განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
330100118002252034
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N30100118002252034

საქმე №1ბ/372-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ-----------------ის

ადვოკატის: ნ-------------ის

მსჯავრდებულის: ბ---------–----ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ---------–----ის, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბ------ რ------ ძე ვ-–----ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–---------------------------------------აშუალო განათლებით, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–------------------------–------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენით, ბ---------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000(ორი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ბ---------–----ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატა - 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე და საბოლოოდ, ბ---------–----ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000(ორი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ბ---------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

ბ---------–----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით ბ---------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ამ მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ბ---------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.

2017 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ.თბილისში, ა-–---------------------------ის მიმდებარედ მყოფი, განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ბ------ ვ-–----ის პირადი გასინჯვისას, მისგან ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული დანა, მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით, რაც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ---------–----ემ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარემ დააზუსტა თავისი პოზიცია და მოითხოვა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარმის სახით 500 ლარის შეფარდება, ხოლო წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე 6(ექვსი)თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ბ---------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია მოწმე კ-----–-------–---–-- ჩვენებით, ადმინისტრაციული დაკავების N--------- ოქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N--------- ოქმით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნით, ამოღების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------------ განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------- დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან, მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩადენილი ქმედების სახესა და ხასიათზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბ---------–----ე წარსულში ნასამართლევია განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც ცხადყოფს იმას, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებითაც კი მსჯავრდებულის სათანადო ქცევა ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა თავიდან ვერ იქნა აცილებული.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს სს-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის 2000 ლარის გამოყენება მსჯავრდებულის პიროვნების, ქონებრივი შესაძლებლობების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, სრულიად თანაზომიერი და პროპორციულია. ამასთან, წინა განაჩენიდან ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე დამატებულია დანიშნული სასჯელის ნახევარზე ნაკლები, რაც სავსებით ადეკვატურია და მისი შემცირება მიზანშეუწონელია.

ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბ---------–----ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ---------–----ის სააპელაცი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ ბ---------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ბ---------–----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2-----–-–------------------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატოს - 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბ---------–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ბ------ ვ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 მარტიდან;

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ბ---------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო გაუქმებულია;

6. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- ცივი იარაღი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს;

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი