განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
190210114645998
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 190210114645998

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართვე-–--ს სახელით

საქმე №2ბ/4328-15 26 თებერვალი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი – ქ------- ლ----–---–ი

წარმომადგენელი – მ-----– ლ----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ზ---–- ქ------–---–ი

წარმომადგენელი - გ------- ჭ-----ე

 

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2011 წლის 3- ს----------ს ნოტარიუს ხ----- შ------–-–---–-ს მიერ ი----- ქ------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე ე-–-- ხ--------–---–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 6 ო--------რს ე-–-- ხ--------–---–სა და კ--- ჯ-----–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი 2011 წლის 8 ნ-----ერს კ--- ჯ-----–---–სა და ც----- ბ------ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი 2012 წლის 2- მ-----ს ც----- ბ------სა და ნ---- ბ------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება.

 

1.5. ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 3 ი--–-სს ნ---- ბ------სა და ქ------- ლ----–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ზ---–- ქ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ---–- ქ------–---–ს უარი ეთქვა ხ----- შ------–-–---–-ს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 3- ს----------ს ე-–-- ხ--------–---–-ს მიმართ გაცმული სამკვიდრო მოწმობა #1--------; ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 06 ო--------რს ე-–-- ხ--------–---–სა და კ--- ჯ-----–---–ს შორის დადებული უძრავის ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 08 ნ-----ერს კ--- ჯ-----–---–სა და ც----- ბ------ს შორის დადებული უძრავის ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 2- მ-----ს ც----- ბ------სა და ნ---- ბ------ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 03 ი--–-სს ნ---- ბ------სა და ქ------- ლ----–---–ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე ქ------- ლ----–---–მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

3.1 აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ქ------- ლ----–---–ი დაინტერესებული მხარის - ზ---–- ქ------–---–ის ადვოკატის გ-- ჭ-----ის და მეზობლების - ე-- მ-----–--ის და ნ----- ტ----–---–ის მიერ, ჯერ კიდევ ბინის შეძენამდე იყო ინფორმირებული ბინის სადავოობის შესახებ და აქედან გამომდინარე, არასწორად დაასკვნა, რომ ქ------- ლ----–---–ი არაკეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა.

 

4. აპელანტის გ---------ბით, ბინასთან დაკავშირებული დავისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისთვის, მხოლოდ, ბინის დაუფლების შემდეგ გახდა ცნობილი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

8. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ---------ს რაიონის სოფელ ს---------–-–ი რეგისტრირებული იყო ნ---- ქ------–---–ის (ხ--------–---–-ს) კომლი. კომლის უფროსად ირიცხებოდა ნ---- ქ------–---–ი (ხ--------–---–-). კომლის უფროსის გარდაცვალების შემდეგ კომლში დარჩა ბოლო წევრი ი----- (ო----) ქ------–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2007 წლის 5 მ-----ს და რომელსაც პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია.

9. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ---–- ქ------–---–ი წარმოადგენს ი----- ქ------–---–ის ძმისშვილს.

10. ე-–-- ხ--------–---–- და ნ---- ქ------–---–ი (ხ--------–---–-) არინ დები და შესაბამისად, ი----- ქ------–---–ი არის ე-–-- ხ--------–---–-ს დისშვილი.

11. 2011 წლის 26 ი--–-სს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე-–-- ხ--------–---–-ს სარჩელისა გამო, მოპასუხე საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, სამკვიდროს ვადის აღდგენის შესახებ. სარჩელი დაკმაყოფილდა.

12. 2011 წლის 3- ს----------ს ნოტარიუს ხ----- შ------–-–---–-ს მიერ ი----- ქ------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში 2011 წლის 6 ო--------რს სადავო უძრავი ქონება ე-–-- ხ--------–---–ზე აღირიცხა.

13. 2011 წლის 6 ო--------რს ც---- მ-----–-–---–ს, როგორც ე-–-- ხ--------–---–-ს წარმომადგენელსა (ამავე დროს ც---- მ-----–-–---–ი წარმოადგენს ე-–-- ხ--------–---–-ს შვილს) და კ--- ჯ-----–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის მდებარე, გ---------ს რაიონი, სოფელი ს---------–- 4000,00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #8----------- შენობა ნაგებობები #1---------------- ნასყიდობის ხელშეკრულება.

14. 2011 წლის 8 ნ-----ერს კ--- ჯ-----–---–სა და ც----- ბ------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის, მდებარე, გ---------ს რაიონი, სოფელი ს---------–- 4000,00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 8----------- შენობა ნაგებობები #1----------------, ნასყიდობის ხელშეკრულება.

15. მოსარჩელე ზ---–- ქ------–---–ის განცხადების საფუძველზე გ---------ს რაიონული სასამართლოს მიერ 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2011 წლის 26 ი--–-სის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

16. 2012 წლის 2- მ-----ს ც----- ბ------სა და ნ---- ბ------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი 8-----------) ჩუქების ხელშეკრულება.

17. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდ ე-–-- ხ--------–---–-ს სარჩელი ზ---–- ქ------–---–ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

18. 2012 წლის 3 ი--–-სს ნ---- ბ------სა და ქ------- ლ----–---–ს შორის შედგა უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #8-----------) ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით.

19. გ---------ს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის გაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ი----- ქ------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა ზ---– ქ------–---–ი. ამდენად, ი----- ქ------–---–ის სამკვიდრო მიიღო ზ---–- ქ------–---–მა ფაქტობრივი ფლობით, როგორც მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ.

20. წარმოდგენილი სარჩელით ზ---–- ქ------–---–ი ითხოვს ყველა იმ გარიგებების ბათილად ცნობას, რაც სადავო უძრავი ქონების გასხვისებას უკავშირდება.

21. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს - ე-–-- ხ--------–---–ს, ხ----- შ------–-–---–ს, კ--- ჯ-----–---–ს, ც----- ბ------ს და ნ---- ბ------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნული მოპასუხეების მიმართ შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება 2013 წლის 3 ი--–-სს ნ---- ბ------სა და ქ------- ლ----–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.

22. სააპელაციო პალატა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქ------- ლ----–---–ი არ წარმოადგენს უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს:

 

22.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს.

 

22.2. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

 

22.3. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

22.4. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ვლინდება, განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებთ. აღნიშნული უფლებების, გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია კი, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობის და კეთილსინდისიერების პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ზოგიერთ შემთხვევაში ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესი. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი აღნიშნულ კონფლიქტს შემძენის სასარგებლოდ წყვეტს. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრების და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესი. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის და საიმედოობის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი გახდება.

 

22.5. საჯარო რეესტრის მონაცემები მხოლოდ მაშინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსწოროდ, თუ ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ანუ პირველ შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შემძენმა იცოდეს, რომ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ამ უფლების შეძენის გარიგების დადებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შეძენის შესახებ გარიგების დადებამდე მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების შესახებ (საჩივრის გარდა), რის გამოც ეს ჩანაწერები უზუსტოა. მხოლოდ ამ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში უფლების შემძენი არ არის კეთილსინდისიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, შესაბამისად, რეესტრის მონაცემები მესამე პირისათვის ყოველთვის ითვლება სწორად და არ არის აუცილებელი დამატებით ამ სისწორის დადასტურება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. ზემოთ დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიულ განმსაზღვრელ ელემენტს – შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, შემძენის ინტერესების დამცავი ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს არა მ-----ო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის უზუსტობის თაობაზე.

 

22.6. სააპელაციო პალატა ქ------- ლ----–---–ის, როგორც შემძენის, კეთილსინდისიერების შეფასების მიზნებისათვის, ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

22.7. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ეკ--------- მ-----–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად მან (ე. მ-----–-–---–მა) ქ------- ლ----–---–ს უთხრა, რომ სახლი იყო სადავო. მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატმა გ------- ჭ-----ემ „საბუთები“ გადასცა ქ------- ლ----–---–ს და გააფრთხილა, რომ ბინაზე მიმდინარეობდა დავა. ქ------- ლ----–---–ს ბე მიცემული ჰქონდა და გამომძიებელი ეუბნებოდა, რომ დარჩენილი თანხა აღარ მიეცა. იგი (ე. მ-----–-–---–ი) უშუალოდ ესწრებოდა ქ------- ლ----–---–ისა და გ------- ჭ-----ის საუბარს.

 

22.8. სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე ქ------- ლ----–---–მა დაადასტურა მის მიერ საგამოძიებო ორგანოში 2013 წლის 24 ს----------ს მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება (2013 წლის 24 ს---------ის ჩვენება ერთვის საქმეს) და გ---------, რომ როდესაც იგი მეზობლებს მამა-შვილს ჟ-----ს და ნ-----ს გაეცნო, მათ უთხრეს, რომ სახლის ყოფილ მემკვიდრეებს შორის დავა მიმდინარეობდა. აღნიშნულის შემდგომ იგი დაუკავშირდა გამყიდველს - ნ---- ბ------ს და ჰკითხა, თუ რა დავა მიმდინარეობდა სახლთან დაკავშირებით, რომლის ყიდვასაც აპირებდა. ნ---- ბ------მ უპასუხა, რომ მართლაც არსებობდა დავა სახლის ყოფილ მემკვიდრეებს შორის, თუმცა განუმ-----ა, რომ მან აღნიშნული სახლი კანონიერად იყიდა 60 000 ლარად და არის კეთილსინდისიერი შემძენი. მას (ქ------- ლ----–---–ს) ასევე დაუკავშირდა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი გ------- ჭ-----ე, რომელმაც უთხრა, რომ თავის შეეკავებინა სახლის ყიდვისაგან, რადგან სადავო იყო. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ იგი (ქ------- ლ----–---–ი) ვ------ის პოლიციაში წავიდა, სადაც პოლიციის უფროსმა განუცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით ადრე იყო დავა ორ მემკვიდრეს შორის და მოხდა გამოსახლება. მან (ქ------- ლ----–---–მა) კონსულტაცია გაიარა თავის ადვოკატთან და გამომძიებელთან, რომლებმაც უთხრეს, რომ გამყიდველს კეთილსინდისიერად ჰქონდა შეძენილი ქონება და პრობლემები არ შეექმნებოდა. მან ასევე, შეამოწმა საჯარო რეესტრის ჩანაწერი და სახლზე რაიმე უფლებრივი დატვირთვა არ ყოფილა, რის შემდგომაც სახლის მეპატრონეს თანხა სრულად გადაუხადა (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

22.9. ამდენად, სააპელაციო პალატას თავად მოპასუხე ქ------- ლ----–---–ის ახსნა-გ---------ბის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ ქ------- ლ----–---–ი სამკვიდროთი დაინტერესებული პირის ზ---–- ქ------–---–ის ადვოკატის გ------- ჭ-----ის მიერ ინფორმირებული იყო, რომ ბინა სადავო ნივთს წაროადგენდა და რომ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა. დავის შესახებ ქ------- ლ----–---–ი გაფრთხილებული იქნა, ასევე, მეზობლების - ეკ--------- მ-----–--ისა და ნ----- ტ----–---–ის მიერ, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ მოწმეებად და რომლებმაც დაადასტურეს ქ------- ლ----–---–ის ინფორმირება ქონების სადავოობასთან დაკავშირებით.

 

22.10. პალატა აღნიშნავს, რომ სახლის სადავოობის შესახებ ქ------- ლ----–---–ის ინფორმირებულობა დასტურდება, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნ----- რ-----–---–ის ჩვენებით.

 

22.11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა (ინფორმირებულობა ბინის სადავოობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის არსებობის შესახებ) გამორიცხავს შემძენის ქ------- ლ----–---–ის დაცვას კეთილსინდისიერების საფუძვლით.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საპროცესო ხარჯები

24. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ------- ლ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე

 

ქეთევან მესხიშვილი