განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002218690
საქმე №1ბ/539-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ გ---------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი----------–----–--ის და ლ--–-----–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------–-----------–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: თბილისი, ჭ-------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით გ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ---------–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თბილისში, ჭ-------------------------------------------ში, გ---------–------ემ არასრულწლოვა-- შვილების - ნ-------------–---------ის თანდასწრებით, სცემა მეუღლე - თ----–---------–---–ი, კერძოდ, ძირს წააქცია თ----–---------–---–ი და არაერთხელ დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, ხოლო ფეხს ურტყამდა მხრისა და გულმკერდის არეში, თავში ჩაარტყა გიტარა და ლეპტოპი, შემდეგ კი სავარძლის სახელურზე ჩამოარტყმევინა თავი. თ----–--------–---–მა მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ---------–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი----------–----–--ემ და ლ--–-----–------მა, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ---------–------ისათვის და--შნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის, უფრო მსუბუქი, პირობითი სასჯელით შეცვლა.
აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებს, რომ გ---------–------ე მეზობლებისგან და შპს ,,ფენიქსი 1“-დან ხასიათდება დადებით პიროვნებად. გ---------–------ეს ჰყავს სამი არასრულწლოვა-- შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. დაზარალებული, თ----–--------–---–ი შეურიგდა მეუღლეს და ჯერ კიდევ წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე განცხადებით მიმართა პროკურატურას, რომ თანახმა იყო გ---------–------ესთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება არასაპატიმრო სასჯელზე. ასევე მიუთითებს რომ გ---------–------ე არის მზრუნველი მამა, ძალიან ესაჭიროება შვილებს მისი მხარდაჭერა, ამასთან ერთად არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და მისი თავისუფლება არ შეუქმნიდა საშიშროებას არც მას და არც მათ შვილებს. ასევე მსჯავრდებულის შვილებმა ა-------------–---------მა განცხადებით მიმართეს პროკურატურას. აგრეთვე უტყუარი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ---------–------ე სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება გ---------–------ის მხრიდან განხორციელებული ზღვარგადასული სისასტიკე.
პალატამ გა--ხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ---------–------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ---------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, შემაკავებელი ორდერით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლო სახომაზე არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ თ----–--------–---–ის და მოწმეების: ნ-----–--------–---–ის და ი------------–---–ის ჩვენებებისა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულმა თ----–---------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
მოწმე ი------------–---–ის ჩვენებით, მისი შვილი თ----–--------–---–ი და სიძე გ---------–------ე 19 წელია ქორწინებაში იმყოფებიან, ჰყავთ 3 შვილი და ცხოვრობენ თბილისში. მისთვის ცნობილია, რომ თ----–-სა და გ-------ს შორის ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაციები, თუმცა ბოლო 5 წლის მანძილზე გ------- განსაკუთრებულად აგრესიული გახდა. მოწმის განმარტებით, უშუალოდ არ შესწრებია მეუღლეებს შორის ჩხუბს, მაგრამ კონფლიქტის გამო თ----–---------–---–ი რამდენჯერმე წავიდა მეუღლისგან და გარკვეული პერიოდი შვილებთან ერთად ცხოვრობდა სურამში, მშობლების სახლში. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 5 ოქტომბერს, შვილმა მ----------–---–მა შეატყობინა, რომ თ----–-მ და გ-------მ იჩხუბეს, ასევე სთხოვა მშობლებს სურამიდან სასწრაფოდ ჩასულიყვნენ თბილისში. მშობლები სასწრაფოდ ჩამოვიდნენ თბილისში და მოინახულეს კლინიკაში მოთავსებული თ----–--------–---–ი, რომელსაც ცხვირი ჰქონდა გატეხილი, სახეზე თაბაშირი ედო და სულ კანკალებდა. მოწმის განმარტებით, თ----–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი მეუღლე 7-10 დღე შვილთან დარჩა, ეხმარებოდა, ვინაიდან დაზარალებულს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, „ვერ ჭამდა და ვერ სვამდა.“ მოწმის განმარტებით, გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, 1-2 ჯერ ადგილი ჰქონდა გ-------ს მიერ თ----–-ს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, უშუალოდ ფაქტებს არ შესწრებია, თუმცა ნახა თ----–-ს გასივებული ტუჩი, გასივებული ცხვირი, ,, ეს მეტისმეტი იყო - ბოლო ფაქტი, ადამია-- გათიშვამდე მიიყვანა“.
მოწმე ნ-----–--------–---–ის ჩვენებით, თ----–--------–---–ი მისი შვილია, რომლიც 19 წელია ქორწინებაში იმყოფება გ---------–------ესთან და ჰყავთ სამი არასრულწლოვა-- შვილი ნ---, ა--------------–---------ი. მოწმის განმარტებით, გ-------ს რთული ხასიათი აქვს, ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს და ხდებოდა კიდევ უფრო აგრესიული, რაც ძირითადად წარმოადგენდა მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზს. მოწმის ჩვენებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას შესწრებია, ფიზიკურს - არა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ შეამჩნია დაზიანებების კვალი თ----–-ს სხეულზე. მოწმის განმარტებით, თ----–- ცდილობდა დაემალა დაზიანებები და ერიდებოდა მეუღლესთან კონფლიქტზე საუბარს. 2017 წლის 5 ოქტომბერს, შეიტყო, რომ მის შვილსა და სიძეს კონფლიქტი მოუვიდათ, რის გამოც სასწრაფოდ წამოვიდა სურამიდან თბილისში მეუღლესთან ერთად. მოწმის ჩვენებით, კლინიკაში ნახა თ----–-, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სახეზე თაბაშირი ედო. მოწმის განმარტებით, ფაქტის შემსწრე შვილიშვილების - ნ---სა და ა--საგან შეიტყო, რომ მეუღლეებმა იჩხუბეს და გ-------მ გიტარა დაარტა თ----–-ს.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:
არასრულწლოვა-- მოწმის ნ--- ლ------ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, ჭ-------------------------------------------ში, მშობლებთან გ---------–------ესთან და თ----–--------–---–თან, ასევე და-ძმასთან 2000 წლის 15 მარტს დაბადებულ ან---–-------სთან და 2012 წლის 28 მაისს დაბადებულ ა------–-------სთან ერთად. 2017 წლის 5 ოქტომბერს, დედასთან თ----–--------–---–თან ერთად იყო სახლში. დაახლოებით 10-11 საათისათვის, მამა გ------- ლ------- დაბრუნდა სახლში და თ----–---------–---–თან ერთად იყო სამზარეულოში. მოწმის განმარტებით, საძინებელში ყოფნისას შემოესმა მსხვრევის ხმა და მშობლების ხმამაღალი საუბარი. სამზარეულოში შესულმა დაინახა, რომ დედამისი თ----–--------–---–ი სამზარეულოს იატაკზე ეგდო და გ---------–------ე სახისა და თავის არეში ურტყავდა ხელს და ფეხს. დედა ყვიროდა და ითხოვდა შველას, სახე ჰქონდა დაწითლებული და ცხვირი დასივებული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეეშინდა, ნ--- მივარდა მამას და უყვიროდა, რომ თავი დაენებებინა, მაგრამ გ---------–------ემ ხელით მოიშორა და ისევ გაემართა თ----–-საკენ, რომელიც წამოდგომას ცდილობდა, ხელი დაავლო მას თმებში და სამზარეულოდან ლოჯში გაათრია თმით, იქვე დივანზე მიაგდო და კვლავ გააგრძელა მისი ცემა. თ----–-ს სისხლი მოსდიოდა ცხვირიდან და ტუჩიდან, ნ--- კვლავ ცდილობდა მამის შეჩერებას, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს გ-------მ ხელი დაავლო ლოჯში არსებულ გიტარას და თავში დაარტყა თმილას, დარტყმის შედეგად გიტარა გატყდა, შემდეგ აიღო ლეპტოპი და ისიც თავში ჩაატყა, ჩაავლო ხელი თმებში და დივნის სახელურზე რამდენჯერმე დაარტყმევინა სახე თუ თავი ზუსტად არ ახსოვს, ვინაიდან ყურება აღარ შეეძლო. არასრულწლოვა-- მოწმის განმარტებით, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა უფროს დას ან---–-------ს და უთხრა, რომ მამა დედას სცემდა და სასწრაფოდ მისულიყო სახლში, რა დროსაც მამამ ოთახიდან გააგდო და თავად მეუღლის ცემა გააგრძელა. კვლავ დაბრუნდა ოთახში, რადგან დედის მარტო დატოვება არ უნდოდა. ნ--- ცდილობდა ტელეფონით დაკავშირებოდა სურამში რომელიმე ბებიას (დედის დედას ან მამის დედას), მაგრამ უშედეგოდ. დაახლოებით 5-10 წუთში სახლში დაბრუნდა მისი და ან---–-------, რომელიც შეესწრო დედამისის ცემის ფაქტს. დედის სახეზე დაზიანებებისა და სისხლის დანახვისთანავე, ა--მ მამისგან მალულად მოახერხა 112-ში დარეკვა, სასწარაფო დახმარების და პატრულის გამოძახება. ა--ს საუბრის ხმაზე, მამა შევიდა მასთან ოთახში იმის გასარკვევად, თუ ვის ესაუბრებოდა შვილი, რაზეც ა--მ მოატყუა, რომ ბებიას ელაპარაკა და გ-------მაც დაანება თავი. აღნიშნულის შემდეგ, გ-------მ ა--ს გამოართვა ფული და სახლი დატოვა. გ-------ს წასვლისთანავე, ა--მ და ნ---მ დახმარება გაუწიეს დედას და მოასუფთავეს სისხლია-- იატაკი, ამასობაში კი ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც დაზარალებული გადაიყვანა კლინიკაში. მოწმის ჩვენებით, გ-------ს მიერ თ----–-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა დაახლოებით 1 საათი. მოწმის ჩვენებით, გ-------ს არაერთხელ უცემია თ----–- შვილების თანდასწრებით, მას უკრძალავდა მუშაობას, ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე, აკონტროლებდა როგორც მეუღლის, ისე შვილების სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს, უშლიდა სოციალური ქსელების მოხმარებას. ხშირი კონფლიქტებიდან გამომდინარე, თ----–- რამდენჯერმე დაშორდა მეუღლეს და საცხოვრებლად სურამშიც კი გადავიდა, თუმცა ბოდიშის მოხდის შემდეგ, კვლავ ურიგდებოდა გ-------ს. მეუღლის მიერ ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების, აგრეთვე ა--სა და ნ---ს მოთხოვნის მიუხედავად, დედას არასდროს მიუმართავს პოლიციისათვის, ბოლო ფაქტზეც სამართალდამცავებს მიმართა ა--მ, ვინაიდან შექმნილი სიტუაციის ატანა შეუძლებელი გახდა. მოწმის განმარტებით, მისი სურვილია მამა დაისაჯოს თ----–--------–---–ის მიმართ არაერთხელ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო.
არასრულწლოვა-- ა-- ლ------ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ. თ---–--–------------------------------------------------ში, მშობლებთან გ---------–------ესთან და თ----–--------–---–თან, ასევე და-ძმასთან 2006 წლის 15 მაისს დაბადებულ ნინ---–-------სთან და 2012 წლის 28 მაისს დაბადებულ ა------–-------სთან ერთად. 2017 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 11:50 საათზე, სკოლაში ყოფნისას, დაუკავშირდა უმცროსი და ნინ---–-------, რომელმაც სთხოვა სახლში სასწრაფოდ მისვლა, საუბრისას კი ესმოდა დედის ხმამაღალი ყვირილი, ნუ მირტყამო. დაახლოებით 5 წუთში მივიდა სახლში და სამზარეულოდან შემოესმა მამის ყვირილისა და დედის ტირილის ხმა, შესასვლელში კი იატაკზე შენიშნა სისხლის წვეთები. სამზარეულოში შესულმა დაინახა, რომ დედამისი თ----–--------–---–ი მოხრილი იჯდა დივანზე, ტიროდა, სახე და ტანსაცმელი სულ სისხლია-- ჰქონდა. ა-- ლ------ის ჩვენებით, მისი თანდასწრებით მამამ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი დედას მხრისა და თავის არეში, თან უყვიროდა ,,ეხლა არ მოგკალი, მაგრამ სხვა დროს ვეღარ გადამირჩებიო.” ა-- გავიდა სამზარეულოდან და მამისგან ფარულად დარეკა 112-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პატრულის გამოძახების მიზნით. მამა შევიდა მასთან ოთახში იმის გასარკვევად, თუ ვის ესაუბრებოდა შვილი, რაზეც ა--მ მოატყუა, რომ ბებიას ელაპარაკა და გ-------მაც დაანება თავი. აღნიშნულის შემდეგ, გ-------მ ა--ს გამოართვა ფული და სახლი დატოვა. გ-------ს წავლისთანავე, ა--მ და ნ---მ დახმარება გაუწიეს დედას და მოასუფთავეს სისხლია-- იატაკი, ამასობაში კი ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც დაზარალებული გადაიყვანა კლინიკაში. მოწმის ჩვენებით, შვილების თანდასწრებით, დედამისის თ----–--------–---–ის მიმართ მეუღლის მხრიდან სისტემატურად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ, სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც რამდენჯერმე დედამ შვილები წაიყვანა მშობლების სახლში სურამში გარკვეული პერიოდით, თუმცა ყველა ჯერზე მეუღლეს ურიგდებოდა და ბრუნდებოდა თბილისში მასთან ერთად საცხოვრებლად.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 5 ოქტომბერს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ.თბილისი, ჭ------------------------------------------ მდებარე საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქები, ქსოვილის ნაჭრები, სპორტული ტანსაცმელი, გიტარა, ,,Lenovo”-ს ფირმის ლეპტოპი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათები ერთვის ოქმს (გამომძიებელი ი-----------).
№015271 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2017 წლის 6 ოქტომბერს, მოძალადის - გ---------–------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი მეუღლის - თ----–--------–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მოძალადეს 1 თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე აეკრძალა ტელეკომუნიკაცია.
დაკავების ოქმის თანახმად, 2017 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 11 ოქტომბრის №10გ/1224 განჩინების საფუძველზე, სასამართლო სხდომის დარბაზში მოხდა ბრალდებულ გ---------–------ის დაკავება (მანდატური ბ.----–---–-).
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 9 ოქტომბერს, ექთნის ნ--------–---–-- მიერ მოწმე თ----–--------–---–ისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი თ-----------–-).
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №006677117 დასკვნის თანახმად, ბიოლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
· პაკეტში, წარწერით: ,,.ობ. 1. ობ. 2. ობ. 3. ობ. 4 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდზე საკონტროლო ანაწმენდები...“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1-4) წარმოადგენს ადამია--ს სისხლის, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----–--------–---–ს (ობ. N12; საქაღალდე, წარწერით:,,თ----–--------–---–ის სისხლის ნიმუში...“);
· პაკეტში, წარწერით: ,,..პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია 1ც სპორტული შარვალი და 1 ც. სპორტული ზედა ტანსაცმელი ამოღებ. ლოჯში სამუშაო მაგიდიდან...“, მოთავსებულ მაისურსა და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N5-8) წარმოადგენს ადამია--ს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----–--------–---–ს (ობ.N12);
· პაკეტში, წარწერით: ,,..Lenovo-ს ფირმის ლეპტოპი ამოღებ. ლოჯში არსებული სამუშაო მაგიდიდან...“, მოთავსებულ Lenovo-ს ფირმის ლეპტოპის ძირზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N9) სისხლი არ აღმოჩნდა, ხოლო მოყავისფრო წანაცხები (ობ. N10) წარმოადგენს ადამია--ს სისხლის, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----–--------–---–ს (ობ. N12);
· პაკეტში, წარწერით: ,,...გიტარა დაზიანებულ მდგომარეობაში ამოღებ. ლოჯის ოთახიდან...“, მოთავსებულ გიტარაზე არსებული მოყავისფრო წანაცხები (ობ. N11) წარმოადგენს ადამია--ს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----–--------–---–ს (ობ.N12);
· პაკეტში, წარწერით: ,,...3ც. (სამი) ქსოვილის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებ. სამზარეულოში სამზარეულოს მაგიდის ზედაპირიდან.“ მოთავსებული სამი ქსოვილი ბიოლოგიური კვლევისთვის უვარგისია (ექსპერტი ქ. ქართველიშვილი).
ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1152/ტრ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი თ----–--------–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განრღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
· შარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გიტარაზე აღინიშნება დაზიანებები განცალკევების ტეხვისა და ბზარების სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლეპტოპზე რაიმე სახის დაზიანება, გარდა ექპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება (ექსპერტები: ლ.ს---–------ე და ლ-–----–----ე).
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 13 ოქტომბერს, ქ. თბილისი, გუდამაყრის ქუჩა №4- ში მდებარე ,,პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან“ ამოღებული იქნა თ----–--------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი თ-----------–-).
სამედიცინო ექსპერტიზის №007142317 დასკვნის თანახმად, სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №8768/17-ის ჩანაწერების მიხედვით, თ----–--------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 05.10.2017 წელს 13:33 სთ-ზე, საიდანაც გაიწერა - 06.10.2017 წელს 14:00 სთ-ზე. დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ამავე სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით თ----–--------–---–ს აღენიშნება ჰემატომები სახის არეში.
ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილ იქნა თ----–--------–---–ის თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ამსახველი CD დისკი, თ--------–---–ს დაუდგინდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა შეცილებით.
ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი ჰემატომების მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანებები ცხვირის ძვლების მოტეხილობის და თავის ტვინის შერყევის სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს (ექსპერტი ს. ბ--–----ა).
ქორწინების მოწმობის თანახმად, თ----–--------–---–ის და გ---------–------ის ქორწინება რეგისტრირებულია 2015 წლის 23 აპრილს.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულ თ----–--------–---–ის პოზიციის მიუხედავად (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე), სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები - თვითმხილველი მოწმეების: ნ--- ლ------ის და ა-- ლ------ის, აგრეთვე ი------------–---–ის და ნ-----–--------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ჭ-------------------------------------------ში, გ---------–------ემ არასრულწლოვა-- შვილების - ნ-------------–---------ის თანდასწრებით ხელებითა და ფეხებით, აგრეთვე გიტარისა და ლეპტოპის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----–--------–---–ს. გ---------–------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----–- მ-----–---–ს აღენიშნებოდა ჰემატომები სახეზე, აგრეთვე დაუდგინდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. არასრულოწლოვა-- მოწმეები: ა-------------–---------ი თავიან ჩვენებებში ზუსტად ასახავენ მამის გ---------–------ის ზღვარგადასულ სისასტიკესა და ძალადობრივ ქმედებებს, კერძოდ, როგორ დაუნდობლად ურტყავდა მეუღლეს სახისა და სხეულის არეში ხელებს და ფეხებს, სახლის ერთი ოთახიდან მეორე ოთახამდე როგორ ათრია თმით, თავში ჩაარტყა გიტარა და ლეპტოპი, სავარძელის სახელურზე რამდენჯერმე ჩამოარტყმევინა თავი. ზ/აღნიშნული მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ გ---------–------ის მხრიდან უმოწყალო, ძალმომრეობითი ქმედებები მეუღლის მიმართ დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა და არაერთი მცდელობისა და თხოვნის მიუხედავად, შვილებმა ვერ შეძლეს გ---------–------ის შეჩერება და დედის დაცვა. გარდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დიაგნოზისა, დაზარალებულის მძიმე ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას ნათლად ასახავს როგორც საქმეში წარმოდგენილი სსიპ თსსუ ,,პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ 05.10.2018წ ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ იმდენად მძიმე იყო დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარება, რომ მისი იმ ეტაპზე დაკითხვაც კი არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. აღსა--შნავია, რომ არასრულწლოვა-- მოწმეების ჩვენებები ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გამოყენებული საგნებისა და დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაციის კონტექსტში, სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების შედეგებთან.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გ---------–------ის განზრახი ქმედება (ხელისა და ფეხის, აგრეთვე გიტარისა და ლეპტოპის გამოყენებით განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა თ.მ-----–---–ის სახისა და სხეულის არეში) და შედეგი (თ----–--------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
აგრეთვე იზიარებს პალატა დაცვის მხარის მოწმეებთან დაკავშირებულ პოზიციას, რომ ც-------–-----ისა და ვ-------------ის ჩვენებებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და უშუალოდ დანაშაულებრივი ფაქტის თაობაზე მათ ინფორმაცია სასამართლოსათვის არ მიუწოდებიათ, თუმცა გ---------–------ის დადებით დახასიათებაზე აპელირებით გამოთქვეს ვარაუდი, რომ იგი „ასეთ ქმედებას“ არ ჩაიდენდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით, არაგულწრფელი და მიკერძოებულია და რაც მთავარია, წინააღდეგობაშია სს საქმეზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებთან, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების - გ---------–------ის არასრულწლოვა-- შვილების ჩვენებებთან, რომლებიც ადასტურებენ წარსულში მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის არაერთჯერად ხასიათს და დეტალურად აღწერენ 2017 წლის 5 ოქტომბერს, გ---------–------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული უმოწყალო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------–------ის პიროვნების დახასიათების კონტექსტში ყურადსაღები და სრულიად საკმარისია მხოლოდ 2017 წლის 5 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებიც, კერძოდ, მეუღლის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გ---------–------ის ზღვარგადასული სისასტიკე (ხელისა და ფეხის გარდა, მკვრივი, ბლაგვი საგნების - გიტარისა და ლეპტოპის გამოყენება), რაც მთელი ერთი საათი გრძელდებოდა (მისი შეჩერება არაერთი მცდელობისა და თხოვნის მიუხედავად ვერ შეძლეს შვილებმა) და რაც ნათლად მიუთითებს მის სურვილზე, განსაკუთრებული ფიზიკური და მორალური ტანჯვა მიეყენებინათ დაზარალებულისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი, პირობითი სასჯელით შეცვლა თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის და--შვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზა--, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რომ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა არასრულწლოვა-- შვილების თანდასწრებით, რაც მიუთითებს გ. ლ------ის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ვინაიდან ძალადობა ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში, მით უფრო არასრულწლოვანში და წარმოადგენს ბავშვის ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არ არსებობა, ამასთან, დანაშაულის ხასიათიდან და საშიშროებიდან გამომდინარე, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მოძალადე არის ოჯახის მარჩენალი და ისე განუსაზღვრა მას, სამართლია-- სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ---------–-----ისათვის და--შნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით და--შნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ გ---------–------ის გათავისუფლებას ითხოვს დაზარალებული, რომელიც აღნიშნავს რომ გ---------–------ის თავისუფლებაში ყოფნა არ შეუქმნიდა საშიშროებას არც მას და არც მათ შვილებს და ასევე გ---------–------ის შვილების განცხადება მამის მხრიდან საშიშროების არარსებობის შესახებ, პალატა ვერ გაზიარებს, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ამ კატეგორიის დანაშაულებზე სასჯელის განსაზღვრისას არსებით ყურადღება მახვილდება იმ გარემოებაზე, რომ ეს არის ოჯახში და არა ოჯახის გარეთ ჩადენილი დანაშაული, რაც მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება. ოჯახურ ძალადობას ახასიათებს სისტემატური ხასიათი მოძალადისა და მსხვერპლის თანაცხოვრების გამო.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ---------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი----------–----–--ის და ლ--–-----–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ---------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ---------–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 ოქტომბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ქსოვილის ნაჭრები, თ----–--------–---–ის სისხლის ნიმუში, გიტარა (ინახება გლდა---ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ტანსაცმელი და ლეპტოპი (ინახება გლდა---ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- 1 (ერთი) ცალი CD დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტა--დან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი