განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310016001346715 (3/ბ-158-2018 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სააპელაციო პალატამ, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ----–----ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მესამე პირების - მ---------–--ის, ნ---------–--ის მიმართ და 2016 წლის 14 ნოემბრის დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი:
- 2----–-–------------ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის N- ოქმი ნაწილობრივ, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის შედეგების შეჯამების, გამარჯვებულის გამოვლენის და განათლების დეპარტამენტში კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტების: ნ---------–--ის და მ---------–--ის კანდიდატურების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ნაწილში.
- 2----–-–------------ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის N- ოქმი მ---------–--ის და ნ---------–--ის ნაწილში.
- 2----–-–------------ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის N- ოქმი ნ----–----ის ნაწილში.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2----–-–------------–ის 0------ ბრძანება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის ნ----–----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და ნ----–----ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი, საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
- 2----–-–------------–ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N0------ ბრძანება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მ---------–--ის დანიშვნის შესახებ“.
- 2----–-–------------–ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N0------- ბრძანება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ნ---------–--ის დანიშვნის შესახებ“.
ბათუმის საქალაქო სამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ----–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ----–----ემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით ნ----–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გაუქმდა ბათუმის საქალაქო სამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
ნ----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 3--------- წლის N- სხდომის ოქმი სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგების შეჯამების, გამარჯვებულის გაოვლენისა და განათლების დეპარტამენტში კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი კანდიდატების ნ---------–--ის და მ---------–--ის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ნაწილში;
ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის ოქმი N- მ---------–--ის და ნ---------–--ის ნაწილში;
ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის ოქმი N- ნ----–----ის ნაწილში;
ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 1--------- წლის N0------ ბრძანება მ---------–--ის აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;
ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 1--------- წლის N0------- ბრძანება ნ---------–--ის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;
დაევალა აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მეშვეობით უზრუნველყოს აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მე-2 ეტაპის (გასაუბრება) ხელახლა ჩატარება და შედეგების შეჯამების სტადიაზე დასანიშნად კანდიდატების წარდგენა;
ნ----–----ის სარჩელი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2----–-–------------–ის N0------ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინებით (№ბს-858-854 (2კ-17) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2018 წლის 21 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ი----–----–-–---–ის განცხადება, რომლითაც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების კონკურსის გამართვის დავალდებულების ნაწილში განმარტებას. კერძოდ, ითხოვს განიმარტოს - დაირღვევა თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი თუ მისი აღსრულება მოხდება მოქმედ კანონმდებლობასთან მისადაგებით. კერძოდ, შეიქმნება არა საკონკურსო-საატესტაციო კომისია როგორც ეს გადაწყვეტილებაშია მითითებული, არამედ საკონკურსო კომისია დაკომპლექტდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მინისტრის ბრძანებით კონკურსი ჩატარდება არა მთავარი სპეციალისტის, არამედ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობებზე, გაიმართება არა მარტო კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება), არამდე გასაუბრების გამართვამდე მოხდება დოკუმენტაციის გადარჩევა (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შემუშავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კონკურსანტების შესაბამისობის დადგენის მიზნით); გადაწყვეტილების მიხედვით კონკურსის მეორე ეტაპზე დაბარებულ უნდა იქნენ მხოლოდ ნ----–----ე, მ---------–--ე და ნ---------–--ე, - თუ ყველა ის კონკურსანტი, რომლებმაც გადალახა 2016 წელს ჩატარებული კონკურსის პირველი ეტაპი; იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრების ეტაპზე დაბარებულ უნდა იქნენ დანარჩენი კონკურსანტებიც, - სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, მათი შეფასება უნდა მოხდეს ხელახლა, თუ საკონკურსო კომისიამ შედეგების შეჯამებისას უნდა იხელმძღანელოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის შეფასებით, რა ნაწილშიც სხდომის ოქმები ბათილად არ არის ცნობილი.
სააპელაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას, საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების პროცესუალური აუცილებლობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით ნ----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი
- აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 3--------- წლის N- სხდომის ოქმი სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგების შეჯამების, გამარჯვებულის გაოვლენისა და განათლების დეპარტამენტში კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი კანდიდატების ნ---------–--ის და მ---------–--ის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ნაწილში;
- აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის ოქმი N- მ---------–--ის და ნ---------–--ის ნაწილში;
- აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის ოქმი N- ნ----–----ის ნაწილში;
- აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 1--------- წლის N0------ ბრძანება მ---------–--ის აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;
- აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 1--------- წლის N0------- ბრძანება ნ---------–--ის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;
ამავე გადაწყვეტილებით დაევალა აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მეშვეობით უზრუნველყოს აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მე-2 ეტაპის (გასაუბრება) ხელახლა ჩატარება და შედეგების შეჯამების სტადიაზე დასანიშნად კანდიდატების წარდგენა;
ნ----–----ის სარჩელი აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2----–-–------------–ის N0------ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინებით (№ბს-858-854 (2კ-17) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა არსებობს მაშინ, როცა გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანია, რითაც ფერხდება (ხელი ეშლება) მისი აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და არ საჭიროებს განმარტებას, ამდენად, არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 262-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის ი----–----–-–---–ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან თორმეტი დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე