განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2018
საქმის ნომერი
010100116001437264
ინსტანცია
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001437264

(1/ბ-193-18წ)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ _ ალექსანდრე ძირკვაძის,ადვოკატ - დავით საფარიძის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–-----------------–------–---–ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 01 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, მცხოვრები: ბ------ი, გ-------–--ის ქ. №25, ბინა №24,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ი-----–---–------–---–-ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახში ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 27 მაისს, დღის საათებში, ქ. ბ------ში, ზ. გ-------–--ის ქუჩა №25, ბინა №24-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ი-----–--–------–---–მა არასრულწლოვანი შვილის თ------------ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, ყელის არეში ხელის მოჭერით, სახის არეში ხელის დარტყმებითა და თმების მოქაჩვით ნ----------–--–------–---–ს მეუღლეს (ოჯახის წევრს), მიაყენა ჯამრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით ი-----–--–------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ი-----–--–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელიც ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი და ი-----–--–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სისხლის სამართლის საქმეზე ი-----–--–------–---–ზე წარდგენილი ბრალდების სისწორე სრულად დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოწმის მ------------------------ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე გამოძიების ეტაპზე გამოკითხული არასრულწლოვანი თ------------ის ჩვენებით. აღნიშნულ მოწმესთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად განმარტა სსს-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი და აღნიშნული ნორმის საფუძველზე თ------------ე გათავისუფლა ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, იმ მოტივით, რომ მას უფლება ჰქონდა, არ მიეცა ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, როგორც მისი ახლო ნათესავს. ბრალდებული კი აღნიშნულ მოწმესთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა არ იყო ახლო ნათესავი. ბრალდებული მოწმის თ------------ის დედის მეუღლეა ის არ არის ბრალდებულის შვილი, ასევე არ არის ახლო ნათესავი, ვინაიდან არ შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ჩამონათვალში. ამდენად სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება და ამით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქმის განხილვის შედეგზე, რადგან თ------------ე იყო თვითმხილველი მოწმე. სახეზეა დამაჯერებელ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–--–------–---–ის ბრალეულობას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორს ალექსანდრე ძირკვაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ ი-----–--–------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს დავით საფარიძეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ი-----–--–------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული მ--------------ის ჩვენების თანახმად, დაზარალებული ნ----------–--–------–---–ი არის მისი და. ნ----------–--–------–---–ი ყავს მეუღლე ი-----–--–------–---–ი. ცოლ-ქმარს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ცოლ-ქმარს შორის არ იყო ჰარმონიული ურთიერთობა მათ შორის კონფლიქტი იყო ყოველთვის. 2016 წლის 27 მაისს მ--------------ე ესტუმრა დის ნ----------–--–------–---–ის ოჯახს რა დროსაც შეესწრო ოჯახური ძალადობის ფაქტს. ი-----–--–------–---–მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ----------–--–------–---–ს. მან ორივე ხელით სცემა სახეში ნ----------–--–------–---–ი ბავშვების თანდასწრებით. ამ ფაქტს შეესწრო ასევე მეზობელი რ-------------–-----–---–იც.

 

მოწმის სახით დაკითხულ რ-------------–-----–---–ს განმარტებით ი-----–--–------–---–ის მხრიდან ნ----------–--–------–---–ის ცემის და ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ დაუნახავს.

 

დაზარალებულმა ნ----------–----–------–---–მა და თ-------------ემ უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულმა ი-----–--–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ღ----------------–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო N 0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების(16.06.2016 წლის) მონაცემებით ნ----------–---–------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ თვით ნ----------–--–------–---–ის განმარტებით აღნიშნული დაზიანებანი მიაყენა მეუღლემ ი-----–--–------–---–მა ქ. ბ------ში ქუჩაში 2016 წლის 14 ივნისს და არა 2016 წლის 27 მაისს ბინაში, რაშიც ბრალს დებდა ბრალდების მხარე ი-----–--–------–---–ს. მოწმე ჩვენებაში განმარტა, რომ დაზიანებანი, რომელიც გამოსახული იყო დაზარალებულ ნ----------–--–------–---–ის სხეულზე შეესაბამება 2016 წლის 14 ივნისს და არ შეესაბამება 2016 წლის 27 მაისს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ი-----–--–------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, დაზარალებულმა ნ----------–----–------–---–ს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ნ----------–--–------–---–ის დაზიანებების არსებობა, ადგენს იმასაც, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებების მიყენების დრო (2016 წლის 14 ივნისი) არსებითად განსხვავდება და საერთო არაფერი აქვს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დანაშაულის ჩადენის დროსთან (2016 წლის 27 მაისი), შესაბამისად არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ნ----------–--–------–---–ს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ი-----–--–------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ი-----–--–------–---–ის მსჯავრდება, რის გამოც ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი-----–--–------–---–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ი-----–----–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ბრალდებულ ი-----–--–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს - 20 000 (ოცი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ი-----–--–------–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე ქ. ბ------ი, ზ. გ-------–--ის ქ. N25 (ზონა - ბ------ი 05, სექტორი -22, კვარტალი -28, ნაკვეთი -001, კოდი 04/519, საკადასტრო კოდი N0---------------), 20 000 (ოცი ათასი) ლარის წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

განემარტოს ი-----–--–------–---–ს რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე