განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001964503
საქმე №1/ბ-367-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------------–---–ის,მსჯავრდებულ: დ-------------–--ის,მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–----------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით დ-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით და სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად.
დ-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით და სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად.
სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ-------------–--ეს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით და სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
დ-------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 30 აპრილს ღამის საათებში, ქ-------–--–-----------------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-------------–--ემ დააზიანა ზ--------------–---–ის კუთვნილი „ფ---––------ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით R--------, რის შედეგადაც ზ--------------–---–ს მიადგა 620 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2017 წლის 02 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე, დ-------------–--ემ ცეცხლი წაუკიდა ქ-------–--–-----------------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე--------–---–ის კუთვნილ პურის საცხობს - თონეს, რა დროსაც დაზიანდა თონე და მასში არსებული სხვადასხვა ნივთები, რის შედეგადაც ე--------–---–ს მიადგა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–---მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, მსჯავრდებულ დ-------------–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ დ-------------–--ემ ჩაიდინა დანაშაულთა ერთობლიობა, მის მიმართ დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია, იგი იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, როდესაც ცეცხლი წაუკიდა ე---------–---–ის კუთვნილ პურის საცხობს. ამასთან, მან არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა თე-------------–---–ს და მ------–---–--ის ოჯახს, როდესაც ხელებს და ფეხებს ურტყავდა თე-------------–---–ის სახლის კარებს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-------------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. დ-------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: დ--------------–---–ის, ზ------------–---–ის, ე--------–---–ის, ზ--------------–---–ის, არ------------–---–ის, ხ-------------------ს, მ------------–---–ის და თე-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანის ამორების ოქმით და ამორებული „ფ---––------ს“ მარკის ავტომანქანით, თონის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ამოღების ოქმით, პაციენტის დათვალიერების ოქმით და დ-------------–--ის ტანსაცმლით, ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმითა და ამოღებული ანაწმენდებით, დადგენილებით საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის №ი-----; 6--/ს დასკვნებით, დადგენილებით კომპლექსური ავტოტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, დადგენილებით სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ნავთობპროდუქტების და სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, დადგენილებით დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №1------ დასკვნით, დადგენილებით ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გამოთქვა ზიანის ანაზღაურების სურვილი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დ-------------–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, მითუმეტეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ დაზარალებულები შეურიგდნენ დ-------------–--ეს და არ გააჩნიათ მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით და სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.
დ-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით და სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.
სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ-------------–--ეს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით და სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილისა და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
დ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 2 მაისიდან 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის განჩინებით, ს--–-----–-----–-ას (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ს------------------------------–-------------------------------------------------- გირაოს თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების ექვივალენტურ წილზე) დადებული ყადაღა.
მსჯავრდებულ დ-------------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმეზე არსებული საგნები და ნივთები:
1) დ-------------–--ის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნების ანაწმენდები, დალუქული №0223609 სპეცპაკეტში, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
2) ორი ცალი ნამწვის ნიმუში და ერთი ცალი პლასტმასის თავსახური, დალუქული №0293664 სპეცპაკეტში, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
3) დ-------------–--ის ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი, დალუქული №0271679 სპეცპაკეტში, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
4) ხანძრის კერიდან ამოღებული ნიმუშები 4 (ოთხი) ცალ მინის 1 ლიტრიან ქილაში, დალუქული №0293646 სპეცპაკეტში, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
5) დ-------------–--ის თავის ტვინის კტ.კვლევის ელექტრონული ვერსია, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ავტომანქანა „V----------------ის წინა, მარჯვენა ფრთიდან ამოღებული ხელის თითის კვალი ერთ დაქტილოფირზე და ფოტო სურათები ჩაწერილი ერთ დისკზე დალუქული ქ. თბილისის პროკურატურის ლუქით „პაკეტებისათვის“ ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7) სტერილურ ჩხირებზე ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები და დოლბანდზე ამოღებული მოწითალო ლაქის ანაწმენდი, დალუქული №FCD 854154 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
8) ავტომანქანის უკანა სავარძლიდან და სავარძლის იატაკიდან, ამოღებული ქვა და ბეტონის ფრაგმენტი, დალუქული №FCD 854153 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
9) თონეს წინ არსებული ბეტონის ფილებიდან და თონეს გარეთა თაროს ზედაპირიდან, ამოღებული ორი ცალი მინის ფრაგმენტი, დალუქული №FCD 650810 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
10) თონეს წინ მდებარე, მცირე ზომის რკინის კონსტრუქციის ზედაპირიდან, ამოღებული პლასტმასის ფრაგმენტი, დალუქული №FCD 715986 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
11) თონეს გარეთა თაროს ზედაპირიდან ამოღებული ბეტონის ფრაგმენტი, ამოღებული ორი ცალი მინის ფრაგმენტი, დალუქული №FCD 650810 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
12) გ---------------–--ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული N FCD 838372 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
13) დ-------------–--ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული N FCD 83836 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
14) არ------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული N FCD 838067 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
15) ზ--------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული N FCD 835572 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
16) ო-–----------–---–ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული N FCD 835571 სპეცპაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
17) ავტომანქანა “V--------------”-I, სახ. ნომრით R--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
18) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ DVD-R დისკზე, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
19) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
20) ო-–----------–---–ის ხელის თითის კვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
21) ზ--------------–---–ის ხელის თითის კვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
22) არ------------–---–ის ხელის თითის კვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
23) დ-------------–--ის ხელის თითის კვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
24) გ---------------–--ის ხელის თითის კვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი