განაჩენი

სისხლის სამართლის 18.05.2018
საქმის ნომერი
150100118002246374
ინსტანცია
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002246374

საქმე ?1b/448-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურმან ისაევი

 

ახალქალაქი–ნ----–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის – გ------ ჭ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) მ----–------------------ მიმართ, პირადი №1----------, დაბადებული 1----–-–----------------–-- რეგისტრირებული: გ---------------------------–------------–----------------------–----------------------------------------–---------------–--–-, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----–--- მ------------- ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ–ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე ნ----–------- რაიონის ტერიტორიაზე არსებული საგაზაფხულო საძოვარზე მ----–--- მ------------- ხელით რამდენჯერმე დაარტყა სახეში და სხეულზე შ-------------, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით განაჩენით:

მ----–--- მ------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1,000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი–ნ----–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გ------ ჭ------ემ აპელანტის მოითხოვნაა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენში, სასჯელის დანიშვნის ნაწილში შევიდეს ცვლილება და მ----–--- მ--------ოვს დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი, აპელანტის პოზიციით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისიწნებით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

მსჯავრდებულ მ----–------------------ მიერ საქართველოს სსკ–ის 126 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მ----–------------------ მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ----–------------------ დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მ----–------------------ მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შ-------------- ჩვენებით, მ--–----------------------------------–---------------------–----------------------------------------------–-----------–------------------------–-------- ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმეში არსებული, გამოკვლეული მტკიცებულებების, აგრეთვე, იმ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ----–--- მ------------- ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელში ცვლილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პალატა თვლის, რომ სწორად დაენიშნა სასჯელი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ყველა ის გარემოება რაც კანონით არის გათვალისიწინებული და განსაზღვრულია ადეკვატური, სამართლიანი და პორპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო რესურსის დაზოგვას, მსჯავრდებულის აღიარება და მოინანიება ჩადენილი ქმედების, ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არარსებობა, ყოველივე ზ/აღნიშნუის გათვალისწინებით პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

ამასთან, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას და სასჯელის განსაზღვრისას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენი მ----–------------------ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი–ნ----–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის – გ------ ჭ------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენი მ----–------------------ მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

მ----–--- მ------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1,000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

მ----–------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი