განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------
საქმე №1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: ნათია ბ--------ე
მურმან ისაევი
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ი-------------,ადვოკატ - დ-------- ბ--------ის,მსჯავრდებულების - მ------ ღ---–----–---–ის და დ------- ღ---–----–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულების მ------ ღ---–----–---–ის და დ------- ღ---–----–---–ის ადვოკატ დ-------- ბ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ------- ვ--------- ძე ღ---–----–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--------------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–----–-–---–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” პუნქტით;
მ------ ვ--------- ძე ღ---–----–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------, პ/№5----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–----–-–---–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” პუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით:
მ------ ღ---–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
დ------- ღ---–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხემძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
მ------ ღ---–----–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
დ------- ღ---–----–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ------ ღ---–----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თეთრი ფერის ოვალური ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,B8” ამონატვიფრებით) 197 ცალი ტაბლეტი (ზედაპირზე უმნიშვნელო დაზიანებებით) და თეთრი ფერის, ერთ მხარეს ოვალური ფორმის (ნატეხებს ერთ ზედაპირზე შესაბამისად - ლოგო ,,B8”, ,,B” და ,,8” ამონატვიფრებით) 7 ცალი ტაბლეტის ნატეხი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ბუპრენორფინს“ 0,0239 გრამის ოდენობით. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 5 მაისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ქ-------–--–----------–-- სახელობის ხიდსა და გაზგასამართ სადგურ ,,FORMULA”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკისას.
დ------- ღ---–----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თეთრი ფერის ოვალური ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,B8” ამონატვიფრებით) 55 ცალი ტაბლეტი (ზედაპირზე უმნიშვნელო დაზიანებებით) და 2 ცალი ტაბლეტი ჩამონატეხით, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,4478 გრამის ოდენობით. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 5 მაისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ქ-------–--–----------–-- სახელობის ხიდსა და გაზგასამართ სადგურ ,,FORMULA”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დ------- ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკისას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების მ------ ღ---–----–---–ის და დ------- ღ---–----–---–ის ადვოკატმა დ-------- ბ--------ემ. აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ემყარება სასამართლოს გახნილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; მასში არ არის მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური ანალიზი. გამამტყუნებელ განაჩენში მოყვანილი ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეფუძნება მხოლოდ პოლიციელთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, მათ სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება სამართლადამცავების მხრიდან, ე.წ. ,,პროვოკატორი აგენტის“ გამოყენებით ჩადენილ პროვოცირებულ დანაშაულზე. არც ბრალდების მხარე და არც მოსამართლე არ დაინტერესებულან 197 ცალი ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები სად, ვისგან და რა გარემოებაში შეიძინა მსჯავრდებულმა მ------ ღ---–----–---–მა. ასევე, მსჯავრდებულმა დ------- ღ---–----–---–მა, რომელიც ქრონიკულად მძიმე ავადმყოფია, მკვეთრად შეზღუდული აქვს თვითმომსახურების უნარი და არ შეუძლია ეტლის გარეშე გადაადგილება, როგორ შეძლო 57 ცალი ნარკოტიკული საშუალების - ბუპრემორფინის შემცველი აბების შეძენა. ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულ მ------ ღ---–----–---–ის მიერ მიცემული ჩვენება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გამოეყენებინათ მაქსიმალურად და გაეტარებინა შესაბამისი საგამოძიებო - ოპერატიული ღონისძიებები, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი პიროვნების მხილება-დაკავების მიზნით, დეტექტივ-გამომძიებელმა ჯ----------–--ემ მოახდინა მსჯავრდებულ მ------ ღ---–----–---–ის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება მოტყუების გზით და დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარდგენილ პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელს არ მოაწერდა, მის ავადმყოფ ძმას - დ------- ღ---–----–---–საც ჩაუდებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. ხოლო თავად მსჯავრდებულ დ------- ღ---–----–---–ის მხრიდან პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის მიზეზი იყო ის, რომ ოქმში დაფიქსირებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა.
აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ მოსამართლეს გამამტყუნებელ განაჩენში მტკიცებულებად მოჰყავს პოლიციის თანამშრომლების მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებების ამონარინდები, თუმცა სამართლებრივ შეფასებებს არ აძლევს მათ მიერ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით შედგენილ საპროცესო დოკუმენტებს და სასამართლოზე პროცესის დროს მიცემულ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს. მსჯავრდებულების მ------ და დ------- ღ---–----–---–ების შესახებ მონაცემები, დეტექტივ-გამომძიებელ ლ-–- გ-----------–-ილის მიერ მოპოვებული იქნა ბრალდებულების დაკავების და შსს თბილისის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის შენობაში მიყვანიდან მოგვიანებით - 20:51:31 საათზე, რაც მთლიანად ეჭვის ქვეშ აყენებს დეტექტივის-თანაშემწის ე------ ო-------ნის პატაკის, მისი მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენების და მსჯავრდებულების მ------ და დ------- ღ---–----–---–ების მიმართ 2017 წლის 5 მაისს ჩატარებული საპროცესო მოქმედებების - პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის და მათი ბრალდებულის სახით დაკავების ოქმის სანდოობას. დეტექტივ-გამომძიებელმა ე------ ო-------ნმა მიუთითა, რომ თითქოს პატაკში დაფიქსირებული მსჯავრდებულების მ------ და დ------- ღ---–----–---–ების მონაცემები, მის მიერ ორ წუთში იქნა გადამოწმებული მონაცემთა ბაზაში და ისე იქნა შეტანილი მონაცემები პატაკში, რაც სიცრუეა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდეს და ადასტურებდეს მისი მხრიდან პატაკში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმებაზე. ბრალდების მხარის მიერ საპროცესო მოქმედებები არ ჩატარებულა იმ ადგილზე და იმ დროს, როგორც ეს არის დაფიქსირებული საპროცესო დოკუმენტებში. ყველა საპროცესო დოკუმენტები, როგორც ეს მ------ და დ------- ღ---–----–---–ებმა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, შედგენილი იქნა შსს თბილისის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის შენობაში მათი გადაყვანის შემდეგ. ამასთან, დარღვეულია მსჯავრდებულთა უფლებები ადვოკატის აყვანასთან და ოჯახის წევრებზე შეტყობინებასთან დაკავშირებით.
აპელანტის განმარტებით, არადამაჯერებელია განაჩენში განვითარებული მსჯელობა დეტექტივ-გამომძიებელ ე------ ო-------ნის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების, პატაკის შედგენის, ოპერატიული ინფორმაციის ხელმძღვანელობაზე მოხსენების, ოპერატიული თათბირის ჩატარების, მოწმეთა გამოკითხვისა და ბრალდებულების მინდელის ხიდის მახლობლად დაკავების თაობაზე. ასევე, წინააღმდეგობრივია მოწმეთა ჩვენებები ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების დაწყებამდე სამმართველოში ოპერატიული თათბირის ჩატარებისა და მ------–--------–----- ხიდთან მისასვლელ მარშუტთან დაკავშირებით. დაცვის მხარე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებსაც, თუ რატომ არ მოახდინეს სამართალდამცავებმა აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ვიდეო გადაღება ან გაზგასამართი სადგურის ,,FORMULA”-ს ტერიტორიიდან ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება.
სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ დ------- ღ---–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გაუქმების და გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაჩენში არ არის ნამსჯელი და დღემდე გაუგებარია გირაოს თანხის დაბრუნების საკითხი.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების მ------ ღ---–----–---–ის და დ------- ღ---–----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ე------ ო-------ნმა განმარტა, რომ 2017 წლის 05 მაისს, საღამოს საათებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მ------ ღ---–----–---–ი და დ------- ღ---–----–---–ი ვერცხლისფერი ,,B--”-ს მარკის ავტომანქანით მიემართებოდნენ გ-–----ის მიმართულებით და თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნულის თაობაზე წერილობით მოახსენა ხელმძღვანელობას. ოპერატიული ინფორმაცია ბრალდებულების შესახებ დეტალურ მონაცემებს არ შეიცავდა, საინფორმაციო ბაზაში გადაამოწმეს რეგისტრაციის ადგილი და სხვა მონაცემები, რაც ძალიან მარტივი პროცედურაა და ორი წუთი სჭირდება. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელიც გავიდა შემთხვევის ადგილზე; შემდეგ იგი (ე------ ო-------ნი) დაიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც, როგორც ახსოვს, ოპერატიული ჯგუფი უკვე გასული იყო ოპერაციაზე. მისთვის ცნობილია, რომ დ------- და მ------ ღ---–----–---–ებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა და მათ აღმოაჩნდათ ნარკოტიკული ნივთიერებები. თვითონ საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–-ილმა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხა ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირი - ე------ ო-------ნი. დაკითხვის მომენტში ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე გასული იყო თუ არა, არ ახსოვს. მოწმემ დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობიდან გამომდინარე, მსჯავრდებულებისათვის მოიწვია ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე, ვინაიდან სავარაუდოდ ბრალად წარსადგენი მუხლი ითვალისწინებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას. დაკავებულებს არ უთქვამთ, რომ არ ჰქონდათ საკუთარი ხარჯით ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, თუმცა დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ვინაიდან უნდა მომხდარიყო ბრალის წარდგენა და სხვა მოქმედებები, მოიწვიეს ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ჯ----------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 05 მაისს სამსახურში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მ------ და დ------- ღ---–----–---–ები, რომლებიც იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, იმ მომენტისათვის გადაადგილდებოდნენ გ-–----ის მიმართულებით და თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ორი ოპერატიული ჯგუფი, ხელმძღვანელობისგან მიიღეს დავალება და გავიდნენ მითითებულ მისამართზე. როდესაც ფეიქრების ქუჩის გავლით მივიდნენ მეტროსადგურ ,,ს-------–---–ის“ მიმდებარედ, შენიშნეს უკიდურეს მარჯვენა ზოლში გაჩერებული ვერცხლისფერი ,,B--”-ს მარკის ავტომანქანა. გზაზე იყო შენელებული მოძრაობა. ოპერატიული ჯგუფის წევრები მივიდნენ მანქანასთან, სადაც დ------- ღ---–----–---–ი იჯდა საჭესთან, მანქანის მარცხენა მხარეს, ხოლო მ------ ღ---–----–---–ი იჯდა მარჯვენა მხარეს. თანამშრომლებთან - დ------- მ-–---–---თან და ა-–---------- ა------–---–თან ერთად მივიდა მანქანასთან, საიდანაც გადმოვიდა მ------ ღ---–----–---–ი, მას წარუდგინდეს თავი და განუმარტეს, რომ მათზე ჰქონდათ ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის თაობაზე. სამართალდამცავებმა შეადგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომელიც გააცნეს და ხელი მოაწერინეს მ------ ღ---–----–---–ს და ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა. მ------ ღ---–----–---–ის პირად ჩხეკას ატარებდნენ დ------- მ-–---–---ი და ა-–---------- ა------–---–ი, ხოლო მოწმე ადგენდა პირადი ჩხრეკის ოქმს. ჩხრეკის დროს მ------ ღ---–----–---–ს შარვალში, ქვედა საცვალთან აღმოაჩნდა უცხო ნივთი (სხეული), რაზეც სამართალდამცავებმა სთხოვეს, რომ წარმოედგინა. მ------ ღ---–----–---–მა ოდნავ ჩაიწია შარვალი და როგორც ახსოვს, ამოიღო 8 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის აბები. ამასთან დაკავშირებით მ------ ღ---–----–---–მა პოლიციელებს განუცხადა, რომ აღნიშნული ნივთები იყო ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“, რომელიც ეკუთვნოდა მას და ამის შესახებ მან (მ------ ღ---–----–---–მა) პირადი ჩხრეკის ოქმშიც გააკეთა შენიშვნა. პარალელურად მიმდინარეობდა დ------- ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკა, რომელსაც პოლიციის სხვა თანამშრომლები ატარებდნენ. მოწმის განმარტებით, მ------ ღ---–----–---–ს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც პოლიციელების მხრიდან ჰქონია ადგილი ბრალდებულთა ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას. პირადი ჩხრეკის შემდეგ მ------ ღ---–----–---–ი დაკავებული და გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მათ შორის ბრალდებულების დაკავების შესახებ შეატყობინა მათ მამას. თუ რა საშუალებით მოხდა შეტყობინება, არ ახსოვს.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ა-–---------- ა------–---–მა და დ------- მ-–---–---მა. აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატერებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და შესაბამისი ოქმების სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა დ----- ლ-------მა განმარტა, რომ 2017 წლის 05 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ------ და დ------- ღ---–----–---–ები იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებლები, ეწეოდნენ მის შეძენას-შენახვას და იმ მომენტისათვის ვერცხლისფერი ,,B--”-ს მარკის ავტომანქანით, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნით, გადაადგილდებოდნენ გ-–----ის მიმართულებით. აღნიშნიული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიულმა ჯგუფმა ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება და გაემართნენ მიმითებულ ადგილას. გასვლიდან დაახლოებით 15 წუთში, დ------იდან ფეიქრების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, მეტროსადგურ ,,ს-------–---–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს ხსენებული ავტომანქანა, რომელიც ქუჩაში შექმნილი საცობის გამო იყო გაჩერებული. ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა მანქანასთან, კერძოდ საჭესთან მჯდომ დ------- ღ---–----–---–თან, წარუდგინეს თავი და უთხრეს, რომ მათზე ჰქონდათ ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის თაობაზე. სამართალდამცავების მოწოდებაზე - არსებობის შემთხვევაში წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, დ------- ღ---–----–---–მა განაცხადა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ამის შემდეგ თანამშრომლებთან - ი-----–- რ-----–---–თან და გ----------------–--ლთან ერთად ჩაატარა დ------- ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი ტანთმოსილი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ოთხ პაკეტად დაფასოებული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, საერთო რაოდენობით 57 აბი, რაც დაილუქა სათანადო წესით. მოხდა ბრალდებულების ავტომობილის ჩხრეკაც, საიდანაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა ამოღებული. დ------- ღ---–----–---–მა მათთვის გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე. მისი პირადი ჩხრეკის პარალელურად მიმდინარეობდა მ------ ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკა, თუმცა დეტალებზე ინფორმაცია არ ქონია. დ------- ღ---–----–---–ი გადაყვანილ იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. დ------- და მ------ ღ---–----–---–ებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ი-----–- რ-----–---–მა და გ----------------–--ლმა. მოწმეებმა დაადასტურეს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მათი მონაწილეობით ჩატერებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და შესაბამისი ოქმების სისწორე.
2----–-–------------ პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ-------–--–----------–-- ხიდის და გაზგასამართ სადგურ ,,FORMULA”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ტანთ მოსილი ქვედა საცვლის უბიდან ამოღებული იქნა მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 18 ცალი მცირე ზომის მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული შეკვრები. აქედან თავის მხრივ 17 ცალ შეკვრაში, კერძოდ თითო-თითოში მოთავსებული იყო 11 ცალი თეთრი ფერის აბები წარწერით ,,B8”, სულ იყო 187 ცალი აბი წარწერით ,,B8“. მე-18 შეკვრაში კი მოთავსებული იყო თეთრი ფერის ფრანგულ ენოვანი წარწერებიან ქაღალდში შეხვეული 10 ცალი აბი წარწერით ,,B8”, 12 ცალი აბი წარწერით ,,B2” და თეთრი ფერის აბის 7 ცალი ნატეხები. სულ მ------ ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 197 ცალი აბი წარწერით ,,B8”, 12 ცალი აბი წარწერით ,,B2” და აბის 7 ცალი ნატეხი.
2----–-–------------ პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ-------–--–----------–-- ხიდის და გაზგასამართ სადგურ ,,FORMULA”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ტანთ მოსილი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა 4 შეკვრა დაფასოებული აბები: კერძოდ, ერთ ცალ მოწითალო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის თავმომწვარ ნაჭერში მოთავსებული არის 10 ცალი აბი მოთეთრო ფერისა და ოვალური ფორმის, რომელზეც იკითხება ,,B8”. ერთი ცალი მცირე ზომის მოწითალო და მომწვანო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭერში მოთავსებული არის 20 ცალი მოთეთრო ფერისა და ოვალური ფორმის აბი, რომელზეც იკითხება ,,B8”. ერთ ცალ მოწითალო ფერის მცირე ზომის თავმომწვარ ნაჭერში მოთავსებული არის 10 ცალი აბი მოთეთრო ფერისა და ოვალური ფორმის, რომელზეც იკითხება ,,B8” და ერთ ცალ მოწითალო ფერის მცირე ზომის პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭერში მოთავსებული არის 17 ცალი მოთეთრო ფერისა და ოვალური ფორმის აბი, რომელზეც ასევე იკითხება ,,B8”. დ------- ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებული იქნა 57 ცალი აბი.
2017 წლის 06 მაისის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის მიხედვით, მ------ ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ოვალური ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,B8” ამონატვიფრებით) 197 ცალი ტაბლეტი (ზედაპირზე უმნიშვნელო დაზიანებებით) და თეთრი ფერის, ერთ მხარეს ოვალური ფორმის (ნატეხებს ერთ ზედაპირზე შესაბამისად - ლოგო ,,B8”, ,,B” და ,,8“ ამონატვიფრებით) 7 ცალი ტაბლეტის ნატეხი, საერთო წონით - 78,75 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 1,575 გრამის ოდენობით. ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ოვალური ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,B2” ამონატვიფრებით) 12 ცალი ტაბლეტი (ზედაპირებზე უმნიშვნელო დაზიანებებით), საერთო წონით - 1,1968 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,0239 გრამის ოდენობით. მ------ ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ტაბლეტებში და ტაბლეტების ნატეხებში ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 1,5989 გრამს.
დ------- ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ოვალური ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,B8” ამონატვიფრებით) 55 ცალი ტაბლეტი (ზედაპირებზე უმნიშვნელო დაზიანებებით) და 2 ცალი ტაბლეტი ჩამონატეხით, საერთო წონით - 22,3919 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,4478 გრამის ოდენობით. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----–--------.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ------ ღ---–----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე თანხის გადაცვლის მიზნით იმყოფებოდა დ------ის ავტოსადგომზე სავალუტო ჯიხურში, სადაც შეხვდა მისი ძველი ნაცნობი „ო----------“, რომელსაც წარსულში ქ. ცხინვალიდან ჩამოჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერებები. მოიკითხეს ერთმანეთი, რა დროსაც ზ----- დაინტერესდა, ისევ მოიხმარდა თუ არა იგი (მ------ ღ---–----–---–ი) ნარკოტიკებს. შემდეგ შესთავაზა ერთი აბი „სუბოტექსი“, რაც მისივე თქმით, სახლში ჰქონდა. ასევე უთხრა, რომ დ------------–ი იცნობდა ნარკოტიკებით მოვაჭრეს, რომლისგანაც 70 აშშ დოლარად შეძლებდნენ 1 აბი „სუბოტექსის“ შეძენას. აღნიშნულზე ზ-----ს უთხრა, რომ თან ჰქონდა 4 000 აშშ დოლარი და ამ თანხით იყიდიდა „სუბოტექსის“ აბებს. ზ-----ს მითითებით, იგი უნდა წასულიყო სახლში, ხოლო თვითონ საათნახევარში მივიდოდა მასთან. აღნიშნულის შემდეგ იქვე მდებარე ბაზრობაზე შეიძინა ქალის სპორტული ფეხსაცმელი „ტაპკები“, ხილი, სხვა ნივთები და წავიდა სახლში, გ-------–---–ის გამზირზე. სახლში ასევე იმყოფებოდა მისი ძმა დ------- ღ---–----–---–ი, რომელიც იწვა და სახლიდან არ გადიოდა. საათნახევარში მასთან მივიდა ზ-----, რომელმაც დ-------ს დანახვაზე გაკვირვებუბლმა ჰკითხა - თუ რატომ არ გააფრთხილა, რომ სახლში ვინმე იქნებოდა, რაზეც უპასუხა, რომ მისი ძმა იყო და ისიც მოიხმარდა ნარკოტიკებს. ზ-----ს მიტანილი ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა სამივემ. წასვლისას ზ-----მ უთხრა, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრესთან შეხვედრა შეეძლო დ------------–ი, მ----------- ძეგლის უკან მდებარე პარკში, 17:30 საათისთვის. დაახლოებით 15:20 საათზე, როდესაც მან (მ------ ღ---–----–---–მა) სახლიდან გასვლა დააპირა, დ-------მ უთხრა, რომ ისიც წაეყვანა, რაზეც დათანხმდა. საჭეს თვითონ მიუჯდა და წავიდნენ დ------ის მიმართულებით. მანქანა გააჩერა დ------------–ი, მ----------- ძეგლის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსთან, შევიდა პარკში და დაჯდა სკამზე, სახით შენობებისკენ. 5-10 წუთში მასთან მივიდა ზ-----, რომელმაც ამოიღო პოლიეთილენის 4 წითელ პაკეტში გახვეული „სუბოტექსი“ და უთხრა, რომ მოვაჭრეს არ უნდოდა, ვინმეს მისი სახე დაენახა და ამიტომ ნარკოტიკული საშუალება მას გაატანა გადასაცემად. მან (მ------ ღ---–----–---–მა) ზ-----ს გადასცა 4 000 აშშ დოლარი, სანაცვლოდ კი ზ-----მ მისცა 4 პაკეტად შეკრული 57 აბი „სუბოტექსი“. ზ-----ს წასვლის შემდეგ, იგი გადაჯდა სხვა სკამზე, მოეფარა ბუჩქს და გადაცემული აბები დამალა საცვალში. შემდეგ დაბრუნდა მანქანაში, მიუჯდა საჭეს და „დ-----------–--------–---------------–------------–--–---–ის ქუჩების გავლით, გაემართა გ-------–---–ის გამზირისკენ. გზად გაიარა დაახლოებით 7 შუქნიშანთან, მოძრაობდა ნელა, რომ არ მიექცია პოლიციის ყურადღება. როცა მეტროსადგურ „ს-------–---–ის“ მიმართულებით გაუხვია, იყო საცობი და ავტომანქანები ნელა მოძრაობდნენ. მეტროსადგურის წინა ასახვევიდან დაახლოებით 20 მეტრში, პოლიციამ გააუღო მისი ავტომანქანის წინა ორივე კარი და უბრძანეს - არ გაენძრიათ ხელები. გინებით გადმოიყვანეს მანქანიდან, მიიყვანეს იქვე მდებარე მშენებარე კორპუსის წინ, ხის ღობესთან და გაზონზე დააწვინეს, უკნიდან გაიგონა პოლიციელ გ-------ას ყვირილი: „ხელები დაუჭირეთ, ფაქტი არ გადააგდოსო!“. მ------ ღ---–----–---–ს განმატებით, გამომძიებელმა ლ-------მა გვერდიდან წიხლი დაარტყა ხელზე, შემდეგ კი ნ-------–--ლმა დაადო ხელბორკილები. ითხოვდა, რომ ტელეფონით დარეკვის საშულება მიეცათ და ქუჩაში მყოფი მოქალაქეები მიეშვათ მასთან, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს, გაჩხრიკეს, თუმცა ვერაფერი აღმოუჩინეს. ამ დროს დაინახა, რომ მისი ძმა შავი ფერის ,,B--“-ს მარკის ავტომანქანასთან ჰყავდათ გაჩერებული, ამ უკანასკნელს ფეხები ეკეცებოდა, რის გამოც დასვეს მანქანის უკანა სავარძელზე. ვინაიდან გზაზე წარმოიქმნა დიდი საცობი, პოლიციელებმა იგი ჩასვეს ავტომანქანაში, რომელიც გააჩერეს დაახლოებით 100 მეტრში, გაზგასამართი სადგურის წინ. მას მარჯვნიდან მიუჯდა პოლიციელი გ-------ა, რომელმაც დაუწყო ცემა და ყვირილი - „სად წაიღე?“, „დარწმუნებული ვართ ფაქტი გაქვს, როგორ მოახერხე, რომ გადააგდეო?“, „ხომ იცი, სულ რომ ვერ გიპოვნოთ, მაინც გაგფაქტავთო“. შემდეგ გადაიყანეს ავტომანქანიდან გაზგასამართი სადგურის წინ და კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს. შემდეგ პოლიციელმა მოსთხოვა შარვლის გახდა. იმის გამო, რომ ქუჩაში ხალხი მოძრაობდა, ითხოვა შენობაში შეყვანა, მაგრამ იქვე გაახდევინეს შარვალი, თუმცა კვლავ ვერაფერი აღმოუჩინეს. შემდეგ კი აიძულეს, ჩაეხადა ქვედა საცვალი, საიდანაც პოლიციელმა ა------–---–მა ამოუღო შეძენილი 57 აბი „სუბოტექსი“. მას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დალუქვის პროცესი არ დაუნახავს, მაშინვე მისცეს ტანსაცმელი, მოათავსეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე და წაიყვანეს ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოში, ისე, რომ არ განუმარტავთ საპროცესო უფლებები. პოლიციის შენობაში მიიყვანეს ასევე მისი ძმაც. თავად შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც შევიდა გამომძიებელი და დაიწყო დოკუმენტების შევსება. იგი კვლავ ითხოვდა - მიეცათ დარეკვის უფლება, ასევე მიეყვანათ ადვოკატი დ--–- ბ--------ე, რომელიც მანამდეც იყო მისი დამცველი. შემდეგ გამომძიებელმა კ--–--ემ ხელმოსაწერად მისცა შევსებული ქაღალდის ფურცლები, რომელშიც მითითებული იყო, რომ ჩხრეკის შედეგად მისგან ამოიღეს 197 აბი „სუბოტექსი“ და 12 აბი ,,ბ2’’, რაც საერთოდ არ უნახავს. გამომძიებელს განუცხადა, რომ ჯამში 209 აბს საცვალში ვერ შეინახავდა და ამ რაოდენობის აბები რომ ჰქონოდა, სამჯერ გაჩხრეკა არ დასჭირდებოდათ. მოსთხოვეს ყველაფერზე მოეწერა ხელი, რაზეც განუცხადა, რომ ადვოკატის მისვლამდე არაფერს მოაწერდა ხელს. გამომძიებელი ოთახიდან გავიდა, დაახლოებით 15 წუთში ისევ დაბრუნდა პოლიციელ გ-------ასთან ერთად და უთხრეს, თუ უნდოდა მისი ძმა სახლში გაეშვათ და მის წინააღმდეგ არ აღეძრათ საქმე, საკუთარ თავზე უნდა აეღო დანაშაული და ხელი მოეწერა ყველა დოკუმენტზე. ასევე კ--–--ემ უთხრა, რომ უნდა დაეფიქსირებინა, თითქოს ნარკოტიკი იპოვა ქუჩაში, დ------ის რაიონში. იმ იმედით, რომ მის ძმას გაათავისუფლებდნენ, ხელი მოაწერა წარდგენილ დოკუმენტებზე. ბრალდებულმა დამატებით განმრტა, რომ ნარკოტიკი შეიძინა პირადი მოხმარებისთვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დ------- ღ---–----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 5 მაისს იმყოფებოდა სახლში. დილის საათებში, როდესაც ჯერ კიდევ ეძინა, მისმა ძმამ მ------ ღ---–----–---–მა უთხრა - ეთხოვებინა ავტომანქანა, რათა ფულის გადასაცვლელად წასულიყო, რაზეც დათანხმდა და გააგრძელა ძილი. დაახლოებით საათნახევარი-ორ საათში მისი ძმა დაბრუნდა სახლში. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა სამზარეულოში და შესთავაზა ყავა, რა მომენტშიც კარზე გაიგონეს ზარის ხმა. მ------მ უთხრა, რომ ელოდებოდა მეგობარს, რომელიც ფულის გადახურდავებისას ჯიხურთან შეხვედრია. მ------ ღ---–----–---–მა მათთან მისული პიროვნება გააცნო ზ-----ს სახელით. როდესაც სტუმარმა იგი სავარძელში დაინახა და იქვე ყავარჯნებიც ელაგა, ჰკითხრა, თუ რა სჭირდა, რაზეც უპასუხა, რომ ტკივილები აწუხებდა. ზ-----მ თქვა - ცოტა ხანში გაგიყუჩებ მაგასო. მას (დ------- ღ---–----–---–ს) გაუკვირდა პირველად შეხვედრილი ადამიანი რომ ასეთ რამეს სთავაზობდა. მალე ზ----- გამოვიდა სამზარეულოდან და მიუტანა შპრიცი, რომელიც, ტკივილების გაყუჩების მიზნით გაიკეთა მარცხენა ხელში. ცოტა ხანს ისაუბრეს და ზ----- წავიდა. სახლიდან გასვლის წინ კი მ------ ღ---–----–---–ს მიმართა - „როგორც გითხარიო.“ დაახლოებით 17:00 საათზე მან (დ------- ღ---–----–---–მა) ძმას შესთავაზა -წასულიყვნენ დედასთან გ----–-. მ------მ უთხრა, რომ საქმეზე იყო წასასვლელი და როცა დაბრუნდებოდა, მერე წავიდოდნენ. შემდეგ მ------ს უთხრა, რომ სახლში მარტო ყოფნა აღარ უნდოდა და თან წაეყვანა, რაზეც იგი დათანხმდა და წავიდნენ დ------------–ი. მ------მ ავტომობილი გააჩერა დ------------–ი, „პროკრედიტ ბანკსა“ და „ფარმადეპოს“ აფთიაქებთან, გადავიდა და წავიდა მ----------- ძეგლისკენ, თავად კი დარჩა ავტომობილში. 20-25 წუთის შემდეგ მ------ დაბრუნდა და ბ--–--–---–ის ქუჩის გავლით წავიდნენ გ-------–---–ის გამზირისკენ. საცობების გამო ნელა მოძრაობდნენ. როდესაც მეტროსადგურ ,,ს-------–---–თან“ აუხვიეს, მათთან იარაღებით მივარდა 15-20 კაცი, მ------ გადაიყვანეს ავტომანქანიდან, ძირს დააგდეს და დაუწყეს ცემა. შემდეგ გადაათრიეს მშენებლობის მხარეს და იქ დააგდეს. არ მომხდარა არანაირი თავის წარდგენა და უფლებების განმარტება. თავად კი ფრთხილად გადაიყავნეს მანქანიდან და ჩასვეს პოლიციის მანქანაში. შემდეგ წაიყვანეს მეტროსადგურ „ს-------–---–ის“ მოპირდაპირედ, ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ამოუღეს ფულადი თანხა 760 ლარი და ტელეფონი. ასევე გაჩხრიკეს ავტომანქანა, საბარგულიდან ამოიღეს კანფეტები და „ტაპკები“, რომლებიც დაჭრეს, ხოლო კანფეტები დატეხეს. ტკივილების გამო ფეხები უკანკალებდა, ამიტომ დასვეს მანქანის უკანა სავარძელზე. გვერდით მიუჯდა პოლიციელი და ჰკითხა - თუ სად ჰქონდა მის ძმას ფაქტი. იგი გაკვირვებული იყო, რადგან არ იცოდა რაზე იყო საუბარი. შემდეგ ცემდნენ, პოლიციელმა დაუბრუნა მისგან ამოღებული 760 ლარი და უთხრა, რომ ათავისუფლებდნენ. მოიკითხა თავისი ტელეფონი, რაზეც უპასუხეს, რომ მასაც დაუბრუნებდნენ. ამ დროს გაიგო პოლიციელების ხმა - „ფაქტი ვუპოვნეთო“, დაინახა რომ მ------ ღ---–----–---–ი გაშიშვლებული იდგა მისი ავტომანქანის გვერდით, პოლიცია გამვლელებს ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ამის შემდეგ ავტომანქანით წაიყვანეს პოლიციის სამმართველოს შენობაში, გზაში ეუბნებოდნენ თითქოს მ------ ღ---–----–---–მა მანქანაში მიაწოდა ცელოფანი, რაც მარცხენა ჯიბეში ჩაიდო. ფეხით აიყვანეს მე-8 სართულზე, შეიყვანეს ოთახში, სადაც იყვნენ პოლიციელები კ--–--ე და რ-----–---–ი. დასვეს სავარძელზე, გვერდით მიუჯდა დ------- მ-–---–---ი, რომელიც სცემდა და სთხოვდა აღიარებას, თითქოს მისმა ძმამ მანქანაში მიაწოდა ცელოფანი, რაც მარცხენა ჯიბეში ჩაიდო. იგი ასევე სხვა პოლიციელებმაც სცემეს. შემდეგ კ--–--ემ შემოიტანა ცელოფანი, შუბლზე მიადო და უთხრა, რომ მისი იყო. აღნიშნულზე განაცხადა, რომ არაფერი არ ჰქონია, ამიტომ ხელს არაფერს მოაწერდა და არც აღიარებდა. დ------- ღ---–----–---–მა დამატებით დაადასტურა, რომ ვიანიდან არაფერი არ ჰქონია, ამიტომ არ მოაწერა ხელი ოქმებს. მისი განმარტებით, არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რითაც ტკივილს იყუჩებს. ფინანსური შემოსავალი არ აქვს, პენსიონერია და ეხმარება ძმა.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხონ თავიანთ ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მათი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულთა მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებულ მოწმეთა (პოლიციელთა) ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულთა პირად ჩხრეკასა და ავტომობილის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავებმა დეტალურად აღწერეს მათ მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემების გადამოწმებისა, შემთხვევის ადგილას გასვლის და საგამოძებო მოქმედებათა ჩატარების პროცედურები.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ არადამაჯერებელია დეტექტივ-გამომძიებლის ე------ ო-------ნის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების, პატაკის შედგენის, ოპერატიული ინფორმაციის ხელმძღვანელობაზე მოხსენების, ოპერატიული თათბირის ჩატარებისა და მსჯავრდებულთა დაკავების შესახებ მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციები. მოწმე ე------ ო-------ნმა სასამართლოს მოახსენა, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ მსჯავრდებულთა მაიდენტიფიცირებელი დეტალური მონაცემები გადაამოწმა ელექტრონულ ბაზაში, რაც არის ძალიან მარტივი პროცედურა და მხოლოდ ორი წუთი სჭირდება. არცერთი პოლიციელი არ ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე გასვლმდე სამსახურში ჩატარდა თათბირი და რომელიმე ესწრებოდა მას. მოწმეთა განმარტებით, ხელმძღვანელობისგან ზეპირსიტყვიერად მიიღეს დავალება და გაემართნენ შემთხვევის ადგილზე. ამასთან, მსგავს შემთხვევებში ყველამ იცის თავისი ფუნქციები - თუ რა უნდა გააკეთონ. ასვვე, ადმინისტრაციული შემნობიდან გავლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროდ სამართალდამცავების უმრავლესობამ დააფიქსირა დაახლოებით 15 წუთი, რაც არ ეწინააღმდეგება საქმეში მოცემულ დროის მონაკვეთს ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან, მსჯავდრებულთა მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარებამდე. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ე------ ო-------ნის გამოკითხვაზეც და აღნიშნავს, რომ როგორც ამ უკანასკნელმა სასამართლოს მოახსენა, ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე გასული იყო, როცა მისი გამოკითხვა მოხდა. ხოლო გამომძიებელ ლ-–- გ-----------–-ილის ჩვენებით, როდესაც აწარმოებდა ე------ ო-------ნის გამოკითხვას, არ ახსოვს ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე გასული იყო თუ არა, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის მოწმე ე------ ო-------ნის ჩვენებასთან და არ ნიშნავს იმას, რომ ჯერ ე------ ო-------ნის გამოკითხვა განხორციელდა და შემდეგ მოხდა ოპერატიული ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გასვლა.
რაც შეეხება გამომძიებელ ლ-–- გ-----------–-ილის მიერ შესაბამისი ელექტორნული ბაზიდან მსჯავრდებულთა შესახებ პირადი მონაცემების მოპოვებასა და მათ სისხლის სამართლის საქმეზე დართვას, აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარე განმარტავს, რომ დეტექტივ გამომძიებელ ე------ ო-------ნს მიერ პატაკის შედგენის დროს ფიზიკურად არ გააჩნდა მ------ და დ------- ღ---–----–---–ების მონაცემები, ვინაიდან იგი გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–-ილმა მოიპოვა მოგვიანებით, ბრალდებულების დაკავების შემდეგ. აღნიშნული გარემოება კი ეჭვის ქვეშ აყენებს ე------ ო-------ნის პატაკის, მისი ჩვენების და მსჯავრდებულთა მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის სანდოობას.
დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო. პალატა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული იქნენ დ------- და მ------ ღ---–-----–--ლები, გამომძიებელმა ლ-–- გ-----------–-ილმა სისხლის სამართლის საქმეზე დართვის მიზნით, შესაბამისი ელექტრონული ბაზიდან მატერიალურად მოიპოვა მათი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავს გამომძიებელ ე------ ო-------ნის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ, პატაკის შედგენამდე, შესაბამის ბაზაში მონაცემების გადამოწმებას და მათ გამოყენებას პატაკის შედგენის დროს. ბუნებრივია, ოპერატიული ინფორმაციის მიმღებ პირს ჰქონდა სრული უფლება, ელექტრონულად გადაემოწმებინა და გამოეყენებინა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მაშინ, როდესაც ოპერატიული ჯგუფი გადიოდა დანაშაულის გამოსავლენად. შესაბამისად, ამ კუთხით მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების ჩვენებებში და საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებების რეალობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ხოლო ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნები; ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული საგამძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა ავტორებმა და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეეტანა მათ სისწორესა და ობიექტურობაში. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა და დაადასტურებდა მათი მხრიდან რაიმე ინტერესის არსებობას მსჯავრდებულების მიმართ.
რაც შეეხება თავად მსჯავრდებულების აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ დ------- ღ---–----–---–ს საერთოდ არ ჰქონია თან ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მ------ ღ---–----–---–ს ჰოქნდა ბევრად ნაკლები ოდენობა, ვიდრე მითითებულია მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმში, უპირობოდ ვერ იქნება მიჩნეული მათი გამართლების საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ მ------ ღ---–----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია თავად მსჯავრდებულის მიერ და დაფიქსირებულია, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება არის ,,სუბოტექსი“, რომელიც ეკუთვნის მას და უნდოდა პირადი მოხმარებისათვის. ამ მხრივ საფუძველსმოკლებულია მსჯავრდებულის განმარტება, რომ მის მიერ აღნიშნული მინაწერი გააკეთა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მუქარის განხორციელების შედეგად, ვინაიდან არ სურდა მისი ძმის მიმართაც განეხორცილებინათ სისხლისსამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს მის მიმართ განხორცილებეული მუქარის თაობაზე არ მიუმართავს შესაბამისი ორაგნოებისათვის და აღნიშნული განმარტება მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გააკეთა. ამასთან, გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. რაც შეეხება დ------- ღ---–----–---–ს, მის პირადი ჩხრეკის ოქმზე შეტანილია შენიშვნა, რომ იგი გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს, ხელი მოაწერა ლუქებზე, მაგრამ პირადი ჩხრეკის ოქმის ასლის მიღებასა და ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განახცადა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი არ ეთანხმება შესაბამისი ოქმის სისწორეს, შეუძლია შეიტანოს მასში შენიშვნა, რა გარემოებებს არ ეთანხმება და რა საფუძვლით აცხადებს მის ხელმოწერაზე უარს. იმ პირობებში, როდესაც დ------- ღ---–----–---–ს არ გაუკეთებია მსგავსი სახის განმარტება პირადი ჩხრეკის ოქმზე, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ არ გაიზიაროს სამართალდამცავების მხრიდან გაკეთებული შენიშვნა, რომლის მიხედვითაც დ------- ღ---–----–---–მა გაურკევევლი მიზეზით განაცხადა უარი პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე. ასევე, არცერთი მსჯავრდებულის მიერ არ მომხდარა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებზე იმის დაფიქსირება, რომ აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია არა შემთხვევის ადგილზე (როგორც ამას ადასტურებენ ბრალდების მხარის მოწმეები), არამედ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). გასნახილველ შემთხვევაში გარდა მსჯავრდებულთა განმარტებისა, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ,,ჩაუდეს’’, საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ობიექტური გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება. ასევე არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას და სანდოობას, ხოლო სასამართლოს მინიმუმ, სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
დაცვის მხარე ასევე, საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავებმა გაზგასამართი სადგურის ,,FORMULA“-ს ტერიტორიიდან არ ამოიღეს დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებზედაც აღბეჭდილი იქნებოდა საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობა და ჩატარების პირობები. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს მ------ ღ---–----–---–ის და დ------- ღ---–----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოგადაღებაზე, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება და არც დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სამართლადამცავი ორგანოს თანამშორმლები ვალდებულნი არიან განახორციელონ თითოეული საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგაღება.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ასევე განმარტავს, რომ მსჯავრდებულები მ------ და დ------- ღ---–----–---–ები არიან აგენტ-პროვოკატორის მიერ პროვოცირებული დანაშაულის მსხვერპლნი, რის დასტურადაც უთითებს იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავებმა არ გადაამოწმეს ნარკოტიკის გამსაღებელი ,,ო----------ს“ ვინაობა, ასევე, არ ჩაატარეს ღ---–----–---–ების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.
პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ მ------ ღ---–----–---–ი და დ------- ღ---–----–---–ი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლნი არიან. მათ ბრალი წარდგინათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის, რაც დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გამოძიებამ არ განახორციელა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის არ დაადგინა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი და არ ჩაატარა დაკავებულთა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზეც, რომლის მიხედვითაც არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (Suominen v. Finland, პუნქტი 34; Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
სახელმწიფოს მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესებს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. ნუსხის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი“, 0,0012 გრამიდან 0.012 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, 0,012-დან 0.12 გრამამდე დიდ ოდენობას, ხოლო 0.12 გრამიდან განეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მ------ ღ---–----–---–ის და დ------- ღ---–----–---–ის ბრალეულობას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულების მ------ ღ---–----–---–ის და დ------- ღ---–----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია მინიმალური სასჯელი.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების მ------ ღ---–----–---–ის და დ------- ღ---–----–---–ის ადვოკატ დ-------- ბ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
მ------ ღ---–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხემძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მ------ ღ---–----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 05 მაისიდან.
მ------ ღ---–----–---–ის მიმართ შერჩეული არკვეთის გონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
დ------- ღ---–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხემძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
დ------- ღ---–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 05 მაისიდან, 2017 წლის 19 ივლისის ჩათვლით.
დ------- ღ---–----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
დ------- ღ---–----–---–ს დაუბრუნდეს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.
ნივთიერი მტკიცებულება: ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: ნათია ბ--------ე
მურმან ისაევი