განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2018
საქმის ნომერი
130210017002065726
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210017002065726

საქმე №2ბ/836-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 მაისი 2018 წ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შპს „ჩ------------------------------------------ი“

წარმომადგენელი - ო-–---------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარეები - გ--- გ--------–ი; მ–-----ი გ--------–ი და პ----- გ--------–ი;

წარმომადგენელი - მ---------ე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ;

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი" ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში აწარმოებს ს------------ გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები.

 

2. მოსარჩელეების, გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში.

 

3. გ--- გ--------–მა, მ–-----ი გ--------–მა და პ----- გ--------–მა სარჩელით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს:

 

1. მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" დაეკისროს გ---, მ–-----ი და პ----- გ--------–ების სასარგებლოდ მიყენებული ზიანის თანხა 17 987 ლარის და 38 თეთრი.

 

3.2 მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" მოსარჩელეების გ---, მ–-----ი და პ----- გ--------–ების სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.

 

3.3 მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს” მოსარჩელეების გ---, მ–-----ი და პ----- გ--------–ების სასარგებლოდ დაეკისროს 540 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

 

მოსარჩელეთა განმარტებით: - ხ-–---------------- სოფელ ქ--–----ში თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება - ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. შპს "ჩ------------------------------------------ი" აწარმოებს ს------------ გვირაბის მშენებლობას. გვირაბში გამუდმებულ აფეთქებებს აქვს ინტენსიური ხასიათი, ირღვევა ტექნოლოგიური პირობები და ამის შედეგად სოფელში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მათ შორის მოსარჩელეების. მოსარჩელეთა განმარტებით მათი სახლი მდებარეობს გვირაბიდან დაახლოებით 50 მეტრში. მდგომარეობის გარკვევის მიზნით მოსარჩელეებმა მიმართეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”, რომელთა მიერ შემოწმებული იქნა მათი (გ---, მ–-----ი და პ----- გ--------–ების) საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და მისი დაზიანების გამომწვევი მიზეზები, რაზედაც გაიცა სათანადო დასკვნა. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა- ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრეების განცხადებით, სოფელ ქ--–----ში, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში ს------------ გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად თუ გავითვალისწინებთ გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების და ასევე სოფელ ქ--–----ში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს შეიძლება დავასკვნათ, რომ სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ს------------ გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად. ამრიგად, ხ-–---------------- სოფელ ქ--–----ში მდებარე მოქალაქე გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით". ინდივიდუალური მეწარმე ზ----- გ------–--ის მიერ მომზადებული გამაგრება- შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე გ--- გ--------–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 17 987 ლარი და 38 თეთრი, რომლის ანაზღაურებასაც მოითხოვენ მოსარჩელეები.

 

4. მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემული დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მობინადრეთა განმარტებას. არის დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდზე. არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. როგორც დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა "მობინადრეების განცხადებით მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში ს------------ გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა მიწისძვრის მსგავსი ბიძგები". ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ "თუ გავითვალისწინებთ გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანების და ასევე სოფელ ქ--–----ში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ს------------ გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად". აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტი მიიჩნევს, რომ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ არსებობს. დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგადად ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა, მაგრამ საქმეს არ ერთვის და არც კომპანიაში არ მოიპოვება რაიმე მოთხოვნა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და საიდან დაადგინა ექსპერტმა, რომ კომპანია არანაირ მონიტორინგს არ ახორციელებდა. ექსპერტს ისიც კი არ დაუდგენია, თუ სად და რა მანძილზე მდებარეობს აფეთქების ადგილიდან მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქ--–----ზე, საქართველოს რ-------ის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს რ-------ის დაკვეთით აწარმოა კომპანია "ე--------სმა" იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტს, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა. საერთაშორისო კომპანია "ე--------სის" 2017 წლის 20 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არასწორია და მოპასუხის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში. აფეთქებითი სამუშაოები წარმოებდა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, რასაც არ შეეძლო მოსარჩელეთა ბინაზე დაზიანების მიყენება მათი სახლი არ არის მითითებული იმ სახლთა სიაში, რომლებიც ჩამოთვლილია ექსპერტის დასკვნაში, რომელთაც აფეთქების შედეგად შესაძლებელია მიდგომოდათ რაიმე ზიანი. დანარჩენი ყველა სახლი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ჩამოთვლილი არ ხდება რისკის ზონაში და ამ სახლებზე დაზიანება არ შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო გვირაბებში მიმდინარე აფეთქებების შედეგად. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, ინდ. მეწარმე ზ----- გ------–--ის მიერ შედგენილ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რომლითაც სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია შპალერისა და ქაღალდის დემონტაჟი შიდა კედლებიდან და ჭერიდან, მითითებულ ხარჯთაღრიცხვას არ ეთანხმებიან და თვლიან რომ საქმესთან საერთოდ არ აქვს კავშირი და რომ იგი მეტისმეტად არის უსაფუძვლოდ გაზრდილი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სარჩელიდან ირკვევა, რომ გასულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ისა და პ----- გ--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" გ--- გ--------–ის, ც------ გ--------–ის და პ----- გ--------–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხა 17 987 ლარი და 38 თეთრი, ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

5.1 დადგენილია, რომ ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული სისტემატიურად- გარკვეული სიხშირით წარმოებული მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა მითითებული გარემოებების დასადასტურებლად გარდა თავიაანთი ახსნა-განმარტებებისა წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია საცხოვრებელი სახლის დაზიანების შესახებ სარჩელში მითითებული გარემოებები. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს, როგორც სამართალწარმოების მხარეს, არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია ან რაიმე მტკიცებულება, რომლითაც გააქარწყლებდა ან უარყოფდა მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებებს.

 

5.2 დადგენილია, რომ ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს.

 

5.3 დადგენილია, რომ ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლის აღდგენა- გაძლიერების ხარჯები მთლიანობაში შეადგენს 17 987 ლარს და 38 თეთრს. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით და ინდ. მეწარმე ზ----- გ------–--ის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძიერების სამუშაოების სახარჯთაღრიხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ხ-–---------------- სოფელ ქ--–----ში მიმდინარე ს------------ გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი სისტემატიური აფეთქებების გამო, გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 17 987 ლარი და 38 თეთრი.

 

5.4 სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------მა" მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეებს, რაც გამოიხატა მის მიერ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.

 

5.5 სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის არსებობის ფაქტი; 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ბრალი დამდგარ შედეგის მიმართ. ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება; 4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში. ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს ს------------ გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს. მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა სისტემატიურმა აფეთქებებმა გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირება და მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით. ინდ. მეწარმე ზ----- გ------–--ის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ს------------ სამშენებლო სამუშაოების შედეგად გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 17 987 ლარი და 38 თეთრი. მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელეთა სახლი მდებარეობს აფეთქების არეალიდან მოშორებით და გვირაბში წარმოებული აფეთქებები ზიანს ვერ მიაყენებდა მათ საცხოვრებელ სახლებს, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უდაოდ დადგენილია, რომ გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის ბინაზე მიყენებული დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. (იხ. დასკვნა)

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში. დადგენილია, რომ ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს და ასევე დადგენილია, რომ ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 17 987 ლარი და 38 თეთრი. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნით დადგენილია მიზეზობრივი კავშირი გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს შორის. სხვა რაიმე მიზეზი დაზიანებისა დადგენილი არ არის. ის გარემოება, რომ კომპანია "ე---------ის" დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული. ვინაიდან ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირების შესაბამისად დაზიანებების წარმოშობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში გ--- გ--------–ი, მ–-----ი გ--------–ი და პ----- გ--------–ი უფლებამოსილნი არიან შპს "ჩ------------------------------------------ს" მოსთხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც ადგილი აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებულ აუცილებელი წინაპირობებს და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების შედეგად.სასამართლომ მოახდინა, რა ადგილობრივი დათვალიერება დარწმუნდა, რომ მოსარჩელეთა სახლის კედლებზე ნამდვილად აღინიშნება ჰორიზონტალური, ვერტიკალური და დამრეცი - გამჭოლი ბზარები სახლის ორივე სართულზე, ე.წ. "ქამარი" გადახსნილია, კარებების ჩარჩოების ნაწილი დეფორმირებულია, ჭერი დაშორებულია კედელთან დაახლოებით 0,5 სმ.ზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხეს, რომლის მიერ წარმოებულმა ხშირმა აფეთქებებით გამოწვეულმა ვიბრაციამ გამოიწვია სახლის დაზიანება.

 

5.6 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ კომპანია "ე---------ის" დასკვნის მიხედვით აფეთქებები წარმოებდა - რა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, ამასთან მოსარჩელეთა სახლი არ მდებარეობდა ზემოქმედების ზონაში- მას არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რადგან, როგორც დადასტურდა აფეთქებებს ჰქონდა არა ერთჯერადი, არამედ სისტემატიური - მრვალჯერადი ხასიათი, რამაც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გამოიწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება. ასევე ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომ გვირაბის მშენებლობის არეალი გაცდა- რა სოფლის ტერიტორიას მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებები ვერ დააზიანებდა მოსარჩელეთა სახლსრადგან როგორც დგინგება ს------------ N-- გვირაბის მშენებლობა მართალია დაიწყო 2012 წელს, მაგრამ მოგვიანებით დაიწყო ასევე გვირაბის მეორე რიგის მშენებლობაც, რომელიც დღესაც გრძელდება, და მოსარჩელეთა განმარტებით გარკვეული ვიბრაცია დღემდე იგრძნობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა დაადასტურეს ზიანის ფაქტი. შპს "ჩ------------------------------------------ის" ბრალი მიყენებულ ზიანში, მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------მა" ვერ დაადასტურა დამდგარი ზიანის მიმართ მისი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები. ამდენად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე შპს "ჩ------------------------------------------ს'' უნდა დაეკისროს მოსარჩელეების გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის თანხა 17 ლარი და 38 თეთრი.

 

6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჩ------------------------------------------მა“. აპელანტის განმარტებით:

 

6.1 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ ხ-–------------–----–------ის სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის , მ–-----ი გ--------–ისა და პ----- გ--------–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს ,,ჩ------------------------------------------ის’’ მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული სისტემატურიური მიწისქვეშა აფეთქებების შედეგად. მტკიცებულებად მოჰყავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2017 წლის 20 ივნისის დასკვნა და უსაფუძვლოდ მიაჩნია დადასტურებულად სარჩელში მითითებული გარემოებები, ასევე სასამართლო უსაფუძვლად თვლის, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია ან რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უარყოფდა ან გააქარწყლებდა მოსარჩელეთა მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

6.2. სასამართლო გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ სამხარაულის სახლეობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 ივნისის N0-------- დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და ამასთან, მობინადრეთა განმარტებებს. აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს, რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. როგორც დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა , ,,მობინადრეების განცხადებით მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში ს------------ გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში შეინიშნებოდა მიწისძვრის მსგავსი ბიძგები’’. აქედან გამომდინარე, ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ,,თუ გავითვალისიწნებთ გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებასა და ასევე, სოფელ ქ--–----ში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს, შიძლება დავასკვნათ, რომ სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ს------------ გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად’’. დასკვნით დგინდება, რომ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ არსებობს. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა -ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა, მაგრამ საქმეს არ ერთვის და არც კომპანიაში მოიპოვება რაიმე მოთხოვნა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და გაუგებარია, საიდან დააგინა ექსპერტმა ის ფაქტი, რომ მოპასუხე, შპს „ჩ------------------------------------------ი“ არანაირ მონიტორინგს არ ახორციელებდა . ექსპერტს ისიც კი არ დაუდგენია, თუ სად და რა მანძლზე მდებარეობს აფეთქების ადგილიდან აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრე.

 

6.3. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქ--–----ზე, საქართველოს რ-------ის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რ-------ის დაკვეთით აწარმოა კომპანია ,,ე---------მა’’ იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია სამხარაულის სახლეობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა. სსკ 170 -ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს და დასაბუთებულ პასუხებს დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე. შპს „ჩ------------------------------------------ის’’ მიერ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულება ექსპერტის დასკვნის სახით, რომელიც გამორიცხავს მის ბრალს მოსარჩელეთა ქონების დაზიანებაში. აღნიშნული ექსპერტიზა მოპასუხე მხარის დაკვეთით ჩაატარა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელმა საერთაშორისო კომპანია ,,ე---------მა’’, რომლის 2017 წლის 20 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოხსენებული დასკვნა არასწორია და შპს „ჩ------------------------------------------ის’’ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის გ---, მ–-----ი და პ----- გ--------–ების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში . მათი სახლი არ არის მითითებული იმ სახლთა სიაში, რომლებიც ჩამოთვლილია ექსპერტის ხსენებულ დასკვნაში, რომელთაც აფეთქების შედეგად შესაძლოა მისდგომოდათ რაიმე სახის ზიანი. ცალსახაა, რომ დანარჩენი ყველა სახლი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ჩამოთვლილი, არ ხვდება რისკის ზონაში და ამ სახლებზე დაზიანება არ შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო გვირაბებში მიმდინარე აფეთქებების შედეგად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე აპელანტის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 23 სექტემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, გ---, მ–-----ი და პ----- გ--------–ების სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით. აღნიშნული დასკვნის შესახებ სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ცალმხრივი და ობიექტურია, ვინაიდან სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ გაიზიარა ერთი მხარის მტკიცებულება და რატომ არ გაიზიარა მეორე მხარის მტკიცებულებები. მაშინ როცა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისაგან განსხვავებით, მეცნიერული კვლევისა და აფეთქებების მონიტორინგის შედეგებზეა დაფუძნებული. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

 

6.4 სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები შეადგენს 17 987 ლარსა და 38 თეთრს და მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე ზ----- გ------–--ის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა შედგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე. აღნიშნული პირის მიერ შედგენილ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, მას საქმესთან კავშირი არ აქვს და არის უსაფუძვლოდ გაზრდილი. ზ----- გ------–--ე საერთოდ არ ითვალისიწნებს ექსპერტის დასკვნას, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ უნდა მოხდეს შენობაზე აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება და არა სრულიად ახალი შენობის აშენება. ამ ორი დოკუმენტიდან გამომდინარე, სასამართლოს , იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ შენობა აფეთქების შედეგად დაზიანდა, უნდა დაედგინა თუ რა ოდენობის ზიანი იქნა მხარისათვის მიყენებული, მაგრამ არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა საცხოვრებელი სახლის ცვეთას და იმას, თუ კონკრეტულად აფეთქების შედეგად რა სახის დაზიანება იქნა მიყენებეული. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომელი დაზიანებაა მიყენებული ასაკობრივი ცვეთის შედეგად და რომელი-სხვა გარე ფაქტორების შედეგად. ამასთან, ექსპერტის დასკვნა არ არის სრულყოფილი, იგი აგებულია მხოლოდ ვარაუდზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ამ დაკსვნის საფუძველზე აუდიტს ობიექტურად განესაზღვრა მოსარჩელე მხარისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლითგათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018) ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127 -1047 -2017 და საქმეზე Nას-189-189-2018 ).

 

9. სასამართლო მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2.მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3.მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას,კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემული №0-------- დასკვნა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ზიანის სახით 17 987 ლარის და 38 თეთრის დაკისრება, რადგან მოპასუხის ქმედებების შედეგად მოსარჩელეების სახლი დაზიანდა. შესაბამისად, მოსარჩელეების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების იმ მტკიცება, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი მათ ეკუთვნოდა; მოქმედებები, რის შედეგადაც ქონება დაზიანდა, მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ აფეთქებების წარმოებასთან. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ კომპანიის ბრალეულობა სადავო უძრავი ქონების დაზიანებაში არ იკვეთება. მან სადავოდ გახადა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა.

 

10. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია შპს „ჩ------------------------------------------ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიერ ს------------ გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 20.06.2017 წლის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ ,, "ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა- ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს ...... ამდენად, თუ გავითვალისწინებთ გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების და ასევე სოფელ ქ--–----ში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს შეიძლება დავასკვნათ, რომ სოფელ ქ--–----ში მდებარე გ--- გ--------–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ს------------ გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად.’’

 

მოპასუხის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი იქნა კომპანია ,,ე---------ის“ მიერ გაცემული დასკვნები. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი შეეხება ზოგადად ს------------ გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მიერ მითითება მასზედ,რომ ,,დახრილი წერტილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და სახლს შორის არის 242 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 238 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე’’, ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას, რომ შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს მასზედ, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ს------------ გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობება არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი (და არა თეორიული ან სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და ა.შ

 

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018)

 

სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ განპირობებულია მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებებით, ხოლო აღნიშნული აფეთქებების შედეგად დამდგარი ზიანი უნდა შეფასდეს აქედან გამომდინარე 10 000 ლარად. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დაზიანებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს 11 000 ლარის გადახდა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მისთვის მიყენებული ზიანი- 17 987,38 ლარი, სრულად მხოლოდ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებითაა გამოწვეული. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის მხოლოდ ნაწილობრივი, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნაშია ასახული. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი შინაგანი რწმენისა და კანონის შესაბამისად. რადგან განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება კონკრეტულად მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ზუსტი ოდენობა, სასამართლო შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თანხა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 11 000 ლარის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის, შპს „ჩ------------------------------------------ის’’ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და არსებობს მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

12. პალატას მიაჩნია რომ, დასაბუთებულია პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომელ წლებში დაზიანდა სახლი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ აფეთქებითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს ან/და რომელ წელს დასრულდა. ამდენად, არ არსებობს არც ხანდაზმულობის ვადის ათვლისა და აღნიშნული საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი და სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზემოაღნიშნული მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია მსგავს საქმეებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018

 

13. სასამართლო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლისსასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შესაბამისად მოპასუხე შპს ”ჩ------------------------------------------ს" მოსარჩელეების გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი. ამასთან ერთად, შპს „ჩ------------------------------------------ის“-ს დაეკისროს გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 330 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 440 ლარის ანაზღაურება;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

4. შპს „ჩ------------------------------------------ი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება

 

6. გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

7. შპს „ჩ------------------------------------------ი“-ს დაეკისროს გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის სასარგებლოდ 11 000 ლარის გადახდა;

 

8. შპს „ჩ------------------------------------------ი“-ს დაეკისროს გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის სასარგებლოდ ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.

 

9. 7. შპს „ჩ------------------------------------------ის“-ს დაეკისროს გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 330 ლარის ანაზღაურება.

 

10. 8. შპს „ჩ------------------------------------------ის“-ს დაეკისროს გ--- გ--------–ის, მ–-----ი გ--------–ის და პ----- გ--------–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 440 ლარის ანაზღაურება;

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ვანო წიკლაური