განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117001988041
საქმე №1ბ/162-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, მეია მელქაძის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ა--------–---–ის, ნ-----------------ის,მსჯავრდებულის: ა-–---------------–--–--–---–ის,ადვოკატების: გ----------------–---–ის, ა----------------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის ა-–---------------–--–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–---------------–--–--–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი #3----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------------------------–---------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით ა-–---------------–--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ა-–---------------–--–--–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.რუსთავი, ბარათაშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------------–--–--–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ---------------–---–ის კუთვნილ თანხას 410 (ოთხასათი) ლარს და ,,ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ბარათს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–---------------–--–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენის გაუქმება და ა-–---------------–--–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობა.
აპელანტის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემობები, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არაა შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთი პირის - დაზარალებულის ჩვენებას, რომლის მიმართაც, ისევე როგორც ჩხრეკის ოქმის და ექსპერტიზის დასკვნის შემთხევაში, არსებეობს ეჭვი, რამდენად შეეძლო თ---------------–---–ს თავდამსხმელის სახის დანახვა და დამახსოვრება, როგორ აღმოჩნდა საბანკო ბარათი ა-–---------------–--–--–---–თან და როგორც დარჩა ბიოლოგიური კვალი გასაღებზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულის ა-–---------------–--–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ა-–---------------–--–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------–--–---–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე 2017 წლის 23 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე თ---------------–---–ის ძარცვა ჩადენილი ჰქონდათ კონსტიტუციის ქუჩაზე მცხოვრებ ა-–---------------–--–--–---–ს და უჯარმელის ქუჩაზე მცხოვრებ პ------------–---–ს, ისინი მოძრაობდნენ ასლანიკაშვილის ქუჩაზე. აღნიშნულის შესახებ დაიკითხა მოწმის სახით.
ა-–---------------–--–--–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 22 მაისს, 8-9 საათიდან 12 საათამდე იმყოფებოდა ტოტალიზატორ ”კრისტალბეთში” და გამოსვლის შემდეგ სახლში წავიდა. თ---------------–---–ი ტოტალიზატორში მართლაც ნახა, თუმცა მისი ძარცვა არ ჩაუდენია. იგი დააკავეს 25 მაისს, დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა ქალაქგარეთ ”აზოტისკენ” მიფარებულ ადგილას და გვიან მიიყვანეს განყოფილებაში, არ მიეცა ადვოკატის მოწვევის შესაძლებლობა, ამოცნობის ჩატარება არ შეესაბამება სინამდვილეს. რა დანაშაულის ჩადენა ედებოდა ბრალად, შეიტყო მხოლოდ ბრალის წარდგენის დროს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ---------------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ტოტალიზატორ ”კრისტალბეთში” და იქიდან ორ მეგობართან ერთად სახლში დაბრუნების დროს, სადარბაზოს შესასვლელთან უცნობმა მამაკაცმა ხელი მოჰკიდა და შეაჩერა, იქვე მდებარე ე.წ. გარაჟებიდან კი მეორე მამაკაცი გამოვიდა და ორივემ ერთად წელში გადაწია, გადააგდეს უკან, შებოჭეს და ჯიბიდან ფული ამოაცალეს. ის ვინც უკნიდან მიუახლოვდა ვერ დაინახა, ხოლო ვინც წინა მხრიდან იდგა, სახეზე აფარებული ჰქონდა და თვალები უჩანდა. თავდაპირველად შეძლო და წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა შემდეგ დაეცა, ერთი მამაკაცი მთელი ტანით აკავებდა, მეორე კი ფულს აცლიდა. წინააღმდეგობის გაწევის დროს ერთს ნიღაბი ჩამოეწია და იცნო იგი, უთხრა კიდეც გიცანიო. მას ჯიბეში ჰქონდა 200 ლარი, რომელიც ტოტალიზატორში მოიგო და 210 ლარი, რომელიც წიწილების გაყიდვით ჰქონდა. ასევე ჰქონდა საპენსიო ბარათი და გასაღებები. ერთ-ერთი თავდამსხმელი მან გამოძიების პროცესში ამოიცნო გარეგნული ნიშნებით, ასევე მიუთითა იმ ტანისამოსზე, რომელიც მას ეცვა. დაზარალებულმა სასამართლოში დაკითხვის დროსაც განმარტა, რომ ბრალდებული ა-–---------------–--–--–---–ი იყო სწორედ ის, ვინც მას თავს დაესხა და გაძარცვა. სამართალდამცავ ორგანოებს მისმა დამ შეატყობინა, იგი იურისტია და იცის როგორ მოიქცეს ასეთ დროს. თავდასხმის დროს იგი მარტო იყო, მეგობრებს მანამ დაშორდა, სანამ სახლს მიუახლოვდებოდა.
2017 წლის 25 მაისის პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, თ---------------–---–მა ამოსაცნობი 3 პირიდან ამოიცნო მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც 2017 წლის 23 მაისს, გვიან ღამით ქ.რუსთავში, ბარათაშვილის შესახვევი N2 საცხოვრებელ ბინასთან თავის თანმხლებ პირთან ერთად გასტაცა მისი კუთვნილი ფულადი თანხა 410 ლარის ოდენობით და მის სახელზე გაცემული ”ლიბერთი ბანკის” საპენსიო ბარათი. ამოცნობილი მამაკაცი არის ა-–---------------–--–--–---–ი, იგი ამოიცნო სიმაღლით (საშუალოზე მაღალი აღნაგობა), შეხედულებით, ოდნავ მოგრძო ფორმის პირისახით, სწორი ცხვირით, ხორბლისფერი კანის ფერით, ღია ფერის თვალებით, მოკლე თმით - ჭაღარა ნარევით (შევერცხლილი), თხელი ფორმის ტუჩებით, იერით, გამოხედვით.
სასამართლო სხდომაზე ტ------–----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 22 მაისს, თ---------------–---–თან და ბ-------------------სთან ერთად, იმყოფებოდა ტოტალიზატორ ”კლისტალბეთში” და იქიდან დაახლოებით 24:00 საათისკენ სახლში თანმხლებ პირებთან ერთად დაბრუნდა. ის და ბესო თამაზს დაშორდნენ და მან მარტომ გააგრძელა გზა. სახლში მისვლიდან ნახევარი საათის შემდეგ, თამაზმა დაურეკა და ეზოში ჩავიდა, ადგილზე დახვდა პოლიციის თანამშრომლები. თამაზმა უთხრა, რომ გაძარცვეს. ბრალდებული ტოტალიზატორში სხვა დროსაც უნახავს, თუმცა მის ქცევაში რაიმე საეჭვოზე ვერ ისაუბრებს.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ბ-------------------მ, მანვე დამატებით განმარტა, რომ თამაზმა ტოტალიზატორში ფსონი დადო და ფული მოიგო, როგორც მისგან იცის კიდევ ჰქონდა ფული, მისივე გადმოცემით თამაზმა იცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი, თუმცა მისი ვინაობა არ უთქვამს.
მოწმე ნ--------–----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 23 ივნისის გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ სახლის გასაღები ”ტოიოტას” ფირმის ბრელოკთან ერთად მოთავსებულ გასაღების ასხმაზე, საკიდთან ერთად და პაკეტში , წარწერით ”ს.ს 012230517001 საქმეზე პირადობის მოწმობა ”მოთავსებულ ლიბერთი ბანკის პლასტიკურ ბარათზე, წარწერით “ZURABASHVILI TAMAZI არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---------------–--–--–---–ს (ობ. N3; პაკეტი, წარწერით: ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებულია ბრალდებულ ა-–---------------–--–--–---–ის პირის ღრუდან). ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ საკვლევი ობიექტები იყო დალუქულ მდგომარეობაში, ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. წარმოდგენილი იყო სულ 3 პაკეტი. ბრალდებულ ა-–---------------–--–--–---–ისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების თაობაზე მოწმის სახით დაიკითხა პ------------–---–--ე, რომელმაც განმარტა, რომ ნიმუში გამომძიებელს გადაეცა დალუქული სახით. ნიმუშის აღების შესახებ ასევე დაიკითხა ლევან პაპაშვილი, რომელმაც ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს.
2017 წლის 1 ივნისის DVD დისკების დათვალიერების ოქმისა და ამავე დისკების სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შედეგად, ირკვევა, რომ ტოტალიზატორ ”კრისტალბეთიდან” გამოთხოვილ იქნა შიდა და გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები, 7 ცალ დისკად.
ვიდეო ჩანაწერის თარიღი 22.05.2017, 21:00:00 საათიდან 22:00:33 საათამდე, რომლის ხედვის არეალიც არის ტოტალიზატორი „კრისტალ ბეთის“ ცენტრალური შესასვლელი კარი და კარიდან პირდაპირ და მარცხნივ არსებული მ/ტერიტორია (ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N14). 22.05.2017 წლის 22:33:35 საათზე ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთში“ შესასვლელი კარიდან შედის თამაზი ზურაბაშვილი, ამის შემდეგ 22.05.2017 წ. 22:33:35 საათზე ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთში“ შედის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, პ------------–---–ი და ა-–---------------–--–--–---–ი, 22:42:45 საათზე ტოტალიზატორი „კრისტალ ბეთიდან“ გამოდის თ---------------–---–ი ტოტალიზატორის მ/ტერიტორიაზე. 22.05.2017 წლის 22:45:35 საათზე ტოტალიზატორი „კრისტალ ბეთის“ კარიდან გამოდიან პ------------–---–ი და ა-–---------------–--–--–---–ი, რომლებიც სხდებიან ტოტალიზატორის წინ, სადაც ასევე მოძრაობს თ---------------–---–ი. 22.05.2017 წლის 22:49:15 საათზე თ---------------–---–ი და ბ------------------- შედიან ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთში“, მათ შემდეგ ტოტალიზატროში შედის პ------------–---–ი და ა-–---------------–--–--–---–ი.
22.05.2017 წლის 23:03:31 საათზე ტოტალიზატორი „კრისტალ ბეთიდან“ გამოდის პ------------–---–ი და ა-–---------------–--–--–---–ი, რომლებიც მოძრაობენ მ/ტერიტორიაზე. 22.05.2017 წლის 23:01:54 საათზე ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთში“ შედის ა-–---------------–--–--–---–ი. 23.02.09 საათზე ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთში“ შედის პ------------–---–ი. 22.05.2017 წლის 23.18.12 საათზე გამოდის ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთიდან“ თ---------------–---–ი, რომელიც მოძრაობს ტოტალიზატორის მ/ტერიტორიაზე, 23:18:33 საათზე ტოტალიზატორიდან გამოდის პ------------–---–ი, რომელიც მოძრაობს თ---------------–---–ის მიმართულებით. 23:20:05 საათზე ტოტალიზატორი „კრისტალ ბეთიდან“ გამოდის ა-–---------------–--–--–---–ი, რომელიც ხელს ართმევს ტოტალიზატორიდან გამოსულ მამაკაცს, რომლის სახელი და გვარიც უცნობი. ა-–---------------–--–--–---–თან და უცნობ მამაკაცთან ერთად მოდის პ------------–---–ი, რომელიც ასევე ართმევს ხელს ამ მამაკაცს, ისინი დგანან ტოტალიზატროი „კრისტალ ბეთის“ წინ. 23:32:28 საათზე თ---------------–---–ი შედის ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთში“, რომელსაც უკან მიყვებიან ტოტალიზატორში ა-–---------------–--–--–---–ი და პ------------–---–ი. 23:53:53 საათზე ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთიდან“ გამოდის ჯიმშელეიშვილი უცნობ მამაკაცთან ერთად, რომლებსაც უკან მიყვება პ------------–---–ი და ისინი ჩერდებიან ტოტალიზატორის მ/ტეროტორიაზე. 23:55:47 საათზე ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთში“ შედის ა-–---------------–--–--–---–ი და 23:57:03 საათზე შედის პაატა ბიძინაშვილი.
შიდა კამერები: ტოტალიზატორში შემოდის დაზარალებული მიდის სალაროსთან 23:03 სთ. იღებს თანხას 23:03.43 სთ-ზე, იდებს ჯიბეში და გადის. სალაროში მიაწოდა მოწმობა. 23.09.59 საათზე, იქვე ახლოს მაგიდასთან სხვა მამაკაცთან ზის ბრალდებული ა-–---------------–--–--–---–ი, ესაუბრება პ------------–---–ს, შემდგომ ორივე გადის კადრიდან 23.12 სთ. 00.00.17 სთ ა-----–--–--–---–ი დგას წყლის აპარატთან, 00.01.28 სთ ა-----–--–--–---–ი შემოდის კადრში და მიდის სალაროსთან. 00.33 სთ თ.ზურაბაშვილი და ა-----–--–--–---–ი დგანან გვერდიგვერდ, თ---------------–---–ი გადის და მასთან ერთად გადის ბრალდებული. დაიკეტა ტოტალიზატორი და გადის ყველა კადრიდან.
შიდა დარბაზის კამერა - თ---------------–---–ი ზის მაგიდასთან სხვა პირებთან ერთად. მის გვერდით მაგიდაზე ზის ა-----–--–--–---–ი და პ-------–---–ი. 04.32 ჯიმშელეიშვილი გადის ისევ მიდის და ჯდება, თ.ზურაბაშვილი ზის გაუსვლელად. 00.20.32 ჯიმშელეიშვილი და პ------------–---–ი გადიან გარეთ. 00.25 პ------------–---–ი ბრუნდება თ---------------–---–ის მაგიდასთან.
2017 წლის 25 მაისს, 23:10-23:55 დროის შუალედში საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელ დ----------------–---–ის მიერ, ქ.რუსთავი, კონსტიტუციის ქ. 22/7-ში მდებარე ა-–---------------–--–--–---–ის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ა-–---------------–--–--–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, თ---------------–---–ის სახელზე გაცემული ”ლიბერთი ბანკის” პლასტიკური ბარათი და ტოტალიზატორ ”კრისტალბეთის” ბილეთი.
გამოკვლეული ვიდეო-ჩანაწერების შედეგად, დადგენილია, რომ ტოტალიზატორ ”კრისტალბეთში” 2017 წლის 22 მაისს, ღამის საათებში იმყოდებოდნენ თ---------------–---–ი, ბ-------------------, ტ------–----------ე, ა-–---------------–--–--–---–ი და პ------------–---–ი. ა-–---------------–--–--–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ თ---------------–---–მა მოიგო თანხა და მითითებულმა პირებმა ტოტალიზატორი დატოვეს დაკეტვის შემდეგ.
მოწმე ს------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც, ა-–---------------–--–--–---–ის საძინებელში მდებარე ტუმბოდან ამოღებულ იქნა ბრალდებულის შარვალი, სადაც იდო ბრალდებულის პირადობის მოწმობა, თ---------------–---–ის სახელზე გაცემული საპენსიო ბარათი და ტოტალიზატორის ბილეთი. ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დადგენილების საფუძველზე, დადგენილება გაეცნო ბრალდებულის დედას, რომელიც ა-----–--–--–---–ის მეუღლესთან ერთად დაესწრო ჩხრეკას. რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა.
2017 წლის 25 მაისს 21:05-21:25 დროის შუალედში საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ, ქ.რუსთავი, ალსანიკაშვილის ქ. N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ა-–---------------–--–--–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ბილაინის ფირმის მობილური ტელეფონი.
მოწმე გ---–---------მ, ნ-----–----------–---–მა, ს---------------–---–მა, ზ---------–---ემ, დიმიტრი დურაშვილმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რეალობა.
2017 წლის 23 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, თ---------------–---–მა მიუთითა, რომ კოსტავას ქუჩაზე, N14-ში მდებარე ტოტალიზატორ ,,კრისტალბეთში“ იმყოფებოდა ტ------–----------ესა და ბ-------------------სთან ერთად. მან სალაროდან აიღო ფული 210 ლარის ოდენობით და ჯიბეში ჰქონდა ასევე სახლიდან აღებული საკუთარი თანხა 200 ლარი. საცხოვრებელ სახლამდე დაშორდა მეგობრებს და ბარათაშვილის შესახვევი N2 საცხოვრებელი ბინის ეზოში გაიგონა, რომ უცნობმა მამაკაცმა მას უწოდა ნარკოტიკების გამსაღებელი, იგი შეჩერდა და სწორედ ამ დროს თავს დაესხნენ. მას წაართვეს ფული 410 ლარის ოდენობით და საპენსიო ბარათი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შ/ადგილიდან ამოღებულ იქნა გასაღებების ასხმა, რაზედაც თ---------------–---–მა განმარტა, რომ ეს სწორედ მისი გასაღებია, რომელიც ამოუვარდა და ამ დრომდე ეგონა, რომ წაიღეს თავდამსხმელებმა. შ/ადგილზე კინოლოგის მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუში, გასაღები და სუნის ნიმუში დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურეს ექსპერტებმა მი–--------–---------–------–----------------------–-----------.
მოწმე მ-–--------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 23 მაისს, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ამოღებულ იქნა გასაღებების ასხმა ბრელოკით და სუნის ნიმუში. შ/ადგილზე 05:55 – 06:25 საათის შუალედში იმყოფებოდნენ. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე - ექსპერტმა ლევან მჟავანაძემ.
მოწმე ბე-------------–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 31 მაისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ თ---------------–---–ს შემოწმებით აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სახის მიდამოში. ეს დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმე ბ-------------–--ემ დამატებით განმარტა, რომ მკვრივი ბლაგვი საგანი შესაძლოა ყოფილიყო მუშტი.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის №012230517001 საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, დაუდგენელი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და მესამე ნაწილის ”ა” ქ/პუნქტებით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, აპელანტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არაა შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთი პირის - დაზარალებულის ჩვენებას, რომლის მიმართაც არსებეობს ეჭვი, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, რომელმაც სრულყოფილი და თანმიმდევრული ჩვენება მისცა სასამართლოს. დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია დაზიანების სწორედ ის ხარისხი, რომელიც დაზარალებულს შეიძლებოდა მიეღო იმ ტიპის თავდასხმის შედეგად. დაზარალებული არ საუბრობს, რომ იგი ცემეს, გამოიყენეს დანა ან სხვა საშუალება და მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დაზარალებული განმარტავს, რომ ერთი ადამიანი მას მთელი სხეულით აწვებოდა და არ აძლევდა წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას, რის შედეგადაც იგი დაეცა. ექსპერტიზის დასკვნა, რომ დაზარალებულს აღენიშნება სისხლჩაქცევები და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებას, თავდასხმის აღწერის ნაწილში. ა-–---------------–--–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა ასევე დასტურდება მისი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნერწყვის ნიმუშზე, პლასტიკურ ბარათზე და გასაღებზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლებშიც ეჭვის შეტანის საფუძველი ასევე არ არსებობს და გაურკვეველია, რის საფუძველზე მიუთითებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, რომ მითითებული მტკიცებულებები იწვევს ეჭვს. ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკას ესწრებოდნენ ა------–--–--–---–ის ოჯახის წევრები, რომელთაც რაიმე სახის შენიშვნა ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პლასტიკური ბარათი გაცემული თ---------------–---–ის სახელზე, ბარათზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ გასაღებზე, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულს, არსებული გენეტიკური პროფილი იდენტურია ა-–---------------–--–--–---–ის გენეტიკური პროფილისა, აღნიშნული მტკიცებულებები კი თავის მხრივ ამყარებს და შეესაბამება დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი განმარტავს, რომ ძარცვის შედეგად თავდამსხმელებმა გასტაცეს ფულადი თანხა, პლასტიკური ბარათი, რომელიც ა-–---------------–--–--–---–ის ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, და გასაღები, რომელიც დაუვარდა და ამოიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. გარდა ამ მტკიცებულებებისა, უტყუარად დადგენილია თ---------------–---–ისა და ა-–---------------–--–--–---–ის ტოტალიზატორ ”კრისტალბეთში” დროის ერთიდაიგივე მონაკვეთში ყოფნის ფაქტი. ვიდეო-ჩანაწერებში ნათლად არის ასახული, რომ ა-–---------------–--–--–---–ი და დაზარალებული, დარბაზში გვერდიგვერდ მაგიდებზე ზიან, წასვლამდე დაზარალებული გადის ტოტალიზატორიდან, ჩერდება გარეთ და მიჰყვება ა-–---------------–--–--–---–იც, რომელიც თ---------------–---–ის ტოტალიზატორში დაბრუნებისთანავე ბრუნდება დარბაზში, მაშინ როდესაც მას ფსონი არ დაუდია, ხოლო ტოტალიზატორის დაკეტვის შემდეგ, როგორც ა-–---------------–--–--–---–ი და დაზარალებული, ისე სხვა პირებიც ტოვებენ აღნიშნულ ადგილს. ა-–---------------–--–--–---–ი იმყოფება პ------------–---–თან ერთად. აღნიშნული ინფორმაციით დასტურდება ის გარემოება, რომ 2017 წლის 22 მაისს, თ---------------–---–ი იმყოფებოდა ტოტალიზატორში, სადაც ასევე იმყოფებოდა ა-–---------------–--–--–---–ი, თ---------------–---–მა მოიგო 200 ლარი, რაც ცნობილი იყო ა-–---------------–--–--–---–ისათვის და ტოტალიზატორის დაკეტვის შემდეგ, ორივემ ერთად დატოვა იგი. ა-–---------------–--–--–---–ი არც უფრო ადრე და არც უფრო გვიან ტოტალიზატორიდან არ გამოსულა, რითაც ასევე გამყარებულია და ემთხვევა დაზარალებულის ჩვენებას, რომ ა-–---------------–--–--–---–ი თავდასხმამდე მან ტოტალიზატორში ნახა და თავდასხმის დროს იცნო იგი სახეზე, თუმცა არ იცოდა მისი პირადი მონაცემები და ვერ მიუთითა ამის შესახებ. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი და მასზე დაყრდნობით არ უნდა იქნეს ა-–---------------–--–--–---–ი დამნაშავედ ცნობილი - უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზიდან.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის ა-–---------------–--–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ა-–---------------–--–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის ა-–---------------–--–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნ არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა-–---------------–--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ა-–---------------–--–--–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 25 მაისიდან.
ა-–---------------–--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:
სამი ცალი გასაღების ასხმა, ე.წ „ბრელოკთან ერთად”, ერთი ცალი „ლიბერთი ბანკის” თ---------------–---–ის კუთვნილი საპენსიო პლასტიკური ბარათი, ა-–---------------–--–--–---–ის პირადობის მოწმობა და ტოტალიზატორ „კრისტალ-ბეთის” ბილეთი, დაუბრუნდეთ მის მფლობელებს, 7 ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირზე, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ნივთები ინახება შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი