განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2018
საქმის ნომერი
010141318700057960
ინსტანცია
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057960

საქმე №1აგ/320-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენით თ----------------ი (დაბადებული 1----–-–-------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, დაუდგინდა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2010 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2009 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2009 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2010 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და თ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, დაუდგინდა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

თ----------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

მსჯავრდებულ თ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 27 იანვრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ----------------ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მსჯავრდებულ თ----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის №1/1302-10 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 27 იანვრის და 2009 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდები) დანიშნული სასჯელი (მათ შორის რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) შეუმცირდა ¼ -ით და განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენით თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სსკ-ის 42 მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასმართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შედეგად დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, თ----------------ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

თ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 8 იანვრიდან -2013 წლის 6 მარტის ჩათვლით.

 

2018 წლის 19 აპრილს, მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-----------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა თ----------------ის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“-ს უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტ წლამდე, შესაბამისად, განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულ თ----------------ის ქმედება (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) აღარ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ვინაიდან კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას. რადგან კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა მსჯავრდებულ თ----------------ის სამართლებრივი მდგომარეობა, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, თ----------------ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია). რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით, თ----------------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, განსაზღვრული აქვს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, დაუდგინდა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით), რაც 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი კანონის სანქციის ფარგლებშია.

 

პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენში თ----------------ის მიმართ;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენში თ----------------ის მიმართ, შეტანილი იქნას ცვლილება;

 

მსჯავრდებულ თ----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია);

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენი თ----------------ის მიმართ, სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე