განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
010100218700050676
ინსტანცია
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100218700050676

საქმე №1ბ/1071-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ი-----------–-–---–ისა და ნ----- ნ------ის

ადვოკატების: ს---------–-–--სა და გ--------------ის

გამართლებულის: ტ------–------–---–ის

მონაწილეობით,გამართლებულის:გ-----------------ის (მონაწილეობის გარეშე)

 

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ნ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------ის მიმართ, დაბადებული 1959 წლის 17 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №24001013236, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი თეზი, აფხაზეთის გმირთა ქუჩა N12; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ„ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,ტ------–------–---–ის მიმართ, დაბადებული 1962 წლის 23 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №01901112934, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თემქა, მე-9 კვარტალი, კორპუსი N13, ბინა N1; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ„ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ„ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, გ-----------------ი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ამავე განაჩენით, ტ------– ნ----–---–ი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გ-----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ. თავდადებულის ქუჩა, კორპუსი N22, მე-3 სადარბაზოს, მე-3 სართულზე არსებული ტ------– ბ---------–---–ის ნივთების შესანახი საცავიდან, გ-----------------ი და ტ------–------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეეცადნენ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ტ------– ბ---------–---–ის კუთვნილ წყლის გამაცხელებელ ქვაბს, ღირებულს დაახლოებით 500(ხუთასი)ლარად, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოეწვია და რაც სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დროული რეაგირების გამო.

ტ------– ნ----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განაჩენით ტ------–------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ. თავდადებულის ქუჩა, კორპუსი N22, მე-3 სადარბაზოს, მე-3 სართულზე არსებული ტ------– ბ---------–---–ის ნივთების შესანახი საცავიდან, გ-----------------ი და ტ------–------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეეცადნენ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ, ტ------– ბ---------–---–ის კუთვნილ წყლის გამაცხელებელ ქვაბს, ღირებულს დაახლოებით 500(ხუთასი)ლარად, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოეწვია და რაც სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დროული რეაგირების გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ნ------ემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

- აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირდაპირი მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ ტ------–------–---–ისა და გ-----------------ის ბრალეულობას. ამასთან, სასამართლომ ცალსახად დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას წყლის გამაცხელებელი ქვაბი შემთხვევის ადგილზე არ უნდა ყოფილიყო და ის ამოღებისთანავე უნდა გადაეტანათ პოლიციის დაწესებულებაში, რაც არასწორია, ვინაიდან ბრალდებულების დაკავების შემდეგ მოხდა მათი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, ხოლო ნივთმტკიცების - წყლის გამაცხელებელი ქვაბის- გადასატანად საჭირო იყო დამატებითი რესურსი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებები, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს, სწორედ შემთხვევის ადგილის დათვალიერებასთან მიმართებაში , ურთიერთწინააღმდეგობრივია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ-----–-------–---–მა უჩვენა, რომ მუშაობს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თ---------------–---–თან, მ-----------–----ესთან და დ---------------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, დიდი დიღმის დასახლებაში, დ. თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რომლის მე-3 სართულზე, კიბის უჯრედზე, საშრობიდან 3-4 მეტრში შეაჩერეს ტ------–------–---–ი და გ-----------------ი, რომლებსაც ხელში ეკავათ წყლის გამაცხელებელი ქვაბი, რომელსაც წყალი გასდიოდა. წყლის გამაცხელებელი ქვაბი მოხსნილი იყო საშრობიდან და გადაჭრილი იყო მილები. წყლის კვალი შეინიშნებოდა, როგორც სათავსოში, ისე სათავსოს გარეთაც. მათ წარუდგინეს თავიანთი თავი და უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, მან თ---------------–---–თან ერთად ჩაატარა ტ------–------–---–ის ჩხრეკა და დაკავება, რა დროსაც მისგან ამოიღეს ე.წ „ატვიორტკა“ და სახრახნისი. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები შედგენილი იქნა ადგილზე, ქვაბი ადგილზე დაილუქა. რაც შეეხება მ-----------–----ესა და დ---------------ეს, მათ გაჩხრიკეს და დააკავეს გ-----------------ი. ამის შემდეგ კი დაკავებული პირები ცალ-ცალკე მანქანით გადაიყვანეს პოლიციის დაწსესებულებაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნისას ექსპერტ-კრიმინალისტები იქ არ ყოფილან.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი. 26.07.17; 11:51:24).

პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივად იგივე ჩვენება მისცა მოწმე თ---------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ტ------–------–---–ისა და გ-----------------ის დაკავების შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილზე ვერ დარჩებოდნენ, ვინაიდან დაკავებულები ჰყავდა გადასაყვანი პოლიციის განყოფილებაში. მან და მიხეილ კახნიაშვილმა გადაიყვანეს ტ------–------–---–ი, ამასთან, მათ თავიანთი მანქანით არ გადაუტანიათ შემთხვევის ადგილზე ამოღებული წყლის გამათბობელი ქვაბი. მოწმემ განმარტა, რომ მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნისას, ექსპერტები არ ყოფილნ მისულები.ყოფილან.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი. 26.07.17; 11:58:59-11:59:05; 14:54:12-14:54:19).

აღნიშნულ ჩვენებებთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის მოწმე დ---------------ის ჩვენება. მოწმემ დაადასტურა 2017 წლის 22 იანვარს შემთხვევის ადგილზე გასვლის, ასევე გ-----------------ისა და ტ------–------–---–ის დაკავების ფაქტი, კერძოდ, მან მიუთითა, რომ მ-----------–----ესთან ერთად მოახდინა გ-----------------ის ჩხრეკა და დაკავება. მოწმეების: თ---------------–---–ისა და მ-----–-------–---–ისაგან განსხვავებით, დ---------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს მათთან ერთად იყო ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი და ისინი სათავსოს კარს ვერ დაკეტავდნენ, ვინაიდან იქ კრიმინალისტები მუშაობდნენ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 26.07.17; 12:17:02-12:27:55).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ-----------–----ემ დაადასტურა დ---------------ესთან ერთად გ-----------------ის დაკავების ფაქტი და გამოთქვა მხოლოდ ვარაუდი, რომ მათი წასვლის შემდეგ შემთხვევის ადგილი დაცული იქნებოდა, თუმცა ვინ დარჩა, არ ახსოვს.

ტ------–------–---–ის და გ-----------------ის დაკავების ოქმების მიხედვით, ისინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს 1311საათზე და 1313 საათზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაწყებულია 1420საათზე, ანუ დაკავებულების პოლიციის განყოფილებაში მიყვანიდან, ერთი საათის შემდეგ. ოქმზე თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ წყლის გამაცხელებელი ქვაბი შემთხვევის ადგილზეა.

პალატა აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ზემოაღნიშნიული მტკიცებულებები რამდენად ურთიერთთავსებადია და თავის მხრივ რამდენად შესაბამისობაში მოდის მათთან აპელანტის პოზიცია.

ერთი მხრივ, მოწმეების თ---------------–---–ის და მ-----–-------–---–ის ჩვენებების გათვალისწინებით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს, იქ ექსპერტები არ იმყოფებოდნენ, ამასთან, ისინი შემთხვევის ადგილზე ვერ დარჩებოდნენ, ვინაიდან დაკავებულები ჰყავდათ გადასაყვანი პოლიციის განყოფილებაში და ამოღებული ნივთმტკიცება თავიანთი მანქანით არ გადაუტანიათ, ხოლო მეორე მხრივ, აპელანტის პოზიციის გათვალისწინებით, სადაც ის მიუთითებს, რომ სავსებით შესაძლებელია ამოღებული ნივთმტკიცება დაუყონებლივ არ გადაეტანათ პოლიციის განყოფილებაში, ვღებულობთ ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ამოღებული ნივთმტკიცება ერთი საათის განმავლობაში, ადგილზე მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს, რაც კიდევ უფრი დიდი სამართლებრივი ნონსესია, არავითარ საგამოძიებო პრაქტიკას ან/და ლოგიკას არ შეესაბამება და ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე დაზარალებულისათვის ცნობილი არ იყო ქურდობის ფაქტის შესახებ. სასამართლო პროცესზე ვერც ერთმა პოლიციის თანამაშრომელმა ვერ ახსნა, თუ რატომ არ შეატყობინეს დაზარალებულს მომხდარის თაობაზე და შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ განმარტებით, რომ ამისთვის დრო არ ჰქონდათ, რაც ობიექტური დამკვირვებლისათვის ნაკლებად დამაჯერებელია.

ამასთან, პოლიციის თანამშრომლები გარდა თ---------------–---–ისა თავიანთ ჩვენებებში არ აკონკრეტებენ კონკრეტულად ვისი მანქანით გადაიტანეს შემთხვევის ადგილიდან წყლის გამაცხელებელი ქვაბი, რაც რეალურად უნდა მომხდარიყო და შესაბამისად, ის შემთხვევის ადგილზე, ერთი საათის შემდეგ ვერ აღმოჩნდებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტმა გ---–- გ--------ემ დაადასტურა მის მეწყვილესთან და კინოლოგებთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის ფაქტი და განმარტა, რომ მან მოხდინა ადგილის ფოტოგრაფირება. მათ შორის წყლის გამაცხელებელი ქვაბის. წყალი იყო თუ არა დაქცეული, არ ახსოვს, ფოტოზე უნდა ჩანდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ტ------– ბ---------–---–მა აჩვენა, რომ როდესაც შევიდა სათავსოში ნახა, რომ არაფერი იყო წაღებული, მხოლოდ წყლის გამათბობელი ქვაბი იყო ჩამოხსნილი და ძირს იყო დადებული, წყალი იყო თუ არ დაღვრილი არ ახსოვს

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დიკითხა გამომძიებელი კ----------–---–ი, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მოწმის ჩვენება წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, ვინაიდან მოწმე გ---–-----------ისაგან და დაზარალებულისაგან განსხვავებით, კ----------–---–მა ჯერ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგლზე წყლის გამაცხელებელი ქვაბი არ უნახავს, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ არ ახსოვს. მისივე განმარტებით, შემთხვევის ადგილზე, როდის მივიდა დაზარალებული, არ ახსოვს, ხოლო ტ------–------–---–ი და გ-----------------ი შემთხვევის ადგილზე, არ უნახავს , ყურადღება არ მიუქცევია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 26.06.17; 15:53:49 -15:54:55), რაც წინააღმდეგობაში მოდის მოწმე დ------------–---–ის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც მოწმე აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე მათთან ერთად იყვნენ ექსპერტები, შესაბამისად, დ------------–---–თან როგორც დამკავებელ პირთან ერთად, უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული პირებიც, რასაც თავის მხრივ უარყოფს კ----------–---–ი.

ამასთან, მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების შეფასებისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის კონკრეტული სართულის კიბის უჯრედს და არა რაიმე დიდი მოცულობის დიდ ობიექტს.

პალატა კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ, როგორც სააპელაციო საჩივარში, ისე სააპელაციო სასამართლოში გაცხადებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აუცილებელობას არ წარმოადგენს გამომძიებელმა შემთხვევის ადგილის ოქმში სრული სიზუსტით ასახოს ყველაფერი.

პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის შემთხვევის ადგილი არის გამოძიების საწყისი წერტილი და მისი სრული სახით დათვალიერება, სრულყოფილი აღწერა და პროცესუალურად სწორად დამაგრება, უმეტესწილად განაპირობებს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებას და დანაშაულის გახსნას. შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელი გამომძიებლისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის ოქმის მაქსიმალურად სიზუსტით შედგენა, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებას.

-აპელანტის მტკიცებით, სასამართლო ერთ შემთხვევაში იზიარებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ხოლო მეორე შემთხვევაში საკმარისად არ მიიჩნევს ბრალდების დასადასტურებლად.

პალატა აღნიშნული საკითხის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს მოწმე კ----------–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მოწმე ერთ შემთხვევაში მიუთითებს, რომ ექსპერტები სუნის ნიმუშის ასაღებად ეძებდნენ მშრალ ადგილს და ერთი ნიმუში აიღეს იმ ადგილიდან, სადაც პლასტმასის მილები იყო გადაჭრილი, ხოლო მეორე შემთხვევაში უჩვენებს, რომ არ ახსოვს ადგილზე წყალი იყო თუ არა დაღვრილი( იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 26.06.17; 15:48:52- 15:50: 15). მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, როგორც საშრობში, ისე მის გარეთ, წყალი დაღვრილი იყო, მით უმეტეს, წყალი იქნებოდა მილების გადაჭრის ადგილზეც, საიდანაც მოხსნილი იქნა წყლის გამაცხელებელი ქვაბიც, რაც თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს მითითებული ადგილიდან სუნის ნიმუშის აღების შესაძლებლობას. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ დაზარალებულ ტ------– ბუბეტეიშვილის ჩვენებით, მას არ ახსოვს იატაკი სველი იყო თუ არა. წყლის კვალზე მითითებული არ არის შემთხვევის დათვალიერების ოქმშიც.

პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული სუნის ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული მსჯელობა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლების ნიმუშები იდენტურია გ-----------------ისაგან და ტ------–------–---–ისაგან აღებული სუნის კვლების ნიმუშების, სასამართლო ჩათვლის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის თავის მხრივ, როგორც ცალკე აღებული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, როდესაც სახეზე არ არის სხვა ურთიერშეთანხმებული მტკიცებულებები, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

გარდა აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამკვლეული იქნა დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური,ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მიხედვითაც გამოირიცხა ტ------–------–---–ისა და გ-----------------ის მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში.

პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი მითითება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სხდომაზე, ვერ იქნა წარმოდგენილი ტ------–------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი სახრახნისი და ქანჩი, რაზეც ჩატარებული იქნა მთელი რიგი ექსპერტიზები. შესაბამისად, სასამართლო შეფასებას ვერ მისცემდა პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების დანაშაულთან შემხებლობაზე. ასევე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებიდან დაუშვებლად იქნა ცნობილი გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი რენდგენის სურათის ფრაგმენტი და სხვა პირადი ნივთები, ასევე, ტ------–------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სხვა პირადი ნივთები. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას აღნიშნულ საგნებთან დაკავშირებით ემსჯელა, როგორც დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილ იარაღზე.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არის არაურთიერთავსებადი და წინააღმდეგობრი ხასიათის, რომლებიც იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს. აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ასაბუთოს ტ------–------–---–ისა და გ-----------------ის ბარალეულობა საქართველოს სსკ-ის 19 ,177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ნ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ტ------–------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ტ------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

5. გ-----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

7. გამართლებულებს გ-----------------ს და ტ------–------–---–ს აქვთ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

8. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

- გ-----------------ის და ტ------–------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული წყლის გამაცხელებელი ქვაბი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

- გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი რენტგენის სურათის ფრაგმენტი, მხედველობის სათვალე, მართვის მოწმობა, 10 ცალი ათ-თეთრიანი მონეტა და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, გასაღების გადატეხილი ნაწილი, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- ტ------–------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,LG“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, მოვარდისფრო ფერის სანთებელა, მხედველობის სათვალე და შავი ფერის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- ტ------–------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკი, ხრახნიანი ქანჩი, მოგრძო ფორმის პლასტმასის სახელურიანი მოწყობილობა და 2 ცალი სახრახნისი, რომლებიც ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა, სასამართლო ვერ იმსჯელებს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საკეტის გულა გასაღებთან ერთად, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- ტ------–------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნივთები დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- ტ------–------–---–ის და გ-----------------ის სუნის, ნერწყვის და დაქტილოსკოპიის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი