განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210017001773822
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4925-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - ი----- მ-----–---–-
წარმომადგენელი - ნ--- ც-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ნ------- ჩ-----
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ აპელანტისთვის თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ-------ი ჩ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ზ------- ხ-----–---–ს, გ--- ჭ-----------ს, ო----- წ------–---–ს, თ-------- მ----------ს და ი----- მ-----–---–ს, მოსარჩელე ნ-------ი ჩ----ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 3520 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წელს, მოსარჩელე ნ-------ი ჩ----ის მფლობელობაში იყო 4000 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ლ---------ს რაიონი, სოფელი ვ-------------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო აქტი (ს.ფ. 17);
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-15; 46-54).
2.2. მოპასუხეებს ზ------- ხ-----–---–ს, ო----- წ------–---–ს, გ--- ჭ-----------ს, თ-------- მ----------ს და ი----- მ-----–---–ს ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი, რომელიც დღის განმავლობაში იმყოფება მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებულ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საქონელს დღის განმავლობაში გ--–- ჩ------- მეთვალყურეობს. დილით საქონლის საძოვარზე ჩაყვანაში და საღამოს ამოყვანაში გ--–- ჩ-------ს მოპასუხეების ოჯახის წევრები მორიგეობით ეხმარებიან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
- შესაგებელი (ს.ფ. 46-54);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (სასამართლოს 12.04.2017 წლის სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ 4000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე ასაღები იყო ე.წ. ოთახის ცოცხის მოსავალი, ხოლო გოგრის მოსავლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო.
მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის 616 კვ.მ. ფართობზე დათესილი ჰქონდა ოთახის ცოცხი, ხოლო დანარჩენ ფართობზე ,,ხოკერას“ ჯიშის გოგრა. აგრეთვე მიუთითა, რომ შემოსული გოგრის მოსავლის ორი კრეფა ჩატარებული ჰქონდა, რომლის შედეგად დაახლოებით 20 ტონა მოსავალი მიიღო. ნოემბრის თვეში კი ოთახის ცოცხის და კიდევ 6 ტონა გოგრის მოსავლის აღება უნდა მომხდარიყო, რაც მოპასუხეების საქონელმა გაანადგურა.
სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმედ დაკითხულმა ი----- ტ--------მ, ვ-------- დ---–---მ, თ------ კ-------მ და ნ---- პ-------–---–მა დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთში ცოცხის და გოგრის კულტურები ჰქონდა დათესილი. ვ-------- დ---–---მ განმარტა, რომ ,,ხოკერას“ ჯიშის გოგრის თესლი მოსარჩელემ მისგან იყიდა და ნაკვეთში დათესა. მოწმის სახით დაკითხულმა ი----- ტ--------მ განმარტა, რომ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ცოცხის და გოგრის კულტურების დათესვაში. მისი მონაწილეობითვე მოხდა შემოსული გოგრის კრეფა. მანვე განმარტა, რომ ცოცხის და ნაკვეთში დარჩენილი დაახლოებით 6 ტონა გოგრის მოსავლის აღება ნოემბრის თვეში უნდა მომხდარიყო. მოწმე თ------ კ-------მ განმარტა, რომ მოსარჩელის ნაკვეთის გვერდით აქვს ნაკვეთი, რომელშიც 2016 წლის 25 ოქტომბერს იყო ჩასული და დაინახა, რომ მოსარჩელეს ცოცხის მოსავალი ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღებული, გოგრის მოსავლის არსებობა მოწმემ ვერ დაადასტურა და განმარტა, რომ 25 ოქტომბერს გოგრის მოსავალი ნაკვეთში არ დაუნახავს. მოწმე ნ---- პ-------–---–მა კი განმარტა, რომ მოსარჩელის ნაკვეთში დათესილი ჰქონდა გოგრის და ცოცხის კულტურები და შემოსული გოგრის მოსავლის კრეფაშიც მონაწილეობა აქვს მიღებული.
მოსარჩელემ მტკიცებულების სახით ფოტომასალაც წარმოადგინა და მიუთითა, რომ მასზე დაფიქსირებულია გოგრის და ცოცხის კულტურების არსებობის კვალი (ცოცხის ძირები).
მოპასუხე მხარემ სადავო გახადა 2016 წლის 20 ნოემბრისთვის ნაკვეთში მოსავლის არსებობის ფაქტი და მიუთითა, რომ ნოემბერში ყინვები და ქარიანი ამინდებია და ოთახის ცოცხი რომც ყოფილიყო, ის უკვე გამოუსადეგარი იქნებოდა. სარჩელზე თანდართული ფოტოსურათების მიხედვით კი გოგრის კულტურის არსებობა არ დასტურდება, ხოლო ცოცხის ძირებს მოჭრის კვალი ეტყობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით მიწის ნაკვეთში ცოცხის კულტურის არსებობა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, ხოლო გოგრის კულტურის ნაწილში მოპასუხეების შედავება საფუძვლიანია და მოსარჩელე მხარემ ამ ნაწილში ვერ წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულებები. კერძოდ:
ს--- ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს“ დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ 4000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე საორიენტაციოდ მიღებული იქნებოდა 880 ცალი მზა ცოცხი ღირებულებით 3520 ლარი, ხოლო გოგრის მოსავლის ნაწილში დასკვნაში მითითებულია, რომ ამ ფართობზე საორიენტაციოდ 5245 კგ. გოგრის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, რომლის ღირებულებაც, ასევე საორიენტაციოდ, ექსპერტმა 2622.5 ლარით განსაზღვრა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით მან ორჯერ ჩაატარა გოგრის კრეფა და დაახლოებით 20 ტონა გოგრის მოსავალი მიიღო, ხოლო ნოემბრის თვეში კიდევ 6 ტონის მიღებას ვარაუდობდა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ სასამართლო საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე უთითებს, რომლის მიხედვით მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მისაღები გოგრის მოსავლის საორენტაციო ოდენობა 5245 კგ-ს შეადგენს. მოსარჩელე მხარეს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაახლოებით 26 ტონა გოგრის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, არ წარმოუდგენია. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით კი ამ გარემოების დადასტურება ვერ მოხდება. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული გოგრის მოსავლის ოდენობა არადამაჯერებელია, რაც ასევე არადამაჯერებელს ხდის მოსარჩელის განმარტებას დარჩენილი მოსავლის ოდენობის ნაწილშიც.
რაც შეეხება ოთახის ცოცხის კულტურის ნაწილში სადავო გარემოებას, სასამართლო, გარდა მოწმეთა ჩვენებისა, მიუთითებს ფოტომასალაზე, რომელზეც აღბეჭდილია ცოცხის კულტურის ძირების ნარჩენები და ნათლად ჩანს, რომ ნაკვეთში ცოცხის კულტურა ოთხ რიგად უნდა ყოფილიყო დათესილი. აგრეთვე, სასამართლო მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, რომლის მიხედვით, ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული ფოტომასალა. ექსპერტი უთითებს, რომ ფოტომასალაზე დაფიქსირებულია ცოცხის კულტურა, მაგრამ ყინვისგან დაზიანების კვალის დადგენა ფოტომასალით შეუძლებელია. ამავე ნაწილში მითითებულია, რომ ცოცხის მოსავლის აღება რეკომენდირებულია ამინდის გაუარესებამდე, რადგან ყინვის ხანგრძლივობა მეტნაკლებად აქვეითებს მის ხარისხობრივ მაჩვენებელს. ვინაიდან უცნობია დღეების მიხედვით დაფიქსირებული ყინვა და მისი ხანგრძლივობა, ამიტომ რა ზიანი შეიძლება გამოეწვია ნედლეულის ვარგისიანობაზე დადგენა შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სადავო პერიოდში მიწის ნაკვეთში ცოცხის კულტურის არსებობა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ ნოემბრის თვეში ყინვებისა და ქარიანი ამინდების გამო ცოცხის კულტურა გამოუსადეგარი იქნებოდა, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. აგრეთვე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ცოცხის ძირებს მოჭრის კვალი ეტყობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
- სარჩელი (ს.ფ. 1-15);
- მოწმეების ვ-------- დ---–--ის, ი----- ტ-------ის თ------ კ------ის ნ---- პ-------–---–-ს ჩვენება (სასამართლოს 12.04.17 წლის სხდომის ოქმი).
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.61-67).
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. ოთახის ცოცხის მოსავალი მოპასუხეების კუთვნილმა მსხვილფეხა საქონლმა გაანადგურა.
სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებულია ფაქტების შეჯიბრებითობის პრინციპით დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ანუ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები თვითონ უნდა წარმოადგინონ. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე ნ-------ი ჩ-----მ სარჩელის საფუძვლად მიუთითა, რომ ლ---------ს რაიონის სოფელ ვ------------ში მდებარე 4000 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გოგრის და ცოცხის კულტურა ჰქონდა დათესილი. ოთახის ცოცხის ნარგავები 4 რიგად 616 კვ.მ. ფართობზე იყო განლაგებული, ხოლო დანარჩენ ფართობზე გოგრის კულტურა ჰქონდა დათესილი. მოსარჩელემ, 2016 წლის 28 აგვისტოს, მწიფე გოგრის პირველი კრეფა ჩაატარა და 6 ტონა გოგრა დაკრიფა. მეორე კრეფაზე, რომელიც სექტემბრის თვეში ჩატარდა, 14 ტონა გოგრა დაკრიფა. მიწის ნაკვეთში ასაღები ცოცხი და 6 ტონა გოგრა დარჩა, რომლის კრეფა ნოემბრის თვეში უნდა მომხდარიყო. მაგრამ ნოემბრის დასაწყისში მოსარჩელე ცუდად გახდა, ამას დაემატა წვიმიანი ამინდები და დაახლოებით 20 დღის განმავლობაში მიწის ნაკვეთში აღარ ჩასულა. მიწის ნაკვეთთან ავტომანქანით მისასვლელი გზის მდგომარეობის დადგენის მიზნით, 20 ნოემბერს, ნაკვეთში ი----- ტ-------- გააგზავნა, რომელმაც შეატყობინა, რომ ნაკვეთში მსხვილფეხა საქონელია შესული და გოგრის და ცოცხის კულტურა მთლიანად განადგურებულია. საქონლის მესაკუთრეების დასადგენად ნაკვეთში ჩავიდა და ტ--------სთან ერთად ადგილზე დარჩა, სადაც შეხვდა საქონლის წასაყვანად მოსულ ო----- წ------–---–-ს მეუღლეს ნ------- წ------–---–ს. მოსარჩელის შეკითხვაზე თუ ვის ეკუთვნოდა საქონელი, ნ------- წ------–---–მა განუმარტა, რომ საქონელი ზ------- ხ-----–---–ს, გ--- ჭ-----------ს, ო----- წ------–---–ს, თ-------- მ----------ს და ი----- მ-----–---–ს ეკუთვნოდა. მოსარჩელემ ნ------- წ------–---–ს მისცა საქონლის ნაკვეთიდან წაყვანის უფლება და თვითონ მოგვიანებით, ზიანის ანაზღაურების საკითხის გასარკვევად, ო----- წ------–---–თან სახლში მივიდა. ო----- წ------–---–მა დაუძახა საქონლის დანარჩენ მესაკუთრეებს და მოპასუხეები ზიანის სრულად ანაზღაურებას შეპირდნენ. მიუხედავად დაპირებისა, მათი მხრიდან ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა, რის გამოც მიმართა პოლიციას. მოპასუხეებმა, პოლიციის თანამშრომელთან ზიანის მიყენების ფაქტი აღიარეს.
მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით მოწმის სახით დაიკითხა ი----- ტ--------, ვ-------- დ---–---, თ------ კ------- და ნ---- პ-------–---–-.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----- ტ--------მ განმარტა, რომ მოსარჩელეს, ლ---------ს რაიონის სოფელ ვ------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 4 რიგად ცოცხის კულტურა ჰქონდა დათესილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გოგორის კულტურა დათესა. გოგრის მოსავლის პირველი კრეფა 28 აგვისტოს ჰქონდათ და დაახლოებით 6 ტონა მოსავალი მიიღეს. შემდეგ მეორე კრეფა ჩაატარეს და კიდევ დარჩა ასაღები, რომელიც ჯერ კიდევ შემოუსვლელი იყო. 2016 წლის 20 ნოემბერს, ნ-------ი ჩ----ის მითითებით ჩავიდა ნაკვეთში მისასვლელი გზის მდგომარეობის შესამოწმებლად. ადგილზე ჩასულს ნაკვეთში მსხვილფეხა საქონელი დახვდა. რაც შეატყობინა ნ-------ი ჩ-----ს და მესაკუთრეების დადგენის მიზნით ნაკვეთში დარჩნენ. შუადღეს ნაკვეთში ო----- წ------–---–-ს მეუღლე ნ------- წ------–---–- მივიდა, რომლისგანაც დაადგინეს, რომ საქონელი ზ------- ხ-----–---–ს, გ--- ჭ-----------ს, ო----- წ------–---–ს, თ-------- მ----------ს და ი----- მ-----–---–ს ეკუთვნოდა. ნ-------ი ჩ----- იმავე დღეს მივიდა სოფელში, სადაც შეხვდა ო----- წ------–---–ს, რომელმაც საქონლის სხვა მესაკუთრეებსაც დაუძახა და საუბრის დროს ზიანის ანაზღაურებას შეპირდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- პ-------–---–მა განმარტა, რომ გოგრის დათესვაში და მოსავლის კრეფაში მიიღო მონაწილეობა. მეორე კრეფაზე დაახლოებით 8-10 ტონამდე მოსავალი აიღეს, კიდევ დარჩა დასაკრეფი, გვერდზე იყო ასევე ცოცხი დათესილი და რომ შემოვიდოდა მაშინ უნდა მომხდარიყო მისი მოჭრა. ცოცხის და დარჩენილი გოგრის კრეფა ნოემბრის თვის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, მაგრამ უამინდობის გამო ნაკვეთში ვერ ჩავიდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმა ვ-------- დ---–---მ განმარტა, რომ ნ-------ი ჩ----ის მისი ნაკვეთის ახლოს აქვს ნაკვეთი. მან იცოდა, რომ მოსარჩელეს გოგრა და ცოცხი ჰქონდა დათესილი. რადგან გოგრის თესლი მისგან შეიძინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ კ-------მ განმარტა, რომ ნ-------ი ჩ----ის ნაკვეთი მისი კუთვნილი ნაკვეთის გვერდზე მდებარეობს. 2016 წლის 25 ოქტომბერს, თავის ნაკვეთში სიმინდის მოსავალი აიღო, რა დროსაც დაინახა, რომ ნ-------ი ჩ----ის ნაკეთში ცოცხის მოსავალი ჯერ კიდევ ასაღები იყო. იმ დროს ნაკვეთში გოგრის მოსავალი იყო თუ არა მითვის უცნობია.
საქმეში წარმოდგენილია ლ---------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის რ------ გ--–-–---–ის მიერ შედგენილი გამოკითხვის ოქმები. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ი----- მ-----–---–მა განმარტა, რომ მის კუთვნილ საქონელს ნ-------ი ჩ----ის მიწის ნაკვეთში არსებული მოსავალი არ გაუნადგურებია. ზ------- ხ-----–---–-ს, ო----- წ------–---–-ს და თ-------- მ-----------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მათ, სოფლის მინდორში, ძროხები ჰყავდათ გაშვებული, რა დროსაც საქონელი ნ-------ი ჩ----ის მიწის ნაკვეთში გადავიდა და ე.წ. ოთახის ცოცხი გააფუჭეს. გ--- ჭ----------ის გამოკითხის ოქმის მიხედვით, ნ-------ი ჩ-----ს მიწის ნაკვეთი ჰქონდა ნაქირავები, სადაც ე.წ. ოთახის ცოცხი ეთესა. სახლში წამოყვანის დროს ძროხები გაექცა ნ-------ი ჩ----ის მიწის ნაკვეთში და ცოცხის ნათესი გაუფუჭეს. გ--- ჭ-----------მ ზიანის ანაზღაურება იკისრა.
მოსარჩელემ აგრეთვე წარმოადგინა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია მიწის ნაკვეთზე არსებული ცოცხის კულტური ძირების ნარჩენები. სურათში გარკვევით ჩანს, რომ ცოცხის კულტურა ოთხ რიგად უნდა ყოფილიყო დათესილი.
მოპასუხეებმა უარყვეს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მათი საქონლის მიერ გოგრის და ცოცხის მოსავლის განადგურება. მათი შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ ნ------- წ------–---–-, გ--–- ჩ-------, ც-–---- ი----–---–- და ე------ თ-------- დაიკითხნენ.
მოწმე ნ------- წ------–---–მა განმარტა, რომ მის ოჯახს 2016 წლის 20 ნოემბრისთვის 2 სული ძროხა ჰყავდა. 10 ოჯახს აქვს შემოღობილი მიწის ნაკვეთი, რომელსაც საქონლის საძოვრად იყენებენ. მათ საქონელზე მეთვალყურეობას გ--–- ჩ------- ახორციელებს, რომელსაც საძოვარზე საქონლის ჩაყვანაში და ამოყვანაში მორიგეობით ეხმარებიან. მოწმემ მოსარჩელის განმარტება 2016 წლის 20 ნოემბერს მათ შორის შეხვედრის და მისი მხრიდან საქონლის მესაკუთრეების შესახებ მონაცემების მიწოდების ფაქტი უარყო. აგრეთვე განმარტა, რომ მოსარჩელეს ხშირად მიდიოდა მათთან, სახლიდან გაჰყავდა მისი მეუღლე და ემუქრებოდა, თუმცა მუქარის ფაქტზე მის მეუღლეს არ განუცხადებია და არც საუბრის თემის შესახებ უთქვამს მისთვის. მოწმემ განმარტა, რომ როდის შეხვდა მის მეუღლეს ნ-------ი ჩ----- არ ახსოვს. ეს შეხვედრა მისი თანდასწრებით არ მომხდარა. მოსარჩელე აწუხებდა მის მეუღლეს, გაიყვანდა ხოლმე გარეთ და იქ საუბრობდნენ. საუბრის დროს შესაძლებელია ყოფილიყო ი----- ტ--------ც. პოლიციის თანამშრომელი რომ მივიდა მათთან და საჩივარი რომ მიიღეს მხოლოდ მაშინ გაიგო სადავო საკითხის შესახებ. მანამდე არაფერი იცოდა, რადგან მეუღლეს მისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
მოწმე გ--–- ჩ-------მ განმარტა, რომ მოპასუხეების და კიდევ ორი ოჯახის კუთვნილი მსხვილფეხა საქონელი დღის განმავლობაში მას ჰყავს მიბარებული. საქონლის საძოვარზე გაყვანაში და დაბრუნებაში მესაკუთრეები მორიგეობით ეხმარებიან. 20 ნოემბერს საქონელი მეთვალყურეობის გარეშე არ დაუტოვებია. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ საქონელი სხვის ნაკვეთში გადასულიყო. აგრეთვე განმარტა, რომ სოფლის ტერიტორიაზე უყურადღებოდ ბევრი საქონელი დადის. 2016 წლის 20 ნოემბერს კი საქონელი მან და ი----- მ-----–---–მა ამოიყვანეს.
მოწმე ც-–---- ი----–---–მა განმარტა, რომ ჰყავს საქონელი, რომლებსაც მოპასუხეების კუთვნილ საქონელთან ერთად მათ კუთვნილ ადგილში აძოვებს. საქონელს დღის განმავლობაში მეთვალყურეობას გ--–- ჩ------- უწევს, რომელსაც მათი დახმარებით დილით ჩაჰყავთ საქონელი და საღამოს ერთ-ერთი მეპატრონე ჩადის და საქონელი ამოჰყავთ. ზიანი ვინ მიაყენა მოსარჩელეს მან არ იცის. მათი კუთვნილი საძოვარი შემოღობილია და იქიდან საქონელი ვერ გავა, ხოლო თუ მოპასუხეების საქონელი გავიდოდა, მისი კუთვნილი ძროხაც მათ გაჰყვებოდა. მისთვის უცნობია ვინ უთხრა მოსარჩელეს, რომ მათმა საქონელმა მიაყენა ზიანი. თუ მოპასუხეები დაასახელეს, მაშინ თვითონაც დასახელებული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მისი ძროხაც იქ იქნებოდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ-------ი ჩ----- ზიანის მიყენებაზე დავობდა და მოპასუხეებთანაც იყო მისული. მოწმემ განმარტა, რომ საქონლის მესაკუთრეები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ და შეუძლებელი იყო, რომ ამ ამბის შესახებ არ გაეგო. აგრეთვე განმარტა, რომ დავის შესახებ გასული წლის ნოემბერში შეიტყო, რადგან მთელი სოფელი ამაზე საუბრობდა და ეს ამბავი ვერ დაიმალებოდა.
მოწმე ე------ თ--------მ განმარტა, რომ ჰყავს ერთი სული საქონელი. საძოვრად დაჰყავთ პრივატიზებულ ადგილზე, რომელიც არის შემოღობილი. დღის განმავლობაში საქონელს ყურადღებას გ--–- ჩ------- აქცევს და არ არის შესაძლებელი, რომ საძოვრიდან საქონელი გავიდეს და ვინმეს ზიანი მიაყენოს, ვინაიდან საძოვრად გამოყენებული ტერიტორია იკეთება. აგრეთვე განმარტა, რომ 7 ოჯახს მთლიანობაში 30 სული საქონელი ჰყავთ.
ფაქტობრივად მხარეთა განმარტებები და სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მოსარჩელე მხარის მოწმეებმა დაადასტურეს მიწის ნაკვეთში ასაღები მოსავლის არსებობის ფაქტი. მოწმე ი----- ტ--------მ დაადასტურა 2016 წლის 20 ნოემბერს მოპასუხეების კუთვნილი მსხვილფეხა საქონლის მიერ მოსავლის განადგურების ფაქტი. მანვე დაადასტურა, რომ საქონლის წასაყვანად ჩასული ნ------- წ------–---–-სგან შეიტყვეს საქონლის მესაკუთრეთა ვინაობა. მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეება კატეგორიულად გამორიცხეს მათი საქონლის მხრიდან მოსავლის განადგურების შესაძლებლობა. მოწმე ნ------- წ------–---–მა კი უარყო 2016 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში შეხვედრის და მისი მხრიდან საქონლის მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტის არსებობა.
სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო, როგორც მხარეთა განმარტებებს, აგრეთვე მათი შუამდგომლობების საფუძველზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს თანაბარმნიშვნელოვან მტკიცებულებებად განიხილავს. საბოლოოდ კი გაიზიარებს იმ განმარტებებს, რომლებიც სასამართლოს უფრო სარწმუნოდ მიაჩნია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ნ------- წ------–---–-ს და გ--–- ჩ------ის ჩვენება, რომ მოპასუხეების კუთვნილ მსხვილფეხა საქონელს მოსარჩელისთვის ზიანი არ მიუყენებია, აგრეთვე ნ------- წ------–---–-ს განმარტება, რომ იგი 2016 წლის 20 ნოემბერს ნ-------ი ჩ-----ს არ შეხვედრია და მისთვის საქონლის მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია, არ უნდა იქნეს გაზიარებული. ნ------- წ------–---–-ს ჩვენებაში არსებობს წინააღმდეგობები, რაც მის არაგულწრფელობაზე მიუთითებს. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის მისვლამდე დავის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან მეუღლეს მითვის არაფერი უთქვამს. თუმცა, მანვე განმარტა, რომ ნ-------ი ჩ----- ხშირად მიდიოდა და მის მეუღლე სახლიდან გაჰყავდა, აწუხებდა, რამოდენიმე საათი ესაუბრებოდა. მოსარჩელე ძირითადად ღამით მიდიოდა თავისი მანქანით, მისი მეუღლისთვის სამსახურშიც მიუკითხავს, სახლში მოსულს საჭმლის ჭამასაც არ აცლიდა, ხან ახალი დაბანილი გაუყვანია გარეთ. მიუხედავად ასეთი განმარტებისა, მოწმემ უარყო, რომ დავის შესახებ მისთვის ცნობილი იყო. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ც-–---- ი----–---–-ს განმარტებაზე, რომლის თანახმად, დავის შესახებ მან ნოემბრის თვეშივე შეიტყო. მოწმემ მიუთითა, რომ შეუძლებელი იყო მას ამის შესახებ არ სცოდნოდა, რადგან ამ საკითხზე მთელი სოფელი საუბრობდა და თან საკითხი მათი საქონლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა. მოწმემ განმარტა, რომ საქონლის მეპატრონეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ფაქტობრივად დავის შესახებ თავიდანვე ყველასთვის ცნობილი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ პირობებში სარწმუნოდ ვერ ჩათვლიდა მოწმე ნ------- წ------–---–-ს ჩვენებას, რომ დავის შესახებ მოგვიანებით გაიგო, რადგან როგორც თავადვე აღნიშნა, სწორედ მის მეუღლესთან მიდიოდა მოსარჩელე საკითხის გასარკვევად და ამდენად, დავის შესახებ მისთვის თავიდანვე ცნობილი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, სასამართლო არც იმ ნაწილში ჩათვალა სარწმუნოდ მოწმის ჩვენება, სადაც იგი საქონლის ამოსაყვანად ჩასვლას და ნ-------ი ჩ-----სთან შეხვედრას უარყოფს. რაც შეეხება გ--–- ჩ------ის ჩვენებას, მოწმემ მიუთითა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს საქონელი მან და ი----- მ-----–---–მა ამოიყვანეს, თუმცა მსგავსი განმარტება თავად ი----- მ----–---–ს სასამართლოსთვის არ მიუცია.
სასამრთლომ, ზიანის მიყენების ნაწილში ყურადღება გაამახვილა ინსპექტორ- გამომძიებლის მიერ შედგენილი გამოკითხვის ოქმების შინაარსზე, სადაც მოპასუხეები (გარდა ი----- მ-----–---–-სა) ზიანის მიყენების ფაქტს ადასტურებენ და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასაც კისრულობენ. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია თითქოს ოქმებში დაფიქსირებული განმარტებები არასწორია და ოქმებს ხელი წაუკითხავად მოაწერეს, რადგან წერილობით დოკუმენტზე ხელის მოწერის არსებობა ადასტურებს იმას, რომ ხელმომწერი გაეცნო დოკუმენტს და მის შინაარსსაც დაეთანხმა. ამასთან, ოქმების უსწორობაზე რაიმე დავა მოპასუხეებს ამ დრომდე არ დაუწყიათ. აგრეთვე, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მოპასუხეების კუთვნილი საქონელი ყოველთვის ერთად გადაადგილდება და 2016 წლის 20 ნოემბერი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. შესაბამისად, ი----- მ-----–---–ს არ მიუთითებია, რომ 20 ნოემბერს მისი საქონელი დანარჩენ საქონელთან ერთად არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეების კუთვნილმა მსხვილფეხა საქონელმა ე.წ. ოთახის ცოცხის მოსავალი გაუნადგურა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 12.04.2017 წელი);
- მოწმეთა ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი 12.04.2017 წელი);
2.5. მოსარჩელეს, ოთახის ცოცხის მოსავლის განადგურებით, 3520 ლარის ზიანი მიადგა.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, ნაკვეთზე ოთახის ცოცხის კულტურის ნარგავები განლაგებული იყო ოთხ რიგად 616 კვ.მ. ფართობზე. 1 გრძივ მეტრ მიწის ნაკვეთში საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 40 ცალ ოთახის ცოცხის ნარგავს, შესაბამისად განადგურებული ფართობის მიხედვით საორიენტაციო ასაღები ცოცხის ნარგავების რაოდებას 35200 ცალი უნდა შეედგინა. ერთ გრძივ მეტრ ცოცხის ნარგავში სავარაუდოდ 2 ცალი მზა ცოცხის მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეს 1760 ცალი მზა ცოცხის მიღება შეეძლო და საორიენტაციო საბაზრო ღირებულების - 4 ლარის გაანგარიშებით ზიანის ოდენობამ 7040 ლარი შეადგინა.
მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ს--- ლ----------------–--------–-----------------–--------------------------------–------------ს 2017 წლის 15 თებერვლის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ---------ს რაიონის სოფელ ვ------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საორიენტაციოდ მიღებულ იქნებოდა 880 ცალი მზა ცოცხი, რომლის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 3520 ლარს შეადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ოთახის ცოცხის განადგურებით მიყენებული ზიანის ნაწილში ექსპერტიზის დასკვნში მითითებული ზიანის ოდენობა უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ექსპერტიზის დასკვნაზე მოსარჩელეს კვალიფიციური შედავება ან დამატებითი მტკიცებულება (განმარტება), რაც ექსპერტიზის დასკვნის უზუსტობაში და აუდიტორული დასკვნის სისწორეში დაარწმუნებდა სასამართლოს, არ წარმოუდგენია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 12.04.2017 წელი);
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ.30-31);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 61-67).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კანონის 464-ე მუხლის თანახად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლის შესაბამისად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დელიქტიდან წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ზიანის მიყენება. ამ ვალდებულების ძალით დაზარალებულს უფლება აქვს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს ზიანის მიმყენებლისგან.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი. აგრეთვე დადგენილია, რომ მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. ოთახის ცოცხის მოსავალი მოპასუხეების კუთვნილმა მსხვილფეხა საქონლმა გაანადგურა, რითაც მოსარჩელეს 3520 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა.
შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ოთახის ცოცხის მოსავლის განადგურებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება გოგრის მოსავლის განადგურებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვა სარჩელს დაკმაყოფილებაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის, ი----- მ-----–---–-ს მითითებით გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შესაბამისად, სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში არსებული მტკიცებულებებს. აპელანტის განმარტებით სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია ისეთი საკითხები როგორიცაა, რომელ საათზე გააგზავნა მოსარჩელემ ი----- ტ-------- ნაკვეთის დასათვალიერებლად, იმ შემთხვევაში თუ ი----- ტ--------ს ნაკვეთში მსხვილფეხა საქონელი დახვდა რატომ არ გამოდევნა ისინი დაუყოვნებლივ; რამდენი საათის განმავლობაში უცდიდა ძროხების პატრონებს. აპელანტის მითითებით სასამართლო არ დაინტერესდა და არ გამოიკვლია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა მაგალითად, მუშის ი----- ტ-------ის ნაკვეთში მისვლისას რა ოდენობის ზიანი უნდა ყოფილიყო უკვე დამდგარი და რა ზიანი დადგა მას შემდეგ, როცა მოსარჩელე ჩავიდა ნაკვეთში და არაფერი იღონა აეკრძალა ზიანის მიყენების ფაქტი. აპელანტის აზრით მოსარჩელეს შეეძლო, ზიანი აეცილებინა თავიდან, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და შეგნებულად დატოვა საქონელი ნაკვეთში რამდენიმე საათის განმავლობაში. აპელანტის განმარტებით ყველაფერთან ერთად სასამართლომ შეფასება არ მისცა პოლიციის თანამშრომლისათვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ის უთითებდა, რომ მისი საქონელი არ ყოფილა იმ საქონელთან ერთად, რომელიც იმყოფებოდა მოსარჩელის ნაკვეთში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, ნ------- ჩ----ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ზ------- ხ-----–---–-ს, ო----- წ------–---–-ს, გ--- ჭ----------ის, თ-------- მ-----------ს და ი----- მ-----–---–-ს კუთვნილი საქონლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, ნ------- ჩ----ის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ 1. მიწის ნაკვეთზე არსებული კულტურა, რომელიც დაზიანდა ნ------- ჩ-----ს ეკუთვნოდა; 2. მსხვილფეხა საქონელი, რომლის მეშვეობითაც ნ------- ჩ----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული კულტურის დაზიანება მოხდა ზ------- ხ-----–---–ს, ო----- წ------–---–ს, გ--- ჭ-----------ს, თ-------- მ----------ს და ი----- მ-----–---–ს ეკუთვნოდა; 3. ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია ზ------- ხ-----–---–-ს, ო----- წ------–---–-ს, გ--- ჭ----------ის, თ-------- მ-----------ს და ი----- მ-----–---–-ს კუთვნილი საქონლის მიერ მიწის ნაკვეთზე არსებული კულტურის გაძოვასთან.
მოცემულ შემთხვევაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ი----- მ-----–---–-ს მიერ, დანარჩენი მოპასუხეების მიმართ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების საგანში შემავალი ყველა ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება დაადგინა, შესაბამისად, სააპელაციო წესით განსჯის საგანია, ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც აპელანტმა ი----- მ----–---–მა სააპელაციო წესით სადავოდ გახადა. აპელანტ ი----- მ-----–---–-ს მხრიდან სადავოდაა გამხდარი ზოგადად საქონლის მიერ ნ------- ჩ----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კულტურის, კერძოდ, ოთახის ცოცხის ნარგავების დაზიანების და მითუმეტეს, მისი კუთვნილი საქონლის მიერ ასეთი ზიანის მიყენების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------- ჩ----ისთვის ზიანი განპირობებულია ზ------- ხ-----–---–-ს, ო----- წ------–---–-ს, გ--- ჭ----------ის, თ-------- მ-----------ს და ი----- მ-----–---–-ს კუთვნილი საქონლის მიერ ნ------- ჩ----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში არსებული კულტურის, კერძოდ, ოთახის ცოცხის ნარგავების დაზიანებით/გაძოვებით, ხოლო დაზიანების/გაძოვების შედეგად დამდგარი ზიანი 3520 ლარს შეადგენს.
განსახილველ შემთხვევაში ლ---------ს რაიონული სამმართველოს უბნის ი/გამომძიებლის მიერ 2016 წლის 01 დეკემბერს შედგენილი გასაუბრების ოქმებით ირკვევა, რომ ნ------- ჩ---ის სარჩელში მოპასუხედ დასახელებულმა პირებმა, კერძოდ, ზ------- ხ-----–---–მა, ო----- წ------–---–მა, გ--- ჭ-----------მ და თ-------- მ----------მა დაადასტურეს მათი კუთვნილი საქონლის ნ------- ჩ----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში შესვლის და საქონლის მიერ მიწის ნაკვეთში არსებული კულტურის, კერძოდ, ოთახის ცოცხის ნარგავების განადგურების ფაქტი. (ტ.1.ს.ფ. 20-27) მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში ზ------- ხ-----–---–მა, ო----- წ------–---–მა, გ--- ჭ-----------მ და თ-------- მ----------მა უარყვეს დასახელებული ოქმებით დადასტურებული ფაქტი, თუმცა, გათვალისწინებით, იმისა, რომ ოქმით დადასტურებული გარემოების უარსაყოფად სამართლებრივად წონადი მტკიცებულებები წარდგენილი ვერ იქნა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი----- მ-----–---–მა დაადასტურა, რომ მისი კუთვნილი საქონელი ზ------- ხ-----–---–-ს, ო----- წ------–---–-ს, გ--- ჭ----------ის და თ-------- მ-----------ს საქონელთან ერთად იმწყემსება. უფრო მეტიც, ი----- მ-----–---–მა დაადასტურა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს მისი საქონელი დანარჩენ მოპასუხეთა კუთვნილ საქონელთან ერთად იმყოფებოდა (იხ. 13.02.2018 წ. 11:29:58-11:30-45; 11:30:50:11:31:16; 11:34:15-11:34:23).
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა კუთვნილი მსხვილფეხა საქონლის მიერ მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ოთახის ცოცხის კულტურის განადგურების შესახებ გარემოება, ასევე დადასტურებულია მოსარჩელის მიერ მოწვეული მოწმეთა ჩვენებითაც, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს ი----- მ----–---–ის საქონელი დანარჩენ მოპასუხეთა კუთვნილ საქონელთან ერთად შევიდა მოსარჩელე ნ------- ჩ----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში, რა დროსაც გაანადგურა (გაძოვა, გათელა) ოთახის ცოცხის ნარგავები. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმე ი----- ტ-------ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს ადგილზე ჩასულს ნაკვეთში მსხვილფეხა საქონელი დახვდა და რომ ცოცხის მოსავალი იმდენად განადგურებული იყო, რომ საქონლის ნაკვეთიდან გარეკვას აზრი აღარ ჰქონდა. სააპელაციო პალატა სარწმუნოდა მიიჩნევს, ასევე მოსარჩელის ახსნა - განამრტებას და მოწმე ი----- ტ-------ის ჩვენებას იმის შესახებ, რომ სწორედ 2016 წლის 20 ნოემბერსვე, მანამდე სანამა, საქონლის წასაყვანად მისულმა ნ------- წ------–---–მა არ ამცნო ნაკვეთში შესული მსხვილფეხა საქონლის მესაკუთრეთა ვინაობა, მას საქონელი არ გაატანეს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ნ------- წ------–---–-ს მიერ მსხვილფეხა საქონლის მესაკუთრეების შესახებ გამხელილი ინფრომაციის საფუძველზე, მოსარჩელე ნ------- ჩ----- მალევე შეხვდა მოპასუხეებს, მათ შორის ი----- მ-----–---–ს პრეტენზიის წარსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოებას თავდაპირველად ი----- მ-----–---–- უარყოფდა, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას (იხ. 2018 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი) საბოლოოდ ი----- მ-----–---–მა დაადასტურა, რომ მას ისევე როგორც სხვა მოპასუხეებს მოსარჩელემ მიაკითხა და მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით საუბარიც ჰქონდათ. ის მოცემულობა რომ ნ------- წ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარჰყო მოსარჩელისა და მოწმე ი----- ტ-------ის პოზიცია 2016 წლის 20 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებს მოწმე ი----- ტ-------ის ჩვენების სარწმუნოობაზე, ვინაიდან მისი ჩვენება გამყარებულია 2016 წლის 1-ლი დეკემბრის გასაუბრების ოქმებში დაცული მონაცემებითაც. რაც შეეხება თავად ნ------- წ------–---–-ს (ნ------- წ------–---–- ერთ-ერთი თანამოპასუხის, ო----- წ------–---–-ს მეუღლეა, რაც კიდევ დამატებითი საფუძველია მისი ჩვენების არადამაჯერებლად მიჩნევისათვის, ვინაიდან დაინტერესებულია საქმის შედეგით) მიერ მოცემულ საქმეზე მიცემული ჩვენების სარწმუნოობას და დამაჯერებლობას, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ამ მოწმის ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ. პალატა ამ თვალსაზრისით ყურადღებას შეაჩერებს იმ ფაქტზე, რომ თავად მოპასუხეთა მიერ მოწვეულმა მოწმემაც (ც-–---- ი----–---–მა) ცალსახად დაადასტურა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის შესახებ სოფლის მოსახლეობისათვის (მოპასუხეების ერთმანეთთან მეზობლად ცხოვრობენ) მაშინვე გახდა ცნობილიო, რადგან მთელი სოფელი ამაზე საუბრობდა და ეს ამბავი ვერ დაიმალებოდაო. ის რომ შემთხვევის შესახებ მალევე გახდა ცნობილი მოპასუხეებისათვის, როგორც უკვე აღინიშნა, თვად ი----- მ-----–---–მაც დაადასტურა (იხ. 2018 წლის 13 თებერვლის სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:05:12-12:07:18). მიუხედავად ამისა მოწმე ნ------- წ------–---–- თავის ჩვენებაში უთითებს, რომ მომხდარის შესახებ არა ნოემბრის თვის ბოლოს, არამედ მხოლოდ მაშინ გაიგო, რაც მათ საჩივარი მიუვიდათ და პოლიციელი მივიდა ო----- წ------–---–თან.
პალატა აქვე შენიშნავს, რომ გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს (მოპასუხეს) არ წარმოუდგენია. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ნარგავების დაზიანება, გამოწვეული ხომ არ იქნა ხანგრძლივი უამინდობის გამო, ან სხვისი საქონელიც ხომ არ შედიოდა ნ------- ჩ----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებების დადასტურება მოპასუხის (აპელანტის) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა, რომლებიც მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა. ი----- მ-----–---–-ს ის პრეტენზია, რომ მან ობიექტურად ვერ მოახერხა მტკიცებულებების შექმნა, რამდენადც 2016 წლის 20 ნოემბრის შემთხვევის შესახებ, უკვე დაგვიანებით გაიგო, ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ი----- მ-----–--–მა თავადვე დაადასტურა საპირისპირო გარემოება იმის შესახებ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე დღეშივე შეიტყო.
პალატა საბოლოოდ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეს მოპასუხეების, მათ შორის ი----- მ-----–---–-ს, კუთვნილმა მსხვილფეხა საქონელმა ე.წ. ოთახის ცოცხის მოსავალი გაუნადგურა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზიანის ოდენობის დადასტურების მიზნებისათვის მოსარჩელემ აუდიტის დასკვნა წარმოადგინა (ს.ფ. 30-31, ტ. 1). მითითებული დასკვნის მიხედვით, მოპასუხეთა კუთვნილი საქონლის მიერ 100 % -ით განადგურდა ნ------- ჩ----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ოთახის ცოცხის ნარგავები, რითაც ნ------- ჩ-----ს მიადგა ზიანი 7040 ლარის ოდენობით.
თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის საპირისპირო მტკიცებულების სახით სასამართლოში წარმოადგინა ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნა, რომლის თანახმად ლ---------ს რაიონის სოფელ ვ------------ში (დასკვნის შემკვეთის მიერ მითითებულ) მიწის ნაკვეთზე საორიენტაციოდ მიღებულ იქნებოდა 880 ცალი მზა ცოცხი, რომლის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 3520 ლარს შეადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რაზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნით განსაზღვრული ზიანის ოდენობა, მოსარჩელე მხარის მიერ შედავებული არ ყოფილა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კვლევის მეთოდიკის მხედველობაში მიღებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ს--- ლ----------------–-------–-----------------–----------------------------–----------ს 15.02.2017 წ. დაკვნას, რომელიც უფრო, სრულყოფილად და დასაბუთებულად პასუხობს ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვას საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტთან დაკავშირებით.
ამგვარად, ზიანის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასმართლოს სწორად დაეყრდნო ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 15.02.2017 წ. დაკვნას.
სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლის შესაბამისად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით კი, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა აპელანტის ბრალეული ქმედებებით ნ------- ჩ----ისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი (იხ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობაც (იხ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, ცხოველით მიყენებული ზიანის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ მის მტკიცების საგანში შემავალი ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურება.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ უზრუნველყო სარჩელის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურება, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- მ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური