განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-----------------
საქმე №1ბ/381-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - დ----------–-----ის,მსჯავრდებულ - გ--------------------–---–ის,ადვოკატ - მ---------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრებულ გ--------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–----------------------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით:
გ--------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ--------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 იანვრიდან.
გ--------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
მანვე ჩაიდინა სისტემატური ცემა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ--------------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 იანვრიდან, 2018 წლის 13 იანვრის ჩათვლით, თ--–----------------------–---------–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ--------------------–---–ი მამას - შ-----–--------------–---–ს, დედას - ზ------------------–---–სა და შვილს - ა---------------–---–ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც შ-----–--------------–---–ი, ზ------------------–---–ი და ა---------------–---–ი, მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას. 2018 წლის 13 იანვარს ზ------------------–---–ი და ა---------------–---–ი გაერიდნენ გ--------------------–---–ს და წავიდნენ ქ. რ-------–-, ხოლო შ-----–--------------–---–ის მიმართ აღნიშნული ფსიქოლოგიური ძალადობა გ--------------------–---–ის მხრიდან გაგრძელდა 2018 წლის 17 იანვრამდე.
2018 წლის 07 იანვარს, 2018 წლის 13 იანვარსა და 2018 წლის 17 იანვარს, თ--–----------------------–---------–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ--------------------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ხელებითა და ფეხებით, თავისა და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - შ-----–--------------–---–ს. სისტემატური ცემის შედეგად შ-----–--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------------------–---–მა, რომელმაც ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ არასაპატიმრო სახის სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის მითითებით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშულის ხასიათსა და სიმძიმეს. სასამართლომ არ გაითვალისიწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, იგი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მის მიმართ არ არის გამოვლენილი. დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ პირველი ისნტანციის სასამართლომ დაარღვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, ვინაიდან მსჯავრდებულს სასჯელი განუსაზღვრა არა მისი პროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, არამედ ოჯახური ძალადობის შემთხვევებისადმი არსებული ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე. სააპელაციო საჩივრით ასევე მოთხოვნილია დაზარალებულთა პოზიციის გათავლისწინებაც, რომლებსაც გ--------------------–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ--------------------–---–მა და ადვოკატმა მ---------------–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ გ--------------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეთა ჩვენებებს, დაზარალებულის ჩვენებას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ--------------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს დანიშნული სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
მოცემულ შემთხვევაში პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას - მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას სრულად იქნა გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და მსჯავრდებულის პიროვნება. ყოველივე აღნიშნულისა და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, ხასიათის, მისი ინტენსივობის და მართლსაწინაარმდეგო შედეგის გათავლისწინებით, სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მხოლოდ მსჯავრდებულის მიმართ არსებული შემამსუბულებელი გარემოებები და სააპელაციო სასამართლოში გაცხადებული დაზარალებულთა პოზიცია, განსახილველ შემთხვევაში, ვერ გადაწონის იმ საზოგადოებრივ ინტერესს და მიზანს, როგორიცაა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის კერძო და ზოგადი პრევენცია.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის მოსაზრებას სასჯელის ინდივიდუალიზაციის პირიციპის დარღვევასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასჯელის მიზანს წარმოადგენს როგორც დამნაშავის რესოციალიზაცია, ასევე, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. შესაბამისად, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის ოჯახური ძალადობის გახშირებული შემთხვევების თავიდან აცილების და მსხვერპლთა დაცვის ერთ-ერთი გზა. ადეკვატური სასჯელი მოძალადეზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა, რათა მან შეიგნოს მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობა და განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამდენად, პალატის შეფასებით, გ--------------------–---–ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით გამოყენებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, არის სამართლიანი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას და მისი შემსუბუქების, პირობით მსჯავრად ჩათვლის ან სასჯელის სახის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--------------------–---–ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი;
გ--------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ--------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: საქმეზე ამოღებული სისხლის ნიმუშები და სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს, ხოლო ქურთუკი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე