განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002299508
საქმე №1/ბ-451-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის,მსჯავრდებულ: ზ-----------ს,ადვოკატ: რ----------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის ზ-----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-----------------------ს მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ.------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.---------------–----–---–----------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით ზ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი და 2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი, 2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი და 2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდისათვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელები და ზ-----------ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.
ზ-----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მულით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მულით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბერში, დილის საათებში, ქალაქ რ-------–-----–----–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს, იმის გამო რომ თითქოს ეს უკანასკნელი ეწეოდა სიგარეტს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც ჟ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზ----------- 11 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჟ------------სთან, რომელსაც უკანასკნელი 4-5 წელია სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, მისი არასრულწლოვანი შვილების 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა. ზ----------- ჟ------------ს მიიჩნევდა საკუთრებად, არ აძლევდა უფლებას ემუშავა, თავად აერჩია ვარცხნილობა და ტანსაცმელი, ესარგებლა ტელეფონით და სოციალური ქსელით და თავად მიეღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ზ-----------ს საქციელით ჟ------------ განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნულისა, ზ-----------მ ჟ------------ს მისი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, ხსენებული დისკრიმინაციული მოტივით, 2017 წლის ნოემბერში, დღის საათებში, ქალაქ რ-------–----–----–---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, იმის გამო, რომ არ მოეწონა მისი ვარცხნილობა რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახეში, შემდეგ კი მაკრატლით თავად შეაჭრა თმა, ყოველივე აღნიშნულით ჟ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის, ნოემბერში, გვიან ღამით, ქალაქ რ-------–--–----------------------- -ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს დედას, დ---------------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილების 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, იმის გამო რომ დ--------------- არ აძლევდა საშუალებას ჟ------------სთვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად მოქაჩა თმა, რა დროსაც დ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქალაქ რ-------–-, კ-–----–---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს მამას, ტ---–-----------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილების 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, იმის გამო რომ ტ---–----------- არ აძლევდა საშუალებას ჟ------------სთვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა სახეში ჩაარტყა თავი, რა დროსაც ტ---–-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და შუბლის არეში სისხლნაჟღენთის და ნასკდომი ჭრილობის სახით მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 9 იანვარს დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ რ-------–- მდებარე ს--------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს დედას, დ---------------ს, იმის გამო რომ ადანაშაულებდა ოჯახის დანგრევაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა მარცხენა მკლავში, რა დროსაც დ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ-----------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----------–---–მა, რომელთაც მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, აქვს შეუბღალავი წარსული, არის ინდ. მეწარმე. იგი დაკავებამდე დღის განმავლობაში მუშაობდა ავტო სახელოსნოში, ხოლო ღამის საათებში ახორციელებდა მგზავრების გადაყვანას თავის ავტომანქანით, რომელიც ამჟამად დაგირავებულია ლიბერთი-ბანკში მის მიერ არებული სესხის უზრუნველსაყოფად, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს მის ოჯახს. მას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე, ასევე მისი მშობლები. ზ----------- არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ისედაც გაჭირვებაში მყოფ მის ოჯახს. დაზარალებულები შეურიგდნენ მსჯავრდებულს და სურვილი აქვთ რომ გააგრძელონ ერთად ცხოვრება, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ-----------ს მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ზ-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ჟ------------ს, დ---------------ს, ტ---–-----------ს, ნ-------------ს, მ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და ტ---–-----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დაზარალებულებს არ აქვთ მის მიმართ პრეტენზია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა ჩადენილი ქმედების ინტენსივობა და ის გარემოება, რომ ძალადობა ჩადენილია ოჯახის სხვადასხვა წევრების მიმართ და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ზ-----------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სააპელაციო პალატა საქმის განხილვისას დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულ ზ-----------ს ბოლომდე არ აქვს გათვითცნობიერებული მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის ზ-----------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი და 2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი, 2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი და 2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდისათვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელები და ზ-----------ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზ-----------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 იანვრიდან.
ზ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი