არიან და ამიტომ უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაუქმება, საფუძველს მოკლებულია. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თუ რატომ იყო საჭირო მოპასუხეებს ერთმანეთში დაედოთ მოჩვენებითი გარიგება და აღნიშნულით რისი მიღწევა სურდათ. თუკი აღნიშნული მიმართული იყო იქეთკენ, რომ ს---------------- მიჩნეული ყოფილიყო „კეთილსინდისიერ შემძენად“, რითაც მ------------- ფაქტობრივად „შეინარჩუნებდა“ უძრავ ქონებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2----–-–------------–ის, ანუ ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ მ------------- ისედაც იყო ს-------------------ს მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო ს------- ჭ------ის „კეთილსინდისიერ შემძენად“ ცნობისთვის კი მ------------- ჩუქების ხელშეკრულებიდან მოკლე ვადებში მოახდენდა თვალთმაქცური გარიგების დადებას და ბიძაშვილის სახელზე უძრავი ქონების „მოჩვენებითად“ აღრიცხვას და არა 2014 წლის აგვისტოს თვეში. მართალია წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხეთა შორის ვალის არსებობა, თუმცა მათი ქმედებებით დგინდება, რომ 2----–-–---------------ს ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი გარიგება, ვინაიდან „ახალმა მესაკუთრემ“ გამოიყენა თავისი უფლება და სამართალდამცავ ორგანოებსაც კი მიმართა მოსარჩელის გამოსახლებასთან დაკავშირებით. ასევე ფაქტია, რომ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მ-------------ს არ გაუსხვისებია უძრავი ქონება და არც უცდია მოსარჩელისა და მისი თანმხლები პირების თავის საკუთრებაში არსებული ქონებიდან გამოსახლება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები იყო უსაფუძვლო და უარი ითქვა მათი დაკმაყოფილებაზე.

 

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეების მხრიდან მისი და მისი დ-------ს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი და უმადურობა. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოწმეები (დ-------) მისი ოჯახის წევრები და საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა მოკლებულია დამაჯერებლობას და ობიექტურობას, რადგან, როგორც წესი, ოჯახურ კონფლიქტში ნაკლებად არიან ნეიტრალური თვითმხილველი პირები.

 

მოწმეთა ჩვენებით ასევე ცალსახად და მკაფიოდ დადასტურდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ფიქტიური ხასიათი, რაც უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (მოცემული განჩინების 3.1. - 3.8. პუნქტები), მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

6.2. დავის შინაარსიდან და აპელანტის პრეტენზიებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს ის გარემოება მიაყენა თუ არა დასაჩუქრებულმა მძიმე შეურაცხყოფა ან გამოიჩინა თუ არა დიდი უმადურობა მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას კანონი უკავშირებს ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას, როგორიც არის: 1. დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა, ანდა 2. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. მითითებული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. ამდენად, სასამართლო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს (იხ. სუსგ 5.11.2013წ. საქმე №ას-62-59-2012).

 

6.4. სასამართლო პრექტიკით დამკვიდრებულია, რომ დასაჩუქრებულის უმადურობად ითვლება: ა) არამართლზომიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივის, ღირსების, თავისუფლების ან საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ; ბ) განზრახი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მჩუქებლისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებას: გ) კანონით განსაზღვრულ მოვალეობაზე - არჩინოს მჩუქებელი, უარის თქმა და სხვა.

 

6.5. როგორც აღინიშნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა, ხოლო თუ რა სახის შეურაცხყოფაა პირისათვის მძიმე ან რას მიიჩნევს დიდ უმადურობად, ეს მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის - მჩუქებლის შეფასების საგანია. შესაბამისად, მისი მტკიცების საგანია მითითება ასეთ გარემოებაზე და აღნიშნულის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებულებებით.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში, მჩუქებელი თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, სადავო ბინაში ყოფნისას, მოპასუხეებმა მ-------------მ და ს----------------მ მჩუქებელს და მის დეიდებს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ მოპასუხეები. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორი შეფასება მიეცა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, ამასთან, მოწმე ე----------------–-, მისივე განმარტებით, აქვს პრობლემები მეხსიერებასთან, რის გამოც მისი ჩვენებები იყო არათანმიმდევრული. მძიმე შეურაცხყოფის მიყენების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება კი, მჩუქებელს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მჩუქებელს ან მის რომელიმე დ-----ს სამართალდამცავი ორგანოებისთვის შესაბამისი რეაგირებისთვის არ მიუმართავს, მსგავსი ინციდენტის შემდგომში თავიდან აცილების მიზნით. ასევე, აღნიშნულზე, არაფერი უთქვამთ მეზობლებთან, რომლებსაც შეეძლოთ მომხვდარი ფაქტის დადასტურება სასამართლოში. აღნიშნულის გათვალისწინებით მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადასტურება მხოლოდ გამჩუქებლის და მისი ოჯახის წევრის ჩვენებებით არ არის საკმარისი. მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დაუდასტურებლობა კი, მისთვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

 

6.7. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდება არა თუ მძიმე შეურაცხყოფის, არამედ ზოგადად შეურაცხყოფის მიყენების ფაქტიც, როგორც მჩუქებლის ისე მისი დ-------ს მიმართ. ასევე, არ დადასტურდა შვილის უმადურობა მამისადმი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ-------------მ გაყიდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც 3 წლით ადრე მ---მ აჩუქა, სასამართლო ვერ მიიჩნევს შეურაცხყოფად ან უმადურობად.

 

6.8. აღნიშნული დასკვნა ემყარება ანალოგიურ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთიან პრექტიკას, რომლის თანახმად, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით. საკუთრების უფლება ვერ შეიზღუდება გამჩუქებლის სურვილით მუდმივად გააგრძელოს ცხოვრება გაჩუქებულ ბინაში. ამგვარი მოთხოვნა გონივრულობის ფარგლებს სცილდება და დასაჩუქრებულის ნება, რომ არ დაუშვას თავისი საკუთრებით ამგვარი სარგებლობა, უმადურობად ან შეურაცხყოფად ვერ შეფასდება.

 

6.9. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება სადავო ბინაში გამჩუქებლის უვადოდ ცხოვრების შესახებ.

 

6.10. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის მეორე საფუძველს, საცხოვრისის გასხვისების გამო გამჩუქებლის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნას, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

6.11. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ჩუქების შემდეგ მოსარჩელე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. აპელანტის პრეტენზია ძირითადად ეხება იმ გარემოებას, რომ დასაჩუქრებულის მიერ ბინის გასვისების შემდეგ ის აღმოჩნდა ქუჩაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დასაჩუქრებულმა წარმოდგენილ შესაგებელში (იხ. ს/ფ 53 – 64, 69) მიუთითა, რომ როგორც ქონების გაჩუქებამდე ისე გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი ცხოვრობდა და ცხოვრობს მეორე მეუღლის, ლ---–------------–-- ბინაში, მდებარე თბილისი, ვ-–--ფ–----–-- გ--------------, რომელთანაც 1----–--–ს დაიწერა ჯვარი (რასაც ესწრებოდა დასაჩუქრებულიც) და იმყოფება მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. აღნიშნულს ადასტურებს წარმოდგენილი ფოტოსურათებით, ს-------------------ს ამონაწერით და მოსამართლის თანაშემწის მიერ პროცესზე დაბარების შესახებ ლ---–------------–-- სახლის ტელეფონის ნომერზე განხორციელებული შეტყობინებინებით თვით მოსარჩელის (მჩუქებლის) ინფორმირებით. სწორედ ამ შეტყობინების საფუძველზე მოსარჩელე თავის წარმომადგენელთან ერთად გამოცხადდნენ სხდომაზე. ამასთან, წარმომადგენლის ინფორმირება დანიშნული სხდომის შესახებ არ მომხდარა, რადგან მის მინდობილობას გასული ჰქონდა ვადა (იხ. ს/ფ 22, 130, 144, 237). აღნიშნული არგუმენტების საწინააღმდეგოდ აპელანტი შემოიფარგლა მხოლოდ ფაქტის უარყოფით, ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, რაც ცხადია ვერ გააქარწყლებს მითიოთებულ გარემოებებს. ამასთან, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს სააპელაციო პალატის სხდომაზე დასაჩუქრებულის მიერ გაჟღერებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მზად არის თუ მჩუქებელი რეალურად აღმოჩნდება ქუჩაში დაუთმოს საცხოვრებლად (საკუთრების უფლების გარეშე) მისი დედის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ვაზისუბანში და სიცოცხლის ბოლომდე იზრუნოს მის მოვლა პატრონობაზე, რაზეც აპელანტმა კატეგორიული უარი განაცხადა.

 

6.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საფუძვლით გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში - თუკი ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, კერძოდ დარჩა საცხოვრისის გარეშე. ასეთი გარემოების მტკიცების ტვირთი კი, მჩუქებელს აწევს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ ჩუქების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა მისი მდგომარეობა და საცხოვრებელის გარეშე, ქუჩაში აღმოჩნდა. მოცემულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით აპელანტმა ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რაც ამ ნაწილში მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

 

6.13. რაც შეეხება საცხოვრისის გასხვისების გამო გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფი დეიდის ე----------------–-ს მდგომარეობას, დადგენილია, რომ მას საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ბინა და სადავო ბინის გასხვისებით ის საცხოვრისის გარეშე არ რჩება.

 

6.14. ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ 530-ე მუხლი იცავს არა მხოლოდ მჩუქებელს, არამედ დასაჩუქრებულის უფლებებსაც და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მჩუქებელმა დაიბრუნოს გაჩუქებული ნივთი, როდესაც ნივთის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ასეთ მდგომარეობად კი შესაძლებელია განვიხილოთ ბინის საფასურის შემძენისთვის დაბრუნება, რაც მოცემულ შემთხვევაში მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს დასაჩუქრებულს.

 

6.15. ამდენად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არც მჩუქებელი და არც მასთან მუდმივად თუ დროებით მცხოვრები პირები არ აღმოჩენილან მძიმე მდგომარეობაში, საცხოვრისის გარეშე, რაც გამორიცხავს დასაჩუქრებულისგან ბინის უკან გამოთხოვას.

 

6.16. რაც შეეხება სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა მეორე მოპასუხე - ს----------------, სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევის პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს (მჩუქებელს) არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან მიმართებით მოსარჩელემ დამაჯერებლად, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა ნასყიდობის მოჩვენებითი ხასიათი (სსკ-ის 56-ე და სსსკ-ის 102.1. მუხლები). მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ამ გარიგების მხარეები ერთამანეთის ნათესავები არიან არაა საკმარისი გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად, რადგანაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თუ რა მიზანს ისახავდა მოჩვენებითი გარიგების დადება. პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე: „საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას....“ (იხ. სუსგ Nას-789-754-2015 6.11.2015 წელი).

 

6.17. მოცემულ შემთხვევაში დასაჩუქრებულმა ქონება გაასხვისა სამი წლის შემდეგ და არა საჩუქრის მიღებისთანავე, ხოლო ახალმე მესაკუთრემ დააყენა საკითხი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, რაც გამორიცხავს გარიგების მოჩვენებით ხასიათს. ამდენად, არ არსებობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი (ჩუქების ბათილობა) და არც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა დავის სწორ გადაწყვეტამდე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, სასამართლო ხარჯები ეკისრება აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ-–- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გელა ქირია

 

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა

 

ამირან ძაბუნიძე