განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820217718002362715
საქმე №2/ბ-366
განჩინება
საქართველოს სახელით
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
20 აპრილი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი : კ--- ვ-----, ე-–----- ვ-----, მ---- ვ----- (ე-------)
მოწინააღმდეგე მხარე: გ------- ჯ---–------
მოწინააღმდეგე მხარე: ს----------–-----------–----------------------------–---------------–----------
დავის საგანი: სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების
დასკვნებზე მითითება
2018 წლის 21 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს კ--- ვ-----მ, მ---- ვ-----მ (ე-------), ე-–----- ვ-----მ და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული N 8----------------- სააღსრულებო ფურცლის და მის საფუძველზე დაწყებული ს----------–-----------–----------------------------–---------------–----------ს N A----------------- საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვეს.
განმცხადებელთა განმარტბით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსღულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აპრილის NA--------------- განკარგულების საფუძველზე, მ------ ა------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი რაიონი სოფ. სარფი, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 2------------ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 568 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი 285,14 კვ/მ შენობა-ნაგებობა, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით, კრედიტორ ნ---- ო--–---–-- (პ/ნ-----------) სასარგებლოდ, კ--- ვ------, ე-–----- ვ------ და მ---- ვ------ (ე-------ს) ვალის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 24 აპრილის პირველი განმეორებით აუქციონის საფუძველზე, მესაკუთრე გახდა გ------- ჯ---–------ (პ/ნ-----------).
გ. ჯ---–------მ, ზემოთ ხსენებულ უძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების მოპოვების შემდგომ, მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, უკანონოდ მცხოვრები პირების ბინიდან გამოსახლება, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, რაზედაც 2016 წლის 30 აგვისტოს მათსა და გ------- ჯ---–------ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმადაც მოპასუხეებს, უძრავი ქონების გამოსასყიდად, მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 140 000 (ასორმოცი ათასი) ამ----კული დოლარი, ხუთ ეტაპად.
მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნა მორიგების პირობების შესრულება, კრედიტორის მიერ უკანონოდ იქნა გაზრდილი უძრავი ქონების ღირებულება და მოითხოვა დამატებით თანხები.
გარდა ამისა, მორიგებით დასრულებულ საქმეზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, რომლის აღსრულებით დაირღვევა მათი უფლება, ვინაიდან, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს ხანდაზმული პენსიონერი ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვი მ--- ვ-----.
იმის გათვალისწინებით, რომ მათი მხრიდან დაფარულია ვალდებულება, უმოკლეს პერიოდში აპირებენ სასამართლოში სარჩელი აღძვრას ქმედების დავალდებულების მოთხოვნით, იმ შემთხვევაში, თუ კი მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, მოესპობათ მათ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა, რის გამოც, აუცილებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით, კ--- ვ------, ე-–----- ვ------ა და მ---- ვ------ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გ------- ჯ---–------ს (პ/ნ 2----------) აეკრძალა, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ხ--–------------------–--------ი, 568.00 კვ. მეტრი მიწის ფართის და 285.14 კვ მეტრი შენობა- ნაგებობის (საკადასტროკოდი 2------------.) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული N8----------------- სააღსრულებო ფურცლის და მის საფუძველზე დაწყებული ს----------–-----------–----------------------------–---------------–----------ს N A----------------- საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ, განსაკუთრებულ, არაორდინალურ შემთხვევებში უნდა მოხდეს, რაც გათვალისწინებულია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 31-ე და 36-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
განმცხადებელმა აღსრულების შეჩერება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ სახლში ცხოვრობს ხანდაზმული პენსიონერი ადამიანი და მცირეწლოვანი ბავშვი მ--- ვ-----. შესაბამისად, კრედიტორის უკანონო მოქმედებით და სააღსრულებო წარმოებით ირღვევა მათი უფლებები.
სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაუშვებელია, მხოლოდ განმცხადებლის ინტერესებს მიენიჭოს გაუმართლებელი უპირატესობა. განცხადების განხილვისას დაცული უნდა იქნას მოწინააღმდეგე მხარის ინტერესიც. ნებისმიერი პირს შეუძლია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. თუ სასამართლო განცხადების გადაწყვეტისას არ მოითხოვს დასაბუთების მაღალ სტანდარტს, არ გაითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესს და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, მაშინ ყველა განცხადება დაკმაყოფილდება, რასაც მოყვება ის, რომ კრედიტორი ვეღარ მიიღებს იმ სიკეთეს, რასაც გარიგების დადებისას გეგმავდა.
აღსრულების უპირობო შეჩერება შეაფერხებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს კრედიტორის ინტერესებზე, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა ინტერესების მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს.
სასამართლომ, ორივე მხარის ინტერესთა ბალანსის დაცვისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მიიჩნია, რომ გ------- ჯ---–------ს უნდა აეკრძალოს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 2------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო აღსრულების წარმოების შეჩერებაზე განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას.
აღნიშნულ განჩინებაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივარი წარადგინეს კ--- ვ-----მ, ე-–----- ვ-------, მ---- ვ-----მ (ე-------) და მისი გაუქმება მოითხოვეს.
საჩივრის ავტორთა განმარტებით, სასამართლომ თავისი განჩინებით რეალურად მოუსპო განმცხადებლებს უფლება იცხოვრონ და ისარგებლონ კუთვნილი ქონებით დავის განმავლობაში. მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ამა წლის 26 მარტს განხორციელდება აღსრულება, რაც შემდგომში, მათ სასიკეთოდ დავის გადაწყვეტის შემთხვევაში მიაყენებთ ზიანს.
ამდენად, მიღებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და N8----------------- სააღსრულებო ფურცლის და მის საფუძველზე დაწყებული ს----------–-----------–----------------------------–---------------–----------ს N A----------------- საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს კ--- ვ-----მ, მ---- ვ-----მ (ე-------), ე-–----- ვ-----მ და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული N 8----------------- სააღსრულებო ფურცლის და მის საფუძველზე დაწყებული ს----------–-----------–----------------------------–---------------–----------ს N A----------------- საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვეს.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით, კ--- ვ------, ე-–----- ვ------ა და მ---- ვ------ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გ------- ჯ---–------ს (პ/ნ 2----------) აეკრძალა, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ხ--–------------------–--------ი, 568.00 კვ. მეტრი მიწის ფართის და 285.14 კვ მეტრი შენობა- ნაგებობის (საკადასტროკოდი 2------------.) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული N 8----------------- სააღსრულებო ფურცლის და მის საფუძველზე დაწყებული ს----------–-----------–----------------------------–---------------–----------ს N A----------------- საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივარი წარადგინეს კ--- ვ-----მ, ე-–----- ვ-------, მ---- ვ-----მ (ე-------) და მისი გაუქმება მოითხოვეს.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია გადაუდებელ შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აღსრულება, რომლის შეჩერებასაც განმცხადებელი ითხოვს, მიმდინარეობს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონება, მდებარე ხ--–-----------------------------------------–-------------------–-) ს/კ N------------ მესაკუთრე გ------- ჯ---–------ს უნდა ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
განცხადების შინაარსით დგინდება, რომ სამომავლო სარჩელის საგანია, ქმედების დავალდებულება, რაც გამოწვეულია კრედიტორის უკანონო მოქმედებებით, თუმცა მითითებული არ არის კონკრეტულად რა მოქმედების დავალდებულებას ითხოვენ მომავალი მოსარჩელეები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება ბუნდოვანია, არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, რაც გამორიცხავს სარჩელის უზრუნველყობის მიზნით, სააღსრულებო წარმოების შეჩერების გამოყენების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული შემთხვევა, როცა შესაძლებელია სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
მითითებული საფუძვლით მოთხოვნა წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, ამ მოტივითაც კ--- ვ------, ე-–----- ვ------ა და მ---- ვ------ განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, კ--- ვ------, ე-–----- ვ------ა და მ---- ვ------ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ--- ვ------, ე-–----- ვ------ და მ---- ვ------ (ე-------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე