განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210015001168989
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-31-2018 11 მაისი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
I აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი II აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენლები - - - - - - - - ს-------------------- კ--------------ე, გ-----------, თ----------------ე, შპს ,,T-----'', წარმომადგენელი - ნ------–--–--------ე მ----------------–- დ----------–---ე, შ--–------------ე მ----------------–- დ----------–---ე, შ--–------------ე ს-------------------- კ--------------ე, გ-----------, თ----------------ე შპს ,,T-----'', წარმომადგენელი - ნ------–--–--------ე
დავის საგანი - დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევა ახალი დირექტორის დანიშვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა:
I აპელანტი (მოსარჩელე)- გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II აპელანტი (მოპასუხე) - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ს-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მოპასუხე მ----------------–- გამოწვეულ იქნა შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან;
- არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობაზე ს-------------------ის დანიშვნის თაობაზე;
- სასამართლოს გადაწყვეტილება მ----------------–-ს შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
- მოპასუხეებს - შპს ,,T-----“-სა და მ----------------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე ს-------------------ისა და მოპასუხე მ----------------–-ს გადაწყვეტილებით დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „T-----”, რომელიც რეგისტრირებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2002 წლის 5 ივნისს, სარეგისტრაციო ნომრით - 01/04-1613. საზოგადოების საიდენტიფიკაციო ნომერია - 2--------; საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორების - ს-------------------ის და მ----------------–-ს კუთვნილი წილები განისაზღვრა 50-50%-ის ოდენობით. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, საზოგადოების დაფუძნების მომენტიდან, საზოგადოების დირექტორად, დაინიშნა 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი მ----------------–-. ს-------------------- კი ამავე კომპანიაში დაინიშნა საზოგადოების გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. მ----------------–-ს, როგორც საზოგადოების დირექტორისა და ს-------------------ის, როგორც საზოგადოების გენერალური მენეჯერის ხელფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 6500 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით.
2.2. საზოგადოების წესდებით, შპს „T-----”-ს ძირითადი საქმიანობის საგანი განისაზღვრა შემდეგი სახით:
· კომერციული საქმიანობა, საკაბელო ტელევიზიის ჩამოყალიბება, კერძო ტელეარხის შექმნა და მომსახურება;
· საზოგადოება უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და პირდაპირ და არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზნებს;
· თუ საზოგადოების საქმიანობა ამა თუ იმ სფეროში საჭიროებს ლიცენზიას (ნებართვას), საზოგადოება წარმართავს ამ საქმიანობას სათანადო ლიცენზიის მიღების შემდეგ;
2.3. შპს „T-----”-ს წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე. კერძოდ:
· სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
· წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
· საწარმოების სახების და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა;
· ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
· საწარმოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
· უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ინვესტიციების განხორციელება;
· სესხებისა და კრედიტების აღება; სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.
· ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპის განსაზღვრა; პროკურის გაცემა და გაუქმება; წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
· დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან შრომის ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცება;
· აგრეთვე გადაწყვეტილების მიღება ყველა იმ საკითზე, რომლის უფლებაც კანონით აქვს მინიჭებული;
საზოგადოების წესდებით განისაზღვრა, რომ პარტნიორთა კრება მოიწვევა ერთ-ერთი პარტნიორის ან დირექტორის მოთხოვნით; პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით; საზოგადოების კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი;
2.4. საზოგადოების წესდების მიხედვით, საზოგადოების დირექტორი წარმოადგენს საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს. საზოგადოების დირექტორი უფლებამოსილია:
· განახორციელოს ყველა ზემოთ აღნიშნული უფლებები და იკისროს ვალდებულებები პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის პერიოდებს შორის.
· საზოგადოების დირექტორს ისეთი უფლება-მოვალეობები გააჩნია, რაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონში აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს.
· დირექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს წერილობითი გადაწყვეტილების მეშვეობით.
2.5. საზოგადოების წესდების თანახმად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ:
· მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების მართვაში;
· მიიღონ საზოგადოების საქმიანობიდან მიღებული წლიური წმინდა მოგების წილი;
· გაეცნონ საზოგადოების დოკუმენტაციას, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, მიიღონ ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ;
· საზოგადოების პარტნიორები ვალდებული არიან დაიცვან საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები; დაიცვან საზოგადოების წესდების მოთხოვნები;
2.6. 2012 წლიდან შპს „T-----”-ს დამფუძნებელი პარტნიორები ს-------------------- და მ----------------–- იმყოფებიან კონფლიქტურ დამოკიდებულებაში. მოსარჩელე ს-------------------ის პრეტენზია, საზოგადოების დირექტორის მ----------------–-ს მიმართ, უკავშირდება საზოგადოების მართვის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას, რაც პირობითად შესაძლებელია განისაზღვროს შემდეგი სახით: შპს „T-----”-სა და შპს „თ----------------“-ის სახელშეკრულებო ურთიერთობის ეპიზოდი; საიჯარო ურთიერთობა შპს „პ---–-----------თან“ და შპს „ბ--–-----თან“; დარღვევები მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობებთან დაკავშირებით; დარღვევები აბონენტთა რაოდენობა/აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით; სამართალდარღვევები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საჯარიმო სანქციები; დირექტორის სახელფასო ანაზღაურება; კომპანიის მიერ სესხის გაცემის შესახებ, დირექტორის მიერ გადაწყვეტილებათა ერთპიროვნულად მიღება; 50%-იანი წილის მფლობელი პარტიორისათვის კომპანიის დოკუმენტებისა და საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციების გადაუცემლობა;
2.7. 2011 წლის მაისის თვეში, მოპასუხე მ----------------–-ს ნათესავმა (მეუღლის დისშვილმა) დ---------------მა შეიძინა შპს „თ----------------“-ის (ს/ნ.: 2--------) წილი 67%-ის ოდენობით. შპს „თ----------------“-ის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სატელევიზიო მომსახურება (მაუწყებლობის ტრანზიტი) და ის მოიაზრებოდა, როგორც შპს „T-----”-ს კონკურენტი კომპანია. შპს „თ----------------“ ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიას, რომლის საფუძველზეც მას უფლება ქონდა 13.02.2017 წლამდე განეხორციელებინა მაუწყებლობის ტრანზიტი ქ. ბათუმში, 2500-2596 მჰც რადიოსიხშირული ზოლის ფარგლებში;
2.8. 2011 წლის 03 ნოემბერს შპს „T-----”-მ (დირექტორი მ----------------–-) რადიოსიხშირის სპექტრით სარგებლობის თაობაზე საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა შპს `თ----------------~-თან (ს/ნ.: 2--------, დირექტორი დ---------------ი). საიჯარო ღირებულებამ ჯამურად შეადგინა 68000 ლარი, რაც შპს „T-----”-ს მიერ ანაზღაურებული იქნა შპს „თ----------------“-ისათვის;
2.9. 2012 წლის 01 დეკემბერს, იგივე მხარეებს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება ვალდებულების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვით შპს `T-----~-მ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის სანაცვლოდ, 80 000.00 აშშ დოლარის ფარგლებში გადაიკისრა შპს `თ----------------~-ის საკრედიტო ვალდებულება, რაც ამ უკანასკნელს (ვალდებულების გადამცემს) გააჩნდა სს `პ------------------ი~-ს წინაშე, 2010 წლის 29 აპრილის №3.1.9555 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის მოცულობა შეადგენდა 89 517.00 აშშ დოლარს, წლიური 19%-ის ოდენობით სარგებლის დარიცხვით. კრედიტის ვადა შეადგენდა 108 თვეს. ხელშეკრულება ვალდებულების გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე შპს „T-----” დღემდე საკრედიტო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება სს „პ------------------თან“, შპს „T-----”-ს მხრიდან გაფორმდა დირექტორის მ----------------–-ს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტნიორ ს-------------------ის ინფორმირებისა და პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე;
2.10. 2014 წლის 1 დეკემბერს სს „პ---–-----------სა“ და შპს „T-----“-ს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, გ-------–---- ქ. #---–- მდებარე 300 კვმ. ფართზე (ს/კ.: 0------------------), რომლის მიხედვით მეიჯარე სს „პ---–-----------ი“ კისრულობდა მოიჯარისათვის მის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართის იჯარით გადაცემის ვალდებულებას. იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ყოველთვიური საიჯარო ფასი შეადგენდა 2500.00 ლარს;
2.11. სს „პ---–-----------სა“ და შპს „T-----”-ს შორის საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2013 წლის 01 აგვისტოს, ქ. ბათუმში, გ-------–---- ქ. #---–- მდებარე ფართზე, სს `პ---–-----------თან~ უძრავი ნივთის ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხე მ----------------–-ს მეუღლემ თ--------------ემ. ნასყიდობის საგანი შეადგენდა 300 კვ.მ-ს, ხოლო ნასყიდობის ფასი - 165 000 აშშ დოლარს. მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი თანხვედრაშია ზემოაღნიშნულ საიჯარო და მომსახურეობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფართთან. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებული იყო ასევე მყიდველისათვის უფლების მიცემა, საერთო სარგებლობაში არსებულ სახურავზე სატელეკომუნიკაციო ანტენების განთავსების შესახებ;
2.12. სს „პ---–-----------თან“ 300 კვ.მ., ფართზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „T-----” განთავსებული იყო ქ. ბათუმში, ვ-–----–----–-- ქ. №---–- მდებარე მეიჯარე ნ---------------ის (მოსარჩელე ს-------------ის ნათესავის) კუთვნილ 100 კვმ. ფართში, საიჯარო ქირა შეადგენდა 625 აშშ დოლარს;
2.13. 2013 წლის 7 ნოემბერს მოპასუხე მ----------------–-ს მეუღლის ნათესავისა და შპს „T-----”-ს თანამშრომლის რ------------ის მიერ დაფუძნებული იქნა შპს „ბ--–-----ი“. კომპანიის დაფუძნებიდან 7 დღეში, 2013 წლის 15 ნოემბერს, შპს „T-----”-მ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ბ--–-----თან" (ს/ნ.: 4--------), ქ. ბათუმში, გ-------–---- ქ. №---ში მდებარე 300 კვმ. ფართზე, (ს/კ.: 0------------------). იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ყოველთვიური საიჯარო ფასი შეადგენდა 2 500.00 ლარს, ამასთან კონტრაქტით დადგინდა, რომ შპს „T-----” განახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს, საიდანაც გამოიქვითებოდა საიჯარო თანხა;
2.14. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, შპს `ბ--–-----ი“ არ წარმოადგენდა (და არც ამჟამად წარმოადგენს) საიჯარო ფართის მესაკუთრეს. მოცემულ მისამართზე 2 556.63 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ირიცხებოდა/ირიცხება შპს ,,პ---–-----------ი" (ს/ნ.: 2--------), ხოლო 1579.35 კვ.მ ფართის მესაკუთრედ - შპს `მ-------" (ს/ნ.: 2--------). მოცემულ ფართებზე იჯარის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის და შემდგომი წლების განმავლობაში, სასამართლო განჩინებათა საფუძველზე, რეგისტრირებული იყო რამდენიმე რიგის ყადაღა, რის შესახებაც ცნობილი იყო კომპანიის დირექტორისათვის. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო ფართზე განხორციელდებოდა სარემონტო სამუშაოები, შპს „T-----”-ს ფულადი სახსრებით, რითაც მოხდებოდა ფართის კაპიტალიზაცია-გაუმჯობესება 115 000.00 ლარის ოდენობით, მისი შემდგომი გამოყენების მიზნით;
2.15. აღსანიშნავია, რომ შპს `ბ--–-----თან~ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებდა მეიჯარის მიერ მისი შეწყვეტის შესახებ პირველი მოთხოვნისთანავე. რის საპირისპიროდ ხელშეკრულება არ შეიცავდა რაიმე დათქმას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, (მაგ. გაუმჯობესებაზე დახარჯული თანხების მოიჯარსათვის დაბრუნების დაკისრების თაობაზე). სადავო ხელშეკრულების დადებისას, დირექტორის მიერ არ შეფასდა რისკი, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ყადაღის ბენეფიციარების მხრიდან მოსალოდნელი უძრავი ქონების მიმართ იძულებითი ხასიათის აღსრულების ღონისძიებების გატარებას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და შესაბამისად, იმ ფართით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი, რომელზეაც კომპანიას გაწეული ჰქონდა მოცულობითი ხარჯები;
2.16. შპს „T-----“-სა და შპს ,,ბ--–-----ს’’ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა იმავე დღეს, 2013 წლის 15 ნოემბერს ისე, რომ შპს „T-----“-სა და შპს „ბ--–-----ს“ შორის რაიმე ფინანსური ურთიერთობა არ წარმოშობილა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების იჯარის გაუქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა არა 2013 წლის 15 ნოემბერს, არამედ 2016 წელს, სასამართლო დავის მიმდინარეობის პარალელურად, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება;
2.17. 2013 წლის 10 აპრილს, ჯერ კიდევ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „T-----”-მ სამუშაოების შესრულების შესახებ მომსახურეობის ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ი-–--’’-სთან (ს/ნ.: 2--------), რომლის მიხედვით შპს „ი-–--“ კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო ბათუმში, გ-------–---- ქ. №---ში მდებარე 300 კვ.მ საიჯარო ფართზე სარემონტო სამუშოების წარმოება, 52 000 ლარის ფარგლებში, რაც გადახდილი იქნა სხვადასხვა ტრანშის სახით. დადგენილია, რომ გადახდილი თანხის ნაწილზე არ მომხდარა ანგარიშ-ფაქტურის შედგენა, რის გამოც არ განხორციელდა კომპანიის სასარგებლოდ დღგ-ის თანხის ჩათვლა. ეს გარემოება აღიარებულია მოპასუხე მხარის მიერ. მოსარჩელის მხრიდან განცხადებული პრეტენზიის შემდეგ მოპასუხემ დააზუსტა საგადასახადო დეკლარაცია, რის საფუძველზეც კომპანიას ჩაეთვალა დღგ-ს თანხა 3 597 ლარი;
2.18. 2013 წლის 25 ნოემბერს შპს „T-----“-სა და შპს „ა----’’-ს შორის გაფორმდა ნასყიდობისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მყიდველმა შპს „T-----“-მ გამყიდველისაგან შპს „ა----’’-საგან შეიძინა ფანჯრის კონსტრუქციის მეტალო-პლასტმასის 347 გრძივი მეტრი 84 კვმ მინა-პაკეტი. ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 4036 აშშ დოლარით;
2.19. 2014 წლის 23 იანვარს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მყიდველმა შპს „T-----“-მ გამყიდველისაგან შპს „ა----“-სგან შეიძინა ფანჯრის კონსტრუქციის მეტალო-პლასტმასის 60.6 ვიტრაჟი. ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 2600 აშშ დოლარით;
2.20. საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შპს ,,T-----“-მ მიიღო ხელშეკრულების საგანი, ხოლო შპს „ა----“-მ მიიღო ნასყიდობის საგნის ღირებულება;
2.21. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ საიჯარო ქონების პირველ სართულზე კომერციულ ფართს ფლობდა მ----------------–-ს მეუღლე თ---------ე, რომლის საგებლობაში არსებული ფართის რემონტი მიმდინარეობდა ამავე შენობის მეორე სართულზე მდებარე, შპს „T-----“-ს სარგებლობაში არსებული საიჯარო ფართის სარემონტო სამუშაოების პარალელურად;
2.22. მ----------------–-ს მეუღლის თ----------ის სარგებლობაში არსებული კომერციული ფართის რემონტი ნაწილობრივ დაფინანსდა შპს „T-----”-ს კუთვნილი სახსრებით. ამ გარემოებას ადასტურებს არა მხოლოდ მოწმის სახით დაკითხული სამუშაოს მწარმოებლის მ---------–------ის ჩვენება, არამედ შპს „T-----”-ს მიერ დამოწმებული სამუშაოების შესრულებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, (ფორმა 2), რომელითაც დადასტურებულია ლუმინის ვიტრაჟის მიღება-ჩაბარების შესახებ, მაშინ როდესაც ასეთი ვიტრაჟი შპს „T-----”-ს საიჯარო ფართში გამოყენებული არ არის და იგი განთავსებულია მ----------------–-ს მეუღლის თ----------ის მფლობელობაში არსებულ კომერციულ ფართში, პირველ სართულზე. თ---------ის მფლობელობაში არსებული კომერციული ფართის რემონტისათვის შპს „T-----”-ს მხრიდან გახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა დადგენილი არ არის;
2.23. 2010 წლის აგვისტოს თვეში, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს, ქ----------- მერიის მიერ, შპს „T-----”-ს სახელზე გაცემული იქნა ნებართვა, საზოგადოებრივი ადგილით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ, რომელიც გულისხმობდა მიწისქვეშ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის განსათავსებლად, მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების მოწყობას, მომხმარებლებისათვის საკუთარი ხაზობრივი ნაგებობებისა და საკაბელო ქსელის მეშვეობით სიგნალის მიწოდების მიზნით. ნებართვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა თანდართული სპეციალური რუკა შპს „T-----”-სათვის, რომელიც მოიცავდა ქალაქ ბათუმის ტერიტორიის ნაწილს და აღნიშნული იყო ხაზობრივი ნაგებობების გაყვანის გზები, მისამართები, მარშუტი და მიმართულება;
2.24. ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის მიზნით კომპანიამ თურქეთში, იმპორტის წესით შეიძინა სპეციალური მასალები, მათ შორის მილები და ჭის ლუქები აბრევიატურით - „T-----”, რომლის გამოუყენებელი ნაწილი ნასყიდობის გარიგების საფუძველზე გადაეცა შპს „დ--–----------“. სანებართვო პირობების მიხედვით შპს „T-----”-ს მიერ განხორციელებული სამუშაოების საფუძველზე ეწყობოდა საკანალიზაციო არხები საკაბელო ქსელით, შესაბამისი ჭები, რომელთა განთავსების ადგილის მიხედვით, მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობები საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო შპს „T-----”-ს საკუთრებად;
2.25. ნებართვის საფუძველზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხების მოწყობის მიზნით შპს ,,T-----”-მ ხელშეკრულებები გააფორმა შპს „გ-------------“-თან და შპს „ე---------“-სთან, რომლის მიხედვით შპს ,,T-----”-ს დაკვეთით და მისი ხარჯებით უნდა შესრულებულიყო საერთო ჯამში 9870 გრძივი მეტრი არხის მშენებლობა, რაც განხორციელდა კიდეც. შპს „T-----” საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 10 912.47 გრძივი მეტრი მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხის მესაკუთრედ;
2.26. მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების მოწყობის სამუშაოთა წარმოებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მიერ ხორციელდებოდა სისტემატური მონიტორინგი, შესაძლო სამართალდარღვევების გამოვლენისა და უნებართვო სამუშაოთა წარმოების გამორიცხვის მიზნით. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ერთერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სამუშაოთა წარმოება სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის ამოსაცნობი ნიშნით მარკირებული სპეცტანსაცმლით;
2.27. მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მოსაწყობად შპს „T-----”-ს სახელზე გაცემული ნებართვით გათვალისწინებული ტერიტორიის ნაწილი, დაახლოებით 20 000 გრძივი მეტრის ოდენობით, შპს „T-----”-ს დირექტორთან შეთანხებით ათვისებული იქნა შპს „ა------ის“ (რეორგანიზაციის შემდეგ შპს „დ--–-----------“) მიერ. ამ უკანასკნელის ხარჯებით. ამასთან, ვინაიდან, შპს „ა-----ი“ (რეორგანიზაციის შემდეგ შპს „დ--–----------“) არ ფლობდა სათანადო ნებართვას მოცემულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების მოსაწყობად, კომპანია სამუშაოებს აწარმოებდა შპს „T-----”-ს ლოგოთი მარკირებული სპეცტანსაცმლით შემოსილი შპს „ა------ის“ მიერ დაქირავებული მუშების მეშვეობით, რომლებსაც მ----------------–-ს დავალებით ზედამხედველობდა შპს „T-----”-ს თანამშრომელი გ-------------–--. შპს „T-----”-ს და შპს „ა------ის“ „თანამშრომლობის“ შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ზედამხედველობის სამსახურს შპს „ა-----ის“ მხრიდან სამუშაოთა უნებართვოდ წარმოების ფაქტი არ გამოუვლენია და ამას შესაბამისი კანონისმიერი რეაგირებაც არ მოჰყოლია;
2.28. შპს „T-----”-ს სახელზე გაცემული, ზემოთ მითითებული ნებართვით გათვალისწინებული ტერიტორია კომპანიის მიერ სრულად ათვისებული არ არის. ნებართვა ძალაშია და შპს „T-----” უფლებამოსი-–-- ქსელის გაფართოების მიზნით აწარმოოს მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა. 2016 წლის 1 ნოემბერს შპს „T-----”-ს და შპს „ა-----“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან ურთიერთდაშვების შესახებ, რომლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთის არხებში საკუთარი კაბელის გატარების შესახებ მომსახურების თანაბარი ღირებულებით ანაზღაურების პირობით;
2.29. 2012 წლის 28 დეკემბერს შპს „T-----”-ს დირექტორის მ----------------–-ს #96 ბრძანებით, მოსარჩელე ს--------------------, მასზე დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულებისა და სამსახურში სისტემატურად გამოუცხადებლობის მოტივით, გათავისუფლდა შპს „T-----”-ს გენერალური მენეჯერის თანამდებობიდან;
2.30. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.10.2014 წლის გადაწყვეტილებით, ს-------------------- აღდგენილი იქნა თანამდებობაზე. შპს „T-----”-ს ს-------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 123 500.00 ლარის ოდენობით. მასვე, დაევალა ს-------------------ის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურება. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
2.32. შპს „T-----”-ს გენერალური მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ს-------------------- სისტემატურად მოითხოვდა საზოგადოების დოკუმენტაციის, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და საზოგადოების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გაცნობას, რაც კომპანიის დირექტორის მხრიდან რჩებოდა შესაბამისი რეაგირების გარეშე. არაერთი მოთხოვნის შემდეგ შპს „ტ-------“ დირექტორის ნებართვით ს--------------------ს, როგორც საზოგადოების პარტნიორს, გადაეცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე, ს-------------------ის დაკვეთით, შპს „T-----”-ს 2010-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური და სამეურნეო საქმიანობის აუდიტორული შემოწმება განახორციელა აუდიტორულმა ფირმამ „ბ---–---–---------------მ“. შპს „T-----”-ს აუდიტორული შემოწმების №1/12-2015 დასკვნაში (08.04.2015 წელი) აისახა კომპანიისათვის ზიანის მომტანი ფინანსურ-ბუღალტრული დარღვევების, აბონენტთა აღრიცხვიანობის სფეროში არსებული დარღვევებისა და ა.შ. შესახებ;
2.33. შპს „T-----”-ს 50% წილის მფლობელი პარტნიორის მ----------------–-ს დაკვეთით „ბ---–---–--------------ის“ 08.04.2015 წლის №1/12-2015 დასკვნაში დასმული საკითხები შესწავლილი იქნა შპს „G-----”-ის მიერ. წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით დადასტურებულია აუდიტორული შემოწმების №1/12-2015 დასკვნაში ასახული ბუღალტრული დარღვევების მხოლოდ მცირე ნაწილი და მითითებულია, რომ დეკლარაციის დაზუსტების საფუძველზე დარღვევები აღმოფხვრილია. მითითებული დასკვნის მიხედვით ასევე დაუსაბუთებლადაა მიჩნეული აუდიტორული შემოწმების №1/12-2015 დასკვნა აბონენტთა აღრიცხვიანობის სფეროში არსებული დარღვევების შესახებ და მითითებულია ობიექტური დასკვნის გასაცემად მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ, რამაც სათანადო ასახვა ვერ ჰპოვა №1/12-2015 აუდიტორულ დასკვნაში;
2.34. 2015 წლის 10 დეკემბერს ს--------------------მ შპს ,,T-----’’-ს დირექტორს, ასევე მთავარ ბუღალტერს წერილობით მოსთხოვა საზოგადოების 2014-2015 წლების დოკუმენტების მიწოდება. გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა მ----------------–- ოჯახის წევრმა, ხოლო მთავარმა ბუღალტერმა შესაბამისი უფლებამოსილების არ ქონის მოტივით უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ს--------------------მ განმეორებით მიმართა დირექტორს ანალოგიური მოთხოვნებით 2016 წლის 12 და 25 აპრილს. გზავნილი ჩაბარდა ადრესატს, თუმცა მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. რის გამოც ს--------------------მ სარჩელით მიმართა სასამართლოს;
2.35. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა ს-------------------ის სარჩელი შპს ,,T-----’’-ს (დირექტორი მ----------------–-) დაევალა საზოგადოების პარტნიორის ს-------------------ისათვის 2014 წლის 1 იანვრიდან - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტების გადაცემა: საზოგადოების წლიური ბალანსები; საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები (ბანკი, სალარო); საზოგადოების ყოველთვიური დეკლარაციები (საშემოსავლო, დღგ), ასევე დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციები; საზოგადოების მიერ გაფორმებული ყველა ხელშეკრულებები, მესამე პირებთან მიმართებაში; შპს ,,T-----’’-ს საკაბელო მომხმარებლების ამომწურავი ჩამონათვალი; საბუღალტრო პროგრამა ,,ორისის’’ ასლი; სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთები; გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
2.36. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოებული მონიტორინგის საფუძველზე, რაც გულისხმობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის შპს №1/12-2015 მიერ, ტრანზიტული ტელემაუწყებლობის მომსახურების განხორციელების ფარგლებში, საკაბელო ქსელით გადაცემული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების კანონიერების შემოწმებას, არაერთხელ იქნა გამოვლენილ/ფიქსირებული შპს ,,T-----’’-ს მხრიდან რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი. შემოწმებების შედეგად არაერთხელ დადასტურდა, რომ შპს ,,T-----’’-ს მხრიდან ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ ბერნის კონვენციის“, ,,საავტორო უფლებების შესახებ" ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების, ,,შემსრულებლების ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ" რომის კონვენციის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევები, რის გამოც კომპანიას დაეკისრა ფინანსური სანქციები. მათ შორის 2014 წელს შპს ,,T-----’’ ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სხვადასხვა სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების გამო დაჯარიმდა 28 077.78 ლარით. 2017 წლის მდგომარეობით, შპს ,,T-----’’-ს ანალოგიური საქმიანობისათვის კვლავ დაჯარიმდა 11 278 ლარით.
2.37. დადგენილია, რომ შპს ,,T-----’’ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ ტრანზიტს ახორციელებდა კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილებით. კომპანიის მართვის პროცესში დირექტორის მხრიდან ნებადართული სამართალდამრღვევი ქმედების გამო კი, რაც იყო არაერთჯერადი და ატარებდა განგრძობად ხასიათს, კომპანიას დაეკისრა მნიშვნელოვანი ფინანსური სანქცია მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან;
2.38. შპს ,,T-----’’-ს დირექტორმა მ----------------–-ა, როგორც საზოგადოების დირექტორმა, რომლის ხელფასი შეადგენდა 5600 ლარს, (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაქვითვების გამოკლებით), ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაიზარდა შრომითი ანაზღაურება - 7000 ლარამდე ოდენობით, ხელზე მისაღები სახით, პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე;
2.39. მოპასუხე მხარის განმარტებითა და წარმოდგენილი წერილობითი მასალების თანახმად, მ----------------–-ს მიერ მიღებული ჯამური ანაზღაურების მეტობა პარტნიორთა გადაწყვეტილებით დირექტორისათვის განსაზღვრული ხელფასის ოდენობასთან განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მ----------------–ს გარკვეული პერიოდის მანძილზე შეთავსებული ჰქონდა მაუწყებლობის სტუდიის მენეჯერის თანამდებობა და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას (1250 ლარს);
2.40. შპს ,,T-----’’-ს დირექტორმა მ----------------–-ა თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით საზოგადოების წესდებისა და ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9-1 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, 60.000 ლარისა და 20.000 ლარის ოდენობით მოკლევადიანი სესხები გასცა კომპანიიდან, შპს ,,ე---------" (M--)-ის მიმართ, სხვადასხვა დროს, პარტნიორთა კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების გარეშე;
2.41. მ----------------–- წარმოადგენს შპს ,,ე---------"-ის პარტნიორს 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით; შპს `T-----~-ს მოგებამ შეადგინა: 2011 წელს - 21,212.00 ლარი, 2012 წელს - 70,269.00 ლარი, 2013 წელს - 160.026.00 ლარი და 2014 წელს - 291 901.00 ლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.42. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის მიხედვით პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.
2.43. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის 46.1-ე მუხლის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით;
2.44. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო;
2.45. სასამართლომ, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შპს ,,T-----’’-ს დირექტორის მ----------------–-ს მხრიდან უდავოდ ქონდა ადგილი საზოგადოების მართვას მართლსაწინააღმდეგო მეთოდებით, რამაც საზოგადოებას მიაყენა ფინანსური ზიანი, ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ საზოგადოების დირექტორი საზოგადოების მართვას ახორციელებდა საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორის (ს-------------ის) კანონითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის/იგნორირების გზით, რაც წარმოადგენდა/წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად;
2.46. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი არ განსაზღვრავს დირექტორის გამოწვევის საფუძვლებს. აღიარებული შეხედულების მიხედვით, დირექტორის გასათავისუფლებად უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას კი უფლებამოსილი პირი (ორგანო) მოვალეა მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორის გათავისუფლების შესახებ. სადავოა ის შემთხვევა, როცა მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი 50 %-იანი წილის მფლობელი იმ პარტნიორის თანხმობის არ არსებობის გამო, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, პარტნიორს, რომელსაც გააჩნია პრეტენზია უფლების დარღვევის შესახებ, უნდა მიეცეს უფლების სასამართლო წესით დაცვის საშუალება, საწინააღმდეგოს მტკიცების შემთხვევაში, აპრიორი უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონით დადგენილი რეგულაცია ვერ გავრცელდება და აზრს მოკლებულია ნებისმიერი ვალდებულების დაწესება დირექტორის მიმართ, რომლის თვითნებობა დაცულია 50% წილის მფლობელი პარტნიორის უფლებებით;
2.47. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუშვებელია შეიზღუდოს პარტნიორის უფლება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების კანონიერებაზე იდავოს სასამართლო წესით, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ კანონი/წესდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას პარტნიორთა კრების დისკრეციად განიხილავს;
2.48. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის მიზანშეწონილობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას. ხოლო მნიშვნელოვანია თუ არა გამოწვევის საფუძველი უნდა შეფასდეს დირექტორის მხრიდან მოვალეობათა დარღვევის ხარისხისა და ხასიათის შესატყვისად;
2.49. სასამართლოს შეშფოთება გამოიწვია დირექტორის სუბიექტური დამოკიდებულებამ იმ საკითხისადმი, რაც ერთის მხრივ გამოიხატა მასში, რომ სანქციის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ განაგრძობდა ანალოგიურ კანონდამრღვევ ქმედებას, ხოლო მერე მხრივ - სამართალდამრღვევი ქმედების მართებულობის მტკიცებაში, კომპანიის კომერციულ მიზნებსა და საუკეთესო ინტერესებზე მითითებით;
2.50. სასამართლომ აღნიშნა, რომ დირექტორს თანამდებობრივი მდგომარეობიდან და იმ საერთო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც მას ეკისრება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების თვალსაზრისით, გააჩნია არა მხოლოდ უფლებები, არამედ ეკისრება მოვალეობები, მასზე დაკისრებული ფუნქციები შეასრულოს კანონისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. დაუშვებელია საზოგადოების მართვა კანონსაწინააღმდეგო მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით. მით უფრო დაუშვებელია ამ მეთოდებით კომპანიის მართვის გამართლება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა, თუ კონკურენტი კომპანიების მხრიდან აპრობირებული, ანალოგიური ხასიათის სამართალდარღვევათა სისტემატურად ჩადენის ფაქტებზე მითითებით;
2.51. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებელია კომერციული მოგების მიზანი ამართლებდეს სხვა პირების, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით დაცული უფლებების (მათ შორის საავტორო უფლებების) დარღვევის ფაქტს. პასუხისმგებლობის არათუ გამორიცხვა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებადაც დაუშვებელია იქნეს განხილული კომერციული მოგების მიზნით სამართალდარღვევის ჩადენა, მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა ის ატარებს განზრახ, არაერთჯერად და განგრძობად ხასიათს;
2.52. მოპასუხე მხარის მტკიცებით დირექტორი მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესების ფარგლებში და იმ ფონზე, როცა სხვა კონკურენტი კომპანიები უკანონოდ აწარმოებდნენ არხების ტრანსლირებას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა თუ ფინანსური მომგებიანობის თვალსაზრისით, სამართალდარღვევის ჩადენა (არხების უკანონოდ ტრანსლირება) წარმოადგენდა ობიექტური აუცილებლობით განპირობებულ, კომპანიისათვის გაცილებით უფრო მომგებიან ბიზნესგადაწყვეტილებას, ვიდრე კანონიერი გზით არხების ტრანსლირების უფლების მოპოვება.
2.53. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოსათვის, მართალია, წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა კონკრეტული არხების ტრანსლირების აუცილებლობას მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, ან ამ არხების ტრანზიტის განუხორციელებლობით, ან მათი ტრანსლირების მიზნით შესაბამისი ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში კომპანიის ფინანსურ/კომერციული მდგომარეობის გაუარესების ფაქტს, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოების თუნდაც უდავოდ გაზიარების შემთხვევაშიც, დაუშვებელია კანონდამრღვევი ქმედება არ შეფასდეს, როგორც კომპანიის მართვის სფეროში დაშვებული უხეში დარღვევა;
2.54. სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიის კონკურეტუნარიანობის შენარჩუნებისა თუ კომერციული მოგების მიზნით განხორციელებული კანონდამრღვევი ქმედების გამართლება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქაოსის დამკვიდრების ტოლფასია და კომპანიის მართვის სფეროში ამგვარი მიდგომა/ქცევა აბსოლუტურად მიუღებელია. სამართალდამრღვევი ქმედების გამართლება კომპანიის საუკეთესო ინტერესებით სრულიად სცილდება იმ ლეგიტიმურ მიზანს, რაც დირექტორის ფიდუციური თუ ზრუნვის მოვალეობის შესრულებას უკავშირდება. კომპანიის დირექტორს ბუნებრივია გააჩნია მოვალეობა იზრუნოს კომპანიის კონკურეტუნარიანობაზე და გაზარდოს კომპანიის მოგება, მაგრამ ეს უნდა განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილი ქცევის წესის ფარგლებში;
2.55. ამდენად, სასამართლომ ამ ნაწილში სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ დირექტორმა კომპანიის მართვის პროცესში ჩაიდინა უხეში და მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც უდავოდ ქმნიდა დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დირექტორის მხრიდან განხორციელებული მართვის წესით კომპანიამ მიიღო მნიშვნელოვანი ოდენობით მატერიალური ზიანი;
2.56. არამართლზომიერ ქმედებათა ჭრილში და ფიდუციური მოვალეობის დარღვევად განიხილა სასამართლომ შპს ,,T-----’’-ს დირექტორის ,,თანამშრომლობა" შპს "ა-----"-თან, რაც გამოიხატა ამ უკანასკნელისათვის ხელშეწყობაში უნებართვოდ მოეხდინა საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა - უნებართვოდ ეწარმოებინა სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწყობად (გადაწყვეტილების 3.2.6. პუნქტი). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152-ე, 1522 მუხლებზე დაყრდნობით სასამართლომ აღნიშნა, რომ ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, ან/და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა წარმოადგენს სამართალდამრღვევ ქმედებებს;
2.57. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება რომ კომპანია ,,ა-----მა’’ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები აწარმოა თვითნებურად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც გამოვლენილი ვერ იქნა შპს ,,T-----’’-ს მიერ გაწეული ,,დახმარების" გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამდებობრივი მდგომარეობისა და კომპანიის სახელზე გაცემული ნებართვის გამოყენებით, არამართლზომიერ ქმედებაში კომპანია ,,ა-----ი’’-სათვის ხელშეწყობით, დირექტორმა უდავოდ დაარღვია კომპანიის მართლზომიერად მართვის ვალდებულება;
2.58. სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ეხება დირექტორის მხრიდან, საზოგადოების წესდებითა და ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გადაწყვეტილების მიღებას ერთპიროვნულად ისეთ საკითხებზე, რაც პარტნიორთა კრების კომპეტენციას წარმოადგენდა. ამ მხრივ სასამართლომ მსჯელობა იქონია შპს ,,თ----------------თან" და შპს "ე---------"-სთან დადებულ გარიგებებზე, რომელთა საფუძველზე, პირველ შემთხვევაში, შპს ,,T-----’’-ს გახდა საკრედიტო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე (მსესხებელი) სს "პ------------------თან" და მეორე მხრივ - სასესხო ურთიერთობის მონაწილე (გამსესხებელი) შპს "ე---------"-სთან მიმართებით. ამ გარიგებათა შეფასებისას, სასამართლომ, პირველ რიგში აღნიშნა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა ის დაცულია „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა.
2.59. სასამართლომ მიუთითა, რომ „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალებზე დაყრდნობით, მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს შპს ,,თ----------------თან" დადებული გარიგებების (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1.; 3.2.11 პუნქტები) მართლზლომიერება, მათი კომერციული მიზანშეწონილების თვალსაზრისით (რაზეაც თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ განსხვავებულად აპელირებენ მოდავე მხარეები);
2.60. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს სათანადო/საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ გარიგებებით კომპანიისათვის ზიანის/მოგების მოტანის ფაქტს, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. მართალია, ამ გარიგებებით ფინანსური ეფექტის არარსებობის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია "ბ---–---–--------------ის" აუდიტორულ დასკვნაში და ამის თაობაზე, მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა კომპანია ,,T-----’’-ს თანამშრომელმაც, მაგრამ მოცემული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს გაცილებით უფრო ღრმა და მრავალმხრივ კვლევას. აუდიტორული დასკვნა და მოწმის ჩვენება არ შეიცავენ მსჯელობას გარიგების მართებულობის შეფასებისათვის ისეთ მნიშვნელოვან არგუმენტებზე და რისკებზე, როგორიცაა ამ გარიგებით აბონენტების რაოდენობის გაზრდის ფაქტი, იმ ტერიტორიაზე მაუწყებლობის ტრანსლირების შესაძლებლობა, სადაც შპს ,,T-----’’-ს არ გააჩნდა დაფარვის ზონა, ლიცენზიის შეძენით ამ არეალში კონკურენტი კომპანიების დაშვების გამორიცხვა და ა.შ. ასეთ ფონზე სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო კომერციული მომგებიანობის (ან წამგებიანობის) თვალსაზრისით დირექტორის ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის შესაფასებლად. ანალოგიურად დამატებით კვლევას საჭიროებდა დასკვნაში ასახული აბონენტთა აღრიცხვიანობისა თუ ფინანსური დარღვევების საკითხებიც;
2.61. შესაბამისად, სასამართლომ, ზემოთ აღნიშნული გარიგებების მართლზომიერების შეფასება მოახდენა არა მათი კომერციული მიზანშეწონილობის, არამედ მათ დადებაზე დირექტორის უფლებამოსილების კვლევის ჭრილში; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამავე კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას; შპს „T-----”-ს წესდების 4.2. პუნქტის თანახმად, კი სესხებისა და კრედიტების აღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება. დადგენილია, რომ შპს ,,თ---------------"-თან დადებული გარიგების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის სანაცვლოდ შპს ,,ტ------’’-მ 80 000.00 აშშ დოლარის ფარგლებში გადაიკისრა შპს ,,თ----------------"-ის საკრედიტო ვალდებულება, რაც ამ უკანასკნელს (ვალდებულების გადამცემს) გააჩნდა სს "პ------------------ის" წინაშე, (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ლიცენზიის შეძენა, დაკავშირებული იყო, ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურების არასტანდარტულ წესთან, რაც გულისხმობდა საკრედიტო დაწესებულებასთან, ფულად საკრედიტო ურთიერთობაში შპს ,,თ--------------’’-ის ჩანაცვლებას (რის გამოც შპს „T-----” დღემდე საკრედიტო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება სს „პ------------------თან“), დირექტორი არ იყო უფლებამოსილი ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება და საზოგადოების წესდების 4.2. პუნქტის თანახმად, საჭიროებდა პარტნიორთა თანხმობას (პარტნიორთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას);
2.62. ანალოგიურად, ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით იქნა მიღებული გადაწყვეტილება დირექტორის მიერ შპს "ე---------სათვის" სესხების გაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ პარტნიორთა კრების უფლებამოსილება - სწორედ მან მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხზე, პირდაპირპროპორციულია დირექტორის ვალდებულებისა, ამ საკითხზე არ მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების შესაბამისი თანხმობის გარეშე;
2.63. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ შპს ,,T-----’’-ს, დირექტორის გადაწყვეტილებით ერთ შემთხვევაში გახდა სასესხო (საკრედიტო) სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და იკისრა ვალდებულებები, როგორც მსესხებელმა სს ,,პ------------------ი’’ წინაშე (შპს ,,თ----------------’’-ის ეპიზოდი), ხოლო სხვა შემთხვევებში თავად გასცა სესხი, რაც ,,მეწარმეთა შესახებ" კანონისა და საზოგადოების წესდების ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, უნდა შეფასდეს დირექტორის მიერ ვალდებულებათა დარღვევად, რაც გამოიხატა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებასა და პარტნიორთა უფლებების დამრღვევ ქმედებაში;
2.64. სასამართლომ საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დარღვევად განიხილა დირექტორის ქმედება, რაც გამოიხატა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით პარტნიორთა მიერ განსაზღვრული ხელფასის მომატებაში. ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორისათვის შრომითი ანაზღაურების დაწესება და მისი ცვლილება წარმოადგენს პარტნიორთა კრების დისკრეციას. დადგენილია, რომ დირექტორის გადაწვეტილებით, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ის იღებდა ხელფასს 1250 ლარის მეტობით. მოპასუხე მხარის მტკიცებით, ეს განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დირექტორი ამ ხნის მანძილზე შეთავსებით ასრულებდა მოვალეობას სხვა თანამდებობაზეც და დამატებით ანაზღაურებას იღებდა არა დირექტორის, არამედ სხვა თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისათვის;
2.65. სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმოს საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია დირექტორის ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეთავსება. ასევე ბუნებრივია, რომ დასაქმებულმა უნდა მიიღოს შესრულებული სამსახურებრივი მოვალეობის შესატყვისი ანაზღაურებაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შრომითი საქმიანობის ანაზღაურება უკავშირდება დირექტორის ხელფასს და იწვევს მასში ცვლილებას, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტნიორთა კრებამ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგოს მტკიცების შესაძლებლობას გამორიცხავს თავად ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ნორმატიული მიზანი - დირექტორის შრომის ანაზღაურება მოაქციოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ფარგლებში და ამით არ დაუშვას დირექტორის მხრიდან შრომის ანაზღაურების თვითნებური ზრდისა და ამით კომპანიისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შემთხვევა;
2.66. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელფასის გაზრდით დირექტორმა დაარღვია კომპანიის ერთგულების მოვალეობა, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების მოთხოვნები; ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლი ადგენს სპეციალურ ნორმებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორის უფლებასთან დაკავშირებით. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. ანალოგიური წესია დადგენილი შპს ,,T-----’’-ს წესდების 6.3 მუხლით, რომლის მიხედვით პარტნიორი უფლებამოსი-–-- გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, მიიღო ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ;
2.67. მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პარტნიორებს (მიუხედავად საზოგადოებაში მათი წილობრივი მონაწილეობისა) უფლება აქვთ, შესაბამისი დირექტორისაგან მოითხოვონ საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ასლები ან/და ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის, გარიგებების შესახებ, პარტნიორის ამ უფლებას ბუნებრივია შეესაბამება საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის, განსახილველ შემთხვევაში, დირექტორის ვალდებულება დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს პარტნიორის შესაბამისი მოთხოვნა. საქმის განხილვის პროცესში, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებისა, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე მიმართვებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით, უდავოდ დადასტურდა ის გარემოება, რომ კომპანიის დირექტორი სისტემატურად უგულვებელყოფდა პარტნიორის კანონითა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც შეეხებოდა საზოგადოების დოკუმენტებზე წვდომის უფლებას, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ა. შ. სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის მხრიდან ამ მოვალეობათა დარღვევა წარმოადგენს პარტნიორის უფლებების უხეშ ხელყოფას, რაც განხილულ უნდა იქნეს მისი თანამდებობიდან გამოწვევის წინაპირობად;
2.68. დადგენილია, რომ მოსარჩელემ დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის ერთერთ წინაპირობად მიუთითა, ასევე, პირადი დაინტერესებისა და სარგებლის მიღების მოტივით საიჯარო ხელშეკრულებათა გაფორმება სს ,,პ---–-----------თან" და შპს ,,ბ--–-----თან". ამ მხრივ დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე და აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, ანუ ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის;
2.69. ფიდუციური და ზრუნვის მოვალეობის შესრულება იმთავითვე გამორიცხავს დირექტორის უფლებას, გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა და ბიზნესგადაწყვეტილების მიღების უფლება საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. დირექტორის მხრიდან პირადი დაინტერესების გამოვლენის ფაქტი კი, თავის მხრივ გამორიცხავს დირექტორის მიერ მიღებული ბიზნესგადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციას. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,T-----’’-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები სს ,,პ---–-----------თან“ საიჯარო ფართზე, რომლის მომავალ მესაკუთრედ ირიცხებოდა შპს ,,T-----’’-ს დირექტორის მ----------------–-ს მეუღლე, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება შპს „ბ--–---თან“, რომელიც საიჯარო ფართის მესაკუთრე არ არის/არ იყო და რომლის დამფუძნებელი, ასევე, დირექტორის ნათესავია, ასევე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებები კომპანიასთან, რომლის 67%-იანი წილის მესაკუთრე ასევე დირექტორის ნათესავია, შესაძლოა ქმნიდეს გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ გარიგებათა დადების მიზანი ყოფილიყო პირადი სარგებლის მიღება თანამდებობრივი მდგომარეობისა და კომპანიის სახსრების გამოყენებით, თუმცა ეჭვი, თუნდაც გონივრულობის ფარგლებში, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დირექტორის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არ დადასტურდება მიღებული ბიზნესგადაწყვეტილებების არამართებულობა და ამით კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
2.70. სასამართლომ, ამ ხელშეკრულებათა პირობების, ასევე, დირექტორის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი არგუმენტებისა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რაც უდავოდ დაადასტურებდა სს ,,პ---–-----------თნ" საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მცდარობას. ამ მხრივ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე რომ სს „პ---–-----------თან“ 300 კვმ, ფართზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „ტ------“ განთავსებული იყო ქ. ბათუმში, ვ-–----–----–-- ქ-----ში მდებარე მეიჯარე ნ---------------ის (მოსარჩელე ს-------------ის ნათესავის) კუთვნილ 100 კვმ. ფართში, საიჯარო ქირა შეადგენდა 625 აშშ დოლარს, შესაბამისად, ამ მხრივ კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღების ფაქტი არ იკვეთება. გარდა ამისა, დ--------–--, რომ შპს ,,ბ--–-----თან" იჯარის ხელშეკრულება მოიშალა იმავე დღეს და ამ ხელშეკრულების გაფორმებას რაიმე ზიანი კომპანიისათვის არ მოჰყოლია. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ამ ნაწილში დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არამართლზომიერება;
2.71. ამასთან, სასამართლომ დირექტორის მხრიდან ფიდუციურ მოვალეობათა უხეშ დარღვევად და თანამდებობიდან მისი გამოწვევის განმაპირობებელ გარემოებად მიიჩნია კომპანიის სახსრების გამოყენება, თავისი მეუღლის სარგებლობაში არსებული კომერციული ფართის რემონტისათვის, გახარჯული სახსრების რაოდენობის მიუხედავად (გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტი);
2.72. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები);
2.73. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების მიხედვით, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ან/და არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. პარტნიორთა საერთო კრებაზე სპს-ის თითოეულ პარტნიორსა და კს-ის თითოეულ სრულ პარტნიორს (კომპლემენტარს) აქვს თითო ხმა. კს-ის შეზღუდულ პარტნიორს (კომანდიტს) ხმის უფლება არ აქვს. შპს-ის პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად;
2.74. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ პარტნიორთა კრებამ სხვა საკითხებთან ერთად განიხილა საკითხი შპს ,,T-----’’-ს დირექტორის თანამდებობიდან მ----------------–-ს გამოწვევის თაობაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები ორი პარტნიორის ხმების თანაბრად გაყოფის გამო გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთ ვითარებაში, როცა დასტურდება დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის განმაპირობებელი გარემოებები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას აბრკოლებს 50% წილის მფლობელი პარტნიორი, რომელიც იმავდროულად დირექტორია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კომპანიის სხვა პარტნიორების, განსახილველ შემთხვევაში კი, 50 % წილის მფლობელი პარტნიორის უფლების დაცვა;
2.75. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა. ნებისმიერი დავის განხილვისას სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება;
2.76. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში შეამოწმა რა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შინაარსობრივი თვალსაზრისით, ასევე მოთხოვნის განმაპირობებელი ქმედებების მართზლომიერება, დირექტორის მხრიდან მოვალეობათა დარღვევის სახე, ხასიათი და ხარისხი დაადგინა, რომ ის მიმართული იყო კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორის უფლებების შელახვისკენ და ატარებდა მიზანმიმართულ ხასიათს საზოგადოების საქმიანობიდან მისი ფაქტობრივი ჩამოშორების მიზნით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის წინაპირობა და მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო;
2.77. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შპს ,,T-----’’-ს დირექტორის თანამდებობაზე ს-------------------ის დანიშვნა;
2.78. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება; ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. დირექტორის თანამდებობაზე დანიშნვნის ანალოგიური მოწესრიგების წესს ითვალისწინებს შპს ,,ტ-------" წესდებაც, რომლის მიხედვით, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნის და გამოწვევის, მასთან შრომის ხელშეკრულების დადების და შეწყვეტის, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
2.79. დადგენილია, რომ შპს ,,T-----’’-ს პარტნიორთა კრებას დირექტორის თანამდებობაზე ს-------------------ის დანიშვნის საკითხი არ განუხილავს. უფრო მეტიც ეს საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა და დღის წესრიგში ამ საკითხის დამატებით შეტანის საკითხიც პარტნიორთა კრებაზე არ განხილულა. ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე კენჭი ეყარა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს - დირექტორის გათავისუფლებას, რაზედაც პარტნიორთა ხმების გაყოფის შედეგად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. პარტნიორთა კრებაზე, დირექტორის გამოწვევის შესახებ საკითხის განხილვისას, პარტნიორის (ს-------------------ის) მიერ სურვილის გამოთქმა დირექტორის თანამდებობაზე გარკვეული ვადით მისი დანიშვნის შესახებ, ვერ განიხილება პარტნიორთა კრების მიერ საკითხის განხილვად. მით უფრო, რომ ეს საკითხი სათანადო წესით განსახილველად არ დასმულა და მის შესახებ პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია;
2.80. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის გადაწყვეტა, კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ, სცილდება სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ს-------------------ის შპს ,,T-----’’-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშნვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხრემ:
I. ს--------------------; II. მ----------------–-ა და შპს ,,T-----’’-მ
საქმის წარმოების აღნიშნულ ეტაპზე 23.03.2018 წლის განჩინებით შპს ,,T-----’’-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3.1. ს-------------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ტ. VI, ს/ფ.: 7-19):
3.1.1. აპელანტი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობაზე, თითქოსდა პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია დირექტორად ს-------------------ის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა პარტნიორთა კრების ის ჩანაწერები, რომელიც პირდაპირ მსჯელობდა დირექტორის მ----------------–-ს განთავისუფლების შემდეგ ახალ დირექტორად ს-------------------ის (იმავდოულად 50% წილის მესაკუთრე პარტნიორი) დანიშვნაზე. კერძოდ 2015 წლის 21 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმის შინაარსიდან და მისი სწორი ანალიზის შედეგად უდავოდ დასტურდება პარტნიორთა კრებაზე ს-------------------ის დანიშვნის საკითხის განხილვაც და კენჭისყრაზე დაყენება. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საკითხი დირექტორის თანამდებობაზე შესაფერისობის შესახებ. დირექტორის განთავისუფლების საკითხის განხილვა პირდაპირ პროპორციულია ახალი დირექტორის საკითხის განხილვისა. ვინაიდან, სხვაგვარად საზოგადოება ვერ დააკმაყოფილებს რეგისტრაციის მოთხოვნებს;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, პარტნიორთა კრებაზე, როდესაც იხილება საკითხი დირექტორის განთავისუფლების შესახებ, იმავდროულად დგება განხილვაზე ახალი დირექტორის კანდიდატურა და კენჭი ეყრება მის დანიშვნას;
3.1.3. კრებაზე განვითარებული მსჯელობები პირდაპირ გამორიცხავენ სასამართლოს დასკვნებს ს-------------------ის დირექტორად დანიშვნის საკითხის განუხილველობის შესახებ იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულია გადაწყვეტილების 6.8 პუნქტში. პარტნიორთა კრების საოქმო ჩანაწერების სიტყვა-სიტყვითი თუ განვრცობითი მსჯელობა მიუთითებს დირექტორად ს-------------------ის დანიშვნის საკითხის გადაუწყვეტელობაზე, ხმათა 50-50% წილობრივი მონაწილეობის გამო;
3.1.4. სასამართლომ არასწორად განმარტა მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9-1 მუხლი, დირექტორის დანიშვნა-გამოწვევასთან დაკავშირებით იმ თვალსაზრისით, თითქოსდა პარტნიორთა საერთო კრებაზე არ ყოფილა მსჯელობა დირექტორად ს-------------------ის დანიშვნის შესახებ. მოცემული ნორმის სწორად გამოყენების მიზნით სასამართლოს მიერ დადგენილი უნდა იქნას პარტნიორთა კრებაზე ს-------------------ის შპს `T-----~-ს დირექტორის კანდიდატურად წარდგენისა და დანიშვნის საკითხის გადაუწყვეტელობა ხმათა პარიტეტის გამო და სასამართლო წესით დირექტორის დანიშვნის მოთხოვნის მართებულობა.
3.2. მ----------------–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ტ. VI, ს/ფ.: 47-69):
3.2.1. აპელანტის განმარტებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ვინაიდან, არცერთი ფაქტობრივი გარემოებიდან არ ვლინდება დირექტორის მიერ საზოგადოებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტი. გარდა ამისა, სასამართლო პარტნიორის უფლების შეზღუდვაზე დასკვნის გაკეთებისას გაცდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის დანაწესს და მსჯელობს ისეთ საკითხზე, რომელიც არ ყოფილა კვლევის საგანი; განსაკუთრებით კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს სასამართლოს მჯელობა, რომელიც მოცემულია გადაწყვეტილების მე-19 გვერდზე, მე-2 აბზაცში, სადაც სასამართლო თავადვე აღიარებს, რომ ის მსჯელობს არა კანონიდან გამომდინარე, არამედ ,,აღიარებული შეხედულების" საფუძველზე;
3.2.2. კანონის თანახმად დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა წარმოადგენს მხოლოდ პარტნიორთა უფლებას და არა ვალდებულებას, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ რომ ეს წარმოადგენდა ვალდებულებას და არა უფლებას. გადაწყვეტილებების კრებაზე მიღება არის პარტნიორთა ავტონომიური უფლება, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს რომელიმე ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით;
3.2.3. კანონი ითვალისწინებს პარტნიორთა გადაწყვეტილების კანონიერებაზე დავის შესაძლებლობას იმ კუთხით, თუ დარღვეულია კრების მოწვევის ან გადაწყვეტილების მიღების წესი, თუმცა კანონი არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების ავ-კარგიანობის კუთხით დავის შესაძლებლობას და ეს არანაირად არ არის სასამართლოს კომპეტენცია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს თვალში ხვდება 50% წილი, თუმცა ამ კუთხით კანონი არ ასხვავებს 50%-ისა და 0.1%-ის მფლობელ პარტნიორს და მაშინ გამოდის, რომ როდესაც 99.9% წილის მფლობელ პარტნიორებს სურთ კონკრეტული საკითხის ერთგვარად გადაწყვეტა, სასამართლო 0.1% წილის მფლობელი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე უნდა ჩაერიოს გადაწყვეტილებაში და თავისებურად გადაუწვიტოს დანარჩენ 99.9%-ს თუ რა არის კარგი მათთვის, რაც აშკარად აბსურდი და სამართლებრივი ნონსენსია;
3.2.4. სასამართლოს დირექტორის მოქმედებები უნდა შეეფასებინა მხოლოდ იმ კუთხით, რომ მოქმედებდა თუ არა დირექტორი კეთილსინდისიერად და იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებში შედიოდა. ასევე, გადაწყვეტილების მე-20 გვერდის ბოლო აბზაცში სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ უთითებს, რომ თითქოს წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულებები არხების ტრანსლირების მნიშვნელოვნებასთან და მათი კანონიერად გამოყენების შემთხვევაში კომპანიის მიერ გასაწევ ხარჯებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები, სადაც კომისია მსჯელობს ამ არხების მნიშვნელოვნებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო არხების ტრანსლაციაზე ხელშეკრულება (01.01.2014), საიდანაც ჩანს, თუ რა ღირდა არხების მართლზომიერი ტრანსლაცია. ამდენად, სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა დირექტორის მოქმედებების მნიშვნელობა კომპანიისთვის, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო ის, რამდენად მოქმედებდა იმ რწმენით, რომ ეს კომპანიის საუკეთესო ინტერესებში კეთდებოდა და რაც მთავარია, სასამართლომ არ შეაფასა ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ იგივე ქმედება კომპანიის სახელით ჩადენილი იყო მოსარჩელე ს-------------------ის მიერაც, რაც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დ----------------ემ;
3.2.5. სასამართლო ასევე მსჯელობს "ა-----ი"-სთან ,,თანამშრომლობაზე", თუმცა სრულიად დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებს, რომ თითქოს შპს `T-----~ მართლსაწინააღმდეგოდ დაეხმარა ,,ა-----ი"-ს, რაც არ ეფუძნება საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას;
3.2.6. გადაწყვეტილების 6.3 პუნქტში სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ დირექტორმა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების გადმოკისრებით ან სესხის გაცემით დაარღვია წესდება და ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის დანაწესი, იურიდიულად სრულიად დაუსაბუთებელია. ხელშეკრულება თავისი ყველა არსით წარმოადგენს ლიცენზიის ნასყიდობის ხელშეკრულებას შპს `T-----~-სა და შპს ,,თ----------------’’-ს შორის, რომლის საფუძველზეც შპს `T-----~-ს წარმოეშვა გამყიდველისთვის ლიცენზიის ნასყიდობის ღირებულების გადახდის ვალდებულება;
3.2.7. რაც შეეხება კომპანიის მიერ მოკლევადიანი სესხების გაცემას, არც წესდება და არც ,,მეწარმეთა შესახებ" კანონი არ ითვალისწინებს ასეთ შეზღუდვას და შპს `T-----~-ს დირექტორს შეეძლო პარტნიორთა თანხმობის გარეშე გაეცა სესხები, მითუმეტეს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტით დადგენილად ცნო, რომ კომპანიის ძირითადი (და არა ზოგადი) საქმიანობის საგანი კომერციული საქმიანობაა. სესხის გაცემა სარგებლის დარიცხვით სწორედ რომ კომერციული საქმიანობის ფარგლებში შედის და შესაბამისად, წარმოადგენს კომპანიის ძირითად საქმიანობას, რისთვისაც იგი არ ექცევა "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-9-1 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესში;
3.2.8. სასამართლომ აშკარად ვერ გაარჩია ერთმანეთისგან დირექტორის ხელფასი და მაუწყებლობის სტუდიის მენეჯერის ხელფასი. სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ უთითებს დირექტორის ხელფასის თვითნებურ ზრდაზე, მაშინ, როდესაც ასეთ ზრდას ადგილი არ ჰქონია და ეს დასტურდებოდა შპს `T-----~-ს მიერ წარმოდგენილი ცნობებით;
3.2.9. გადაწყვეტილების 6.5. პუნქტით სასამართლომ საერთოდ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი, რადგან ასეთ გარემოებაზე სარჩელში მითითებული არ ყოფილა;
3.2.10. გადაწყვეტილების 6.6 პუნქტის ბოლო აბზაცში სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომ დირექტორმა კომპანიის სახსრები გამოიყენა მისი მეუღლის ფართის რემონტისთვის. გარდა იმისა, რომ სასამართლო გასცდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის დანაწესს, გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით ჩათვალა მან, რომ კომპანიის სახსრები დაიხარჯა დირექტორის მეუღლის ფართის რემონტზე, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარად ჩანს, რომ დირექტორმა თავისი მეუღლის ფართი გაარემონტა საკუთარი სახსრებით, ხოლო კომპანიის ფართი გარემონტდა კომპანიის სახსრებით;
3.2.11. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, რომლის ანალიზის შესაბამისად მოცემული დავა არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან სახეზე არ არის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლება და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს, კერძოდ, პარტნიორთა საერთო კრების. სასამართლომ არ გამოიყენა ან/და არასწორად განმარტა ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-9 პრიმა მუხლი;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „T-----” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2002 წლიდან, საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან ს-------------------- და მ----------------–- 50-50%-ანი წილობრივი მონაცემებით;
4.2. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, საზოგადოების დაფუძნების მომენტიდან, საზოგადოების დირექტორად, დაინიშნა მ----------------–-. ს-------------------- კი ამავე კომპანიაში დაინიშნა საზოგადოების გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. მათი ხელფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 6500 ლარის ოდენობით;
4.3. წესდებით საზოგადოების საქმიანობის საგანია მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობის განხორციელებით მოგების მიღება, კერძოდ:
· კომერციული საქმიანობა,· საკაბელო ტელევიზიის ჩამოყალიბება, კერძო ტელეარხის შექმნა და მომსახურება;
· საზოგადოება უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და პირდაპირ და არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზნებს (იხ. წესდების 2.1.-2.2. პუნქტები, ტ. I, ს/ფ.: 366-370) ;
ამავე წესდების 2.3. პუნქტის თანახმად, ,,თუ საზოგადოების საქმიანობა ამა თუ იმ სფეროში საჭიროებს ლიცენზიას (ნებართვას) საზოგადოება წარმართავს ამ საქმიანობას სათანადო ლიცენზიის (ნებართვის) მიღების შემდეგ’’;
4.4. შპს „T-----”-ს წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე, კერძოდ:
· სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
· წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
· საწარმოების სახების და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა;
· ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
· საწარმოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
· უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ინვესტიციების განხორციელება;
· სესხებისა და კრედიტების აღება; სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.
· ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპის განსაზღვრა; პროკურის გაცემა და გაუქმება; წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
· დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან შრომის ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცება;
· აგრეთვე გადაწყვეტილების მიღება ყველა იმ საკითზე, რომლის უფლებაც კანონით აქვს მინიჭებული (იხ. წესდების 4.1-4.2. პუნქტები, ტ. I, ს/ფ.: 366-370);
საზოგადოების წესდების 4.3., 4.4., და 4.5. პუნქტების თანახმად, პარტნიორთა კრება მოიწვევა ერთ-ერთი პარტნიორის ან დირექტორის მოთხოვნით; პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით; საზოგადოების კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი;
წესდების 4.7. პუნქტის მიხედვით, საზოგადოების დირექტორი წარმოადგენს საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს;
ამავე წესდების 4.10. პუნქტის თანახმად, საზოგადოების დირექტორი უფლებამოსილია განახორციელოს ყველა ზემოთ აღნიშნული უფლებები და იკისროს ვალდებულებები პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის პერიოდებს შორის;
წესდების 4.11. პუნქტის მიხედვით, საზოგადოების დირექტორს ისეთი უფლება-მოვალეობები გააჩნია, რაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონში აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს. დირექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს წერილობითი გადაწყვეტილების მეშვეობით.
წესდების 6.1. პუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ:
· მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების მართვაში;
· მიიღონ საზოგადოების საქმიანობიდან მიღებული წლიური წმინდა მოგების წილი;
· გაეცნონ საზოგადოების დოკუმენტაციას, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, მიიღონ ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ;
ამავე წესდების 6.6. პუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორები ვალდებული არიან დაიცვან საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები; დაიცვან საზოგადოების წესდების მოთხოვნები;
(იხ. წესდება - ტ. I, ს/ფ.: 366-370);
4.5. დადგენილია, რომ მ----------------–-ს 29.07.2010 წლის მიმართვის საფუძველზე 20.08.2010 წელს ქ----------- მერიის მიერ გაიცა №----------- ნებართვა, რომლის საფუძველზეც შპს „T-----” უფლებამოსილი იყო მის მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით, განეხორციელებინა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სუსტი დენების საკანალიზაციო მაგისტრალისა და ჭების (ხაზობრივი ნაგებობა) მშენებლობა (იხ. ტ. I, ს/ფ.:197-198);
4.6. დადგენილია, რომ 20.08.2010 წლის №----------- წერილის (ნებართვის) საფუძველზე 2014 წლის 07 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით საჯარო რეესტრში შპს „T-----”-ს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 537.09 მ., 609.11 მ., 280.65 მ. და 9485.62 მ. სიგრძის მქონე საკომუნიკაციო ნაგებობა, საკადასტრო კოდებით №0--------, №0--------, №0-------- და №0--------. დაფარვის ზონა მოიცავდა ქ. ბათუმში გ--------–--, დ----------------–--, ფ-------, ა--------ს, ზ. გ-------–----, პ--–-----, ი-----–---–--, ჰ-----–----, მ-----–----, ჭ---------, გ------–---–--ა და ბ-------–---–-- ქუჩებს (იხ. ტ. II, ს/ფ.:164-173). სწორედ მითითებული დაფარვის ზონებში აწარმოა მხოლოდ შპს „T-----”-მ სამუშაოები;
4.7. დადგენილია, რომ ქ----------- მერიის მიერ 20.08.2010 წელს გაცემული №----------- ნებართვა დღემდე არ გაუქმებულა, ამასთან არც მისი გადაფორმება მომხდარა სხვა პირზე. დღეის მდგომარეობით შპს „T-----”-ს მითითებული ნებართვის საფუძველზე წარმატებით შეუძლია განახორიელოს შესაბამისი მშენებლობები, რადგან ნებართვით გათვალისწინებული ტერიტორია კომპანიის მიერ სრულად ათვისებული არ არის. შპს „T-----” უფლებამოსილია ქსელის გაფართოების მიზნით აწარმოოს მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა. აღნიშნულის დასტურია თუნდაც ის, რომ 14.03.2017 წელს ქ----------- მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შპს „T-----”-ს დირექტორს გაეგზავნა წერილი №-------, რომლითაც ეცნობა, რომ ,,ქ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უახლოეს პერიოდში დაიწყება ქ. ბათუმში ე.წ. ,,ჭაობის’’, ბონის და ბარცხანის დასახლებებში არსებული ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები და შპს „T-----”-ს ეთხოვა, რომ საჭიროების შემთხვევაში განეხორციელებინათ მიწისქვეშა კომუნუკაციების სამშენებლო სამუშაოები...’’. დანართის სახით წერილზე დართულია სულ 55 ქუჩის ჩამონათვალი (იხ. ტ. IV, ს/ფ.:230-235). ამ საკითხთან მიმართებით, პალატა საჭიროდ თვლის, აქვე მიუთითოს საწარმოს დირექტორის მ----------------–-ს პოზიციაზე, რომელიც დააფიქსირა 2015 წლის 21 ივნისის პარტნიორთა კრებაზე, სადაც დღის წესრიგით განსაზღვრული ერთ-ერთი საკითხი იყო მისი დირექტორის თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და დირექტორის განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ საზოგადოების დირექტორი მ----------------–- უთითებს: ,,თუ იქნება იმის საშუალება, რომ ბატონ სუ-–---თან ერთად გადავწყვიტოთ და გავაგრძელოთ დანარჩენი ქალაქის დაკაბელება, ჭების გაკეთება, არავინ მაგაში ხელს არ შეგვიშლის’’... მოცემულ შემთხვევაში ჩვენ იმის საშუალება არ გვქონდა, რომ გაგვეგრძელებინა ჭების გათხრა, რადგან აღნიშნული დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო ბატონი სუ-–---ი სესხის აღებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს’’ (იხ. პარტნიორთა კრების ოქმი, ტ. III, ს/ფ.: 164-167, მითითებული პოზიცია დაფიქსირდა ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას);
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს/პარტნიორს - ს--------------------ს, თუ იგი გამოიჩენდა მეწარმე სუბიექტისათვის დამახასიათებელ სათანადო გულისხმიერებას, უნდა სცოდნოდა შპს „T-----”-ს მიერ განხორციელებული სამუშაოების გათვალისწინებით, შესაბამისი ხაზობრივი ნაგებობების 2014 წლის აპრილ-მაისის თვეში საჯარო რეესტრში ,,არასრულყოფილად’’ ან/და ,,სხვის’’ სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემები საჯაროა, ამასთან ამონაწერშივე არის მითითებული რეგისტრაციის საფუძველი. საგულისხმოა, რომ არცერთი რეგისტრაციის საფუძველი სადავო არ არის;
პალატის აზრით, მოდავე პარტნიორი თუ თვლიდა, რომ ხაზობრივი ნაგებობების დარეგისტრირება 2014 წლის აპრილ-მაისში არასწორად მოხდა და ამაში წვლილი მიუძღვის დირექტორს, მას როგორც მინიმუმ ამ საკითხზე უნდა მოეწვია პარტნიორთა კრება, რაც 2015 წლის 21 ივნისამდე არ განხორციელებულა, ამასთან პარტნიორს, როდესაც ამ საბაბით ითხოვს დირექტორის გადაყენებას უნდა ჰქონდეს საფუძვლიანი/არგუმენტირებული და მყარი პოზიცია, რომლითაც პასუხი გაეცემოდა კითხვებს: მოცემულ შემთხვევაში საწარმოს ინტერესებიდან და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე იქნებოდა თუ არა შესაძლებელი ნებართვის ფარგლებში სრული მაშტაბით განეხორციელებინათ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ჭების მშენებლობა? ასეთის არსებობის შემთხვევაში რა მოგებას მიიღებდა საწარმო? დირექტორის ქმედებით რა ზიანი მიადგა საწარმოს? ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი პალატამ ვერც სარჩელში, ვერც სასამართლო სხდომაზე და ვერც საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 21 ივნისის პარტნიორთა კრებაზე ს-------------------ისგან ვერ მოისმინა (განსხვავებით მოპასუხის/აპელანტის მ----------------–-საგან, რომელმაც არგუმენტირებულად უპასუხა ყველა ზ/აღნიშნულ შეკითხვებს). მით უფრო, რომ საზოგადოების წესდების 6.1. პუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების მართვაში, მიიღონ ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ;
4.8. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-----’’-ისა და შპს ,,დ--–---------’’-ს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკომუნიკაციო ნაგებობების მშენებლობაში შპს „T-----”-ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად ს-------------------ის განმარტება - ,,შპს „T-----”-ს სახსრებით განხორციელებულ მშენებლობებზე შპს ,,დ--–---------’’-ს საკუთრების უფლების დარეგისტრირების’’ შესახებ არ არის დადასტურებული შესაბამისი მტიკებულებებით;
საგულისხმოა, რომ შპს ,,დ--–---------’’, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2002 წლიდან (იხ. ტ. I, ს/ფ.: 202-203), ხოლო 15.05.2014 წლის ქ----------- თვითთმართველი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 16.04.2014 წლის №01/404 წერილის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით №0--------, №0--------, №0-------- და №0-------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული აქვს 139.1 მ., 36.32 მ., 4002.14 მ. და 24198.06 მ. სიგრძის მქონე საკომუნიკაციო ნაგებობა (იხ. ტ. II, ს/ფ.: 174-179, ტ. I, ს/ფ.:298-299). რეგისტრაციის საფუძველი - №01/404 წერილი მოსარჩელის მიერ სადაოდ არ გამხდარა (იხ. ტ. III, ს/ფ.:407-415);
რაც შეეხება შპს ,,ა-----ს’’, ის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლიდან, ხოლო 2011-2013 წლებში შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ნებართვების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესების დაცვით საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს საერთო ჯამში 36673,36 მ. საკომუნიკაციო ნაგებობა (ოპტიკურ ბოჭკოვანი საკაბელო სისტემა და საკომუნიკაციო არხი) საკადასტრი კოდებით: №0--------, №0--------, №0--------, №0--------, №0-------- (იხ. ტ. II, ს.ფ.:180-189). ამ შემთხვევაშიც რეგისტრაციის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისი ნებართვები მოსარჩელის მიერ სადაოდ არ გამხდარა;
პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.6. პუნქტით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ,,შპს ,,T-----’’-ს ნებართვით გათვალისწინებული ტერიტორიის ნაწილი, დაახლოებით 20000 გრძლივი მეტრის ოდენობით ათვისებულ იქნა შპს ,,ა-----’’-ის მიერ’’. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ა-----’’-სა და შპს ,,დ--–---------’’-ს ამონაწერები. დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ რეორგანიზაციის შედეგად 28.02.2017 წლიდან შპს ,,ა-----ი’’ შეერწყა (მიუერთდა) შპს ,,დ--–--------ს’’, ხოლო 28.02.2017 წლამდე ეს ორი პირი დამოუკიდებელ სუბიექტს წარმოადგენდა. საქმეზე მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ შპს ,,დ--–--------მა’’ ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა ლეგალიზაციის საფუძველზე ბათუმში მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების საკუთრებაში რეგისტრაცია, მაშინ როდესაც შპს ,,ა-----’’-ი დამოუკიდებლად არსებობს. შესაბამისად სასამართლომ სრულიად არასწორად დაადგინა, ის რომ ,,შპს ,,ა-----’’-იმ აითვისა 20000 გრძლივი მეტრი ხაზობრივი ნაგებობა’’, რომლის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებაც საქმეში არ მოიპოვება;
პირველი ინსტანციის სასამართლომ არამართლზომიერ ქმედებათა ჭრილში და ფიდუციური მოვალეობის დარღვევად განიხილა, შპს ,,T-----’’-ს დირექტორის ,,თანამშრომლობა’’ შპს ,,ა-----“-თან, რაც გამოიხატა ამ უკანასკნელისათვის ხელშეწყობაში უნებართვოდ მოეხდინა საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა - უნებართვოდ ეწარმოებინა სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწყობად (გადაწყვეტილების 3.2.6. პუნქტი);
პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით სათანადოდ დადასტურებული არ არის შპს ,,T-----’’-ს დირექტორის არამართლზომიერი, საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ,,თანამშრომლობა’’ შპს ,,ა-----’’-თან უნებართვო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ასეთი სამუშაოების წარმოება (ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, ან/და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა) ითვალისინებს დამრღვევი პირის დაჯარიმებას (სახდელის დადებას) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152-ე, 1522 მუხლების თანახმად, ხოლო სამართალდარღვევის გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა კი ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს ან მის მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირს (იხ. ასკ-ის 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი);
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ა-----’’-ის მიერ სამუშაოების უნებართვო წარმოება და აღნიშნულ საქიმიანობაში შპს ,,T-----’’-ს დირექტორის რაიმე სახის ხელშეწყობა არ არის გამოვლენილი კანონით დადგენილი წესით, ხოლო ასეთ შემთხვევაში დირექტორის ფიდიციური მოვალეობისა და კომპანიის მართლზომიერად მართვის ვალდებულების დარღვევაზე არ შეიძლება ვისაუბროთ, მით უფრო, მაშინ როდესაც დირექტორის მიერ საწარმოსათვის ზიანის მომტანი ქმედებები დადასტურებული არ არის, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა საწარმოს დირექტორობიდან მ----------------–-ს გამოწვევას. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----------------–--მ ასევე განმარტა, რომ საბოლოო ჯამში შპს „T-----”-მ შპს „ა-----ი“-სთან თანამშრომლობით მიიღო სარგებელი და განვითარდა, რადგან მისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ისარგებლა მისი ჭებითა და კაბელებით, რითაც მნიშვნელოვნად დაზოგა კომპანიის ხარჯები;
4.9. დადგენილია, რომ ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის მიზნით კომპანიამ თურქეთში, იმპორტის წესით შეიძინა სპეციალური მასალები, მათ შორის მილები და ჭის ლუქები აბრევიატურით - „T-----”, რომლის გამოუყენებელი ნაწილი ნასყიდობის გარიგების საფუძველზე გადაეცა შპს „დ--–----------“. სანებართვო პირობების მიხედვით შპს „T-----”-ს მიერ განხორციელებული სამუშაოების საფუძველზე ეწყობოდა საკანალიზაციო არხები საკაბელო ქსელით, შესაბამისი ჭები, რომელთა განთავსების ადგილის მიხედვით, მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „T-----”-ს საკუთრებად;
4.10. დადგენილია, რომ ნებართვის საფუძველზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხების მოწყობის მიზნით შპს ,,T-----”-მ ხელშეკრულებები გააფორმა შპს „გ-------------“-თან და შპს „ე---------“-სთან, რომლის მიხედვით შპს ,,T-----”-ს დაკვეთით მისი ხარჯებით შესრულდა 9870 გრძივი მეტრი არხის მშენებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა საერთო ჯამში დღეის მდგომარეობით, შპს „T-----” საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 10912.47 გრძივი მეტრი მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხის მესაკუთრედ;
4.11. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.7., 3.2.8. და 3.2.9. პუნქტებით სასამართლომ დაადგინა დირექტორის - მ----------------–-ს მიერ პარტნიორის - ს-------------------ის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნის, ასევე პარტნიორის - ს-------------------ის მიერ საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნისა და ამ ფაქტებთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. სასამართლოს მითითებით ს-------------------ის მოთხოვნები ,,დირექტორის მხრიდან რჩებოდა რეაგირების გარეშე’’. პალატა უთითებს, რომ 2015 წლის 21 ივნისს, პარტნიორთა კრებაზე არ განხილულა ამ საფუძვლებით დირექტორის გადაყენების საკითხი, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე არც სარჩელში და შესაბამისად არც შესაგებელში არ ყოფილა მითითებული. ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.7., 3.2.8. და 3.2.9. პუნქტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით ისეთი ფაქტი, რომელიც არც სარჩელში, არც შესაგებელში არ ყოფილა მითითებული და არც სხდომაზე ყოფილა გამოკვლეული, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საქმის სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი - მხარეთა შეჯიბრებითობა. პალატა თვლის, რომ აპელანტის პოზიცია ამ თვალსაზრისით სწორია (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. VI, ს/ფ.:63);
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, პალატის აზრით საყურადღებოა რომ პარტნიორს - ს--------------------ს 2015 წლის 10 დეკემბრამდე წერილობითი ფორმით არც მოუთხოვია დირექტორისათვის - მ----------------–-სათვის რაიმე სახის ინფორმაციის (საბუღალტრო თუ სხვა სახის დოკუმენტაციის) გადაცემა საზოგადოების საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია 21.06.2015 წლის პარტნიორთა კრება, სადაც ს--------------------ს დაესვა შეკითხვა (შეკითხვა გადმოტანილია სიტყვა-სიტყვით, შეუცვლელად): ,,თქვენ ხართ პარტნიორი, ხომ ასეა?, თქვენ გქონდათ ყველაფრის უფლება აბსოლუტურად. ამ ხნის განმავლობაში აი დღეს რა კითხვებსაც თქვენ სვამდით და რასაც კითხულობდით ეხლა და რა პასუხსაც ვისმენდით ჩვენ, თქვენ 2014 წლის მარტის თვემდე (2003 წელს არის კომპანია შექმნილი), რაიმე კითხვა დაგებადათ?, ან გადაწყვიტეთ, რომ მოგეწვიათ კრება? ან რაიმე აზრი გამოხატეთ, რომ ასე კი არ ჯობს, აი ასე სჯობს და მოდით გავაკეთოთ, ან პარტნიორთა კრება მოიწვიეთ?, ან მოითხოვეთ - მომეცი საბუთები და ვინმემ გითხრათ, რომ არ მოგცემთ საბუთებს? იყო ეგეთი შემთხვევა (ამბავი)?’’ - ს-------------------- პასუხობს: - წერილობითი ფორმით არ იყო მოთხოვნილი, ხოლო ზეპირად ყოფილა ბევრჯერ (იხ. ტ. III, ს/ფ.:218);
პალატა ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებიდან (წინამდებარე გადაწყვეტილების 4.11. პუნქტი) გამომდინარე აქვე მიუთითებს საწარმოს წესდების რამოდენიმე დანაწესზე, კერძოდ: წესდების 6.6., 6.1 და 4.11. პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ,,საზოგადოების პარტნიორები ვალდებული არიან დაიცვან საზოგადოების წესდების მოთხოვნები; საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების მართვაში, გაეცნონ საზოგადოების დოკუმენტაციას, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, მიიღონ ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ; დირექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს წერილობითი გადაწყვეტილების მეშვეობით. პალატა თვლის, რომ დირექტორი, პარტნიორის მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში იქნებოდა ვალდებული, წერილობითი ფორმით მიეღო გადაწყვეტილება საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის პარტნიორისათვის წარდგენის თაობაზე, ხოლო ასეთი წერილობითი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში დირექტორი არ იყო უფლებამოსილი საწარმოს საქმიანობის შესახებ მასალები გადაეცა პარტნიორისათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაარღვევდა წესდების მოთხოვნას - გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით მიღების თაობაზე;
4.12. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შპს „T-----”-ს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და შესაბამისი მოგების მიღების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რადიოსიხშირული სპექტრის F44 ლიცენზიით სარგებლობა. აღნიშნული მიზნით შპს ,,თ----------------’’-სა (,,მეიჯარე’’) და შპს „T-----”-ს (,,მოიჯარე’’) შორის 2011 წლის 03 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება მითითებული ლიცენზიის იჯარით გადაცემის შესახებ, რომლით სარგებლობისათვის შპს „T-----” გამქირავებელს უხდიდა იჯარის გადასახადს 600 ლარის ოდენობით (იხ. ტ. II, ს/ფ. 86-87, 94-96);
დადგენილია, რომ 2012 წლის 01 დეკემბერს, შპს „T-----”-მ (ვალდებულების მიმღებმა) და შპს ,,თ----------------’’-მა (ვალდებულების გადამცემმა) გააფორმეს ხელშეკრულება ვალდებულების გადაცემის შესახებ, რომლითაც შპს „T-----”-მ 80000 აშშ დოლარად შეიძინა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზია. მითითებული ლიცენზიის შეძენის მიზნით შპს „T-----”-მ იკისრა ვალდებულება ნასყიდობის ფასი - 80000 აშშ დოლარი გამყიდველის ნაცვლოდ გადაეხადა გამყიდველისვე მითითებით მესამე პირისთვის - სს ,,პ------------------ი’’-სათვის, რომელთანაც გამყიდველს - შპს ,,თ----------------’’-ს №3.1.9555 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდა ვალდებულება სწორედ 80000 აშშ დოლარის ფარგლებში (იხ. ტ. II, ს/ფ.: 88-92);
დადგენილია, რომ 2013 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით შეწყდა მხარეებს შორის 2011 წლის 03 ნოემბერს გაფორმებული რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის F44 ლიცენზიის იჯარით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება, ასევე გაუქმდა 2012 წლის 02 დეკემბრის შეთანხმება შპს „T-----”-ს მიერ შპს ,,თ----------------’’-სათვის საიჯარო ქირის 600 ლარის გადახდის თაობაზე (იხ. ტ. II, ს/ფ.: 86, 92);
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისამდე შპს „T-----”-ს ანგარიშიდან იჭრებოდა თანხები შპს ,,თ----------------’’-ს №3.1.9555 სესხის დასაფარად. მითითებული დროისათვის №3.1.9555 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხა სრულად გადახდილია (იხ. ტ. IV, ს/ფ.: 271-272);
პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის შეფასება მასზედ, რომ შპს „T-----”-მ დადო დამოუკიდებელი სესხის ხელშეკრულება ბანკთან. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შპს ,,თ----------------“-თან დადებული გარიგების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის სანაცვლოდ შპს „T-----”-მ 80000 აშშ დოლარის ფარგლებში გადაიკისრა შპს ,,თ----------------“-ის საკრედიტო ვალდებულება, რაც ამ უკანასკნელს (ვალდებულების გადამცემს) გააჩნდა სს ,,პ------------------ი“-ს წინაშე. მოცემულ შემთხევაში, ადგილი არ ჰქონია სესხის აღებას, არამედ ვალის გადმოკისრება მოხდა რადიოსიხშირის ლიცენზიის ნასყიდობის ღირებულების გადახდის სანაცვლოდ. გამოდის, რომ გამყიდველმა ნასყიდობის ღირებულების გადახდა შპს „T-----”-ს დაავალა მის ნაცვლად მესამე პირისათვის. ამდენად, კომპანიას არ აუღია არც სესხი, მან მხოლოდ შეიძინა ქონება და გადაიხადა მისი ნასყიდობის ღირებულება. აღნიშნულ საკითხზე არ იყო საჭირო პარტნიორთა კრების მოწვევა, რადგან იგი არ მიეკუთვნება წესდების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, ასევე არ სცილდება საზოგადოების საქმიანობის სფეროს
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ასევე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2012 წლის 01 დეკემბერს, შპს „T-----”-სა და შპს ,,თ----------------’’-ს შორის დადებული ვალდებულების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, თავისი არსით წარმოადგენს ლიცენზიის ნასყიდობის ხელშეკრულებას გადახდის განვადებით (სსკ-ის 505-ე მუხლი). მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოს დირექტორმა ნაკლები დანახარჯების და გადახდის მოქმილი ფორმის გამოყენებით მიიღო მოგებაზე ორიენტირებული, გონივრული გადაწყვეტილება, რითაც შპს „T-----”-ს მოუტანა სარგებელი. ეს გარემოება ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კომპანიის იურისტმა - დ----------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ ამ გზით მოხდა ნასყიდობის თანხის გადახდა და ამ ურთიერთობის ფარგლებში მ-----------–- კომპანისაათვის არ მიუყენებია არანაირი ზიანი’’. ყოველივე აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი;
4.13. 2016 წლის 1 ნოემბერს შპს „T-----”-ს და შპს „ა-----“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან ურთიერთდაშვების შესახებ, რომლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთის არხებში საკუთარი კაბელის გატარების შესახებ მომსახურების თანაბარი ღირებულებით ანაზღაურების პირობით. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის შპს „ა-----“-სა და შპს „T-----”-ს საკომუნიკაციო კანალიზაციაში განთავსებული კაბელების სიგრძე შეადგენს: შპს „T-----”-ს მიერ შპს „ა-----“-ს საკომუნიკაციო კანალიზაციაში განთავსებულია 15,1 კვ.მ. კაბელი, ხოლო შპს „ა-----“-ის მიერ შპს „T-----”-ს საკომუნიკაციო კანალიზაციაში განთავსებულია 13,8 კმ. კაბელი (იხ. ტ. IV, ს/ფ.: 236-243);
4.14. პალატა დადასტურევულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო მოდავე პარტნიორისათვის და აღნიშნულ საკითხის გადაწყვეტა არ ხდებოდა მხოლოდ დირექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მოწმის სახით დაკითხული დ----------------ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ კომპანიაში ის იურისტად სწორედ ს-------------------ის რეკომენდაციით არის მოყვანილი 2003 წელს. ს.გო---------ს იგი დირექტორად მოიხსენიებს და უთითებს, რომ სწორედ გო--------- მართავდა მაშინ კომპანიას. მითითებულ პერიოდში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არხების არამართლზომიერი ტრანზიტისთვის დააჯარიმა შპს „T-----”. პალატას მიაჩნია, რომ მითითებული პერიოდისათვის არხების არამართლზომიერი ტრანზიტი არ იყო მე---- მეტერველის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, არამედ ის ორივე პარტნიორისთვის რჩეული მეთოდი და შეთანხმებული სტრატეგია იყო. აღსანიშნავია ამ კუთხით ის მომენტიც, რომ ს-------------------- შპს „T-----”-ს დაარსებიდან 2012 წლის ბოლომდე მუშაობდა ამავე კომპანიის გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა კომპანიის საქმიანობაში. ამ პერიოდშიც ხდებოდა არხების არამართლზომიერი ტრანზიტი, რაც დაადასტურა ზემოთ მითითებულმა მოწმემ. აღნიშნული ასევე დადასტურებულია სარჩელზე დართული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №01/1868-15 (02.08.2015) წერილით, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიის მიმართ სანქციები იგივე დარღვევებისთვის გამოყენებული იყო 2012 წლამდეც არაერთხელ, კერძოდ, 2005 წელს 2-ჯერ, 2006 წელს, 2009 წელს და 2011 წელს 3-ჯერ;
პალატა მიუთითებს, რომ კომპანიას ჰქონდა ადმინისტრაციული გადაცდომები, რის გამოც დაეკისრა შესაბამისი სანქციები, რაც თავისთავად არ უნდა ჩაითვალოს მისაღებად. მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას, რაც იქნება კომპანიიდან დირექტორის გამოწვევის საფუძველი. გადაცდომებისაგან არავინაა დაცული არც ფიზიკური პირი და მით უმეტეს არც სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მოღვაწე იურიდიული პირები. ამასთან, დადგენილია, რომ კომპანიას ამ სანქციებით არ მიდგომია მნიშვნელოვანი ზიანი. საქალაქო სასასამართლო ამ ფაქტობრივი გარემოებების განხილვისას ზედაპირულად უთითებს, რომ არხების არამართლზომიერი ტრანსლირებით დირექტორმა კომპანიას მიაყენა ფინანსური ზიანი (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.2. პუნქტი). სასამართლო, როდესაც ამ ფაქტს ერთ-ერთ საფუძვლად უდებს დირექტორის გამოწვევას - მინიმუმ უნდა გამოიკვლიოს და პასუხი უნდა გასცეს ლოგიკურ კითხვებს: ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იყო თუ არა მხოლოდ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, თუ მასში ჩართული იყო ასევე მეორე პარტნიორი? პარტნიორთა ინტერესებში შედიოდა თუ არა აღნიშნული ქმედებების განხორციელება? მოცემულ ვითარებაში დირექტორი მოქმედებდა თუ არა კეთილსინდისიერად და იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებშია? ამ ქმედებების განხორციელებით მიყენებული ფინანსური ზიანი რამდენად მნიშვნელოვანი იყო კომპანიისათვის და მოყვა თუ არა მას რაიმე სახის გამოუსწორებელი შედეგები? ამ ჭრილში საგულისხმოა ქვემოთ მითითებული ფაქტები, კერძოდ:
4.15. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შპს ,,T-----’’-ს მოგებამ შეადგინა: 2011 წელს - 21212.32 ლარი, 2012 წელს - 70269.54 ლარი, 2013 წელს - 160026.85 ლარი და 2014 წელს - 291 901.00 ლარი. აღნიშნული ცალსახად დასტურდება საქმეში არსებული შპს ,,T-----’’-ს დეკლარაციებით (იხ. ტ. III, ს/ფ.: 360-367); 2015 წლის 21 ივნისს პარტნიორთა კრებაზე და სასამართლო სხდომებზე მხარეთა მიერ დაფიქსირებული განმარტებებით; საქმეში წაროდგენილია 01.06.2010 წლის და 01.08.2010 წლის შპს ,,T-----’’-ს დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი, სადაც პარტნიორებმა დაადგინეს: მეწარმეთა შესახებ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 2010 წლის 01 ივნისისათის რიცხული სავარაუდო მოგებიდან დამფუძნებლებზე გაცემულ იქნა 100000 (ასი ათასი) ლარი დივიდენდის სახით; 2010 წლის 01 აგვისტოს რიცხული სავარაუდო მოგებიდან დამფუძნებლებზე გაცემულ იქნა 92000 (ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი დივიდენდის სახით (იხ. ტ. III, ს/ფ.: 372-373). მითითებული ფაქტები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სარჩელში მითითებულ იმ გარემოებასთან, რომ მ.მე--------–- მისი მმართველობით ზიანს აყენებს კომპანიას. ზემოთ მითითებული გარემოებების ფონზე ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2015 წლის პარტნიორთა კრებაზე ისეთი სახის დარღვევების განხილვა, რაც ხდებოდა ასევე ს-------------ის გენერალური მენეჯერობის პერიოდში, რომელზედაც თავის დროზე მას პრეტენზია არ განუცხადებია და ამ დარღვევებიდან გამომდინარე ზედაპირული მითითება კომპანიისათვის მიყენებულ ზიანზე არ არის ობიექტური გარემოებებით განპირობებული და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორის სუბიექტურ მიზანს - მეორე პარტნიორის კომპანიის დირექტორობიდან გამოწვევის შესახებ;
4.16. დადგენილია, რომ 2012 წლის შემდეგ, კერძოდ ს-------------------ის კომპანიის გენერალური მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდომ თანამდებობაზე მისი აღდგენის დრომდე შპს ,,T-----’’-ს დირექტორმა მ----------------–-ა შეითავსა, მაუწყებლობის სტუდიის მენეჯერის თანამდებობა, ხოლო მითითებული პერიოდიდან მისი ხელფასი გაიზარდა 1250 ლარით;
პალატა თვლის, რომ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, საწარმოს შემოსავლების გათვალისწინებით ხელფასის გონივრული ოდენობით გაზრდასთან დაკავშირებით ან თუნდაც კომპანიის მიერ ჩადენილი, ზემოთ მითითებული ადმინისტრაციული გადაცდომები, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, არ უნდა იქნეს შეფასებული არამართებულობის იმ ხარისხში, რომელსაც შეიძლება მოყვეს დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევა. მითითებული გარემოება არ წარმოადგენს დირექტორის პასუხისმგებლობის საფუძველს თუკი დადგინდება, რომ გამოყენებული პროცედურა იყო რაციონალური ან განხორციელებული კეთილსინდისიერი მცდელობით კორპორატიული ინტერესების გათვალისწინებით - მოგეხსენებათ სამაუწყებლო კორპორაციის მაღალი კონკურენტუნარიანობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად სწორი მენეჯნენტის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, ხოლო ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებისათვის გონივრული საზღაურის მიღება კი - ამ ერთიანი კორპორატიული სისტემის შემადგენელი, განუყოფელი ნაწილია. სამუშაოთა სპეციფიკურობის გათვალისწინებით გონივრული ხელფასის მიღების პროცედურული წესების დარღვევა გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის შეფასების განმსაზღვრელი არ უნდა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში დირექტორის გადაწყვეტილების ,,ობიექტურ’’ შეფასებას საფრთხის წინაშე დააყენებდა და დირექტორების გადაწყვეტილებებს ხელმეორედ შეაფასებდნენ ამისთვის ნაკლებ აღჭურვილი სასამართლოები. ამდენად, ეს მომენტი უნდა შეფასდეს სამეწარმეო განსჯის წესზე ორიენტირებულ პროცესზე და პარტნიორმა პატივი უნდა სცეს ყველა კეთილსინდისიერად მიღებულ დირექტორის გადაწყვეტილებას;
გარდა ამისა აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კუთხით, სადაც არ დააკმაყოფილდა დირექტორის ხელფასის გაზრდის ნაწილში ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნა და აღინიშნა, რომ სადავო პერიოდში საწარმოს შემოსავლების გათვალისწინებით დირექტორის ხელფასის გაზრდა მართლზომიერი იყო და არ წამოადგენდა დომინანტი პარტნიორების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას (სუს 27.01.2016 წლის განჩინება, საქმე #ას-1134-1067-2015, www.prg.supremecourt.ge )
4.17. დადგენილია, რომ 2014 წლის 29 ივლისს და ამავე წლის 29 დეკემბერს შპს ,,T-----’’-ს დირექტორმა - მ----------------–-ა 60.000 ლარისა და 20.000 ლარის ოდენობით მოკლევადიანი სესხები გასცა კომპანიიდან, შპს ,,ე---------" (M--)-ის მიმართ; დადგენილია, რომ შპს ,,ე---------" (M--)-ის მიერ მისთვის 29.07.2014 წელს სესხის სახით მიცემული თანხა 60000 ლარი დაუბრუნა შპს ,,T-----’’-ს სრულად - 04.08.2014 წელს, ხოლო 29.12.2014 წელს მიღებული სესხი 20000 ლარი დაუბრუნა - 31.12.2014 წელს. მითითებული სესხების გაცემით შპს ,,T-----’’-მ მიიღო საპროცენტო სარგებელი (იხ. ტ. IV, ს/ფ.: 112-114);
პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ ფაქტონრივ გარემოებებს სესხების გაცემისა და დაბრუნების ნაწილში, არასწორი შეფასება მისცა როცა მიუთითა: მოპასუხის მიერ ,,თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოების წესდებისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 9-1 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევაზე’’, რადგან დადგენილია, რომ წესდების თანახმად, საზოგადოება მიზნად ისახავს მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანიანობის განხორციელებით მოგების მიღებას (2.1. პუნქტი), ხოლო საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენს კომერციული საქმიანიობა (2.2. პუნქტი). პალატა მიუთითებს, რომ სესხების გაცემა სწორედ რომ კომერციულ საქმიანიბას წარმოადგენს და ჯდება წესდებით განსაზღვრულ სფეროში. შესაბამისად, დირექტორის მიერ არანაირ დარღვევას ადგილი არა აქვს, რადგან აღნიშნულს, წესდების 4.2. პუნქტის თანახმად, არ სჭირდებოდა პარტნიორთა კრების თანხმობა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ყველა სესხი მალევე დაიბრუნა კომპანიამ თავისი სარგებლით, რაც ადასტურებს ასევე იმას, რომ დირექტორმა იმოქმედა კეთილსინდისიერად და კომპანიის საუკეთესო ინტერესებში;
4.18. დადგენილია, რომ 2013 წლის 15 ნოემბერს, შპს „T-----”-მ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ბ--–-----თან" (ს/ნ.: 4--------), ქ. ბათუმში, გ-------–---- ქ. №---ში მდებარე 300 კვმ. ფართზე, (ს/კ.: 0------------------). იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 2 500.00 ლარს, ამასთან კონტრაქტით დადგინდა, რომ შპს „T-----” განახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს, საიდანაც გამოიქვითებოდა საიჯარო ქირა, ხოლო სარემონტო სამუშაოების ღირებულების ოდენობა განისაზღვრებოდა მხარეტა შორის სამუშაოების შესრულების აქტის შედგენისა და ორივე მხარის მიერ ხელმოწერის გზით. ამავე იჯარის ხელშეკრულებით შპს „T-----”-ს უფლება ჰქონდა მოეწყო და გაეფორმებინა საიჯარო ფართი საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მეიჯარე დავალდებულდა, რომ უზრუნველეყო მოიჯარის მიერ საიჯარო ფართის შეუფერხებელი და სრული გამოყენება;
4.19. მოცემულ ფართებზე იჯარის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის და შემდგომი წლების განმავლობაში, სასამართლო განჩინებათა საფუძველზე, რეგისტრირებული იყო რამდენიმე რიგის ყადაღა, რის შესახებაც ცნობილი იყო კომპანიის დირექტორისათვის. კომპანიის დირექტორმა აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების დადების წინა მოსამზადებელ ეტაპზე შეისწავლა რა ყველა რიკ-ფაქტორები, დარწმუნდა თავისი ქმედების მართებულობაში, რომ ახალი იჯარის ხელშეკრულებით კომპანიას მოუტანდა სარგებელს და ეს ასეც აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ შპს `ბ--–-----თან~ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება მოქმედებდა მეიჯარის მიერ მისი შეწყვეტის შესახებ პირველი მოთხოვნისთანავე და ხელშეკრულება არ შეიცავდა რაიმე დათქმას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუმცა მითითებული ხელშეკრულების დადებისას, დირექტორის მიერ რეალური ფაქტების შესწავლით მინიმუმამდე იქნა დაყვანილი რისკი იმისა, რომ მოცემულ გარემოებაში ყადაღის ბენეფიციარების მხრიდან შესაძლებელი ყოფილიყო უძრავი ქონების მიმართ იძულებითი ხასიათის აღსრულების ღონისძიებების გატარება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და შესაბამისად, იმ ფართით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი, რომელზეაც კომპანიას გაწეული ჰქონდა ხარჯები. შპს „T-----“-სა და შპს ,,ბ--–-----ს’’ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა იმავე დღეს, 2013 წლის 15 ნოემბერს ისე, რომ შპს „T-----“-სა და შპს „ბ--–-----ს“ შორის რაიმე ფინანსური ურთიერთობა არ წარმოშობილა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების იჯარის გაუქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა არა 2013 წლის 15 ნოემბერს, არამედ 2016 წელს, სასამართლო დავის მიმდინარეობის პარალელურად, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება (წინამდებარე პუნქტში მითითებულ გარემოებებზე მიუთითებდა მ----------------–-, სასამართლო სხდომებზე და ასევე დამაჯერებლად ხსნიდა თავის ქმედების მართებულობას 2015 წელს გამართულ პარტნიორთა კრებაზეც იხ. ტ. II, ს/ფ.: 104-105);
4.20. დადგენილია, რომ 300 კვ.მ., ფართზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „T-----” განთავსებული იყო ქ. ბათუმში, ვ-–----–----–-- ქ. №---–- მდებარე მეიჯარე ნ---------------ის (მოსარჩელე ს-------------ის ნათესავის) კუთვნილ 100 კვ.მ. ფართში, საიჯარო ქირა შეადგენდა 3300 ლარს (იხ. ტ. II, ს/ფ.: 106-109);
4.21. დადგენილია, რომ 2014 წლის 10 დეკემბერს სს „პ---–-----------სა“ და შპს „T-----“-ს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, გ-------–---- ქ. №---ში მდებარე 300 კვმ. ფართზე (ს/კ.: 0------------------), რომლის მიხედვით მეიჯარე სს „პ---–-----------ი“ კისრულობდა მოიჯარისათვის მის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართის იჯარით გადაცემის ვალდებულებას. იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ყოველთვიური საიჯარო ფასი შეადგენდა 2000.00 ლარს. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებული იყო შპს „T-----”-სათვის აენაზრაურებინა საიჯარო ქონების გაუმჯობესებაზე (რემონტი) გაწეული ხარჯები - 121500 ლარის ოდენობით (იხ. ტ. III, ს/ფ.: 391-393);
4.22. დადგენილია, რომ 2013 წლის 10 აპრილს, შპს „T-----”-მ სამუშაოების შესრულების შესახებ მომსახურეობის ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ი-–--’’-სთან (ს/ნ.: 2--------), რომლის მიხედვით შპს „ი-–--“ კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო ბათუმში, გ-------–---- ქ. №---ში მდებარე 300 კვ.მ. საიჯარო ფართზე სარემონტო სამუშოების წარმოება, კერძოდ შეესრულებინა საბათქაშო, სამღებრო, იატაკის მოჭიმვითი და სხვა სამუშაო, რაც გამომდინარეობდა დამკვეთის ინტერესებიდან 52 000 ლარის ფარგლებში. 2013 წლის აგვისტოსა და ნოემბრის თვეში შედგა შესრულებულ სამუშაოთა მიღების ფორმა №2-ბი, რომლის მიხედვით საერთო ჯამში ხელშეკრულებით შესრულებული ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთააღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა - 32650 ლარი, ხოლო 2014 წლის 15 აგვისტოს შედგა მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ. II, ს/ფ.: 121-127);
4.23. 2013 წლის 25 ნოემბერს შპს „T-----“-სა და შპს „ა----“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მყიდველმა შპს „T-----“-მ გამყიდველისაგან შპს „ა----“-საგან შეიძინა ფანჯრის კონსტრუქციის მეტალო-პლასტმასის 347 გრძივი მეტრი 84 კვმ მინა-პაკეტი. ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 4036 აშშ დოლარით. ხოლო 2014 წლის 23 იანვარს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მყიდველმა შპს „T-----“-მ გამყიდველისაგან შპს „ა----“-საგან შეიძინა ფანჯრის კონსტრუქციის მეტალო-პლასტმასის 60.6 ვიტრაჟი. ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 2600 აშშ დოლარით. საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შპს ,,T-----“-მ მიიღო ხელშეკრულების საგანი, ხოლო შპს „ა----“-მ მიიღო ნასყიდობის საგნის ღირებულება, რაც დასტურდება საქმეში არსებული გადახდისა და გადარიცხვის ქვითრებით. აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა კომპანიის სამეწარმეო ურთიერთობებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. ამით საწარმოს არ მისდგომია რაიმე სახის ზიანი (იხ. ტ. II, ს/ფ.: 110-117);
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის ერთ-ერთ წინაპირობად უთითებს, პირადი დაინტერესებისა და სარგებლის მიღების მოტივით საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას სს ,,პ---–-----------თან", რომლის მომავალ მესაკუთრედ ირიცხებოდა შპს ,,T-----’’-ს დირექტორის მ----------------–-ს მეუღლე თ--------------ე. პალატა თვლის, რომ გაუგებარია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით რა სამართლებრივი კავშირი აქვს მესამე პირებს შორის დადებულ გარიგებას, რომელსაც საბოლოო ჯამში არანაირი ზიანი არ მიუყენებია შპს ,,T-----“-სათვის;
პალატა ზემოთ მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად თვლის, რომ ნ---------------ესთან არსებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტით და ახალი იჯარის ხელშეკრულებების დადებით შპს ,,ბ--–-----თან" და შემდგომ სს „პ---–-----------თან“ შპს „T-----”-მ მიიღო ბევრად გაუმჯოსებული და მის სამუშაო სპეციფიკას მორგებული პირობები, ასევე ბევრად უფრო დიდი ფართი, რომელიც რეალურად რემონტის შედეგად წარმოადგენდა არა 300 კვ. მეტრს, არამდედ 464.89 კვ.მ. და რაც მთავარია ამ ყველაფერთან ერთად გაცილებით ნაკლებ საიჯარო ფასად. თუ ადრე შპს „T-----” 100 კვ.მ. საიჯარო ჯართზე იხდიდა 3300 ლარს, ახალი ხელშეკრულებით 464.89 კვ.მ., კეთილმოწყობილ ფართზე შპს „T-----” იხდის საიჯარო ქირას უკვე - 2000 ლარის ოდენობით. მითითებული სწორი მენეჯმენტის წყალობით დირექტორმა კომპანიის თანამშრომლებს შეუქმნა გაცილებით უკეთესი სამუშაო გარემო-პირობები, ამასთან კომპანიას მოუტანა მეტი მატერიალური სარგებელი (იხ. ტ. III, ს/ფ.: 385-387);
4.24. შპს „T-----”-ს 50% წილის მფლობელი პარტნიორის მ----------------–-ს დაკვეთით „ბ---–---–--------------ის“ 08.04.2015 წლის №1/12-2015 დასკვნაში დასმული საკითხები შესწავლილი იქნა შპს „G-----”-ის მიერ. წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით დადასტურებულია აუდიტორული შემოწმების №1/12-2015 დასკვნაში ასახული ბუღალტრული დარღვევების მხოლოდ მცირე ნაწილი და მითითებულია, რომ დეკლარაციის დაზუსტების საფუძველზე დარღვევები აღმოფხვრილია. მითითებული დასკვნის მიხედვით ასევე დაუსაბუთებლადაა მიჩნეული აუდიტორული შემოწმების №1/12-2015 დასკვნა აბონენტთა აღრიცხვიანობის სფეროში არსებული დარღვევების შესახებ და მითითებულია ობიექტური დასკვნის გასაცემად მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ, რამაც სათანადო ასახვა ვერ ჰპოვა №1/12-2015 აუდიტორულ დასკვნაში;
4.25. პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად კომპანია, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური უფლების – მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით პირთა გაერთიანების უფლების პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს. ამ გაერთიანებაში წევრთა (აქციონერთა, პარტნიორთა) ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა კომპანიის ხელმძღვანელთა ინტერესებს. ბიზნეს სამყარო საოცრად სწრაფად იცვლება და დირექტორებს უნდა ჰქონდეთ დისკრეცია იყვნენ მოქნილები იმისათვის, რომ კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იმოქმედონ. დებულება, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს დირექტორთა პასუხისმგებლობას უცნობია ქართული კანონმდებლობისთვის. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი დებულებაა, რომელიც ხელს უწყობს დირექტორს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილება. ზოგჯერ, სარისკო გადაწყვეტილება ერთადერთი გზაა კომპანიის წარმატებისა და დამატებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. თუკი დირექტორი კეთილსინდისიერად მიიღებს გადაწყვეტილებას, სრული და საკმარისი ინფორმაციის საფუძველზე, იმ რწმენით, რომ ასეთი ქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებშია, ის დაცული უნდა იყოს პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში თუკი მისი გადაწყვეტილება არ აღმოჩნდება წარმატებული;
4.26. პალატა განმარტავს, რომ კონკურენტუნარიან სამეწარმეო ურთიერთობებს ყოველთვის თან სდევს გარკვეული სახის რისკები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დირექტორის მიერ შპს „ბ--–-----თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს დირექტორის მიერ ჩადენილ უხეშ დარღვევად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დადებული იყო ყადაღა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ----------------ის (რომელიც იმ დროს იყო კომპანიის იურისტი) ჩვენებით დგინდება, რომ ხელშეკრულების დადებამდე მათ მიერ შეფასებული იქნა ყველა რისკი. ზიანის შემთხვევაში, იგი უნდა ყოფილიყო ძალიან მცირე. ასევე დადგინდა უძრავი ქონების მესაკუთრე. მათ მიერ სააღსრულებო ბიუროში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა იყო ფორმალური, რადგან უძრავი ქონების გაყოფა იმ მომენტისათვის უკვე დასრულებული იყო, დარჩენილი იყო მხოლოდ იქ არსებული მოძრავი ქონების გაყოფის დასრულების საკითხი. ყადაღა კი სრულად მოიხსნებოდა აღნიშნული პროცედურების სრულად დასრულების შემდგომ. უსაფუძლოა მითითება მასზედ, რომ ამით კომპანიას მიადგა ზიანი, რადგან რეალურად კომპანიამ იჯარით აიღო უფრო მეტი ფართობი და უფრო ნაკლებ ფასად. ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნული ქონება ყადაღისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა 2017 წელს და საბოლოოდ კომპანიას არანაირი ზიანი არ მისდგომია;
4.27. არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტი, რომ ,,თ---------ის საგებლობაში არსებული ფართის რემონტი მიმდინარეობდა ამავე შენობის მეორე სართულზე მდებარე, შპს „T-----“-ს სარგებლობაში არსებული საიჯარო ფართის სარემონტო სამუშაოების პარალელურად და მ----------------–-ს მეუღლის თ----------ის სარგებლობაში არსებული კომერციული ფართის რემონტი ნაწილობრივ დაფინანსდა შპს „T-----”-ს კუთვნილი სახსრებით’’. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით - გადარიცხვის ქვითრებით და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ---------–------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი უშუალოდ აწარმოებდა აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებს პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა შპს ,,ი-–--“-ს მიერ. ჩვენებიდან ირკვევა, რომ მ---------–------ემ ჯერ გაარემონტა პირველი სართული, ხოლო ამის შემდეგ გარემონტდა მეორე სართული. მ----------------–- თ---------ის კომერციული ფართის რემონტისათვის მას უხდიდა თანხას, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირი ანგარისწორების გზით. აღნიშნული არ წარმოადგენს რაიმე სახის დარღვევას, რადგან სახეზე გვაქვს ორი სრულიად დამოუკიდებელი ნარდობის ხელშეკრულება: პირველი - დადებული ფიზიკურ პირ მ-----------–-- და მ----–-------- შორის თ---------ის ფართზე სარემონტო სამუშაოების შესახებ; ხოლო მეორე - შპს „T-----”-სა და შპს ,,ი-–--“-ს შორის შპს „T-----”-ს ფართზე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რაც დასტურდება საქმეში არსებული 2013 წლის 10 აპრილის ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტებით. ხოლო ის გარემოება, რომ თ---------ის ფართის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა საწარმოს სახსრებით რაიმე სახის მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ხოლო ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული;
აღსანიშნავია, რომ სარჩელში არსად არ არის მითითებული იმ ფაქტზე რომ ,,თ----------ის სარგებლობაში არსებული კომერციული ფართის რემონტი ნაწილობრივ დაფინანსდა შპს „T-----”-ს კუთვნილი სახსრებით’’, აღნიშნულის შესაბამისად მოპასუხემ ვერც შესაგებლით გასცა ამ ფაქტებს პასუხი, ხოლო სასამართლოს მიერ სარჩელში და შესაგებელში არასებული ფაქტების გადაწყვეტილებაში მოტანით და ასეთი ფაქტების მოშველიებით ერთი მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს (აქვე იხილეთ წინამდებარე გადაწყვეტილების 4.11. პუნქტი);
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლთა შესახებ მითითებული აქვს სარცელში (შესაგებელში) და რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.28. დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ივნისის პარტნიორთა კრების სხდომის ოქმით კრებაზე განხილული იქნა დირექტორ მ.მე--------–-ს თანამდებობის შესაბამისობისა და განთავისუფლების საკითხი. თუმცა, გადაწყვეტილება პარტნიორების მიერ ვერ იქნა მიღებული კომპანიაში მათი 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობის გამო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს, არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, მიღებული იქნა კომპანიისათვის საზიანო გადაწყვეტილებები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომპანიას, რომელიც ასევე გაიზიარა სასამართლომაც, თუმცა პალატის მიერ ამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები არის აბსტრაქტული და დაუსაბუთებელი. პალატამ შეაფასა რა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული თითოეული ფაქტობრივი გარემოება და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება მ.მე--------–-ს მიერ კომპანიის საწინააღმდეგოდ ჩადენილი ისეთი ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომპანიას, რაც გახდებოდა მისი დირექტორობიდან გამოწვევის საფუძველი. ასევე, მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. კერძოდ, საქმეში არსებული დეკლარაციებიდან ცალსახად და ნათლად დასტურდება, რომ კომპანიის ყოველწლიური მოგება აღწევდა კოლოსალურ თანხებს, მისი მოგება იზრდებოდა ყოველწლიურად (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.15. პუნქტი), ხოლო ამ ფონზე ყოვლად უსამართლო და არაობიექტურია მითითება მასზედ, რომ მ.მე--------–- კომპანიას მართავს არაეფექტურად და იგი მისი დირექტორობის პირობებში განიცდის რაიმე სახის ზიანს;
ზ/აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ყოვლად დაუსაბუთებელი გარემოებები არ შეიძლება გახდეს დირექტორობიდან მ----------------–-ს გამოწვევის საფუძველი. მოსარჩელეს აქვს გარკვეული კითხვები და ეჭვები დირექტორის მიერ დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. სასამართლო კი მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ დააფუძნებს მხარის მიერ მითითებულ უსაფუძვლო ეჭვებზე. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დ--------–--, რომ ს-------------------- და მ----------------–- არიან შპს ,,T-----’’-ს დამფუძნებელი პარტნიორები 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით, შესაბამისად, ს.გო---------ს კომპანიის წესდების თანახმად, უფლება აქვს მონაწილება მიიღოს საზოგადოების მართვაში, მას სრული უფლებამოსილება აქვს განახორციელოს კანონითა და წესდებით დადგენილი უფლებები, აქტიურად ჩაებას კომპანიის მართვაში და უკეთ გაერკვეს ამ ყველა მისთვის საეჭვო გარემოებებში (აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გამართულ პარტნიორთა კრებაზე ყველა მის შეკითხვას გაეცა დამაჯერებელი და არგუმენტირებული ფასუხი მ.მე--------–-ს მიერ) პარტნიორებმა წესდებითა და კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა დაარეგულირონ მათ შორის ურთიერთობა, მათი უფლება-მოვალეობები და ისე უნდა იმოქმედონ, რომ ზიანი არ მიაყენონ კომპანიას;
4.29. პალატა მიუთითებს, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ კომპანიის უმნიშვნელოვანესი ორგანოების (პარტნიორთა კრება) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით. უდავოა, რომ დირექტორს თავისი მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი – მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ. კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს – მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა). საზოგადოების დირექტორის ვალდებულებაა კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აანაზღაუროს საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი. ამასთან, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას. დირექტორის მიერ, საწარმოს საქმიანობასთან მიმართებით არაკეთილსინდისიერად მოქცევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი მხარის მიერ ვერ იქნა, შესაბამისად, ბუნებრივია ასახვა სასამართლო გადაწყვეტილებაში იმისა, რომ საწარმოს დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერი ქცევის ფაქტს წარმოდგენილი არ არის. საქმის გარემოებებიდან და ანალიზიდან გამომდინარე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.მე--------–-ს დირექტორად ყოფნის პერიოდში საწარმოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი არ დასტურდება და ასეთი სახის მტკიცებულება არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო წარმოების დროს არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად, აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე საწარმოს მხრიდან მისი გამოწვევა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიზანშეუწონელია.
4.30. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“, და სხვასთან ერთად მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ. აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის იმავე მე-9.6 მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, დირექტორი საკუთარი მოვალეობების დარღვევისაგან წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ;
4.31. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ;
4.32. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით;
4.33. საქმეში არსებული შპს ,,T-----’’-ს წესდებით დადგენილია, რომ საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ (4.1. პუნქტი). წესდებაში მითითებულია, რომ პარტნიორთა კრება ღებულობს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის, მასთან შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცების შესახებ (4.2. პუნქტი). წესდების თანახმად, პარტნიორთა კრება მოიწვევა ერთ-ერთი პარტნიორის ან დირექტორის მოთხოვნით (4.3. პუნქტი);
4.34. პალატა განმარტავს, რომ კანონის თანახმად მხოლოდ პარტნიორთა კრებას შეუძლია დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სხვა პირის ან სასამართლოს მიერ დირექტორის დანიშვნის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არ არის მითითებული რომელიმე კონკრეტული ნორმა, რომელიც მას უფლებას მისცემდა, მიეღო ასეთი სახის გადაწყვეტილება და ის მას ვერც მიუთითებდა, ვინაიდან ასეთი ნორმა არ არსებობს. შესაბამისად, რეალურად რომც დადასტურებულიყი მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით, მის მიერ მითითებული, დირექტორის მიერ ჩადენილი უხეში დარღვევები, რამაც ზიანი მიაყენა კომპანიას და რაც იქნებოდა პარტნიორის დირექტორობიდან გამოწვევის საფუძველი, კანონის თანახმად, სასამართლო მაინც არ იქნებოდა უფლებამოსილი შეეფასებინა და ემსჯელა დირექტორის გამოწვევა/დანიშვნის საკითხზე. ვინაიდან, კანონი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს, რომ აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის პარტნიორთა კრების დისკრეციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სასამართლო, სპეციალური ნორმატიული აქტების რეგულაციის პირობებში ვერ ჩაერევა აღნიშნულ სამეწარმეო ურთიერთობების მოწესრიგებაში;
გასაგებია ის გარემოება, რომ პარტნიორების 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში აძნელებს კონკრეტული მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება სამეწარმეო ურთიერთობებში სასამართლოს ჩარევს საფუძველი. პარტნიორები ვალდებულნი არიან დაარეგულირონ მათ შორის ურთიერთობები და იმოქმედონ მხოლოდ საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, რათა თავიდან აარიდონ მას ყოველგვარი ზიანი, მით უფრო, რომ კომპანიის უკან დგას სწორედ პარტნიორთა ქონებრივი ინტერესები; სასამართლოს ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თავდაყირა აყენებს სამეწარმეო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს და წარმოადგენს სახელმწიფოს უხეშ ჩარევას კერძო ავტონომიაში. სამეწარმეო ურთიერთობებში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ორი პირის - ს-------------------ისა და მ----------------–-ს საერთო ქონება - კომპანია. ისინი შეთანხმებული არიან კომპანიის დაფუძნებისას, რომ დირექტორს მხოლოდ ერთობლივად დანიშნავენ. ამასვე ამბობს კანონიც. შეთანხმებულ წესდებაში გაწერილია მათი ნება, რომლითაც მათ განსაზღვრეს საკუთარი უფლება-მოვალეობები. მაშინ როდესაც კომპანიას აფუძნებს 2 პარტნიორი თანაბარი წილობრივი მონაცემებით, ისინი თავიდანვე მიდიან რისკზე რომ დავის (აზრთა სხვადასხვაობის) არსებობის შემთხვევაში ან მიიღებენ კომპანიისათვის მომგებიან გადაწყვეტილებებს ან მიიღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ხოლო პრინციპული უთანხმოების შემთხვევაში კი შესაძლებელია ასეთ ქმედებებს მოყვეს კომპანიის გაკოტრება და საბოლოოდ ლიკვიდაცია. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში პარტნიორები თავიდანვე შეგნებულად თანხმდებიან, რომ დავის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კომპანიის საუკეთესო ინტერესებში;
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დავა, რომელიც შეეხება პარტნიორის კომპანიის დირექტორობიდან გამოწვევას. ვინაიდან ორივე პარტნიორს აქვს ხმების თანაბარი ოდენობა, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, რითაც შეიქმნა ე.წ. ჩიხური სიტუაცია. ასეთ პირობებში სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ,,+1 ხმა’’ და/ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს სასამართლოსათვის მიმართვა: სასამართლო მიღებული გადაწყვეტილებით ან დააკმაყოფილებს მოთხოვნას ან უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონი პირდაპირ არ არეგულირებს ასეთ შემთხვევებს საუკეთესო გამოსავალი, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებაა, თუმცა ასევე შესაძლებელია დადებითი შედეგი მივიღოთ სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებით, ისე როგორც ეს ხდება სამეწარმეო დავის შემთხვევაში შეერთებულ შტატებში, სადაც დირექტორთა ვალდებულებები, როგორც წესი, არ განისაზღვრება კანონმდებლობით, არამედ ვითარდება სასამართლო პრაქტიკით. საგულისხმოა ამ თვალსაზრისით გერმნიის გამოცდილება, სადაც სამეწარმეო განსჯის წესის (The Business Judgement Rule) შეტანა (დამკვიდრება) სასამართლო გადაწყვეტილების საშუალებით მოხდა. აქვე შეიძლება დაისვას მეორე კითხვა: იმ შემთხვევაში როდესაც ე.წ. ჩიხური სიტუაცია ეხება მნიშვნელოვანი კორპორატიული გადაწყვეტილების მიღებას, დავის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს სასამართლო? როგორც წესი სასამართლოებს ინსტიტუციონალურად არ შესწევთ სამეწარმეო გადაწყვეტილების შეფასების უნარი, ვინაიდან მოსამართლეებს ზოგადად არ აქვთ მეწარმეობის საჭირო ცოდნა და ბიზნესის წარმოების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია, სამეწარმეო გადაწყვეტილების შინაარსის შეფასებისას. სწორედ ამიტომ არის დაუშვებელი სასამართლოს ჩარევა პარტნიორთა კრების კომპეტენციაში და ხმების გაყოფისას სხვა პარტნიორის ნაცვლად სასამართლოს მიერ ნების გამოვლენა არასწორია. სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონით, მაშინაც კი, თუ თვლის, რომ კანონი უსამართლოა;
4.35. დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ივნისის პარტნიორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო შპს ,,T-----’’-ს დირექტორის თანამდებობაზე ს-------------------ის დანიშვნის საკითხი, შესაბამისად პარტნიორთა კრებაც ვერ განიხილავდა აღნიშნულ საკითხს, ხოლო დღის წესრიგში ამ საკითხის დამატებით შეტანის საკითხიც პარტნიორთა კრებაზე არ განხილულა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი პარტნიორთა კრებაზე წარდგენილი არ იყო დირექტორობის ახალი კანდიდატის თაობაზე ინფორმაცია მისი საქმიანი უნარ-ჩვევების, გამოცდილების და სხვა მონაცემების თაობაზე, რაც აღნიშნული კანდიდატურის დადებით მხარეებზე მიანიშნებდა და სასამართლოს შეუქმნიდა იმის რწმენას, რომ ახალი დირექტორი თავს გაართმევდა საზოგადოების წინაშე დასმულ ამოცანათა შესრულებას და ასევე საზოგადოების პრობლემების გადაჭრის პერსპექტივებზე მიანიშნებდა.
2015 წელს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე კენჭი ეყარა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს - დირექტორის გათავისუფლებას, რაზედაც პარტნიორთა ხმების გაყოფის შედეგად გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. პარტნიორთა კრებაზე, დირექტორის გამოწვევის შესახებ საკითხის განხილვისას, პარტნიორის (ს-------------------ის) მიერ სურვილის გამოთქმა დირექტორის თანამდებობაზე გარკვეული ვადით მისი დანიშვნის შესახებ, ვერ განიხილება პარტნიორთა კრების მიერ საკითხის განხილვად. მით უფრო, რომ ეს საკითხი სათანადო წესით განსახილველად არ დასმულა და მის შესახებ პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია;
პალატა თვლის, რომ მითითებული მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამ კუთხით არც სააპელაციო საჩივარი არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტ ს-------------------ის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობაზე ს-------------------ის დანიშვნას, საქალაქო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო და მატერიალური მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია, არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და შესაბამისად, არ არსებობს მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი;
4.36. პალატა აქვე მიზანშეწონილად თვლის, დააფიქსიროს პოზიცია შპს ,,-–----’’-სთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ მ----------------–-ს არგუმენტაციას, რომ მოცემული საქმის განხილვისას უნდა იქნეს გათვალისწინებული მის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ ს-------------------- 1999-2000 წლებში იყო შპს ,,-–----“-ს დირექტორი და მისი დირექტორობის პერიოდში საწარმო გაკოტრდა. პალატა უთითებს, რომ ყოველი შემთხვევა და ურთიერთობა თავისი არსით ინდივიდუალურია და აღნიშნული აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ს.გო--------- გაკოტრებამდე მიიყვანს შპს ,,T-----’’-ს;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება შპს ,,T-----’’-ს დირექტორის შეცვლის აუცილებლობის საკითხი. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დირექტორის განთავისუფლების თაობაზე. დაუსაბუთებელია ასევე მეორე პარტნიორის დირექტორად დანიშვნის მოთხოვნაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ს-------------------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს,რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერია და იგი მითითებულ ნაწილში უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული; მ----------------–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს-------------------ის სარჩელი ნაწილობრივ და მოპასუხე მ----------------–- გამოწვეულ იქნა შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ს-------------------ის სასარჩელო მოთხოვნა მ----------------–-ს შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ს-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5.2. მ----------------–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მ----------------–- გამოწვეულ იქნა შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ს-------------------ის სასარჩელო მოთხოვნა მ----------------–-ს შპს ,,T-----“-ს დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
6.2. დადგენილია, რომ აპელანტ მ-----------–- სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 ლარი სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვის; დადგენილია, რომ აპელანტმა დავა მოიგო სრულად; შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 150 ლარი გადასახდელად უნდა დაეკისროს წაგებულ მხარეს ს.გო---------ს მ.მე--------–-ს სასარგებლოდ;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ----------------–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ს-------------------ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
4. ს--------------------ს მ----------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის - 150 ლარის გადახდა;
5. ს-------------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე