განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
010141318700057443
ინსტანცია
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057443

საქმე №1აგ/309-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 მაისი, 2018 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,ღია სასამართლო სხდომაზე ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–---–-ს, ადვოკატ ვ-–---------------ის მონაწილეობით, განიხილა მსჯავრდებულ ქ------–---- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–---------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ქ------–---- ხ-----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 ( ორას ორმოცი) საათის ვადით და საბოლოოდ ქ------–---- ხ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ქ------–---- ხ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 23 იანვრიდან.

 

ქ------–---- ხ-----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ს--–----------–---–ის და სტაჟიორის ა-----–---–---–ის შუამდგომლობა ბრალდებულ ქ------–---- ხ-----–---–-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბრალდებულ ქ------–---- ხ-----–---–-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. ქ------–---- ხ-----–---–ს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსდა შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) -1 (ერთი) წლის ვადით.

 

ქ------–---- ხ-----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;

 

2018 წლის 16 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ქ------–---- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-–---------------ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ვინაიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- დასკვა ქ------–---- ხ-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამომტანი სასამართლოსთვის.

 

2018 წლის 8 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამატებითი შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ქ------–---- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-–---------------ემ, რომელმაც მოითხოვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- დასკვნის გამცემი ექსპერტების ვ--------–----–---–---ის, ა-----------–--ის და დ--------------ის დაკითხვა.

 

საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას ადვოკატმა წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- დასკვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად გადასინჯვა, მისი გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

 

სააპელაციო პალატამ ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ვ--------–----–---–---ი, რომელმაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- დასკვნის სისწორე დაადასტურა. მოწმემ აღნიშნა, რომ უშუალოდ იკვლევდა პაციენტ ქ------–---- ხ-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო ა------------–--ე და დ--------------ე იყვნენ კომისიის წევრები. აღნიშნული დასკვნის მიხედვით ქ------–---- ხ-----–---–ს აღენიშნება ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), დეკომპესაციის მდგომარეობა. 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ქ------–---- ხ-----–---–ს აღენიშნებოდა ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, დეკომპენსაციის მდგომარეობა და მას არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ქ------–---- ხ-----–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწის თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო თუ საგამოძებო მოქმედებებში. იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას და არსებობს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი, რაც წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და საჭიროებს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ქ------–---- ხ-----–---–- იყო თუ არა შეურაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს (2017 წლის 10 აგვისტოს) ზუსტად არ შეუძლია თქვას. შესაძლებელია ყოფილიყო კიდეც შეურაცხადი, თუმცა ამის დადასტურება დაზუსტებით არ შეუძლია, ამისათვის საჭიროა ხელახლა ცატარდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საექსპერტო კვლევა.

 

სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატ ვ-–---------------ის შუამდგომლობა მოწმის სახით ა------------–--ის და დ--------------ის დაკითხვის მოხსნის შესახებ.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან მხარეს არა აქვს წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება, რომელიც საფუძველი გახდებოდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენის გადასინჯვისა. მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- დასკვნა და მოწმე ვ--–----–---–----ს ჩვენება) და მიიჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალი ფაქტი ან/და მტკიცებულება, რომელიც საფუძველი გახდებოდა ქ------–---- ხ-----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისა. შუამდგომლობაზე დართული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- დასკვნით და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ვ--------–----–---–---ის ჩვენებით ვერ დგინდება, ქ------–---- ხ-----–---–ს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს - 2017 წლის 10 აგვისტოს შეეძლო თუ არა გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, რის გამოც ქ------–---- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ-–---------------ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი. როგორც აღინიშნა, ინკრიმინირებული ქმედების ცადენის დროს ქ------–---- ხ-----–---–-ს შეურაცხადობის დასადგენად სათანადო საექსპერტო კვლევა არ ჩატარებულა. შუამდგომლობის დაკმაყოფილებას კი საფუძვლად ვერ დაედება მხოლოდ დაკიტხული ექსპერტის ჩვენება, რომლითაც არ გამოირიცხა 2017 წლის 10 აგვისტოს (ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დღეს) ქ------–---- ხ-----–---–-ს შეურაცხად მდგომარეობაში ყოფნის შესაძლებლობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ------–---- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–---------------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი