განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001212558
საქმე N3ბ/2590-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სს „ს----------–--------ი“;
წარმომადგენელი - დ--------------–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ----------–--ნი;
მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - შპს ,,გ------ ი---–------ი ე---------–ა”;
დირექტორი - ზ------------------–--ლი;
წარმომადგენელი - ზ-----------–--ლი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საპრივატიზაციო ნუსხაში უძრავი ქონების (გ-----, წ-------–ის ქ.№2-ში მდებარე 139.69 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის) შეტანის თაობაზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2--------7წ. №--- ბრძანების ნაწილობრივ, სადავო ქონების ნაწილში ბათილად ცნობა.
1.2. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №-- აუქციონის შედეგების ოქმი №1-ის, მიღება-ჩაბარების №-- აქტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 0---------წ. გამოცემული საკუთრების დამადასტურებელი №----- მოწმობის ნაწილობრივ (20,61 კვ.მ-ის ნაწილში) ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული აქტები კანონმდებლობის სრული დაცვით არის მიღებული, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. 2006 წელს სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრება იყო. სახელმწიფოს სახელზე მითითებული ქონების რეგისტრაცია სადავო არავის გაუხდია და დღესაც ძალაშია. შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილი იყო, ამ ქონების აუქციონის გზით პრივატიზება მოეხდინა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შპს „გ------ ი---–------ი ე---------–ამ“, რის შემდეგაც იგი გახდა 139.69 კვ.მ. ფართის მესაკუთრე, რომელშიც შედის სადავო 20.61 კვ.მ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება და ის კვლავ იქნება უფლებამოსილი განკარგოს სადავო ქონება.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის შპს ,,გ------ ი---–------ი ე---------–ის” წარმომადგენელი სარჩელს არ დაეთანხმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. იგი დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სს ,,ს----------–--------ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ პრესის მეშვეობით გამოცხადდა აუქციონი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2--------7წ. №--- ბრძანებით საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი იქნა უძრავი ქონება (ქ. გ----–ი, წ-------–ის ქ.№2- ში მდებარე 139.69 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი). (ს.ფ.33-34)
5.2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ ჩატარებული №-- აუქციონის შედეგად შედგა აუქციონის შედეგების ოქმი №1, რომლის თანახმად შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე საჯარო ვაჭრობით გაიყიდა ქ. გ----–ი, წ-------–ის ქ. №2-ში მდებარე 139.69 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. უძრავი ქონების შემძენი გახდა შპს ,,გ------ ი---–------ი ე---------–ა”, რომელთან გაფორმდა 0---------წ. №-- მიღება-ჩაბარების აქტი.(ს.ფ.30-32);
5.3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს
0---------წ. გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №----- 139.69 კვ.მ. ფართზე. (ს.ფ.27).
5.4 . საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. გ----–ი, წ-------–ის ქ. N6 მდებარე საცხოვრებელი ფართი (ს/კ 6-----------) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ-----------–---–ის და ე-–-----ა კ------ის სახელზე წილობრივი მონაცემებით 77/233. (ს.ფ.20-21).
5.5 . სს „ს----------–--------სა“ და ნ-----------–---–ს შორის 1---------წ. დადებული N5------- იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად დაიტვირთა ნ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე ქ. გ----–ი, წ-------–ის ქ. N6, 77/233 წილობრივი მონაცემებით (ს/კ 6-----------). მითითებული უძრავი ქონება 07.07.2004წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. (ს.ფ. 14-21).
5.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადებული 2---------წ.) თანახმად, ქ. გ----–ი, წ-------–ის ქ. N6 მდებარე საცხოვრებელი ფართი (ს/კ 6-----------) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ხ------- გ-------–-–---–ის და ე-–-----ა კ------ის სახელზე წილობრივი მონაცემებით 77/233. (ს.ფ.22-23).
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებებიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ სადავო ქონება თავდაპირველად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს სახელზე. ხსენებული რეგისტრაცია დავის საგანს არ შეადგენს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო ქონება უკვე აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე, ასევე ჩატარებული იყო სადავო აუქციონიც, როცა სს ,,ს----------–--------მა" გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელსაც უთითებს მხარე თავისი იურიდიული ინტერესის დასადასტურებლად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების მდებარე ქ. გ----–ი, წ-------–ის ქ.№2-ში მდებარე 139.69 კვ.მ. ფართის (ს/კ 6-----------) რეგისტრაცია განხორციელდა დაუბრკოლებლად. მარეგისტრირებელ ორგანოს არ მიუთითებია ამავე ქონებაზე სხვა რეგისტრირებული ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების თაობაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს მიერ განიკარგა 139.69 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, ამდენად, უძრავი ქონების მახასიათებლები იყო დაზუსტებული და კონკრეტული, ხოლო ნ-----------–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა 77/233 წილობრივი მონაცემებით საცხოვრებელი ფართი.
7. სს „ს----------–--------ის“ სააპელაციო მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
7.1. სს „ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შპს „გ------ ი---–------ი ე---------–ის“ მიერ შეძენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა უძრავი ქონება, საიდანაც რეალურად 20.61 კვ.მ წარმოადგენს ქ. გ----–ი წ-------–ის ქუჩა N6-ში მდებარე ფართის (მესაკუთრე: ხ------- გ-----–-–---–ის, საკადასტრო კოდი 6-----------) განუყოფელ ნაწილს და იჭრება მის ფაქტობრივ მფლობელობაში. აღნიშნულის შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო აქტით ადმინისტრაციული ორგანო გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს და რეალიზაცია გაუკეთა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ამდენად, სადავო სამართლებრივი აქტით დარღვეულია მესაკუთრის კანონიერი უფლება, აღნიშნული კი წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ 2007 წლის 7 აგვისტოს გამოცემული საკუთრების მოწმობა N----- ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, ქ. გ-----, წ-------–ის ქ. N6-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ხ------- გ-----–-–---–ი, ბანკი კი წარმოადგენს ამ ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, რადგან ბანკის მიერ 2013 წლის 15 მაისს აუქციონზე შეძენილ იქნა ხ------- გ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მაგრამ ბანკი ვერ ახორციელებს თავისი უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან ქონების ნაწილი 20.61 კვ.მ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (2007 წლის 7 აგვისტოს გამოცემული საკუთრების მოწმობა N-----), შპს „გ------ ი---–------ი ე---------–ის“ მიერ შეძენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა უძრავი ქონება, საიდანაც რეალურად 20.61 კვ.მ წარმადგენს ქ. გ----–ი წ-------–ის ქუჩა N6-ში მდებარე ფართს (მესაკუთრე: ხ------- გ-----–-–---–ი, სკადასტრო კოდი : 6-------------) განუყოფელ ნაწილს და იჭრება მის ფაქტობრივ მფლობელობაში.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს სახელმწიფო ქონების განკარგვიდან. აპელანტს სადავოდ არ გაუხდია პრივატიზაციის პროცესი ან/და სახელმწიფო ქონების განკარგვის კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევა. აპელანტი, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში უთითებს, რომ სადავო პროცესის შედეგად ის უძრავი ქონება განიკარგა, რომლის საკუთრებაზეც იგი აცხადებს პრეტენზიას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. აღნიშნული ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაინტერესებული პირების მხრიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის გარანტიების შექმნას. განსახილველ შემთხვევაში სადავო ქონება თავდაპირველად საჯარო რეეტრში რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს სახელზე. ხსენებული რეგისტრაცია დავის საგანს არ შეადგენს. სადავო ქონება უკვე აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე, ასევე ჩატარებული იყო სადავო აუქციონიც, როცა სს ,,ს----------–--------მა" გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელსაც უთითებს მხარე თავისი იურიდიული ინტერესის დასადასტურებლად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების მდებარე ქ. გ----–ი, წ-------–ის ქ.№2-ში მდებარე 139.69 კვ.მ. ფართის (ს/კ 6-----------) რეგისტრაცია განხორციელდა დაუბრკოლებლად. მარეგისტრირებელ ორგანოს არ მიუთითებია ამავე ქონებაზე სხვა რეგისტრირებული ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების თაობაზე. სახელმწიფოს მიერ განიკარგა 139.69 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, ამდენად, უძრავი ქონების მახასიათებლები იყო დაზუსტებული და კონკრეტული, ხოლო ნ-----------–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა 77/233 წილობრივი მონაცემებით საცხოვრებელი ფართი.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ასევე, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 01 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,გ------ ი---–------ი ე---------–ის” წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა ს----------–--------ის ამონაწერი, მომსახურების ხელშეკრულება, მინდობილობა და სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აპელანტისათვის გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესამე პირის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის შპს „გ------ ი---–------ სკოლას“ ზ-----------–--ლისათვის გადახდილი აქვს 500 ( ხუთასი) ლარი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერგაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს----------–--------ს“ უნდა დაეკისროს შპს ,,გ------ ი---–------ი ე---------–ის” სასარგებლოდ, სასამარლოსგარეშე ხარჯის სახით 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. სს „ს----------–--------ს“ დაეკისროს შპს ,,გ------ ი---–------ი ე---------–ის” სასარგებლოდ, სასამარლოსგარეშე ხარჯის სახით 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
გიორგი გოგიაშვილი -
ილონა თოდუა -