განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
100210118002114631
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210118002114631

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ- 181-18 25 აპრილი 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - რ------ გ----------–---–-, ნ----–--- გ----------–---–-, ჟ--–---- გ----------–---–- სს ,,კ------- ბ----” კ--- ჩ------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: პროცენტის-290.05 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს-160.1 აშშ დოლარის, სადაზღვევო შენატანის-68.03 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის-38,73 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 22 ნოემბერს, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს (რეორგანიზაციის შემდგომ სააქციო საზოგადოება) და რ------ გ----------–---–- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 4000 აშშ დოლარზე 36 თვის ვადით, 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკით, სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. ხელშეკრულების 3.8. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა, დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ს ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. 2014 წლის 22 ნოემბერს, ნ----–--- გ----------–---–---- და ჟ--–---- გ----------–---–---- გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება. ძირითადი მოვალის მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლის თაობაზე გაფრთხილების წერილები ჩაბარდათ ასევე თავდებ პირებსაც, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი. შესაბამისად, სარჩელის წარმოდგენის დროისათვის არსებულმა დავალიანებამ შეადგინა 2271.75აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1752.67 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი -290.05 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-160.10 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი- 68.03 აშშ დოლარი, რაც სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს, მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში და განმარტეს, რომ აქვთ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, მოპასუხე რ------ გ----------–---–- არის ინვალიდი, არანაირი შემოსავალი არ გააჩნია გარდა პენსიისა, რის გამოც ვერ ახერხებენ ვალდებულების შესრულებას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სს ,,კ------- ბ----”-ს (ს/კ---------) სარჩელი დაკმაყოფილდეს და რ------ გ----------–---–-, ჟ--–---- გ----------–---–- და ნ----–--- გ----------–---–-, სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ 2271.75 (ორიაათასორასსამოცდათერთმეტი და სამოცდათხუთმეტი მეასედი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, საიდანაც 1752.67 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 290.05 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, 160.1 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო, 68.03 აშშ დოლარი არის სადაზღვევო შენატანი. 2. ს.ს. ,,კ------- ბ---”-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 130 ლარი და 40 თეთრი (საგადახდო დავალება N---; თარიღი - 28.09.2017 წელი; გადამხდელი - სს კ------- ბ----; გადამხდელის ბ---- - სს „-----------–--- ბ----“; ბ----ს კოდი - TRESGE22; თანხა - 169.13 ლარი) კანონით დადგენილი წესით. 3. რ------ გ----------–---–-, ჟ--–---- გ----------–---–- და ნ----–--- გ----------–---–-, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს.,, კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ 38 (ოცდათვრამეტი) ლარისა და 73 (სამოცდაცამეტი) თეთრის გადახდა. 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3). დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2014 წლის 22 ნოემბერს, შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს (რეორგანიზაციის შემდგომ სააქციო საზოგადოება) და რ------ გ----------–---–- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N------------- 4000 აშშ დოლარზე 36 თვის ვადით, 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2.45% საპროცენტო სარგებელით. სესხის გადახდა დადგენილი იქნა გრაფიკის შესაბამისად, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.8. პუნქტით განისაზღვრა, რომ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ს ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. 2.2. 2014 წლის 22 ნოემბრის განცხადებების და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ----–--- გ----------–---–-- და ჟ--–---- გ----------–---–-- იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. 2.3. რ------ გ----------–---–-ს მიერ, სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია 4.261.24 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 2.247,33 აშშ დოლარი, პროცენტი -1.842.51 აშშ დოლარი, დაზღვევა -136.09 აშშ დოლარი, ჯარიმა -0.07 აშშ დოლარი. მოსარჩელეს მითითებით, 2014 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 2271.75 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1752.67 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი -290.05 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი-68.03 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-160.10 აშშ დოლარი. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი. 2.4. 2016 წლის 9 სექტემბერს განხორციელდა შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს რეო---------–-- და შეეცვალა სამართლებრივი ფორმა რის შემდგომაც მოსარჩელე იწოდება სააქციო საზოგადოებად, ხოლო 2017 წლის 17 მარტის სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება არის - კ------- ბ----. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე , 316-ე, 317-ე, 403-ე, 405-ე, 407-ე, 414-ე, 417-ე,418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 799-ე, 891-ე და 895-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623- ე მუხლი), რომლის გადახდის წესი განისაზღვრა გრაფიკის შესაბამისად.

რ------ გ----------–---–-- გადაიხადა მხოლოდ ნაწილი, კერძოდ 4.261.24 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 2.247,33 აშშ დოლარი, პროცენტი არის 1.842.51 აშშ დოლარი, დაზღვევა 136.09 აშშ დოლარი, ჯარიმა -0.07 აშშ დოლარი.

2016 წლის 06 დეკემბერს, რ------ გ----------–---–-- გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა შეწყვიტა და კრედიტორის მხრიდან მოპასუხეთა გაფრთხილების მიუხედავად, ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

2.6. ვინაიდან, მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ამასთან მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც 2017 წლის 03 ოქტომბერს სარჩელის აღძვრით კრედიტორმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მოპასუხეებისათვის (ძირითადი მოვალისა და თავდები პირებისათვის), როგორც დარჩენილი ძირითადი დავალიანების- 1752.67 აშშ დოლარის, ისე სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდის დაკისრება, სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე არსებული ოდენობით-რაც შეადგენდა 290.05 ა.შ.შ. დოლარს.

 

2.7. ვინაიდან, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 68,03 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

2.8. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.8. პუნქტით წერილობით არის შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ს ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 160,1 აშშ დოლარი გონივრულია და უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ 290.05 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტის, 160,1 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს, 68.03 აშშ დოლარის სადაზღვევო შენატანის, ასევე 38,73 ლარის ოდენობით ბაჟის დაკისრების ნაწილში არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომ არიან ინვალიდები და სოციალურად დაუცველები, არ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა, და სრულად დაუკმაყოფილა ბ---ს სასარჩელო მოთხოვნა. 3.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და სადაზღვევო შენატანი მოთხოვნილია გონივრულ ფარგლებში, მაშინ როდესაც შეეძლო მათი მდგომარეობის გათვალისწინებით არ დაეკისრებინა აღნიშნული თანხები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ,,კ------- ბ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე პერიოდისათვის, 2014 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დაანგარიშებული დავალიანების ოდენობა, რაც შეადგენს, 2271.75 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1752.67 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი -290.05 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი-68.03 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-160.10 აშშ დოლარი. აპელანტის მხრიდან სადავოა დარიცხული თანხის გადახდის ვალდებულების არსებობა. 4.4. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.5-2.8 პუნქტებში დაფიქსირებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვინაიდან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სეხის სარგებლობისათვის პროცენტი, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, ამასთან მოქმედი კანონმდებლობით ინვალიდობა და სოციალურად დაუცველის სტატუსი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს დაეკისრათ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეთანხმებული საპროცენტო სარგებელის, ასევე სადაზღვევო თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდა სრულად გამომდინარეობს სკ-ის 623-625-ე, 418-ე მუხლების მოთხოვნებიდან და დასაბუთებულია. რაც შეეხება გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას პალატას გონივრულად მიაჩნია. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, სს „კ------- ბ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ რ------ გ----------–---–-ს, ნ----–--- გ----------–---–-ს, ჟ--–---- გ----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ------ გ----------–---–-ს, ნ----–--- გ----------–---–-ს, ჟ--–---- გ----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე