განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001482061 (3ბ/821-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ს-----––-------------–ი“
წარმომადგენლები - შ--–-------–-------ა (დირექტორი), ვ-–-------------------, დ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-
მესამე პირი - ა-----------
წარმომადგენელი - ნ--------–----
მესამე პირი - გ-------------–-----
წარმომადგენელი - ნ--------–----
მესამე პირი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს-----––-------------–ის“ სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირების ა----------ის, გ-------------–----ის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა წ-----------–---–-, №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0-------) ქალაქი თბილისი, ქუჩა წ-----------–---–-, №--- -სა და №1----- მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 485 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა----------ის (242,5 კვ.მეტრი) და გ-------------–----ის (242,5 კვ.მეტრი) სახელზე.
2.2. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 16 მარტის №------ ბრძანება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შეთანხმდა ქ.თბილისში, დ---------------------- რაიონში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----1---–- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პერიმეტრზე დროებითი ღობის არქიტექტურული პროექტი.
2.3. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 13 იანვრის №----- ბრძანება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, მოქალაქეების გ-------------–----ის და ა-–------------------ის საკუთრებაში არსებულ ფართზე შეთანხმდა სარეკლამო ბანერის მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
2.4. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 მაისის №------ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დადასტურდა ქ.თბილისში, ძ---–-------–---- რაიონში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ სავაჭრო დახლების მოწყობის მიზნით ღიობის გაჭრის შესაძლებლობა.
2.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 31 ივლისს გამოსცა №------ მითითება ა----------ის და გ-------------–----ის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №0---------------, ა----------ის და გ-------------–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადასულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომლისთვისაც მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა.
2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 24 აგვისტოს შედგენილი №------ შემოწმების აქტით დაფიქსირდა ა----------ის და გ-------------–----ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №------ მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
2.7. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედმახედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის გ--------------------ს 2015 წლის 23 დეკემბრის №--- მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ა----------ის და გ-------------–----ის მიმართ 2015 წლის 24 აგვისტოს და 14 სექტემბერს შედგენილი იქნა №------ შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა. 2015 წლის 17 დეკემბერს ხელმეორედ გადამოწმებული იქნა ობიექტი, რა დროსაც კვლავ დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, კერძოდ, ობიექტი არ იქნა დემონტირებული და მხარეების მიერ არც შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ყოფილა წარდგენილი, ხოლო რაც შეეხება მითითებაში აღნიშნულ საკადასტრო (წითელი) ხაზების დარღვევას, მხარეებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული დარღვევა გამოასწორეს კორექტირების შედეგად, მაგრამ ობიექტი დღეის მდგომარეობით გადადის სხვის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (საკ. კოდი: №----------------). ამავე მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მითითების გაცემის პროცესში, კერძო ობიექტის დასახელებისათვის განკუთვნილ გრაფაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად ,,შენობა-ნაგებობი’’-სა უნდა იყოს მითითებული ,,04(ოთხი) ცალი დროებითი შენობა-ნაგებობა’’.
2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებული იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. იმავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ. თბილისში წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №--- -ის მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
2.9. 2016 წლის 22 იანვარს ა-----------მ და გ-------------–-----მ (წარმომადგენელი ნ--------–----) №2------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილების გაუქმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ივლისის №------ ბრძანებით ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) 2016 წლის 22 იანვრის №2------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ივლისის №------ ბრძანება ,,ა----------ისა და გ-------------–----ის წარმომადგენლის ნ--------–---ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე”, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.12. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 31 ივლისს გამოსცა №------ მითითება ა----------ის და გ-------------–----ის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №0---------------, ა----------ის და გ-------------–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადასულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომლისთვისაც მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 24 აგვისტოს შედგენილი №------ შემოწმების აქტით დაფიქსირდა ა----------ის და გ-------------–----ის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №------ მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებული იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ.თბილისში წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. 2016 წლის 22 იანვარს ა-----------მ და გ-------------–-----მ (წარმომადგენელი ნ--------–----) №2------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილების გაუქმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ივლისის №------ ბრძანებით ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) 2016 წლის 22 იანვრის №2-------ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წინამდებარე სარჩელით უნდა შემოწმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ივლისის №------ ბრძანების კანონიერება ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოსაკვლევად ხელახლა განახილველად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის დაბრუნების თაობაზე.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. იმავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 31 ივლისს გამოსცა №------ მითითება ა----------ის და გ-------------–----ის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №0---------------, ა----------ის და გ-------------–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადასულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომლისთვისაც მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 24 აგვისტოს შედგენილი №------ შემოწმების აქტით დაფიქსირდა ა----------ის და გ-------------–----ის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებული იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. იმავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, რომლის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მითითებული დებულების 3.5 მუხლის თანახმად, დადგენილებაში გამოყენებული ტერმინი ,,ახალი მშენებლობა’’ განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება, ხოლო ამავე მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ მშენებლობის სახეობები განსაზღვრულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დებულების მე-4 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მშენებლობის სახეობებს მიეკუთვნება: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-15 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტება. დასახელებული მუხლის ,,ღ’’ პუნქტის თანახმად, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მითითების გაცემით ხდება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყება, რომლის სწორად და გარკვევით შედგენაც არსებითი მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ მასში ზუსტად უნდა იყოს ასახული სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს სწორედ მითითებაში მოცემული კონკრეტული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
2.16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. იმავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. მითითებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
2.17. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ 2015 წლის 23 დეკემბერს №------ დადგენილების მიღებისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 31 ივლისს გაცემულ №------ მითითებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №0---------------, ა----------ის და გ-------------–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადასულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ხოლო 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებულ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ №------ დადგენილების თანახმად, ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. იმავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ.თბილისში წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 31 ივლისს შედგენილი მითითება და 2015 წლის 23 დეკემბერს გამოცემული დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისაა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 16 მარტის №------ ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შეთანხმდა ქ. თბილისში, დ---------------------- რაიონში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----1---–- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პერიმეტრზე დროებითი ღობის არქიტექტურული პროექტი; ქ. თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 13 იანვრის №----- ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, მოქალაქეების გ-------------–----ის და ა-–------------------ის საკუთრებაში არსებულ ფართზე შეთანხმდა სარეკლამო ბანერის მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 მაისის №------ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დადასტურდა ქ. თბილისში, ძ---–-------–---- რაიონში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ სავაჭრო დახლების მოწყობის მიზნით ღიობის გაჭრის შესაძლებლობა. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საქალაქო სასამართლომ ასევე გაიზიარა მოპასუხე მხარისა და მესამე პირის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ზუსტად განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, არ არის დადგენილი, რომელი შენობა-ნაგებობის მოწყობა-განთავსება მოხდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომელი შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის დაჯარიმდა ა----------- და გ-------------–--- და კონკრეტულად რომელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაევალათ მათ. აღნიშნულის გამოკვლევა კი არსებითია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილია ღობე, დახლები, ღიობი, სარეკლამო ბანერი, რომლებიც წარმოადგენენ პირველი კლასის მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობებს და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებები. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, კონკრეტულად ა----------ის და გ-------------–----ის მიერ რომელი შენობა-ნაგებობის განთავსება მოხდა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და მხოლოდ ამის შემდგომ დაევალოს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სამშენებლო სამართალდარვევის ჩადენის აღმოფხვრა, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი მის მიმართ გატარდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი იყო 2016 წლის 22 ივლისს მიეღო №------ ბრძანება ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) 2016 წლის 22 იანვრის №2------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათილად ეცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილება და შესაბამისი დავალება მიეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნეს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლად, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 22 იანვარს წარდგენილი იქნა არა შპს ,,ს-----––-------------–ის’’, არამედ ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000(რვა ათასი) ლარით, ქ.თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ.თბილისში წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული იქნა სწორედ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში. სხდომაზე მოწვეული იქნენ როგორც საჩივრის ავტორები, ასევე დაინტერესებული პირის სახით მოწვეული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, შპს ,,ს-----––-----------–ი’’ და საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ივლისის №------ ბრძანება ,,ა-----------სა და გ-------------–----ის წარმომადგენლის ნ--------–---ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’, მიღებულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.18. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ს-----––-------------–ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნაც მოპასუხე მხარეზე დაინტერესებული პირის ჩართვით, ობიექტზე ადგილზე მისვლით შპს ,,ს-----––---------------–ის’’ მიერ წარდგენილი სამართალდარღვევის ყველა ფაქტის გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს აზრით, სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ განსახილველ საქმეში უარი თქვა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელოებაზე და უხეშად დაარღვია კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის პრინციპი (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლები). სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლი). სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის '"ე" და "ე პრიმა" პუნქტები). სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეყრდნობა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს და მე-3 პირების მოსაზრებებს, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელში დაყენებულ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული ორგანოს მსგავსად, საერთოდ არ უმსჯელია და სამართლებრივი შეფასება არ მიუცია.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს სარჩელი და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები ჯეროვნად არა აქვს შესწავლილი. სასამართლომ თავი აარიდა და თვალი დახუჭა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩადენილ ისეთ სამართალდარღვევის ფაქტებზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოს მის მიერ წარდგენილ სარჩელზე და წარდგენილ მტკიცებულებებზე საერთოდ არ უმსჯელია, მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძვლად დაუდო მხოლოდ ადმ. ორგანოების წარმომადგენელთა და მესამე პირების მოსაზრებები და არგუმენტები. საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად არის დარღვეული კანონის მოთხოვნა: „რომ ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რომ საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ამ კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად“ (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის მუხლი 2 ნაწილი I). კანონის ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგა არა სარჩელით და განცხადებით, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს და მე-3 პირების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით და დაიცვა არა განცხადების შემომტანის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს და მე-3 პირების ინტერესები. კანონის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს (ზოგადი ადმ. კოდექსის მუხლი 2, ნაწილი I). თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. განსახილველ საქმეში კანონის ეს მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგნორირებულია. მოსარჩელის მიერ შემოტანილი განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ განუხილავს. განცხადებებში (საჩივრებში) მოყვანილი სამართალდარღვევის ფაქტები არ გამოურკვევია და ისე მიიღო 2015 წლის 23 დეკემბერს №------ დადგენილება ა----------ს და გ-------–-----ს 8000 ლარით დაჯარიმებისა და უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ. კანონის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის „ა" ქ/პუნქტი) ამავე კოდექსის 75-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება აქვს განმცხადებელს.
3.3. აპელანტის მითითებით, ა----------ს და გ-------–-----ს მიმართ სამართალწარმოება დაწყებულია მოსარჩელის განცხადების (საჩივრის) საფუძველზე, რაც დადასტურებულია ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ნ-----------------–--ის 2015 წლის 31 ივლისის №1------------- წერილით. მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, თბილისის ზედამხედველობის სამსახურს აპელანტის წარმომადგენლის მიერ შეტანილი განცხადება (საჩივარი), რომელიც ეხებოდა სამართალდარღვევის ფაქტებს, მისი კანონიერი ინტერესების და უფლებების შელახვას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებები არ გამოურკვევია, კერძოდ, აპელანტის მითითებით, მისი განცხადების (საჩივრის) საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია შემდეგი გარემოებები: 1. ა----------ს და გ-------–-----ს, წ-----------–---–-ს 186-ში, შპს ,,ს-----––-----------–ის’’ შენობის წინ მდებარე 260 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, ხომ არა აქვთ თვითნებურად მიტაცებული, როცა 2006 წლის 5 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთი მათ შეძენილი აქვთ წ-----------–---–-ს ქუჩა 1------ და 1----- მიმდებარედ (იხ. 2006 წლის 5 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება). 2. ა---------- და გ------–------ მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმისა, რომ ნებართვის გარეშე განათავსეს ოთხი შენობა-ნაგებობა, შენობა-ნაგებობის განთავსებისას დაარღვიეს თუ არა სამეზობლო საზღვრის მანძილი, რომელიც საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის №57 ბრძანებით, სამეზობლო საზღვრის მანძილი დადგენილი იყო 6 მეტრი და 2006 წლის მდგომარეობით იყო ძალაში. 3. სამეზობლო საზღვრის დარღვევით 6 მეტრი მანძილის დაუცველობით, შენობა-ნაგებობის შპს ,,ს-----––-----------–ის’’ კედელზე პირდაპირ მიდგმით, ა----------ს და გ-------–-----ს მიერ არის თუ არა ჩადენილი თვითნებობა, კანონის მოთხოვნის დარღვევა, მესაკუთრის ნებართვის გარეშე, შენობა-ნაგებობის პირდაპირ კედელზე მიდგმა. 4. ა----------ს და გ-------–-----ს მიერ სამეზობლო საზღვრის მანძილის დარღვევით და შენობა-ნაგებობის პირდაპირ კედელზე მიდგმის შედეგად (სადაც შენობაზე 1945 წლიდან არსებობს ღიობები), შპს ,,ს-----––-----------–ს’’ ჩაეკეტა თუ არა მის საკუთრებაში არსებული 40 კვ. მ. ფართამდე მისასვლელი გზა და შეილახა თუ არა როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები და უფლებები და ფართზე მისასვლელი გზის ჩაკეტვით, მესაკუთრეს ადგება თუ არა მატერიალური ზიანი. 5. ა----------ს და გ-------–-----ს ოთხი შენობა-ნაგებობის ნებართვის გარეშე და სამეზობლო საზღვრის მანძილის დარღვევით განთავსებისას ჩადენილი აქვთ თუ არა თვითნებობა, შპს ,,ს-----––-----------–ის’’ კანონიერი ინტერესების და უფლებების შელახვა, როცა ს-----––-----------–ის ტერიტორიაზე მაღალგაბარიტიანი ა/მანქანების შემოსასვლელი გზა, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 7 დეკემბერს 9*16 მეტრი - შეამცირეს 4*16 მეტრამდე.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დადგენილი წესით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ზემოთმითითებული გარემოება არ დამოურკვევია, მან კანონის დარღვევით გამოსცა ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ განცხადების შემომტანს (მომჩივანს) სამართალწარმოებაში მონაწილეობა არ მუღია, რაც ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნას. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, ასევე თბილისის მერიას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები №------ დადგენილება და ბრძანება №------ გამოცემული აქვთ კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით, რომელ აქტებშიც არაა ასახული შპს ,,ს-----––-----------–ის’’ მიერ შემოტანილ განცხადებაში მითითებული სამართალდარღვევის ფაქტებზე და გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ ორგანოს კი უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 5 ნაწ. 1). იმავე კოდექსის მე-4 მუხლის I ნაწილის თანახმად „ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე“, ხოლო მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, ასევე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, იმავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად. განსახილველ საქმეში კი, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მთლიანად დარღვეულია, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო საერთოდ არ დაინტერესებულა იმ გარემოებების დადგენით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადების (საჩივრის) საფუძველზე გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება სამართალწარმოების პროცესში. ზედამხედველობის სამსახურის და თბილისის მერიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დგინდება ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ ჩაატარა თუ არა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ს-----––-----------–ის’’ განცხადების საფუძველზე, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტებით ყოველივე აღნიშნული, რასაც მოსარჩელე მიუთითებდა, თავის განცხადებებში და საჩივარში არის თუ არა გამოკვლეული, ამის დადგენა შეუძლებელია. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება კანონის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენდა განსახილველ საქმეში, რომ დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამორკვევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმ. ორგანოს მიერ. (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2) რაც განსახილველ საქმეში დარღვეულია ადმ. ორგანოს მიერ (ზედამხედველობის სამსახური, თბილისის მერია). ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით რეგულირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი - ადმინისტრაციულმა ორგანომ უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. განსახილველ საქმეში კი ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება სახეზეა. აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამორკვევის გარეშე. ასევე დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნა, რომ კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე ყველა თანასწორია, რაც არ ვრცელდება განსახილველ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან უპირატესობა მინიჭებული აქვთ მე-3 პირებს და ადმინისტრაციულ ორგანოებს, მოსარჩელე კი ჩაყენებულია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობები, რაც წარმოადგენს საფუძველს ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებები ბათილად იქნეს ცნობილი და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ მიიღოს ახალი ადმინისტრაციული აქტი და დაკმაყოფილდეს აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა წ-----------–---–-, №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0-------) ქალაქი თბილისი, ქუჩა წ-----------–---–-, №--- -სა და №1----- მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 485 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა----------ის (242,5 კვ.მეტრი) და გ-------------–----ის (242,5 კვ.მეტრი) სახელზე.
4.3. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 16 მარტის №------ ბრძანება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შეთანხმდა ქ.თბილისში, დ---------------------- რაიონში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----1---–- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პერიმეტრზე დროებითი ღობის არქიტექტურული პროექტი.
4.4. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 13 იანვრის №----- ბრძანება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, მოქალაქეების გ-------------–----ის და ა-–------------------ის საკუთრებაში არსებულ ფართზე შეთანხმდა სარეკლამო ბანერის მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
4.5. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 მაისის №------ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დადასტურდა ქ.თბილისში, ძ---–-------–---- რაიონში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ სავაჭრო დახლების მოწყობის მიზნით ღიობის გაჭრის შესაძლებლობა.
4.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 31 ივლისს გამოსცა №------ მითითება ა----------ის და გ-------------–----ის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №0---------------, ა----------ის და გ-------------–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადასულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომლისთვისაც მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა.
4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 24 აგვისტოს შედგენილი №------ შემოწმების აქტით დაფიქსირდა ა----------ის და გ-------------–----ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №------ მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
4.8. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედმახედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის გ--------------------ს 2015 წლის 23 დეკემბრის №--- მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ა----------ის და გ-------------–----ის მიმართ 2015 წლის 24 აგვისტოს და 14 სექტემბერს შედგენილი იქნა №------ შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა. 2015 წლის 17 დეკემბერს ხელმეორედ გადამოწმებული იქნა ობიექტი, რა დროსაც კვლავ დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, კერძოდ, ობიექტი არ იქნა დემონტირებული და მხარეების მიერ არც შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ყოფილა წარდგენილი, ხოლო რაც შეეხება მითითებაში აღნიშნულ საკადასტრო (წითელი) ხაზების დარღვევას, მხარეებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული დარღვევა გამოასწორეს კორექტირების შედეგად, მაგრამ ობიექტი დღეის მდგომარეობით გადადის სხვის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (საკ. კოდი: №----------------). ამავე მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მითითების გაცემის პროცესში, კერძო ობიექტის დასახელებისათვის განკუთვნილ გრაფაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად ,,შენობა-ნაგებობი’’-სა უნდა იყოს მითითებული ,,04(ოთხი) ცალი დროებითი შენობა-ნაგებობა’’.
4.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებული იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. იმავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ. თბილისში წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №--- -ის მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
4.10. 2016 წლის 22 იანვარს ა-----------მ და გ-------------–-----მ (წარმომადგენელი ნ--------–----) №2------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილების გაუქმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ივლისის №------ ბრძანებით ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) 2016 წლის 22 იანვრის №2------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.15. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 31 ივლისს გამოსცა №------ მითითება ა----------ის და გ-------------–----ის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №0---------------, ა----------ის და გ-------------–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადასულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომლისთვისაც მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 24 აგვისტოს შედგენილი №------ შემოწმების აქტით დაფიქსირდა ა----------ის და გ-------------–----ის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №------ მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებული იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ.თბილისში წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. 2016 წლის 22 იანვარს ა-----------მ და გ-------------–-----მ (წარმომადგენელი ნ--------–----) №2------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილების გაუქმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ივლისის №------ ბრძანებით ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) 2016 წლის 22 იანვრის №2-------ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ წინამდებარე სარჩელით უნდა შემოწმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ივლისის №------ ბრძანების კანონიერება ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოსაკვლევად ხელახლა განახილველად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის დაბრუნების თაობაზე.
4.16. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. იმავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 31 ივლისს გამოსცა №------ მითითება ა----------ის და გ-------------–----ის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №0---------------, ა----------ის და გ-------------–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადასულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომლისთვისაც მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 24 აგვისტოს შედგენილი №------ შემოწმების აქტით დაფიქსირდა ა----------ის და გ-------------–----ის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებული იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. იმავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
4.18. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, რომლის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მითითებული დებულების 3.5 მუხლის თანახმად, დადგენილებაში გამოყენებული ტერმინი ,,ახალი მშენებლობა’’ განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება, ხოლო ამავე მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ მშენებლობის სახეობები განსაზღვრულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დებულების მე-4 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მშენებლობის სახეობებს მიეკუთვნება: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-15 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტება. დასახელებული მუხლის ,,ღ’’ პუნქტის თანახმად, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მითითების გაცემით ხდება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყება, რომლის სწორად და გარკვევით შედგენაც არსებითი მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ მასში ზუსტად უნდა იყოს ასახული სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს სწორედ მითითებაში მოცემული კონკრეტული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
4.19. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. იმავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. მითითებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
4.20. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ 2015 წლის 23 დეკემბერს №------ დადგენილების მიღებისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არ მომხდარა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 31 ივლისს გაცემულ №------ მითითებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №0---------------, ა----------ის და გ-------------–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომლის ნაწილიც გადასულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ წარედგინათ სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ხოლო 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებულ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ №------ დადგენილების თანახმად, ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. იმავე დადგენილებით ა-----------ს და გ-------------–-----ს დაევალათ ქ.თბილისში წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი №0----------------ზე, უნებართვოდ აშენებული ოთხი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დასახელებული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 31 ივლისს შედგენილი მითითება და 2015 წლის 23 დეკემბერს გამოცემული დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისაა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაპყრო საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 16 მარტის №------ ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შეთანხმდა ქ. თბილისში, დ---------------------- რაიონში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----1---–- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პერიმეტრზე დროებითი ღობის არქიტექტურული პროექტი; ქ. თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 13 იანვრის №----- ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, მოქალაქეების გ-------------–----ის და ა-–------------------ის საკუთრებაში არსებულ ფართზე შეთანხმდა სარეკლამო ბანერის მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 მაისის №------ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დადასტურდა ქ. თბილისში, ძ---–-------–---- რაიონში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ სავაჭრო დახლების მოწყობის მიზნით ღიობის გაჭრის შესაძლებლობა. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად გაიზიარა მოპასუხე მხარისა და მესამე პირის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ზუსტად განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, არ არის დადგენილი, რომელი შენობა-ნაგებობის მოწყობა-განთავსება მოხდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომელი შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის დაჯარიმდა ა----------- და გ-------------–--- და კონკრეტულად რომელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაევალათ მათ. აღნიშნულის გამოკვლევა კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მეტად მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილია ღობე, დახლები, ღიობი, სარეკლამო ბანერი, რომლებიც წარმოადგენენ პირველი კლასის მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობებს და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია ისეთი სახის დადგენილების გამოცემა, სადაც კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელი უნებართვო შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის იქნა დაჯარიმებული პირი და კონკრეტულად რომელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ევალება მას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, კონკრეტულად ა----------ის და გ-------------–----ის მიერ რომელი შენობა-ნაგებობის განთავსება მოხდა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და მხოლოდ ამის შემდგომ დაევალოს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სამშენებლო სამართალდარვევის ჩადენის აღმოფხვრა, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი მის მიმართ გატარდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი იყო 2016 წლის 22 ივლისს მიეღო №------ ბრძანება ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) 2016 წლის 22 იანვრის №2------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათილად ეცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილება და შესაბამისი დავალება მიეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნეს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლად, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 22 იანვარს წარდგენილი იქნა არა შპს ,,ს-----––-------------–ის’’, არამედ ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000(რვა ათასი) ლარით, ქ.თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის.
4.21. სააპელაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ გარემოებაზე. კერძოდ, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. იმავე კოდექსის 75-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს, ხოლო იმავე კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ხოლო, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „ს-----––-------------–ის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ა----------ის და გ-------------–----ის მიერ ნაწარმოები მშენებლობებით მათ უძრავ ქონებას ადგებათ პირდაპირი და უშუალო ზიანი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც იხილებოდა ა----------ის და გ-------------–----ის (წარმომადგენელი ნ--------–----) ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 დეკემბრის №------ დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, ა----------- და გ-------------–----- დაჯარიმდნენ 8000(რვა ათასი) ლარით, ქ.თბილისში, წ-----------–---–-ს ქუჩა №----ის მიმდებარედ (ნაკვ. 0------) წ-----------–---–-ს ქუჩა №----სა და №1----- მიმდებარედ, საკ. კოდი: №0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ოთხი შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, ამ დროს შპს „ს-----––-------------–ის“ წარმომადგენლების მიწვევა არ იყო აუცილებელი, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა მათი საჩივრის საფუძველზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის მიმართ და ამასთან, შპს „ს-----––-------------–ის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ა----------ის და გ-------------–----ის მიერ ნაწარმოები მშენებლობებით მათ უძრავ ქონებას ადგებათ პირდაპირი და უშუალო ზიანი, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა საქმის გარემოებების ხელახლა შესწავლისა და გამოკვლევის დროს ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა ჩააბას შპს „ს-----––-------------–იც“, როგორც დაინტერესებული მხარე, მოუსმინოს და შეისწავლოს მათი წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები და წარდგენილი მტკიცებულებები თუ არგუმენტები და საქმის ყველა გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხის მიმართ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-----––-------------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე