განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700053141
საქმე №1ბ/138-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით
პროკურორ - მ-----–---------ის
ადვოკატის - ზ-------------–-–---–ის და თ------------ის
მსჯავრდებულის - პ-–----------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ პ-–----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
პ-–----------------–---–ის მიმართ, დაბადებული - 1971 წლის 01 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი # 0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-–----------------–-----------------------------–--- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
პ-–----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ 58-ე მუხლის გათვალისწინებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
პ-–----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 01 ივნისიდან.
პ-–----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
პ-–----------------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. საჩივარში მიუთითა, რომ სახეზე არ იყო მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა საპროცესო კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით მოპოვებული მტკიცებულებები, რის გამოც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ პ-–----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენი უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“.
სასამართლომ განიხილა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია პ-–----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ-–----------------–---–მა გამოძიებით დაუდგენილი პირისგან გასაღების მიზნით შეიძინა 70 ცალის ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. 2016 წლის მაისში პ-–----------------–---–ი დაუკავშირდა თ----------------ს, გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა და დაგეგმეს ყალბი ფულის რეალიზაცია და მისი სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით თ----------------მ პ-–----------------–---–ი დააკავშირა ბ----------–----–---–თან, რომელსაც პ-–----------------–---–მა 2016 წლის მაისში საერთო ჯამში შემდგომი გასაღების მიზნით გადასცა 70 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. თავის მხრივ, ბ----------–----–---–მა 2016 წლის 24 მაისს 3 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა გადასცა დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულ ა------–-------ს შემდგომი გასაღების მიზნით, ხოლო ა------–-------მა და ზ----------–--------მ მითითებული 3 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურიდან 2016 წლის 24 მაისს 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა გაასაღეს ქ.თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 2 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა დაუბრუნეს ბ----------–----–---–ს. ამის შემდეგ, მოქმედებდნენ რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ბ----------–----–---–მა გასაღების მიზნით, პ-–----------------–---–ისგან მიღებული ჯამში 69 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა შემდგომი გასაღების მიზნით კვლავ გადასცა ზ----------–--------ს და ა------–-------ს, რომელთაც იგი გაასაღეს 2016 წლის 25 მაისს ქ.თბილისში, ა-------–-ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პ-–----------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
მოწმე გ------------------ას განმარტებით, თ----------------ს წლებია იცნობს - დადიოდა იმ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მუშაობს თ---------------- და ამ უკანასკნელისგან მიუღია კონსულტაციები. ასევე იცნობს პ-–----------------–---–ს, რომელიც მან 2016 წლის აპრილში ვერის პარკში ყოფნისას გაიცნო. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მას პ-–----------------–---–მა უთხრა, რომ თანხებთან დაკავშირებით სჭირდებოდა დახმარება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაში სჭირდებოდა დახმარება. აღნიშნულის შემდეგ მან პ-–----------------–---–ი დააკავშირა თ----------------სთან, რომელზეც იცოდა, რომ ერკვეოდა თანხების საკითხებში. ის სესხის საკითხში რამდენჯერმე დახმარებია მასაც. აღნიშნულის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ პ-–----------------–---–ი მართლაც შეხვდა თ----------------ს ვაჟა-ფშაველას გამზირზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მოპირდაპირედ მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში.
მოწმე ა---------–-----–------მა განმარტა, რომ დაახლოებით 20 წელია, იცნობს ბ----------–----–---–ს. თ----------------ს კი იცნობს დაახლოებით დაახლოებით - 3-4 წელია. მათ ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ბიზნეს-პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრები იმართებოდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო ცენტრში არსებულ თ----------------ს სამუშაო ოთახში. ასევე მისთვის ცნობილია, რომ ბ----------–----–---–ი იცნობდა თ----------------ს. 2016 წლის მაისში თ----------------სთან მისული იყო პ-–----------------–---–ი, სურდა კრედიტის აღება. ამიტომ თ---------------- დაუკავშირდა ბ----------–----–---–ს, რომელიც მივიდა მათთან. შეხვედრის დროს ბ----------–----–---–მა თ----------------ს ასევე უთხრა, რომ სჭირდებოდა ე.წ. ,,ჭუჭყიანი ფული“, რაზედაც თ----------------მ უპასუხა, რომ გაიკითხავდა და თუ რამეს გაიგებდა აღნიშნულის შესახებ, შეატყობინებდა მას. ა---------–-----–------ი 5-10 წუთი იჯდა ოთახში, ხოლო შემდეგ გავიდა ოთახიდან. დაახლოებით 1 საათის შემდეგ დაინახა, რომ ბ----------–----–---–ი გავიდა ეზოში და წავიდა. ფულთან დაკავშირებულ საუბრებს ის თავად არ დასწრებია. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თ----------------, პ-–----------------–---–ი, რომელსაც ახლდა ერთი პირი, თავად ის და ვინმე ,,მ--–-----“. დასახელებული პირები მის გარდა ბოლომდე ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს მასთან საუბარში პ-–----------------–---–მა აღნიშნა, რომ ბ----------–----–---–ს დიდი ხანია, რაც იცნობდა და უკმაყოფილო იყო მისით.
მოწმე ლ-–-------------მ განმარტა, რომ მუშაობს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მ--- სამმართველოში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 23 მაისს ოპერატიული ინფორმაციის ფარგლებში კოლმეურნეობის მოედანზე გაიცნო ზ----------–--------, ხოლო 2016 წლის 24 მაისს მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ზ----------–--------ს და ა------–-------ს, რა დროსაც მას ა------–-------მა შესთავაზა, მისგან შეეძინა 7000 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა 50%-ში, ხოლო მომავალში ასევე შესაძლებელი იყო, გაგრძელებულიყო ყალბი კუპიურების მიწოდება, რაზედაც მან ა------–-------ს განუცხადა თანხმობა. ა------–-------ი გადავიდა ა/მანქანიდან და შეხვდა მისთვის უცნობ პიროვნებას, რის შემდეგაც დაბრუნდა ა/მანქანაში და მიიტანა 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი ყალბი კუპიურა, რომელიც მან შეისყიდა შსს ეკონომიური დეპარტამენტიდან გამოყოფილი ფულადი თანხით - 100 ლარად. ასევე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული კუპიურის გარდა მას ა------–-------ი მიუტანდა დამატებით 6900 აშშ დოლარის ყალბ 100 აშშ დოლარიან კუპიურას, თავად მას კი უნდა მიეტანა ზემოაღნიშნული თანხის ნახევარი. მოწმემ მის მიერ შესყიდული ყალბი 1 ერთეული 100 აშშ დოლარიანი კუპიურა წარუდგინა საგამოძიებო სამსახურს. 2016 წლის 25 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე მოწმეს დაუკავშირდა ზ----------–-------- და სთხოვა, შეხვედროდა მას და ა------–-------ს. ის საგამოძიებო მოქმედებებაში ჩართულ თანამშრომელთან - პ-----------------სთან ერთად შეხვდა ზემოაღნიშნულ პირებს კოლმეურნეობის მოედანზე. ა/მანქანაში ჩაისვეს ზ----------–-------- და ა------–-------ი და წავიდნენ თ------–---–ის და ა-------–-ს ქუჩების კვეთისკენ. ა------–-------ის მიერ მითითებულ ადილას გააჩერეს ა/მანქანა. ა/მანქანიდან გადავიდა ა------–-------ი და უთხრა, რომ ორი წუთი დალოდებოდნენ, შეხვდებოდა ერთ პიროვნებას და გამოართმევდა თანხას. მან დაინახა, რომ თ------–---–ის ქუჩაზე იყო გაჩერებული მწვანე ფერის ჯიპი, რომელთანაც მივიდა ა------–-------ი, მასში მყოფ მისთვის უცნობ პიროვნებას გამოართვა თეთრი პაკეტი, პირდაპირ გაემართა მოწმის ა/მანქანისკენ და ჩაჯდა ა/მანქანაში. ა/მანქანაში მოხდა ფულადი თანხის გაცვლა. ფულადი თანხის გაცვლისას ა/მანქანაში დარჩნენ ა------–-------ი და პ-----------------, ხოლო ლ-–------------- და ზ----------–-------- გადავიდნენ ა/მანქანიდან. ა/მანქანაში ყოფნისას ა------–-------მა პ-----------------ს გადასცა 6900 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, ხოლო სანაცვლოდ ა------–-------ს გადაეცა აღნიშნული ღონისძიებისათვის გამოყოფილი ფულადი თანხა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მის მიერ შედგენილი იქნა ინფორმაციული პატაკი, სადაც აღნიშნულია მისთვის სანდო პირისგან მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყალბი ფულის რეალიზაციას ახორციელებდნენ ზ----------–-------- და ა------–-------ი. შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საქმეში ასევე მონაწილეობდენენ პ-–----------------–---–ი, თ---------------- და ბ----------–----–---–ი. მოწმემ აგრეთვე აღნიშნა, რომ გარდა ზემოაღნიშნულ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისა, მის მიერ მოცემულ საქმეზე დაკავებული იქნა თ----------------, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ასევე მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში და დაკითხა მოწმის სახით.
მოწმე პ-----------------მ განმარტა, რომ მუშაობს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მ--- სამმართველოში უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან მონაწილეობა მიიღო ოპერატიულ და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. კერძოდ, მან და მისმა თანამშრომელმა ლ-–-------------მ ხელმძღავნელისგან მიიღეს დავალება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ა------–-------ისგან და ზ----------–--------სგან მოეხდინათ ფულადი თანხის - ყალბი 7000 აშშ დოლარის შესყიდვა. აღნიშნული ფარული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების თაობაზე გაცემული იყო სასამართლოს შესაბამისი განჩინება. 2016 წლის 25 მაისს, დღის მეორე ნახევარში ის და მისი თანამშრომელი-ლ-–------------- კოლმეურნეობის მოედანზე, თ------–---–ის ქუჩაზე დათქმულ დროსა და ადგილას შეხვდნენ ზ----------–--------ს და ა------–-------ს. ზემოაღნიშნულ პირებთან წინასწარ შეთანხმებულები იყვნენ, რომ ყალბი 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ა------–-------ისთვის და ზ----------–--------სთვის მათ უნდა გადაეცათ 3500 აშშ დოლარი, ასევე მათვის ცნობილი იყო, რომ მათ უნდა მიეღოთ ყალბი 7000 აშშ დოლარი 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით. შეხვედრის შემდეგ ა------–-------ი და ზ----------–-------- ჩაისვეს ა/მანქანაში და წავიდნენ ა-------–-ს ქუჩის მიმართულებით, სადაც გააჩერეს ა/მანქანა, ა------–-------ი გადავიდა, ხოლო ზ----------–-------- და ლ-–------------- დარჩნენ ა/მანქანაში. დაახლოებით 5-10 წუთში მათი ა/მანქანიდან 10 მეტრში გაჩერდა მწვანე ფერის ,,ნისანის“ მარკის ჯიპი ნომრით 7--- ა/მანქანიდან გადავიდნენ ლ-–------------- და ზ----------–--------. ჯიპიდან იმ დროს მისთვის უცნობმა პიროვნებამ ა------–-------ს გადასცა თეთრი ფერის კონვერტი, რის შემდეგაც ა------–-------ი პირდაპირ მივიდა მათ ა/მანქანასთან. ისევ ჩასხდნენ ა/მანქანაში და წავიდნენ კოლმეურნეობის მოედნისკენ, სადაც ა/მანქანა გააჩერეს თ------–---–ის ქუჩაზე. ა/მანქანის გაჩერების შემდეგ მას ა------–-------მა გადასცა 69 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, სულ - 6900 აშშ დოლარი. 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა ზემოაღნიშნულ პირებს წინა დღეს გადაცემული ჰქონდათ ლ-–------------ისათვის. მან წინასწარი შეთანხმების თანახმად ა------–-------ს და ზ----------–--------ს გადასცა შსს ეკონომიკის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი 3500 აშშ დოლარი, რომელიც დაითვალა ა------–-------მა.
მოწმე გ--------------მ განმარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქ.თბილისის მთვარი სამმართველოს მ--- სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 24-25 მაისს მან მონაწილეობა მიიღო დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ საგამოძიებო ჯგუფში იყო ჩართული, სადაც ასევე ჩართულები იყვნენ სხვა თანმაშრომლებიც, მათ შორის ერთ-ერთი იყო ლ-–-------------. აღნიშნულ პერიოდში ლ-–------------ის მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანასთან, რომელშიც ასევე იმყოფებოდა მათი თანამშრომელი პ-----------------, მივიდნენ ზ----------–-------- და ა------–-------ი, რომლებიც ჩასხდნენ ზემოაღნიშნულ ა/მანქანაში და გაემართნენ თ------–---–ის ქუჩის მიმართულებით. თ------–----–ის ქუჩაზე მათ გააჩერეს ა/მანქანა, სადაც ა------–-------ი გადმოვიდა ა/მანქანიდან და წავიდა ცხრა აპრილის ბაღის მიმართულებით, შემდეგ მივიდა მწვანე ფერის ,,ნისანის“ ჯიპთან, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ ლ-–------------ის ა/მანქანიდან ასევე გადავიდა ზ----------–-------- და წავიდა იმ მიმართულებით, საითაც წავიდა ა------–-------ი. თვითონ გაიარა აღნიშნულ პირებთან ახლოს, რა დროსაც დაინახა, რომ მისთვის უცნობმა პირმა ზემოაღნიშნულ პირს გადასცა პაკეტი, ხოლო შემდეგ ა------–-------ი და ზ----------–-------- დაბრუნდნენ ლ-–------------ის კუთვნილ ა/მანქანაში და წავიდნენ ა-------–-ს ქუჩის მიმართულებით. ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა გამომძიებელ გ--–- კ------–--ს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო ა------–-------ის სახლის და ელექტრონული ბაზების დათვალიერებაში, პ-–----------------–---–ის სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მხოლოდ 4 ცალი მობილური ტელეფონი.
მოწმე ს--------------------–--ის ჩვენებით იგი მუშაობს საქართველოს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მ--- სამმართველოს უფროსი გამომძიებელის თანამდებობაზე. ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი პატაკის საფუძველზე მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იკვეთებოდა, რომ ხდებოდა ყალბი ფულის გასაღება, რაზედაც მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება. ოპერატიული ინფორმაციიდან პირველ ეტაპზე იკვეთებოდა, რომ ყალბი აშშ 100 დოლარიანი კუპიურების რეალიზებას ახდენდნენ ა------–-------ი და ზ----------–--------, თუმცა შემდეგ გარკვეულ იქნა, რომ ყალბი ფულის გასაღების საქმეში ჩართული იყვნენ ბ----------–----–---–ი, თ---------------- და პ-–----------------–---–ი. ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის - ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საკონტროლო შესყიდვის გზით ორჯერ პ-----------------ს და ლ-–------------ის მიერ მოხდა ყალბი აშშ დილარიანი კუპიურების შესყიდვა. პირველად მათ მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში შესყიდული იქნა 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც მიღებული ინფორმაციით უნდა ყოფილიყო ყალბი. დანიშნული იქნა შესაბამისი ექსპერტიზა. მეორე ეტაპზე ა------–-------ისგან და ზ----------–--------სგან შესყიდული იქნა 6900 აშშ დოლარის ოდენობით სავარაუდოდ ყალბი კუპიურები, რომლებსაც აღნიშნულის სანაცვლოდ გადაეცათ 3500 აშშ დოლარი. ყალბი ფულის შესასყიდლად გამოყენებული იქნა აშშ დოლარის ასდოლარიანი კუპიურები, რომლებიც მათ ჰქონდათ ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ საკონტროლო შესყიდვისთვის გაცემული ეროვნული ვალუტის კონვერტაციის შედეგად. მეორე საკონტროლო შესყიდვის დროს განახორციელეს ორი პიროვნების - ა------–-------ის და ზ----------–--------ს დაკავება. მათ ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა. ა------–-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 3500 აშშ დოლარი, რომელიც საკონტროლო შესყიდვის მიზნით იყო გადაცემული. შემდეგ ასევე ჩატარებული იქნა ბ----------–----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა 4 ერთეული 100 აშშ დოლარიანი კუპიურა და სხვადასხვა ქვეყნის კუპიურებს მიმსგავსებული კუპიურები. საერთო ჯამში მოცემულ საქმეზე ამოღებული იყო 74 ერთეული აშშ 100 დოლარიანი კუპიურა, მათ შორის, 1 ცალი პირველი საკონტროლო შესყიდვისას, 69 ერთეული მეორე საკონტროლო შესყიდვისას და 4 ერთეული - ბ----------–----–---–ის ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული კუპიურა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ისინი დამზადებული იყო კუსტარულად, არ შეიცავდნენ იმ დამცავ ნიშნებს, რაც 100 აშშ დოლარიან კუპიურებს აქვთ და, შესაბამისად, იყო ყალბი.
მოწმე გ--–- კ------–--ის ჩვენებით დადგენილი იქნა, რომ ის მუშაობს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მ--- სამმართველოს უფროს გამომძიებლად. მან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 26 მაისს ჩაატარა ბ----------–----–---–ის კუთვნილი ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა 4 ცალი 100 აშშ დოლარიანი სავარაუდოდ ყალბი კუპიურა, რომელიც აშკარად იყო რეალურისგან განსხვავებული. ასევე ამოღებული იქნა სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას მიმსგავსებული ფულადი კუპიურები, პასპორტები და სამსახურებრივი მოწმობები, რის შემდეგაც მის მიერ დაკავებული იქნა ბ----------–----–---–ი. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. შემდეგ ბრალდებულის სახით გამოკითხა ბ----------–----–---–ი. ამ დროს ბრალდებულის მობილურ ტელეფონზე ხდებოდა ზარების და SMS შეტყობინებების შემოსვლა. გამოკითხვისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას უკავშირდებოდა ვინმე ,,პ-------–--------–-“, როგორც ეწერა ტელეფონში, ეს იყო ის პიროვნება, რომელმაც მას გადასცა კუპიურები, რომლებიც შემდეგ გაასხვისა სხვა პირებზე. ბ----------–----–---–ს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ჩაატარა პირის ამოცნობა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ჩაატარა თ----------------ს დაკავება და პირადი ჩხრეკა, გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.
მოწმე ალექსი წიკლაურმა განმარტა, რომ მუშაობს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მ--- სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა ბრალდებულ პ-–----------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს განუმარტა მათი უფლებები და მოვალეობები. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა რამდენიმე მობილური ტელეფონი, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.
მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მ--- სამმართველოს გამომძიებლები მ--------------–---–ი, ქ-------------------–ი, გ---------------–---–ი, ნ-----–-------------, ბ----------------ე, ნ----------–---–ი, ნ-------------ძე, ასევე საქართველოს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ლ-------------ა, რომლებმაც სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხეს მოწმეები, განახორციელეს პირთა დაკავება, ჩაატარეს დათვალიერებები. მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ შედგენილი ოქმების შინაარსის შესაბამისობა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობასთან.
2016 წლის 24 მაისის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2016 წლის 24 მაისს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტიდან აღნიშნულ საქმეზე საკონტროლო შესყიდვის ჩატარების მიზნით, გამოტანილი იქნა თანხა 100 ლარი, რომელიც გადაეცა ლ-–-------------ს ზ----------–--------სგან ყალბი აშშ დოლარიანი კუპიურის შესასყიდად.
2016 წლის 24 მაისის ,,საკონტროლო შესყიდვის“ შედეგების შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 24 მაისის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული იქნა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ზ----------–--------მ 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ ,,მყიდველს“ - ლ-–-------------ს გადასცა 1 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა სერიითა და ნომრით AH741542974A.
2016 წლის 24 მაისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელზეც დაფიქსირებულია სერიული ნომერი AH741542974 A. დათვალიერების შემდეგ გადაღებული იქნა ზემოაღნიშნული კუპიურის ასლი, რომელიც ერთვის ოქმს, ხოლო კუპიურა დალუქულ იქნა კანონით დადგენილი წესით.
2016 წლის 25 მაისის ,,საკონტროლო შესყიდვის“ შედეგების შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 24 მაისის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული იქნა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ა------–-------მა და ზ----------–--------მ 3500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მყიდველს - პ-----------------ს გადასცა 69 ერთეული 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, შემდეგი სერიებითა და ნომრებით: AE20514200C; AE20514264C; AK41448625A; AK41448630A; AK41448682A; AE20514231C; AE20514236C; AK41448608A; AK41448646A; AK41448640A; AH74154223A; AK41448647A; AK41448642A; AL24254098C; AL24254082C; AH74154288A; AK41448688A; AK41448680A; AE20514239C; AE20514224C; AE20514202C; AH74154213A; AH74154255A; AK41448610A; AE20514236C; AE20514289C; AK41448655A; AH74154282A; AH74154239A; AK41448620A; AL24254092C; AK41448667A; AH74154237A; AK41448604A; AH74154215A; AK41448606A; AL24254054C; AK41448674A; AK41448610A; AH74154237A; AE20514240C; AK41448618A; AK41448618A; AE20514288C; AE20514294C; AK41448675A; AE20514200C; AE20514297C; AK41448648A; AH74154289A; AE20514272C; AK41448653A; AE20514221C; AE20514285C; AK41448657A; AE20514227C; AK41448665A; AE20514255C; AL24254058C; AL24254073C; AH74154252A; AH 74154218A; AK41448652A; AL24254069C; AH74154249A; AH74154233A; AK41448690A; AK41448680A და AE20514279C.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ოქმის თანახმად 2016 წლის 25 მაისს, 14:10 საათზე ა------–-------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულ ა------–-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 3500 აშშ დოლარი, კერძოდ 35 ერთეული 100 აშშ დოლარიანი კუპიურა შემდეგი სერიებითა და ნომრებით: 1) LE61400978B; 2) LB89919198K; 3) LF62029289G; 4) LH9898503C; 5) LH989986642B; 6) LB1987256Q; 7) LB19872561Q; 8) LB03812126F; 9) LH98998643B; 10) LL78160478C; 11) LE91481456C; 12) LB81925501N; 13) LF19893102D; 14) LD78844002C; 15) LF60163591E; 16) LB70797560G; 17) LB44140119F; 18) LF14667632H; 19) LC02568092B; 20) LF43925939D; 21) LB52932794K; 22) LE35604149C; 23) LD86291379C; 24) LI51182782A; 25) LB80371662K; 26) LF35448108F; 27) LF 16773178C; 28) LB69649322P; 29) LL91616487E; 30) LB48022667E; 31) LJ82542140A; 32) LL35522735A; 33) LG20929618D; 34) LB22592870J და 35) LK94591431C. ასევე ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი ,,SONI XPERIA”.
2016 წლის 25 მაისის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბ----------–----–---–ის კუთვნილი NISSAN PATROL GQX-ის მარკის ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 4 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა შემდეგ სერიებით და ნომრებით: 1) AA37090031A-A1; 2) AA37090530A-A1; 3) AA37090297A-A1 და 4) CB92338579B-B2. ასევე ამოღებული იქნა 280 ერთეული სხვადასხვა ქვეყნის ფულად კუპიურებს მიმსგავსებული ბანკნოტი, 6 ერთეული პასპორტი, მათ შორის 5 ერთეული საქართველოს პასპორტი და 1 ერთეული საბჭოთა კავშირის პასპორტი, ბ----------–----–---–ის სახელზე გაცემული 3 ერთეული სამსახურებრივი მოწმობა, შავი ფერის ე.წ. ,,დურბინტი“, მოთავსებული შავი ფერის ჩასადებში, 4 ერთეული ე.წ. ,,გეორგიევსკის“ ლენტი და 51 ერთეული სხვადასხვა ფირმის და ზომის მონეტა და მედლები.
2016 წლის 25 მაისის ბრალდებულის დაკავების და პირადი ოქმის თანახმად, 2016 წლის 25 მაისს, 15:30 სათზე დაკავებული იქნა ბ----------–----–---–ი. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა.
2016 წლის 25 მაისის დაკითხვისას წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ბ----------–----–---–ის მიერ წარდგენილი ,,სამსუნგ გალაქსის“ მობილური ტელეფონი. ხსენებული ტელეფონის ე.წ. ,,მენიუში“ - სპეციალურ ველში შესვლის შემდეგ გამოჩნდა შემავალი და გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 2016 წლის 25 მაისს - 17:13 საათზე, აგრეთვე 18:09 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან +9-----------, რომელიც ტელეფონის მეხსიერებაში არის, როგორც ,,პ-------–--------, დაფიქსირებულია 2 ერთეული მოკლე ტესტური შეტყობინების შემოსვლა, კერძოდ: ,,b---- mipasuxe, ukve mirekaven da mtxoven. Gaarkvie romelze mogitanen, rom me imat vutxra“ და ,,mipasuxe, xalxi mirekavs da pasuxs mtxovs!”. ამავე მობილური ტელეფონის ნომრიდან 17:14 საათიდან 18:20 საათამდე დაფიქსირებულია 6 შემავალი უპასუხო ზარი მობილური ტელეფონის ნომერზე 5------------
2016 წლის 25 მაისის დათვალიერების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა პ-----------------ს მიერ გამოკითვის ოქმზე დასართავად ნებაყოფლობით წარდგენილი 69 ერთეული 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, საერთო ღირებულებით 6900 აშშ დოლარი შემდეგი ნომრებითა და სერიით: AE20514200C; AE20514264C; AK41448625A; AK41448630A; AK41448682A; AE20514231C; AE20514236C; AK41448608A; AK41448646A; AK41448640A; AH74154223A; AK41448647A; AK41448642A; AL24254098C; AL24254082C; AH74154288A; AK41448688A; AK41448680A; AE20514239C; AE20514224C; AE20514202C; AH74154213A; AH74154255A; AK41448610A; AE20514236C; AE20514289C; AK41448655A; AH74154282A; AH74154239A; AK41448620A; AL24254092C; AK41448667A; AH74154237A; AK41448604A; AH74154215A; AK41448606A; AL24254054C; AK41448674A; AK41448610A; AH74154237A; AE20514240C; AK41448618A; AK41448618A; AE20514288C; AE20514294C; AK41448675A; AE20514200C; AE20514297C; AK41448648A; AH74154289A; AE20514272C; AK41448653A; AE20514221C; AE20514285C; AK41448657A; AE20514227C; AK41448665A; AE20514255C; AL24254058C; AL24254073C; AH74154252A; AH 74154218A; AK41448652A; AL24254069C; AH74154249A; AH74154233A; AK41448690A; AK41448680A და AE20514279C. დათვალიერების შემდეგ გადაღებული იქნა ზემოაღნიშნული კუპიურების ქსეროასლები, ხოლო ფულის კუპიურები მოთავსებული იქნა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა სათანადო წესით.
2016 წლის 25 მაისის ბ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარებული იქნა ბ----------–----–---–ის მეუღლის ლ-----–----–---–ის მონაწილეობით. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: 1) 1 გამჭვირვალე პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის მიმოქცევაში არსებული ფულადი ბანკნოტები აღნიშვნებით ,,100“ და ,,1000“; 2) 1 თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის მიმოქცევაში არსებული ფულადი ბანკნოტები აღნიშვნებით ,,500“; 3) 40 ცალი პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის მიმოქცევაში არსებული ფულადი ბანკნოტები აღნიშვნებით ,,100“, ,,200“, ,,500“, ,,1000“ და ,,5000“; 4) 23 ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის მიმოქცევაში არსებული ფულადი ბანკნოტები აღნიშვნებით ‘’5“, ‘’10“, ‘’100“, ‘’500“, ‘’1000“ და ‘’5000“; 5) 1 თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული სავარაუდოდ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირში მიმოქცევაში არსებული ფულადი ბანკნოტები; 6) 1 გამჭვირვალე პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის მიმოქცევაში არსებული ფულადი ბანკნოტები - აღნიშვნებით: ‘’5“, ‘’10“ და ‘’1000“; 7) 6 პოლიეთილენის გამჭვირვალე ტომარაში მოთავსებული სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის და ბულგარეთის რესპუბლიკის მიმოქცევაში არსებული ფულადი ბანკნოტები; 8) 38 პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული სავარაუდოდ საბჭოთა კავშირში, კუბაში, მონღოლეთში, ზამბიაში და სხვა უცხო ქვეყნების მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები; 9) 1 მუყაოს ყუთში მოთავსებული სავარაუდოდ სხვადასხვა უცხო ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფულადი ვალუტა; 10) 3 პოლიეთილენის კონვერტში მოთავსებული სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მიმოქცევაში არსებული ვალუტის ქაღალდები, 11) 8 ცალ ქილაში მოთავსებული მონეტები; 12) 1 პოლიეთილენის ტომარაში და ხელჩანთაში მოთავსებული მონეტები; 13) 11 ცალი საშტამბი მოწყობილობა (სახელურიანი) და 14) 10 ცალი სხვადასხვა ფერის ალბომში ჩაკრული სავარაუდოდ სხვადასხვა ქვეყნის მიმოქცევაში არსებული ფულადი ბანკნოტები. დასახელებული ნივთები და საგნები ამოღების შემდეგ შეიფუთა და დაილუქა კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2016 წლის 25 მაისის ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო N543 ბარათით დგინდება, რომ 2016 წლის 25 მაისს ა------–-------ი და ზ----------–-------- შეხვდნენ პ-----------------ს და ლ-–-------------ს, რის შემდეგაც ისინი ჩასხდნენ ლ-–------------ის მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში და წავიდნენ თ------–---–ის ქუჩისკენ, სადაც მისვლისას ლ-–-------------მ მანქანაში მსხდომი პირების მითითებით გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა. მანქანიდან გადავიდა ა------–-------ი და წავიდა პიროვნებასთან შესახვედრად, რომელიც მას ელოდებოდა. ცოტა ხანში ა/მანქანიდან ასევე გადავიდნენ ზ----------–--------, პ----------------- და ლ-–-------------. ზ----------–-------- წავიდა ა------–-------ისკენ, ლ-–------------- და პ----------------- კი ჩასხნენ ა/მანქანაში და ელოდებონდენენ ზემოაღნიშნული პირების დაბრუნებას. გარკვეული ხნის შემდეგ ა------–-------ი და ზ-----------–-------- ბრუნდებიან ლ-–------------ის მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანასთან და სხდებიან ა/მანქანაში. ისინი ზემოაღნიშნული ა/მანქანით მიდიან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო შემდეგ ჩერდება ა/მანქანა, რა დროსაც პ-----------------ს ხელში ფიქსირდება 100 აშშ დოლარიანი კუპიურები. შემდეგ ა/მანქანაში მსხდომ პირთა შორის იმართება შემდეგი სახის დიალოგი: ,,ა----- - იქით პარტიას მოვიტან როცა უნდა რამდენიც უნდა მითხრას და იმდენს მოვიტანო, ერთი ცალი აკლია რო იცოდე, ის გუშინ რო ამოიყვანე“ , ‘’პ----- - აა ერთი აკლია? ესე იგი ექვსი ათას ცხრაასია ხო, ერთი, ორი, სამი“, ‘’ა----- - ჰო“, ‘’პ----- - ეხლა ეს დაითვალე (პ-----მ ა-----ის მიაწოდა აშშ დოლარის კუპიურები) და ეუბნება დაითვალე, ფულს დათვლა უყვარს (ა-----ი ითვლის) ესეც დაითვალე, სამიათას ხუთასი დოლარია ეს, ეხლა ეს გამოვა ორმოცდაათი პროცენტი, რაც მოვრიგდით“, ‘’ა-----ი - ჰო“, ‘’პ----- - ვსიო ჩაიდევი ეხლა ეს ჯიბეში, ჩაგაცილებ, ზ------ს ხელს ჩამოვართმევ და წავალ პირდაპირ რა, გავსწორდით ყველაფერი ორმოცდაათ პროცენტში და შემდეგისთვის დიდ პარტია შეკვეთას რომ მოგცემ, სამი დღით ადრე ზ------ს ვურეკავ და ა-----, უფრო დაბალ პროცენტში იყოს რა“.
2016 წლის 25 მაისის ფარული მიყურადების N1 კრებსებით (დავალების N07/15 და N0716) დგინდება, რომ ზ----------–-------- (კრებსში ფიგურირებს მეტსახელით ,,ჯ--–---) და ა------–-------ი (კრებში ფიგურირებს მეტსახელი ,,შ-----“) ქ.თბილიში, კოლმეურნობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ინიციატორისათვის ნაცნობ პიროვნებას და ჩასხდნენ ზ/აღნიშნული პიროვნების ა/მანქანაში და მოძრაობა დაიწყეს თ------–---–ის ქუჩის მიმართულებით, სადაც ისინი შეჩერდნენ თ------–---–ის ქუჩის N3-ში და დაიწყეს ზ/აღნიშნულ ა/მანქანაში საუბარი. 14:05 საათზე ზ----------–-------- და ა------–-------ი გადმოვიდნენ ა/მანქანიდან და მივიდნენ იქვე მდგარ ა/მანქანა ,,ნისან პატრულთან“ სახ. ნომრით A------- სადაც ა------–-------მა დაუწყო საუბარი მძღოლს, ხოლო ზ----------–-------- კი მოშორებით იდგა და ადევნებდა თვალყურს. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ა------–-------ს მძღოლმა გადასცა მცირე ზომის პაკეტი. 14:08 საათზე ა------–-------ი და ზ----------–-------- ჩასხდნენ ა/მანქანაში და გაემართნენ კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით. 14:10 საათზე ა----- შამოაიანი და ზ-----------–-------- მივიდნენ ა-------–-ს ქუჩის N25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მათი შეჩერება ოპერატიული ჯგუფის მიერ და წარდგენილ იქნენ საგამოძიებო სამსახურში.
2016 წლის 26 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით დათვალიერებული იქნა N13 დისკი - გარედან დატანილი შავი ასოებით წარწერით - -,,phone N7.part1.rar”, რის შემდეგაც დისკი მოთავსებული იქნა პერსონალურ კომპიუტერში, რის შემდეგაც ირკვევა, რომ N13 დისკზე მოთავსებულია winrar” _ ის ტიპის ფაილი, ,,phone N7.part1 სახელწოდებით, რომლის საერთო მოცულობაა 4,500,000,000. აღნიშნულ ფაილში, თავის მხრივ, მოთავსებულია 10 ფაილი შემდეგი დასახელებებით: ”documents”; “pictures”; “videos” ; “excel” - ის ტიპის ფაილები შემდეგი დასახელებით: 02 ერთეული ”audio”-ს დასახელებით; 02 ერთეული ”calss”-ს დასახელებით; 02 ერთეული ”contacts” -ს დასახელებით; 02 ერთეული ”document” -ს დასახელებით; 02 ერთეული ”pictures” -ს დასახელებით; 02 ერთეული ”sms”-ს დასახელებით. ”sms” _ის დასახელების ფაილის დათვალიერებით დგინდება, შემდეგი: 1) 25/05/2016 წლის 17:01:41 საათზე ბ----------–----–---–ის ტელეფონის ნომერზე - 5-----------, შემოსულია შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება - ,,mipasuxe, chen sikvdilis buzi xo mar dagajda”, აღნიშნული შემოსულია შემდეგი ტელეფონის ნომრიდან: +9-----------, 2) 25/05/2016 წლის 14:09:22 საათზე ბ----------–----–---–ის ტელეფონის ნომერზე - 5----------- შემოსულია შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება - ,,mipasuxe, xalxi mirekavs da pasuxs mtxoven!“, აღნიშნული შემოსულია შემდეგი ტელეფონის ნომრიდან: + 9----------- და 3) 25/05/2016 წლის 13:13:47 საათზე ბ----------–----–---–ის ტელეფონის ნომერზე - 5----------- შემოსულია შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება - ,,B---- ukve mirekaven da mtxoven. Gaarkvie romelze mogitanen, rom me imat vutxra”, აღნიშნული შემოსულია შემდეგი ტელეფონის ნომრიდან: + 9-----------.
2016 წლის 26 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტის - რ-------------------------–----–-–---–ის N498/დტ დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 69 ცალი აშშ-ს 100 დოლარიანი კუპიურა სერიებითა და ნომრებით: AE20514200C; AE20514264C; AK41448625A; AK41448630A; AK41448682A; AE20514231C; AE20514236C; AK41448608A; AK41448646A; AK41448640A; AH74154223A; AK41448647A; AK41448642A; AL24254098C; AL24254082C; AH74154288A; AK41448688A; AK41448680A; AE20514239C; AE20514224C; AE20514202C; AH74154213A; AH74154255A; AK41448610A; AE20514236C; AE20514289C; AK41448655A; AH74154282A; AH74154239A; AK41448620A; AL24254092C; AK41448667A; AH74154237A; AK41448604A; AH74154215A; AK41448606A; AL24254054C; AK41448674A; AK41448610A; AH74154237A; AE20514240C; AK41448618A; AK41448618A; AE20514288C; AE20514294C; AK41448675A; AE20514200C; AE20514297C; AK41448648A; AH74154289A; AE20514272C; AK41448653A; AE20514221C; AE20514285C; AK41448657A; AE20514227C; AK41448665A; AE20514255C; AL24254058C; AL24254073C; AH74154252A; AH 74154218A; AK41448652A; AL24254069C; AH74154249A; AH74154233A; AK41448690A; AK41448680A და AE20514279C და 4 ცალი აშშ-ს 100 დოლარიანი კუპიურა შემდეგი სერიებითა და ნომრებით: AA37090031A; AA37090530A; AA37090297A და CB92338579B დამზადებული სტამბული წესით, თუმცა არ შეესაბამება აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს.
დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა რ-------------------------–----–-–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო. მან ბრალდების და დაცვის მხარის შეკითხვებზე განმარტა, რომ ვიზუალურად დაათვალიერა მისთვის წარდგენილი კუპიურები ულტრაიისფერი სხივების ქვეშ და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით. ისინი ასევე შედარდა ნამდვილ კუპიურებს. შედეგად დადგინდა, რომ 69 კუპიურა იყო ერთნაირი წესით დამზადებული, ხოლო 4 კუპიურა იყო სხვა წესით დამზადებული, კერძოდ, ქლორესენციის საღებავზე 4 კუპიურა რეაგირებდა, რაც არ ჰქონდა დანარჩენ 69 ცალი კუპიურას, თუმცა ყველა კუპიურაზე იყო იმიტირებული ნიშნები და ორიგინალ კუპიურებს არცერთი მათგანი არ შეესაბამებოდა. ამასთან მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგორიული.
2016 წლის 27 მაისის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალა, სადაც დაფიქსირებულია ღონისძიებაში მონაწილე პირების ლ-–------------ისა და პ-----------------ს შეხვედრები და საუბრები ზ----------–--------სთან და ა------–-------თან, რომლებიც გაიმართა 2016 წლის 25 მაისს, 13:55:51 საათიდან 14:10:55, 15:12:58 საათამდე, რომელსაც ახლავს ოქმი N174.
2016 წლის 28 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ბ----------–----–---–მა 2016 წლის 28 მაისს მისთვის წარდგენილ 4 პიროვნების ფოტოსურათიდან ამოიცნო ვინმე ,,პ-----“, რომელმაც, მისივე განმარტებით, მას გადასცა 70 ცალი ყალბი აშშ დოლარის კუპიურები.
2016 წლის 31 მაისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მ-----–------–-----ის საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის N003122316 დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი AH74154297 A კუპიურა დამზადებულია კუსტარული წესით, პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგიისა და საშუალებათა გამოყენებით.
საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----–------–-----მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო. მხარეთა მიერ დასმული შეკითხვებზე ასევე განმარტა, რომ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგირიული, ხოლო გამოსაკვლევად წარდგენილი 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურას ჩაუტარდა მიკროსკოპული გამოკვლება, კერძოდ, ჩატარდა დახრილ და გამჭოლ სხივებში ულტრაწითელ და ულტრაიისფერი სხივებით, ასევე კუპიურა შედარებული იქნა სხვა ორიგინალ ნიმუშს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი კუპიურა არ იყო დამზადებული ქარხნული წესით. მასზე სერია და ნომერი არ იყო დატანილი მაღალი ბეჭდვით, ასევე კუპიურას არ გააჩნდა დამცავი ნიშნები.
2016 წლის 01 ივნისის ბრალდებულის დაკავების და პირადი ოქმის თანახმად 2016 წლის 01 ივნისს, 10:30 სათზე პ-–----------------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულ პ-–----------------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
2016 წლის 01 ივნისის ლუქის ახსნის და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა პ-–----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომლითაც ირკვევა შემდეგი: 2016 წლის 01 ივნისს აღნიშნული ტელეფონზე ფიქსირდება საერთო ჯამში 9 შემოსული, გასული და პასუხგაუცემელი ზარი, კერძოდ, 1) 13:42 საათზე დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც ტელეფონში ჩაწერილია, როგორც ,,DATO SAQME”; 2) 12:27 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც ტელეფონში ჩაწერილია, როგორც ,,AVTO DAN”; 3) 11:27 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5------------ რომელიც ტელეფონში ჩაწერილია, როგორც ,,SOMA”; 4) ) 10:37 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5------------ რომელიც ტელეფონში ჩაწერილია, როგორც ,,BOBLA VAJA”; 5) 10:25 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც ტელეფონში ჩაწერილია, როგორც ,,ENNO ORI”; 6) 10:16 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც ტელეფონში ჩაწერილია, როგორც ,,BONDO SAQME”; 7) 10:15 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც ტელეფონში ჩაწერილია, როგორც ,,BADRI SAQME”; 8) 09:40 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5------------ რომელიც ტელეფონში ჩაწერილია, როგორც ,,BOBLA VAJA” და ერთი ზარი დაფიქსირებულია ნომრის გარეშე. დათვალიერების ოქმიდან ასევე ირკვევა, რომ პ-–----------------–---–ის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ტელეფონში მოთავსებულია შემდეგი ტელეფონის ნომერი 5------------
2016 წლის 01 ივნისის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, თ----------------ს სამუშაო ოფისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თ----------------ს სარგებლობაში არსებული ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
2016 წლის 01 ივნისის ჩხრეკის ოქმის დგინდება, რომ პ-–----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა: 1) შავი ფერის ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი; 2) შავი ფერის ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; 3) ვერცხლისფერი ,,მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი და 4) შავი ფერის ,,სონი ერიქსონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ამოღების შემდეგ დაილუქა სათანადო წესით.
2016 წლის 20 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის №005528816 დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მყარ დისკზე აღმოჩნდა ფაილები, რომლებიც ამოღებული და გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,Laptop” და დაარქივებული იქნა პროგრამა ,,WinRar”-ის გამოყენებით 10 ფაილად სახელწოდებებით: 1) ,,Laptop part 01.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი); 2) Laptop part 02.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი); 3) Laptop part 03.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი); 4) Laptop part 04.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი); 5) Laptop part 05.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი); 6) Laptop part 06.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი); 7) Laptop part 07.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი); 8) Laptop part 08.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი); 9) Laptop part 09.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი) და 10) Laptop part 10.rar” (ზომით: ,,4,500,000,000“ ბაიტი). ფაილები შესაბამისად გადატანილი იქნა ,,Verbatim”-ის წარმოების დისკებზე სერიული ნომრებით: MAP637TJ050103384, MAP637TJ050103405, MAP637TJ050103411, MAP637TJ050102373, MAP637TJ050102351, MAP637TJ050102346, MAP637TJ050102302, MAP637TJ0501002335, MAP637TJ050102324 და MAP637TJ050102291. პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში ფიქსირდება მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია, რაც გადატანილ იქნ საქაღალდეში სახელწოდებით ,,Laptop – Chats” და დარქივებული იქნა პროგრამა ,,WinRar”-ის გამოყენებით ფაილად სახელწოდებით: ,,Laptop-CHats.rar” (ზომით: 811,054879 ბაიტი), რომელიც გადატანილ იქნა ,,Verbatim”-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით: MAP637TJ050102291. პლანშეტი (N1 მეხსიერების ბარათთან ერთად) მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,Pad”, რომელიც დაარქივებულ იქნა პროგრამა ,,WinRar”-ის გამოყენბით ფაილად სახელწოდებით ,,Pad.rar” (ზომით: 3,237,206,942 ბაიტი) და გადატანილი იქნა ,,Varbatim”-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით: MAP637TJ050102264. პლანშეტის მეხსიერებაში ფიქსირდება ელექტრონული ფოსტის მისამართი: ,,b----123@bk.ru” განხორციელებული მიმოწერა, რომელიც ამოღებულ და გადატანილ იქნა ფაილში ,,b----123@bk.ru.pst” (ზომით: 2,678,449,152 ბაიტი). შენიშვნა: ,,b----123@bk.ru.pst” ფაილის გახსნისათვის საჭიროა უსაფრთხოების კოდი: ,,expertiza”. ფაილი სახელწოდებით ,,b----123@bk.ru.pst” გადატანილი იქნა ,,Verbatim”-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით: MAP637TJ050102242”. N1, N2, N3, N5 (N2 მეხსიერების ბარათთან ერთად) N7 (N4 მეხსიერების ბარათთან ერთად), N8 და N9 ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია შესაბამისად გადატანილ იქნა საქაღალდეებში სახელწოდებებით: ,,Phone N1”, ,,Phone N2”, ,,Phone N3”, ,,Phone N5”, ,,Phone N6”, ,,Phone N7”, ,,Phone N8” და ,,Phone N9”, რომლებიც დაარქივებული იქნა პროგრამა ,,WinRar”-ის გამოყენებით ფაილად სახელწოდებებით: ,,Phone N1.rar” (ზომით: 42,785, 705 ბაიტი), ,,Phone N2.rar” (ზომით: 2,435,897 ბაიტი), ,,Phone N3.rar” (ზომით: 15,418 ბაიტი), ,,Phone N5.rar” (ზომით: 82,432,759 ბაიტი), ,,Phone N6.rar” (ზომით: 978,717,093 ბაიტი), ,,Phone N7.part1.rar” (ზომით: 4,500,000,000 ბაიტი), ,,Phone N7.part2.rar” (ზომით: 4,500,000,000 ბაიტი), ,,Phone N7.part3.rar” (ზომით: 4,271,990,463 ბაიტი), ,,Phone N8.rar” (ზომით: 4,755,053 ბაიტი) და ,,Phone N9.rar” (ზომით: 6,434,750 ბაიტი). ფაილები შესაბამისად გადატანილი იქნა ,,Verbatim”-ის წარმოების დისკებზე სერიული ნომრებით: MAP637TJ050102264, MAP637TJ050102313, MAP637TJ050102286 და MAP637TJ050102275. N4 ტელეფონი არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში, შესაბამისად მისი მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოღება ვერ განხორციელდა. N1, N2, N3, N4, N5 და N6 სიმბარათების მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაცია შესაბამისად გადატანილი იქნა საქაღალდეებში სახელწოდებებით: SimCard N1, SimCard N2, SimCard N3, SimCard N4, SimCard N5 და SimCard N6, რომლებიც დაარქივებულ იქნა პროგრამა ,,WinRar“-ის გამოყენებით ფაილებად სახელწოდებებით: SimCard N1.rar (ზომით: 23,184 ბაიტი), SimCard N2.rar (ზომით: 22,803 ბაიტი), SimCard N3.rar (ზომით: 24,087 ბაიტი), SimCard N4.rar (ზომით: 29,813 ბაიტი), SimCard N5.rar (ზომით: 5,805 ბაიტი) და SimCard N6.rar (ზომით: 21,830 ბაიტი). ფაილები გადატანილ იქნა ,,Verbatim”-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით MAP637TJ050102275.
კომპიუტერული ექსპერტიზის №005528816 დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაასდასტურა ექსპერტმა გ--------–-------ემ რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების გარშემო. მან ბრალდების მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ მან ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონებიდან და პორტატული კომპიუტერიდან სპეციალური პროგრამის უზრუნველყოფით განახორციელა მობილური ტელეფონების და პორტატული კომპიუტერის მეხსიერების დასკანერება, შემდეგ კი გაკეთდა მათი ასლები, ხოლო აღნიშნული მასალიდან მოხდა ინფორმაციის ამოღება და გადატანილი იქნა დისკებზე. ამასთან მიუთითა, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო მხოლოდ პირობითად გადანომრილ #4 მობილური ტელეფონიდან ვერ მოხერხდა ინფორმაციის ამოღება.
2016 წლის 25 სექტემბრის დათალიერების ოქმის მიხედვით დათვალიერებული იქნა შპს ,,მაგთიკომიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, კერძოდ, შპს ,,მაგთიკომისგან“ გამოთხოვილი ინფორმაცია მოთავსებული 1 ცალ CD დისკზე, სადაც ინფორმაცია ჩაწერილია 3 ფაილად, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ბ----------–----–---–ის მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. აღნიშნულ ჩანაწერებში გაფილტრულ იქნა მონაცემები 5----------- ნომრიდან თ----------------ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- და პ-–----------------–---–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების მოძიების მიზნით, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ბ----------–----–---–ს ტელეფონის ნომერზე 5----------- და მისი ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულია შემდეგი ზარები: 1) 5-----------, NO 5-----------, 10.05.2016 20:46; 2) 5-----------, NO 5-----------, 14.05.2016 11:35; 3) 5-----------, NO 5-----------, 14.05.2016 12:04; 4) 5-----------, NO 5-----------, 15.05.2016 14:34; 5) 5-----------, NO 5-----------, 15.05.2016 17:54; 6) 5-----------, NO 5-----------, 16.05.2016 22:49; 7) 5-----------, NO 5-----------, 21.05.2016 17:58; 8) 5-----------, NO 5-----------, 22.05.2016 23:16; 9) 5-----------, NO 5-----------, 23.05.2016 12:36; 10) 5-----------, NO 5-----------, 23.05.2016 13:47; 11) 5-----------, NO 5-----------, 23.05.2016 15:17; 12) 5-----------, NO 5-----------, 23.05.2016 15:35; 13) 5-----------, NO 5-----------, 24.05.2016 12:06; 14) 5-----------, NO 5-----------, 24.05.2016 12:46; 15) 5-----------, NO 5-----------, 24.05.2016 13:09; 16) 5-----------, NO 5-----------, 24.05.2016 15:56; 17) 5-----------, NO 5-----------, 24.05.2016 16:02; 18) 5-----------, NO 5-----------, 24.05.2016 18:08; 19) 5-----------, NO 5-----------, 25.05.2016 12:18 და 20) 5-----------, NO 5-----------, 25.05.2016 14:09. ასევე ჩანაწერებში გაფილტრულ იქნა 5----------- ნომრიდან პ-–----------------–---–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- და ბ------- იაშაღავილის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების მოძიების მიზნით, შედეგად აღმოჩნდა, რომ თ----------------ს ტელეფონის ნომერზე 5----------- და მისი ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულია შემდეგი ზარები: 1) 5-----------, IN 5-----------, 10.05.2016 20:46; 2) 5-----------, IN 5-----------, 14.05.2016 11:35; 3) 5-----------, IN 5-----------, 14.05.2016 12:04; 4) 5-----------, IN 5-----------, 15.05.2016 14:34; 5) 5-----------, IN 5-----------, 15.05.2016 17:54; 6) 5-----------, IN 5-----------, 16.05.2016 22:49 და 7) 5-----------, IN 5-----------, 21.05.2016 17:58. შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია მოთავსებულია 1 ცალ CD დისკზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პ-–----------------–---–ის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან - 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. აღნიშნულ ჩანაწერებში გაფილტრულ იქნა მონაცემები პ-–----------------–---–ის სარგებლობაში არსებული ნომრიდან - 5-----------, ბ----------–----–---–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- და თ----------------ს სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე - 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების მოძიების მიზნით, შედეგად აღმოჩნდა, რომ პ-–----------------–---–ის ტელეფონის ნომერზე 5----------- და მისი ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულია შემდეგი ზარები: 1) 9-------------, 5----------- - 22.05.2016 23:16:31; 2) 9-------------, 5----------- - 23.05.2016 12:36:39; 3) 9-------------, 5----------- - 23.05.2016 13:47:20; 4) 9-------------, 5----------- - 23.05.2016 15:17:16; 5) 9-------------, 5----------- - 23.05.2016 15:35:00; 6) 9-------------, 5----------- - 24.05.2016 12:06:30; 7) 9-------------, 5----------- - 24.05.2016 12:46:34; 8) 9-------------, 5----------- - 24.05.2016 13:09:48; 9) 9-------------, 5----------- - 24.05.2016 15:56:06; 10) 9-------------, 5----------- - 24.05.2016 16:02:41; 11) 9-------------, 5----------- - 24.05.2016 18:08:00 და 9-------------, 5----------- - 25.05.2016 12:18:58.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი დისკი, რომელშიც დაფიქსირებულია 2016 წლის 25 მაისს ა------–-------ის და ზ-----------–--------ს შეხვედრა პ-----------------სთან და ლ-–-------------სთან, როდესაც მოხდა 69 ერთეული ყალბი აშშ 100 დოლარის კუპიურების გასაღება. ეკრანზე ჩანს, რომ პ----------------- და ლ-–------------- თავდაპირველად მიემართებიდან კოლმეუნეობის მოედანზე, სადაც ხდება მათი შეხვედრა ზ----------–--------სთან და ა------–-------თან, ისინი სხდებიან ლ-–------------ის ა/მანქანაში და მიემართებიან თ------–---–ისა და ა-------–-ს ქუჩისკენ, რა დროსაც მათ შორის მიმდინარეობს საუბრები ფულად თანხასთან დაკავშირებით. თ------–---–ის ქუჩაზე მისვლისას ჩერდება ა/მანქანა, საიდანაც გადავიდა ა------–-------ი და წავიდა პიროვნებასთან შესახვედრად, რომელიც მას ელოდებოდა. ცოტა ხანში ა/მანქანიდან გადადიან ზ----------–--------, პ----------------- და ლ-–-------------, ხოლო ზ----------–-------- წავიდა ა------–-------ისკენ, ლ-–------------- და პ----------------- კი ელოდებიან ზემოაღნიშნული პირების დაბრუნებას. გარკვეული ხნის შემდეგ ა------–-------ი და ზ----------–-------- ბრუნდებიან და სხდებიან ლ-–------------ის მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში. შემდეგ ისინი ზემოაღნიშნული ა/მანქანით მიდიან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. ჩერდება ა/მანქანა, რა დროსაც ხდება ერთმანეთისათვის გადასაცემი ფულადი თანხის გადათვლა. ა------–-------ი პ-----------------ს გადასცემს ყალბ 6900 აშშ დოლარს, ხოლო სანაცვლოდ პ----------------- ა------–-------ს გადასცემს 3500 აშშ დოლარს, ასევე კადრში ჩანს, რომ აღნიშნულ დროს ა/მანქანის გარეთ არიან ლ-–------------- და ზ----------–--------, ხოლო ფულადი თანხის გადაცემის შემდეგ ხდება ზემოაღნიშნული პირების გადასვლა, შემდეგ კი ჩანს ა------–-------ის და ზ----------–--------ს ბრალდებულების სახით დაკავების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე დართული მე-13 დისკი, სადაც დაფიქსირებულია კომპიუტერული ექსპერტიზის მიერ გადატანილი ინფორმაცია, სადაც პ-–----------------–---–ის მობილური ტელეფონის ნომერზე დაფიქსირებული ,,SMS“-ს შეტყობინებები, კერძოდ, გამოკვლეული იქნა მე-7, მე-8 და 10-ე შეტყობინება: 1) 2016 წლის 25 მაისის 17:01:41 საათზე დაფიქსირებული N7 შეტყობინება: ,,mipasuxe, chen sikvdilis buzi xo mar dagajda”და 2) 2016 წლის 25 მაისის 14:09:22 საათზე დაფიქსირებული N8 შეტყობინება: ,,mipasuxe, xalxi mirekavs da pasuxs mtxoven!“ და 3) 2016 წლის 25 მაისის 13:13:47 საათზე დაფიქსირებული N10-ე შეტყობინება: ,,B---- ukve mirekaven da mtxoven. Gaarkvie romelze mogitanen, rom me imat vutxra”. ინფორმაციის გამოკვლევის შემდეგ მოხდა ზემოაღნიშნული დისკის დალუქვა კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე დართული დისკი, კერძოდ, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც დაფიქსირებულია ბრალდებულების პ-–----------------–---–ის, თ----------------ს და ბ----------–----–---–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების ნიმრებზე შემავალი და გამავალი ზარების - განხორციელებული კონტაქტების ამსახველი ინფორმაცია, სადაც ასევე მითითებულია მომსახურე ანძების შესახებ მონაცემები.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი მტკიცებულებები, კერძოდ, გამოკვლეული იქნა ბ----------–----–---–ის კუთვნილი ა/მანქანიდან ამოღებული 4 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 2016 წლის 24 მაისს შესყიდული 1 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 69 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ამოღებული მობილური ტელეფონები, ბ----------–----–---–ის ა/მანქანის ჩხრეკიასას ამოღებული კუპიურები, მონეტები, ე.წ. ,,გეორგიევსკი“ ლენტები, ბ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მონეტები, კომკავშირის ბილეთები, ბეჭდები, შტამპები, ყალბი ბეჭდები და სხვა. აღნიშნული ნივთმტკიცებები დემონსტრირებისა და დათვალიერების შემდეგ დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
ბ----------–----–---–მა წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ა------–-------ს იცნობს დაახლოებით 1-2 წელია, მასთან აქვს ახლო ურთიერთობა. დაახლოებით 5-6 წლის წინ აზერბაიჯანში გაიცნო თ----------------, რომელთანაც ჩამოუყალიბდა კარგი ურთიერთობა. ისინი ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და ხვდებოდნენ ვაჟა-ფშაველაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მოპირდაპირედ მდებარე სამედიცინო ცენტრში, რომლის ფინანსური დირექტორი იყო თ----------------. 2016 წლის მაისში მისული იყო თ----------------სთან სამსახურში ერთ საქმეზე, კერძოდ, ეძებდა ,,ჭუჭყიან ფულს“, რომელიც არის ნამდვილი სახელმწიფო ბანკნოტი, რომელიც მოჭრილია სახელმწიფო ხაზინის მიერ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ის არის დასვრილი მელნით. იგი არის ორნაირი, ერთი არის თავისუფალ მიმოქცევაში, ხოლო მეორე აკრძალულია. მან თ----------------ს სთხოვა, დახმარებოდა ამ ფულის შოვნაში. მეორე დღეს იმყოფებოდა სახლში, როდესაც დაუკავშირდა თ---------------- და უთხრა, მისულიყო მასთან. თ----------------სთან სამსახურში დახვდა პ-–----------------–---–ი, რომელიც თ----------------მ გააცნო, როგორც ,,პ-----“. კაბინეტში ყოფნისას მას თ----------------მ მაგიდაზე დაულაგა 3 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა და უთხრა, გაერჩია, რომელი იყო ნამდვილი და რომელი - ყალბი. უთხრეს, რომ 50% უნდა ამ საქმესო, ანუ თუკი ბ------- 100 აშშ დოლარიანს წაიღებდა, უკან უნდა მოეტანა ნამდვილი 50 აშშ დოლარიანი, მას ასევე პ-–----------------–---–მა და თ----------------მ შესთავაზეს, ჩართულიყო ყალბი კუპიურების რეალიზაციის საქმეში, ანუ მას უნდა ეპოვა გამსაღებელი, ხოლო 50%-ს რომ მიიტანდა, იქიდან მასაც პატივს სცემდნენ. იგი შეხვდა ა-----ი შამოიანს, რომელსაც უთხრა, რომ იყო ყალბი დოლარები და ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა რამის გაკეთებას. შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ხოლო დაახლოებით ნახევარი საათში ან ერთ საათში მას დაუკავშირდა ა------–-------ი და უთხრა, რომ უნდოდა მასთან შეხვედრა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ა------–-------მა უთხრა, რომ ჰყავდა ერთი პიროვნება, რომელსაც უნდოდა ასეთი დოლარები აფხაზეთში წასაღებად, რომელსაც ის დაკავებამდე არ იცნობდა. ეს პირი კი აღმოჩნდა ვინმე ზ----------–--------, უთხრა, რომ 50% უნდოდათ მის ნაცნობებს - თ-------ს და პ-----ს და მათაც რაღაც პატივს სცემდნენ. აღნიშნულის შემდეგ იმავე დღეს - 2016 წლის 24 მაისს ის და ა------–-------ი მივიდნენ თ----------------სთან და პ-–----------------–---–თან, რა დროსაც ა------–-------ი დარჩა ა/მანქანაში, ხოლო ბ------- იაშაღვილი შეხვდა თ----------------ს და პ-–----------------–---–ს, რომლებმაც მას 3 ცალი კუპიურა გადასცეს ნიმუშის სახით, რომელიც შემდეგ გადასცა მან ა------–-------ს, რომ წაეღო და ენახებინა ზ----------–--------სთვის. იმავე დღეს, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მასთან მივიდა ა------–-------ი და მიუტანა 2 აშშ 100 დოლარიანი კუპიურა და 100 ლარიანი კუპიურაც და უთხრა, რომ ერთი უკვე წაღებული იყო და ხვალ დილით 12:00 საათზე დარჩენილი თანხა სულ უნდა მიეწოდებინათ. მან საქმის კურსში ჩააყენა პ-–----------------–---–ი და თ----------------, რომ გასაღებული იყო 1 ცალი აშშ დოლარიანი ყალბი კუპიურა. ასევე მიუთითა, რომ პ-–----------------–---–თან და თ----------------სთან შეთანხმებული ჰქონდა, რომ პირველ ეტაპზე უნდა მომხრადიყო ყალბი 7000 აშშ დოლარის რეალიზება, ხოლო თუ წარმატებით დამთავრდებოდა ყველაფერი, შემდეგ დიდ რაოდენობაზე იქნებოდა საუბარი. ამასთან ყალბი 7000 აშშ დოლარის რეალიზაციის შემთხვევაში მისი კუთვნილი წილი იყო 5%. 2016 წლის 25 მაისს, დილის საათებში დაუკავშირდა პ-–----------------–---–ს, მივიდა ვაშლიჯვარში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და სჭიდრებოდა წინასწარ შეთანხმებული თანხა. მან ამოიღო კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ყალბი აშშ დოლარები, შემდეგ დაუკავშირდა ა------–-------ს, რომელმაც უთხრა, რომ ელოდებოდა ზარს. აღნიშნულის შემდეგ ა------–-------თან ერთად მისი კუთვნილი ,,ნისან პატრულის“ მარკის ა/მანქანით სახ. ნომრით A-------- მივიდა კოლმეურნეობის მოედანზე ,,პირიმზესთან“. ა/მანქანა გააჩერა თ------–---–ის ქუჩაზე. ა------–-------ი გადავიდა ა/მანქანიდან, ვინაიდან, ის უნდა შეხვედროდა იმ პირებს, ვისაც უნდოდათ მათგან ყალბი კუპიურების შეძენა. დაახლოებით 4-5 წუთში ა------–-------ი დაბრუნდა. მას გადასცა პ-–----------------–---–ისაგან წამოღებული ყალბი კუპიურები, რომელთა სანაცვლოდაც მათ უნდა მიეღოთ 3500 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ კოლმეურნეობის მოედანზე მოხდა მისი დაკავება და მისი კუთვნილი ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ა/მანქანიდან ამოღებული იქნა უცხო ქვეყნის კუპიურები, ბანკნოტები და უკრაინაში, კერძოდ, კი კიევში შეძენილი 4 ცალი აშშ დოლარიანი ყალბი კუპიურა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ 2016 წლის 25 მაისს უნდა მომხდარიყო ზემოაღნიშნული ყალბი 7000 აშშ 100 დოლარიანი კუპიურის რეალიზაცია, ხოლო ყალბი კუპიურების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 3500 აშშ დოლარი 2016 წლის 25 რიცხვში თორმეტი-პირველი საათისთვის უნდა მიეტანა პ-–----------------–---–ისათვის და მერე ისიც მიიღებდა გასამრჯელოს. ყველაფრის საქმის კურსში ასევე იყო აღნიშნულ საქმეში მათი მეწილე თ----------------ც. მან ასევე მიუთითა, რომ დაკავებამდე პ-–----------------–---–თან რამდენჯერმე ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. ვინაიდან დრომ რამდენჯერმე გადაიწია, როგორც კი 15 წუთი დააგვიანებდნენ ის და ა------–-------ი, მას ტელეფონზე ურეკავდა პ-–----------------–---–ი ან SMS-ს შეტყობინებას უგზავნიდა, ხოლო პ-–----------------–---–ი ტელეფონში დაფიქსირებული ჰყავდა, როგორც ,,პ-------–--------. როდესაც გადაიყვანეს განყოფილებაში, ჩამოართვეს კუთვნილი მობილური ტელეფონები. ამ დროს მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შევიდა ზარები, შეტყობინებები, კერძოდ, პ-–----------------–---–ი - ,,პ-------–-------- წერდა, ‘’სად იყო, მას უკვე ელოდებოდნენ“ და ა.შ., ასევე იყო მუქარის შემცველი შეტყობინებები, ასევე დაკავების მომენტში თ----------------სგან მის კუთვნილ ტელეფონებზე შევიდა სატელეფონი ზარი, აღნიშნულ დროს მას გააჩნდა 4 ცალი მობილური ტელეფონი, რომელთაგანაც ახსოვს შემდეგი სამი ნომერი: 5--------, 5-------- და 5--------, ხოლო მეოთხე ნომერი არ ახსოვს. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას, პ----- მამარდაშვილს და თ----------------ს შეხვდა სამჯერ, შემდეგ კონტაქტი გაგრძელდა პ-–----------------–---–თან, თუმცა ყველაფრის საქმის კურსში იყო თ----------------ც. ამასთან თ----------------ს კაბინეტში მისი ზემოაღნიშნულ პირებთან შეხვედრის დროს იმყოფებოდა 1 პიროვნება, რომელიც მისი ოთახში შესვლისას გავიდა და ლაპარაკს ბოლომდე არ დასწრებია. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ პირველივე შეხვედრაზე მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ ყველაფერზე.
ა------–-------მა წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2016 წლის 22 მაისს მასთან მივიდა ბ----------–----–---–ი, უთხრა, რომ ჰქონდა ყალბი ფული და ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა მის რეალიზებას. მოსთხოვა, ნიმუშის სახით გადაეცა 1 ცალი კუპიურა. 2016 წლის 24 მაისს ის და ბ----------–----–---–ი ა/მანქანით მივიდნენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მოპირდაპირედ არსებულ კორპუსთან, სადაც მან ბ----------–----–---–ის მითითებით გააჩერა ა/მანქანა. ა/მანქანიდან გადავიდა ბ----------–----–---–ი და ავიდა ზემოაღნიშნულ კორპუსში, საიდანაც ჩამოიტანა 3 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. მას აღნიშნული კუპიურები უნდა გაესაღებინა, ფული 150 აშშ დოლარი აეღო, მერე მიეტანა ბ-------სთან და ის შემდეგ გადასცემდა ვინმე ,,თ-------ს“. მან ბ----------–----–---–ის მიერ მიტანილი 3 ცალი აშშ 100 დოლარიანი კუპიურა მიუტანა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს, რომ გაესინჯა ყალბი იყო თუ არა. იგი მოტყუვდა და უთხრა, რომ არ იყო ყალბი და შეეძლო, გამოეყენებინა. აღნიშნულის შემდეგ ის მივიდა ზ----------–--------სთან, რომელსაც უთხრა, რომ ჰქონდათ ყალბი აშშ დოლარის კუპიურები და უნდა გაესაღებინათ. 2016 წლის 24 მაისს ზ----------–--------მ მასთან მშრალ ხიდთან მიიყვანა ლ-–------------- და პ----------------- და უთხრა, რომ აღნიშნული პირები იყვნენ სოხუმიდან და მათ შეეძლოთ ყალბი აშშ 100 დოლარიანი კუპიურების გასაღება. მან ლ-–-------------ს და პ-----------------ს მიაწოდა ყალბი 3 ცალი 100 აშშ კუპიურა. უთხრეს, რომ ფულს აიღებდნენ, ხოლო თანხას მეორე დღეს დაახვედრებდნენ, რასაც არ დათანხმდა, ვინაიდან, ის არ იყო მისი ფული. შემდეგ კი პ----- ზ--------მ უთხრა, რომ ყალბ 1 ცალ 100 აშშ დოლარიან კუპიურას აიღებდა, ხოლო 2 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა უკან წაეღოთ. პ-----------------ს მან მიაწოდა 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, სანაცვლოდ მიიღო 100 ლარი, ასევე მოილაპარაკა მასთან, რომ 2016 წლის 25 მაისს, დილის 11:00 საათზე შეხვდებოდნენ კოლმეურნეობის მოედანზე და მიუტანდნენ ყალბ კუპიურებს 7000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ის შეხვდა ბ----------–----–---–ს, გადასცა 100 ლარიანი კუპიურა და 2 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. 2016 წლის 25 მაისს ის და ბ----------–----–---–ი შეხვდნენ ერთმანეთს კოლმეურნეობის მოედანზე და მივიდნენ ზ----------–--------სთან, რომელმაც მათ უთხრა, რომ პირი, ვისაც უნდა შეეძინა კუპიურები, მალე მივიდოდა. აღნიშნულის შემდეგ შეხვდა ლ-–-------------ს და პ-----------------ს, რომელთაც თან ჰქონდათ ფულადი თანხა. ის მივიდა მათგან დაახლოებით 500 მეტრში ა/მანქანაში მსხდომ ბ----------–----–---–თან, რომელმაც მას გადასცა კონვერტი, შემდეგ დაბრუნდა უკან და ჩაჯდა ა/მანქანაში, შემდეგ ა/მანქანით გაიარეს გარკვეული მანძილი და ამერიკის ძველ საელჩოსთან გაჩერდნენ. მან პ-----------------ს გადასცა ბ----------–----–---–ისაგან აღებული კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ყალბი 6900 აშშ დოლარი. პ-----------------მ დათვალა ყალბი კუპიურები, ხოლო სანაცვლოდ მას გადასცა 3500 აშშ დოლარი ნაღდი ფული, აღნიშნულის შემდეგ კი მოხდა მისი დაკავება.
პ-–----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაახლოებით 3 წლის წინ მან და მისმა მეგობარმა ჩამოაყალიბეს შპს და დაბა სიონში სურდათ, გაეკეთებინათ საკალმახე მეურნეობა, რისთვისაც სჭირდებოდათ 400 000 აშშ დოლარი. შეადგინეს ბიზნეს-გეგმა, პროექტი, აუდიტის სამსახურს შეაფასებინეს იმ მიწის ნაკვეთების ღირებულება, სადაც უნდა გაეშენებინათ მეურნეობა, გადაუღეს სურათები და დოკუმენტები შეიტანეს ,,ქართუ ბანკში“, რათა აეღოთ სესხი. დაახლოებით 6 თვიანი განხილვის შემდეგ ,,ქართუ ბანკმა“ ქონება შეაფასა 244000 აშშ დოლარად, რის გამოც 400 000 აშშ დოლარის სესხად გაცემაზე უთხრა უარი. ასევე უთხრეს, რომ თუ იქნებოდა დამატებითი ფინანსური გარანტიები, 400 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხს მისცემდნენ. სწორედ ამის გამო 1 წლის განმავლობაში საქართველოში ვისაც იცნობდა, ყველასთან მივიდა, გააცნო გეგმა და ცდილობდა ფინანსების მოძიებას. ამ ძებნაში 2016 წლის 10 მაისს შეხვდა გ------------------ას, რომელსაც სთხოვა, რომ დაეკვალიანებინა, გაეშვა ვინმესთან, ვისაც შეეძლო ამ საქმესთან დაკავშირებით დამხმარებოდა. გ------------------ამ დააკავშირა თ----------------სთან. 11 მაისს ის და მის მეგობარი ვ-–--–---–-----ი მივიდნენ ვაჟა-ფშაველას 18ა-ში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც გაიცნო თ----------------. ოთახში იმყოფებოდა მისთვის იმ დროისათვის უცნობი ორი პიროვნება, ა---------–-----–------ი და მ--–-----–--–-------ძე. მან თ----------------ს აჩვენა საბუთები და აუხსნა საქმის ვითარებაც, რის შემდეგ თ----------------მ უთხრა, რომ გაარკვევდა ყველაფერს და ყველანაირად დაეხმარებოდა, გაცვალეს ტელეფონის ნომრები. ამის შემდეგ მას თ----------------სთან ჰქონდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია. 2016 წლის დაახლოებით 22-23 მაისს დაუკავშირდა თ---------------- და უთხრა, რომ 24 მაისს მისულიყო მასთან ოფისში. 2016 წლის 24 მაისს, დილის დაახლოებით 10:00 საათზე ვ-–--–---–-----თან ერთად მივიდა თ----------------სთან. კაბინეტში დახვდა მ--–-----–--–-------ძე, ა---------–-----–-----ნი და თ----------------, რომელმაც უთხრა, რომ იყო ერთი პიროვნება, რომელსაც ჰქონდა ფერმები, ჰყავდა ბევრი საქონელი და ასევე აინტერესებდა სოფლის მეურნეობა და შესაძლებელი იყო მას აღნიშნული პიროვნება დახმარებოდა. დაახლოებით 10 წუთში მათთან კაბინეტში შევიდა ბ----------–----–---–ი, რომლის დანახვაც ერთის მხრივ, გაუხარდა, ხოლო მეორე მხრივ, არ ესიამოვნა, რადგან ბ----------–----–---–თან მოუწევდა ამ საკითხზე საუბარი, ვინაიდან მას იცნობდა ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულიდან, მისთვის ნასესხები ჰქონდა 500 აშშ დოლარი, რომელსაც არ უბრუნებდა. ამიტომ მასთან საქმეზე საუბარი აღარ ისურვა. შეახსენა ვალი. ის კი შეპირდა, რომ მეორე დღეს 4 საათისთვის დაუბრუნებდა თანხას. 2016 წლის 25 მაისს, 12:00 საათზე მისი კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა ბ----------–----–---–ს და უთხრა, რომ ვალები ჰქონდა, ხალხი აწუხებდა და აღნიშნულ დღეს მისთვის დაებრუნებინა ვალი, რაზედაც ბ----------–----–---–მა უთხრა, რომ ცოტა დრო მიეცა და აუცილებლად მიუტანდა თანხას. შემდეგ 14:00 საათზე დაურეკა ბ----------–----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ წუთი-წუთზე ელოდებოდა თანხას, რის შემდეგაც გავიდა 2 საათი და 16:00 საათისთვის მან კვლავ დაურეკა ბ----------–----–---–ს, ზარი გადიოდა, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა, მან ბ----------–----–---–ს მისწერა ის შეტყობინებები, რაც მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი იქნა პროკურორის მიერ, კერძოდ, ჯერ მიწერა ,,მიპასუხე და გამაგებინე როდის დამიბრუნებ ფულსო“, მერე მიწერა ,,ხალხი მელოდება და დამიბრუნე“ ხოლო ბოლოს გაბრაზებულმა მიწერა ,,შენ სიკვდილის ბუზი ხომ არ დაგაჯდა“. აღნიშნულის შემდეგ 2016 წლის 26 მაისს ის ა/მანქანით ჩავიდა ტაბახმელაში და ბ----------–----–---–ს მიაკითხა სახლში, სადაც მას უთხრეს, რომ ბ----------–----–---–ი წასული იყო აზერბაიჯანში და კვირის ბოლოს დარბუნდებოდა. 27, 28 და 29 მაისს მისი კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან ურეკავდა ტელეფონზე ბ----------–----–---–ს, მაგრამ ზარს არავინ პასუხობდა. 2016 წლის 01 ივნისს დილით მივიდა თ----------------სთან კაბინეტში, სადაც, სანამ შევიდოდა კაბინეტში, დააკავეს. პ-–----------------–---–მა ასევე მიუთითა, რომ თ----------------სთან შეხვედრების დროს ე.წ. ,,ჭუჭყიან ფულთან“ დაკავშირებით საუბარს ის არ შესწრებია და ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის.
ბრალადებულის სახით დაკითხულმა თ----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მუშაობდა რეაბილიტაციის ცენტრ ,,რ--–-“ და ე---------------------------ის თანამდებობა. 2016 წლის 10 მაისს დაურეკა გ------------------ამ, რომელმაც უთხრა, რომ მისი სახელით მივიდოდა პ----------------–---–ი, რომელსაც სჭიდებოდა დახმარება ფინანსურ საკითხებში. მეორე დღეს მასთან კაბინეტში მივიდა პ-–----------------–---–ი. კაბინეტში ასევე იმყოფებოდნენ მ--–-----–--–-------ძე და ა---------–ი ა---–------ი, გაეცნო მათ და უთხრა, რომ ის იყო პიროვნება, ვისზედაც მას დაურეკა გ------------------ამ. შემდეგ კი პ-–------მა უთხრა, რომ სჭიდებოდა სეხის აღება 400000 აშშ დოლარის ოდენობით. ჰქონდა უძრავი ქონება. მან პ-–----------------–---–ს უთხრა, რომ საქართველოში სესხის აღება აღნიშნულ შემთხვევაში შეუძლებელი იყო და შეეცდებოდა უცხოეთის ბანკებში - უკრაინაში, აზერბაიჯანში აეღოთ სესხი. 2016 წლის 22-23 მაისს ის დაუკავშირდა პ-–----------------–---–ს და სთხოვა 24 მაისს, დილის საათებში მისულიყო მასთან, ვინაიდან იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ექნებოდა უკრაინაში კავშირები და ეს კაცი მას დაეხმარებოდა სესხის აღებაში უკრაინიდან. იმავდროულად მოლაპარაკებას აწარმოებდა აზერბაიჯანთან. აღნიშნულის შემდეგ შეხვდა ბ----------–----–---–ს. ბ----------–----–---–მა მასთან საუბარში წამოჭრა საკითხი ჭუჭყიან ფულთან დაკავშირებით. მოგვიანებით მან დაურეკა ბ----------–----–---–ს და უთხრა, რომ ჭუჭყიან ფულზე გაცილებით უკეთესი საქმე ჰქონდა და 24 მაისს მისულიყო მასთან. 2016 წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე მასთან კაბინეტში მივიდა ბ----------–----–---–ი. მასთან ოთახში უკვე იმყოფებოდნენ ა---------–ი და მ--–-----ც. ბ----------–----–---–ი ოთახში შესვლისას მიესალმა ყველას, მათ შორის ჩვეულებრივად მიესალმა პ-–----------------–---–საც, რაც მას გაუკვირდა და თან პ-–----------------–---–ს სახეზე შეატყო უკმაყოფილება, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ პ-–----------------–---–მა ბ----------–----–---–ს უთხრა, როდის დაუბრუნებდა თანხას. ბ----------–----–---–ისგან მიიღო პასუხი, რომ რამდენიმე დღეში დაუბრუნებდა. შემდეგ პ-–----------------–---–მა მას უთხრა, რომ ბ----------–----–---–თან არ იმუშავებდა. თ----------------მ აღნიშნა, რომ არ მიუცია ბ----------–----–---–ისათვის ყალბი ფული, მას არასდროს უჩვენებია ისინი და ასევე არ უთქვამს, გაარჩევდა თუ არა ყალბ ფულს ნამდვილი ფულისგან. ასევე მიუთითა, რომ პ-–----------------–---–თან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ხოლო 2016 წლის 24 მაისის შემდეგ ბ----------–----–---–თან აღარ დაურეკავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულებთან ა------–-------თან და ბ----------–----–---–თან. ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
იმავე განაჩენით პ-–----------------–---–თან ერთად თ---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ ასევე საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენაში. თ----------------მ განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა სააპელაციო განხილვის დროს შეცვალა პოზიცია, აღიარა, რომ მან ჩაიდინა ვალუტის გასაღება დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება პროკურორთან და 2018 წლის 5 თებერვალს გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც თ---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებულმა პ-–----------------–---–მა და მისმა ადვოკეტებმა ზ-------------–-–---–მა და თ------------ემ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ასევე საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს შესავალ, დასკვნით სიტყვაში, რეპლიკებში და საბოლოო სიტყვაში ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად პ-–----------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგ გარემოებათა გამო:
პ-–----------------–---–ი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, რომლითაც მისი ბრალეულობა დამტკიცდებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით. განაჩენი მთლიანად ემყარება ერთადერთი პირის - ბ----------–----–---–ის ჩვენებას, რომლითაც იგი ამხელს დანაშაულის ჩადენაში. ბ----------–----–---–ი იძლევა ცრუ ჩვენებას. სიცრუის მოტივაცია მას გააჩნდა - დანაშაულის ჩადენაში მისი მხილებით მიაღწია საპროცესო შეთანხმებას შეღავათიანი სასჯელით. აპელატი ასაბუთებს რა ბ----------–----–---–ის ცრუმოწმეობას, უთითებს მთელ რიგ დეტალებზე, რომელთა მცდარობაც დასტურდება ამავე საქმეზე შეკრებილი მასალებით. ბ----------–----–---–მა იცრუა, თითქოს 2016 წლის 24 მაისს პირველად ნახა თ----------------ს კაბინეტში და მანამდე არ იცნობდა. თითქოს ამ შეხვედრაზე შედგა მათ შორის დანაშაულებრივი შეთანხმება ყალბი ფულის გასაღების შესახებ, რის შემდეგაც ბ----------–----–---–ი წავიდა, მონახა თავისი მეგობარი ა------–-------ი და ერთად დაბრუნდნენ თ----------------ს ოფისთან. ა------–-------ი დარჩა ა/მანქანაში, ხოლო ბ----------–----–---–ი კი კვლავ შევიდა ოფისში და მისგან მიიღო სამი ცალი 100 დოლარიანის ყალბი კუპიურა, რომელიც იმავე დღეს გაასაღა ა------–-------ის მეშვეობით. მეორე დღეს კი თითქოს მისგან კიდევ მიიღო ყალბი 67 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა. აღნიშნული ჩვენების საწინააღმდეგოდ ა------–-------ი უთითებს, რომ ბ----------–----–---–ი მასთან ყალბი დოლარების გასაღების წინადადებით მივიდა არა 24 მაისს, არამედ 22 მაისს.
მითითებული ორივე პირის ჩვენებას ეწინააღმდეგება პოლიციის თანამშრომლის ლ-–------------ის ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ 2016 წლის 23 მაისს უკვე გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია ზ----------–--------ზე (ვისზეც გაასაღა ყალბი კუპიურები ა------–-------მა), რომელიც აპირებდა დიდი ოდენობით ყალბი დოლარის კუპიურების გასაღებას. ა-----ი შამოიანმა კი მიუთითა, რომ იგი ზ----------–--------ს დაუკავშირდა 24 მაისს.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილმა მოწმემ ა---------–-----–------მა დაადასტურა, რომ 2016 წლის 24 მაისს მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდა თ----------------ს ოფისში და ესწრებოდა თ----------------ს, ბ----------–----–---–ის და მის (პ-–----------------–---–ის) შეხვედრას. თუმცა გამორიცხა მათ შორის ყალბი ფულის გასაღებასთან დაკავშირებული საუბარი და სამი ყალბი ასდოლარიანი კუპიურის გადაცემა ბ----------–----–---–ისათვის.
ბ----------–----–---–ის ჩვენების იმ ნაწილის მცდარობა, თითქოს პ-–----------------–---–ი პირველად ნახა 2016 წლის 24 მაისს და მანამდე არ იცნობდა, მტკიცდება სატელეფონო კომპანიებიდან მოპოვებული ინფორმაციით იმის შესახებ, რომ მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ჯერ კიდევ 22 მაისს, 23:35 საათზე, 23 მაისს კი განხორციელდა ოთხი სატელეფონიო საუბარი. იმავე ინფორმაციით დგინდება, რომ ბ----------–----–---–ი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მას პ-–----------------–---–ი თითქოს დუკავშირდა 25 მაისს და მიიყვანა შეხვედრაზე ვაშლიჯვარში.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მას შემდეგ, რაც ბ----------–----–---–მა თ----------------ს ოფისში პ-–----------------–---–ისგან მიიღო სამი ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, იგი ა------–-------თან ერთად გაემართა კოლმეურნეობის მოედნზე. თვითონ დარჩა ა/მანქანაში, ა------–-------ი კი გაემართა ყალბი კუპიურების გასასაღებლად. ნახევარ საათში ა------–-------ი დაბრუნდა ა/მანქნაში მყოფ ბ----------–----–---–თან და უკან მიიტანა ორი ცალი ყალბი 100 დოლარიანი, მესამეზე კი ბ----------–----–---–ს განუცხადა, რომ იგი გაასაღა 100 ლარად. აღნიშნული გარემოების არარეალურობაზე მიუთითებს საქმეში არსებული მასალების შინაარსი და ცალსახად დგინდება, რომ შეუძლებელი იყო მითითებული ნახევარი საათის გამავლობაში განვითარებულიყო მოვლენები შემდეგი თანამიმიდევრობით: ა------–-------ი ბ----------–----–---–თან განშორების შემდეგ კოლმეურნეობის მოედანზე მივიდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომუშავე თავის ნაცნობთან და იმაში დასარწმუნებლად, რამდენად მაღალ დონეზე იყო გაყალბებული ასდოლარიანი კუპიურები, შეამოწმებინა ისინი; მისმა ნაცნობმა კუპიურების სიყალბე ვერ აღმოაჩინა, რის შემდეგაც ა------–-------ი დაუკავშირდა ზ----------–--------ს და შესთავაზა კუპიურების გასაღება; ზ----------–--------, თავის მხრივ, დაუკავშირდა ბ----------------–--ეს, რომელიც აღმოჩნდა ფინანსური პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის - ლ-–------------ის ინფორმატორი; მან საქმის კურსში ჩააყენა ლ-–-------------, რომელმაც მას ჩამოართვა ხელწერილი თარიღით 24.05.2016 წელი; შემდეგ იმავე თარიღით ლ-–-------------მ შეადგინა პატაკი სამმართველოს უფროსის ბ-----–----–-–---–ის სახელზე, რომელმაც საქმის გამოძიება დაავალა ს-------------------–--ეს; ს-------------------–--ემ გამოკითხა ბ----------------–--ე იმავე 2016 წლის 24 მაისს, 09:50 – 10:10 საათებს შორის შუალედში, შეადგინა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა #1 და პატაკით მიმართა სამმმართველოს უფროსს ზ--------------ას საგამოძიებო ჯგუფის შექმნის თაობაზე; იმავე დღეს გამოიცა დაგენილება ოპერატიული ჩართვის ჩატარების თაობაზე, ასევე იმავე დღით თარიღდება პატაკი 100 ლარის გამოყოფის შესახებ ყალბი ასდოლარიანი საკონტროლო შესყიდვაზე; იმავე დღეს გამოტანილი იქნა დადგენილება საკონტროლო შესყიდვის ჩატარების თაობაზე. გამომძიებელმა საიდუმლო წერილით მიმართა საქარველოს მთავრი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორს, რომელმაც გამომძიებელს მისცა შესაბამისი წერილობითი მითითებები. ს-------------------–--ემ საგამოძიებო სამსახურის ეკონომიური დეპარტამენტიდან გამოიტანა 100 ლარი და სათანადო ოქმით გადასცა ლ-–-------------ს, რომელიც უ-------------ის ქუჩა #2-დან გაემართა მშრალ ხიდზე და ზ----------–--------საგან და ა------–-------ისაგან 100 ლარად შეიძინა 100 დოლარიანი კუპირა; ა------–-------ი ამის შემდეგ დაბრუნდა ა/ მანქანაში ბ----------–----–---–თან. აპელანტი მიუთირებს, რომ ჩამოთვლილი მოქმედებების განხორციელება ვერ მოესწრებოდა ნახევარ საათში, რაც მიუთითებს განაჩენით დადგენილად მიჩნეული გარემოებების არარეალურობაზე.
აპელანტი ხაზს უსვამს ბ----------------–--ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმის დროზე - 2016 წლის 24 მაისი - 09:50 – 10:10. როგორ შეეძლო ბ----------------–--ეს, ჰქონოდა ინფორმაცია მოსალოდნელი დანასაულის ჩადენის შესახებ, თუკი ბ----------–----–---–ის ჩვენების თანახმად იგი პ-–----------------–---–ს იმავე დღეს - 2016 წლის 24 მაისს, 11 საათზე შეხვდა და ამ დროს მიიღო ყალბი კუპიურის გასაღების წინადადება. აპელატი უთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბ----------–----–---–ის ა/მანქანის და სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ყალბი 100 დოლარიანი კუპიურბი, სხვადასხვა ქვეყნების ვალუტას მიმსგავსებული კუპიურები, სხვადასხვა ზომის მონეტები, მედლები და სხვა ნითები, რაც ადასტურებს, რომ იგი აქტიურად იყო დაკავშირებული ყალბი ფულის დამზადებასა თუ გასაღებასთან. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ მას ამ დანაშაულის (ქმედების) ჩასადენად არც ესაჭიროებოდა პ-–----------------–---–თან დანაშაულებრივი კავშირი.
დაცვის მხაემ სააპელაციო საჩივრის შესავალ და დასკვნთ სიტყვებში მიუთითა, რომ პ-–----------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ბ----------–----–---–ის ჩვენების გარდა ეყრდნობოდა პ-–----------------–---–ის ტელეფონში ნანახ სატელეფონო შეტყობინებების ტექსტებს, რომლებშიც ბ----------–----–---–ს სთხოვს თანხის მიტანას. აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვა აცხადებს, რომ ჯერ ერთი, პ-–----------------–---–ი ბ------- იაშაღაშილისგან ითხოვდა იმ თანხას, რომელიც მას ასესხა რუსთავის ა/ბაზრობაზე გაყიდული ა/მანქანის თანხიდან და მეორე, მოკლე ტექსტური შეტყობინებები საქმეზე დამაგრებული იქნა დათვალიერების ოქმით, რისი კანონიერების დადასტურებაზე სასამართლოს განჩინებით უარია ნათქვამი, ვინაიდან ელექტრონული ინფორმაციის მოპოვების შესანახი საშუალებიდან ინფორმაციის მოპოვება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. ამიტომ ისინი, როგორც მტკიცებულება, არ უნდა ყოფილიყო შეფასებული.
აპელანტის მითითებით, თ----------------მ ბრალი აღიარა იმიტომ, რომ მას საპროცესო შეთანხმებით მისჯილი 3 წლით თ/ა უკვე მოხდილი ჰქონდა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით უღირდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ფასად თავისუფლების მიღება. მან მართალია, აღიარა დანაშაულის ჩადენა, თუმცა თანამონაწილედ არ დაუსახელებია პ-–----------------–---–ი.
დაცვა ასევე უთითებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში რატომღაც შესაფასებელია, როგორც მტკიცებულება ბ----------------–--ის ჩვენება, თუმცა მითითებული მოწმე ბრალდებას სასამართლოში არ წარმოუდგენია დ იგი ამორიცხა მტკიცებულებათა ნუსხიდან.
სააპელაციო პალატამ შეაფასა აპელანტის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არგუმენტები, გააანალიზა მოყვანილი ფაქტები, მასში აღწერილი გარემოებები შეაჯერა საქმეზე შეკრებილ ინფორმაციასთან და მივიდა დასკვნამდე, რომ მიუხედავად მთელი რიგი ხარვეზებისა და წინააღმდეგობებისა, სახეზეა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ პ-–----------------–---–მა ჩაიდინა ინკრიმინირებული დანაშაული.
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები - ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა 2016 წლის 24 და 25 მაისს, სწორედ 24 მაისს განხორციელდა პირველი საკონტროლო შესყიდვა, როდესაც ა----- შამოინმა მის ხელთ არსებული სამი ცალი ასდოლარიანი ყალბი კუპიურიდან გაასაღა ერთი. ეს გარემოება სრულ თანხვედარშია როგორც ბ----------–----–---–ის ისე ა------–-------ის ჩვენებებთან. წინააღმდეგობა მხოლოდ მათ ჩვენებებში დაფიქსირებულ თარიღებშია, რაც, ბუნებრივია, დაკავშირებული უნდა იყოს ამგვარი ინფორმაციის დამახსოვრების განსხვავებულ უნარებთან და მოცემულ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს არსებით წინააღმდეგობად, ვინაიდან მათ ჩვენებებში პ-–----------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის და იმ ფაქტის დადგენისთვის, ჩაიდინა თუ არა მან ინკრიმინირებული დანაშაული, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, კონკრეტულად როდის დაიწყო კომუნიკაცია დანაშაულში მონაწილე პირებს შორის. განაჩენით დადგენილია, რომ ეს ხდებოდა 2016 წლის მაისში. გასათვალისწინებელია, რომ, როგორც ა------–-------ი უთითებს, მასთან დანაშაულებრივ შეთანხმებას 22 მაისს ჰქონდა ადგილი. პალატა დაცვის პოზიციის საწინააღმდეგოდ მექანიკურად კი არ იზიარებს ერთ ჩვენებას (მაგალითად ა------–-------ის ჩვენებას თარიღთან დაკავშირებით) და უარყოფს მეორეს, არამედ ამ ჩვენებების შინაარსიდან სწორედ ის გამომდინარეობს, რომ დანაშაულში მონაწილეთა შორის ყალბი ფულის გასაღებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას გაცილებით ადრე ჰქონდა ადგილი, ვიდრე ამას ბ----------–----–---–ი უთითებს. ფაქტია, რომ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია ყველა ჩვენებაში განსხვავებულია და არ შეიძლება ისინი ყველანი შეესაბამებოდეს სინამდვილეს. თუმცა მათი სარწმუნობის შეფასებისას საჭიროა ისინი შევაჯეროთ საქმის მასალებში არსებულ ინფორმაციასთან. ამ მხრივ სწორედ ა------–-------ის ჩვენებაში მითითებული თარიღი - 22 მაისია თანხვედრაში სხვა მასალებთან. ეს თარიღი ემთხვევა ბ----------–----–---–ს და პ-–----------------–---–ს შორის განხორციელებული პირველი სატელეფონო კომუნიკაციის თარიღს. ასევე ეს თარიღი ლოგიკურად არ გამორიცხავს, იმის შესაძლებლოაბს, რომ ოპერატიულ თანამშრომელს ლ-–-------------ს მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია უკვე გააჩნდა 23 მაისს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ა------–-------ს ამ დროისთვის უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ზ----------–--------სთან, ზ----------–--------ს კი - ბ----------------–--ესთან. ბ----------------–--ე კი დაიკითხა 24 მაისს დილის 9:50 – 10:10 საათებს შორის შუალედში. (სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ აფასებს ბ----------------–--ის ჩვენების შინაარს, ვინაიდან იგი არ დაკითხულა სასმართლოში, არამედ არკვევს მისი დაკითხვის რეალობას გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული დროის შუალედში). ასევე 24 მაისს პარალელურ რეჟიმში განხორციელდა რამდენიმე საპროცესო მოქმედება ლ-–------------ის, გამომძიებელ ს-------------------–--ის, სამმართველოს უფროს ზ--------------ას და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის მიერ. შესაბამისად კოლმეურნეობის მოედანზე ბ----------–----–---–ისგან წასული ა------–-------ი ნახევარ საათში თავისუფლად დაბრუნდებოდა უკან გასაღებული 100 დოლარიანი კუპიურის საფასურით - 100 ლარით ხელში.
მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით შეესაბამება იმას, რომ ბ----------–----–---–მა სწორედ 2016 წლის 24 მაისს მიიღო პ-–----------------–---–ისგან ყალბი 300 აშშ დოლარი, სინამდვილეს არ შეესაბამება ბ----------–----–---–ის ჩვენების მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც უთითებს, რომ პ-–------ მამარდაშვილს პირველად შეხვდა 2016 წლის 24 მაისს და დანაშაულში მონაწილეობის წინადადებაც მისგან ამ დღეს მიიღო. თუმცა, როგორც აღინიშნა თარიღებთან დაკავშირებული ინფორმაციის მცდარობის გამო სახეზე არ გვაქვს არგუმენტი ვასაბუთოთ მთლიანდ ჩვენების შეუსაბამობა სინამდვილესთან. ბ----------–----–---–ს არ გააჩნდა მოტივაცია დანაშაულებრივი შეთანხმების თარიღთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიეცა არასწორი ჩვენება.
სააპელაციო პალატა ბ----------–----–---–ის ჩვენების სანდოობას ეჭქვეშ ვერ დააყენებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე მითითებითაც იმასთან დაკავშირებით, რომ იგი პ-–----------------–---–ს დიდი ხანია იცნობდა, მისი ფული ემართა და ამის შესახებ თავის ჩვენებაში არ მიუთითა. დადგენილია, რომ მიუხედავად პ-–----------------–---–ისა და ბ----------–----–---–ის წარსულში შესაძლო ნაცნობობისა, ისინი დანაშაულებრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთმანეთს შეახვედრა თ----------------მ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პ-–----------------–---–ი თავისი სააპელაციო საჩივრის შესავალ სიტყვაში, რომელიც წერილობით წარმოადგინა, ამახინჯებს ფაქტებს, თითქოს სატელოფონო კომუნიკაციას მას და ბ----------–----–---–ს შორის მხოლოდ 22-23 მაისს ჰქონდა ადგილი - 22 მაისს 23:16 საათზე, 23 მაისს 12:35 საათზე, 13:47 საათზე, 15:17 საათზე და 15:35 სათზე და თითქოს დარეკვა ხორციელდება მხოლოდ ბ----------–----–---–ის მიერ; თითქოს 24-25 მაისს სატელეფონო კომუნიკაციას მათ შორის ადგილი არ ჰქონია. შპს ,,მაგთიკომიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილი იქნა, რომ პ-–----------------–---–სა და ბ----------–----–---–ს შორის სატელეფონო კომუნიკაციას ადგილი ჰქონდა 22-23-24-25 მაისს. ზარის განხორციელება ხდება, როგორც ბ----------–----–---–ის, ასევე პ-–------ მამადარდაშვილის მიერ. ბ----------–----–---–ს დარეკილი აქვს ცამეტჯერ, ხოლო პ-–----------------–---–ს - თორმეტჯერ. სრულიად საპირისპიროა დადეგნილი მონაცემების დათვალიერებით, რომელიც ზემოთ იქნა მოყვანილი.
მოწმე ა---------–-----–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ნამდვილად შეესწრო 2016 წლის 24 მაისს ბ----------–----–---–ის, პ-–----------------–---–ის და თ----------------ს შეხვედრას ამ უკანასკნელის ოფისში. მოწმემ დააადასტურა რომ მითითებულ პირებს შორის საუბარი ნამდვილად შეეხებოდა ე.წ. ,,ჭუჭყიან“ - საღებავით დასვრილ ფულს. ა---------–-----–------ის ჩვენება, რომ იგი არ შესწრებია დასახელებული პირების შეთანხმებას ყალბი ფულის გასაღებასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს, რომ ამ პირთა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს ადგილი არ ჰქონია. ა---------–-----–------ის ჩვენების, როგორც მტკიცებულების, ღირებულებითი მნიშველობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ჩვენებით დადასტურდა ბ----------–----–---–ის ჩვენების შინაარსი 2016 წლის 24 მაისს თ----------------ს ოფისში პ-–----------------–---–თან შეხვედრის შესახებ. ასევე დადასტურდა ა------–-------ის ჩვენებაც, რომ იგი ა/მანქანაში ელოდებოდა ბ----------–----–---–ს, როცა ეს უკანასკნელი თ----------------სთან შესახვედრად ავიდა ოფისში.
საფუძველს მოკლებულია დაცვის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პ-–----------------–---–ი ბ----------–----–---–ს სატელეფონო მესიჯებით სთხოვდა 2015 წლის ნოემბერში სესხად მიცემულ ფულს. გასათვალისწინებელია, რომ სატელეფონო კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციით 2016 წლის 22 მაისამდე მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია არ დაფიქსირებულა. 22 მაისს კი, ა------–-------ის ჩვენების თანახმად, რომელსც შეესაბამება საქმის სხვა მასალათა შინაარსიც, მათ შორის კომუნიკაცია უკვე შეეხებოდა ყალბი ფულის გასაღებას. გასათვალისწინებელია, რომ პ-–----------------–---–ის ტელეფონში ბ----------–----–---–ის ნომრის სახელწოდებაა ,,ბ------- საქმე“
დაცვის არგუმენტაციასთან დაკავშირებით მობილური ტელეფონების კანონის დარღვევით დათვალიერების შესახებ პალატა განმარტავს შემდეგს: საქმის მასალებით ირკვევა, რომ გამოძიებამ პ-–----------------–---–ისგან და ბ----------–----–---–ისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონებში არსებული ინფორმაცია ჯერ დაათვალიერა და მხოლოდ ამის შედეგ მიმართა სასამართლოს დათვალიერების ნებართვის მისაღებად. ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 07 ივნისის განჩინებით ნებართვის გაცემაზე ითქვა უარი. (ტომი 2, ს.ფ 26-30).
მიუხედავად აღნიშნულისა, გამოძიებამ ბ----------–----–---–ისა და პ-–----------------–---–ის მობილური ტელეფონებიდან განხორცილებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ ინფორმაცია სატელეფონო კომპანიებისგან მიიღო კანონის შესაბამისად. იმავე კოლეგიის 2016 წლის 08 ივნისის განჩინების საფუძველზე (ტომი 2 ს.ფ.146-149).
დაცვის მხარემ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან პ-–----------------–---–ისა და ბ----------–----–---–ის მობილურ ტელეფონებში მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერება განხორციელდა კანონის დარღვევით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასეთი შეტყობინების შინაარსი, რომლებშიც პ-–----------------–---–ი დაჟინებით თხოვს ბ----------–----–---–ს ფულის მიტანას, ემუქრება და უხსნის, რომ მასაც სთხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ პ-–----------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა მითითებული შინაარსის შეტყობინებების ბ----------–----–---–ისათვის გაგზავნის ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ იგი ითხოვდა არა ყალბი ფულის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას, არამედ ბ----------–----–---–ისათვის რამდენიმე თვის წინ სესხად მიცემულ ხუთას აშშ დოლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა დადგენილად მიიჩნევს მითითებული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტს პ-–----------------–---–ის მიერ ბ----------–----–---–ისათვის.
სააპელაციო საჩივარში აქცენტია გაკეთებული ბ----------–----–---–ის ა/მანქანისა და ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კუპიურებსა და სხადასხვა ნივთებზე, რაც აპელანტის მოსაზრებით ადასტურებს იმას, რომ ბ----------–----–---–ი ისედაც აქტიურად იყო ჩართული ყალბი ფულის დამზადება-გასაღებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. მისივე ჩვენების თანახმად, ჰქონდა დანაშაულებრივი კავშირები უკრაინასთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არ ესაჭიროებოდა პ-–----------------–---–ისაგან ყალბი კუპიურების მიღება გასაღების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ბ----------–----–---–ის ა/ მანქანისა და ბინის ჩხრეკის შედეგები კიდევ უფრო სარწმუნის ხდის იმას, რომ პ-–----------------–---–თან შეხვედრა სწორედ ამ დანაშაულებრივ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. მართალია ა---------–-----–------მა არ დაადასტურა უშუალოდ ყალბი ფულის გასაღებასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი შეთანხმება, თუმცა თავის ჩვებაში მიუთითა, რომ ბ----------–----–---–ს, პ-–----------------–---–ს და თ----------------ს შორის საუბარი 2016 წლის 24 მაისს სწორედ ფულის თემას შეეხებოდა, კერძოდ კი ე.წ. ,,ჭუჭყიან“, ე.ი. დაბეჭდვისას საღებავებით დასვრილ კუპიურებს, რომლებსაც საქართველოში ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იბარებდნენ ნომინალურ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად. გასათავლისწინებელია, რომ პ-–----------------–---–ი თვითონვე ადასტურებს ამ შეხვედრის ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2016 წლის 24 მაისს - სწორედ იმ დღეს, როდესაც განხორციელდა ყალბი ასდოლარიანი კუპიურის პირველი საკონტროლო შესყიდვა.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულ პ-–----------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ პ-–----------------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მისი წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ-–----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
პ-–----------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
პ-–----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 01 ივნისიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ პ-–----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- პ-–----------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, პ-–----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 4 ერთეული მობილური ტელეფონი - რომელიც ინახება ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ პ-–----------------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;
- თ----------------ს სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ცალი მობილური ტელეფონი - რომელიც ინახება ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ თ----------------ს ნდობით აღჭურვილ პირს;
- ბ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, ,,HP”-ს ფირმის პორტატული კომპიუტერი, სხვადასხვა ქვეყნის ფულადი კუპიურები (02 ფუთა გაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, 01 ფუთა ინახება ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში), ბ----------–----–---–ის ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 4 ერთეული სხვადასხვა ქვეყნის კუპიურა, 04 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 280 ერთეული სხვადასხვა ქვეყნის კუპიურას მიმსგავსებული ფულადი თანხა, პ-----------------ს მიერ წარდგენილი ფულადი თანხა ყალბი 69 ერთეული 100 აშშ დოლარიანი კუპიურა და ლ-–------------ის მიერ წარდგენილი ფულადი თანხა ყალბი 1 ერთეული 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს ფ-------ა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
- 1 ცალი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი DVD დისკი, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადმოგზავნილი 15 ერთეული დისკი და მობილური ოპერატორებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მიღებული 02 ერთეული დისკი - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე