განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2018
საქმის ნომერი
010141318700058804
ინსტანცია
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058804

საქმე №1/აგ-339-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ----------------------–---–ის (დაბ. 19---–--------------, პ/ნ 4----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით კ----------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქციით) (სასჯელის დაუნიშნავად), 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ძირითად სასჯელის სახით - ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ----------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კ----------------------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რომელთა მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს ამ განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.

კ----------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით კ----------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით;

 

ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, კ----------------------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაშიც ჩათვლილია 2015 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით დაკავებისა და პატიმრობის ყოფნის ვადა - მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს (სამი წლით თავისუფლების აღკვეთა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ----------------------–---–ს სასჯელის სახით დაენიშნა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, ანუ 2017 წლის 18 აპრილიდან;

 

მასვე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მოთხოვნათა საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

2018 წლის 1 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა კ----------------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ კ----------------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით კ----------------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება (ნედლ მარიხუანა) უკანონო შეძენა შენახვა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, აგრეთვე განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ,,კანაფის“ უკანონო დათესვა და მოყვანა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე ნარკოტიკული საშვუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით კ----------------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ ქმედებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 273-ე მუხლით, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული კ----------------------–---–ი გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები.

 

რაც შეეხება გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით კ----------------------–---–ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლითა და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რომლითაც მას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების (ნედლი მარიხუანა) პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენა-შენახვისათვის (სასჯელის დაუნიშნავად) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 697,43 გრამი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის „კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანისათვის და აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ სასჯელზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება, ვერ გავრცელდება. აგრეთვე, მითითებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით კ----------------------–---–ის მსჯავრდებაზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ამდენად, კ----------------------–---–ს მოსახდელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს როგორც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენში, ისე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ----------------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

კ----------------------–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

კ----------------------–---–ი გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

კ----------------------–---–ი (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენი) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, კ----------------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაშიც ჩათვლილია 2015 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით დაკავებისა და პატიმრობის ყოფნის ვადა - მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატოს ახლად დანიშნულ სასჯელს (სამი წლით თავისუფლების აღკვეთა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ----------------------–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, ანუ 2017 წლის 18 აპრილიდან.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

შ. ყაველაშვილი