განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001209675
საქმე №1ბ/220-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ვახტანგ ლობჟანიძის, ზ---- ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორების - გ--–----------–---–----------–--–--------
ადვოკატ - შ-------------–ის
მონაწილეობით,გამართლებულ - დ--------------–---–ის მონაწილეობის გარეშე
მთავარი პროკურატურის პროკურორ გ--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით დ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად დ--------------–---–ს ბრალი წარედგინა მასზედ, რომ ჩაიდინა გამოძალვა, ე. ი. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, რაც გამოიხატა შემდეგში:
1999 წელს თ--------–-----ემ ბ---------------------------------–ებზე დააფუძნა კომპანია ,,B--------------------------”. 2002 წლის 17 ივნისს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურს“, როგორც შემსრულებელსა და ,,B--------------------------”-ს, როგორც კლიენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურებაზე. ხელშეკრულების თანახმად, ,,B--------------------------”-მა აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით შეექმნა თხევადი ქიმიური ნავთობპროდუქტების დროებითი ტექნოლოგიური ხაზი №2 ნავმისადგომთან, რომლის მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო ზემოაღნიშნული ნივთიერებების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მოპოვებული უფლების საფუძველზე ფოთის პორტში საწვავის იმპორტიორი კომპანიები, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ნავთობპროდუქტების დამუშავების (გადატვირთვა-გადმოტვირთვა) მომსახურების ღირებულებას უხდიდნენ ,,B--------------------------“-ს ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საიდანაც ,,B--------------------------“ დადგენილი განაკვეთის შესაბამის ღირებულებას უხდიდა შპს ,,ჩ----–---------------------–--------------------–---“ (ს/კ 2--------), ვინაიდან ამ უკანასკნელსა და სს ,,კ----------–------------------------------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ჩ----–---------------------–--------------------–---” მრავალწლიანი იჯარით გადაცემული ჰქონდა ფოთის პორტში არსებული ცალკეული ნავმისადგომების ტერიტორიები და შესაბამისად, სარგებლობდა ხსენებულ ტერიტორიებზე საქმიანობის ექსკლუზიური უფლებით. ხსენებული საწარმოს 75% წილის მფლობელი იყო კომპანია ,,C----------------------------” ამ უკანასკნელ საწარმოში კი 50%-იან წილს ფლობდა ასევე თ--------–-----ისა და მისი შვილის ზ---------–-----ის მიერ დაფუძნებული კომპანია ,,M-------------------------”.
2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და იმ დროისათვის ბიზნესმენმა დ--------------–---–მა, განიზრახა ძალადობით, ძალადობის მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელში ჩაეგდო თ--------–-----ისა და მისი შვილის კუთვნილი წილები ,,B--------------------------“-სა (100%) და ,,M-------------------------”-ში (60,18%). მიზნის მისაღწევად დ--------------–---–ი შეხვდა თ--------–-----ეს და ძალადობის გამოყენების მუქარით, კატეგორიულად მოსთხოვა ზემოაღნიშნულ საწარმოებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა.
მოთხოვნის პარალელურად, 2010 წლის 15-17 აგვისტოს პერიოდში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თ--------–-----ის საცხოვრებელ სახლში (მდებარე: ქ. თ---–---------------------) და მის გარე პერიმეტრზე განლაგდა ჯგუფი, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა შემადგენლობით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - გ---------------–--ის ხელმძღვანელობით, რომლებიც არ აძლევდნენ თ--------–-----ეს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ხსენებული დღეების განმავლობაში დ--------------–---–ი შუამავლის მეშვეობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თ--------–-----ესთან და კატეგორიულად მოითხოვდა მისგან თ--------–-----ისა და მისი შვილის კუთვნილი წილების დათმობას საწარმოებში, რომლებიც უშუალოდ ან/და სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას ფოთის პორტში; დ--------------–---–ი ასევე პირდებოდა თ--------–-----ეს, რომ ეს უკანასკნელი როგორც კი თანხმობას განაცხადებდა მისი მოთხოვნის შესრულებაზე, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები დატოვებდნენ მის საცხოვრებელ სახლს და პრობლემები აღარ შეექმნებოდა. რამდენიმე დღიანი ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად თ--------–-----ე იძულებული გახდა დათანხმებოდა კ-------–---–ს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაეთმო მისი და მისი შვილის კუთვნილი წილები ზემოაღნიშნულ საწარმოებში. დ----------–---–ის მიერ თ--------–-----ისგან თანხმობის მიღების შემდეგ, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დატოვეს თ--------–-----ის კუთვნილი სახლი.
გამომდინარე იქიდან, რომ თ--------–-----ისა და მისი შვილის კუთვნილი კომპანიები - ,,B--------------------------“ და ,,M-------------------------” წარმოადგენდნენ ე. წ. ,,ოფშორულ’’ კომპანიებს და ამ კომპანიების წილის დათმობა გარკვეულ დროსთან იყო დაკავშირებული, 2010 წლის სექტემბერში, დ--------------–---–ი უშუალოდ შეხვდა თ--------–-----ეს და კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოსთხოვა საწარმოებში კუთვნილი წილების დათმობა და პროცესების დაჩქარება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური განადგურებით დაემუქრა.
აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, თ--------–-----ემ და მისმა შვილმა ზ---------–-----ემ ,,B--------------------------“-ში (100%) და ,,M-------------------------”-ში (60,18%) კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა უსასყიდლოდ დათმეს დ--------------–---–ის მიერ კონტროლირებადი საწარმოების ,,D--------------------’’-ის და ,,A-----------------------------’’-ის სასარგებლოდ. დანაშაულებრივი კვალის დაფარვის მიზნით, ,,M-------------------------”-ის წილის გასხვისების ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითქოს და თ--------–-----ემ და ზ---------–-----ემ წილების სანაცვლოდ მიიღეს 6 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ორი უძრავი ქონების პროექტი, ,,B--------------------------“-ის წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა კონფიდენციალურად, სინამდვილეში კი თ--------–-----ესა და ზ---------–-----ეს ძალადობის შედეგად დათმობილი წილების სანაცვლოდ არანაირი ანაზღაურება ან/და სარგებელი არ მიუღიათ.
ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თ--------–-----ესა და ზ---------–-----ეს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი და მორალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ დ--------------–---–ს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მთავარი პროკურატურის პროკურორმა გ--–----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან დაზარალებულ თ--------–-----ის, მოწმეების: ნ---------–------------------------------------------–-------–----------------------------------------------–--------------------–-–-----------------------------------------------–--–----------------------------–---–-------–---------------–-–---–--------–-------–----------------------------------------------–---------------–---------–---–------------------–---–---------------------------------–-------------------------–----------------------–-------–---–--–-------–---------–---–-- და სხვათა ჩვენებებით; კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით; სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ქალაქ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი და მოწმეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით; შემფასებელი კომპანიის დასკვნით; შემავალი-გამავალი ზარების დათვალიერების ოქმებით; შვეიცარიის კონფედერაციიდან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობის ფარგლებში მიღებული დოკუმენტაციით, სრულად დასტურდება დ----------–---–ის მიერ გამოძალვის ჩადენის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ დ--------------–---–მა განიზრახა ძალადობით, ძალადობის მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელში ჩაეგდო თ--------–-----ისა და მისი შვილის კუთვნილი წილები ,,B--------------------------“-სა (100%) და ,,M-------------------------”-ში (60,18%) პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
აპელანტი მიუთითებს, რომ 2010 წლის სექტემბრის თვეში, დ--------------–---–ის და თ--------–-----ის ე. წ. „პიქსელის“ ავტოსადგომზე შეხვედრისას, დ--------------–---–ი თ--------–-----ეს ფიზიკური განადგურებით დაემუქრა, აღნიშნულს კი დადგენილად მიიჩნევს პირდაპირი მტკიცებულებების - დაზარალებულ თ--------–-----ის და მოწმე ლ-–-------------ის ჩვენებების საფუძველზე.
აპელანტის განმარტებას პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფაქტის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ხოლო რაც შეეხება მოწმე ლ-–-------------ის ჩვენებას, მისი ჩვენება არ შეიძლება იქნეს გაზიარებული, რადგან არ არის უტყუარი სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა თ--------–-----ემ განმარტა შემდეგი:
2010 წლის 14 აგვისტოს, დ--------------–---–მა, რომელსაც იცნობდა 2004 წლიდან და მასთან ჰქონდა ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობა, დაიბარა „პიქსელის“ შენობაში. იმ პერიოდისათვის დ--------------–---–ს არანაირი პოლიტიკური თანამდებობა აღარ ეკავა და დაკავებული იყო ბიზნესით. შეხვედრას ესწრებოდა ზ-------------ეც, თუმცა პერიოდულად გადიოდა ოთახიდან და ზუსტად არ იცის, საუბრის რა ნაწილი მოისმინა. დაზარალებულმა დ--------------–---–ისაგან შეიტყო, რომ შპს „ლ-----ში“ კონტრაბანდასთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენის გამო, ფინანსური პოლიციის საბაჟო წესების დარღვევის სამმართველოში, რომლის უფროსი იყო მ---------------–ი, მიმდინარეობდა გამოძიება. დ----------–---–მა თ----- და ნ---------–-----ეების დაკავების თავიდან ასაცილებლად, მათი თავისუფლებაში ყოფნის სანაცვლოდ, დაზარალებულისაგან მოითხოვა ბიუჯეტში 10 მლნ ლარის შეტანა - შპს „ლ-----ის“ ანგარიშზე და ფოთის პორტთან დაკავშირებულ კომპანიებში: „ჩ----–--------იში, „ბ--------სა“ და მე-5 ნავმისადგომზე წილების ნებაყოფლობით დათმობა. ასევე აცნობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო „ა--------“ (იუსტიციის მინისტრი ზ------------–---–ი) და ვ----სთან (შს მინისტრი ი------------–---–ი) და თუ ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა შეთავაზებას, ფულს და წილებს მაინც დაათმობინებდნენ. თ----–-----ე დაპირდა დ----------–---–ს, რომ კონკრეტულ პასუხს გასცემდა ძმასთან გასაუბრებისა და დაფიქრების შემდეგ. დაზარალებულის განმარტებით, დ--------------–---–ი მიუხედავად იმისა, რომ აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა და ხელისუფლებისგან დავალებული ჰქონდა ბიზნესის მართვა, იყო ზ------------–---–ისა და ი------------–---–ის გუნდის წევრი და მათთან დაახლოვებული პირი, ამ უკანასკნელთ მიმართავდა სიტყვით „შეფ“. აღნიშნულის გათვალისწინებით, ავადმყოფი ძმის თავისუფლებაში ყოფნის მიზნით, რომელიც იმ პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა საოპერაციოდ, გადაწყვიტა დაეწყო თანხების მობილიზება. თ----–-----ემ აღნიშნა, რომ იმ დღის შემდეგ დ----------–---–მა მასთან ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვიტა და კონტაქტს ინარჩუნებდა ჯერ ზ-------------ის, შემდეგ კი - ი-----------ისა და რ--------–--ის, იშვიათ შემთხვევებში კი - ბ----------–---–ისა და ა-–------------------იას მეშვეობით.
2010 წლის 14 აგვისტოს, დ----------–---–თან შეხვედრის შემდეგ, სახლში დაბრუნებულ თ--------–-----ეს, დაახლოებით ღამის 12-01 საათზე, ესტუმრა ზ-------------ე, რომელიც იყო შპს „ლ---ო--–ის“ პრეზიდენტი და დ----------–---–თან დაახლოვებული პირი. იგი შუამავლის როლს ასრულებდა და ურჩია, დათანხმებოდა შეთავაზებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს არ დაანებებდნენ. ვინაიდან ზ----------ე იმავე დილით, 4-5 საათზე მიფრინავდა თურქეთში, მალევე წავიდა დაზარალებულის სახლიდან. 2010 წლის 14 აგვისტოს, ზ----------ის სტუმრობის პერიოდში, თ--------–-----ეს მეუღლემ შეატყობინა, რომ სოდ-დან იყვნენ მისულები. დაზარალებულმა აღნიშნა, ზ----- რომ გაიგო სოდ-ის თანამშრომლების მისვლის ამბავი, წავიდა და სავარაუდოდ კიბეზე შეხვდებოდა მათ. სახლში შევიდა სამი უცხო პირი. ერთ-ერთი მათგანი დაზარალებულს გაეცნო, როგორც სოდ-ის სამმართველოს უფროსი გ---------------–--ე და შეატყობინა, რომ ხელმძღვანელობის სიტყვიერი დავალებით უნდა განეხორციელებინა მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი, ასევე ჰქონდა ლიკვიდაციის უფლებაც, რა დროსაც მოახდინა იარაღის დემონსტრირება. გ---------–----ა და მის თანხმლებ პირებს არ დაუსახელებიათ, თუმცა თავად იგულისხმა ხელმძღვანელობაში მ------–---–--------–---–--------------–---–-. სოდ-ის თანამშრომლებმა დეტალურად დაათვალიერეს თ----–-----ის სამსართულიანი სახლი, სადაც დარჩა მხოლოდ გ---------–--ე, დანარჩენები კი, 4-5 ადამიანი, 2-3 ავტომანქანით განლაგდნენ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------ის ქუჩაზე, გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად. სოდ-ის თანამშრომლები თ----–-----ის სახლში იმყოფებოდნენ 18 აგვისტომდე, თუმცა კონტაქტი დაზარალებულთან ჰქონდა მხოლოდ გ---------–----. ამ პერიოდში თ--------–-----ე, მისივე განმარტებით, გრძნობდა საფრთხეს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის მიზანიც იყო დათანხმებოდა დ----------–---–ის შეთავაზებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დააპატიმრებდნენ. ხოლო, სოდ-ის თანამშრომლების მის სახლში ყოფნის თვითმხილველები არიან: მისი მეუღლე ლ--------------ე, მძღოლი რ---------------ანი, ოჯახის დამხმარე ქალი ჯ---–---------------ი და აწ გარდაცვლილი მეზობელი ბ-------------ი.
დაზარალებულმა აღნიშნა, რომ 15 აგვისტოს იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა და სახლიდან არ გასულა. დაურეკა ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილემ შ-----------–---–მა და შეუთანხმდა შეხვედრაზე. იმავე დღეს, თ--------–-----ემ ზ-------------ისაგან, რომელიც ასრულებდა დ----------–---–თან შუამავლის როლს, მიიღო 3 მოკლე ტექსტური შეტყობინება, კერძოდ: პირველი სმს - ით - ზ----------ე აცნობებდა, რომ 1 მლნ-ის გადახდისთანავე სოდ-ის თანამშრომლები დატოვებდნენ მის სახლს; მეორე სმს - ით - ზ----------ე სთხოვდა თანხების მოძრაობის შეთანხმებას, ვინაიდან არ არსებობდა გადახდის გრაფიკი, მაგრამ სულ გადასახდელი იყო 10 მლნ ლარი, რის შემდეგაც კონტრაბანდის საქმეზე დაკავებულ პირებთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმებები; მესამე სმს - ის ტექსტი დაზარალებულის განმარტებით, ზ----------ეს მიღებული ჰქონდა დ----------–---–ისაგან, თუმცა სრული ტექსტი იყო უფრო მკაცრი, ვიდრე ის, რაც ქ-------ემ მას გაუგზავნა. ხსენებული სმს-ების მიღების შემდეგ, თ--------–-----ემ ზ----------ეს აცნობა, რომ დ----------–---–ის შემოთავაზებაზე თანახმა იყო.
2010 წლის 16 აგვისტოს, თ--------–-----ეს დაურეკა შ-----------–---–მა და დაიბარა ფინანსურ პოლიციაში. შეხვედრაზე წაიყვანა მძღოლმა რ-------------მა კუთვნილი „ლექსუსის“ მარკის ა/მანქანით, სადაც ჩაუჯდა ასევე გ---------–--ე, უკან კი გაჰყვა 2 მანქანა. ფინანსურ პოლიციაში ჯერ შეხვდა შ-----------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ უნდა გადაერიცხა 10 მლნ ლარი, თუმცა მანაც არ იცოდა რატომ და ვისთან იყო ეს თანხა შეთანხმებული. შემდეგ კი მ---------------–ს შეხვდა, რომელმაც განუმარტა, რომ მოწმეებად ჭირდებოდა რ---------–----------------–---–---------–--–------, რომელთაგან მხოლოდ პ--–--–-----ას არ დააკავებდნენ. დაზარალებული მ----------–- დაპირდა, რომ ნახავდა გ----------–---–სა და პ--–--–-----ას, რ---------–--ის საგამოძიებო ორგანოში მიყვანის თხოვნით კი დაურეკა ზ-------------ეს. დაზარალებულის ჩვენებით, შ-----------–---–სა და მ---------------–ს ამ საქმესთან დ--------------–---–ის კავშირზე არაფერი უთქვამთ.
2010 წლის 17 აგვისტოს, „ბიგ ბენთან“ მდებარე კაფეში თ--------–-----ე შეხვდა პ------–--–--------------------------------–---–ს, სადაც მისული იყო გ---------------–--ისა და სოდ-ის თანამშრომლების თანხლებით. დაზარალებულმა მიაწოდა მათ ინფორმაცია შინაპატიმრობაში ყოფნის თაობაზე, აგრეთვე აცნობა მ---------------–თან საუბრის დეტალები. დაზარალებულის ჩვენებით, გაფრთხილების შესაბამისად, 2-3 დღეში დააკავეს გ------------------–---–ი, მოგვიანებით კი რ-------------–--ე, დააკავეს ასევე შპს „ლ-----ისა“ და „ლ--- ბ-------ის“ რამდენიმე თანამშრომელი.
2010 წლის 17 აგვისტოს თ--------–-----ემ შეთანხმებისამებრ, ბიუჯეტში შეიტანა დაახლოებით 500 000 აშშ დოლარი.
2010 წლის 18 აგვისტოს, სოდ-ის თანამშრომლებმა თ--------–-----ე კვლავ მიიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, სადაც მ---------------–ს დაუდასტურა ბიუჯეტში თანხის შეტანის ფაქტი. შენობიდან გამოსულ დაზარალებულს არც საგამოძიებო ორგანოსთან და არც სახლში სოდ-ის თანამშრომლები აღარ დახვედრიან.
დაზარალებულის ჩვენებით, აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად ბიუჯეტში უნდა ჩაერიცხა 2 მლნ ლარი, შესაბამისად დაკავებული იყო თანხების მობილიზებით. აგვისტოს ბოლოს კიდევ ჩარიცხა 1 მლნ ლარი და შეატყობინა ზ-------------ეს, რომ აგვისტოს თვის თანხა სრულად იყო შეტანილი. თანხების მობილიზებაში ჩართული იყო ნ---------–-----ეც, რომელმაც კომპანია „ა-------ი“ გაყიდა და 2 მლნ ლარი შეიტანა ბიუჯეტში. ამ პროცესის პარალელურად, დ--------------–---–თან დაახლოვებული პირები რ--------–--ე და ი-----------ე ცდილობდნენ გაეგოთ თ--------–-----ის დამოკიდებულება კომპანიების გადაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ თემაზე დაზარალებული დუმდა და ცდილობდა დროის გაჭიანურებას.
დაზარალებულის ჩვენებით, 2010 წლის სექტემბერში (რიცხვი არ ახსოვს), დაურეკა დ--------------–---–მა და შეხვედრა დაუთქვა „პიქსელის“ ავტოსადგომზე. გააფრთხილა, რომ შენობაში არ ასულიყო, სადგომზე დალოდებოდა. დღის მეორე ნახევარში, კუთვნილი „ლექსუსის“ მარკის ა/მანქანით მივიდა დათქმულ ადგილზე, რა დროსაც საჭესთან მისივე თხოვნით იჯდა ოფისის მენეჯერი ლ-–-------------ე. შლაგბაუმის გავლით ჩავიდნენ -3 სართულზე მდებარე ავტოსადგომზე, რომლის შესასვლელთან იდგა 1-2 კაცი, მათ შორის დ----------–---–ის მძღოლი. ლიფტიდან გამოვიდა დ----------–---–ი და გაემართა დაზარალებულის მანქანისაკენ, მძღოლის მხარეს, რა დროსაც ლ-–-------------ე გადავიდა ა/მანქანიდან და ჩაჯდა დ----------–---–ი, რომელმაც მკაცრად, დაძაბული ტონით ჰკითხა თ--------–-----ეს, თუ როდის აპირებდა მინდობილობების გაკეთებას და კომპანიების გადაფორმებას. აღნიშნულ შეკითხვაზე დაზარალებულის პასუხმა, რომ ნ------ს შვილები მაინც შეეცოდებინა და არ წაერთვა მისი პატარა ბიზნესი, დ--------------–---–ი მდგომარეობიდან გამოიყვანა, ყვირილი დაიწყო, „გადმოაფორმე, თორემ სისხლის ტბებს დავაყენებო“, „ცოლ-შვილი შეიცოდე, შენი თავი თუ არ გეცოდებაო“. თ--------–-----ემ, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ვინაიდან დ----------–---–ს ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა და ყვირილი ესმოდა ლ-–-------------ესაც, რომელიც გაერიდა მანქანას. უცნობი პირები კი 20-30 მეტრში იდგნენ მათგან. დაზარალებულის განმარტებით, დ--------------–---–ის მუქარა სისხლის ტბებთან დაკავშირებით რეალურად აღიქვა და დათანხმდა მინდობილობების გაცემას. დ--------------–---–ის ა/მანქანიდან გადასვლის შემდეგ, კვლავ დაბრუნდა ლ-–-------------ე საჭესთან, რომელსაც არაფერი უკითხავს და დაზარალებულსაც არაფერი უთქვამს, მხოლოდ გზაში თავისთვის ჩაილაპარაკა „დამღუპეს, შვილი დავღუპეო.“ დაზარალებული თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, რის გამოც ლ-–-------------ემ წამალი მიაწოდა, შემდეგ კი სახლში მიიყვანა.
თ--------–-----ის ჩვენებით, 2010 წლის ოქტომბერში, B--------------------------“-ის მთლიანი, 100% წილი გადაუფორმა D---------------------ს, რომლის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელიც იყო ი-----------ე, ხოლო „M--------------------------“-ის 60.18% წილი გადაუფორმა A------------------------------ს, წარმოდგენილი ნდობით აღჭურვილი პირი რ--------–--ის მიერ; ასევე 2011 წლის იანვარ-თებერვალში იძულებით დაათმობინეს „მ-----–---ის“ წილები, თუმცა მისივე თხოვნით, მისცეს აღნიშნული კომპანიიდან დივიდენდის მიღების შესაძლებლობა. დაზარალებულის განმარტებით, მინდობილობებს, ხელშეკრულებებსა და მოგვიანებით შედგენილ ხელშეკრულების დანართს ხელი მოაწერა (მათ შორის შვილის ნაცვლადაც), თუმცა მას არც არანაირი თანხა და არც ორი უძრავი ქონების პრემიალური პროექტი არ გადასცემია.
ხოლო, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ლ-–-------------ემ განმარტა, რომ 2009 წლის ბოლოდან მუშაობდა თ--------–-----ის კომპანია „მ--------------ში“ ოფის მენეჯერის თანამდებობაზე, დაზარალებულთან ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. თ--------–-----ეს ჰყავდა პირადი მძღოლი და მხოლოდ 2 შემთხვევა იყო, როდესაც მან შეასრულა მძღოლის ფუნქცია. ერთ შემთხვევაში დაზარალებული წაიყვანა მაღაზიაში, მეორე შემთხვევა კი იყო 2010 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, როცა „ლექსუსის“ მარკის ა/მანქანით, დღის მეორე ნახევარში წაიყვანა საცხოვრებელი სახლიდან „პიქსელის“ შენობაში. ჩავიდნენ -3 სართულზე მდებარე ავტოსადგომზე, სადაც იდგა მოტოციკლეტი და რამდენიმე „რენჯროვერის“ მარკის ა/მანქანა, სერიით U--, განსხვავებული იყო მხოლოდ ციფრები, გასასვლელთან კი იდგა 3-4 მამაკაცი, მათგან 15-20 მეტრში. თ-----მა ვიღაცას დაურეკა და აცნობა, რომ მისული იყო, დაახლოებით 3-5 წუთში კარიდან გამოვიდა დ--------------–---–ი (რომელსაც ტელევიზიიდან იცნობდა) და მათკენ გამოემართა, დაცვის თანამშრომლები თითქოს მოემზადნენ, მაგრამ უკან არ გამოყოლიან. როდესაც დ----------–---–ი მიუახლოვდათ, ლ-–-------------ე გადმოვიდა მანქანიდან და მის ადგილზე საჭესთან დაჯდა დ--------------–---–ი, ლ-------------ე კი დადგა დაახლოებით მანქანის „უკანა ფრთასთან“. დ----------–---–ის მხარეს მანქანის ფანჯარა იყო ნახევრამდე ჩამოწეული, მაგრამ საუბარი არ ისმოდა, 2-3 წუთში კი დაიწყო დ----------–---–მა ყვირილი და საჭეზე ხელის დარტყმებით ეუბნებოდა დაზარალებულს „უნდა გადმოაფორმო, თორემ სისხლის გუბეები თუ ტბები დადგებაო“. ეს სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა და ამ დაძაბულობის დანახვაზე, 3-5 ნაბიჯით დაშორდა ლ-–-------------ე მანქანას, რა დროსაც საუბარი გარკვევით აღარ ესმოდა. ამის შემდეგ, დ--------------–---–მა დატოვა ა/მანქანაც და ავტოსადგომიც. მოწმის განმარტებით, ისევ დაჯდა საჭესთან და აღელვებულ დაზარალებულს მისივე თხოვნით წამალი მიაწოდა. არაფერი უკითხავს თ-----ისთვის და არც დაზარალებულს უთქვამს რაიმე, მხოლოდ ჩაილაპარაკა თავისთვის „ზ---- (შვილი) დავღუპეო.“ მოწმის განმარტებით, კომპანიამ იმუშავა 2010 წლის ბოლომდე, შემდეგ კი უმუშევრები დარჩნენ, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციით თ----–-----ეს წილები დაათმობინეს. მოწმის ჩვენებით, სხვა დროს დ----------–---–თან შეხვედრას არ დასწრებია და არც „პიქსელის“ შენობაში ყოფილა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზუსტი დრო არ ახსოვს („პიქსელში“ შეხვდრამდე თუ მას შემდეგ), მაგრამ ერთხელ ოფისიდან კონვერტი გაატანეს თ-----თან სახლში, სადაც დახვდა 2 მანქანა და უცნობმა პირებმა გამოკითხეს ვინაობა და მისვლის მიზეზი. კონვერტი გადასცა დაზარალებულის ოჯახის დამხმარე ქალბატონს. თავად სახლში არ ასულა, მაგრამ უჩვეულოდ მოეჩვენა მომხდარი, ვინაიდან შთაბეჭდილება დარჩა, რომ თ----–-----ეს ვიღაც იცავდა, თუმცა მას პირადი დაცვა არასდროს ყოლია.
მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მას არ ახსოვს თ----–-----ის მანქანის მინები დაბურული იყო თუ არა, არ ახსოვს როდის ჩაწია ფანჯრის მინა (თუმცა ახსოვს, რომ დ----------–---–ის ჩაჯდომის მომენტისათვის ჩაწეული იყო), არ ახსოვს მანქანიდან გადასვლისას დ----------–---–მა კარი ღია დატოვა თუ მიხურა, არ ახსოვს რა ეცვა თ----–-----ეს და არც ა/სადგომზე მყოფ 4-5 მამაკაცს. მოწმის განმარტებით, დ--------------–---–ის მუქარა ეხებოდა სისხლის გუბეების თუ ტბების დაყენებას. მაგრამ, რა უნდა გადაეფორმებინა დაზარალებულს ვერ გაიგო, ფიქრობს, რომ ეს არც თქმულა. მან ასევე აღნიშნა, რომ დ----------–---–მა „გადააფორმეო უთხრა და არა გადმომიფორმეო.“
მოწმე ლ-–-------------ის ჩვენების შეფასებისას პალატა ითვალისწინებს სასამართლოში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ლ-–-------------ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხვისას ლ-------------ემ განმარტა, რომ თ--------–-----ის დავალებით მხოლოდ ორჯერ შეასრულა მძღოლის ფუნქცია. მოწმის ეს ჩვენება ეწინააღმდეგება დაზარალებულის მძღოლის რ-------------ის ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ თითქმის 2 წლის განმავლობაში ლ-------------ე მძღოლად მუშაობდა თ----–-----ის ოჯახში და მათ შორის გადანაწილებული იყო თ----–-----ისა და ლ-----------ის გადაადგილების მოვალეობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ლ-------------ეს დაზარალებულის მეუღლე ლ--------------ე ოჯახის ახლობლად მოიხსენიებს. მისივე განმარტებით, დ----------–---–ის მიერ „სისხლის გუბეებისა თუ ტბების დაყენების“ მუქარის თაობაზე ინფორმაციას ფლობს ლ-------------ისაგან. თავად ლ-------------ე კი საერთოდ არ საუბრობს თ----–-----ის ოჯახის წევრებთან ნაცნობობაზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოწმე დეტალურად აღწერს მხოლოდ ე. წ. „პიქსელის“ შენობის ავტოსადგომს, იქ განლაგებული ა/მანქანების მოდელებსა და ნომრებს, თუმცა არ ახსოვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, შეხვედრის თარიღი, ასევე მისივე განმარტებით დ----------–---–ისა და თ----–-----ის საუბრიდან ახსოვს მხოლოდ ფრაზა - „უნდა გადმოაფორმო, თორემ სისხლის გუბეები თუ ტბები დადგებაო“ და არცერთი სხვა სიტყვა. არ ახსოვს მანქანის მინები დაბურული იყო თუ არა, როდის ან ვინ ჩაწია მანქანის ფანჯრის მინა, საიდანაც მან ზუსტად ეს ფრაზა მოისმინა.
აპელანტის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენება არის თანმიმდევრული და სასამართლოს მიერ გაზიარებული უნდა ყოფილიყო.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, ე. წ. „პიქსელის“ ავტოსადგომზე დ----------–---–ის მიერ მუქარის ფაქტის რეალობას ეჭვქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს არ ახსოვს მისი შვილის ფიზიკური განადგურების შესახებ მუქარის განხორციელების თარიღი. მაშინ, როდესაც მას ახსოვს აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენები დეტალურად თარიღების და საათების მითითებით, ახსოვს მისთვის არასაჭირო ინფორმაცია „პიქსელის“ შენობის ავტოსადგომზე განთავსებული ა/მანქანების მოდელებისა და ნომრების შესახებ.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ თ----–-----ე, მისივე განმარტებით, იმ პერიოდში სარგებლობდა ორი ნომრით - 5----------- და 5-----------. სექტემბრის შუა რიცხვებში შეხვედრა დაიგეგმა დ----------–---–ის მიერ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით. გამოძიების მიერ ნომერზე - 5----------- გამოთხოვილია ინფორმაცია 2010 წლის 1 აგვისტოდან - 31 აგვისტომდე და არაა გამოთხოვილი სექტემბრის თვის დეტალური ამონაწერი შემავალი და გამავალი ზარებისა და ანძების მითითებით, რაც უტყუარად დაადასტურებდა შეხვედრის თარიღსა და ადგილმდებარეობას. რაც შეეხება მეორე ნომერს 5-----------, ხსენებულ ნომერზე 2010 წლის 5 აგვისტოდან - 12 დეკემბრამდე გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 15-17 აგვისტოს შემდეგ არ ფიქსირდება თ----–-----ის კავშირი არათუ დ----------–---–თან, არამედ მასთან დაახლოვებულ პირებთან - რ-----–--------------------სთან, მაშინ როდესაც თავად დაზარალებულიც განმარტავს, რომ ავტოსადგომზე ლ-------------ესთან მისვლის ფაქტი სავარაუდოდ ტელეფონით შეატყობინა ი---------ს. ასევე მოწმე ლ-------------ემაც აღნიშნა, რომ ადგილზე მისვლის შემდეგ თ-----მა ვიღაცას დაურეკა და ამ ზარის შემდეგ მათთან მივიდა დ----------–---–ი.
ამასთან, დ----------–---–ის სარგებლობაში არსებული ნომრის 5----------- დეტალურ ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 1 აგვისტოდან - 31 დეკემბრამდე პერიოდში ბოლო სატელეფონო კონტაქტი თ----–-----ესთან ფიქსირდება - 13.08.2010 წ 18:22:06 საათზე, ხოლო, იმავე პერიოდში ნომერზე 5----------- დ----------–---–ის ზარი არ ფიქსირდება. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება დაზარალებულის ჩვენების სანდოობა, რომელმაც განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში დ----------–---–მა დაურეკა და ამ გზით დაიგეგმა „პიქსელის“ შენობაში შეხვედრა. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ თ----–-----ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე - 5----------- - 2010 წლის 15-17 აგვისტოს შემდეგ 12 დეკემბრამდე არ ფიქსირდება ლ-------------ის ნომერიც, ხოლო, ნომერზე 5----------- გამოთხოვილია მხოლოდ აგვისტოს თვის ინფორმაცია. შესაბამისად ვერ დგინდება დაზარალებულისა და ლ-------------ის სატელეფონო კავშირი და ლ-------------ის „პიქსელის“ ავტოსადგომზე ყოფნის ფაქტი. დაზარალებული თ----–-----ისა და ლ-------------ის ჩვენებების მიხედვით კი, „პიქსელის“ შენობაში წასვლამდე, დაზარალებულმა სატელეფონო ზარის მეშვეობით დაიბარა სახლში ლ-------------ე და სთხოვა შეხვედრაზე წაყვანა.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულისა და მოწმე ლ-------------ის ჩვენებები თავის მხრივ წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის მოწმეების: დ----------–---–ის მძღოლის, დაცვის უფროსისა და წევრების ჩვენებებთან, რადგან თ----–-----ისა და ლ-------------ის განმარტებით, „პიქსელის“ ავტოსადგომზე იმყოფებოდა რამდენიმე პირი, მათ შორის დ----------–---–ის მძღოლი, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მოწმეები კატეგორიულად უარყოფენ მსგავსი შეხვედრის გამართვას მათი თანდასწრებით და უფრო მეტიც, კატეგორიულად გამორიცხავენ დ----------–---–ის ნებისმიერ პირთან და ნებისმიერ ადგილას შეხვედრას, აგრეთვე მის გადაადგილებას პირადი დაცვის თანამშრომლების გარეშე.
აპელანტის აზრით, არ შეიძლება გაზიარებული იქნეს დაცვის თანამშრომლების ჩვენებები „პიქსელის“ შენობის კერძო ავტოსადგომზე დ--------------–---–სა და თ--------–-----ეს შორის შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომლებიც უარყოფენ ასეთი შეხვედრის ფაქტს, რამეთუ: ა) ზ------------–---–- ორი დღის მორიგეობის შემდეგ, ორი დღე ისვენებდა, რის გამოც შესაძლებელი იყო იგი ვერ შესწრებოდა ამ შეხვედრას; ბ) პ----------–--- კვირაში 2-3 დღე ისვენებდა, რის გამოც ასევე შესაძლებელი იყო იგი ვერ შესწრებოდა ამ შეხვედრას გ) დაცვის უფროსი ი--------------ე, შეხვედრის დროს შესაძლებელი იყო მის პირად საქმეზე ყოფილიყო გასული, მეტადრე მაშინ, როდესაც დ--------------–---–ი თ--------–-----ეს ხვდებოდა, რომელიც ვერ ჩაითვლებოდა რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევად უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ყურადღების თვალსაზრისით (დაცვის თანამშრომლების ჩვენებებიდან გამომდინარე, თ--------–-----ე იყო კ-------–---–ის ახლობელი და საფრთხედ არ აღიქვამდნენ მას); დ) რაც შეეხება მ-------------–--ეს, რომელიც მძღოლის ფუნქციას ითავსებდა, სწორედ მასზე აღნიშნა თ--------–-----ემ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში, რომ ,,პიქსელის’’ ავტოსადგომზე დ--------------–---–თან შეხვედრისას მძღოლი იქ იმყოფებოდა.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მოწმეების ი--------------ის (დ----------–---–ის დაცვის უფროსი), პ----------–--ის (დ----------–---–ის დაცვის უფროსის მოადგილე), მ-------------–--ის (დ----------–---–ის პირადი მძღოლი) და ზ------------–---–-ს (დ----------–---–ის დაცვის თანამშრომელი) ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დ--------------–---–ი მუდმივად გადაადგილდებოდა დაცვის თანამშრომლების თანხლებით და არცერთი წუთი არ რჩებოდა მათი მეთვალყურების გარეშე. მას ყოველთვის თან ახლდა დაცვის უფროსი ი----------ე და ძალიან იშვიათად, გამონაკლის შემთხვევაში ი----------ის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებდა პ------–--ე, რიგითი თანამშრომლები კი იცვლებოდნენ სამუშაო გრაფიკის მიხედვით. მათი ჩვენებებით კი დასტურდება, რომ ისინი არ შესწრებიან „პიქსელის“ ავტოსადგომზე დ--------------–---–ის ვინმესთან, მათ შორის, თ--------–-----ესთან შეხვედრის ფაქტს. მათ ასევე დაადასტურეს, რომ დ--------------–---–სა და თ--------–-----ეს ჰქონდათ ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ხშირი სტუმრიანობა ერთმანეთთან, ვიზიტები რესტორნებში, მათ შორის, ქობულეთსა და ბათუმში.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, მოწმის სახით დაკითხვისას ზ-------------ემ დაადასტურა, რომ იგი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დ--------------–---–სა და თ--------–-----ეს შორის ასრულებდა შუამავლის როლს. ასევე ისაუბრა ,,პიქსელის’’ შენობაში დ--------------–---–სა და თ--------–-----ეს შორის გამართულ შეხვედრაზე, როდესაც მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა დაძაბულ საუბარს, დაადასტურა დ--------------–---–ისგან გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნ-–-----ისთვის გადაგზავნის ფაქტი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. თუ შევაჯამებთ სამ შეტყობინებაში გადმოცემულ ინფორმაციას, მივხვდებით, რომ მისი ჩვენება შეესაბამება დაზარალებულ თ--------–-----ის ჩვენებას და ადასტურებს მასში ასახულ ფაქტებსა და გარემოებებს. მესიჯები გამოგზავნილია 2010 წლის 15 აგვისტოს, ანუ სწორედ იმ დროს, როცა სოდ-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ თ--------–-----ის სახლში. პირველ მესიჯში ასახული პირობა, რომ 1 მილიონის გადახდის შემდეგ გაუშვებდნენ „იმათ“, შესრულდა, როგორც კი თ--------–-----ემ პირველი 1 მილიონი ლარი გადაიხადა და სოდ-ის თანამშრომლებმა დატოვეს ნ-–-----ის სახლი. მეორე მესიჯში ასახული ინფორმაცია, რომელიც კ-------–---–ისთვის ბიუჯეტში გადასახდელი თანხების მოძრაობის ცნობას ემსახურება, თ--------–-----ე, როგორც ზ-------------ეს, ასევე ფინანსურ პოლიციას აყენებდა საქმის კურსში. მესამე მესიჯში კი მოკლედ, თეზისების სახითაა გადმოცემული ყველა ის საკვანძო ინფორმაცია, რასაც დაზარალებული ყვება მის ჩვენებაში, კერძოდ: დ--------------–---–ი თ--------–-----ისგან ითხოვს ფოთის ტერმინალში მისი კუთვნილი აქტივების გადმოფორმებას, ხოლო ნ---------–-----ისგან ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას; მოთხოვნის დროზე არ შესრულების შემთხვევაში განვითარებული მოვლენების საკუთარი თავისთვის დაბრალების მოწოდება ცალსახად მუქარის შემცველია და არ შეიძლება სხვანაირად შეფასდეს. ფაქტობრივად, მოკლე ტექსტური შეტყობინებები ზ-------------ის ჩვენებასთან ერთობლიობაში პირდაპირი მტკიცებულებაა და ადასტურებს დ----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მოწმე ზ-------------ემ კატეგორიულად უარყო დ----------–---–ის მხრიდან თ----–-----ის მიმართ რაიმე სახის მუქარის განხორციელებისა და ამ უკანასკნელისაგან წილების გადაფორმების მოთხოვნის ფაქტი და მიუთითა, რომ საუბარი შეეხებოდა კომპანიებში „ლ-----სა“ და „ლ--- ბ-------ში“ აღმოჩენილ კონტრაბანდას და საბაჟო პროცედურების დარღვევიდან გამომდინარე არსებული საბიუჯეტო დავალიანების დაფარვას, კერძოდ:
მოწმე ზ----------ის სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად დასტურდება, რომ 2010 წლის აგვისტოს თვეში „პიქსელის“ შენობაში თ--------–-----ისა და დ--------------–---–ის შეხვედრას ესწრებოდა ზ-------------ეც, რა დროსაც საუბარი ეხებოდა კომპანიებში „ლ-----სა“ და „ლ--- ბ-------ში“ არსებულ დარღვევებს, კონტრაბანდას და საბაჟო პროცედურების დარღვევიდან გამომდინარე არსებულ დავალიანებას. საუბარი დაიძაბა, ვინაიდან დ--------------–---–ისათვისაც უცნობი იყო დარღვევების თაობაზე და შპს „ლ-----ში“ (სადაც 50-50% წილის მფლობელები იყვნენ დ--------------–---–ი და ნ---------–-----ე) კონტრაბანდის ფაქტი ქმნიდა მისი შესაძლო დაკავების საფრთხესაც, ვინაიდან იმ დროისათვის დ--------------–---–ი სახელისუფლებლო გავლენით აღარ სარგებლობდა. შექმნილი დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, ზ-------------ემ დატოვა ოთახი, საუბარი კი თ--------–-----ესა და დ--------------–---–ს შორის კიდევ 15-30 წუთი გაგრძელდა. მოწმის ჩვენებით, თ--------–-----ესა და დ--------------–---–ს შორის იმდენად ახლო ურთიერთობა იყო, რომ მისთვის ასეთი დაძაბულობა მოულოდნელი აღმოჩნდა და ერთადერთი რაც გააკეთა, ურჩია თ--------–-----ეს, რომ ბიუჯეტში დავალიანების გადახდა შეძლებისდაგვარად დროულად მოეგვარებინა, აღნიშნულზე კი თავად დაზარალებულიც გამოთქვამდა მზადყოფნას, ვინაიდან შექმნილ ვითარებას ორივე მხარე განიცდიდა და თავად ზ-------------ეც დაინტერესებული იყო მეგობრებს შორის სიტუაციის დროულად დარეგულირებით, მოუწია დ--------------–---–სა და თ--------–-----ეს შორის კომუნიკაციის დამყარებაში დახმარება.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ „პიქსელის“ შენობაში თ--------–-----ისა და დ--------------–---–ის შეხვედრის შემდეგ, იმავე საღამოს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე მიაკითხა დაზარალებულს სახლში, სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით. აღნიშნული ვიზიტისას შეიტყო დაზარალებულის სახლში სოდ-ის თანამშრომლების ყოფნის ფაქტი, რაც თ--------–-----ეს დისკომფორტს უქმნიდა და დახმარება დაუპატიჟებელი სტუმრებისგან გათავისუფლებაში მას სთხოვა. მოწმის ინფორმაციით, სოდ-ის თანამშრომლები ორი დღე იმყოფებოდნენ დაზარალებულის სახლში, კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები ჰქონდა თ-----ს არ იცის, თუმცა ცხადია დისკომფორტს განიცდიდა. გამთენიისას, თურქეთში გამგზავრებამდე აეროპორტში შეხვედრისას, ზ-------------ემ საკუთარი ინიციატივით მიაწოდა ინფორმაცია დ--------------–---–ს თ--------–-----ის სახლში განვითარებულ მოვლენებზე, რაც დ--------------–---–ს ძალიან გაუკვირდა, ვინაიდან არაფერი იცოდა და განუცხადა, რომ სოდ-ის ხალხი თ----–-----ის სახლში მისი მითითებით არ იყვნენ შესულნი და არც მათი გამოწვევა შეეძლო, ამასთან იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. შემდეგ კი დ----------–---–მა ტელეფონზე ვიღაცას დაურეკა და „შეფ“-ით მიმართა (ასეთი მიმართვა მისი ჩვევა იყო), თუმცა არ იცის კონკრეტულად ვის ესაუბრა.
მოწმე ზ-------------ემ ასევე დაადასტურა მის მიერ თ--------–-----ისათვის სამი სმს-ის გაგზავნის ფაქტი, მესიჯების შინაარსთან დაკავშირებით კი განმარტა შემდეგი:
№1 (15.08.2010წ, 16:30:18სთ) -,,m------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------..)’’ - ტექსტი ზ-------------ის დაწერილია და მიზნად ისახავდა საქმის დროულად დასრულებას; №2 (15.08.2010წ, 18:12:58სთ) - s-------------------------------------------------------’’ და №3 (15.08.2010წ, 20:51:16სთ)- ,,T-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------’’ - №2-3 სმს-ების ტექსტი არის დ--------------–---–ის მესიჯების. ამ სმს-ების მიზანი იყო ბიუჯეტში თანხის დროულად შეტანა, რომ ისევ თ-----ს არ შექმნოდა პრობლემები. ყველა გადარიცხვა მიმართული იყო ბიუჯეტის დავალიანების დასაფარად და ვინაიდან სოლიდურ თანხაზე იყო საუბარი, თ-----ს დასჭირდებოდა აქტივების გასხვისების ხარჯზე თანხის მობილიზება. რაც შეეხება ხ------–--ეს, მის კომპანიასაც ჰქონდა რაღაც დავალიანება. „მ------“ რომ წერია მესიჯში, ზ----------ის განმარტებით, იგულისხმა, რომ „მ------ დამემართა ნერვიულობით-მეთქი.“ მოწმის ჩვენებით, დ--------------–---–ის მესიჯებში არანაირი მუქარის ტონი არ ყოფილა, ნებაყოფლობით ცდილობდა თ----–-----ესა და დ----------–---–ს შორის ურთიერთობის დალაგებას და ამ მიზნით, საკუთარი ინტერპრეტაციით მისწერა დაზარალებულს სმს-ები, რის მიზანიც იყო სიტუაციის დროულად დარეგულირება. მოწმის განმარტებით, „ლ-----ი“ და „ლ--- ბ-------ი“ თ----- და ნ---------–-----ეების საერთო ბიზნესი იყო, ამ ორიდან ერთ-ერთ კომპანიაში კი დამფუძნებელი იყო დ----------–---–იც და თუკი სიტუაცია არ დალაგდებოდა, შეიძლებოდა ამ უკანასკნელის თავისუფლებაში ყოფნასაც შექმნოდა საფრთხე. მოწმის განმარტებით, თ--------–-----ეს მისთვის არ უთქვამს, რომ დ--------------–---–მა ქონება წაართვა. ბიუჯეტში შესატანი თანხის შესაგროვებლად, თ--------–-----ეს ყველა შემთხვევაში მოუწევდა აქტივების გასხვისება და ცხადია, ერჩივნა გასხვისება მოეხდინა დ--------------–---–ზე, რომელთანაც ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა და შეთანხმებაც უფრო სწრაფად შედგებოდა და უფრო რეალურიც იქნებოდა.
ამრიგად, აპელანტის განმარტება, თითქოს მოწმე ზ----------ის ჩვენება წარმოადგენს დ----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირ მტკიცებულებას, პალატა არ იარებს, რადგან მისი ჩვენებით გამოირიცხება დ----------–---–ის მიერ თ----–-----ის მიმართ რაიმე სახის იძულება ან მუქარა. პირიქით, დასტურდება, რომ თ----–-----ე თავად იყო აქტიური დ----------–---–ს შეეძინა აქტივები, რადგან მას სჭირდებოდა თანხა.
აპელანტის აზრით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სოდ-ის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებები, რაც გამოიხატა დაზარალებულისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვაში, ამასთან მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა დ--------------–---–ის, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და იმ დროისთვის ბიზნესმენის, გავლენა საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე. აღნიშნული მსჯელობა ურთიერთგამომრიცხავია, ვინაიდან საქმის მასალებით აშკარად დასტურდება, რომ თ----–-----ეზე სოდ-ის თანამშრომელთა მხრიდან ზეწოლა განხორციელდა დ----------–---–ის მხრიდან მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ და გრძელდებოდა დაზარალებულისგან იძულებითი თანხმობის მიღებამდე.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით მართალია ირკვევა, რომ სოდ-ის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებები, რაც გამოიხატა დაზარალებულისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვაში, მაგრამ არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დადასტურდა, რომ აღნიშნული ხდებოდა დ----------–---–ის მითითებით ან მისი გავლენით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები: გ---------------–--ე, გ----------–--------------–---------–---–-------------–-----------------------–---–----------------------- და ამავე დეპარტამენტის უფროსი დ-------–--ე ადასტურებენ, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მიღებულ დავალებასთან დ--------------–---–ის რაიმე სახის შემხებლობაზე, კერძოდ, მათი ჩვენებებით დადგენილა, რომ 2010 წლის 15-17 აგვისტოს პერიოდში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თ--------–-----ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თბილისი, მ-------ის ქ------ში და მის გარე პერიმეტრზე, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის გ---------------–--ის ხელმძღვანელობით, განლაგდა ამავე დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი გ----------–---------------–---------–---–--------------–------------------------–---–----------------------------- შემადგენლობით (რამდენიმე ა/მანქანით), რომლებიც ეტაპობრივად ცვლიდნენ ერთმანეთს დროის მითითებულ მონაკვეთში. ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული დავალება, რომელიც გულისხმობდა თ----–-----ეზე, მის სახლსა და სახლში შემსვლელ პირებზე მუდმივი და სრული მეთვალყურეობის განხორციელებას, აგრეთვე ნებართვისა და სოდ-ის თანამშრომელთა თანხლების გარეშე თ----–-----ისათვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა დ-------–--ემ მიიღო საქართველოს შ-----------------------–-ს ა------ მ-----–-საგან (სოდ-ის კურატორი) ე. წ. „მოდულის“ შენობაში. თავის მხრივ კი, დავალების შესრულება დ-------–--ემ დაავალა გ---------------–--ეს, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მის ინფორმირებას ახდენდა მობილური ტელეფონის საშუალებით. ხოლო, დ-----–----ათვის ხსენებული დავალების მიმცემი პირი - საქართველოს შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე ა--------–ი კი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მ----------–ი და მისი მოადგილე შ-------–---–ი, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ თ----–-----ესთან შეხვედრებს ბიუჯეტში 10 მლნ ლარის შეტანასთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმე გ---------–--ემ განმარტა, რომ 2010 წლის 15-17 აგვისტოს პერიოდში, თ--------–-----ემ რამდენჯერმე დატოვა სახლი მასთან შეთანხმებითა და სოდ-ის თანამშრომელთა თანხლებით, კერძოდ: ორ მეგობარს შეხვდა „ბიგ ბენთან“ მდებარე კაფეში და სამჯერ იმყოფებოდა ფინანსურ პოლიციაში, სადაც თავად მიიყვანა შ-----------–---–თან შესახვედრად, ამ უკანასკნელთან და დ-------–--ესთან სატელეფონო შეთანხმების შემდეგ. ფინანსურ პოლიციაში ბოლო ვიზიტისას, გ---------------–--ემ შ-----------–---–ისგან შეიტყო, რომ დავალება დასრულდა, რაც დაუდასტურა უშუალო ხელმძღვანელმა დ-------–--ემაც და აღნიშნულის შემდეგ, სოდ-ის თანამშრომლებმა დატოვეს თ--------–-----ის სახლი.
ამრიგად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ მოწმეთა ჩვენებებით დ----------–---–ის საგამოძიებო სამსახურთან რაიმე სახის კავშირი თუ გავლენა, არ დგინდება.
აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე იშველიებს მოწმეების - ლ--------------ის, ჯ---–---------------ის, რ---------------ანის, გ------------------–---–ისა და პ------–--–-----ას ჩვენებებს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და მათთვის თ--------–-----ეზე მეთვალყურეობის განხორციელებასთან დაკავშირებით დ--------------–---–ის კავშირის შესახებ, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა თავად დაზარალებული თ--------–-----ე, თუმცა ეს უკანასკნელი დ----------–---–ის შემხებლობას მის მიმართ სოდ-ის მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თავადაც კატეგორიულად ვერ ადასტურებს და გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს, კერძოდ:
დაზარალებულმა თ--------–-----ემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2010 წლის 14 აგვისტოს, ზ----------ის სტუმრობის პერიოდში, მას შეშფოთებულმა მეუღლემ შეატყობინა, რომ სოდ-დან იყვნენ მისულები. სახლში შევიდა 3 უცხო პირი, რომელთაგან ერთ-ერთი დაზარალებულს გაეცნო, როგორც სოდ-ის სამმართველოს უფროსი გ---------------–--ე და შეატყობინა, რომ ხელმძღვანელობის დავალებით უნდა განეხორციელებინა მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი, ასევე ჰქონდა ლიკვიდაციის უფლებაც, რა დროსაც მოახდინა იარაღის დემონსტრირება. გ---------–----ა და მის თანხმლებ პირებს არ დაუსახელებიათ, თუმცა თავად იგულისხმა ხელმძღვანელობაში მ------–---–--------–---–--------------–---–-.
მოწმე ლ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე, სახლში დაბრუნებულმა, აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ, თ--------–-----ემ უამბო, რომ დ--------------–---–ი ითხოვდა მისგან მილიონებს და წილების დათმობას ფოთის პორტში. დეტალებზე საუბარი ვერ მოასწრეს, ვინაიდან მათთან მივიდა ოჯახის ახლობელი, კომპანია „ლ---ოილის“ პრეზიდენტი ზ-------------ე. თ-----ისა და ზ----ს საუბრისას, მალევე გაისმა ზარი კარზე და სახლში შევიდა 2 უცნობი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი მათ გაეცნოთ როგორც სოდ-ის სამმართველოს უფროსი გ---------------–--ე. ამ უკანასკნელმა თ--------–-----ეს განუმარტა, რომ დავალებული ჰქონდა მასზე მუდმივი ვიზუალური კონტროლი და არასწორი მოქმედების შემთხვევაში მისი ლიკვიდაცია, რა დროსაც ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დადო მაგიდაზე. მოწმის განმარტებით, თ--------–-----ესთან მუდმივად იმყოფებოდა გ---------------–--ე, რომელიც ტელეფონის მეშვეობით ახდენდა ვიღაცის ინფორმირებას სახლში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პერიოდულად დავალებების მისაღებად სახლში შემოდიოდა თანამშრომელი სახელად ნ------, დანარჩენები კი ორი მანქანით განთავსებულნი იყვნენ ეზოს გარეთ. მოწმის ჩვენებით, მეთვალყურეობა და კონტროლი ეხებოდა მხოლოდ თ--------–-----ეს, მისთვის არავითარი შეზღუდვა არ დაუწესებიათ. უჩვეულო სიტუაციის ახსნის მიზნით, რ---------------ანს (თ--------–-----ის მძღოლი) და ჯ---–---------------ს (დამხმარე საოჯახო საქმეებში) უთხრა, რომ მათ სახლში მყოფი ხალხი კ-------–---–ის გამოგზავნილი იყო.
მოწმის განმარტებით, 15 აგვისტოს თ-----ი სახლიდან არ გასულა, 16-17 აგვისტოს კი გ---------------–--ის თანხლებით, მისი მეუღლე მძღოლმა რ-------------მა წაიყვანა ფინანსურ პოლიციაში, სადაც დარჩა რამდენიმე საათით. ლ-----------ის განმარტებით, 14-17 აგვისტოს პერიოდში იმყოფებოდნენ სოდ-ის თანამშრომლები მათ სახლში, რა დროსაც თ-----ი ძალიან ღელავდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. მას შემდეგ, რაც თ-----ი დათანხმდა წილების გადაფორმებას, სოდ-ის თანამშრომლებმა 18 აგვისტოს დატოვეს ნ-–-----ეების სახლი. ამ ფაქტის შემდეგ, თვე და რიცხვი არ ახსოვს, სახლში დაბრუნებული თ-----ისგან შეიტყო კ-------–---–ის მუქარა „სისხლის გუბეებს თუ ტბებს დავაყენებო“, აღელვებული დაზარალებული ამბობდა, რომ კ-------–---–ი „ყველაფერზე წავაო.“ მოწმის გამარტებით, ხსენებული მუქარის თაობაზე იცოდა ოჯახის ახლობლის, ლ-–-------------ისგანაც. ლ--------------ემ დაადასტურა, რომ არაფერი სმენია ბიუჯეტის დავალიანების და აგრეთვე, მის დასაფარად თ--------–-----ის მიერ 10 მლნ-მდე ლარის ოდენობით თანხის მობილიზების გზებისა და წყაროების თაობაზე. მოწმის ჩვენებით, დ--------------–---–ს შორიდან იცნობს, მაგრამ არ ფლობს ინფორმაციას მისი მეუღლისა და დ--------------–---–ის, აგრეთვე მაზლის ნ---------–-----ისა და დ--------------–---–ის ბიზნეს პარტნიორობის შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ მათ სახლში მყოფ სოდ-ის თანამშრომლებს დ--------------–---–ი საერთოდ არ უხსენებიათ.
ხოლო, მოწმის სახით დაკითხვისას რ---------------ანმა, რომელიც იყო თ--------–-----ის მძღოლი და ჯ---–---------------მა, რომელიც მუშაობდა მათ ოჯახში დამხმარედ, განმარტეს, მათთვის ლ--------------ისაგან გახდა ცნობილი, რომ უცნობი პირები იყვნენ „კ-------–---–ის გამოგზავნილები სოდ-დან.“
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ გ------------------–---–სა და პ------–--–-----ას, მათ დაადასტურეს, რომ 2010 წლის აგვისტომდე გ------------------–---–ი მუშაობდა შპს „ლ--- ბ-------ში“ კოორდინატორის თანამდებობაზე. კომპანიის დირექტორი იყო ვ-–- ც--–----ე. იმავე პერიოდში შპს „ლ-----ის“ კოორდინატორი იყო პ------–--–-----ა, კომპანიის დირექტორი კი ვ--------------–---–ი, დამფუძნებლები ნ---------–-----ე და დ--------------–---–ი (50-50%). ორივე შპს-ს საქმიანობას წარმოადგენდა ფოთის ნავსადგურში გემების დიზელის საწვავით მომარაგება, რისთვისაც ორი გემი - „ტ---------“ და „პ-------“ იჯარით ყავდათ აღებული შპს „ტ----- ბ-------ისაგან“, რომლის დამფუძნებლები იყვნენ რ-------------–--ე, ზ-------------ე, ნ------ და თ--------–-----ეები. 2010 წლის აგვისტოს თვეში, შპს „ლ-----სა“ და შპს „ლ--- ბ-------ში“ შემოწმების მიზნით შევიდა ფინანსური პოლიცია, დააკავეს დირექტორები: ვ--–--–----------------–---–- და ორივე კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი. აგვისტოს დასაწყისში, ფინანსურ პოლიციაში მოწმის სახით გ----------–---–ისა და პ--–--–-----ას დაკითხვას ესწრებოდა თ--------–-----ეც, რომელიც ეწეოდა მოლაპარაკებას ამ საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ, სიტუაციაში გარკვევის მიზნით, გ------------------–---–ი და პ------–--–-----ა კვლავ ჩამოვიდნენ თბილისში, სადაც 16-17 აგვისტოს, ჭ---------------ზე, „ბიგ ბენთან“ მდებარე კაფეში შეხვდნენ თ--------–-----ეს, რომელსაც მძღოლთან ერთად ახლდნენ უცხო პირები. თ-----ისგან შეიტყვეს, რომ ხსენებული პირები იყვნენ სოდ-ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებდნენ დაზარალებულზე მუდმივ მეთვალყურეობასა და კონტროლს. თ--------–-----ემ უთხრა მათ, რომ საგამოძიებო სამსახური მისგან ითხოვდნენ 10 მლნ ლარის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე მისგან ითხოვდნენ წილების დათმობას ფოთის პორტში, თუმცა მას არ უთქვამს კონკრეტულად ვინ ითხოვდა. ასევე გააფრთხილა, რომ გ----------–---–ს დააკავებდნენ. მართლაც, 2010 წლის 20 აგვისტოს, ფინანსურ პოლიციაში ჩვენების მიცემის შემდეგ გ------------------–---–ი დააკავეს, იმ დროისათვის 1 მლნ ლარი ბიუჯეტში უკვე გადარიცხული იყო. მოგვიანებით, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ნ---------–-----ემ გადაუხადა ჯარიმა 5 000 ლარი და 18 იანვარს გათავისუფლდა საპყრობილიდან. გათავისუფლებიდან მეორე დღეს, ქობულეთში შეხვედრისას, ნ---------–-----ისაგან შეიტყო, რომ ბიუჯეტში გადაიხადეს 10 მლნ ლარი, ნ------ს კომპანია „ა-------ი“ გააყიდინეს მიზერულ ფასად და თ-----ს წილები დაათმობინეს ფოთში, კომპანიების გადაფორმება კი მოხდა დ--------------–---–ზე. გ------------------–---–მა ასევე დაადასტურა, სექტემბრის შუა რიცხვებში, ნ---------–-----ისაგან შეიტყო, რომ დ--------------–---–ი ითხოვდა მისგან კომპანია „ა-------ის“ დათმობას მიზერულ ფასად, ასეც მოხდა, 1 300 000 ლარად გასხვისდა აქტივები და ბიზნესი კომპანია „ი-------“-ზე, რომლის მფლობელიც იყო დ--------------–---–ი. ნ------სგან ასევე იცის, რომ თ--------–-----ის წილებიც „ბ--------ში“, „ჩ----–სა“ და „მ-----–---ში“ გადაფორმდა დ--------------–---–ისადმი დაქვემდებარებულ კომპანიებზე.
ასევე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ბ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1997-1998 წლიდან იცნობს თ--------–-----ეს, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა მ-------ის ქ----ში და ამ უკანასკნელთან ჰქონდა ახლო მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა. 2010 წლის აგვისტოს თვეში, მეზობლებისაგან შეიტყო, რომ თ-----ის სახლთან მუდმივად მორიგეობდნენ პოლიციელები და დაზარალებული იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მივიდა თ----–-----ესთან, ამ უკანაკნელმა გაუღო კარი და აიყვანა მეორე სართულზე, სადაც დახვდა 2-3 უცნობი პირი. დაზარალებულმა დამსწრე პირებისაგან მალულად, ჩურჩულით უთხრა, რომ ბიზნესთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, მის სახლში იმყოფებოდნენ სოდ-ის თანამშრომლები, იყო ე. წ. შინაპატიმრობაში და არ შეეძლო თავისუფლად საუბარი, რის გამოც სთხოვა მოგვიანებით მისულიყო მასთან სასაუბროდ. სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად, ბ-------------მა დატოვა თ----–-----ის სახლი, სადაც პოლიციელთა მორიგეობა გაგრძელდა 2-3 დღის მანძილზე. შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში, ბ-------------ი შეხვდა თ--------–-----ეს, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციელების მის სახლში ყოფნა იყო საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დ--------------–---–ის მოწყობილი, რომელმაც ბიზნესში წაართვა კუთვნილი წილები.
ვ----------–-–---–-- ჩვენებით კი დადასტურებულია, რომ თ----–-----ის შინაპატიმრობაში ყოფნის თაობაზე ქალაქში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, 2010 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ჯერ სახლთან მიაკითხა დაზარალებულს და გარე პერიმეტრზე შენიშნა უცხო პირები, შემდეგ კი არაერთხელ დაურეკა მას კუთვნილი ნომრიდან 5----------- მობილური ტელეფონის ნომერზე 2-------, თუმცა ზარები უპასუხოდ დარჩა.
ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ მათთვის დ----------–---–ის კავშირის შესახებ თ--------–-----ის სახლში განვითარებულ მოვლენებზე, ცნობილია მხოლოდ გადმოცემით თ--------–-----ის და მისი მეუღლისგან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბ-------------ის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის გ---------–--ის ჩვენებასთან, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა დავალებული თ----–-----ეზე მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი. მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 15-17 აგვისტოს პერიოდში თ----–-----ის სახლში მისი მეუღლის, მძღოლისა და ოჯახის დამხმარე ქალის გარდა, უცხო პირი არ შესულა. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ მოწმე ვ----------–-–---–-- ჩვენება წინააღმდეგობაშია მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ თ----–-----ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 5-----------, 2010 წლის 1 აგვისტოდან - 31 აგვისტომდე ფიქსირდება ი. ფ------–-–---–ის მხოლოდ 1 ზარი 03.08.2010 წ, როდესაც სოდ-ი ჯერ არ არის განლაგებული თ----–-----ის სახლში, ნომერზე 5----------- კი 2010 წლის 5 აგვისტოდან 12 დეკემბრამდე საერთოდ არ ფიქსირდებოდა ი. ფ------–-–---–ის ზარი დაზარალებულთან.
აპელანტის განმარტებით 2010 წლის 8 ოქტომბრისა და 29 ოქტომბრის წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები დადებულია ძალადობის გამოყენების მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ხოლო, 2010 წლის 08 ოქტომბრის “M-------------------------”-ის 60% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა თ--------–-----ეს “M-------------------------”-ის წილის ნასყიდობის ფასი სრულად აუნაზღაურდა 6 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ორი პრემიალური უძრავი ქონების: „ვ------–----ს“ და „თ---–-----------------------ის“ გადაცემით, არის ტყუილი.
აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალებით დ----------–---–ის მხრიდან თ----–-----ის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ დასტურდება, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სადავო ხელშეკრულებები გაფორმებული და დადასტურებულია სათანადო წესით.
ასევე გასათვალისწინებელია მოწმე რ--------–--ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (29.10.2010წ), რომლის თანახმად, D---------------------მა (წარმოდგენილი ნდობით აღჭურვილი პირის ი-----------ის მიერ) თ--------–-----ისაგან (რომელიც მოქმედებდა პირადად და მისი შვილის, ზ---------–-----ის სახელით) შეიძინა „B--------------------------“-ის მთლიანი, 100% წილი. წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად (08.10.2010 წ), A------------------------------მ (წარმოდგენილი ნდობით აღჭურვილი პირი რ--------–--ის მიერ) თ--------–-----ისაგან (რომელიც მოქმედებდა პირადად და მისი შვილის, ზ---------–-----ის სახელით) შეიძინა „M--------------------------“-ის 60.18 % წილი.
მოწმის განმარტებით, „M--------------------------“-ის წილებთან დაკავშირებულ თავდაპირველ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად მითითებული იყო 8 მლნ აშშ დოლარი, თუმცა როდესაც თ--------–-----ესთან ხელმოსაწერად მიიტანა დოკუმენტი, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ხელმოწერაზე და ითხოვა ფასი არ ყოფილიყო საჯარო. ამ საკითხის დ--------------–---–თან შეთანხმების შემდეგ, რ--------–--ემ ხელშეკრულებაში დააფიქსირა, რომ ფასი იყო კონფიდენციალური, იმავდროულად გაფორმდა ხელშეკრულების დანართი, სადაც მიეთითა, რომ თ--------–-----ემ წილების სანაცვლოდ მიიღო 6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ორი პრემიალური პროექტი, ესენია: ვ------–----ს პროექტი და თ---–----------------------------სთვის ჯანმრთელობის დაცვის სახლის პროექტი. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებასაც და დანართსაც, არანაირი პრეტენზია და უკმაყოფილება არ დაუფიქსირებია. თანხის გადაცემას რ--------–--ე არ დასწრებია, თუმცა პირადად თ--------–-----ისაგან იცის, რომ ხელმოწერის მომენტისათვის 6 მლნ აშშ დოლარი მიღებული ჰქონდა, პროექტების გადაცემა კი სადავო არ უნდა იყოს, ვინაიდან ორივე პროექტი დღეის მდგომარეობით სახეზეა, ეკუთვნის დაზარალებულს და როგორც იმ მომენტისათვის, ისე დღეის მდგომარეობით სოლიდური ღირებულების მქონე და მილიონობით მოგების მომტანია. მოწმის ჩვენებით, საუბარია ბიზნეს პროექტებზე და არა არქიტექტორის მიერ დახაზულ, გრაფიკული გამოსახულების მქონე პროექტებზე.
ხოლო, მოწმის სახით დაკითხულმა ი-----------ემ განმარტა, რომ მან დაადასტურა 2010 წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულების სისწორე, რომლის თანახმად, D---------------------მა, რომლის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელიც თავად იყო, თ--------–-----ისაგან შეიძინა „B--------------------------“-ის მთლიანი, 100% წილი. ხელშეკრულების თანახმად, წილების შესყიდვის ფასი კონფიდენციალური იყო, რაც მისი ინფორმაციით, წარმოადგენდა თ----- და ზ---------–-----ეების მოთხოვნას. მოწმის განმარტებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მასზე გაცემა მოხდა დ--------------–---–ის მეშვეობით, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა. ხელშეკრულება მომზადდა რ--------–--ის მიერ, მან კი მონაწილეობა მიიღო მხოლოდ აღსრულებაში, კერძოდ, ჟენევაში შეხვდა „B--------------------------“-ის რეგისტრირებულ დირექტორებს, რომელთაც დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, ნ-–-----ეების მხრიდან არანაირი პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმის განმარტებით, 2010 წლის ზაფხულში თ--------–-----ემ სთხოვა დ--------------–---–თან შუამავლობა, ვინაიდან მას და მის ძმას ფოთის პორტში კონტრაბანდასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ, რაზეც უარით უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულისაგან ახსოვს მუქარანარევი სატელეფონო ზარი, რომ თუკი დ----------–---–ი „B--------------------------“-ის აქტივებს არ დაუბრუნებდა, ი---------საც მოუწევდა პასუხისგება, ვინაიდან ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს.
აპელანტი აღნიშნავს, რომ კ-------------ას, რ--------–--ის და დაცვის თანამშრომლების ჩვენებით დგინდება, რომ კ-------------ას თ--------–-----ისთვის არანაირი 6 მილიონი აშშ დოლარი არ გადაუცია, ვინაიდან წინააღმდეგობა გამოვლინდა სასამართლოში კ-------------ას ჩვენებასა და ი--------------ის ჩვენებას შორის, რომელიც შეეხება ნ-–-----ის სახლში მისვლის დროს ი--------------ის მიერ თ--------–-----ის დანახვის ფაქტს. კერძოდ, მოწმე კ-------------ამ განაცხადა, რომ „როცა კარები გაიღო, დაინახა რომ თ-----ი ჩამოდიოდა კიბეზე“, ხოლო, ი--------------ემ განაცხადა, რომ მას თ--------–-----ე არ უნახავს. ასევე, კ----------მ ცალსახად განაცხადა, რომ დ--------------–---–ს ი--------------ისათვის არ უთქვამს, რომ თანხა მიჰქონდათ ნ-–-----ის სახლში, ხოლო მეორეს მხრივ, ი--------------ემ განაცხადა, დ--------------–---–მა დაავალა, რომ კ----------ს გარკვეული თანხა ჰქონდა გადასატანი თ--------–-----ესთან და უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგობა ვლინდება, დაცვის თანამშრომლების ჩვენებებში, რომლებმაც განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს, კერძოდ, ზ------------–---–მა განაცხადა, რომ დაცვის უფროსისგან გაიგო, რომ თანხა გადაჰქონდათ (როდესაც დაცვის უფროსმა თქვა „მაქსიმალური ყურადღება, თანხა გადაგვაქვსო“), მაშინ როდესაც დაცვის უფროსის მოადგილე პ----------–--ე აცხადებს, რომ თანხის თაობაზე მისთვის არავის არაფერი უთქვამს.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან დაცვის მხარის მოწმის კ-------------ას ჩვენებით დასტურდება, რომ დ--------------–---–თან და თ--------–-----ესთან აკავშირებს ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, თავის მხრივ, დაზარალებულსა და დ----------–---–საც ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, მათთან ერთად არაერთხელ არის ნამყოფი სუფრაზე და საზღვარგარეთ. მოწმის განმარტებით, თ--------–-----ეს სურდა ფოთის ტერმინალთან დაკავშირებული კომპანიების წილების გაყიდვა, დ--------------–---–ი კი დაინტერესებული იყო ამ ბიზნესით. ამ საკითხზე მოლაპარაკების მიზნით, რამდენიმე შეხვედრა გამართა თ--------–-----ესთან, რომელსაც წილების სანაცვლოდ სურდა 8 მლნ აშშ დოლარის - ნაღდი თანხის მიღება, რომ არ დაფიქსირებულიყო ამ ოდენობის ფულის ტრანზაქცია, ვინაიდან მისი და მისი ძმის კომპანიას კონტრაბანდასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ბიუჯეტში დავალიანება ერიცხებოდათ. საბოლოოდ, მოლაპარაკება შედგა 8 მლნ. აშშ დოლარზე, საიდანაც თ--------–-----ეს 6 მლნ. აშშ დოლარი უნდა მიეღო ნაღდი ფულის სახით, ხოლო 2 მლნ. აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაეცემოდა უძრავი ქონების 2 პრემიალური ბიზნეს პროექტი (ვ------–----ს პროექტი და თ---–----------------------------სთვის ჯანმრთელობის დაცვის სახლის პროექტი). იურიდიულად როგორ გაფორმდა ეს შეთანხმება კ-------------ასათვის უცნობია, ვინაიდან ხელშეკრულება შეადგინა იურისტმა რ--------–--ემ. მოწმის ჩვენებით, 3-4 დღის განმავლობაში მოახდინეს შეთანხმებული თანხის - 6 მლნ აშშ დოლარის მობილიზება სხვადასხვა წყაროებიდან (400 000 აშშ დოლარი მიიტანა თავად კ. ნ-----მ) და ხსენებული თანხა 100 დოლარიანი კუპიურებით, მოთავსებული იყო „პიქსელის“ შენობაში, დ--------------–---–ის კაბინეტში მდებარე სეიფში. კ. ნ-----ს განმარტებით, თანხა ჩაალაგეს 2 დიდ ჩანთაში და პირადად მან, დ----------–---–ის დაცვის უფროსის ი--------------ის, მძღოლისა და დაცვის თანამშრომლების თანხლებით, მიიტანა თ--------–-----ის სახლში, მ-------ის ქუჩაზე. სახლში მარტო შევიდა, თანმხლები პირები კი გარეთ დარჩნენ. ჩანთები დიდ ოთახში იატაკზე დაალაგა და გახსნა, თანხა დაანახა თ-----ს, მაგრამ არ ამოუღიათ და არ დაუთვლიათ, მათ შორის არსებული ნდობის გათვალისწინებით. მოწმის განმარტებით, მან და თ----–-----ემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და 5-6 წუთში დატოვა დაზარალებულის სახლი, იმ მომენტიდან პროექტებიც თ----–-----ის საკუთრებად ითვლებოდა, თუმცა არ იცის როდის მოხდა იურიდიულად გადაფორმება. მოწმის განმარტებით, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისა და ნდობის გათვალისწინებით, მას არც დ----------–---–ისათვის გამოურთმევია ხელწერილი 400 000 აშშ დოლარის თაობაზე და არც თ----–-----ისათვის 6 მლნ აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ პასუხგაუცემელი დარჩა მოწმის მხრიდან მნიშვნელოვანი კითხვა, თუ რატომ არ გააფორმა თ--------–-----ესთან ელემენტარული ხელწერილი მაინც, რომელიც დაადასტურებდა მისთვის 6 მილიონი აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, განსაკუთრებით თ----–-----ესა და დ----------–---–ს შორის გაფუჭებული ურთიერთობის ფონზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს შემდეგს, მოწმის სახით დაკითხვისას კ-------------ამ განმარტა, რომ დ----------–---–ს მისთვის თ----–-----ისათვის ხელწერილის ჩამორთმევა რომ დაევალებინა, საერთოდ არ წავიდოდა შეხვედრაზე.
რაც შეეხება დ----------–---–ის დაცვის თანამშრომლების ჩვენებებს, პალატა ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმეებმა: ი--------------ემ (დ----------–---–ის დაცვის უფროსი), პ----------–---მ (დ----------–---–ის დაცვის უფროსის მოადგილე), მ-------------–--ემ (დ----------–---–ის პირადი მძღოლი), ზ------------–---–მა (დ----------–---–ის დაცვის თანამშრომელი) დაადასტურეს, რომ 2010 წლის ზაფხულის ბოლოს - შემოდგომაზე, დ--------------–---–ის დავალებით, კ----------ს ხელთ არსებული ორი მუქი ფერის სპორტული ჩანთის, რაშიც სავარაუდოდ ფულადი თანხა იყო, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ უკანასკნელს გაყვნენ თ--------–-----ის სახლში, მ-------ის ქუჩაზე. სახლში შევიდა მხოლოდ კ---------- ჩანთებით, თავად კი გარეთ ელოდებოდნენ. კ. ნ----- დაახლოებით 5 წუთში გამოვიდა სახლიდან ჩანთების გარეშე.
ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ცალსახად დადასტურდეს დ--------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი.
პალატა ასევე უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მთავარი პროკურატურის პროკურორ გ--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
დ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
დ--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივლისის №10ა/3015 განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განემარტოს დ--------------–---–ს, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 15 (თხუთმეტი) ცალი კომპაქტ დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე