განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
330100117002201894
ინსტანცია
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002201894

საქმე №1ბ/313-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ა------–----ე.

სტაჟიორ-პროკურორი: გ-----------------ე.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ო---------–-ა, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: თბ--–--------------–----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------------.

 

ადვოკატი: გ--–--------–--–---–ი.

 

თარჯიმანი:ი----------–---ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ო---------–-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. აპელანტის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა სწორად შეფასებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ხარვეზებზე, რომლის თანახმად ირიბი ჩვენებების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ამავდროულად აღნიშნავს, რომ გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება დასაშვებია. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულს განცდილ ტკივილთან დაკავშირებით არ მიუცია ჩვენება (რადგან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე), ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ დაზარალებულის სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი. დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას - არაერთი დარტყმის სახით, აღიარებს ბრალდებულიც, ხოლო განხორციელებული ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, უნდა შეფასდეს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით. ის რომ მ----------–---მა თითოეული დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი, ამის თაობაზე მყისიერად მისულ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელებს განუცხადა. ამასთან, ლოგიკურია, რომ თმებში ხელის ჩავლება, ხელის არაერთი დარტყმა სახის არეში, (ჰემატომა და თავის ტვინის შერყევა), ფიზიკური ტკივილის გამომწვევია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ო---------–-ას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ო---------–-ას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ითხოვა მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც გამართლებულის ო---------–-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა ო---------–-ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

ბრალდების არსი:

2017 წლის 06 ნოემბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ო---------–-ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 05 ნოემბერს, ღამის საათებში, ო---------–-ა მეუღლესთან - მ----------–---თან ერთად, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში, ს-------------------------------ში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლე - მ----------–---ზე, რა დროსაც ცემა იგი, კერძოდ თმები მოქაჩა და ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით, ო---------–-ა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ----------–---მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულ ო---------–-ას მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 05 ნოემბერს მეუღლე მ----------–---თან მოუვიდა კონფლიქტი, ამ უკანასკნელის მხრიდან ღალატის გამო, რისი დამადასტურებელი ვიდეო მასალაც ჰქონდა მოპოვებული. რის შემდეგაც მეუღლეს მოსთხოვა სახლიდან წასვლა. ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულმა მ----------–---მა, რომელსაც ჰყავდა რამდენიმე საყვარელი, მოითხოვა ბავშვის სახლიდან წაყვანა, რაზეც ო---------–-ა გაღიზიანდა შელაპარაკებისას ხელი მოკიდა მ----------–---ს მხრებში, შეანჯღრია და რამდენჯერმე მსუბუქად გაარტყა.

 

მოწმე ს-----–--------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ძიძად მუშაობდა ო---------–-ას ოჯახში, რა დროსაც რამდენჯერმე შეესწრო ო---------–-ას და მ----------–---ს შორის მომხდარ კონფლიქტს, რაც შემოიფარგლებოდა მხოლოდ კამათით. ზუსტი დრო არ ახსოვს, იგი იმყოფებოდა ო---------–-ას ოჯახში და აძინებდა ბავშვს, რა დროსაც მისაღები ოთახიდან შემოესმა კამათის ხმა. იგი შევიდა ოთახში და დაინახა საწოლზე მჯდომი ო---------–-ა, რომელიც ეუბნებოდა ცოლს აეღო მისი ნივთები და წასულიყო სახლიდან, ხოლო მობილურ ტელეფონში აჩვენებდა ვიდეოს და ეუბნებოდა „ამას რატომ მიკეთებ, რატომ მღალატობო“. მ----------–---მა დაიწყო ნივთების ჩალაგება. ამასთან, მოითხოვა ბავშვის წაყვანა. აღნიშნულზე ო---------–-ამ განუცხადა უარი, რადგან მ----------–---ი ვერ შეძლებდა ბავშვისთვის ყურადღების მიქცევას. მეუღლის მოთხოვნით გაღიზიანებულმა ო---------–-ამ მ----------–---ს მოქაჩა თმა და გაარტყა ხელი, მაგრამ არა ისე ძლიერ, რომ ტვინის შერყევა გამოეწვია. მოწმის განმარტებით, მ----------–---ი აცხადებდა, რომ არ ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. მოწმის განმარტებით, მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, მ----------–---ი დაეცა სამზარეულოში, რის შემდგომაც ჰქონდა თავის ტკივილები და დასჭირდა ცივი საფენების დადება, თუმცა იგი გამოკვლევაზე ექიმთან არ მისულა.

 

მოწმე ა-–---------------–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 05 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით და მეწყვილე ზ---------------–-–---–თან ერთად გამოცხადდა თბილისში, ს-------------------------------ში, სადაც იმყოფებოდა დაზარალებული მ----------–---ი, რომელსაც სახის არეში აღენიშნებოდა შეშუპება და სიწითლე. დაზარალებულის განმარტებით აღნიშნული გამოწვეული იყო ო---------–-ას მიერ ცემის შედეგად, რასაც ადასტურდება ოჯახის ძიძაც. მ--- ხ-----–---ის მოთხოვნით, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისვლის მომენტში ბრალდებულის მხრიდან მეუღლის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე ზ---------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 5 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ იქნა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. მეწყვილე ა-–---------------–--–--ესთან ერთად გამოცხადდა ს-------------------------------ში, სადაც დაზარალებულმა მ----------–---მა განუცხადა, რომ მეუღლე - ო---------–-ამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს სახის არეში აღენიშნებოდა შეშუპების და სიწითლის კვალი და იტკიებდა თავს, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ადგილზე იმყოფებოდა ოჯახის ძიძა, რომელიც ადასტურებდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

 

ექსპერტ გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის N1----ის ქსეროასლის ჩანაწერის მიხედვით, მოქ. მ----------–---ს 2017 წლის 05 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზირებული იქნა შპს „ამტელ ჰოსპიტალის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში“ დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმა. Y33-სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული სქემატური გამოსახულების მიხედვით, მოქ. მ----------–---ს თავის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა. წარდგენილი თბილისის შპს „ამტელ ჰოსპიტალსის პირველი კლინიკური საავადმყოფო“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6----ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N6----ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქ. მ----------–---ი ზემოაღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას იტარებდა 2017 წლის 05 ნოემბრის 02:04 საათიდან - 16:00 საათამდე, დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არ არსებობის გამო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ო---------–-ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, 2017 წლის 05 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ოქმი ალკოტესტით შემოწმების შესახებ, შემაკავებელი ორდერის ოქმები, მოწმე უ-----------–---–ის დაკითხვის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტები მ----------–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ქორწინების აქტის ჩანაწერი, დაბადების აქტის ჩანაწერი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ო---------–-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც გამოძიების ეტაპზე ადასტურებდა ო---------–-ას მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს, იყო დაზარალებულ მ----------–---ის მიერ მიცემული ჩვენება. თუმცა დაზარალებულმა მ----------–---მა სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით დასჯადია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ო---------–-ას მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი თუ რა ვითარებაში მიიღო მ----------–---მა დაზიანება და საერთოდ განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის დროს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია. პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მ----------–---ის სამედიცინო დოკუმენტაციაში, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნულია, რომ მ----------–---ს თავის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა. დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი, თუმცა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------ემ მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა ემყარებოდა მხოლოდ იმ სამედიცინო დოკუმენტებს, რაც წარედგინა ექსპერტიზის ჩასატარებლად. მანვე განმარტა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე თავის ტვინის შერყევის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია. პალატა ყურადღებას ამახვილებს ექსპერტის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არ არსებობის გამო შეუძლებელია მ----------–---ის თავის არეში ჰემატომას სახით არსებული დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა. 2017 წლის 05 ნოემბერს, მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტს შეესწრო ოჯახის ძიძა - ს-----–--------------ა, რომელმაც მართალია დაადასტურა ო---------–-ას მხრიდან მ----------–---ზე ხელის გარტყმის ფაქტი, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული არ იყო იმ სიძლიერის, რომ გამოეწვია მ----------–---ზე არსებული დაზიანებები, რის გამოც დაზარალებული არ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. მ----------–---ზე არსებულ დაზიანებასთან მიმართებით, მოწმე უთითებს მოცემულ კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მ----------–---ს მოწმენდილ იატაკზე აუსრიალდა ფეხი და დაარტყა თავი, რის შემდეგაც აწუხებდა თავის ტკივილები, თუმცა ექიმთან გამოკვლევაზე არ ყოფილა. პალატა განმარტავს, რომ მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მიყენებულ დაზიანებასთან და ტკივილის განცდასთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული მ----------–---ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

ამასთან, პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ო---------–-ას ბრალეულობას და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ო---------–-ას მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და ინფორმაციას ფლობენ მ----------–---ისგან, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო ბრალდების მხარის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ო---------–-ას მიერ განხორციელებული ქმედებით, ნამდვილად განიცადა თუ არა ტკივილი მ----------–---მა. პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ო---------–-ას ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო---------–-ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი ო---------–-ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ო---------–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ო---------–-ას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო – გაუქმდეს და საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

ო---------–-ას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე