განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100117001938547
საქმე №1ბ/99-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ლ-------------–--ის და ა-----------–---–ის
ადვოკატის: ი--------------ის
მსჯავრდებულის: შ--------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ შ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შ--------------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------- (პ/№35----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ-----------------------------------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, შ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.
მსჯავრდებულ შ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2017 წლის 13 დეკემბრიდან.
შ--------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 14 აპრილს, შ--------------ი იმყოფებოდა ქ---------------–------–---–----------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ქვის გამოყენებით დააზიანა იქვე განთავსებული შპს ,,კ----------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მასში მოთავსებულ 65 ლარის ოდენობით ფულად თანხას, რითაც დაზარალებულ შპს ,------------ მიადგა ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ--------------მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარემ შეცვალა თaვისი პოზიცია, კერძოდ, მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, თუმცა მოითხოვა მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
- აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, ვინაიდან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც შ--------------მა მოახდინა ფულადი თანხის ფარულად დაუფლება, არ წარმოადგენს საცავს, შესაბამისად, მისი ბრალდებიდან უნდა მოხდეს ქურდობის დამამძიმებელ მაკვალიფიცირებელი ნიშნის - საცავში უკანონოდ შეღწვევით - მითითების ამორიცხვა.
მსჯავრდებულ შ--------------ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი გარდა მისი აღიარებისა,დადასტურებულია საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულის კახაბერ მეტრეველის და მოწმეების - ო-------------ს, ჯ----------–----ს, გ------------------ის, გ-----------------ის, რ-----–------–---–ის, ა-–-----------–-–---–ის, კ--------------------ს, ნ-----–-----------–---–ის, ბ-----------ის, დ-------------ის და ლ-------------–--–---–ის ჩვენებებით, 2017 წლის 14 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 14 აპრილის ,-------------“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 20 აპრილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერით და სხვა მტკიცებულებებით.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არ წარმოადგენს საცავს, ვინაიდან საცავი არის მესაკუთრის ან მფლობელის კანონიერ მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულობის მუდმივად ან დროებით შესანახად განკუთვნილი ადგილი ან ნივთი, სადაც მოთავსებულია მატერიალური ქონება, რომლის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან შეიძლება განხორცილდეს სხვადასხვა ფორმით (ტერიტორიის შემოღობვით; ქონების სეიფში, კონტეინერში მოთავსებით და ა.შ.). საცავში უკანონო შეღწევას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მუდმივად ან დროებით შესანახად განკუთვნილი ადგილიდან/ტერიტორიიდან ან ნივთიდან მატერიალური ფასეულობის, მესაკუთრის ან მფლობელის ნებართვის /თანხმობის გარეშე სხვისი ნივთის დაუფლება პირის მიერ ხდება მართლსააწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
პალატა განმარტავს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი თავის ფუნქციური მახასიათებლების და მისი დანიშნულების მხედველობაში მიღებით, აპარატში არსებულ სივრცეში გარკვეული მომსახურეობების სანაცვლოდ (რომელიც ავტომატურად, პროგრამული უზრუნველყოფის გზით ხორციელდება) ახდენს ფულადი თანხების აკუმულირებას, რა დროსაც მომსახურების სანაცვლოდ მიღებული თანხების დროებით შენახვის მიზნით განთავსება ხორციელდება მითითებული აპარატის შიგნით დაცულ ნაწილში, საიდანაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების გარეშე თანხების გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი გასაღების მორგებით. მოცემული გარემოებების შეფასება ცალსახად მიუთითებს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი წარმოადგენს სხვისი მატერიალური ფასეულობის შესანახად განკუთვნილ საცავს, სადაც დროებით შესანახად განთავსებულია ფულადი თანხები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მსჯავრდებული სხვის მატერიალურ ქონებას - 65 ლარის ოდენობით ფულად თანხას, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ხოლო აღნიშნული თანხის დაუფლებას ახდენს სპეციალურად მომარჯვებული საგნის გამოყენებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ დაცულ სივრცეში შეღწევით, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის ქმედების, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის ყველა აუცილებელი პირობის არსებობას.
ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ მსჯავრდებულს ქურდობა საცავში უკანონო შეღწევით არ ჩაუდენია, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ--------------ის ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შ--------------ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი არ არსებობს და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლსის ამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ შ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. შ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. შ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 დეკემბრიდან;
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ შ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
6. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- შ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის ნაჭრის ტომარა, მასში მოთავსებული ხურდა ფულით, ჯამში 55 ლარის და 50 თეთრის ოდენობით, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ოთხი ცალი ერთ-ლარიანი, ორი ცალი ორ-ლარიანი, ორი ცალი ორმოცდაათ-ეთრიანი მონეტები, დაუბრუნდეს დაზარალებულ კომპანიას;
- სუნის ნიმუშები და ქვა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- საქმეზე დართული დისკი, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი