განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2018
საქმის ნომერი
330100117002207310
ინსტანცია
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100117002207310 - 1ბ/567-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

31 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: გ------- ხ-------–ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-------------–------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: ჯარიმა 2100 (ორი ათას ასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ტ--–--–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულ გ------- ხ-------–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 21 ნოემბერს, ღამის საათებში, თბილისში, ჩ----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ნ---- ჩ--------ს მისი ყოფილი მეუღლე გ------- ხ-------–ი, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დაემუქრა ყელის გამოჭრით, რა დროსაც ნ---- ჩ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის

განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის ხვა წევრის (ყოფილი მეუღლის) მიმართ:

 

დაზარალებულ ნ---- ჩ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 2-ის ნახევარზე ან 2 საათზე, იმყოფებოდა სახლის პირველ სართულზე, ძმის ცოლთან - ფ------ ჩ--------თან ერთად, ხოლო შვილებს ეძინათ მეორე სართულზე, რა დროსაც მოესმა კარზე გასაღების მორგების ხმა. რომ გაიხედა, დაინახა ყოფილი მეუღლე გ------- ხ-------–ი, რომელიც დაემუქარა ყელის გამოჭრით, თუ კარს არ გააღებდა. კარი იყო დაკეტილი გასაღებით, ამიტომ მაშინვე გადაკეტა ურდულით. ვინაიდან ყოფილი მეუღლე იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მისი მხრიდან მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც ძალიან შეშინდა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, 18-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე მეუღლესთან კონფლიქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ მის სიმთვრალეში, რაც ყოველთვის სიტყვიერი კონფლიქტით შემოიფარგლებოდა. ამასთან, არცერთი უსიამოვნების დროს, გარდა ამ შემთხვევისა, მისი მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი არ ჰქონია. გირაოს შეფარდების შემდეგ მასთან რამდენჯერმე ჰქონდა სატელეფონო საუბარი, ბავშვებთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვს და მასთანაც. ამ ეტაპზე მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და მის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

მოწმე ფ------ ჩ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 2-ის ნახევარზე, იმყოფებოდა მულთან - ნ---- ჩ--------თან სახლში, საუბრობდნენ 1-ელ სართულზე, რა დროსაც მოესმათ გასაღების მორგების ხმა, ნ---- წამოხტა და კარი გადაკეტა ურდულით. ამის შემდეგ უკვე გაიხედა კარის გვერდით არსებულ ფანჯარაში და გ-------ს დაუძახა, წადი, თორემ პატრულს გამოვიძახებო. გ------- კი ამბობდა, გამიღე, ყელი უნდა გამოგჭრაო. გ------- ხ-------–ი წავიდა საპატრულო პოლიციის მოსვლამდე, თუმცა, იმის გამო, რომ იყო ნასვამი, ამასთან განაწყენებული და გაბრაზებული, მუქარა აღიქვეს რეალურად და ძალიან შეშინდნენ. რაც შეეხება ნ----ს და გ-------ს ადრინდელ დამოკიდებულებას, მათ კონფლიქტი ჰქონდათ მხოლოდ მაშინ, როცა გ------- იყო ნასვამი, დაშორების შემდეგ იგი ნ----ს სთხოვდა შერიგებას, თუმცა 2 საათში, რომ დალევდა, იწყებდა მუქარას, რასაც ძირითადად საკუთარი თავის მიმართ ახდენდა, რომ არ იყო სასიცოცხლო. სხვა დროს, ნ----ს რომ სიცოცხლის მოსპობით დამუქრებოდა, ასეთ ფაქტს ნამდვილად არ შესწრებია.

 

მოწმე თ------- ჭ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ოთხი წელია მეგობრობს ნ---- ჩ--------თან, მისგან გაიცნო გ-------ც, რომელთანაც, ასევე, კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წლის 22 ნოემბერს მისული იყო ნ----სთან, რადგან წინა დღეს დაურეკა და უთხრა, რომ გ------- იყო მასთან მისული და დაემუქრა, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა. ამის გამო ნ---- ძალიან ნერვიულობდა. თვითონ ცდილობდა მეგობრის დამშვიდებას, ეუბნებოდა, რომ გ------- არ იყოს ამის ჩამდენი. თანაცხოვრების პერიოდში ნ----ს თავის მეუღლესთან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, თუმცა იყო ჩავარდნის პერიოდებიც, რაც დაკავშირებული იყო ალკოჰოლთან, თუმცა პირადად არასდროს შესწრებია არც მათ ჩხუბს და არც მუქარა გაუგია გ-------სგან ნ----ს მისამართით.

 

გ------- ხ-------–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებების, დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების: კ----–-- ბ--------ს, ბ------- ჭ---------ისა და გ------ დ--------–--ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- ხ-------–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ხ-------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ხ-------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

გ------- ხ-------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ სასჯელთან დაკავშირებით არანირი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი კანონის ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექსვი თვიდან ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებებს გათვალისწინებით, რომ გ------- ხ-------–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ მუქარას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი, არც მანამდე და არც მას შემდეგ (მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იყო გირაო) ანალოგიურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც დადასტურებულია თვით დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ყოფილ მეუღლეებს შორის ამჟამად კონფლიქტი ამოწურულია, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, გ------- ხ-------–მა დაზარალებულის მოწოდებისთანავე, რომ დარეკავდა საპატრულო პოლიციაში, დატოვა შემთხვევის ადგილი და თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას და არ არსებობს მისი უფრო მკაცრი სასჯელით შცვლის საფუძველი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენი, გ------- ხ-------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გ------- ხ-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1500 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის მ------ ტ--–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ხ-------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2100 (ორი ათას ასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაკავების ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს თბილის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გ------- ხ-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1500 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი