განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310017001716509 (3/ბ-462-17 წელი)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები (მოპასუხეები) – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – თ----- ნ--------ე, კ--------–-–---–ი
მოპასუხე - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილბა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; თ----- ნ--------ისა და კ--------–-–---–ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 17 იანვარს თ----- ნ--------ემ და კ--------–-–---–მა სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო მიმართ და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი:
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, 2016 წლის 1-----------ის, N 0------ მიმართვა;
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, 2016 წლის 1-----------ის, რიგგარეშე სხდომაზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილება, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ საკითხის მომზადებულად ჩათვლის და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენის ნაწილში;
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2016 წლის 2-----------ის რიგგარეშე სხდომაზე მიღებული განკარგულება, ოზურგეთის მერისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის ნაწილში;
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 2-----------ის N-- განკარგულება;
-
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოქალაქემ განცხადებით მიმართა ქ.ოზურგეთის მერს და მოითხოვეს ოზურგეთში ა----–----–---–--ის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონებიდან ს/კ. 2-----------, 310 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა, თავის მხრივ ოზურგეთის მერმა მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა თანხმობის მიცემა ქონების პირდაპირი წესით განკარგვაზე. 1-----2016 წელს ჩატარდა ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა (ოქმი N--), რომელმაც საკითხი ყოველგვარი შესწავლის გარეშე წარუდგინა ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელმაც 2----.2016 წლის სხდომაზე მიიღო განკარგულება და მერს მისცა თანხმობა პირდაპირი განკარგვის წესით გაეცა მუნიციპალიტეტის ქონება.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე მოხდა პარკის ტერიტორიის განკარგვა, საგულისხმოა ისიც, რომ საქმესთან დაკავშირებით არც ერთ დოკუმენტში არ მიეთითა, რომ ხდებოდა საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი საჯარო სივრცის - პარკის ტერიტორიის განკარგვა, სადაც შემდგომში შენობა უნდა აშენებულიყო.
მოპასუხეების ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით თ----- ნ--------ისა და კ--------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, - ბათილად იქნა ცნობილი:
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის რიგგარეშე სხდომაზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილება, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ საკითხის მომზადებულად ჩათვლის და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენის ნაწილში;
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2-----------ის რიგგარეშე სხდომაზე მიღებული განკარგულება, ოზურგეთის მერისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 2-----------ის N-- განკარგულება.
ამავე გადაწყვეტილებით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისრა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, 2016 წლის 1---------ერს მიმართა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი N 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გაცემაზე თანხმობის მიცემა ითხოვა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N--- რიგგარეშე სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ბიუროს სხდომაზე დაისვა საკითხი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი N 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გაცემაზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ, თუმცა მსჯელობისას, ბიუროს წევრებმა იმსჯელეს სანაგვე მანქანების და ურნების საჭიროებაზე და დაადგინეს საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა. აღნიშნული ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ სხდომას არ ესწრებოდნენ თ. ს--–------ე და თ. ნ--------ე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N--- რიგგარეშე სხდომის ოქმში (ხელნაწერი), აღნიშნულია, რომ ბიუროს სხდომაზე დაისვა საკითხი, სანაგვე მანქანების და ურნების შეცვლის შესახებ, ასევე განიხილეს ჩაის სახლის აშენების საკითხი. აღნიშნული ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ ბიუროს წევრებს არ უმსჯელიათ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1-----------ის N 0------ მიმართვაზე, რომლითაც ითხოვდა თანხმობას, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გაცემაზე. ხელნაწერი ოქმი დამოწმებულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბეჭდით და დასმულია წარწერა „ასლი დედანთან სწორია“. ოქმში მითითებული არ არის იმ პირთა ვინაობა, რომლებიც არ ესწრებოდნენ ბიუროს სხდომას.
2017 წლის 2--------ის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N- სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ზ.შ--–-----–---–მა ითხოვა 2016 წლის 1-----------ის ბიუროს რიგგარეშე სხდომის N-- ოქმში ტექნიკური შეცდომის შესწორების ნებართვა ხელნაწერი ოქმის მიხედვით, რაზეც მიიღო ბიუროს წევრების თანხმობა.
ტექნიკური შეცდომის გასწორების შემდეგ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომის ოქმში მიეთითა ბიუროს წევრების მხრიდან, ოზურგეთის მერისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვაზე. ოქმში მითითებულია, რომ სხდომას არ ესწრებოდნენ თ. ს--–------ე, ნ. გ-------ე და თ. ნ--------ე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2-----------ის N-- რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ მიიღო განკარგულება, ოზურგეთის მერისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით განკარგვაზე, თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 2-----------ის N-- განკარგულებით, თანხმობა მიეცა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით განკარგვაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54.1 მუხლზე, რომლის „დ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში, საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის დროს, ვალდებული იყო მიემართა საკრებულოსათვის, ქონების განკარგვაზე თანხმობის მისაღებად, რაც განახორციელა 2016 წლის 1-----------ის N 0------ მიმართვით. ამდენად, მიმართვა შედგენილია რა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და უფლებამოსილი პირის მიერ, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 27.1 მუხლით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო: ა)ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს; გ) განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა შინაარსის, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომის ოქმი.
პირველი ოქმის მიხედვით ირკვეოდა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომაზე, ბიუროს წევრებს არ უმსჯელიათ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გაცემაზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე.
მეორე, ხელნაწერი ოქმის მიხედვით ასევე, დგინდებოდა, რომ დასახელებულ საკითხზე ბიუროს წევრებს არ უმსჯელიათ.
მესამე, უკვე შესწორებული ოქმის მიხედვით, რომელიც ხელნაწერი ოქმის საფუძველზე გასწორდა, ირკვეოდა, რომ ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1-----------ის N 0------ მიმართვაზე და დაადგინეს საკითხის საკრებულოზე გატანა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ N-- ოქმის პირველ და მესამე ვარიანტში, განსხვავებულად იყო მოცემული ინფორმაცია იმ წევრების შესახებ, რომლებიც არ ესწრებოდნენ სხდომას, ხოლო მეორე (ხელნაწერ) ოქმში, დამსწრე პირების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იყო მოცემული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო იმ გარემოების დადგენა, იმსჯელა თუ არა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომაზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1-----------ის N 0------ მიმართვაზე. რაიონულმა სასამართლო ასევე მიუთითა, რომ 2017 წლის 2--------ის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N 2 სხდომის მიხედვით დგინდებოდა, რომ ზ. შ--–-----–---–მა ითხოვა 2016 წლის 1-----------ის ბიუროს რიგგარეშე სხდომის ოქმი N----ში ტექნიკური შეცდომის შესწორების ნებართვა ხელნაწერი ოქმის მიხედვით, რაზეც მიიღო ბიუროს წევრების თანხმობა, თუმცა, ხელნაწერი ოქმი არ შეიცავდა იმ ტექსტს, რომელიც საბოლოოდ აისახა N-- ოქმში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59.1 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომის ოქმში შეტანილი ცვლილება არ წარმოადგენს ტექნიკური უზუსტობის გასწორებას, რადგან მთლიანად შეიცვალა, ოქმის შინაარსი, რომელიც არ იყო თანხვედრაში თავდაპირველ და ხელნაწერ ოქმებში მოცემულ შინაარსთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომაზე, ბიუროს წევრებს არ უმსჯელიათ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1-----------ის N0------ მიმართვაზე და არ მიუღიათ გადაწყვეტილება, საკითხის საკრებულოზე გატანის შესახებ. ამდენად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2016 წლის 2-----------ის N-- რიგგარეშე სხდომაზე არ იყო უფლებამოსილი მიეღო განკარგულება, ოზურგეთის მერისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის შესახებ, რადგან საკითხი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე არ განხილულა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით თ----- ნ--------ის და კ--------–-–---–ის სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
აპელანტების განმარტებით, რაიონულიმა სასამართლომ გამოიყენა ის კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ვერ შეაფასა სამართლებრივი თვალსაზრისით ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის რიგგარეშე სხდომის N-- ოქმი, რადგან ჩათვალა, რომ შეტანილი ცვლილება არ წარმოადგენდა ტექნიკური უზუსტობის გასწორებას, თუმცა ნათელია, რომ ბიუროს სხდომაზე აღნიშნული საკითხი დაისვა განსახილველად, რასაც ადასტურებს თავდაპირველი ბიუროს ოქმი და ასევე ხელნაწერიც, რომელიც თანხვედრაშია შესწორებულ და ხელნაწერ ოქმებში მოცემულ შინაარსთან. ბიუროს სხდომის ოქმის სიზუსტის დასადგენად, სასამართლო თავის მსჯელობაში ერთმანეთს ადარებს ბიუროს N-- სხდომის ოქმს, ხელნაწერ ოქმს და ამავე ოქმის შესწორებულ, საბოლოო ვერსიას, რაც არ არის სწორი, რადგან სასამართლოს თავის მსჯელობაში, ოქმში ასახული საკითხების, არსებულ რეალობასთან შესაბამისობის საკითხის კვლევისას უნდა ემსჯელა და ერთმანეთისთვის შეედარებინა ხელნაწერი ოქმი და N-- ოქმის შესწორებული საბოლოო ვერსია. ვინაიდან თავდაპირველი ოქმი იმთავითვე ტექნიკურ უზუსტობას შეიცავდა და იგი შესწორებულ იქნა და ხელნაწერ ოქმს არ უნდა შედარებოდა. სხდომის ფაქტობრივ რეალობას ასახავს ხელნაწერი ოქმი, რომლის გათვალისწინებითაც საკრებულოს ბიურომ გამოსცა შესწორებული საოქმო ჩანაწერი. ფაქტობრივად გვაქვს ორი მოცემულობა ერთის მხრივ, ტექნიკური უზუსტობით გამოცემული ოქმი და მეორეს მხრივ ხელნაწერი და შესწორებული ოქმი. რომელთა ერთმანეთთან დაპირისპირება რათქმაუნდა არასწორ წარმოდგენას შექმნის. ბიუროს სხდომის მიმდინარეობა სრული სიზუსტით ასახულია შესწორებულ ვარიანტში და სწორედ ამ ოქმს უნდა დაყრდნობოდა სასამართლო თავის მსჯელობაში გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად ოქმის შინაარსი არ შეცვლილა და საქმე გვაქვს ტექნიკურ უზუსტობასთან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ოზურგეთის რაიონული 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (16/12/2016 - 21/12/2016 მოქმედი რედაქცია) 54.1 მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში, საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წლის 1---------ერს მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ს/კ 2----------- – 310 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის გაცემა ითხოვა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 107.1 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა: ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა; ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა; ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო: ა) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს; გ) განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 6 887.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2-----------, რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს. ფ. 16).
2016 წლის 03 დეკემბერს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა მოქალაქე ნ------------------ემ (ს.ფ. 15) და მოითხოვა ქ. ოზურგეთში, ა----–----–---–--ის ქუჩაზე მდებარე N 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 6 887 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 310 კვ.მ.-ის, 45 წლით ვადით, აღნაგობის უფლებით გადაცემა ჩაის სახლის მშენებლობისთვის.
ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბ---–------------ემ 1-----2016 წლის N0------ მომართვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გ--–--------–--ეს გადაუგზავნა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი სსიპ თვითმმართველი ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში ა----–----–---–--ის ქუჩაზე მდებარე N------------ მიწის ნაკვეთიდან 310 კვ.მ.-ის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, 45 წლის ვადით გაცემის შესახებ, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე (ს.ფ. 20-21).
2016 წლის 1------------ს შედგა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა (ოქმზე ასევე დასმულია სხვა თარიღი 2----.2016 წ) (ს.ფ. 22-24)). სხდომის ოქმში მითითებულია, რომ მესამე საკითხად განიხილეს ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილის 310 კვ.მ.-ის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქ.ოზურგეთის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი (მომხსენებელი გ--–--------–--ე, თანამომხსენებელი მ----- წ--–----ე). ოქმში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე მომხსენებელმა გ.ხ------–---–მა (რომელიც, ოქმის მიხედვით, სხდომაზე დამსწრე პირების ჩამონათვალში არ არის მოხსენიებული (დამსწრეებად მითითებულნი არიან: გ.კ-----–--ე, ლ.თ----ე, ლ.ბ-----ა, ნ.ტ-------ე, მ.მ---------–--ე, ი.ს------, ნ.ო-------–--ე, კ.კ-----ე) განმარტა წარმოდგენილი პროექტი. ოქმში აღნიშნულია, რომ აზრი გამოთქვა გ.კ-----–--ემ - ,,1999 წლიდან სანაგვე მანქანები არ შეცვლილა, ფაქტიურად მანქანები არ გვყავს, საჭიროა ახალი მანქანებისა და ურნების შეძენა’’. ოქმში მითითებულია: „დაადგინეს: საკითხი დასამტკიცებლად გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე, - დამტკიცდა ერთხმად. საკრებულოს სხდომა ჩატარდება 2016 წლის 2------------ს“ (ს.ფ. 23).
საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 2-----------ით დათარიღებული ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ოქმი N-- (ს.ფ. 26-31), სადაც მე-4 საკითხად მითითებულია თვითმმართველი ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში, ა----–----–---–--ის ქუჩაზე მდებარე 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 310 კვ.მ.-ის პირდაპირი განკარგვის წესით (აღნაგობის უფლებთ) 45 წლის ვადით გაცემის შესახებ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი (მომხსენებელი გ--–--------–--ე, თანამომხსენებელი მ----- წ--–----ე). მომხსენებელმა მ.წ--–----ემ განმარტა წარმოდგენილი პროექტი. სხდომაზე დამსწრენი მიუთითებენ, რომ აღნაგობის უფლების გადასაცემი მიწის ნაკვეთი არის სკვერის ტერიტორია, თუმცა ამ სტატუსით რეგისტრირებული არ არის. სხდომაზე დამსწრე ქ.ოზურგეთის მერი ბ.ს-------ე მხარს უჭერს, რომ შადრევნის (ოქმის მიხედვით „ფანტანის“) ადგილას, რომელიც ნაგავსაყრელად არის ქცეული, ჩაის სახლის აშენებას, რა მიზნითაც განცხადებელი ნ.გ--------- ითხოვს მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემას. ოქმში აღნიშნულია, რომ სხდომამ დაადგინა: „დამტკიცდეს განკარგულება, 9 ხმით. წინააღმდეგი: თ.ნ--------ე, ლ.მ---–--ე, ნ.შ----–----ე, გ.ძ----------–---–ი, ნ.ო-------–--ე, ნ.ტ-------ე.
2016 წლის 2-----------ის N-- განკარგულებით თანხმობა მიეცა ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს სსიპ თვითმმართველი ქ.ოზურგეთის საკუთრებაში არსებული ქონებიდან, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6 887 კვ.მ. მიწის ფართობიდან (მდებარე ქ.ოზურგეთი, ა----–----–---–--ის ქუჩა ს/კ. 2-----------) 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობით (სარგებლობის უფლებით) 45 წლის ვადით, გაცემის შესახებ (ს.ფ. 32-33).
საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 2--------ის ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის N- ოქმი, რომელშიც ბოლო საკითხად (ნომერი არ იკითხება) (ს.ფ. 103) მითითებულია, რომ ზ.შ--–-----–---–მა ითხოვა 2016 წლის 1-----------ის ბიუროს რიგგარეშე სხდომის N-- ოქმში ტექნიკური შეცდომის შესწორების ნებართვა ხელნაწერი ოქმის მიხედვით, რაზედაც მიიღო ბიუროს წევრების თანხმობა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ 2-----2017წ N- ოქმიდან არ ირკვევა ზ.შ--–-----–---–ი, რომელმაც 1-----2016 წლის ბიუროს სხდომის N-- ოქმში შეცდომის შესწორება მოითხოვა, ესწრებოდა თუ არა 2-----2017 წ. სხდომას, როგორც N- ოქმშია მითითებული, სხდომას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე - გ.კ-----–--ე, კომისიების თავმჯდომარეები: ი.ს------, ლ.ბ-----ა, ნ.ტ-------ე, მ.მ---------–--ე, ფრაქციების თავმჯდომარეები: ნ.ო-------–--ე, თ.ნ--------ე. სხდომას არ ესწრებოდნენ: თ.ს--–------ე, ნ.გ-------ე, ლ.თ----ე, კ.კ-----ე.
საქმეში წარმოდგენილია 1-----2016 წ. ხელნაწერი ოქმი N--, რომელშიც არ არის აღნიშნული ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირები. ოქმში აღნიშნულია: - ,,დაადგინეს: საკითხი განსახილველად გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე. დამტკიცდა ერთხმად’’.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ N-- ოქმს (ს.ფ. 95-97), რომელიც როგორც ირკვევა, უკვე შესწორებულია ხელნაწერი ოქმის შესაბამისად, რაზედაც საკრებულოს ბიურომ 2-----2017 წ. მიიღო გადაწყვეტილება (ს.ფ.103). შესწორებულ ოქმში ჩამოთვლილია დამსწრე პირები. თუ ჩავთვლით, რომ ბიუროს სხდომაზე 2016 წლის 1------------ს შედგენილი ავთენტური დოკუმენტი არის ხელნაწერი ოქმი N--, მასში არ არის მითითება დამსწრე პირებზე. შესაბამისად, შესწორებულ N-- ოქმში, რომელიც ნაბეჭდი სახით არის წარმოდგენილი საქმის ფურცელ 95-97-ზე, დამსწრე პირების მითითება სინამდვილესთან შეუსაბამოა.
საგულისხმოა ისიც, რომ 2016 წლის 2------------ს საკრებულომ მისცა თანხმობა მერს მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვაზე და ამის შემდეგ, 2017 წლის 2---------ს შეიტანა ბიუროს სხდომის ოქმში (საკითხის მომზადებულად ჩათვლისა და მისი საკრებულოს სხდომაზე გატანის შესახებ) შესწორება, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
სასამართლო კოლეგიის აზრით, მართებულია რაიონული სასამართლოს შეფასება, რომ საქმეში წარმოდგენილია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომის სამი სხვადასხვა შინაარსის ოქმი.
პირველი ოქმის მიხედვით (ნაბეჭდი სახით) ირკვევა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომაზე, (რომელსაც ასევე აქვს მეორე ტარიღი 2----.2016წ) ბიუროს წევრებს არ უმსჯელიათ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გაცემაზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე.
მეორე, ხელნაწერი ოქმი არ შეიცავს მონაცემებს ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების შესახებ და შესაბამისად, დასახელებულ საკითხზე ბიუროს წევრებს არ უმსჯელიათ.
მესამე, უკვე შესწორებული ოქმის (ნაბეჭდი სახით) მიხედვით, რომელიც ხელნაწერი ოქმის საფუძველზე გასწორდა, ირკვევა, რომ ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1-----------ის N 0------ მიმართვაზე და დაადგინეს საკითხის საკრებულოზე გატანა, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელნაწერი ოქმი (რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს N-- ოქმის შესწორებული ვარიანტი) არ შეიცავს მითითებას ბიურს წევრების სხდომაში მონაწილეობისა და მათი მონაწილეობით საკითხის განხილვის შესახებ.
ამდენად, შეუძლებელია იმ გარემოების დადგენა, იმსჯელა თუ არა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომაზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1-----------ის N 0------ მიმართვაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის N-- რიგგარეშე სხდომის ოქმში შეტანილი ცვლილება არ წარმოადგენს ტექნიკური უზუსტობის გასწორებას, რადგან მთლიანად შეიცვალა, ოქმის შინაარსი, რომელიც არ არის თანხვედრაში თავდაპირველ და ხელნაწერ ოქმებში მოცემულ შინაარსთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თითეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 34-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროის და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. სარჩელი გადაუდებელია უცილებლობისას ჩატარებული სხდომის, ასევე სხდომის დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლოს უნდა წარუდგინოს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესით დარღვევის ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 851.1 მუხლით, მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელონ ღონისძიებები თავიანთი საქმიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებისათვის. 851.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, გამოაქვეყნონ ან/და საჯაროდ გამოაცხადონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე მთავრობის სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში. 851.4 მუხლით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს შეფასებას, რომ სარჩელით სადავო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2016 წლის 1-----------ის რიგგარეშე სხდომის საოქმო გადაწყვეტილება, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2-----------ის რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილება ოზურგეთის მერისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი 2-----------, 310 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის 45 წლის ვადით აღნაგობის უფლებით განკარგვაზე თანხმობის მიცემის შესახებ და ამავე საკითხზე გამოცემული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 2-----------ის N-- განკარგულება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115.1 მუხლით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თავით (საჯარო ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. 115.2 მუხლით, სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება ამ თავით (საჯარო ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესები.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე კანონის 105-ე მუხლით განმარტებულია ტერმინი „განკარგვა“, რაც ნიშნავს, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას, მართვის უფლებით გადაცემას ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემას. 106.1 მუხლით, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ზევით უკვე განიმარტა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 107.1 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით თუ რა წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის ამ კანონით მიკუთვნებული ქონებას, მათ შორისაა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 122.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია ??????????? ?????????? ???????? გათვალისწინებული სარგებლობის ისეთი ფორმის გამოყნება, როგორიცაა - აღნაგობა. 122.4 მუხლით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
ამდენად, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით, აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით კერძო პირისათვის გადაცემაზე, ქალაქ ოზურგეთის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი საჯარო ადმინიატრაციული წარმოების წესით უნდა განეხილა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. ცნობაში უნდა მიეთითოს: ა) ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მისი მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც – ამ ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) განცხადების ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა; დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა. 117-ე-118-ე მუხლებით, საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ განცხადებასთან დაკავშირებით იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში; გ) იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისათვის წარდგენილი. ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ დოკუმენტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენა შეიძლება მოხდეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოში, ამ უკანასკნელის თანხმობით. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო გაცნობისათვის წარდგენილი დოკუმენტების ასლები. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან. პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა. ეს უფლება უნდა იქნეს მითითებული ცნობაში საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტის წარდგენის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დოკუმენტზე აღნიშნოს მისი რეგისტრაციის თარიღი. 4. ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს. 119-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. 120.1 მუხლით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-ე–112-ე მუხლების დებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცული არ ყოფილა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესის არსებითი დარღვევა, რაც მის ბათილობას განაპირობებს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე; მისი გადახდა, საქმის განხილვის შედეგისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, ასევე ვერ დაეკისრება მოსარჩელეებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი მხარე განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი