განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015765862
საქმე N3ბ/2733-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ჰ------ დ--------ვი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
წარმომადგენელი - რ---------------–---რი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 მარტის №--- ბრძანება, ჰ------ დ--------ვის განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღიარებულ იქნება მოსარჩელის მიერ 1995-2000 წლებში ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში განათლების მიღების ფაქტი (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1 მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ჰ------ დ--------ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 1992 წლის 06 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის“ სახელზე გასცა №0------------ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. (ს.ფ. 16-18; 73).
4.2. ჰ------ დ--------ვი 1----–--–- ჩაირიცხა შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ და 2000 წელს დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ჰ------ დ--------ვს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა დიპლომი AA №0------ (სარეგისტრაციო №--). 2000 წლის 28 ივნისს ჰ------ დ--------ვის სახელზე, ასევე გაცემულ იქნა საბოლოო შეფასების უწყისი, დიპლომის დანართის სახით (სარეგისტრაციო №--). (ს.ფ. 29; 51).
4.3. 2014 წლის 12 დეკემბერს ჰ------ დ--------ვმა №1--------ანცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მის მიერ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა. განცხადებას ერთვოდა: შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის“ მიერ ჰ------ დ--------ვის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის ასლი, რომლის თანახმადაც, მას 2000 წლის 15 მაისს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; განათლების სამინისტროს მიერ 2002 წლის 6 აგვისტოს შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტისათვის“, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებლისათვის, გაცემული ლიცენზიის ასლი; 2003 წლის 10 მარტის მარნეულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე №2--------), რომლის თანახმადაც, 2002 წლის 02 ივლისს შედგა შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის“ საერთო კრება, სადაც ლიკვიდირებულ იქნა ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი.
2015 წლის 29 იანვარს №6---- განცხადებით ცენტრში დამატებით წარდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის“ ყოფილი რექტორის - ო-----------–--ის, ყოფილი პრორექტორის - მ----------------–--–--ვის, აღნიშნული უნივერსიტეტის ყოფილი რექტორისა და დეკანის მოადგილის - თ-----------------–--ლისა და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავჯდომარის - რ----------–--ის განცხადებები, სადაც ისინი ადასტურებენ ჰ------ დ--------ვის ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში 1995-2000 წლებში სწავლის ფაქტს. განცხადებას ერთვოდა: ჰ------ დ--------ვის სახელზე გაცემული საბოლოო შეფასების უწყისის (სარეგისტრაციო №--) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2015 წლის 21 იანვარს გაცემული №06 ცნობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომლის თანახმადაც, ჰ------ დ--------ვი 1997 წელს აღნიშნულ სამინისტროში დაინიშნა მ---------------------------------–-) პოზიციაზე, ხოლო აღნიშნული პოსტი დატოვა 2----–-–------------ს საკუთარი განცხადების საფუძველზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 მარტის №--- ბრძანებით ჰ------ დ--------ვს უარი ეთქვა მის მიერ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ცენტრმა არ მიიჩნია დადგენილად ჰ------ დ--------ვის მიერ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ განათლების მიღების ფაქტი. ცენტრის შეფასებით, შპს „ქ--------------–-- დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ 1999 წლის ჩათვლით მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო ჰ------ დ--------ვისთვის აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2000 წლის 15 მაისს კვალიფიკაციის მინიჭების კანონიერება არ დგინდება - 2000 წლის 01 იანვრიდან, ამ დრომდე სალიცენზიო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტს“ გაუუქმდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია და აღარ ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება. (ს.ფ. 16-18).
4.4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზ-------–-ს რაიონის სპორტისა და ახალგაზრდობის სამმართველოს მიერ 2015 წლის 21 იანვარს გაიცა №06 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ჰ------ დ--------ვი 1997 წლის 30 აგვისტოს ზ-------–-ს რაიონის სპორტისა და ახალგაზრდობის სამმართველოში მ---------------------------------–-) პოზიციაზე დაინიშნა. მუშაობის პერიოდში საქართველოს რესპუბლიკის ქ-------------–ის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე სწავლობდა. 2000 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და სამმართველოში AA
№0------ დიპლომი წარადგინა. 2----–-–------------ს, თავის განცხადების საფუძველზე, გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. (ს.ფ. 69).
4.5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ზ-------–-ს რაიონის აღსრულების განყოფილების მიერ 2017 წლის 12 აპრილს გაიცა №221 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ჰ------ დ--------ვი (მცხოვრები მისამართზე: ქალაქი ზ-------–-, დ------) 2----–-–------------იდან მუშაობდა ზ-------–-ს რაიონის აღსრულების განყოფილებაში აღსრულების უფროს მოხელედ. ამჟამად, მუშაობს ამავე განყოფილების უფროსის შემცვლელის თანამდებობაზე. (ს.ფ. 163).
4.6. შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტს“ „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან - 1999 წლის პირველი ივლისიდან 6 თვის ვადაში, 2000 წლის პირველ იანვრამდე, ლიცენზიის გამცემი ორგანოსთვის ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შეტანის მოთხოვნით, წერილობით არ მიუმართავს.
4.7. საქმეში არსებული, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით საქართველოს განათლების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები: ა-------------ე, ნ---------ძე და თ-----------------–--ლი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 1999 წელს ო-----------–--ემ, ქ--------------–-- დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რექტორმა, განცხადებით მიმართა განათლების სამინისტროს ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე (ს.ფ. 19).
4.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა - ო-----------–--ემ დაადასტურა მის მიერ 2000 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ გარემოება და მოწინააღმდეგე მხარის შეკითხვაზე, დამატებით განმარტა, რომ ლიცენზიის გამცემი ორგანოს მხრიდან მის განცხადებას რაიმე რეაგირება მოჰყვა თუ არა, მისთვის უცნობია. შესაძელებელია,2000 წელს სამინისტროში მომხდარი ხანძრის გამო, აღნიშნული განცხადება დაიწვა (2---------წ. სხდომის ოქმი). მოწმის ჩვენების საწინააღმდეგოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არქივში მოძიებული დოკუმენტაციის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხანძარი 1994 წლის 10 ნოემბრის შემდგომ არ მომხდარა (ს.ფ. 156).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1 პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და განმარტა, რომ ვინაიდან 1999 წლის 1 ივლისიდან ძალაში შესული „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლიცენზია ჩაითვალა გაუქმებულად, საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის არმქონე პირი არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა და მსგავსი კანონდარღვევით განხორციელებული საქმიანობის შედეგად გაეცა განათლების (კვალიფიკაციის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ დავის გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნია თუ არა ჰ------ დ--------ვს მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობა. საქმის მასალებით დადგენილად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ დიპლომის გამოყენებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედების განხორციელების ფაქტი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე დაშვებულ იქნა სწორედ აღნიშნული დიპლომის საფუძველზე. ამასთან, მიუთითა, რომ ჰ------ დ--------ვი 1997 წლიდან (სადავო დიპლომის გაცემამდე) დღემდე მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე და როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება მისი სამსახურში დანიშვნასთან დაკავშირებით, არ გამოვლენილა. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ კანონიერ ნდობას.
6. ჰ------ დ--------ვის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. ჰ------ დ--------ვის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მიერ ლიცენზიის განახლების შესახებ მტკიცებულების წარუდგენლობა არ წარმოადგენდა აპელანტის ვალდებულებას. მისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი 1999 წელს უნივერსიტეტს უნდა განეახლებინა თუ არა ლიცენზია ან განაახლა თუ არა მან აღნიშნული ლიცენზია.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ჩაირიცხა 1----–--–- და ამ დროისათვის უნივერსიტეტს გააჩნდა ლიცენზია, რომელიც გაცემული იყო 1----–-–------------ოს (N0------------ და N-------------) და შესაბამისად მიაჩნია, რომ ჩაირიცხა და სწავლობდა კანონიერად. მისივე განმარტებით, კანონი ლიცენზიის განახლების თაობაზე მიღებულია 1999 წლის 14 მაისს და 2000 წლის 1 იანვრამდე უნივერსიტეტი თუ არ მიიღებდა ან თუ არ განაახლებდა ლიცენზიას, ჩაითვლებოდა ულიცენზიოდ. მიუთითებს, რომ „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ეხება 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ ჩარიცხულ სტუდენტებს. აპელანტის განმარტებით, იგი დღემდე იყენებს აღნიშნულ დიპლომს და მიაჩნია რომ არ უნდა დაირღვეს აღნიშნულით მისი უფლება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარება გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების ობიექტი არის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან ფაქტი, რომელიც ასახავს/ადასტურებს უმაღლესი, პროფესიული ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლას.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ჰ------ დ--------ვი 1----–--–- ჩაირიცხა შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ და 2000 წელს დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ჰ------ დ--------ვს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა დიპლომი AA №0------ (სარეგისტრაციო №--). 2000 წლის 28 ივნისს ჰ------ დ--------ვის სახელზე, ასევე გაცემულ იქნა საბოლოო შეფასების უწყისი, დიპლომის დანართის სახით (სარეგისტრაციო №--). (ს.ფ. 29; 51); ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს ჰ------ დ--------ვმა №1--------ანცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის მიერ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ მიღებული განათლების აღიარება.
პალატა განმარტავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 მარტის №--- ბრძანებით, ჰ------ დ--------ვს განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2000წ.) სასწავლებელს გააუქმდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია და აღარ ჰქონდა უმაღლესი საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დანართის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას/აღიარებს განათლებას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/უარს ამბობს განათლების აღიარებაზე. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამომდინარეობდეს ამ დანართის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურებიდან.
პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
პალატა აქვე მიუთითებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი კანონი), რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ საქართველოში ლიცენზირებას ექვემდებარება შემდეგი სამეწარმეო საქმიანობა, რომელზედაც ლიცენზიას გასცემენ ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები: კერძოდ აღმზრდელობით - საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა - საქართველოს განათლების სამინისტრო. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით ასევე განისაზღვრა, რომ პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ, ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული აქვთ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობით მიემართათ ლიცენზიის გამცემ ორგანოსთვის ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად, ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ითვლება გაუქმებულად.
პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომ დავის გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანი დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ჰ------ დ--------ვს მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობა.
პალატა მიუთითებს შემდეგს: დადგენილია, რომ 1992 წლის 06 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის“ სახელზე გასცა №0------------ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.
ასევე დადგენილია, რომ ჰ------ დ--------ვი 1----–--–- ჩაირიცხა შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ და 2000 წელს დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ჰ------ დ--------ვს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა დიპლომი AA №0------ (სარეგისტრაციო №--). 2000 წლის 28 ივნისს ჰ------ დ--------ვის სახელზე, ასევე გაცემულ იქნა საბოლოო შეფასების უწყისი, დიპლომის დანართის სახით (სარეგისტრაციო №--).
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს ჰ------ დ--------ვმა №1--------ანცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მის მიერ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა.
დადაგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 მარტის №--- ბრძანებით ჰ------ დ--------ვს უარი ეთქვა მის მიერ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ცენტრმა არ მიიჩნია დადგენილად ჰ------ დ--------ვის მიერ შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ განათლების მიღების ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ 1992 წლის 06 აგვისტოს ქ--------------–-- დამოუკიდებელ უნივერსიტეტზე გაიცა №0------------ ლიცენზია. ამასთან, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან - 1999 წლის პირველი ივლისიდან 6 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემი ორგანოსთვის ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად წერილობით არ მიუმართავს. თუმცა, საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით საქართველოს განათლების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები: ა-------------ე, ნ---------ძე და თ-----------------–--ლი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 1999 წელს ო-----------–--ემ, ქ--------------–-- დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რექტორმა, განცხადებით მიმართა განათლების სამინისტროს ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო საჩივარზე თანდართულ 2017 წლის 16 ივნისის N484 ცნობაზე, რომლითაც ზ-------–-ს რაიონში DEU 20-ის მისამართზე მცხოვრები დ--------ვი ჰ------ სამად ოღლი, ქ-------------–ის დემოკრატიულ უნივერსიტეტის AA N0------ დიპლომით 2012 წლის მარტის თვიდან დღემდე ნამდვილად მუშაობს ზ-------–-ს რაიონის თავდაცვის სამინისტროში თემის თავდაცვის ჯგუფების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
პალატა განმარტავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
პალატა მიუთითებს, რომ სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. ასევე განმარტავს, რომ სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს „ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტის“ მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, თუკი უნივერსიტეტმა არ მიმართა განათლების სამინისტროს ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე, ამ საფუძველმა, ანუ უნივერსიტეტის უმოქმედობამ, არ უნდა მოახდინოს უარყოფითი სამართლებრივი გავლენა მოსარჩელის უფლებებზე, რომელსაც არავითარი როლი არ ეკისრებოდა უნივერსიტეტის მიერ ლიცენზიის ვადის გაგრძელების პროცესში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჰ------ დ--------ვის მიმართ გაცემული სასწავლო - საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მხარე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის ინეტერსების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლების დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, ეს უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს სხვა პირთა ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა კანონიერია და უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 მარტის №--- ბრძანება, ჰ------ დ--------ვის განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღიარებულ იქნება მოსარჩელის მიერ 1995-2000 წლებში ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში განათლების მიღების ფაქტი.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ჰ------ დ--------ვის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი უნდა დაეკისროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ჰ------ დ--------ვის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჰ------ დ--------ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ჰ------ დ--------ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 02 მარტის №--- ბრძანება, ჰ------ დ--------ვის განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღიარებულ იქნება მოსარჩელის მიერ 1995-2000 წლებში ქ-------------–ის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში განათლების მიღების ფაქტი.
5. ჰ------ დ--------ვის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ჰ------ დ--------ვის სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -