განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002325908
საქმე №1/ბ-463-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ------------–---–ის,მსჯავრდებულ: ლ-----------------–-–---–ის,ადვოკატ: მ-------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულის ლ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N3----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ს-----------------------------–-------–-----ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--------------–-------–-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით ლ-----------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-----------------–-–---–ს განესაზღვრა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ლ-----------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; აგრეთვე ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის დეკემბრის თვიდან ლ------------------–-–---–ი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ხ-----------------–თან, რა დროსაც იგი 2018 წლის 12 იანვრამდე მონაკვეთში თბილისში, ქ--------–-------–------------ N69, ბინა N75-ში ეჭვიანობისა და საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე სისტემატიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ხ-----------------–ს და ახორციელებდა მრავალჯერად ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა ფსიქიკური ტანჯვა.
ასევე თანაცხოვრების პერიოდში ლ-----------------–-–---–ი 2018 წლის 12 იანვრამდე, თბილისში, ქ--------–-------–------------ N69, ბინა N75-ში ეჭვიანობისა და საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე სისტემატიურად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ხ-----------------–ს, კერძოდ მრავალჯერადად მას ხელის და სხვა საგნის გამოყენებით აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-----------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, არის ნასამართლობის არ მქონე, როგორც ადგილობრივი თვითმართველობის ისე პოლიციის მიერ ხასიათდება დადებითად, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მის კმაყოფაზეა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, უფროსი შვილი ნ-----–--------------–-–---–ი არის ავადმყოფი, რომელიც საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას. მეუღლეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია და არიან შერიგებული, მისი პატიმრობით ზარალდება როგორც მეუღლის, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესები, რის შესახებაც მისმა მეუღლემ განცხადებით მიმართა როგორც პროკურატურას, ისე სასამართლოს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-----------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ-----------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ხ-----------------–ის, თ---------------–-–---–ის და მ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრის, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებისა და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ-----------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სააპელაციო პალატა საქმის განხილვისას დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულ ლ-----------------–-–---–ს ბოლომდე არ აქვს გათვითცნობიერებული მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება ჩადენილი დანაშაულებისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრის, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებისა და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულის ლ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ლ-----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-----------------–-–---–ს განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ-----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან.
მსჯავრდებულ ლ------------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები, განთავსებული 1(ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შაშხანა N кл 3404, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი წყვილი ხელთათმანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი