განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002077576 - 1ბ/414-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
14 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ-------------–--
მსჯავრდებული: თ-----------–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თბილისი, გ-–-----------------–---–------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
ადვოკატი: მ------–----–---–ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ-----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------–----–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა აპელანტის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 19 ივლისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გლდანი, მ--------–---–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ-----------–---–მა ოჯახური კონფლიქტის დროს ოჯახის წევრს - შვილს ნ---------–---–ს დანის გამოყენებით, განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - ჭრილობა ბარძაყის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და მორალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის:
დაზარალებულ ნ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის თ-----------–---–ის შვილი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, წარსულში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ოჯახის წევრებს (თავად დაზარალებულს, მის დას, დედას და მეუღლეს). 2017 წლის 19 ივლისს, საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულსა და რძალს ნ-----------–---–ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისა და სიტყვიერი შეურცახყოფის თაობაზე ცნობილი გახდა ნ---------–---–ისათვის, რომელიც მეუღლეს გამოესარჩლა, აღნიშნულზე კი მასსა და მამას შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. კონფლიქტს შეესწრნენ ბრალდებულის მეუღლე ნ------–----–---–- და შვილი თ------------–---–ი, აგრეთვე დაზარალებულის მეუღლე ნ--------------–---–-. ხსენებულმა პირებმა შეძლეს სიტუაციის განმუხტვა და ნ---------–---–ი შეიყვანეს საცხოვრებელ სახლში, ბრალდებული კი დარჩა ეზოში და იქიდან განაგრძობდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ცოტა ხანში, ოთახში მოულოდნელად შევარდა ბრალდებული დიდი ზომის ხანჯლით ხელში (ხსენებული ხანჯალი ეკიდა ბუხრის თავზე), რომელიც ჯერ ყელზე დაადო დაზარალებულს, თუმცა თ------------–---–მა ხელით მოაშორებინა მამას ხანჯალი ძმის ყელიდან, ხოლო შემდეგ კი ბარძაყის მიდამოში მიაყენა ჭრილობა და სახლიდან გაიქცა. ოჯახის წევრებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაზარალებული გადაიყვანეს კლინ---ში, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება, ჭრილობაზე დაადეს ოცდახუთი ნაკერი, საავადმყოფოდან დაახლოებით სამ დღეში გამოწერეს.
მოწმე ნ--------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულ ნ---------–---–ის მეუღლე. მამამთილი თ-----------–---–ი სისტემატურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით არ მოსწონდა რძალი, მასთან ცხოვრება გაუსაძლისი იყო. 2017 წლის 19 ივლისს მასსა და მამამთილს შორის მომხდარი სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, მოუყვა სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მეუღლეს. ნ---მ მოსთხოვა მამას აეხსნა, თუ რატომ მიაყენა შეურაცხყოფა მის მეუღლეს, ბრალდებულმა კი ნ-----------–---–ი „იდიოტად“ მოიხსენია. აღნიშნულმა გამოიწვია მამა-შვილს შორის სიტყვერი დაპირისპირება, თუმცა ოჯახის წევრებმა განაცალკევეს ისინი, ნ--- აიყვანეს საკუთარ ოთახში, ბრალდებული კი დარჩა ეზოში, საიდანაც განაგრძობდა შვილისა და რძლის სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მოულოდნელად ოთახში შევარდა ბრალდებული, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა ხანჯალი, მივარდა ნ---------–---–ს და ყელზე მიაბჯინა, თუმცა იქვე მყოფმა თ------------–---–მა სწრაფად ხელით მოაშორებინა მამას ხანჯალი ძმის ყელიდან, ხოლო შემდეგ ხანჯლით ფეხის არეში დაჭრა ნ---------–---–ი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. დაჭრილის დასახმარებლად ოჯახის წევრებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
მოწმე ნ------–----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულ თ-----------–---–ის მეუღლე. 2017 წლის 19 ივლისს, საღამოს საათებში, მ--------–---–-------------ში მდებარე საცხოვებელი სახლში, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა თ-----------–---–სა და რძალს ნ--------------–---–ს შორის. სამსახურიდან დაბრუნებულმა ნ---მ პასუხი მოსთხოვა მამას მომხდართან დაკავშირებით, რის გამოც მამა-შვილს შორის წარმოიშვა სიტყვიერი დაპირისპირება. ოჯახის წევრებმა დააშორეს ისინი ერთმანეთს, ნ--- საკუთარ საძინებელში აიყვანეს, ბრალდებული კი ქვემოთ დარჩა. მალევე ავიდა ბრალდებული ოთახში და ხანჯლით (რომელიც ბუხართან ეკიდა ხოლმე) მივარდა დაზარალებულს. მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, ოჯახის წევრები ცდილობდნენ მათ განცალკევებას, თ------ კი ხანჯლის წართმევასაც ცდილობდა. თუმცა ჩხუბის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნ---------–---–ი ბარძაყის არეში იყო დაჭრილი და სისხლი მოსდიოდა. მოწმის განმარტებით, ბრალდებული სახლიდან წავიდა, დაჭრილი ნ---------–---–ი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა სტაციონარში. მოწმის ჩვენებით, საგამოძიებო მოქმედების დროს პოლიციამ ამოიღო სწორედ ის ხანჯალი, რომლითაც თ-----------–---–მა დაჭრა შვილი.
მოწმე თ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულ თ-----------–---–ის შვილი. 2017 წლის 19 ივლისს, მ--------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა თ-----------–---–სა და რძალს ნ--------------–---–ს შორის. სამსახურიდან დაბრუნებულმა ნ---მ პასუხი მოსთხოვა მამას მომხდართან დაკავშირებით, რის გამოც მამა-შვილს შორის წარმოიშვა სიტყვიერი დაპირისპირება. ოჯახის წევრებმა დააშორეს ისინი ერთმანეთს, ნ--- საკუთარ საძინებელში აიყვანეს მეორე სართულზე, ბრალდებული კი ქვემოთ დარჩა, თუმცა სიტყვიერი ურთიერთშეურაცხყოფა კვლავ გრძელდებოდა. მოწმის ჩვენებით, დედასთან და რძალთან ერთად იმყოფებოდა ნ---------–---–თან ერთად ოთახში და ცდილობდნენ, რომ არ გაეშვათ იგი სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც მოულოდნელად ოთახში შემოვარდა ხანჯლით (რომელიც მანამდე ბუხართან ეკიდა) ხელში თ-----------–---–ი. მამა-შვილს შორის წარმოიშვა ფიზიკური დაპირისპირება, ოჯახის წევრები ცდილობდნენ მათ განცალკევებას და დანის წართმევას. კონფლიქტის შედეგად ნ---------–---–მა ფეხზე მიიღო დაზიანება ჭრილობის სახით. მოწმის განმარტებით, პოლიციამ ამოიღო ის დანა, რომელიც ხელში ეჭირა ბრალდებულს და დაჭრა ნ---------–---–ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: წარმოდგენილი სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №7-----------ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №24546-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ნ---------–---–ი 2017 წლის 19 ივლისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ზ/აღნიშნულ კლინ---ში სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 2017 წლის 19 ივლისის 00:45 სთ-დან 21 ივლისის 12:00 სთ-მდე, დიაგნოზით: მარჯვენა ბარძაყის უკანა მედიალური მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. მარჯვენა ბარძაყის ზედაპირული ვენის ტრავმული დაზიანება. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ხანდაზმულობით დაზიანება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მ--------–---–---------ში, რა დროსაც ამოღებული იქნა: მისაღები ოთახიდან - ხანჯლის მსგავსი საგანი, საძინებელი ოთახის კარის ზედაპირიდან - მოწითალო ლაქების ანაწმენდი, მისაღები ოთახის იატაკის ზედაპირიდან - მოყავისფრო ფარდის მსგავსი ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, მისაღები ოთახის იატაკის ზედაპირიდან - მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდი, სახლის ასასვლელი კიბის ზედა და ქვედა საფეხურებიდან - მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, სახლის ასასვლელი კიბის ქვეშ ხელმარცხნივ ფილების ზედაპირიდან - მინის ნამსხვრევები მცირე ზომის მოწითალო ფერის ლაქებით, ეზოში არსებული სააბაზანოს შესასვლელი კარების ზედაპირიდან - მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდი, სააბაზანოში არსებული მწვანე ფერის ტაშტიდან - მოწითალო ფერის ანაწმენდი, ეზოში ხელმარცხნივ პატარა საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის ფილების ზედაპირიდან - მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატით (გამომძიებელი რ--------------–---–ი, ბრალდებულის მეუღლე ნ------–----–---–-, ექსპერტები: ლ--------–----- და ლ-------------–---–ი).
ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ივლისს, მედდა ე-----------------–---–ის მიერ მოწმე ნ---------–---–ისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი მ-----------ე).
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ივლისს, მოწმე ნ--------------–---–-საგან ამოღებული იქნა ნ---------–---–ის ტანსაცმელი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი მ-----------ე).
დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 26 ივლისს 09:30 საათზე, ქ.ქუთაისში, ი----–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თ--------------------------–---–ი (გამომძიებლები: გ------------------ე და გ--------–--–--------ე).
ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისს, უფროსი ექსპერტის თ---------- ა----–---–ის მიერ ბრალდებულ თ-----------–---–ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ი-–------------ე).
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 26.07.2017წ-ს პირადი შემოწმებისას თ-----------–---–ს აღენიშნება შეხორცების ფაზაში მყოფი ჭრილობა მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედის საზღვარზე, არაინტენსიური კეროვანი სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალის სკლერაში და ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე. სისხლჩაქცევა და ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან შემოწმების მომენტში ჭრილობა შეხორცების ფაზაშია და მისი პირვანდელი მორფოლოგიური სურათი წაშლილია, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 19.07.2017წ-ს (ექსპერტი ნ----- ჯ------ე).
ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევი კუსტარული წესით დამზადებული ხანჯალი მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ნ---------–---–ის წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (მოკლესახელოებიანი მაისური, ჯინსის შარვალი) - ჯინსის შარვალს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღენიშნება სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანება, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია შარვალზე არსებული დაზიანების მორფოლოგიური სახის განადგურება და თავის მხრივ შეუძლებელი გახადა დამზიანებელი ობიექტის საკითხზე მსჯელობაც. მოკლესახელოებიან მაისურზე დაზიანება არ აღინიშნება (ექსპერტი ე-–--------------–--ე).
ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად:
გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთი თავისი კონსტრუქციული მონაცემების მიხედვით წარმოადგენს ხანჯალს და შედგება პირისა და სახელურისგან. პირი ორმხრივ ლესილია და პირის ლესილი ნაწიბურების სიმეტრიული განლაგება გადაკვეთაზე ქმნის წვეროს, გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები. ხანჯლის ტექნიკური პარამეტრებია ფაქტიური მდგომარეობით: ხანჯლის მთლიანი სიგრძე 43,3სმ, პირის სიგრძე 31,6სმ, პირის მაქსიმალური სიგანე 3,6სმ. ლურჯი ფერის ჯინსის შარვალს ფაქტიურ წარმოდგენილ მდგომარეობაში დაკარგული აქვს პირვანდელი ფასონური სახე. მარჯვენა ტოტი უკანა მხარეს ვერტიკალურად დაახლოებით 78,5სმ სიგრძეზე დაზიანებულია და ხასიათდება ჭრის და ხევის ნიშნებით, განვითარებული - სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს, რამაც გამიწვია შარვლის მარჯვენა ტოტის მთლიანობის დარღვევა და მისი პირვანდელი ფასონური სახეშეცვლა. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მონაცემების მიხედვით, ნ---------–---–ს სხეულზე დაზიანება აღენიშნება „მარჯვენა ბარძაყის უკანა მედიალურ ზედაპირზე ქვედა მესამედში“, მაგრამ შარვლის დეტალური გამოკვლევით, სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს ჭრით და ხევით განვითარებული ძირითადი (სრული) დაზიანების ფონზე, რამაც შარვლის მარჯვენა ტოტის სახეშეცვლა გამოიწვია, რაიმე ლოკალური დაზიანება, რომელშიც ასახული იქნებოდა დამზიანებელი საგნის სრული (ძირითადი) ტექნიკოკონსტრუქციული პარამეტრების მონაცემი (მჭრელი პირის არსებობა, სიფართე) არ გამოკვეთილა, რის მიზეზსაც უნდა წარმოადგენდეს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანება, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია შარვალზე, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მონაცემების გათვალისწინებით, არსებული დაზიანების მორფოლოგიური სახის განადგურება და თავის მხრივ შეუძლებელი გახადა დამზიანებელი ობიექტის საკითხზე მსჯელობაც.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ო-----------–---–მა, გ------------------ემ, გ--------–--–--------ემ, რ--------------–---–მა, მ-----------ემ და ი-–------------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით, თ-----------–---–ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ-----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე სხვა საკანონმდებლო აქტებით. დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია ქმედება, მძიმე შედეგი და მიზეზობივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული განზრახია, რაც შეეხება მოტივსა და მიზანს, შესაძლოა მრავალგვარი იყოს და ზოგჯერ მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობაც ჰქონდეს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრებულ თ-----------–---–ის გამართლების თაობაზე იმ მოტივით, რომ თ-----------–---–ს არ ჰქონია არანაირი განზრახვა შვილისათვის მიეყენებინა დაზიანება, მას არც ხანჯალი მოუქნევია მისთვის დასარტყმელად, რომ დაზარალებულმა ნ---------–---–მა ფეხი მოუქნია თ-----------–---–ს ამოსარტყმელად და თ-----------–---–ის ხელში არსებულ ხანჯალს მოარტყა მარჯვენა ბარძაყის უკანა მხარე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, თვით დაზარალებულ ნ---------–---–ის, მოწმეების ნ--------------–---–-ს, ნ------–----–---–- და თ------------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო ბრალდებული თ-----------–---–ი, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიულობით და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს. მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა შეძლეს სიტუაციის განმუხტვა - დაზარალებულის ბრალდებულისაგან განცალკევება და სახლის მეორე სართულზე აყვანა, ბრალდებულმა კვლავ განაგრძო სიტყვიერი შეურაცხყოფა შვილის მიმართ და მალევე ხანჯლით შეიარაღებული შეუვარდა საძინებელში. აღნიშნულით დაიწყო მამა-შვილს შორის კონფლიქტის მეორე ეტაპი - ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც შეუიარაღებელი ნ---------–---–ი ცდილობდა თავის დაცვას აგრესიული და დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგრძის ხანჯლით შეიარაღებული თ-----------–---–ისაგან, რომელმაც ჯერ ყელზე დაადო მჭრელი საგანი შვილს, თუმცა თ------------–---–ის სწრაფი რეაგირების შედეგად ფატალური შედეგი თავიდან იქნა აცილებული, შემდეგ კი ბარძაყის არეში მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის იარაღის ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ, საუბარია ორმხრივი ლესილი პირის მქონე ხანჯალზე, რომლის სიგრძეა 43,3სმ, პირის სიგრძე - 31,6სმ, პირის მაქსიმალური სიგანე კი - 3,6 სმ და მიაჩნია, რომ ამ ზომისა და მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე ხანჯლის გამოყენება შეუიარაღებელი ადამიანის წინააღმდეგ, სრულად გამორიცხავს თ-----------–---–ის მხრიდან გაუფრთხილებლობას, ვინაიდან მას, როგორც ზრდასრულ და შერაცხად პირს, გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, დაცვის მხარის ვერსიას, რომ ბრალდებული ფიზიკური დაპირისპირებისას უმისამართოდ, გაუფრთხილებლად იქნევდა ხანჯალს, სრულად გამორიცხავს როგორც საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის პირველ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ შვილის მიმართ ხანჯლის გამიზნულად ყელის მიდამოში მიდების ფაქტი, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ნ---------–---–ს მარჯვენა ბარძაყის არეში აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და არა ნაკაწრები ან ექსკორიაციები. ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, კონფლიქტის ეტაპობრივი განვითარება და ბრალდებულის აქტიური როლი ამ პროცესში, დანაშაულის იარაღის პარამეტრები, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების სახე და ლოკალიზაცია, აგრეთვე ბრალდებულის ქცევა (დაჭრილ შვილს ტოვებს და გარბის შემთხვევის ადგილიდან) ნათლად მიუთითებს თ-----------–---–ის განზრახვაზე ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიეყენებინა ნ---------–---–ისათვის, შესაბამისად პალატა გამორიცხავს ნ---------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებელობით.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯხის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და ისე განუსაზღვრავს სასჯელს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - 1(ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით; თ.ოს--–---–-ს ნერწყვის ნიმუში, ნ------–---–-ს სისხლის ნიმუში, ხანჯლის მსგავსი საგანი, ფარდის ნაჭრის ქსოვილი, მინის ნამსხვრევები, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები (ინახება საგამოძიებო ორგანოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ნ------–---–-ს ტანსაცმელი (ინახება საგამოძიებო ორგანოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი, თ-----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ-----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თ-----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
თ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 26 ივლისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით; თ.ოს--–---–-ს ნერწყვის ნიმუში, ნ------–---–-ს სისხლის ნიმუში, ხანჯლის მსგავსი საგანი, ფარდის ნაჭრის ქსოვილი, მინის ნამსხვრევები, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები (ინახება საგამოძიებო ორგანოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ნ------–---–-ს ტანსაცმელი (ინახება საგამოძიებო ორგანოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი