განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.04.2018
საქმის ნომერი
080310017001971576
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017001971576

საქმე N3/ბ-652-17წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშეძე

 

აპელანტი _ ს------ ტ--–--–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1.სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

 

2.მაია ტ--–--–-–---–ი

 

მესამე პირი _ მ---- ტ--–--–-–---–ი

 

დავის საგანი _ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

ს------ ტ--–--–-–---–მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მ---- ტ--–--–-–---–ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ს------ ტ--–--–-–---–ის მიმართ წარმოებული №A-------- სააღსრულებო საქმის (კრედიტორი მ---- ტ--–--–-–---–ი) შეწყვეტა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ს------ ტ--–--–-–---–სა და მ---- ტ--–--–-–---–ს შორის გაფორმებული იყო სესხის ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ

 

სრულად მოხდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, მ---- ტ--–--–-–---–მა აიღო სააღსრულებო ფურცელი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღნიშნული არის უკანონო, ვინაიდან ვალდებულება სრულად შესრულებულია მოვალის მიერ, რაც სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ს------ ტ--–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება; ს------ ტ--–--–-–---–ს მ---- ტ--–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2015 წლის 25 ნოემბერს ს------ ტ--–--–-–---–სა და მ---- ტ--–--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის მოცულობამ შეადგინა 5 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი განისაზღვრა 6 თვე. ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 3,37%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაუხდელი თანხის 0,1%. იპოთეკით დაიტვირთა ს------ ტ--–--–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ხ----------------------------.

 

2017 წლის 31 მარტს, ნოტარიუს ა-------------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოვალეა ს------ ტ--–--–-–---–ი, კრედიტორი მ---- ტ--–--–-–---–ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა: ძირითადი დავალიანება 5000 აშშ დოლარი; პროცენტი 1430 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 600 აშშ დოლარი, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განცხადების დადასტურების ხარჯები 124,36 ლარი; სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯების შესაბამისად).

 

2017 წლის 25 აპრილს, კრედიტორმა მ---- ტ--–--–-–---–მა იძულებითი აღსრულების დაწყების მიზნით, განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა 2017 წლის 31 მარტს ნოტარიუს ა-------------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

2017 წლის 26 აპრილს მოვალე ს------ ტ--–--–-–---–ს გაეგზავნა წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

2017 წლის 25 მაისს მოვალე ს------ ტ--–--–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა დავალიანების განწილვადება 12 თვეზე. აღნიშნულის თაობაზე №A---------011/002 წერილით ეცნობა კრედიტორ მ---- ტ--–--–-–---–ს, რომელმაც 31 მაისის წერილით უარი განაცხადა დავალიანების განწილვადებაზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება:

 

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ მას სრულად აქვს გადახდილი მ---- ტ--–--–-–---–ისათვის №A-------- სააღსრულებო საქმეზე 2017 წლის 31 მარტს ნოტარიუს ა-------------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხა, ვინაიდან საქმეზე არ იყო წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააღსრულებო საქმეზე მოვალეს ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული კრედიტორის მიმართ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.

 

ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 31 მარტს ნოტარიუს ა-------------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოვალეა ს------ ტ--–--–-–---–ი, კრედიტორი - მ---- ტ--–--–-–---–ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა: ძირითადი დავალიანება 5000 აშშ დოლარი; პროცენტი 1430 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 600 აშშ დოლარი, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განცხადების დადასტურების ხარჯები 124,36 ლარი; სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯების შესაბამისად).

 

2017 წლის 25 აპრილს კრედიტორმა მ---- ტ--–--–-–---–მა იძულებითი აღსრულების დაწყების მიზნით განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა 2017 წლის 31 მარტს ნოტარიუს ა-------------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლი დეტალურად ჩამოთვლის აღსრულების შეწყვეტის საფუძვლებს, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.

 

სასამართლოს მითითებით, საქმეზე არ იყო წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააღსრულებო საქმეზე მოვალეს ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული კრედიტორის მიმართ.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ დააკმაყოფლა იგი.

 

საქალაქო სასამართლოს განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი და მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით მოსარჩელეს დააკისრა მესამე პირის, მ---- ტ--–--–-–---–ის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის გადახდა.

 

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე დაყრდნობით, სარჩელის უარყოფის გამო, გააუქმა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს------ ტ--–--–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, მან მოპასუხისაგან თანხა ისესხა ექვსი თვით, რის გამოც იპოთეკით დატვირთა ბინა, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა შესარულა ნაკისრი ვალდებულება, არასწორად გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ვალდებულების შესრულების გამო სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

მითითებული კანონის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 31 მარტს ნოტარიუს ა-------------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოვალეა ს------ ტ--–--–-–---–ი, კრედიტორი მ---- ტ--–--–-–---–ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: ძირითადი დავალიანება 5000 აშშ დოლარი; პროცენტი 1430 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 600 აშშ დოლარი, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის და განცხადების დადასტურების ხარჯები 124,36 ლარი; სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯების შესაბამისად).

 

2017 წლის 25 აპრილს კრედიტორმა მ---- ტ--–--–-–---–მა იძულებითი აღსრულების დაწყების მიზნით განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა 2017 წლის 31 მარტს ნოტარიუს ა-------------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლი შეიცავს აღსრულების შეწყვეტის დეტალურ ჩამონათვალს. კერძოდ: აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ ქცეულ გარემოებაზე მხოლოდ მითითება, არ განაპირობებს მის უტყუარობას და სისწორეს. მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება სწორედ მასვე აკისრია. ს------ ტ--–--–-–---–ი აპელირებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მას სრულად აქვს გადახდილი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მიუხედავად აღნიშნულისა, მ---- ტ--–--–-–---–მა მაინც მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი და ვალდებულების იძულებით აღსრულება, აპელანტის მითითებით, ვინაიდან ვალდებულება სრულად შესრულებულია მის მიერ, აღნიშნული გარემოება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველია. საქმეში დაცული მტკიცებულებით კი, რომლის რეალობასა და სარწმუნოობაში ეჭვის გამაქარწყლებელი მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია, საპირისპირო გარემოება დასტურდება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას, რომ არსებობდა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6.საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით, 257-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ს------ ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი