განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210016001348852
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-436-2018 29 მაისი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ქ------- კ------
მოწინააღმდეგე მხარე - ბ------- ყ------ი
დავის საგანი - იპოთეკის გაუქმება, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ------- ყ------ის სარჩელი. ქ------- კ------ს და ი---- მ-------–--ეს შორის 2010 წლის 8 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება აღიარებულ იქნა ხანდაზმულად და გაუქმდა სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკა უძრავ ნივთზე - ს/კ 0------------------. (იპოთეკის უფლების რეგისტრაციის თარიღი: 08.04.2010). იპოთეკარი - ქ------- კ------ პ/ნ 6----------. მესაკუთრე - ბ------- ყ------ი პ/ნ 6----------. ქ------- კ------ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1 2015 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ნ----, შესახვევი II, №10, ს/კ 0------------------, რეგისტრირებულია ბ------- ყ------ის საკუთრება. 2.2. 2010 წლის 8 აპრილს, ქ------- კ------სა და ი---- მ-------–--ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ქ------- კ------მ 6000 ევრო ასესხა ი---- მ-------–--ეს, ხოლო ი---- მ-------–--ემ მიიღო აღნიშნული თანხა სესხად. სესხს პროცენტი არ დაერიცხა. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 6 თვის ვადით 2010 წლის 08 ოქტომბრამდე. თანხის დაბრუნება უნდა გაფორმებულიყო წერილობითი აქტით. სესხი უზრუნველყოფილი იქნა ი---- მ-------–--ის უძრავი ქონებით, რომელიც წარმოადგენდა საცხოვრებელ ბინას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ნ----, შესახვევი II, ბინა №5. მთელი საცხოვრებელი ბინის მახასიათებლებია: ზ--------------------------------------------------------------–---------------------------------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპო: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 462,00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 2; მესაკუთრე: ი---- მ-------–--ე, საკუთრების ტიპი: ბინა №5, ფართი 49,07 კვ.მ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით - სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პი---- შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ------- კ------მ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია აპელანტის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, ი---- მ-------–--ის ხელწერილს, რომლითაც ის აღიარებს ვალის არსებობას აპელანტის მიმართ 2016 წლის 30 დეკემბერს. 3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2008 წლის 8 აპრილს ი---- მ-------–--ემ ქ------- კ------საგან ისესხა 6000 ევრო. 4.2. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად ი---- მ-------–--ემ იპოთეკით დატვირთა ქუთაისში, ნ----ს მე-2 შესახვევში არსებული ბინა 5. 4.3. 2015 წლის 19 ოქტომბერს ეს ბინა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე შეიძინა ბ------- ყ------მა. 4.4. ბ------- ყ------მა სარჩელი აღძრა ქ------- კ------ს წინააღმდეგ და მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობა და კუთვნილი ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლება მოითხოვა. 4.5. თავის მხრივ, ქ------- კ------მ აღძრა შეგებებული სარჩელი ბ------- ყ------ისათვის სესხად გაცემული თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთულ ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. პალატას მიაჩნია, რომ როგორც ბ------- ყ------მა, ასევე ქ------- კ------მ სარჩელები არასათანადო მოპასუხეთა მიმართ აღძრეს. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ არასათანადო მოპასუხე არის, არა მარტო, ის ვინც საერთოდ პასუხისმგებლი არ არის, არამედ ისიც, ვინც სხვათა გარეშე არ არის პასუხისმგებელი სარჩელზე. 4.7. ბ------- ყ------ი ითხოვს ი---- მ-------–--ის მიმართ ქ------- კ------ს მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარებას და იმ იპოთეკის გაუქმებას, რომელიც ი---- მ-------–--ის მიმართ ქ------- კ------ს მოთხოვნას უზრუნველყოფს. 4.7.1. აქედან ჩანს, რომ ბ------- ყ------ის მოთხოვნა მიმართულია, არა მარტო, ქ------- კ------ს, არამედ - ი---- მ-------–--ის მიმართაც. ეს კი ნიშნავს, რომ მის სარჩელში ქ------- კ------სთან ერთად სავალდებულო მოპასუხე ი---- მ-------–--ეცაა. 4.7.2. ამის შესაბამისად, ბ------- ყ------ის სარჩელზე სათანადო მოპასუხეები არიან კრედიტორი და მოვალე ერთად. 4.7.3. ამასთან დაკავშირებით, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტითაც ქონების ყადაღისაგან, ე.ი. საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან გათავისუფლების სარჩელი, სწორედ, კრედიტორსა და მოვალეს ერთობლივად წარედგინება. 4.7.4. სწორედ ამ მიზეზით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ ბ------- ყ------ს სარჩელი არასაკმარისი, ე.ი. არასათანადო მოპასუხის მიმართ ჰქონდა წარდგენილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლისა და 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მას საქმეში თანამოპასუხედ ი---- მ-------–--ის ჩართვა შესთავაზა. 4.7.5. სასამართლოს შეთავაზებას ბ------- ყ------ი დაეთანმა. 4.8. პალატას ასევე მიაჩნია, რომ მართალია, ბ------- ყ------ი იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრეა, თუმცა მას ქ------- კ------საგან სესხი არ აუღია და ამიტომ მისი დაბრუნების ვალდებულებაც არ გააჩნია. 4.8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხად აღებული ნივთის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება მსესხებელს და არა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მესაკუთრეს. 4.8.2. ამის შესაბამისად, თანხის დაკისრების ნაწილში ქ------- კ------ს სარჩელზე სათანადო მოპასუხე ი---- მ-------–--ეა. 4.8.3. ამ ნაწილში, ბ------- ყ------ის სათანადო მოპასუხით შეცვლას კი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ქ------- კ------ დაეთანხმა. 4.9. ამრიგად, სასამართლომ საქმე სათანადო მოპასუხის, ი---- მ-------–--ის მონაწილეობით უნდა განიხილოს. 4.10. ამის მიუხედავად, პალატის აზრით, საქმის სააპელაციო სასამართლოში წარმოების ეტაპზე პროცესში ახალი, დამოუკიდებელი მხარის ჩართვა მის პროცესუალურ უფლებებზე ნეგატიურად აისახება - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-382-ე მუხლებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ზემოხსენებულ უფლებათა რეალიზაცია, მნიშვნელოვნად, შეზღუდულია. ეს კი სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპებს დაარღვევს. 4.11. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ------- კ------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა