განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002056813
საქმე №1ბ/443-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მაისი, 2018 წელი ქ. თ---–---
თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------–--------ას
მსჯავრდებულის: ნ-----–-----------ის
ადვოკატის: ვ------------–-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე თ---–---ს პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0008230717012): ნ-----–-----------ის მიმართ. ნ-----–-----------ე დაბადებულია 1985 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. თ---–---, დ-----------------------–-- ქუჩა, კორპუსი 18, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---, ი-----–---- ქუჩა № 5, ბინა №5-ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–-----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ნ-----–-----------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 ივლისს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი №93-თან ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მყოფმა ნ-----–-----------ემ არასრულწლოვანი შვილის - 9 წლის ნ-----------ის თანდასწრებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს ქ------------ს. კერძოდ: რამდენჯერმე ჰკრა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში და ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგად ქ------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით:
ნ-----–-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ნ-----–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
ნ-----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–---ს პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–--------ამ და მოითხოვა განაჩენში მსჯავრდებულ ნ-----–-----------ის მიმართ სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით ცვლილების შეტანა.
მსჯავრდებულმა ნ-----–-----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------------–-----ემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი, სადაც არ გაიზიარეს პროკურორის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმების შესახებ და ითხოვეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-----–-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ნ-----–-----------ის ბრალეულობა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ-----–-----------ე იქნა მსჯავრდებული.
ნ-----–-----------ის მსჯავრდება ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ქ------------ის, არასრულწლოვანი მოწმის ნ-----------ის, მოწმეების ბ----–-------ას და გ-----------------–-–---–ის დაკითხვის ოქმებს, 2017 წლის 23 ივლისის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმებს, ბრალდებულის სახით ნ-----–-----------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, 2017 წლის 23 ივლისის №002954 შემაკავებელ ორდერს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 28 ივლისის №004347717 დასკვნას და საქმეში არსებული სხვა წერილობით მტკიცებულებებს, რაც სადავაოდ არ გაუხდიათ მხარეებს და პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ნ-----–-----------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ნ-----–-----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევვის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
რც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პალატა ვერ გაიზიარებს. ნ-----–-----------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რითიც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას დამნაშავის შემამასუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პიობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ნ-----–-----------ეს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეგფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, თვით დაზარალებულ ქ------------ს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ-----–-----------ეს ბრალად წარდგენილი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან უფრო მძიმე სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც შეუცვალა პირობითად, რაც პალატის აზრით სამართლიანია, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ნ-----–-----------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ-----–-----------ისათის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ნ-----–-----------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
პალატა დასახელებული გარემოებების საფუძველზე მიუთითებს კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული პირობითი მსჯავრის ეფექტურობაზე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დღეისათვის მსჯავრდებული და დაზარალებული კვლავ ერთად ცხოვრობენ, ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას და ერთად ზრუნავენ მცირეწლოვანი შვილის აღზდაზე. ეს კი უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ მათ შორის კონფლიქტს ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა და მომავალში მსჯავრდებულის მხრიდან მსგავსი დანაშაულის პრევენციისთვის სრულიად საკმარისია პირობითი მსჯავრის გამოყენება (სწორედ ჩადენილი დანანშაულის გამო მეუღლეთა დროებითმა დაშორებამ განაპირობა ნ-----–-----------ისათვის წარდგენილ ბრალდებაში დაზარალებულის მოხსენიება ყოფილ მეუღლედ).
ამდენად, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-----–-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---–---ს პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ--------–--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ნ-----–-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ნ-----–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ-----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძვეზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა- პრობაციის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ნ-----–-----------ეს დაეკისროს მოვალეობა - გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე.
არასრულწლოვან ნ-----------ეს და მის წარმომადგენელს განემარტოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე