განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2018
საქმის ნომერი
050210117002035080
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210--7002035080

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1234

6 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: შ------- დ------

წარმომადგენელი: მ----- ჯ----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: კ------- დ------, ც---- დ------

წარმომადგენელი: გია დ------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. კ------- და ც---- დ-----ებმა სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ შ------- დ------ მიუთითეს და ითხოვეს მოპასუხისათვის კ------- დ------ს სასარგებლოდ 1250 აშშ დოლარის, ხოლო ც---- დ------ს სასარგებლოდ 750 აშშ დოლარის დაკისრება.

2. მოსარჩელეთა განმარტებით: ქუთაისის სააპლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ--–- პ--–---ის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც - უკანონოდ იქნა აღიარებული 2000 წლის 9 სექტემბერს საჯარო რეესტრში ბ------ დ------ს სახელზე არსებული რეგისტრაცია ოზურგეთი, სოფ. ჯ------–- მდებარე 3960 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილში. შესაბამისად გაუქმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბ------ დ------ს და კ------- დ------ს შორის დამოწმებული 2012 წლის 2 აგვისტოს 1/4 ნაწილში და მის საფუძვლეზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის N8-----------). გაუქმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბ------ დ------ს და ც---- დ------ს შორის დამოწმებული 2012 წლის 2 აგვისტოს 1/4 ნაწილში და მის საფუძვლეზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის N8-----------). მ--–- პ--–---ის წილი ბ------ დ------ს კომლიდან განისაზღვრა 1/4 და ცნობილ იქნა მითითებული ქონების მდებარე ოზურგეთი სოფ. ჯ------–- დაზუსტებული ფართობი 3960.00 კვ.მ ნაკვეთი ს/კ 2----------- და ოზურგეთი, სოფ. ჯ------–- მდებარე,დაზუსტებული ფართობი 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და შენობა ნაგებობების ს/კ 2----------- 1/4-ის თანამესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

3. მოსარჩელეთა განმარტებით სააპელაციო წესით საქმის განხილვისას გარდაიცვალა ბ------ დ------ და შეჩერდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2013 წლის 20 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, წარდგენილ იქნა რა საქმის წარმოებისას სამკვიდრო მოწმობა, ბ------ დ------ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოპასუხე შ------- დ------. შესაბამისად ის გახდა იმ აქტივებისა და პასივების მატარებელი, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების დროისათვის.

4. ბ------ დ------ს უძრავ ქონებებაზე საკუთრების უფლების სანაცვლოდ მიღებული აქვს კონკრეტული ფულადი ანაზღაურება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით არის დადგენილი, რომ ნასყიდობის საგნის 1/4 წილი ბ------ დ------ს მიერ გასხვისებულ იქნა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, შესაბამისად, ან ნაწილში მან უსაფუძვლოდ მიიღო ნასყიდობის ფასი მოსარჩელეებისაგან, უსაფუძვლოდ მიღებული კი ექვემდებარება დაბრუნებას კრედიტორისათვის. მოპასუხე შ------- დ------მ მიიღო რა მემკვიდრეობით ბ------ დ------საგან უძრავი ქონება ს/კ-ით 2-----------, რაზედაც საკუთრების მოწმობა გაცემულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, შესაბამისად პასივის ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ აქტივის ფარგლებში, რაც მიღებულ იქნა მამკვიდრებლისაგან. შ------- დ------მ განაცხადი აღიარების კომისიაში წარადგინა, როგორც ბ------ დ------ს მემკვიდრემ სამკვიდრო მოწმობის წარდგენით და შესაბამისად გადაეცა მას სადაო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. ბ------ დ------ს მართლზომიერ მფლობელობაში ქონდა სადაო ქონება. 2013 წელს ბ------ დ------ გარდაცვლილი იყო და ამიტომ ეთქვა უარი აღიარების კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამ გარემოებაზე მითითებით მოსარჩელეების წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

 

მოპასუხის პოზიცია

 

5. მოპასუხე შ------- დ------ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შ------- დ------ს ბ------ დ------საგან უძრავი ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია, სადაო ქონება არ შედიოდა სამკვიდრო მასაში, არამედ შ------- დ------ს მიღებული აქვს სახ. საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით. ბ------ დ------ს აღნიშნულმა კომისიამ 2013 წელს უარი უთხრა სადაო ქონების მესაკუთრედ აღიარებაზე. აღნიშნული ქონება შ------- დ------მ ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ათენში მცხოვრებ ე-–-------–---უსს. ჩუქების ხელშეკრულება ბათილად არ არის ცნობილი და საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რგისტრაცია შეჩერებულია უვადოდ. მოპასუხე მხარეს მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: შ------- დ------ს, კ------- დ------ს სასარგებლოდ დაეკისრა 1250 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ც---- დ------ს სასარგებლოდ 750 ლარის გადახდა; შ------- დ------ს ასევე დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 163 ლარის გადახდა;

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

7. ქუთაისის სააპლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე მითითებით სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონოდ იქნა აღიარებული 2000 წლის 9 სექტემბერს საჯარო რეესტრში ბ------ დ------ს სახელზე რეგისტრაცია ოზურგეთი, სოფ. ჯ------–- მდებარე 3960 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილში. შესაბამისად გაუქმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბ------ დ------ს და კ------- დ---ას შორის დამოწმებული 2012 წლის 2 აგვისტოს ¼ ნაწილში და მის საფუძვლეზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის N8-----------). გაუქმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბ------ დ------ს და ც---- დ---ას შორის დამოწმებული 2012 წლის 2 აგვისტოს 1/4 ნაწილში და მის საფუძვლეზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის №8-----------). მ--–- პ--–---ის წილი ბ------ დ------ს კომლიდან განისაზღვრა 1/4 და ცნობილ იქნა მითითებული ქონების მდებარე ოზურგეთი სოფ. ჯ------–- დაზუსტებული ფართობი 3960.00 კვ.მ ნაკვეთი ს/კ 2----------- და ოზურგეთი, სოფ. ჯ------–- მდებარე, დაზუსტებული ფართობი 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები ს/კ 2----------- 1/4-ის თანამესაკუთრედ.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით დადგენილი იქნა, რომ ბ------ დ------ს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შ------- დ------.

9. საქმეში განთავსებული საკუთრების უფლების N1-- მოწმობით დადგენილი იქნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯ------–- მდებარე მიწის ნაკვეთის 9244 კვ.მ და მასზე არსებული შენობა - ნაგებობის მესაკუთრეა შ------- დ------.

10. საქმეში განთავსებული გარდაცვალების მოწმობით დადგენილი იქნა, რომ ბ------ დ------ გარდაიცვალა 2012 წლის 11 დეკემბერს.

11. 2012 წლის 13 ივლისს შედგენილია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახამად ბ------ დ------მ გაყიდა და ც---- დ------მ იყიდა 3900 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სოფ. ჯ------–- ს.კ 26-----------

12. 2012 წლის 2 აგვისტოს შედგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი იქნა, რომ ბ------ დ------მ გაყიდა და კ------- დ------მ იყიდა 3960 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ჯ------–- ს.კ 2-----------.

13. 2014 წლის 28 აგვისტოს ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შ------- დ------მ ე-–-------–---უს აჩუქა უძრავი ქონება.

14. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის გადაწყვეტილებით შ------- დ------ს საკუთრებად იქნა აღიარებული 9244 კვ.მ ფართობის სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ სცხოვრებელი სახლი.

15. საქმეში განთავსებული 9244 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა -ნაგებობის შეფასების დასკვნის თანახმად დადგენილი იქნა, რომ შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 37000 ლარს.

16. კ------- და ც---- დ-----ების სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 982-ე, 1328-ე და 1484-ე მუხლებზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

17. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული შ------- დ------ს წარმომადგენლის მ----- ჯ----–--ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ც---- და კ------- დ-----ების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. აპელანტის განმარტებით შ------- დ------მ საკუთების უფლების აღიარების კომისიისაგან სოფელ ჯ------–- მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა დამოუკიდებლად და არა როგორც ბ------ დ------ს მემკვიდრემ. შესაბამისად აღნიშნული ქონება არ თავსდება ბ------ დ------ს სამკვიდრო მასაში. აღნიშნული უმთავრესი ფაქტობრივი გარემეობა სარჩელის განმხილველმა სასამართლომ არ გამოიკვლია სათანადოდ და არ მისცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტს მიაჩნია, რომ შ------- დ------ს არ ეკისრება მოვალეობა ბ------ დ------ს კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

18. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ შ------- დ------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

20. ქუთაისის სააპლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ უკანონოდ იქნა აღიარებული 2000 წლის 9 სექტემბერს საჯარო რეესტრში ბ------ დ------ს სახელზე რეგისტრაცია ოზურგეთი, სოფ. ჯ------–- მდებარე 3960 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილში. შესაბამისად გაუქმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბ------ დ------ს და კ------- დ---ას შორის დამოწმებული 2012 წლის 2 აგვისტოს ¼ ნაწილში და მის საფუძვლეზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის N8-----------). გაუქმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბ------ დ------ს და ც---- დ---ას შორის დამოწმებული 2012 წლის 2 აგვისტოს 1/4 ნაწილში და მის საფუძვლეზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი (რეგისტრაციის №8-----------). მ--–- პ--–---ის წილი ბ------ დ------ს კომლიდან განისაზღვრა 1/4 და ცნობილ იქნა მითითებული ქონების მდებარე ოზურგეთი სოფ. ჯ------–- დაზუსტებული ფართობი 3960.00 კვ.მ ნაკვეთი ს/კ 2----------- და ოზურგეთი, სოფ. ჯ------–- მდებარე, დაზუსტებული ფართობი 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები ს/კ 2----------- 1/4-ის თანამესაკუთრედ.

21. ოზურგეთი სოფ. ჯ------–- მდებარე 3960.00 კვ.მ ნაკვეთი ს/კ 2----------- ბ------ დ------მ მიყიდა კ------- დ------ს 5000 აშშ დოლარად (ს.ფ.62-63). აღნიშნული თანხის ¼ (რა ნაწილშიც გაბათილდა ხელშეკრულება) შეადგეს 1250 აშშ დოლარს;

22. ოზურგეთი, სოფ. ჯ------–- მდებარე, დაზუსტებული ფართობი 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები ს/კ 2----------- კ------- დ------მ მიყიდა ც---- დ------ს 3000 ლარად (ს.ფ. 60-61). აღნიშნული თანხის ¼ (რა ნაწილშიც გაბათილდა ხელშეკრულება) - შეადგეს 750 ლარს;

23. ამ გაანგარიშებით ითხოვა კ------- დ------მ და ც---- დ------მ შორება დ------სათვის 1250 აშშ დოლარისა და 750 ლარის დაკისრება, როგორც ბ------ დ------ს მემკვიდრისათვის.

24. ვინაიდან ბარდი დ------მ ¼- ¼ ნაწილში გაასხვისა ისეთი უძრავი ქონებები (ც---- დ------ზე ს.კ. 2----------- და კ------- დ------ზე ს.კ. 2-----------) რომელთა გასხვისების უფლებაც მას არ გააჩნდა და აღნიშნული ოდენობის ქონებრივი დანაკლისი განიცადეს მოსარჩელეებმა, (ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში უძრავი ქონებების მესაკუთრედ აღირიცხა სხვა პირი), პალატა თვლის, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

25. რაც შეხება იმ საკვაძო საკითხს, შ------- დ------ს, როგორც ბ------ დ------ს მემკვიდრეს აკისრია თუ არა ბ------ დ------ს კრედიტორების, ც---- დ------სა და კ------- დ---- წინაშე ვადებულება - პალატა განმარტავს შემდეგს:

26. საქმეში, ს.ფ. 149-150-ზე განთავსებულია 2013 წლის 13 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა შ------- დ------ს სახელზე, რომლითაც ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა მამკვიდრებლის ბ------ დ------ს სამკვიდრო ქონება სრულად აქტივებითა და მოძრავი და უძრავი ნივთები, მათ შორის უძრავი ნივთები, რომელთაც უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე ან ამის გარეშე ფლობდა მამკვიდრებელი. . . .

27. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ, 2013 წლის 05 ივლისს, შ------- დ------მ, როგორც თავისი ძმის ბ------ დ------ს მემკვიდრემ, (რომელსაც (მამკვიდრებელს ბ------ დ------ს) განცხადება წარდგენილი ქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) განცხადებით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს და ითხოვა ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯ------–- მდებარე 9244 კვ.მ. ფართობის მისი ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარება.

28. დადგენილია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა შ------- დ------ს საკუთრების უფლება 9244 კვ.მ ფართობის სასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ სცხოვრებელ სახლზე.

29. შესაბამისად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებული ქონება შედის ბ------ დ------ს სამკვიდრო მასაში, იგი შ------- დ------ს მიღებული აქვს, როგორც ბ------ დ------ს მემკვიდრეს, რაც წარმოშობს მემკვიდრის შ------- დ------ს ვალდებულებას დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის ბ------ დ------ს კრედიტორები: ც---- დ------ 750 ლარის ფარგლებში და კ------- დ------ 1250 აშშ დოლარის ფარგლებში.

30. სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

31. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

32. ამავე კოდექსისი 1484-ე მუხლის თანახმად: მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

33. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შესაბამისად შ------- დ------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. შ------- დ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე