განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2018
საქმის ნომერი
010210016001443238
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001443238

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1320

29 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე

აპელანტი: სს ”მ------- ი----------- ბ------ი”

წარმომადგენელი: ა---- ხ-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: კ----–-- თ---------ე

წარმომადგენელი: რ----- ჩ------ე

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ----–-- თ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1. ბ------ის საქალაქო სასამარლოს სარჩელით მიმართა კ----–-- თ---------ემ, მოპასუხე მხარედ სს ”მ------- ი----------- ბ------ი” მიუთითა და ითხოვა სს ,,მ------- ი----------- ბ------ისათვის" კ----–-- თ---------ის სასარგებლოდ 30 000 ლარის დაკისრება.

 

2. მოსარჩელის განმარტებით: 2----–-–------------- მასსა და შპს ,,ს----------------------------–---" შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ თავისი ავტომობილი ,--–------–------------------------------–-------------------–------–--–--------) 30 000 ლარად მიყიდა შპს ,,ს----------------------------–---". მხარეებს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავტომობილის საფასური მყიდველს - მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2014 წლის 01 იანვრისა. 2015 წლის 27 ივლისს განხორციელდა შპს ,,ს----------------------------–----" რეორგანიზაცია და იგი გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ეწოდა - სს ,,მ------- ი----------- ბ------ი".

3. მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის ვადა ამოიწურა, მყიდველს მისთვის საფასური დღემდე არ გადაუხდია, მიუხედავად მოსარჩელის არაერთი ზეპისიტყვიერი შეხსენებისა და მოთხოვნისა როგორც შპს ,,ს----------------------------–----", ასევე შემდგომში სს ,,მ------- ი----------- ბ------ის" მიმართ. შპს ,,ს----------------------------–---" პირდებოდა გადახდას, თუმცა თანხა არ გადაუხადა, ხოლო შემდგომში მისმა უფლებამონაცვლემ სს ,,მ------- ი----------- ბ------მა" გადახდაზე უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ თანხა გადახდილია შპს ,,ს----------------------------–----" მიერ თავის დროზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისთვის თანხის დაკისრება ითხოვა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

4. მოპასუხე სს ,,მ------- ი----------- ბ------ის" მიერ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2----–-–-------------, მოსარჩელესა და შპს ,,ს----------------------------–---" შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილად შედგა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ თავისი ავტომობილი ,--–------–------------------------------–-------------------–------–--–--------) 30 000 ლარად მიყიდა შპს ,,ს----------------------------–---". თუმცა ნასყიდობის საგნის საფასური გადახდილია ჯერ კიდევ ავტომობილის შემძენისას საკუთრებაში გადმოცემამდე, შპს ,,ს----------------------------–----" მიერ თავის დროზე; მოპასუხემ ასევე სადავოდ არ გახადა ის გარემოება, რომ სს ,,მ------- ი----------- ბ------ი" არის შპს ,,ს----------------------------–----" უფლებამონაცვლე, თუმცა აღნიშნა, რომ მოსარჩელე შეთანხმებაზე ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ არაუგვიანეს 2014 წლის 01 იანვრისა მიუთითებს იმიტომ, რომ მოთხოვნა არ იყოს ხანდაზმული, სინამდვილეში არანაირი ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, საფასური გადახდილი იქნა მაშინვე, ავტომობილის შეძენისა და მისი გაფორმების წინ. გარდა ამისა, ასე რომც არ იყოს, მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

5. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით კ----–-- თ---------ის სარჩელი სს ,,მ------- ი----------- ბ------ის" მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; სს ,,მ------- ი----------- ბ------ს" კ----–-- თ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა. სს ,,მ------- ი----------- ბ------ს" დაეკისრა მოსარჩელის კ----–-- თ---------ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 900 ლარის გადახდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდგი ფაქტბრივი გარემოებები:

 

6. 2----–-–------------- მასსა და შპს ,,ს----------------------------–---" შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ თავისი ავტომობილი ,,ლ------–-------------------------------–-------------------–------–--–--------- 30 000 ლარად მიყიდა შპს ’’ს----------------------------–---" და გადასცა მფლობელობაში. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება 2012 წლის 21 მარტიდან აღირიცხა შპს ,,ს----------------------------–--"-ის საკუთრებაში.

7. სს ,,მ------- ი----------- ბ------ი" არის შპს ,,ს----------------------------–----" უფლება-მონაცვლე.

8. სასამართლომ მოპასუხე მხარის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობის მოტივით დადგენილად მიიჩნია, რომ სს ”მ------- ი----------- ბ------ის” მიერ ავტომობილის, ,--–------–----------------- საფასური 30 000 ლარი მოსარჩელისთვის გადახდილი არ არის.

9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომ ავტომობილის ნასყიდობის საფასური უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს 2014 წლის 01 იანვრისა.

10. სარჩელი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა 128-130-ე, 316-317-ე, 361-ე, 477-ე მუხლებზე და განმრატა, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მოპასუხეს მანქანა, მაგრამ მყიდველმა, ამ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ნივთის საფასურის გადახდის შესახებ, რის გამოც კ----–-- თ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები

 

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე სს ”მ------- ი----------- ბ------ის” მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და კ----–-- თ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

12. აპელანტის განმარტებით: გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, როცა ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცება დააკისრა მოპასუხეს. ის, რომ ავტომანქანის საფასურის გადახდის გარეშე კ----–-- თ---------ემ დათმო ავტომობილზე საკუთრების უფლება და მოახდინა ავტომანქანის როგორც მფლობელობაში გადაცემა, ასევე შსს-ს მომსახურების სააგენტოში გადაფორმება ყოვეგვარი წერილობითი დოკუმენტის გარეშე, წარმოშობდა გონივრულ ვარაუდს, რომ მყიდველის მიერ ვალდებულება შესრულებული იყო, რაც თავისმხრივ წარმოშობდა ვალდებულების შეუსრულებლობის მტკიცების ტვირთის გამყიდველისათვის გადაკისრების ვარაუდს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწინააღმდეგო გარემოების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს უნდა გაქარწყლდებოდა ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, რადგანაც, ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში, გამყიდველს აქვს საკმარისი სამართლებრივი ბერკეტები, არ დაარეგისტრირებინოს ქონება მყიდველს მანამ, სანამ იგი არ მიიღებს საგნის ფასს. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი კ----–-- თ---------ემ იკისრა თავისი ქმედებით, რაც გამოიხატა ხელშეკრულების საგნის კომპანიის საკუთრებაში გადაცემით.

14. ასევე საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ერთმიშვნელოვნად აღნიშნა თითქოს მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ საფასური უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს 2014 წლის 01 იანვრისა, და რომ ამის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მიუხედავად ამ განმარტებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი განმარტების გარდა არ არსებობდა საქმეში რაიმე სახის მტიცებულება, რაც დაადასტურებდა ხსენებულ განმარტებას (მოწმის ჩვენებაც კი, რომელსაც აღნიშნული არ დაუდასტურებია), სასამართლომ მიიჩნია მოცემული გარემოება დადასტურებულად.

15. აპელანტის განმარტებით: ნებისმიერ შემთხვევაში, ნასყიდობის ფასი აპელანტს გადახდილიც რომ არ ჰქონდეს, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში, სასამართლო არასწორად მიუთითებს, მოწმე ლ-–---------ს ჩვენებაზე, რომელიც შეთანხმების დადების მომენტისათვის იყო სასტუმროს ფინანსური მენეჯერი. ლ-–---------მ სხდომაზე აღნიშნა, რომ ნასყიდობის დროს შედგა ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადახდა მოხდებოდა "რაღაც პერიოდის შემდეგ", მოწმემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტულად არ ახსოვს რა პერიოდზე იყო საუბარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-–---------მ ვერ დაადასტურა, რომ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 2014 წლის 01 იანვრამდე. სასამართლო კი დაეყრდნო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას და ვარაუდს, ვინაიდან საქმეში არსებული ვერცერთი მტიცებულებით ვერ დასტურდება, რომ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო უშუალოდ ზემოაღნიშნულ თარიღამდე.

17. აპელანტის მითითებით კ----–-- თ---------ის სარჩელი ხანდაზმულია;

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

18. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ----–-- თ---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. 2----–-–-------------, კ----–-- თ---------ესა და შპს ,,ს----------------------------–---" შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა გარიგება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ თავისი ავტომობილი ,,ლ------–-------------------------------–-------------------–------–--–--------- საკუთრებაში გადაეცა შპს ’’ს----------------------------–---". აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება 2012 წლის 21 მარტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აღირიცხა შპს ,,ს----------------------------–----" საკუთრებაში.

20. დადგენილია, რომ სს ,,მ------- ი----------- ბ------ი" არის შპს ,,ს----------------------------–----" უფლება-მონაცვლე.

21. საქმის მასალებით დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის თარიღად მხარეებმა განსაზღვრეს - 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდი. ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისა და მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რაც მის მიერ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ იქნა დადასტურებული.

22. აღნიშნულის საპირისპიროდ სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კ----–-- თ---------ეს სს ”მ------- ი----------- ბ------ის” მიმართ ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლის 21 მარტიდან. სარჩელი მის მიერ ბ------ის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 22 ივლისს, რის გამოც კ----–-- თ---------ის სარჩელი - ხანდაზმულია.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

24. დადგენილია, რომ 2----–-–-------------, კ----–-- თ---------ესა და შპს ,,ს----------------------------–---" შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა გარიგება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ თავისი ავტომობილი ,,ლ------–-------------------------------–-------------------–------–--–--------- საკუთრებაში გადაეცა შპს ’’ს----------------------------–---".

25. მოსარჩელე კ----–-- თ---------ე, აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე ითხოვს მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. შესაბამისად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კ----–-- თ---------ის სარჩელი ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად: სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

27. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

28. კოდექსის 130-131-ე მუხლების თანახმად: ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

29. პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადახდის დროდ მხარეები შეთანხმდნენ (ზეპირად) 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე, რადგან ამგვარი შეთანხმების დამადასტურებელი კანონშესაბამისი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის, ეს გარემოება უტყუარად ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ ლ-–---------მ ვერ დაადასტურა.

30. კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: “სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით: “სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

32. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მხოლოდ ზეპირი ახსნა განმარტების საფუძველზე - ვერ მოხდება იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ გადახდის დროდ მხარეები შეთანხმდნენ (ზეპირად) 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე. სხვა სახის სანდო და გასაზიარებელი მტკივცებულება კი მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

33. შესაბამისად დადგენილა, რომ კ----–-- თ---------ეს სს ”მ------- ი----------- ბ------ის” მიმართ ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლის 21 მარტიდან. სარჩელი მის მიერ ბ------ის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 22 ივლისს, სამი წლის გასვლის შემდგომ, რის გამოც კ----–-- თ---------ის სარჩელი - ხანდაზმულია.

 

საპროცესო ხარჯები:

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.

36. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.

 

37. დაეკისროს კ----–-- თ---------ეს სს ”მ------- ი----------- ბ------ის” სასარგებლოდ 1200 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1. სს ”მ------- ი----------- ბ------ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. კ----–-- თ---------ის სარჩელი სს ”მ------- ი----------- ბ------ის” წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდეს;

4. დაეკისროს კ----–-- თ---------ეს სს ”მ------- ი----------- ბ------ის” სასარგებლოდ 1200 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში

7. მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-9-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე